Print

გაზ. №27(872)

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ:

„მეორე თვის ოცდამეშვიდე დღე“

 

2013 წლის 1 ივლისს მიღებული განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უკანონოდ მყოფმა მ. სააკაშვილმა, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 31 ოქტომბერი დაასახელა.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ 2013 წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ბიბლიურ მინიშნებებში კი - 31 ოქტომბრის დღე არსად არაა აღნიშნული. აშკარად „გაუგებარი“ მდგომარეობა შეიქმნა.

გარდა ამისა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით - „...ცალსახადაა განსაზღვრული, რომ -  „გარდასაპრეზიდენტოარჩევნებისა“, ყველა სხვა - „მორიგიარჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი... შეიძლებაჩატარდესკვირისნებისმიერდღეს. კენჭისყრისდღეუქმედღეა“.

მაშასადამე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - კანონით განსაზღვრულ დასვენების დღეებში: შაბათ ან კვირა დღეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც:

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში...“ [იხ. გაზ. №26(871), 6.07.2013, გვ.7].

ამდენად, როგორც დღეს მოქმედი კანონის, ასევე წინასწარმჭვრეტი ბიბლიის მიხედვით - 31 ოქტომბერს არჩევნები არ შეიძლებოდა რომ ჩატარებულიყო.

ვიხელმძღვანელეთ რა ზემოთქმულით, 2013 წ. 2 ივლისს ღია მიმართვა გავუგზავნეთ ცესკოს [ჩაბ. №1/8853], სადაც ვითხოვდით დაეყენებინათ საკითხი არჩევნების, კანონით განსაზღვრულ დღეს [შაბათს ან კვირას] ჩატარების თაობაზე [იხ. გაზ. №26(871), 6.07.2013, გვ.7-8].

მიზეზთა გამო, 2013 წლის 4 ივლისის განკარგულებით მ. სააკაშვილმა შეცვალა მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 2013 წლის 27 ოქტომბერი, კვირა დღე გამოაცხადა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ახალი წლის ათვლა - სექტემბრის თვიდან იწყება; საიდანაც ათვლით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი  - 27 ოქტომბერი, ახალი წლის მეორე თვის 27-ე დღე გამოდის.

აღნიშნულის თაობაზე ბიბლიური მინიშნება ასეთი სახის ინფორმაციას შეიცავს - „მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან...“ [დაბ. 8,12-15].

აქვე მკითხელს გვინდა შევახსენოთ, რომ - ოქტომბრის თვე, საერო კალენდრის მიხედვით - მეათე თვეა. საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თარიღისეული მინიშნება ასევე ბიბლიურ წარღვნასთან დაკავშირებით გადმოცემულ ტექსტია დაცული - „თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს [1 ოქტომბერი] გამოჩნდა მთათა მწვერვალები“ [დაბ. 8,5].

ამდენად, საქართველოში ჩატარებულ - ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში, ბიბლიური მინიშნებები - წარღვნისეულ თარიღებთან კავშირდება. თავისთავად, წარღვნის შემდგომად - დედამიწაზე სრულიად ახალი გარემოს ათვლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ძნელი აღარ უნდა იყოს - 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობის გააზრება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ახლოვდება მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

მონაწილეობის განაცხადი

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი პარტიის სახელით - 2 ივლისს შევიტანეთ. ცესკოს იურიდიულმა სამსახურმა, „საქართველოს საარჩევნო საარჩევნო“ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების არასწორად ინტერპრეტირებისა გამო, პარტიის სახელით საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების უფლებაზე - უარი გვითხრა.

მათი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე დროის კარგვის თავიდან აცილების მიზნით, 2013 წლის 3 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის სახელით, ცესკოში ახალი განაცხადი შევიტანეთ. სადაც ვკითხულობთ:

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]


 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 97-ე მუხლში ვკითხულობთ:

მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით“

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერმა საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 97,1-ით მონიჭებული უფლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელოთ - პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“-ს თავმჯდომარე: მიხეილ [გელა] სალუაშვილი. 

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ დასახელებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი:  მიხეილ სალუაშვილი

ბ) დაბადების თარიღი:  16 ივლისი 1958 წ.

