Print

გაზ. № 21 (866)

ლასკარის კართან ვარდი თუ ნახოთ,

არ დააბრალოთ სხვას...

ის, მე ვითხოვე ედემის ბაღში,

გამოვატანე ქარს ...

გამოვაყოლე მკურნალი,

ის - ბევრს აუხელს თვალს!

ძილიდან გამოაფხიზლებს,

ბევრსაც ასწავლის ჭკვას...

ვინც დაუჯერებს იმ მკურნალს:

გაყვება უფლის გზას...

ვისაც არ ჯერა, ნუ ჯერა...

თვითონ „უშველოს“ თავს...

ეკატერინე ხრიკული

 

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

„ყოველივეს თავისი დრო აქვს და

ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“

[ეკლესიასტე 3,1]

საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ:

- „...საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიც და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა, თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით...“

[მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“, ტ. 1, თბ. 1995 წ., გვ. 119-120].

 

ვიწყებთ რა - ორი პირობითი ნაწილისაგან შემდგარი საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს წარმოდგენას გვინდა განვაცხადოთ, რომ:

- ქართული სახელმწიფოს დაშლა-განადგურების, ანუ ჯვარცმის პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ერის დარღვეული სულისმიერი ცნობიერების გამოსწორება არ მოხდება, ვინაიდან - ჭეშმარიტი სულიერი აღორძინების გარეშე ერის ფიზიკური გაძლიერება შეუძლებელია...

- ქრისტესმიერი ჯვარცმის დასრულებისა და საქართველოს გაბრწყინების მოიმედე ქართველი ხალხის გზასავალი: ისეთი რელიგიურ-პოლიტიკური სულისკვეთების მატარებელ პიროვნებათა მიერ უნდა იყოს სახელდებული, რომელთა პოლიტიკური საქმიანობაც, სწორედ - „ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე“ დამყარებული ზნეობრივი აღორძინებისაკენ იქნება მიმართული.

 

საპრეზიდენტო პროგრამის:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ეროვნულ - რელიგიური ნაწილი


 1. წინათქმა, ანუ - შესავლის მაგიერ

აჰა, ილაპარაკეჩემიხალხისგასაგონად წინასწარმეტყველურისიტყვები,

რომლებსაცჩავდებშენსბაგეებში, ამბობსუფალი.

დადააწერინეისინიქაღალდზე, რადგანსარწმუნოადაჭეშმარიტი.

ნუშეგაშინებსშეთქმულებებიშენსწინააღმდეგ,

ნურცნათქვამისადმიხალხისურწმუნოებანუშეგაშფოთებს.

რადგანყოველიურწმუნოთავისსავეურწმუნოებაშიმოკვდება

(3 ეზრა 15,1-4)

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმა მრავალი საუკუნის მანძილზე ეძებდა სამოთხეში, ანუ უზენაეს ძალასთან - ღმერთთან დასაბრუნებელ გზას.

ორი ათასი წლის წინათ, კაცობრიობის სულთა სახსნელად დედამიწაზე მოვლენილმა - განკაცებულმა უფალმა იესუ ქრისტემ, მოგვიანებით ქრისტიანულ მოძღვრებად სახელდებული სწავლების გადმოცემისას, ბრძანა:

- „...კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ; რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. ხოლო სადაც მე მივალ, თქვენ იცით, და გზაც იცით. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიხვალ, როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? უთხრა მას იესუმ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ [იოანე 14,3-6].

ძის მიერ მამისაკენ სავალი გზის მაჩვენებელ წიგნთა-წიგნს, ძველი და ახალი აღთქმის გამაერთიანებელი - ქრისტიანული ბიბლია ეწოდა.

ხრწნადი სხეულის, ანუ სიკვდილის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმისათვის მაშველ რგოლად იქცა მაცხოვრისეული დანაბარები - „...კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ“.

ამ დიდებული დროის დადგომის მოლოდინით აღვსილი მოციქულების შინაგანი განცდის თაობაზე სახარება ასე გვაუწყებს - „და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?“ [მათე 24,3].

