Print

გაზ. № 28 (873)

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის -

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღია წერილი

ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს!

 

ბატონო თეიმურაზ!

მოგესალმებით ქრისტემიერი სიყვარულით...

ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ 2013 წლის 5 ივლისს, თქვენის ნებართვით, თქვენი პარტიის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, შესაძლებლობა მომეცა წარმომედგინა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეული ანალიზი, იმ ჭრილში, რასაც საუკუნეებიდან მომდინარე - „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია, და ამით მომეხადა ადამიანური ვალი თქვენს წინაშე.

2013 წლის 17 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ტელეეთერში გასული თქვენი პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 5 ივლისს ჩვენი შეხვედრის დროულობაში.

თავს ვალდბულად ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მყარად გამჯდარი თვალსაზრისი, კერძოდ:

2003 წელს ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ქვეყნის სათავეში მოსული სამეული - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, იდეურ პოლიტიკური სამართალმემკვიდრე გახლავან იმ რეჟიმისა, რასაც - 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ [ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობის“ [თ. სიგუა] დანაშაულებრივი სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმი ჰქვია. დიახ:

- მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმი, ედ. შევარდნაძის საქმეთა „ღირსეული“  გამგრძელებელია;

- მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმი, ისეთივე დამნაშავეა ქვეყნის წინაშე, როგორებიც იყვნენ - ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა და მათზე ამოზრდილი - ედ. შევარდნაძე, და მათ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმი;

- მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, მათ მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამანგრეველი შედეგებისა გამო ისევე აგებენ პასუხს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ღმერთის წინაშე, როგორც - ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა და მოგვიანებით მათი გზიდან ჩამომცილებელი - ედ. შევარდნაძე.

ბატონო თეიმურაზ!

ერთის მხრივ თქვენ, და მეორეს მხრივ - ღმერთია მოწამე, რომ ხსენებულ 5 ივლისს შემდგარ შეხვედრაზე, ჩვენ სწორედ ამ თემაზე, და ამავე შინაარსით ვისაუბრეთ.

მაშინაც გითხარით და ეხლაც ვიმეორებ - ღმერთმა ადამიანი არჩევანის თავისუფლებთ აღჭურვა, და შესაბამისად თქვენ თავისუფალი ხართ თქვენს არჩევანში.

2013 წლის 17 ივლისს გაცხადებული თქვენი სავარაუდო არჩევანი: 19 ივლისს განაცხადოთ, რომ თქვენ და თქვენი პარტია აპირებთ - 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროთ - ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ „არქიტექტორს“ - ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მავალდებულებს, შევთხოვო ღმერთს პატიება, და კიდევ ერთხელ, ვიდრე თქვენის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება არ გაჟღერებულა, შევეცადო, უკვე ღია წერილის სახით,  მოვიხადო ჩემი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, და ხმამაღლა განვაცხადო:

- ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიან, გაემიჯნეთ - ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერის იდეას;

- მე,  გამიფრთხილებიხართ;

- არჩევანი [და აქედან მომდინარე პასუხისმგებლობაც] თქვენზეა.

 წინამდებარე ღია წერილი, კომენტარდართული იმ ბიბლიური შეგონებით [და ვალდებულებით] მინდა დავამთავრო, რომლის თაობაზეც, ჩვენი 5 ივლისის შეხვედრისას მოგახსენეთ:

„როცა ბოროტეულს [აქ - ცდომილებაში ჩავარდნილს] ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები მეთქი [რამეთუ ცოდვა შობს სიკვდილს], შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე [და ასეც ვიქცევი] ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ [ეზეკ. 33,8-9].

მაშ ასე, მე - ჩემი ვალის მოხდასა და საკუთარი სულის გადარჩენას ვცდილობ [და ყველას ამასვე ვუსურვებ]:

არჩევანი თქვენზეა! 

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი!

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

პატივისცემით

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წლის 17 ივლისი

2013 წ. 18 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრისას, ბატონმა თეიმურაზმა დამიდასტურა, ჩემს მიერ მის  „ფეისბუქის“ გვერდზე დადებული ამ წერილის წაკითხვის ფაქტი

 

 

2013 წ. 15 ივლისს შემდგარი შეხვედრა

„წმიდა ნიკოლოზის სახელობის“

ეკლესიის წინამძღვართან,

დეკანოზ მამა ბესარიონთან (ბულაშვილი)

 

2013 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, წინასწარ მიღწეული შეთანხმებისამებრ, ვეწვიე - ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე - „წმიდა ნიკოლოზის სახელობის“ ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ბესარიონს (ბულაშვილი).