გ) პროფესია: ინჟინერ-მშენებელი

დ) თანამდებობა (საქმიანობა): „ლასკარი“-ს თავმჯდომარე

ე) სამუშაო ადგილი: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ვ) რეგისტრაციის ადგილი:   ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, მე-2 კ., ბ.95

ზ) პარტიულობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა: 55 წელი [დაბადებიდან დღემდე]

ი) საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენი, საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები:

1. ზურაბ კობიაშვილი, პირ. №01002003048; თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №37-დ, ბ. 2, ტელ. 5[99] 70-06-06;

2. მევლუდ მამადაშვილი, პირ. №01001059928, თბილისი, პ. ჯანჯღავას ქ. №73, ტელ. 5[91]05-19-50;

3. ეთერ ჩხეტია, პირ. №62001004891, სოხუმი, კვარაცხელიას ქ. №28, ტელ. 5[99] 50-22-65;

4. ჯემალ ჯიქია, პირ. №01025011204, თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ. გოძიაშვილის მე-2 შეს. №22, ტელ. 5[93] 60-94-55, [საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი];

5. ლევან ჩოხელი, პირ. №59001000603, თბილისი, თემქა XI მ/რ, მე-2 კვ., კორპ. 22-ა, ბ. 70; ტელ. 5[93] 31-88-41.

განცხადებას თან ერთვის:

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - დაბადების მოწმობის ასლი

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - სამი ფოტოსურათი.

 

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა მოგვეცეს, ჩვენთვის კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყების შესაძლებლობა

პატივისცემით:

საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები: 1. ზურაბ კობიაშვილი; 2. მევლუდ მამადაშვილი; 3. ეთერ ჩხეტია; 4. ჯემალ ჯიქია [საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი]; 5. ლევან ჩოხელი.

თბილისი,

2013 წლის 3 ივლისი

 

 თანდართულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბხარატიშვილს!

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ დასახელებული:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

 

ბატონო ზურაბ!

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 98- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ თანახმა ვარ რათა 2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ დასახელებულმა - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დანართი: ავტობიოგრაფია  - 2 გვ.

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე”-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ [გელა]

                                                                              სალუაშვილი

თბილისი, 2013 წლის 3 ივლისი

მინაწერი:

1. კანონის თანახმად, იმავე დღეს გადმოგვეცა ხელმოწერის შესაგროვებლად საჭირო სპეციალური ბლანკი;

2. 2013 წ. 5 ივლისს, მიღებულ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება №14/2013 - საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„...საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-15 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, 42- მუხლის მე-2 პუნქტის, 77- მუხლის მე-5 პუნქტისა და 78- მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით:

ზურაბ კობიაშვილი,

მევლუდ მამადაშვილი,

ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია,

ლევან ჩოხელი და

მისი წარმომადგენელი ჯემალ ჯიქია...

კომისიის თავმჯდომარე

ზურაბხარატიშვილი“

 

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

2013 წლის 9-10 ივლისის ქრონიკები

საქართველოს პარლამენტში ჩაბარებულ „საკანონმდებლო წინადადებაში“ ასახული საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის ცვლილება, როგორც ვიცით ეხება - ე.წ. მარკირების პროცესის გაუქმებას და მის ნაცვლად, ამომრჩევლის იდენტიფიკაციისათვის - „ფოტორეგისტრაციის“ შემოღებას.

აღნიშნული „ფოტორეგისტრაციის“ არსის გახსნის თაობაზე დამზადებული ვიდეო მასალის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის წარდგენის თარიღად, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით - 2013 წლის 9 ივლისი შეირჩა.

და მართლაც, 9 ივლისს გ. ტაბიძის №20-ში განთავსებულ „კავკასიური სახლი“-ს სხდომათა დარბაზში მოსული საზოგადოების ფართე სპექტრს, წარედგინა ჩვენი „საკანონმდებლო წინადადებით“ გათვალისწინებული „ფოტორეგისტრაციის“ არსის ამსახველი ვიდეო მასალა. სხდომის დასასრულს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან, ხელი მოეწერა, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების ახალი მექანიზმის შემოღების თაობაზე შედგენილ - „თანხმობის დეკლარაციას“.

2013 წლის 5 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ბ. ივანიშვილმა შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე დ. უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დ. ბაქრაძესთან. მოგვიანებით, მათი მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის თაობაზე, ინტერნეტ სივრცეში, 2013 წ. 7 ივლისს, გავრცელებული ჩვენი შეხედულება ასე გვქონდა ფორმულირებული:

„არა - ე.წ. „კოაბიტაციას“[დამნაშავესთან - თანამშრომლობა]

ნათქვამია - „ხარი ხართან დააბიო, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“.  გაფრთხილდით - ერთად მოვიცილოთ ე.წ. „კოაბიტაციის“ [დამნაშავესთან - თანამშრომლობის] ბაცილა! შესაბამისად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საჭიროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებელი კომისია, მხოლოდ:

1. 1991-1992 წლების მოვლენების სათანადო შეფასების,

2.  ედ შევარდნაძისა [1992-2003 წ.წ.] და

3. მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძის [2003-2013 წ.წ.]

