Print

გაზ. № 20 (865)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი18 მაისის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 18 მაისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- ქვეყნის წინაშე მდგარი უახლოესი პოლიტიკური გამოწვევების შესახებ;

- მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

სხდომაზე გაიმართა მსჯელობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამართული მსჯელობის დასასრულს განიხილეს მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო პროგრამა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან შერგელაშვილმა წამოაყენა წინადადება 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის დასახელების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013 წლის 18 მაისის

№1

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 . 18 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს ლასკარის გადაწყვეტილება - 2013 წ. ოქტომერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013 წლის 18 მაისის

№2

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013 . 18 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს საპრეზიდენტო პროგრამა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013 წლის 18 მაისის

№3

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013 . 18 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მოადგილის ბეჟან შერგელაშვილის წინადადება 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის დასახელების თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, დასახელებულ იქნეს სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარე -  მიხეილ (გელა) სალუაშვილი.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

„ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას:

სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა.

აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ

შენ და შენმა შთამომავლობამ.

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი,

გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას,

რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...”

[2 რჯ. 30,19-20]

 

პირველი ნაწილი:

საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ეროვნულ - რელიგიური ნაწილი

 

მეორე ნაწილი:

საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ეროვნულ - პოლიტიკური ნაწილი:

1. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების პირველი ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

2. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეორე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო საკითხების მოსამზადებელი კომისია“;

3. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მესამე ნაბიჯ - უნდა შეიქმნას: „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხების მოსამზადებელი კომისია“;

4. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეოთხე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ქვეყნის სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებელი კომისია“;

5. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეხუთე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მმართველობითი ფორმის საკითხების შემსწავლელი [დამდგენი] კომისია“;

6. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეექვსე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

7. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეშვიდე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

8. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მერვე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების შემსწავლელი კომისია“;

9. საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მეცხრე ნაბიჯი - უნდა შეიქმნას: „საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხების შემსწავლელი კომისია“.

 

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ბიბლიური მინიშნებები

„მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და,

როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია

წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი,

მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია,

როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს,

რომელიც მისგან არის შექმნილი“

 [3 ეზრა 9,1-2].

 

სამოცდაათწლიანი მონაკვეთი,

ანუ 1921-1991 წ.წ.

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყანა [საქართველო]  70 წელიწადი [1921 -1991 წ.წ.] უნდა იყოს ჩრდილოელი მეზობლის [რუსეთის იმპერიის] ტყვე [იხ. იერ. 19,4; იერ. 25,8-11; იერ. 29,10]:

- „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12).


„ცხებული მეფის“ - ზვიად გამსახურდიას

გამოჩენა-მოკვეთა

70-წლიანი დროის მიწურულს, ამ ქვეყანაში, მოდის „ცხებული მეფე“ [ზვიად გამსახურდია], რომლისთვისაც „შვიდი შვიდეული“ [1990 წ. 10.09 – 1990 წ. 28.10] და „სამოცდაორი შვიდეულია“ [1990 წ. 28.10 -1992 წ. 6.01] გამოყოფილი. ამის შემდეგ იგი განიდევნება სამშობლოდან [„გატიალების სიბილწის“ პირველი ეტაპის დასაწყისი], და ორწლიანი დევნის ბოლოს [1993 წ. 31.12] მოკვდინებულ იქნება [იხ. დან 8,21; დან. 9,25-26; ეს. 63,18; იერ. 28,3; დან. 11,21-22].

 

„სამოცდაორი შვიდეული“,

ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

პირველი პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროით საზღვრებს შეეხება:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

 

ორი წლის შემდგომი

დაბრუნება და სიკვდილი

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ ბრუნდება საქართველოში:

- „ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული მაქვს ამ ადგილიდან...“ [იერ. 28,3];

ამ დროის მიწურულს, ედ. შევარდნაძის რეჟიმთან ბრძოლაში ზვიად გამსახურდია მოწამეობრივად ამთავრებს სიცოცხლეს:

- „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“.