ეკლესიაშივე შემდგარი საუბრისას მამა ბესარიონს მოკლედ გავაცანი, ჩემი, როგორც - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველის მიერ მომზადებული საპრეზიდენტო პროგრამა  - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ძირითადი ასპექტები.

მამა ბესარიონმა, საუბრის დასასრულს, კურთხევასთან ერთად, გამძლეობა მისურვა იმ მძიმე გზაზე სიარულისას, რასაც საპრეზიდენტო არჩევნებისწინა მარათონი ჰქვია.

გმადლობთ მამა ბესარიონ!

პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

„მომავალი ჩვენია...“

 

ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილო საქართველოვ,

რომ გიყურებ გული კვდება...

არ იდარდო, ჩემო კარგო,

ყველაფერი მოგვარდება.

 

წამი წამს ჰკრავს და პატრონიც მალე მოვა,

მთა და ბარი აყვავდება...

დაკარგული მიწა-წყალი,

ყველა - უკან დაბრუნდება.

 

მხრებს გაშლის და ამწვანდება მინდორ-ველი,

ეგ ჭრილობაც შეხორცდება...

გაბნეული შენი ხალხი

ყველა სახლში მობრუნდება.

 

ვინც გგვემა და ვინც გაწამა ჩემო კარგო,

ყველა მსაჯულს ჩაბარდება...

ვერ უშველით ვეღარც ფული,

ვერც ვიში და ვერც ვაება.

 

გამოვფხიზლდეთ ძილისაგან ქართველებო,

სულით ჩავწვდეთ თუ რა ხდება...

ავირჩიოთ უფლის გზა და,

მოვიპოვოთ უკვდავება.

ეკატერინე

ხრიკული

 

2012 წლის 12 ივლისის ქრონიკა

 

ივლისის თვის დასაწყისში, ჩვენს მიერ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ერთმანეთთან გარკვეული მიზნით შეკავშირებულმა და ინტერნეტის ქსელში დარეგისტრირებულმა რამოდენიმე პიროვნებამ ჩვენი საქმიანობისადმი დაინტერესება გამოხატა.

9 ივლისს, „კავკასიის სახლში“, გაუყალბებელი არჩევნების თემატიკის თაობაზე  გამართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შეხვედრაზე, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბატონი თორნიკე ტატიშვილი გამეცნო.

მიუხედავად დათქმისა, მეორე დღისათვის „კინოს სახლში“, ქალბატონ ირმა ინაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ბატონმა თორნიკემ მოსვლა ვერ მოახერხა.    

 რამოდენიმე დღიანი მიმოწერის შემდგომად, ხსენებული ჯგუფის ხელმძღვანელთან ბატონ ტარიელ როლაძესთან შევთანხმდით, რომ - 12 ივლისს, 14.00 სთ-ზე, პეკინის ქ. №31-ში მდებარე „წიგნის სახლში“ გავმართავდით პირველ შეხვედრას.

საბა სალუაშვილთან ერთად მისულებს, შესანიშნავად მოწყობილ „წიგნის სახლის“ მშვიდ გარემოში გამართულ შეხვედრაზე მოგვიწია ყოფნა, რომელშიც [როგორც თავად წარმოგვიდგნენ], მათი მხრიდან მონაწილეობდნენ: ტარიელ როლაძე [ბატონ რას ალ გულის მრჩეველი და წარმომადგენლი საქართველოში], ავთანდილ ქარჩხაძე, თორნიკე ტატიშვილი და ნიკოლოზ თოთაძე [ეიონ ენტერპრაიზის ახალგაზრდა პიარაგენტთა წარმომადგენლები] და ფოტოგრაფი, რომელიც მარიამის სახელით გაგვეცნო.

საინტერესო დიალოგის ფორმატში მიმდინარე ერთსაათიანი საუბარი, ძირითადად შეეხო - თეოკრატიული მმართველობის ბიბლიური ისტორიისა და ბოლო ჟამის თვალთახედვიდან მომდინარე მისი ზოგადი პრინციპების განხილვას.