პოლიტიკური რეჟიმების გასამართლების შემდგომად დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას“.

ზემოთხსენებულ 9 ივლისის შეკრებას ესწრებოდნენ აგრეთვე - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია. ჩვენ, შეხვედრაში მონაწილე სპექტრისათვის, გადაწყვეტილი გვქონდა შეგვეთავაზებინა, ხელი მოგვეწერა შემდეგი სახის  - „ეროვნული თანხმობის მემორანდუმზე“:

„საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა [და ამავე დროს ერთგვარი ვალდებულაც] მოგვცა - მორიგ ახალ ეტაპზე ავიყვანოთ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობა.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა. კერძოდ:

1. 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებით შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება [ოკუპაცია და ანექსია]  მიეცა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს;

2. სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

სამწუხაროდ, ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა:

ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...

2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან, სახელმწიფოებრივ დონეზე დარღვეული, სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე,

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი

საქართველოში მომქმედი

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები,

უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ

ქვეყანაში ეროვნული თანხმობის დამყარებისათვის

საჭიროა:

1. პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მიეცეს

ა) 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარ ანტიკონსტიტუციურ მოვლენებს;

ბ) 1992-2003 წლებში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი ედ. შევარდნაძის მიერ შექმნილ დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს;

გ) 2003 წელს ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების სათავეში მოსული ძალის მიერ დამყარებულ დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს;

2. საქართველოში 1992 - 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, სამართლებრივ საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას;

3. მხოლოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ფორმირებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, საზოგადოების ფართო სპექტრის მონაწილეობით, უნდა შექმნას - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს, და საერთო განხილვისათვის გამოიტანოს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

ა) ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმი;

ბ) ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპები;

გ) საქართველოს პარლამენტის სტრუქტურული აგებულება, - ორპალატიანი სისტემა, - და მათი ურთიერთდამოკიდებულება;

დ) ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი სახელისუფლო რგოლის ფორმირება და მათი უფლებამოსილება; და ა.შ.

დე, ღმერთი ყოფილიყოს, ქვეყნის ეროვნული თანხმობისათვის ჭეშმარიტად მოღვაწე, ყოველი ჩვენთაგანის მფარველი. ამენ!“.

სამწუხაროდ, 9 ივლისის შეკრებაზე ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ჩვენი წინადადების გაჟღერებისაგან თავის შეკავება ვარჩიეთ.

იმავე დღის მიწურულს მიხეილ ანდღულაძეს შევთავაზეთ - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით გაგვეკეთებინა ერთობლივი განცხადება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დაუშვებლობის თაობაზე.  

ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მეორე დღეს:

- სპეციალური ღია მიმართვა [„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დაუშვებლობის თაობაზე“]აგვეგზავნა:

1. საქართველოს პრემიერ მინისტრისა [ჩაბარების № 23 010; 10/07. 2013 წ.] და

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე [ჩაბარების №30 619; 11.07. 2013 წ.];

- „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში სპეციალერი ბრიფინგი გაგვემართა.

10 ივლისს, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში 14.30 სთ-ზე გამართულ ბრიფინგში, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით, მონაწილეობა მივიღეთ: მიხეილ ანდღულაძემ, ავთანდილ იოსელიანმა და მე [მიხეილ (გელა) სალუაშვილმა].

10 ივლისს, საღამოს [17.30 სთ-ზე] აკაკი ჯორჯაძესთან მომიწია მისვლა. ერთსაათიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთი თვის თავზე, ანუ 9 აგვისტოს მათ მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდოდი.  

მინაწერი:

9 და 10 ივლისის თაობაზე ბიბლიაში დაცული ინფორმაცია ასეთია:

1.  „...დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღეს...“ [ლევ. 23,32];  

2. „იყოს თქვენთვის სამარადისო წესად. მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი...“ [ლევ. 16,29];

3. „ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ, დაიმდაბლეთ თავი...“ [ლევ. 23,27];

4. „ამავე მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ...“ [რიცხვ. 29,7].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!