Print

გაზ. № 25 (870)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი22 ივნისის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 22 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის წინადადება საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძისადმი განკუთვნილი ღია მიმართვის თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებთან გაწეული საქმიანობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013 წლის 22 ივნისის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013 . 22 ივნისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადება 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძისადმი ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძისადმი გასაგზავნი ღია მიმართვა.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

ღია მიმართვა

ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს!

 

ქალბატონო ნინო!

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათში თქვენი როლის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნებების შესახებ, ჯერ კიდევ 2005 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ, პარლამენტის კანცელარიაში დატოვებულ თქვენდამი განკუთვნილ მიმართვაში [ჩაბ. № 15 910/1 – 29, 24.11.2005 წ.] - გაფრთხილებდით:

„ღმერთი გვავალდებულებს - „როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები - მეთქი, შენ კი არაფერს ეტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენ სულს“-ო [ეზეკ. 33,8-9]...

ჩვენ - თქვენთან მოგვიყვანა სწორედ ჩვენი სულების ხსნაზე ფიქრმა, და თქვენც ამასვე გირჩევთ - სანამ კიდევ არის დრო, ჩაუფიქრდით თქვენს მიერ განვლილ გზას და თუ შესძლებთ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი:

რაც მოსანანიებელი გეჩვენოთ - მოინანიეთ,

რაც არადა - შეინარჩუნეთ...

ოღონდ იცოდეთ, რომ - განკითხვის დღე ახლოსაა!

ჩვენ გაგვიფრთხილებიხართ - არჩევანი თქვენზეა, და არ ვისურვებდით რომ თქვენზე ასრულებულიყოს ესაიას ნათქვამი:

„თქვა [აქ - უფალმა]: წადი და უთხარი მაგ ხალხს:

სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს“ [ესაია 6,9-10]“.

ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების სათავეში თქვენი სამეულის [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] მოსვლისა, და შემდგომი საქმიანობის შეფასების თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“] და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით - „სამი მეფის“, ანუ თქვენი ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „გაბატონდებიან... უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

და

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“.

ქალბატონო ნინო!

არა - განკითხვის, არამედ - მხილების სახარებისეულ ვალდებულებაზე დაყრდნობით გიმეორებთ:

ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ჩაუფიქრდით თქვენს მიერ განვლილ გზას და თუ შესძლებთ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი:

რაც მოსანანიებელი გეჩვენოთ - მოინანიეთ,

რაც არადა - შეინარჩუნეთ...

ოღონდ იცოდეთ, რომ - განკითხვის დღე ახლოსაა!

ჩვენ გაგვიფრთხილებიხართ - არჩევანი თქვენზეა!!!

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს:

- „... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.

ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენი სიტყვებით განიკითხები“ [მათე 12,36-37].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გირჩევთ:

- უარი თქვით პოლიტიკურ საქმიანობაზე!

- იფიქრეთ სულის გადარჩენაზე და მონანიების შემდეგ, ცხოვრებისეულ სხვა სფეროში ჩართვით, სცადეთ ეხლა მაინც გამოადგეთ სამშობლოს.

ღმერთმა მოგცეთ - მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი!

ქრისტესმიერი სიყვარულით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2013 წ. 24 ივნისი

 

არ დამიღონდე სამშობლოვ,

არ გაიტეხო გულია...

სულ მალე დაბრუნდებიან

შვილები გაფანტულია...

მალე პატრონიც მოგივა,

ზეცამ გააღო კარები...

ლაშქარიც სამზადისშია,

რეკავენ ცისკრის ზარები...

გადავისახოთ პირჯვარი,

დიდება უფალს! დიდება!

სხვისი ვარდები დაჭკნა და

ჩვენი კი ახლა იშლება!

ეკატერინე

ხრიკული


ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს

ბიბლია გვკარახობს: ორნი [აქ - .სააკაშვილი და . ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან...“.

2013 წლის ოქტომბერში - საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს!
იურიდიულად . სააკაშვილს - პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს...

საქართველოში 2013 წლის 22 ივნისს გავრცელებულ, ესტონური გამოცემის „პოსტიმეს“-ის ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრძანებს: „მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი გადადგება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებ, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა"... 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს: დასასრული კარზეა ... 

გთავაზობთ ფრაგმენტს აღნიშნული ინტერვიუდან: „როგორც კი ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე პოლიტიკიდან რამდენიმე დღეში წავალ":

- „...მზად ხართ იმისთვის, რომ მომდევნო ან შემდეგ არჩევნებზე ვინმე ხელისუფლებას ჩამოგართმევთ?

- მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი გადადგება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მე მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, ჩემი ადგილი დაიკავოს. არ მსურს და ეს საქართველოში პოლიტიკისთვისაც ძალიან ცუდი იქნება, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ზემოთ აღნიშნული სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ყველა მათგანი სუფთა ადამიანებად, დემოკრატებად დარჩებიან.
აუცილებელია ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი მედია. ახალი სისხლია საჭირო.

- როგორც ჩანს, რთული სამუშაო იქნება. საქართველოში არსებული სიტუაცია მაგონებს ქანქარას, რომელიც სააკაშვილმა ბოლო წერტილამდე მიიყვანა და ახლა ცენტრისკენ ბრუნდება...

- მართალი ხართ...

- მაგრამ როგორ შეაჩერებთ ქანქარას?

- ვფიქრობ, ის მეტად აღარ იმოძრავებს. ცუდს არავის ვუსურვებ. მე არენიდან მალე გავალ, ცუდს არ ვიმახსოვრებ. წარსულში მე სააკაშვილს ბევრჯერ დავეხმარე, რჩევებს ვაძლევდი, არ მინდა, რომ ცუდად დაასრულოს. უფრო მეტად, მინდა, რომ ის კვლავ დადგეს ფეხზე, თუმცა სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ როგორც ბოლო 9 წელი გაატარა, ისევე მოიქცევა მომავალშიც. არ მჯერა, რომ ამის გადალახვას შეძლებს....".

ამდენად, 2013 წლის ბოლოსათვის მოსალოდნელი პროცესების ორივე მთავარი მონაწილე - მ.სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი, მიზეზთა გამო, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლისათვის ემზადება.

 

კონსულტაციათა ქრონიკები, ანუ

 „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ“

2013 წლის 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მიმდინარე წლის მაის-ივნისის გასაყარზე გამართული კონსულტაციების მოკლე ქრონოლოგია ასეთი სახისაა:

- 29 მაისს, ლასკარში“, გაიმართა შეხვედრა, ამჟამად საქართველოში მყოფ, კანადის ქართული დიასპორის წარმომადგენელთან, ბატონ ნოდარ ჩაჩანიძესთან [დაჩი ქართველი], და ქართული ეროვნული მოძრაობის ერთგულ მიმდევართან ბატონ როლანდ მათიაშვილთან;

- 3 ივნისს  „ლასკარში“ გვეწვია, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარი მემატიანე, 1994 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშთის საფლავიდან ამოსვენების ფირზე აღბეჭვდის ერთადერთი შემსრულებელი, რეჟისორი, ბატონი ზურაბ შანიძე;

- 6 ივნისს,  ლასკარში მობრძანდა - „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს ხელმძღვანელი, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი [დიაკონიძე];

- 6 ივნისს, ე.წ. „სკაიპის“ მეშვეობით გამართულ საუბარში მონაწილეობდნენ:

1. 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, ამჟამად ჰოლანდიაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბატონი გივი თაქთაქიშვილი;

2. საფრანგეთში [სტრასბურგში] მცხოვრები ქართული დიასპორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმერ ხმელიძე;

3. მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს  ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი დაჩი ქართველი [ნოდარ ჩაჩანიძე];

- 10 ივნისს, „ლასკარში“ გაიმართა კონსულტაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის 1991 წლის 31 მარტის მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრთან, „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება“-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ნუკრი ბაღდავაძესთან;

- 12 ივნისს, „ლასკარში“ სტუმრად გახლდათ, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ვეტერანი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი წევრი, მსოფლიოში მცხოვრებ იბერთა-ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს  საქართველოს წარმომადგენლობის წევრი, ბატონი ბესარიონ მიქავა;

- 14 ივნისს, „ლასკარში“ სტუმრად მობრძანდა, საფრანგეთში მოღვაწე, საქართველოს დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი საფრანგეთში, ბატონი ვლადიმერ შარვაძე.

აღნიშნულ კონსულტაციებში მონაწილეებს, დეტალურად გავაცანით 2013 წლის ოქტომბრის თვეში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული - 2013 წ. 18 მაისის გადაწყვეტილება და ამ მიზნით შემუშავებული ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ შინაარსი.

საუბრებისას ხაზგასმა ხდებოდა უმთავრესსზე, კერძოდ - ბოლო ჟამის იმ უმნიშვნელოვანესი დამამთავრებელი ეტაპის მიმდინარეობაზე, რასაც  - „კურთხეულია უფლის სახელით მომავალის“ მისტერიული პროცესი ჰქვია.

გამართულ კონსულტაციებში მონაწილე თითოეულ წარმომადგენელს ვთხოვეთ მთლიანობაში გაგვეაზრებინა დღეს საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მთელი სიმძიმე, და ერთობლივი მონაწილეობა მიგვეღო, არამარტო მათი გადაჭრის გეგმის შემუშავებაში, არამედ დასახული მიზნისაკენ სავალ გზაზე მოსალოდნელი წინააღმდეგობების დაძლევაში.