 

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების

ედ. შევარდნაძის საქმიანობის დროითი საზღვარი,

ანუ 1992-2003 წ.წ.

ედ. შევარდნაძის, ჩვენს თვალწინ წარმართული, საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში ასეთი სახისაა:

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა); 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე; ხოლო 1992 წ. 10 მარტს იქმნება ე.წ. -  „სახელმწიფო საბჭო“, რომლის პრეზიდიუმიც ოთხი კაცის შემადგენლობით განისაზღვრა - ედ. შევარდნაძე, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი და თ. სიგუა.

დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა...“ (დან. 8,21-22).

ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. „არჩევნებით“, „საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით აღიჭურვა, და შეუდგა საქმიანობას:

- „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დან. 8,24-25).

წმიდა წერილი იქვე იუწყება - ედ. შევარდნაძის საქმიანობის, ზოგადი - 10,5 წლიანი დროითი მიჯნის თაობაზეც, რომელიც ორი პირობითი [1. „ერთი შვიდეული“ და 2. „შვიდეულის ნახევარი“] მონაკვეთისაგან შედგება:  

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

2003 წლის 22-23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ედ. შევადნაძემ ქვეყნის მართვა, თავისივე გამოზრდილი გუნდის ახალგაზრდულ ფრთას „დაუთმო“.

ბიბლიაში ვკითხულობთ:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში [აქ - 7 წელი: 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი], შვიდეულის ნახევარში [აქ - 3,5 წელი] შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს [იწყება „მოქკავშირის“ რღვევის პროცესი: 2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძის მიერ დაარსდა საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (1992 წ. ოქტომბრიდან, 10,5 წლის ბოლოს, ანუ 2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების [62 შვიდეული, ანუ 434 დღე] მსგავსად, მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

 

1991-1992 წლები გასაყარზე მომხდარი მოვლენების

ბიბლიური შეფასება

ბიბლიაში მოცემულია საქართველოში, 1991-1992 წლების მოვლენებში მონაწილე ორივე პირობითი მხარის საქმიანობის შეფასება, კერძოდ:


ზვიად გამსახურდიას საქმიანობა

ასეა შეფასებული:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

ამდენად, მიმდინარე პროცესებში მონაწილე ზვიად გამსახურდიას საქმიანობას ბიბლია ასე აფასებს: მას - „ბრალი არ ექნებაო“;

 

სამხედრო გადატრიალების მომწყობთა საქმიანობის

ბიბლიური შეფასება

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, 1992 წლის 2 იანვარს, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა).

1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი ედ. შევარდნაძე. სამი დღის შემდეგ მათი ძალისხმევით იქმნება ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“, რომლის ხელმძღვანელი ორგანოს - „პრეზიდიუმის“ შემადგენლობა ასე განისაზღვრა:

- ედ. შევარდნაძე [თავმჯდომარე], ჯ. იოსელიანი [„მხედრიონის“ ლიდერი], თ. კიტოვანი [„ეროვნული გვარდიის“ სარდალი] და თ. სიგუა [„მთავრობის“ თავმჯდომარე].

აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა...

მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

ამდენად, მიმდინარე პროცესებში, ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებული ძალის საქმიანობაზე, ბიბლიაში გადმოცემული ღმერთისმიერი შეფასება ასეთია:   - „მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ“.

 

ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი

მ. სააკაშვილის „მეფობის“ დროითი მიჯნები,

ანუ  2003-2012 წ.წ.

