Print

გაზ. № 22 (867)

ღია წერილი - „გველი მოვკალ უფლისათვის...“, ანუ

გაფრთხილება:

კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მათ მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს - ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

 

გველის შელოცვა, ანუ

„მამა მაცვია, ძე მარტყია, სულის წმინდა გარე მმოსია”.

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

აღმოსავლური კალენდრით მიმდინარე წელი - გველის წელიწადია.

სამოთხეში მომხდარის აღწერისას ბიბლიიდან გვეუწყება - „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1].

გველში ჩაბუდებული ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში გაბმას, სამოთხიდან ადამისა და ევას გამოძევება მოჰყვა... და აგორდა ბედის ბორბალი, რომლის გზასავალიც - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებითა და განკითხვის დღეს დასრულდება, როდესაც საბოლოოდ დამარცხდება - „...ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა...“ [გამოცხ. 20,2].

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“, ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ვნახოთ თუ დროის რომელი ეტაპის დადგომაზე შეიძლება გვანიშნებდეს 2013 წ. 11 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად „კოალიცია - ქართული ოცნები“-ს მიერ - გიორგი მარგველაშვილის დასახელება.

მეორე დღეს, ინტერნეტ სივრცეში ბოკერია-მარგველაშვილის ერთობლივი სურათის [წარწერით - „ახალგაზრდა სოროსელები: მარცხნივ ბოკერია და მარჯვნივ სრულიად საქართველოს ტერიტორიის მომავალი პრეზიდენტი მარგველაშვილი“] გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ვწერდით:

- „...საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სული, ერთ-ერთი ამონაყარი: გიგა ბოკერია, დღევანდელი პრეზიდენტის ხელდასხმით - უშიშროების საბჭოს მდივნად მოღვაწეობს...

საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სულ მეორე ამონაყარს: გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრმა ჯერ განათლების სფეროს ხელმძღვანელობა მიანდო; ხოლო მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მეთაურად დადგენას უპირებს...“ [იხ. გაზ. №19(864), გვ.5].

გიგა ბოკერიასთან „მეგობრობის“ თაობაზე, გიორგი მარგველაშვილი გაზ. „კვირის პალიტრაში“ [№22(982), 27 მაისი, 2013 წ. გვ. 13] აცხადებს - „...გიგასთან ერთად სტუდენტობა მაქვს გატარებული და მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა ჩვენ შორის არ მომხდარა კონფლიქტი... მეგობრობა არ უნდა შეეწიროს სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას... ეს ალბათ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც მეგობრობა და ერთმანეთის გვერდში დგომა გვაძლებინებს. ქართველებს ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან: მეგობრობა, ნათესაობა, ნათელმირონი...“.

იქვე, კითხვაზე - „საზოგადოებას ძალიან აინტერესებს თქვენი ოჯახური მდგომარეობა“, ბატონი მარგველაშვილი ასე პასუხობს:

- „ოფიციალურად მეუღლე არა მყავს. მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, როცა ჩვენი შვილები მეგობრობდნენ. მაშოც და ანაც სულ ერთად არიან“ [იხ. იქვე, გვ.13].

ქართულ სინამდვილეში - სოროსი, და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა, თუ მათი წევრების „საქმიანობა“ რომ უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი გაოცება [და აღშფოთება] გამოიწვია, ამ ინტერვიუში, ბატონი მარგველაშვილის მიერ, ცნება - „მეგობარი“-ს არსის დამახინჯებამ. კერძოდ:

1. ბატონი მარგველაშილს ჰყავს მეგობარი - გიგა ბოკერია;

2. ბატონი მარგველაშვილს ჰყავს „მეგობარი ქალბატონი“ - მაკა ჩაჩუა; და

3. ბატონი მარგველაშვილისა და მისი „მეგობარი ქალბატონის“ მაკა ჩაჩუას შვილები - მაშო და ანა, ჯერ კიდევ მათი მშობლების გაცნობამდე „მეგობრობდნენ“, და რომ - „მაშოც და ანაც სულ ერთად არიან“.

