Print

გაზ. № 26 (871)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი29 ივნისის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 29 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის სარეფერენდუმო საკითხად გამოტანის, მოქმედ  კანონთან შეუსაბამობის შესახებ;

- „საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან“ მარკირების პროცედურის ამოღების მიზანშეწონილობისა და აღნიშნული წინადადების კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“ შეთავაზების თაობაზე;

- საქართველოში მომქმედი ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთათვის, საარჩევნო კოდექსიდან „მარკირების“ ამოღების თაობაზე მომზადებული წინადადების გაცნობასთან მიმართებაში.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 29 ივნისის

№1 გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 29 ივნისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის სარეფერენდუმო საკითხად გამოტანის, მოქმედ  კანონთან შეუსაბამობის შესახებ;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს ცესკოს სახელზე გაკეთებული ლასკარის ღია მიმართვა - „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის სარეფერენდუმო საკითხად გამოტანა შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთა“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 29 ივნისის

№2 გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 29 ივნისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება - „საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან“ მარკირების პროცედურის ამოღების მიზანშეწონილობისა და აღნიშნული წინადადების კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“ შეთავაზების თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

1. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი „საკანონმდებლო წინადადება“, „საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან“ მარკირების პროცედურის ამოღების მიზანშეწონილობისა და მის ნაცვლად ე.წ. „ფოტორეგისტრაციის“ შეტანის თაობაზე;

2. მიღებული გადაწყვეტილება, მხარდაჭერის შეთავაზების მიზნით, ეცნობოს  კოალიცია „ერთსულოვნებას“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

იხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

...

მივუახლოვდეთ უფალსა

გადავისახოთ - პირს ჯვარი...

სხვა, ვერაფერი გვიშველის,

სულის ცხონება იქ არი...

ეკატერინე ხრიკული

 

ღია მიმართვა ცესკოს:

ადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის სარეფერენდუმო საკითხად გამოტანა - შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან

 

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, და მას შემდეგ რაც აღნიშნული თემატიკა დეტალურად იქნა განხილული „ლასკარის“ 15 ივნისის ღია სხდომაზე, გადაწყდა ცესკოს სახელზე გაკეთებული ღია მიმართვის გაგზავნა.

2013 წ. 27 ივნისით დათარიღებულ ღია მიმართვაში, კერძოდ ვკითხულობთ: 

„ბატონო ზურაბ! „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“, ვალდებულად თვლის მოგახსენოთ შემდეგი: უკანასკნელ ხანებში, სხვა მრავალ თემატიკასთან ერთად, ერთობ აქტუალური გახდა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი...“ [შემდგომი ტექსტი იხ. გაზ. №23(868), 15.06.2013 წ., გვ. 1-5]... 

ბატონო ზურაბ! „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“, იმედს იტოვებს, რომ ჩვენს მიერ, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით გადმოცემული ინფორმაცია, ხელს შეუწყობს ცესკოს, ზემოთქმულ საკითხთან მიმართებაში, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით მზად ვართ - თანამშრომლობისათვის“ [ღია მიმართვის ჩაბარების №1/836, 27.06.2013 წ.]. 

27 ივნისს, ცესკოს იურიდიული სამსახურის წევრებთან გამართული საუბრისას, დეტალურად ავუხსენით მათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ღია მიმართვის არსი. მათი ინფორმაციით გაირკვა, რომ - ცესკო ამ საკითხზე ორშაბათს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებდა. 

მართლაც, ცესკოს მიერ 2013 წ. 1 ივლისს მიღებულ იქნა, ჩვენს მიმართვაში გადმოცემული განმარტების შესაბამისი, - „განკარგულება №152/2013: სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე“ – „...მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის, „რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნები, რის გამოც უარი უნდა ეთქვას რეგისტრაციაზე საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (იოსებ მანჯავიძე, ადა მარშანია, მანუჩარ მაჩაიძე, გიორგი ლომია) და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს: „გსურთ თუ არა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?”.


2013 წლის 30 ივნისს გამართული

საგანგებო შეკრების მოკლე ქრონიკა

2013 წლის ივნისის თვეში, ბატონ აკაკი ჯორჯაძის მხარდამჭერთა მიერ ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე - საგანგებო შეკრების ჩატარების აუცილებლობის თაობაზე.

ქალაქში გავრცელებულ მიმართვაში - „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო შეკრების დღედ - 2013 წლის 30 ივნისი იყო დასახელებული.

