Print

გაზ. № 29 (874)

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის

ცესკოში ოფიციალურად დარეგისტრირების ისტორია

ბოლო ჟამად სახელდებული დრო თავისი სვლით მიემართება. ამ კუთხით, გამოიკვეთა ეტაპი, სახელდებით - „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელშიც ჩვენი მონაწილეობის თაობაზე არსებული გადაწყვეტილება, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წ. 18 მაისის სხდომაზე იქნა მიღებული.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, ცესკოს შესაბამის სამსახურს 2013 წლის 3 ივლისს მივმართეთ თხოვნით საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად გადმოეცა სპეციალური ბლანკი მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებისათვის.

აღნიშნული საქმიანობის დაწყებიდან მე-20 დღეს, ანუ 22 ივლისს საჭირო  რაოდენობის ხელმომწერთა სიის გამზადების შემდეგ ცესკოს შემდეგი მიმართვა წარედგინა:

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]

წარმომადგენლის

ჯემალ ჯიქიას

 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 99-ე მუხლში ვკითხულობთ:

მუხლი 99. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები 

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია...“

ჩვენ, საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 99,1-ით მონიჭებული უფლებით, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ, 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებული, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით - 29 160 [ოცდაცხრა ათას ასსამოცი].

განცხადებას თან ერთვის:

ჩვენს მიერ, 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის დასახელებული, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია - 976  [ცხრაას სამოცდათექვსმეტი] ფურცელი, მათ შორის:

- სრულად შევსებული 947 ფურცელი;

- 29 ამომრჩევლის ხელმოწერით 18 ფურცელი;

- 27 ამომრჩევლის ხელმოწერით 1 ფურცელი;

- 26  ამომრჩევლის ხელმოწერით 1 ფურცელი;

- 24 ამომრჩევლის ხელმოწერით 3 ფურცელი;

- 23 ამომრჩევლის ხელმოწერით 3 ფურცელი;

- 18 ამომრჩევლის ხელმოწერით 1 ფურცელი;

- 11 ამომრჩევლის ხელმოწერით 1 ფურცელი;

- 5 ამომრჩევლის ხელმოწერით 1 ფურცელი;

 

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება.

პატივისცემით:

საქართველოს ამომრჩეველთა  საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]

წარმომადგენელი

ჯემალ ჯიქია

თბილისი,

2013 წლის 22 ივლისი

 

2013 წლის 24 ივლისს, 16.00 სთ-ზე ცესკოდან მიღებული მოწვევის შესაბამისად მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია დაესწრნენ ცესკოს შესაბამისი კომისიის მიერ ჩვენს მხრიდან წარდგენილი სიების შემოწმების პროცესს. გარკვეულ მიზეზთა გამო იმავე დღეს საბოლოო დასკვნის გამოტანა ვერ მოხერხდა. მეორე დღეს ცესკოში მისვლიდან რამოდენიმე საათის შემდგომ შესაბამისმა სამსახურმა, 25 ივლისით დათარიღებული შემდეგი „აქტი“ გადმოგვცა:

„ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარცევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - ელისაბედ ველიძე, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი - ლალი კიკნაძე, საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი [II კატეგორია] - სოფიკო ჭკადუა, შტატგარეშე მოსამსახურე - ქეთევან თავხელიძე და საქართველოს ამომრჩეველთა  საინიციატივო ჯგუფის [ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,  ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი] წარმომადგენელი ჯემალ ჯიქია ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2013 წლის 22 ივლისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზემოხსენებული საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო მხარდამჭერთა სიები - 976 ფურცელზე 29 160 [ოცდაცხრა ათას ასსამოცი] ხელმოწერა, 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 29 160 [ოცდაცხრა ათას ასსამოცი] ხელმოწერა. შემოწმების შედეგად გაბათილდა - 2 056 [ორი ათას ორმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა და დარჩა - 27 104 [ოცდაშვიდი ათას ასოთხი] ხელმოწერა...“.

შესაბამისად, ისევე როგორც 3 ივლისს შეტანილი განაცხადის შემდგომად, ასევე ზემოთმოყვანილი აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - მიხეილ [გელა] სალუაშვილი გახლავთ, ოფიციალურად დარეგისტრირებული, პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი.

 

 

9-10-11 ნოემბერი, ანუ - „იმ დროიდან და ამ დროებაზედ“

[კარნახით მიღებული შეგონება]

 

„...შესასრულებელი და სამოქმედო საქმეები:

ვისაც სურს ღმერთის არჩევანი უმოწმოს ღმერთს - მამა, ძესა და სულიწმიდა - ღმერთის სიტყვებისაგან თქმულს - ღმერთის - არჩევანს. „-ადამიანებთან მათ მიღებაზედ - და - ყოველივე -  ამ საქამეებთან - მოგვარებაზედ.