ამ კითხვაზე პასუხის შემცველი, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა დროის  დადგომის შესაცნობი ნიშნების ჩამონათვალით სავსეა ოთხივე სახარება, რომელიც მაცხოვრის შემდეგი გაფრთხილებით ფორმულირდება - „ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ბიბლიური სწავლებით - მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დრო: ბოლო ჟამადაა სახელდებული, ანუ ესაა ის მონაკვეთი, როდესაც უნდა აცხადდეს ამ დროის დადგომის შესაცნობი წინასწარნაუწყები ყველა ნიშანი, რამეთუ ეს ნიშნები - „...საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,9].

მათი დადგომის  თაობაზე, საუკუნეების სიღრმიდან მოკარნახე ბიბლია, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონად, ასე ბრძანებს:

- „...ახლოვდება ჩემი სამსჯავრო. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისთვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენ შენნაირებს [აქ - ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს]. ვუპასუხე და ვთქვი: აჰა, გამიმჟღავნე  ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო როდის“ [3 ეზრა 8,61-63].

უზენაესის პასუხი ასე ჟღერს:

- „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როდესაც დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

საქართველოს სულიერი მისიის სულისკვეთებით ნასაზრდოები ერის გულისმიერი ამოძახილი, იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში ასეა ფორმულირებული: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა...“-ო

ყოველივე ზემოთქმული, მთლიანობაში გააზრების შემდეგ ასე შეიძლება შევაჯამოთ:

- ღმერთთან მისასვლელი გზა, მხოლოდ განკაცებული უფლის მიერ გადმოცემულ, და შემდგომში, მართლადმადიდებელ ქრისტეანულ სწავლებად სახელდებულ რჯულშია ნაჩვენები [იხ. იოანე 14,6];

- განკაცებული მაცხოვარი, პრინციპით ვისაც ყური აქვს ისმინოს, დეტალურად გვაუწყებს მისი მეორედ მოსვლისწინა დროის დადგომის შესაცნობ ნიშნებს [იხ. მათე 24,1-35];

- იქვე მკაცრი გაფრთხილებაცაა მოცემული, რომ უფლის გაცხადებისეული კონკრეტული დრო, მამის მეტს, არავის ეცოდინებაო [იხ. მათე 24,36];

- ამის პარალელურად, ბიბლია, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ, ერთგვარად განუსაზღვრავს, რომ სწორედ მათი ვალია - თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების დროითი მიჯნების გამოკვლევა [იხ. 3 ეზრა 9,1-2];

- იოანე-ზოსიმეს პირით გადმოცემული ღმერთის ნების თანახმად: უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისწინა დროში აცხადებული ნიშნების ყველასათვის გამჟღავნება - ქართული ენის წილხვედრია, ანუ სწორედ - ამ ენაზე მოლაპარაკე ერის წარმომადგენლები იქნებიან უფლის ნების გამხმოვანებელნი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლის მიერ წმიდა წერილში გადმოცემული ნიშნების ასრულების ფონზე, ვფიქრობთ მოვიდა დრო რათა უფლისმიერ ნებაზე დაყრდნობით, ანუ - უფლის სახელით განვაცხადოთ, რომ:

- საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა წმინდა წერილშია წინასწარნაუწყები, ანუ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილია - საქართველო!

- უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი თითქმის ყველა ძირითადი ნიშანი უკვე აცხადებულია;

საქართველოს სულიერი მისიის მკვლევარი, და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა - „ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისაო“. შესაბამისად

უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ჯვარცმისეული გზა დასასრულს უახლოვდება;

უფლის სახელით ვაცხადებთ, რომ წინ საქართველოს გაბრწყინების ეტაპი გველოდება.

 

2. უფლის სახელით - გაცხადებული

ნიშნები ბოლო ჟამისანი

ვითვალისწინებთ რა, რომ - ბიბლიაში, პრინციპით - ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - დეტალურადაა მოცემული ბოლო ჟამის თაობაზე არსებული კოდირებული ინფორმაციები;

ვითვალისწინებთ რა, რომ - ბოლო ჟამი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროის მონაკვეთია; და

ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველო არის: ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი...

უფალ იესუ ქრისტეს მიერ გადმოცემულ ნიშნებზე დაყრდნობით, ანუ უფლის სახელით, შემოგთავაზებთ ბოლო ჟამად სახელდებული იმ დროის მინაკვეთზე საუბარს, რომელიც - საქართველოს გასაბჭოებიდან იღებს სათავეს და მ. სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისეული მიჯნის დასასრულს ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლითაა  შემოფარგლული.