არა და არა! მეგობრობა და მეგობარი ის ფაქიზი ცნებაა, რომლის მიუღებელ კონტექსტში მოხსენიება [აღრევა] - დაუშვებელია. ე.წ. „დასავლური ცივილიზაციის“  მიერ თავსმოხვეული უზნეობა, არ შეიძლება ჩვენს ცნობიერებაში დავამკვიდროთ, რამეთუ კარგად ვიცით, რა არის - კაცისა და ქალის [მაგ. ტარიელისა და ასმათის], თუ კაცისა და კაცის [მაგ. ტარიელისა და ავთანდილის] მეგობრობის ფასი.

ბატონო მარგველაშვილო! არ შეიძლება, ვინმესთან ხორციელი [მით უმეტეს უკანონო] თანაცხოვრების - მეგობრობად წარმოჩენა. ამას სხვა სახელი [ტერმინი] ჰქვია...

ბიბლია ბრძანებს - „არ იმრუშო“ [გამ. 20,14]; ხოლო სულხან-საბას ლექსიკონში ვკითხულობთ: „მრუში 2,9 ნაბოზვარი“ [ტ.1, გვ.520]; და იქვე - ბოზი მეძავი... ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. სიძვა უკუე არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა [რომელთა] არა ჰყავს მეუღლე, ხოლო მრუშება არს, რომელსა [რომელთა] ესავს მეუღლე და სხვასთან [სხვაგან] ისიძვოს“ [ტ.1, გვ.107-108].

დიახ, ყველაფერს თავისი სახელი აქვს...

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!


ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს გვარი - „მარგველაშვილი“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი. და აი, როგორ:

1. „მარგ[ველაშვ]ილი“... ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია: „მარგილი“, რომელიც სულხან-საბას მიხედვით ასე განიმარტება - „მარგილი ხე წვერ-წათლილი დასარჭობი“ [ტ. 1, გვ. 438].

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ - „...ერთმა მეომარმა შუბი აძგერა („ლახურითა უგუმირა“) ფერდში, და მყისვე გადმოსჩქეფა სისხლმა და წყალმა“ [იოანე 19,34].

სულხან-საბასეული განმარტებით - „...შუბი არს ლახვარი სამ-ძგიდე და ბუნ-გრძელი...“ [ტ. 1, გვ,409].

თუ დავუკვირდებით ვნახავთ, რომ ფორმისდა მიხედვით, გარეგნულად, ერთგვარი კავშირია - მარგილსა და შუბს შორის; რაც საძიებელი მისტერიული პროცესის თვალთახედვით, მოახლოებულ დროით ნიშანზე უნდა გვითითებდეს;

2. „მარ[გველ]აშვილი“... ამ შემთხვევაში უკვე - გველ[ია]“ ხაზგასასმელი.

ხალხური მედიცინიდან, ცნობილია ასეთი შელოცვა:

„გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

[აქა სამჯერ ჯვარი გადიწერე და სთქვი ესე ლოცვა]

ქიშფაშნით მოვალ,

ქიშფარ მაცვია,

ქიშფარ მარტყია,

ვერა, ვერა, ვერა,

ილან ისა უსურ,

სურუნ იათარ!”

(ლოცვა აღებულია მიხო მოსულიშვილის წიგნიდან „გველი მოვკალ უფლისათვის“ (ქართული შელოცვების კრებული) [„წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა “ილია”, თბ., 1992].

ტრისტან მახაური, ეყრდნობა რა მიხო მოსულიშვილის ხსენებულ ნაშრომს, წიგნში: „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები“ (წიგნი III) 2011] აღნიშნავს:

„წმიდა შიოს ცხოვრების XVIII საუკუნის ხელნაწერის ბოლო ფურცელზე მიწერილია - „გველის შელოცვა“, რომელიც უნივერსალური ქრისტიანული ფორმულით იწყება: „სახელითა მღვთისათა, მამისა და ძისათა და წმიდისა სულისა ...”. შემდეგ სამჯერ მეორდება ფრაზა: „გველი მოვკალ უფლისათვის!” და ბოლოს ტექსტი მთავრდება აბრაკადაბრით:

„ქიშფაშნით მოვალ,

ქიშფარ მაცვია,

ქიშფარ მარტყია.

ვერა, ვერა, ვერა.