ცესკოს მხრიდან, 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში, დღეისათვის დარეგისტრირებული კანდიდატების განაცხადის სიის ტ/კ „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გაშუქების მეორე დღეს - 12 ივლისის 16.00 სთ-ზე, ჩვენს საზოგადოებრივ მდივან ბატონ ჯემალ ჯიქიასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ლასკარში გვეწვია ტ/კ „იმედის“ გადმღები ჯგუფი [კოესპონდენტი ქ-ნი თამარ ჩიხლაძე და ოპერატორი ბ-ნი გიორგი წულაია].

თითქმის 50 წთ-იანი საუბრის ჩაწერის შემდეგ, ტ/კ „იმედის“, 12 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „ქრონიკა 20..00 სთ-ზე“, 20 სთ. 26 წთ-დან გაშვებულ 3 წთ. და 55 წმ-იან სიუჟეტში, ჩვენ 2 წუთი და 15 წამი [20 სთ. 27 წთ. 50 წმ. – 20 სთ. 30 წთ. 05 წმ] „დაგვითმეს“.

ამდენად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის თაობაზე გაკეთებული პირველი განაცხადის გაშვების [2013 წ. 25 ივნისი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხი, 23 სთ.] შემდეგ, 12 ივლისის პეტერ-პავლობა დღეს, ტ/კ „იმედის“ ეთერში, ჩვენს შესახებ მომზადებული - პირველი სიუჟეტი გადაიცა. 

აი ასეთი გახლდავთ პეტრე-პავლობის მარხვის დამთავრების პირველ დღეს - 12 ივლისს განვითარებული მოვლენების მოკლე ჩამონათვალი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ

„ხუმრობათა“ საკითხისათვის

დაინტერესბულმა მკითხველმა იცის, რომ გასული წლიდან მოყოლებული მ/წ მაისის თვემდე ინტერნეტ სივრცეში გახსნილი გახლდათ, ჩვენი სახელით მოქმედი ე.წ. ცრუ გვერდი - „ბოლო ჟამის პარტია“.

2013 წ. ივნის-ივლისის გასაყარზე ჩვენი გადაწყვეტილების გავრცელების შემდეგ, არაერთი ინტერნეტ „ხუმრობის“ შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ:

1. 2013 წ. 7 ივლისს შეიქმნა ორი გვერდი 

- „მიხეილ-გელა სალუაშვილი პრეზიდენტად“;

- „გელა სულუაშვილი ქვეყნის გადამრჩენელი“;

2. 2013 წ. 9 ივლისს გამოჩნდა გვერდი  - მიხეილ-გელა სალუაშვილი ძე ღმერთად“;

3. 2013 წ. 12 ივლისს დაარეგისტრირეს გვერდი - „მე ვირჩევ მიხეილ - გელას“;

4. 2013 წ. 19 ივლისს დაარეგისტრირეს გვერდი - მიხეილ-გელა სალუაშვილი ბედუინად“;

5. 2013 წლის 14 ივლისის დათარიღებით გავრცელდა ვინმე - გუკა კამლაძის  მიერ [სახელით] მომზადებული ვიდეო-რგოლი [ხანგრძლ. - 1 წთ. და 25 წმ.], სახელდებით; „დაიკარგა ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი“ [მის. http:// www.youtube.com/ watch?v=gBdg8HxdHmk], რომელშიც 14 ივლისს, ე.წ. „ვარდების მოედანზე“ გამართულ „ლუდის ფესტივალზე“, წამყვანის მიერ  დამსწრეთაგან გამოგზავნილი წერილის წაკითხვისას გაჟღერდა, ვითომცდა - ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილის დაკარგვის ფაქტი, და მას მოუწოდებდნენ კონკრეტულ [დასახელებულ] ადგილზე მისვლას.

აღნიშნულ „ხუმრობანარევ“ ინფორმაციას, იმავე დღესვე გავუკეთე კომენტარი - „ყველა ხუმრობაში - თავისი არსია შეფარული, და „მიუღებელიც არაფერია", რამეთუ - საარჩევნო რეგისტრაციამდე - „დაკარგული", არჩევნების დღეს - „გამოჩნდება"]“.