ბიბლიიდან გვეუწყება:

- „... ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [და. 12,9-10];

და კიდევ: გვახსოვდეს

- „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - ღვთისაგან ბოძებული გონიერებისა გამო „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...

[საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული

ეს მონაკვეთი იხილეთ

გაზ. №20(865), გვ. 4-12]

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

1. 24 მაისის შეხვედრა - მიხეილ ანდღულაძესთან

 

2013 წლის 18 მაისის ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 24 მაისს - არასამთავრობო ორგანიზაცია: „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ [„ერ-სა-უფლე“] თავმჯდომარეს მიხეილ ანდღულაძეს ახალ ოფისში [მცხეთის ქ. №28] ვეწვიე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობამდე, ბ-ნ მიხეილს დეტალურად ავუხსენი ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის მნიშვნელობა [მასალა იხ. გაზ. №20(865), გვ. 4-12]; ზოგადად გავაცანი ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“, ორივე ნაწილის არსი[მასალა იხ. გაზ. №20(865), გვ. 3].

ჩვენი გაზეთის 16 თებერვლის ნომერში უკვე ვწერდით, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ბატონი მიხეილ ანდღულაძის მისტერიული როლის თაობაზე [იხ. გაზ. №6(851), გვ.2-4].

როგორც გვახსოვს, ბიბლიაში გვეუწყება:

1. „... აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ ერთი პირველი მთავართაგანი“ [დან.10,13]; და

2. „...მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქაელის, თქვენი მთავრის მეტი“ [დან. 10,21].

2013 წ. 24 მაისის შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ - შეგვემოწმებინა აღნიშნული ბიბლიური მინიშნებითი პროცესის კვლავ მიმდინარეობისა თუ მისი უკვე დასრულების [ამოწურვის] ფაქტი.

სამსაათიანი საუბრის დასასრულს, ბატონ მიხეილს შევთავაზე ჩვენთან ერთად ჩართულიყო, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები - „კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ მისტერიულად ასრულების პროცესში.  

მიზეზთა გამო, მიხეილ ანდღულაძემ  უარი განაცხადა, ამ ეტაპზე, ჩვენს საარჩევნო გუნდში ყოფნაზე, და დაეთანხმა ჩემს წინადადებას - აგვისტოს თვეში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ზემოთდასმულ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ სწორედ - აგვისტოს თვეში გვეცოდინება.

მანამდე კი, ორიოდე სიტყვით გვინდა შევეხოთ ბიბლიაში არსებულ მინიშნებას, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მეორე, ანუ 2013 წელს, ქართული მართლმადიდებლური წელთაღრიცხვით [სექტემბერი - ახალწლისა] - მეცხრე, ანუ მაისის თვის  24-ე დღის მნიშვნელობის თაობაზე.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ - 24 მაისი], დარიოსის მეორე [აქ - 2013] წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია  წინასწარმეტყველის პირით“ [ანგ. 2,10];

იქვე მოცემული თხრობა ასე გვკარნახობს - „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად [კოდია] მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [აქ - 24 მაისი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგ. 2,18].

და ბოლოს, თავად ამ შეხვედრის ადგილისმიერი მინიშნების - „მცხეთის ქ. №28“ - თაობაზე, უნდა ითქვას შემდეგი:

მათი ახალი ოფისის ქუჩის სახელდება - „მცხეთა“, კოდირებულად - „ცხებაზე“ გვანიშნებს; ხოლო ნომერი - „28“, ქართული 40 ნიშნიანი ანბანის 28-ე ასო-ნიშან: „ჩინ“-ზე დაყრდნობით - აქამდე დაფარულში მყოფის - „გამოჩინებაზე“ გვეარაკება.  

ერთის მხრივ, ეს გახლდათ ის პირველი შეხვედრა, სადაც 18 მაისის გადაწყვეტილების თაობაზე ჩვენი პარტიის არაწევრთან გვქონდა საუბარი, სადაც - აქამდე დაფარული გადაწყვეტილების გამოჩინება მოხდა; ხოლო

მეორეს მხრივ, ჩვენის აზრით, მიგვენიშნა - ზემოთ ხსენებული „უფლის ტაძრის“ დაფუძნებისეული არსის მისტერიული კურთხევა, ანუ - „ცხება“.

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.  