ილან ილა უსურ

სურუნ იათარ”

ამ ლოცვის მთქმელს (შემლოცველს) თითქოს მაგიური ჯავშანი აცვია, რომელმაც ავსულისაგან უნდა დაიფაროს იგი („შიგნით ხმალი, გარეთ – ჯაჭვი!” – ნათქვამია სხვა შელოცვაში). აქ იგულისხმება ფიზიკური და სულიერი დაცვა:

ფიზიკური – კბენისა და მოწამვლისაგან თავდაცვა,

სულიერი – ეშმაკეულის ცთუნებისაგან გადარჩენა.

„ქშფ" თანხმოვანთა კომპლექსი თითქოს - ქშენას“ გამოხატავს და უმეტყველო არსებასთან (გველთან) შებრძოლების იმიტაციასაც ქმნის.

აბრაკადაბრას ბოლოს შერეულია თურქული სიტყვები:

„ილან” - გველს ნიშნავს,

„იათარ” – გაწოლილს.

 აბრაკადაბრის ამ ნაწილს შეიძლება ქართული შესატყვისიც მოვუძებნოთ: „მოთრილო ჯოხო, მოშეშდი!”

 ასახსნელი დარჩება - „ქიშფარ”.

თუ კარგად დავაკვირდებით მოსულიშვილის კრებულში შეტანილ შელოცვებს, ამ ბუნდოვანი სიტყვით ტაბუდადებულ არქეტიპსაც მივაგნებთ:

 XVI საუკუნის ხელნაწერზე მიწერილ შელოცვაში („უჟმურისა”) გვხვდება სტრიქონები, სადაც - „ქიშფარს”, ცვლის - მამა, ძე და სულიწმიდა:

„მამა მაცვია,

ძე მარტყია,

სულის წმინდა გარე მმოსია”

(მოსულიშვილი: 13)“.

მეორეს მხრივ, ამ „ქიშ-ფარს“ შეიძლება შუმერულ სიტყვასთან ჰქონდეს კავშირი „ფიშ" თუ ფეშ", რაც შუმერულად - სუნთქვას ნიშნავს, ანუ ჩვენ რომ ვამბობთ ფშვინვა [მამ ბერი - იხ. ფეისბუქი].

მოყვანილ ლოცვაში - „გველი მოვკალ უფლისათვის“, გვეუწყება დასაბამისმიერი მაცდურის - გველის [ეშმაკის} მოკვლაზე, ანუ - ბოროტების დამარცხებაზე, რაც თავად უდიდესი სიბრძნის მატარებელი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების შემდეგ ასასრულებელი პროცესია, რამეთუ:

„...ეშმაკი, მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტეს არსის მატარებელი] და ცრუწინასწარმეტყველი, და ეწამებიან დრე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10].

წინამდებარე თხრობის დასასრულს, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“, და მის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ - გიორგი მარგველაშვილს, ვურჩევდით:

არ მიიღოთ მონაწილეობა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში... თუმცა - არჩევანში ყველა თავისუფალია.

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

...

მოგვიახლოვდა განკითხვის ჟამი,

ყველა - უფლის წინ დავდგებით...

ნეტა, ვის როგორ მიგვიღებს,

ვინ რა ნაღვაწით წარვსდგებით...

ეკატერინე ხრიკული

 

 

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

არსობრივი მხარისათვის

„ესენი რომ ჩათავდება,

გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გაჩვენე;

მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე,  შენ რომ იხილე,

 როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი“

[3 ეზრა 13,32]

ფიზიკურში უკვე მომხდარი [აცხადებული] ნიშნების შეხსენების შემდეგ, მოდით განვიხილოთ ის წინასწარმეტყველებანიც, რომელიც წინ უძღვის ბიბლიაში გადმოცემული „სამსჯავროს“ მიწიური ეტაპის დასრულების შემდგომად მოსახდენს:

- „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება“ [იხ. დან. 7,27].

საუბრის გაგრძელებამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ მაცხოვრის პირველი მოსვლისაგან განსხვავებით, როდესაც განკაცებული უფალი, ნათლისღებიდან ათვლით ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდე, საღვთო სწავლებას გადასცემდა კაცობრიობას, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება, განკითხვის დღის დადგომასთან ასოცირდება.