პარალელურად ამისა, მათთვის შეუცნობი, მაგრამ ზოგადად შესაცნობი - ბოლო ჟამის პროცესების მიმდინარეობისა  და ჩემი ვალის მოხდის მიზნით, წინამდებარე ოფიციალური კომენტარიც გავავრცელე:

„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გაკეთებული განაცხადის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში, ჩემი სახელით [ან რაიმე ფორმით ჩემთან დაკავშირებით] გავრცელება დაიწყო სხვადასხვა სახის ისეთმა ინფორმაციამ, რომელთან მიმართებაშიც მე არავითარი კავშირი არ მაქვს.

ღმერთმა ყველა აღჭურვა არჩევანის თავისუფლებით, რომელსაც ჯეროვანი გამოყენება უნდა...

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს:

„კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.

ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.

ვინაიდან შენი სიტყვებით გასამართლდები, და  შენივე სიტყვებით განიკითხები“ [მათე 12,35-37]

2013 წ. 14 ივლისი“;

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

 

ბოლო ჟამის 16 ივლისის ქრონიკა

2013 წ. 15 ივლისს, ჯერ - „ფეისბუქის“, და შემდეგ - ტელეფონით დაგვიკავშირდა საინფორმაციო სააგენტო - „ფრონტ ნიუსის“ წარმომადგენელი - გიორგი ხუხია, და გვთხოვა - 16 ივლის, 12 სთ. 30 წთ-ზე მათთან გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა.

პრესკონფერენციაზე, ნახევარი საათის მანძილზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებათა კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას საშუალება მოგვეცა შედარებით სრულად გადმოგვეცა, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ზოგადი მონახაზი. პრესკონფერენციის მოკლე ანონსი იმავე დღეს გადაიცა ტ/კ-ების - იმედი, 1 არხი, რუსთავი - 2 ეთერით.

16 ივლისს, დაგვიკავშირდნენ ტ/კ „კავკასიიდან“, და გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო მათ სტუდიაში [წამყვანი - ალექსანდრე ელისაშვილი], 22 სთ. 55 წთ - დან დაგეგმილ პირდაპირ გადაცემაში.

როგორც ადგილზე მისვლისას გაირკვა, 30 წუთის ხანგრძლივობის გადაცემაში, ჩემთან ერთად, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი - ნიკოლოზ გორგიჯანიძე მიიღებდა მონაწილეობას.

როგორც გადაცემის მსვლელობისასაც აღვნიშნე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ე.წ. „საკვალიფიკაციო შეხვედრაში“ მიწევდა მონაწილეობის მიღება.

რაც ყველაზე მთავარია, იმ დღეს, ბ-ნი გორგიჯანიძის მიერ გამუდმებით „ფულზე“ აქცენტის გაკეთებით აშკარად გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა, ანაგრამის მეთოდით „უფლის“ ანტიპოდის - „ფული“-ს მისტერიული წარმოჩენის პროცესთან.

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

ბოლო ჟამის 18 ივლისის ქრონიკა

2013 წ. 18 ივლისს, ტ/კ „ობიექტივის“ დილის გადაცემაში: 10 სთ. 30 წთ. – 11 სთ. 30 წთ-ამდე,  ტელეჟურნალისტების [ჭიაურელი შორენა, მაღალაშვილი ირაკლი, გაბრიჭიძე გია] შეკითხვებზე პასუხისას შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ზოგადი ნაწილი წარგვედგინა ტელემაყურებლისათვის.

ამავე დღეს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას ინიციატივით, მეტრო - „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე [13 სთ. 30 წთ.], რამოდენიმე წუთიანი ინტერვიუს აღება მოხდა იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც - დღეს არსებული საპრეზიდენტო სასახლის მომავალი ბედი ჰქვია.  თუმცა, მიზეზთა გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის 18 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „მოამბე 20 სთ-ზე“, მომზადებული სიუჟეტის სრული ვერსიაში ჩვენი საუბარი აღარ დააფიქსირეს.

ამავე -  18 ივლისს, 21 სთ. 15 წთ-ზე პალიტრა ტვ“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - სოციოგრამა“, მოხდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის წარდგენა. საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბარი უახლოესი მომავლისათვის დაიგეგმა.