აკ. ხორავას სახელობის „თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის“ დარბაზში გამართულ შეკრებას, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ {გელა] სალუაშვილი, და „ლასკარის“ საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.

აკ. ჯორჯაძის მიერ გაკეთებული ვრცელი მოხსენების შემდგომად, შეკრების მონაწილეებმა, თავისი ხედვის კუთხით გააშუქეს რეალობით შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, და გამოსავლის მექანიზმებიც წარმოადგინეს.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარემ - მიხეილ {გელა] სალუაშვილმა, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის თაობაზე. მან თავის გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამით - „უფლის სახელით - გაბრწყინებული საქართველო“  - გათვალისწინებული საკითხების თაობაზე, და საგანგებო შეკრების მონაწილეებს მოუწოდა საჯარო მსჯელობა გამართულიყო მათ შესახებ.

2013 წ. 30 ივნისს, ბატონი აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით მოწყობილი

- „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ საგანგებო შეკრება,

გახლდათ ის პირველი ადგილი, სადაც საჯაროდ გაცხადდა -

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება -

 მიხეილ {გელა] სალუაშვილის მიერ

2013 წლის ოქტომბერში მოსალოდნელ მორიგ

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

 

 

„მარკირება“,

როგორც ანტიღვთიური პროცედურა,

უნდა გაუქმდეს

2013 წლის 29 ივნისს გამართული სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ თავმჯდომარესთან ბატონ მიხეილ ანდღულაძესთან გამართულ შეხვედრაზე, მისი მხრიდან სრულად იქნა მოწონებული შეთავაზება, საქართველოს პარლამენტისათვის გასაგზავნი „საკანონმდებლო წინადადების“ თაობაზე.

29 ივნისს გამართული შეხვედრის ბოლოს საბოლოოდ მომზადდა „საკანონმდებლო წინადადების“ დოკუმენტების პაკეტი [1. მიმართვა, 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი და 3. განმარტებითი ბარათი]. კერძოდ:

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„საქართველოს ორგანული კანონის

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს

64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ - სახელმწიფოებრივი თვალთახედვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არჩევნების გაუყალბებელი შედეგის მიღებას;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, კათოლიკები, მუსულმანები, გრიგორიანელები, იუდაელები...) მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისათვის, თავისი რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურა;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ - ხელისუფალმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 64. ამომრჩეველთა ფოტორეგისტრაცია

  1. 1.ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა  ფოტორეგისტრაცია.

2. ფოტორეგისტრაცია ითვალისწინებს პროცედურას, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში“ ასახვის [რეგისტრაციის] მიზნით - საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერაციის დამაფიქსირებელი, არჩევნების დაწყებამდე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების, [სურვილისამებრ დამკვირვებლების] ხელმოწერებით და კომისიის თავმჯდომარის მიერ დამოწმებული სათანადო ბეჭდით მონიშნული, ბანერის ფონზე, ფოტოაპარატის მეშვეობით ხდება ამომრჩევლის ფოტორეგისტრაცია, მის პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

„საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში“ ამომრჩევლის ფოტორეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის ფოტორეგისტრაციის შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). ფოტორეგისტრაციის პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა ფოტორეგისტრაციის, ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სათანადო რეაგირება ფოტორეგისტრაციის პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. ფოტორეგისტრაცია არ გამოიყენება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა ფოტორეგისტრაციის პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“ ავტორი:

- მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" თავმჯდომარე;

-  მიხეილ [გელა] სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

-   ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სზოგადოებრივი მდივანი;

- ავთანდილ იოსელიანი,    არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“   თანათავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან  ცვლილებებთან დაკავშირებით“,  ინიციატორია - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით,

საინიციატივო ჯგუფი:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე [მომხსენებელი], მიხეილ [გელა] სალუაშვილი [მომხსენებელი], თეიმურაზ შაშიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ალექსი კობაიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ანზორ ბაბუხადია, პაატა ცნობილაძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი,  ვახტანგ ტატიშვილი, ჯემალ ჯიქია.

ღმერთმახელიმოგიმართოთმართებულიგადაწყვეტილებისმიღებაში“.

მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ პაკეტი 2013 წ. 1 ივლისს ჩაბარდა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას [ჩაბ. №29793]

29 ივნისის შეკრებაზევე მომზადდა ღია მიმართვის ტექსტი, საქართველოში მომქმედი ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთათვის, საარჩევნო კოდექსიდან „მარკირების“ ამოღების თაობაზე მომზადებული წინადადების გაცნობასთან მიმართებაში, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

კოალიცია  „ერთსულოვნების“

„გაერთიანების მემორანდუმში“

წარმოდგენილი წევრებისა და ორგანიზაციების

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

გამოვხატავთ რა თქვენდამი ჩვენს უდიდეს პატივისცემას გვინდა გაცნობოთ, კოალიციაერთსულოვნების“ „გაერთიანების მემორანდუმში“ წარმოდგენილი წევრებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამიხატება, საქართველოს პარლამენტის წინაშე „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურის, ჩვენს მიერ მომზადებული, ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლებაში.

წარმოგიდგენთ, რა თანდართულ მასალებს, გამოვხატავთ მზაობას, თქვენი სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული წინადადების განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაში.

კოალიციაერთსულოვნების“ ინიციატივითა და 1,5 მლნ. ხელმომწერის სახელით...“.


1 ივლისს, მიხეილ ანდღულაძის, ავთანდილ იოსელიანისა და მიხეილ [გელა] სალუაშვილის შემადგენლობითი დელეგაციის მიერ, ხსენებული ღია მიმართვა და ჩვენს მიერ მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ სრული პაკეტი გადაეცათ:

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდსა და მის თავმჯდომარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა დაცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმიდესსა და უნეტრესს, ილია მეორეს [პირადად ჩაბარდა პატრიარქის მდივანს მამა მიქაელს (ბოტკოველი), ჩაბ. №560-8-41560];

2. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას [გ. აბესაძის ქ. №6, ეპისკოპოსს - ჯუზეპე პაზოტოს];

3. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის კანცელარიას;

4. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს [დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., ესმა ონიანის ქ. №23, გენერალური მდივანი - რესან გოგიტიძე];

5. ებრაელთა რელიგიური საზოგადოების კანცელარიას.

2013 წ. 2 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „ივერონის“ საპრეკონფერენციო დარბაზში, „საკანონმდებლო წინადადების“ გაშუქების მიზნით გამართულ ბრიფინგში მონაწილეობდნენ - მიხეილ ანდღულაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და ჯემალ ჯიქია.

ბრიფინგის მასალა გაშუქდა ტ/კ „მეცხრე არხი“-ს 15 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში [იხ. 2 ივლისი, 15.09 სთ.], გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში...


გთავაზობთ, მიხეილ [გელა] სალუაშვილის გამოსვლისათვის განკუთვნილ ტექსტს“:


„საქართველოში ჩატარებული 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ - 4. 601. 534 შეადგინა. ეროვნული შემადგენლობის მონაცემები ასეთი სახის გახლავთ:

ქართველი - 3. 767. 393, ანუ მოსახლეობის - 81,9%

აზერბაიჯანელი - 284. 881, ანუ - 6,2%

სომეხი - 281.229, ანუ - 6,1%

რუსი - 100. 071, ანუ - 2,17%

ოსი - 84. 728, ანუ - 1,8%

აფხაზი - 45. 518, ანუ - 0,9%

ბერძენი - 19. 066, ანუ - 0,4%

უკრაინელი - 10. 869, ანუ - 0,2

ებრაელი - 4. 202, ანუ - 0,1%

სხვა ეროვნების - 20.000, ანუ - 0,43%

ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით,ზოგადი მონაცემი ასეთია:

მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.880.000, ანუ მოსახლეობის - 84,32%

კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%

მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%

გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%

იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%

ათეისტური პოზიციის მატარებელია - 22.332, ანუ მოსახლეობის - 0,5%

ამდენად, მლიანობაში, ათეისტური პოზიციის მატარებელთა ოდენობის გაუთვალისწინებლად, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი, საქართველოში მაცხოვრებელთა - 99,5%-ს შეადგენს.

ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინარე დროში, საარჩევნო კოდექსში, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, მორიგი ცვლილება შეიტანა. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 64-ე მუხლში [„ამომრჩეველთა მარკირება“] ჩაიწერა:

„1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე)“ [მუხლი 64,1].

ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირთათვის მიუღებელი ეს პროცედურა,  იოანეს გამოცხადებაში ასეა დაფიქსირებული:

- „...ვინც თაყვანს სცემს მხეცს, ან ხატს მისას, აღიბეჭდება შუბლი მისი ან ხელი მისი ნიშნით“ [გამოცხ. 14,9].