თავის მხრივ: - განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,49].

როგორც ვნახეთ, ბიბლიური ტექსტი ამ საქმიანობას, იმ დროში მოსახდენად წარმოგვიჩენს, ვიდრე - მოვა დასასრული, ანუ - განკითხვის დღე“.

აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ:

- „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს - უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ...არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-.

მოახლოებული მიჯნის თაობაზე ბიბლია ასეთ მინიშნებას იძლევა:

- „დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს (კოდია) - და ყოველი მეფე შენს დიდებას, გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ“- (ესაია 62,2).

წმიდა წერილი, იქვე, სავარაუდო სამოქმედო გეგმის კონტურებსაც გვთავაზობს:

- „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ტექსტიდან გვეუწყება, რომ ესმორჩი“ თურმე მოდის, რათა - „გააჩინოს“ (განაწესოს) ის, რაც ამ დროისათვის არ არის დამყარებული, ანუ - „აღადგინოს სამართალი“.

მაშასადამე, გამოიკვეთა რომ - წმიდა წერილისეული კოდირებული ტექსტი, პრინციპით - „ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს“, განკითხვის დღის დადგომის წინარე დროში, იმ ძალის (ჯგუფის) გამოჩენაზე გვანიშნებს, რომელიც, ერის ხმაზე დაყრდნობით, „გააჩენს (აქაღადგენს იმ) სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში“, ღვთის ნებასთან, ანუ უფლისმიერ სიმართლესთან რომ იქნება თანხვედრილი.

აღნიშნულის მისტერიული მინიშნება, 2011 წლის 23 დეკემბერს ასრულდა, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სახელდებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ჩვენი პ/გ-ის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“ [პირველი რეგისტრაცია - 2.04.1992 წ., მეორე რეგისტრაცია - 27.02.1995 წ.] სრული დასახელება ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

2013 წლის 18 მაისს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩვენი პ/გ, 2013 წ. ოქტომბერში საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“ სახელდებით ჩაერთვება.

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან, ერთ მხარეს - „უფალია ჩვენი სიმართლე“ აწერია, და 2011 წლის 23 დეკემბერს უკავშირდება; ხოლო მეორე მხარის „წარწერა“ – „უფლის სახელით“, სწორედ ზემოთხსენებულ 2013 წლის 18 მაისსთან განივთდა.

 

წინამდებარე საპრეზიდენტო პროგრამის: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ეროვნულ-რელიგიური ნაწილი, შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველებით გვინდა დავასრულოთ:

- „შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო [აქ - „ბოროტეული თავი“, ანუ მ. სააკაშვილი] ისრაელისა [აქ - საქართველო], რომელსაც დაუდგა ჟამი [„ჟ“ = 18: 1995 -2013 წ.წ.], როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება. დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება [კოდია], სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო“ (ეზეკ. 21,30-32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

[პირველი ნაწილის დასასრული]

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 თავისი დანიშნულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ ამ დღეს მიღებული კანონი - „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში [ძირითად კანონში] შემდეგი ცვლილებანი:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად.

ქართველი ხალხი არასოდეს შერიგებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.

1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რომელმაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.

ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე ცნო და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი, 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომ მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით [გამსაკუთრებით 1924, 1936-38, 1949-56 წლებში], რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო - 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.

ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.

2. კონსტიტუციის დასახელებასა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკა“, საქართველოს სს რესპუბლიკა, საქართველოს სსრ“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“.

...

7. ბ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით ის უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებისა.

ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე“.

... „მუხლი 28.

საქართველოს რესპუბლიკა საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.

საქართველოს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია“ [იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 139-140].

ამის პარალელურად, მეორე დღეს, ანუ - 1990 წ. 15 ნოემბერს, მიღებულ იქნა დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისიის შექმნის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და მოწვეული სპეციალისტებისაგან შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წინადადებათა გათვალისწინებით“ [იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 141].

ამდენად, კონსტიტუციური კანონის სახით დადასტურდა, რომ:

- „საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო....“; 

- კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ - „ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები...“; და

- შეიქმნა: „საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია“.

 [გაგრძელება იქნება]