18 ივლისს, განმეორებით მოგვიწვიეს ტ/კ „ობიექტივის“ უკვე საღამოს ეთერში. ტელეჟურნალისტ - ბონდო მძინარაშვილთან საუბრის ორი საათის მანძილზე, ზოგადი მონახაზი გაკეთდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისა და ბატონ ზვიად გამსახურდიას როლის თაობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

(დასაწყისი გაზ. № 22 (867)

1991 წ. 9 აპრილს - „მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკაში პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ“, რაც, მოგვიანებით, კონსტიტუციაში ახალი „თავის 131“-ის შეტანით დაფიქსირდა.

ამავე დღეს - მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს „საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14 ნოემბრის კანონი.

2. დაევალოს საკონსტიტუციო კომისიას დააჩქაროს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის დებულებათა საფუძველზე.

3. საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი 1991 წლის 9 აპრილს დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტთან“

[იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 46].

ფაქტობრივად, მთელი შემდგომი კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სწორედ ამ კუთხით იქნა წარმართული. კერძოდ, მომქმედ 1978 წლის 15 აპრილის რედაქციის კონსტიტუციაში ყოველი მორიგი ცვლილება, მხოლოდ - „საკონსტიტუციო კომისიის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციათა შეჯერების გზით ხორციელდებოდა. 

მთლიანობაში, კონსტიტუციაში შეტანილმა - 1990 წ. 14, 15, 22 ნოემბრის, 11, 28 დეკემბრის, 1991 წ. 29 იანვრის, 27, 28 თებერვლის, 20 მარტის, 14, 23, 27 აპრილის, 23 მაისის, 14 ივნისის, 25 ივლისის, 2, 10, 26 აგვისტოს, 11 და 30 ოქტომბრის ცვლილებებმა და დამატებებმა, ძირფესვიანად შეცვალა 1978 წლის 15 აპრილის კონსტიტუციის ხასიათი.

11 ნაწილის, 22 თავისა და 185 მუხლისაგან შემდგარი კონსტიტუციიდან მთლიანად იქნა ამოღებული ორი [მე-9 და მე-19] თავი და 30 მუხლი.

ცვლილება განიცადა თითქმის ყველა მუხლმა. თავის მხრივ ჩაემატა ორი ახალი თავი [მე-131 (8 მუხლი) და 211-ე (6 მუხლი)] და ორი მუხლი [371-ე და 1071-ე].

1991 წლის 26 ნოემბრის გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ პირველად [და სამწუხაროდ უკანასკნელად] სრულად გამოქვეყნებულ კონსტიტუციაში, მხოლოდ ორ მუხლშიღა იყო დარჩენილი სსრკ-ს „ხსენება“, რომელიც ეხებოდა იმ რეალობის დაფიქსირებას, რასაც საბჭოთა კავშირის არსებობა და მასში დე-ფაქტოდ საქართველოს ყოფნა ერქვა.

კერძოდ, კონსტიტუციის მე-2 ნაწილში შემავალ, მე-5 თავში ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკაში, როგორც სუვერენულ სახელმწიფოში, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის პირველადობის გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე გარდამავალ პერიოდში იმავდროულად სსრ კავშირის მოქალაქეა.

სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფი მოკავშირე რესპუბლიკის მოქალაქე არ შეიძლება იამვე დროს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე იყოს.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფი მოკავშირე რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის თანაბარი უფლებებით სარგებლობს და თანაბარი მოვალეობები ეკისრება, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის არის დაწესებული“ [მუხლი 31].

კონსტიტუციის მე-3 ნაწილში შემავალ მე-7 თავში დაფიქსირებულია შემდეგი:

„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“ [მუხლი 77].

1991 წლის 8 და 21 დეკემბერს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელშიც სსრკ-ში მყოფი 15 რესპუბლიკიდან - ბალტიისპირეთისა და საქართველოს გარდა, დანარჩენი 11 მათგანი გართიანდა.

1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში მომქმედმა შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რუსეთის იმპერიული ძალების დახმარებით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო პუჩი წამოიწყო, რომელსაც 1992 წ. 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიასა და კანონიერების მომხრე სახელისუფლო ძალების წარმომადგენელთა მიერ, საქართველოს იძულებით დატოვება მოჰყვა.