 

2. 27 მაისის - პოლიტიკური კონფერენცია

2013 წლის 27 მაისს, სასტუმრო - „სიმპათიის“ დარბაზში [დარასელიას ქ. 4], პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“-ს [ლიდერი თ. შაშიაშვილი] ინიციატივით გაიმართა „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“ [ხელმძღვანელი - პაატა ცნობილაძე] „სადისკუსიო დარბაზის“ პირველი სხდომა.

ჩვენის მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.

სხდომის მთავარი საკითხი გახლდათ - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და მ. სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების თემატიკა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს მეორე ნაწილის პირველი საკითხი [იხ. გაზ. №20(865), გვ.3], სწორედ აღნიშნული თემატიკის დეტალურ განხილვას ეძღვნება.

ბოლო ჟამის დროის ამ მონაკვეთის გათვალისწინებით, ჩვენს გამოსვლაში აღნიშნული თემატიკის მხოლოდ ზოგად ასპექტებზე გავამახვილეთ ყურადღება.

 

3. 29 მაისის შეხვედრა ალეკო ივანიშვილთან

2013 წლის 29 მაისს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: ფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძმას - ალეკო ივანიშვილს მისსავე ოფისში ვეწვიეთ.

ბატონ ალეკოს, ჩვენი მასთან გამართული მორიგი სტუმრობის მთავარი მიზეზის გამხელამდე, დეტალურად გავაცანით ბოლო ჟამის დროთა მდინარების ის ზოგადი ჩარჩოები, რომლის თაობაზეც გაზეთის წინა ნომერში გვქონდა საუბარი.

ბიბლიური - „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“, და - კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ არსობრივი მხარის გაცნობის დასასრულს, ბატონ ალეკოს მოვუყევით ლასკარის 2013 წ. 18 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე.

გამომშვიდობებისას ვთხოვეთ - ბატონი ბიძინასათვის გადაეცა ჩვენი დღევანდელი საუბრის შინაარსი, რათა - მასაც, და მის - ძმასაც, შესაბამისად ეფიქრათ მოახლოებული განკითხვის დღის დადგომამდე მათი მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს, წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, ბატონმა ალეკომ, მისი კაბინეტიდან საკმაოდ დაშორებით მდებარე - ლიფტის კარებამდე გამოგვაცილა.

უნებურად, გონებაში ბიბლიური მინიშნება ამოტივტივდა - „ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას,  რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...” [2 რჯ. 30,19-20].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

ყოველ ქართველს!...

ღვთის სიტყვა გვეუბნება:

„არ გამოსცადო უფალი შენი“...

მოდის „დროება“, რომელსაც

ვერც დიდი ფული შეაჩერებს

და ვეღარც დიდკაცობა!

 

მე,

თქვენ მიყვარხართ...

ნუ შემიძულებთ

იმის გამო,

რომ მე ვლაპარაკობ

უფლის სახელით...

შენი ვალია -

წინ ბოროტებას გადაუდექი

და

მართალი ხალხის  გვერდით დადექი!..

მე,

თქვენს კარებთან ვაკაკუნებდი,

გიხმობდით თითქოს...

მე,

სათხოვნელად

აღარ მოვსულვარ

და

არც დიდების

არ ვარ მსურველი.

ღვთისგან

მისია

მავალდებულებს,

რომ გამცნოთ ჟამი:

ბოლო ჟამია

- მეორედ მოსვლა...

შენი ვალია:

წინ ბოროტებას გადაუდექი

და

მართალი ხალხის გვერდით დადექი!...

 ბედნიერია ადამიანი, როდესაც სიწმინდეს აღიქვამს, ხოლო ორმაგად ბედნიერია ის, რომელიც აფასებს ამ სიწმინდეს, და - იღწვის, რათა, უფლის გულისათვის, საკუთარი შესაძლებლობებით ბოლომდე დაიხარჯოს... სხვაგვარად, ჩვენი დიდი შესაძლებლობები მსგავსია - მიწაში ჩამარხული განძისა...

და, თუკი სიწმინდეს მიუახლოვდი და ვერ აღიქვი იგი, მაშინ უნდა გამობრუნდე და იფიქრო, რომ - უფალმა რაღაც არ გაპატია...

მადლია, როცა - სიწმინდეს , უპირველესად, სულიერი სისპეტაკით მიეახლები!...

 

დინა [დიანა] ჯიქია