იქვე, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა გადმოცემული:

- „და იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე“ [გამოცხ. 13,16].

ამდენად, ბიბლიისეული გაფრთხილების მიუხედავად, რომელშიც ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მომქმედი ეშმაკისა და მისი ნების აღმსრულებელი „მხეცის“ მხრიდან მოსალოდნელ საშიშროებაზეა მინიშნება, რაც მათი მხრიდან განხორციელებული ნაბიჯის - „...ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე“ გადადგმაში გამოიხატება, ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციოდ, სწორედ ამდაგვარის ანალოგიური პროცედურა დააკანონა, რაც პრაქტიკულად ითვალისწინებდა:

- „...ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე...“ [მუხლი 64,1].

ხელისუფლებაში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან, არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტორად ე.წ. „მარკირების“ დანერგვისას  გაკეთებული დაპირების მიუხედავად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბება, გახდა უმთავრესი საბაბი ე.წ. „ვარდების რევოლუციისა“.

ე.წ. „მარკირების“, ანუ ანტიღვთიური ქმედების პრაქტიკაში დაკანონებამ, საქართველოსთვის დამანგრეველი პროცესების ახალ ხარისხში აყვანას შეუწყო ხელი - ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმი შეცვალა, ე.წ. სამეულის - მ.სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილმა ახალმა დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი მოსახლეობის ნების თანახმად, ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა.

ვფიქრობთ, რომ უკვე დადგა დრო - ახალმა ხელისუფალმა ანგარიში გაუწიოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოქალაქეთა საერთო ნებას, პატივი სცეს მათ სარწმუნოებრივ შეხედულებებს და უარი თქვას, ანტიღვთიური ქმედების ისეთ გამოვლინებაზე, რასაც - საარჩევნო პროცესის მონაწილე ამომრჩეველთა „მარკირება“ ჰქვია.

ე.წ. „მარკირების“ მაგივრად, არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების საწინააღმდეგოდ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ - „ფოტორეგისტრაციის“ შემოღება, ვფიქრობთ მთლიანად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების რეალური შედეგების დაფიქსირებას.

 

მ. სააკაშვილმა - კიდევ 4 დღის მოპარვა დააპირა

2013 წლის 2 ივლისს ცესკოს წარედგინა სპეციალური ღია მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ:

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ისარგებლა რა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 95,1-ის თანახმად მისთვის მინიჭებული უფლებით [„საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“], 2013 წლის 1 ივლისს მიღებული განკარგულებით, გამოაცხადა - საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაცნობებთ:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლში ვკითხულობთ:

„მუხლი 6. არჩევნებისდღისუქმედღედგამოცხადება

მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

ამდენად კანონით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ -  „გარდასაპრეზიდენტოარჩევნებისა“, ყველა სხვა - „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი... შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

მაშასადამე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - კანონით განსაზღვრულ დასვენების დღეებში: შაბათ ან კვირა დღეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც:

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში.

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, და, კანონით თქვენთვის მონიჭებული უფლებიდან გამომდინარე, აცნობოთ საქართველოს პრეზიდენტს [და მის ადმინისტრაციას], რომ

1. მის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან; და რომ

2. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში.

ბატონო ზურაბ!

იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე ზემოთქმულის შედეგად მოხერხდება და საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი მოთხოვნებზე დაყრდნობით, ანუ - კანონიერად შეირჩევა.

აღნიშნული მიზნით, მზად ვართ თანამშრომლობისათვის. 

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

აღნიშნული ღია მიმართვის [ცესკოში ჩაბ. №1/8853] თაობაზე ღიად გაჟღერდა 2013 წ. 2 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „ივერონის“ საპრეკონფერენციო დარბაზში, „საკანონმდებლო წინადადების“ გაშუქების მიზნით გამართულ ბრიფინგზე [ბრიფინგის მასალა გაშუქდა ტ/კ „მეცხრე არხი“-ს 15 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში [იხ. 2 ივლისი, 15.09 სთ.], გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში...].

2013 წლის 4 ივლისის განკარგულებით მ. სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 2013 წლის 27 ოქტომბერი, კვირა დღე გამოაცხადა. ამ დღის ბიბლიური მინიშნების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მინაწერი:

2013 წლის 3 ივლისიდან, დავიწყეთ 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო, მინიმუმ - 26 530 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების კამპანია.