ღმერთის ნებით, ყოველმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ შინა-არსის ფართე საზოგადოების ყურამდე მიტანისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის, ბატონ მიხეილ ანდღულაძის ხელშეწყობით, მათსავე ოფისში [მცხეთის ქ. №28] განთავსებული საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს ტექნიკური შესაძლებლობების ბაზაზე, 19-21 ივნისის მანძილზე მოხერხდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მონაკვეთის ცალკე აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთება. რისთვისაც, მადლობა გვინდა ვუთხრათ, ამ პროცესის ნორმალურად წარმართვაში თავისი წილის გამღებ, თითოეულ პიროვნებას.

- 25 ივნისს „ლასკარში“ გამართული ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

- 26 ივნისს, ლასკარის წევრები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, კოალიცია „ერთსულოვნების“ წევრებთან [მიხეილ ანდღულაძე, ელგუჯა ბურდული, ავთანდილ იოსელიანი,  მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ლექსო კობაიძე], ლომისობის დღესასწაულზე გახლდით;

- 26 ივნისს, მერაბ კოსტავას ეზოში გამართული შეკრების მონაწილეებს [გიორგი კერვალიშვილი, ბესარიონ მიქავა, ვლადიმერ შარვაძე, დავით არაბიძე, ვალერი მჭედელაძე, ზურაბ ბარბაქაძე და სხვა], მოკლედ გავაცანით ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში შემავალი ის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის აღდგენის საკითხს ეხება.

იმავე დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში, „ლასკარში“, გავმართავდით კონსულტაციას - „ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე, ბატონ ვალერი მჭედელიძესა და  საქართველოს რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთან საფრანგეთში, ბატონ - ვლადიმერ შარვაძესათან.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

2013 წლის 24-25 ივნისი

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ბატონ ჯემალ ჯიქიას ინიციატივით, 2013 წლის 24 ივნისს გამართული შეხვედრისას, საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხის ხელმძღვანელი ქალბატონი დოდო შონავა, 25 ივნისის 11.30 სთ-სთვის, ლასკარში გასამართი ბრიფინგის გასაშუქებლად,  გადამღები ჯგუფის გამოგზავნას შეგვპირდა.

2013 წლის 24 ივნისს, ბრიფინგის ჩატარებისათვის ოთახის მოწყობის მიზნით, ლასკარში თავი მოიყარეს, ლასკარის წევრებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ეთერ ჩხეტიამ, ჯემალ ჯიქიამ, რეზო კობიაშვილმა და მევლუდ მამადაშვილმა. შემუშავდა ბრიფინგის ჩატარების ზოგადი მონახაზი.

2012 წელს გამართული არჩევნებიდან მეორე, ანუ - 2013 წლის, კალენდარული - მეექვსე თვის 24-ე დღის თაობაზე,  ბიბლიური სიბრძნე ასე იუწყება - „... მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს“ [ანგია 1,14-15].

წინასწარი შეთანხმებისამებრ, 25 ივნისის დათქმულ დროს დაწყებულ ბრიფინგს ესწრებოდნენ - ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები - რეზო კობიაშვილი და მევლუდ მამადაშვილი, ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია და პარტიის წევრი - საბა სალუაშვილი.

ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ილაპარაკა პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე; რომლის შემდეგაც, ლასკარის საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ განავრცო სათქმელი და დასასრულს, პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული, მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები გააჟღერა.


გთავაზობთ

საპრეზიდენტო კანდიდატის [მიხეილ (გელა) სალუაშვილის] მიერ წარმოთქმულ სიტყვას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ! ჩვენთან არს ღმერთი.

ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების 20 წელზე მეტი ხნის ისტორია, ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

1990 წლის 28 ოქტომბერს, ქართველი ხალხის ნებით ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკვლის ჩაყრა დაიწყო, რომელიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარებით გაგრძელდა, და 1991 წლის 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა.

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის ნორმალური განვითარების ვექტორის შეცვლამ, დღევანდელ რეალობამდე მოგვიყვანა.

დღეს, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება 21-22 წლის წინ მომხდარი უბედურების შეფასებაში - ეს იყო, სამართლიანობის დარღვევის სახელმწიფოებრივ დონეზე მომხდარი დანაშაული.

1992 წლის 10 იანვარს დაარსებული ჩვენი პარტიის სახელდებაც შესაბამისად განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“. პარტიის რეგისტრაცია 1992 წლის 2 აპრილს განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარედ - მე ამირჩიეს.

ამ დღიდან მოყოლებული, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მომქმედმა ჩვენმა ერთობამ - 1992 და 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მივირეთ მონაწილეობა. ჩვენთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა უკანონო რეჟიმი და გამოსავალის გზებიც გავაცანით მსმენელს.

სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარალამენტო ტრიბუნის მოპოვება.

1993 და 1996 წლებიდან, ჩვენი კავშირის წევრთა ძალისხმევით, დავიწყეთ გაზეთების - „არჩევანი“ და „ზვიადის გზა“-ს გამოცემა.

ჩვენი პარტიის სამოქმედო გზის მეორე ეტაპი 1996 – 1997 წლების გასაყარიდან იწყება. ღმერთის ნებით - 1996 წლის მიწურულს, ჩვენი კავშირის ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“, რომლის მთავარი საქმიანობა, იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში გადმოცემული მესიანისტური შეგნებით განისაზღვრა - „დამარხულ არს ენაი ქართული, დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა...“.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროში, ქართველი ერისა და ენის უდიდესი მისია, თავად ამ - ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის მაუწყებული ნიშნების მოძიება - გაცხადებაში მდგომარეობს.

1997 წლის 4 იანვრიდან დავიწყეთ, ზემოთქმული ნიშნების აცხადებისეული თემატიკის გადმომცემი, გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს გამოცემა.

1997 წლის აპრილის თვეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები და შემდგომი საქმიანობის ზოგადი მონახაზი. ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს საპატრიარქოს ეტაპობრივად ეგზავნებოდა ჩვენს მიერ მოძიებული ის მასალები, რომლებშიც საქართველოს სულიერი მისიის ამსახველი ფაქტები გახლდათ თავმოყრილი.

1998 – 1999 წლებიდან მოყოლებული, ჩვენი პარტიის საქმიანობა ახალ ხარისხში გადავიდა -  საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს, ეტაპობრივად ვუზიარებდით ბიბლიური კუთხით გადასაჭრელი პრობლემების მოგვარების სამოქმედო გეგმას.

საქართველოს ბიბლიური ისტორიის შესწავლისას, მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენ თავს ვიკავებდით აქტიური პოლიტიკური საქმიანობისაგან.

და აი, 2011 – 2012 წლების გასაყარიდან, ბიბლიაში დაცულ მინიშნებებზე დაყრდნობით გვეუწყა, რომ დადგა ჩვენი ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის დრო.

თანამოაზრეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით პარტიის სახელდებაში ცვლილებები შევიდა, და საბოლოოდ იგი ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

2011 წლის 23 დეკემბერს, კათოლიკოს პატრიარქთან ჩვენი საქმიანობის შეჯერების მიზნით გამართული მორიგი შეხვედრის დღეს, იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი პარტიის სახელდების ცვლილება დაარეგისტრირა.

სწორედ ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს - 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, ერთხმად  დაამტკიცა - საპრეზიდენტო პროგრამა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

ეროვნულ - სარწმუნოებრივ ნიადაგზე დაფუძნებული ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა, ორი პირობითი ნაწილისაგანაა შემდგარი. ესაა - 1. ეროვნულ რელიგიური, და 2. ეროვნულ პოლიტიკური - ნაწილები; რომლებიც, მთლიანობაში, ქვეყნის წინაშე მდგარი 10 უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარების მექანიზმს შეიცავს.

უფლის სახელით საქართველოს გაბრწყინების ამსახველ საპრეზიდენტო პროგრამაში, ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი - ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური სფეროების მოწესრიგებისათვის გადასადგმელი ყველა ნაბიჯი.

საარჩევნო მარათონის მანძილზე, ღმერთის ნებით დაშვებული შესაძლებლობის ფარგლებში, შევეცდებით - ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მოსახლეობის ყურამდე მიტანას.

ზვიად გამსახურდია ბრძანებდა - „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისაო“.

ყველას გასაგონად, ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, ანუ უფლის სახელით გვინდა განვაცხადოთ - 2013 წლის სულთმოფენობის დღიდან, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო.

ჩვენი - ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, სწორედ ამ ეტაპის დაწყებამ განაპირობა, რამეთუ - ჯვარცმისეული გზა უკვე მთავრდება;

ღმერთის ნებით, მალე უნდა დაიწყოს ე.წ. აღდგომისეული გზა, რომელიც - საუკუნეების სიღრმიდან ნასაზრდოები საქართველოს გაბრწყინებითა, და - უფალ იესუ ქრისტსე მეორედ დიდებით გაცხადებით დასრულდება.

ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლასთან გაიგივებული ჩვენი არჩევანის ღიად გაცხადების შემდეგ, ჯერი - ქართველ ხალხზეა.

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს, ყველას მოგვცეს სწორი არჩევანის გაკეთების უნარი. თითოეული ჩვენთაგანი ხომ, სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და საქმეებით ვაგებთ პასუხს - მოახლოებულ განკითხვის დღეს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!