გვინდა  მოკლედ გავიხსენოთ 2003-2008 წ.წ. დროის მონაკვეთში მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული ბიბლიური ინფორმაციები:

 

მისი [ედ. შევარდნაძის] მთავართაგანის [მ.სააკაშვილის]

„გაბატონება“

ნაწინასწარმეტყველები 10,5 წლის [1992 წ. 11.10 – 2003 წ. 11.04] შემდეგ [2003 წ. 23.11], ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს „ამხობს“ - „მისი ერთ-ერთი მთავართაგანი“, და იწყება - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობა [იხ. დან. 9,27; დან 9,23-28; დან. 7,7; გამოცხ. 17,10-12; დან. 11,2-5;]:

- „... [ედ. შევარდნაძე] წინ აღუდგება მთავართა მთავარს [აქ - ოპოზიციის ლიდერი მ. სააკაშვილი] და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით“ [დან. 8,25];

- „გაძლიერდება სამხრეთის მეფე [ედ. შევარდნაძე], მაგრამ [10,5 წლის თავზე] იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი [თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - მ. სააკაშვილი], გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება“ [დან. 9,5].


„ბიჭ-ბუჭების“ მმართველობა

2003 წლის მიწურულს მომხდარის შემდგომად ხელისუფლებაში მოსულთა საქმიანობის თაობაზე ბიბლია ასე წინასწარმეტყველებს:

 - „სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს, ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში... ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს...“ [ესაია 3,4-6; 12].

 

სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე

და მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასება

აღნიშნული ეტაპი - „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. იქვეა მოცემული მათი საქმიანობის ბიბლიური შეფასებაც:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“] და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით, ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“


ზ. ჟვანიას „წამებით სიკვდილი“

2003 წლის ნოემბერში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსულ „სამეულს“(მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე), 2005 წ. 3 თებერვალს - ზ. ჟვანია გამოაკლდა.

ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33];

აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].

 

ნ. ბურჯანაძის „ჩამოცილება“

2005 წ. 3 თებერვლის შემდგომად, ე.წ. სამეულის დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06] [იხ. 3 ეზრა 11,35; 3 ეზრა 12,27-28]:

„დუეტში“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძის თაობაზე ასე გვეუწყება:

- „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

2008 წლის აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში, მისთვის გამოყოფილი ქვოტით, ყოფნაზე. მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად -  დ. ბაქრაძე აირჩიეს.

წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს:

- „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

ამდენად, 2008 წლის აპრილ-ივნისის დროითი მიჯნიდან მოყოლებული, დაიწყო მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობითი ეტაპი.

 

წინასწარმეტყველება

 საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე

მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავი“ [მ. სააკაშვილი], აგრძელებს რა ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გზასავალს, „წარმატებით“ აგვირგვინებს ბიბლიისეულ წინასწარმეტყველებას - საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცების თაობაზე [2008 წ. აგვისტოს: საქართველო - რუსეთის ომი] [იხ. 3 ეზრა 11,45; დან. 12,4]:

- „მისი [ედ. შევარდნაძის] დადგომისთანავე [1992 წ.] შეიმუსრება მისი სამეფო [საქართველო] და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა [1. აფხაზეთი, 2. ე.წ. სამხრეთ ოსეთი, 3. აჭარა და 4. დანარჩენი საქართველო]; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება [ახალი ხელისუფალი (ანუ მ. სააკაშვილი),  არჩევნების გზით არ მოვა] და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი [ჯერ: ედ. შევარდნაძისა და შემდეგ: მ. სააკაშვილის] სამეფო, და ამას გარდა სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“ [დან. 11,4].

მითითებული - „სხვათა [რუსეთის] ხელში გადავა“-ს  პროცესი ასე განვითარდა:

2008 წ. 7/8-12/13 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

2008 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და იურიდიულად „ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა [რუსეთის] ხელში“  გადავიდა.

 

2008 წლის აგვისტოში მომხდარი

რუსეთ-საქართველოს ომის „დეტალები“

ა) წინათქმა, ანუ - ვლ. პუტინი

აღნიშნულ თემაზე საუბარი, 1999-2000 წლებიდან რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივად ერთპიროვნული მმართველის - ვლ. პუტინზე არსებული ბიბლიური მინიშნების ნაწილის გახსენებით გვინდა დავიწყოთ:

 „თავის ნებაზე მოიქცევა მეფე [ვლ. პუტინი]: ყველა ღმერთზე [აქ, კოდირებულად  - ი. სტალინის სიკვდილის შემდგომად, რუსეთის იმპერიის მმართველებზე მინიშნებაა მოცემული] მეტად ამაღლდება, განდიდდება [ვლ. პუტინმა კვლავ ძველი, საბჭოთა კავშირისეული, „დიდება“ დაუბრუნა რუსეთის იმპერიას] და გასაკვირველს ილაპარაკებს... და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია [ აქ - ნაწინასწარმეტყველებია], უნდა ასრულდეს.

არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადრებას [აქ - კოდირებულად, რუსეთის იმპერიის ორ ბოლო მმართველზე - მ. გორბაჩოვსა და ბ. ელცინზეა მინიშნება], არც ქალღმერთს [აქ - უკვე მ. გორბაჩოვის ძლევამოსილ მეუღლეზე - რაისა გორბაჩოვაზეა მინიშნება], არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

სამაგიეროდ [ვლ. პუტინი] ციხე სიმაგრეთა ღმერთს  განადიდებს [აქ - ე.წ. „კგბ“-სა და მისი კადრების ბაზაზე ხელისუფლებაში დამკვიდრებაა ხაზგასმული]...

ის [ვლ. პუტინი] ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე [აქ - კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა მინიშნება]. ვინც მას აღიარებს [მაგ. ჩეჩნეთის ე.წ. პრეზიდენტი - კადიროვი], პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად“ [დან. 11,36-39].

 

ბ) ომის დაწყების „ინიციატორი“ – „სამხრეთის მეფე“

ბიბლია კოდირებულად გვამცნობს რუსეთ-საქართველოს  ომის დაწყება-განვითარების დეტალებს:

„ბოლო დროს მას [რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე [სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი, წამოეგო რა მოწინააღმდეგის მიერ დაგებულ ხაფანგს] შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე [ვლ. პუტინი] ეტლებით, მხედრებით და უამრავი ხომალდით [აქ - საბრძოლო ტექნიკა]. გაილაშქრებს ქვეყანაზე [საქართველო], წალეკავს და გადაივლის“ [დან. 11,40].

 მაშასადამე, ბიბლიური წინასწარჭვრეტისეული მინიშნების: „მას [ვლ. პუტინს] სამხრეთის მეფე შეებმება“-ს მიხედვით - ღია ომის დაწყების ინიციატორი - „სამხრეთის მეფე“, ანუ - მ. სააკაშვილია.

 

გ) რუსეთის ბაზების განთავსება, ანუ

წინასარნაუწყები განაჩენი

ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ - ვლ. პუტინის ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციამ, მის მიერვე აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობათა „თხოვნით“, საქართველოს ტერიტორიის ამ განუყოფელ ნაწილზე - სამხედრო ბაზების განლაგება დაიწყო.

ბიბლიაში აღნიშნულზე, და მის შემდგომად მოსალოდნელ პროცესებზე ასე გვეუწყება:

„გაშლის [აქ - რუსეთი] თავის სამეფო კარვებს [სამხედრო ბაზებს] ზღვასა [აქ აფხაზეთიდან] და მშვენიერ წმიდა მთას [აქ - ცხინვალის რეგიონი] შორის. მერე [კოდია] მიაწევს [რუსეთი] თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას [წინასწარნაუწყები ღვთიური განაჩენი]“ [დან. 11,45]. 

 

„სამსჯავროსეული“ ეტაპის დაწყება, ანუ

2008 წ. აპრილ-სექტემბრიდან აღებული

3,5 წლის შემდგომად განვითარებული პროცესები

 2008 წლის შემდგომად დაწყებულ დროში მომხდარზე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი. როგორც უკვე ვნახეთ, ბიბლიური მინიშნებით:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და

- საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ,

თანხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან იწყება (როდესაც აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარჩევნო სიაში მისთვის გამოყოფილი ქვოტით ყოფნაზე, და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს), და 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში მთავრდება.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის (მ. სააკაშვილის) საქმიანობის „დასასრულის დასაწყისის“ ბიბლიური მინიშნება, სწორედ, ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი.

კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. აპრილი - 21 მაისი-7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია:

- ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ - ნოემბრიდან  7 დეკემბრამდე, ხოლო 

- მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

2. 2008 წ. 7/8-26 აგვისტოდან ათვლილი 3,5 წელი ესაა:

- 2012 წლის 7/8-26 თებერვლის დროითი მონაკვეთი.

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მიჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის - „დასასრულის დასაწყისი“ ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი:

- 2011 წლის ოქტომბერ -ნოემბრიდან, ვიდრე 2012 წ. 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

და აი,  ჯაჭვის შემდეგი რგოლიც, სახელდებით - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარი მოვლენებით გამოიკვეთა.

 

დამამთავრებელი მეოთხე რგოლი, ანუ

2012 წ. ოქტომბრიდან 2013 წ. ოქტომბრამდე

ა) 2012 წ. 1 ოქტომბერი

 საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარებით, დაგვიდასტურდა, ბიბლიური:

 „... მეათე თვის პირველ დღეს, გამოჩნდა მთათა მწვერვალები“-ს [იხ. დაბ. 8,5] მისტერიული პროცესის მიმდინარეობა.

 

ბ) მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მარცხი

 მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავისა“ [მ. სააკაშვილის] [იხ. 3 ეზრა 11,45] და მისი გუნდის [„ნაცების“] საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას, ბიბლია ამ თავის - „გაუჩინარებას“, ანდა იგივე - „ მახვილით დაცემას“ არქმევს [იხ. 3 ეზრა 12,2; 28]:

- „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც [აქ -„სამეულიდან“ მარტო] დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ [3 ეზრა 12,2];

-„იმ დანარჩენ ორს [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] კი მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძე] შეჭამს [2008 წ. საპარლამენტო არჩევნები], თუმცა ისიც [მ.სააკაშვილი] მახვილით დაეცემა [2012 წ. საპარლამენტო არჩევნები] უკანასკნელ ხანებში“ [3 ეზრა 12,27-28].

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში [არჩევნები - ახალი მთავრობის დამტკიცება] განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის - „უკანასკნელმა ხანმა“.

 

გ) ორხელისუფლებიანობა

2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან ათვლა დაიწყო ბიბლიურმა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ სახელდებულმა ეტაპმა, რაც ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობით შექმნილი რეალობის ბიბლიური შეფასებაა [იხ. 3 ეზრა 12,21; 29-30]:

- „... ორნი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

დიახ, ბიბლიისეული მინიშნება - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს.

ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, სრულად აკონტროლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას; ხოლო

მეორე მხარეს წარმოადგენს - მ. სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებს, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.

ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს საძიებელი - ბოლო ჟამის დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ:

- „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოკვეთილია, რომ მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30], დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის ოქტომბრამდელ მონაკვეთს უნდა მოიცავდეს;

 

კოდი - „უფლის სახელით“ მომავალი

ბიბლიური ტერმინით -  „დასასრულამდელ“ დროში მყოფი „ორი“ მმართველის საქმიანობის ფონზე, სახარება კიდევ ერთ კოდირებულ მინიშნებას გვთავაზობს:

მაცხოვარი ბრძანებს - „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ ის კოდირებული დროითი მონაკვეთი უნდა იყოს მოცემული, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს - უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ... არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-.

 

 „უფლის სახელით“

მომავალი პირის [ჯგუფის]

გზასავალი

ბიბლიური თხრობა კოდირებულად გვაუწყებს იმ ნიშანთა თაობაზეც, რომლებშიც ბოლო ჟამის განსახილველ დროის მონაკვეთში მოქმედი პირის [ჯგუფის] გზასავალია მოცემული:

„ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი...

ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ათასი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს...

ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შემართული, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას“ [3 ეზრა 13,3; 5; 8].

და კიდევ:

„როცა გაიგონებს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას, და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას“ [3 ეზრა 13,33-34].

აი ყოველივე ის, რისი თქმაც ამ დროისათვის გვინდოდა.