ვისაც სურს - მოვა - ჩემთან - ღმერთის - სიტყვაზედ - დასამოწმებლად - და - მოსაგვარებლად - იმ სიტყვის - მიმართ - რაზედაც - ეტყვის - მას - ღმერთი - მოწმეებზედ - მის - მიღებაზედ „-მანამ - სანამ - შეიქმნებოდეს - მათ - მიერ ადამიანებთან - მიღების - დღე - ღმერთის - არჩევნებზე - „-დამამოწმეები:

„-ბ-ონ მ.გ.სალუაშვილზე - საქმეთა ჩვენებაზე

„9-10-11 - ნოემბერი - 2013 წელი - ღმერთისაგან - იქნეს - უნდა - იგი - საარჩევნოდ - ჩვენებული - დღედ. „- რომელიც - გამოცხადებულია - იგი... „-1994 წლის -9-10-11 ნოემბერი - იმ დროიდან - და - ამ დროებაზედ - რწმენის - იმედის დღედ.

„- და - ახალი - აღთქმის დღიდან - ღმერთის - არჩევანთა დღე - ხმა - ერისა“.

...

საჩვენებელი - დროის - შესახებ. - ექნეს - დამოწმება - ღმერთისაგან - თქმული სიტყვის - მიმართ...

დასამოწმებლად - ექნეს - ერს - სიტყვა - და სიტყვისაგან - ღვთისმშობელს - დღეში - იქნეს - უნახავ - სანახაობად...  დასამოწმებლად - რაც თქმულა [ერში] - ღმერთში:

ხმა ერისაგან - თქმულზე...

ღმერთისაგან - ღმერთის - არჩევანი.

მამა - ძე - და სულიწმიდა

ღმერთი სამება - ახალი აღთქმა

ჩაიწერა

თამაზ ჯეჯელავამ

28 ივნისი, 2013 წ.

  

2013 წლის 24 ივლისის

მისტერიული მინიშნებანი

24 ივლისს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების, ცესკოში მიმდინარე, შემოწმების დროს დაგვიკავშირდნენ ტ/კ „ინფო-9“-ის კორესპონდენტები და მათ მიერ დაგეგმილი ახალი რუბრiკისათვის „სტუმრად პრეზიდენტობის კანდიდატთან“, ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს.

ცესკოს შენობასთან მოსულმა ორმა ტელეოპერატორმა დიდხანს არჩია ინტერვიუს ჩაწერისათვის შესაფერისი ადგილი, და ბოლოს მე და კორესპონდენტს [მერიკო კარტოზიას] - იქვე განთავსებული სკვერის ერთ-ერთი ხის ძირას „მიგვიჩინეს“ ადგილი. ინტერვიუ, რუბრიკისათვის განკუთვნილი 20-25 წუთის ნაცვლად - 50 წუთამდე გაგრძელდა [საბოლოოდ - „ინფო 9“-ს გვერდზე 26 ივლისს განთავსებული ჩანაწერი - 20 წთ. 29 წმ.-ის ხანგრძლივობისაა].

წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შემოწმებისა და ინტერვიუს ჩაწერის დღე - 24 ივლისი, საეკლესიო ახალი წლის - სექტემბრიდან ათვლით, მე-11 თვის 24-ე დღე გახლდათ. აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში ამ დღესთან მიმართებაში

- „მეთერთმეტე თვის, ანუ შებატი თვის, ოცდამეოთხე დღეს [აქ - 24 ივლისს] იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერაქიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა.

ვიხილე ღამით [ინტერვიუს ჩაწერა საღამოს ექვსიდან შვიდი საათის ფარგლებში მიმდინარეობდა] და აჰა, მხედარი წითელ ცხენზე [კოდია] და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში [ინტერვიუს ჩაწერის ადგილი], მის უკან კი ცხენებია - წითლები, ზერგადები და თეთრები [აქ - ტ/კ-ის წარმომადგენელთა რიცხვზე, ანუ სამ თანამშრომელზეა მინიშნება]... ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა [ინტერვიუ, როგორც ითქვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა]...“ [ზაქ. 1,7-8;10].

მოცემული ბიბლიური ფრაგმენტის ძველქართული ტექსტი, ე.წ. „მცხეთური ხელნაწერი“, კიდევ უფრო აკონკრეტებს მოსახდენის წელს, და, აი როგორ.

მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვრევა, როგორც ვიცით 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაიწყო, საიდანაც ათვლით მიმდინარე 2013 წ. - მე-2 წელი გახლავთ.

ეხლა გავეცნოთ ხსენებულ ძველქართულ ტექსტს - „მეოთხესა და მეოცესა [აქ - 24] მეათერთმეტისა თთვისასა [ე,ი, 24 ივლისი], ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა [აქ - 2012 წლის 1 ოქტომბერს მომხდარიდან მე-2, ანუ - 2013 წ.] დარიოსის ზე, იქმნა სიტყვა უფლისაი ზაქარიას მიმართ...“ [ზაქ. 1,7].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ყველაფერი წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიემართება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

პრეზიდენტობის კანდიდატი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

  

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები,

ანუ „დიდ წვეულებაზე“ მოპატიჟენი და წვეულნი

ლუკას სახარებაში დაცული ამ მინიშნების თაობაზე, გაზეთის წინა ნომრებში, არაერთხელ გვისაუბრია

- „ერთმა თანამეინახემ უთხრა მას: ნეტარია ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში! ხოლო იესუმ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა [კოდია] და მრავალნი დაპატიჟა. და როცა პურობის დრომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო [კოდია]“ (ლუკა 14,15-17).

აღნიშნულის მისტერიული აღსრულების ერთ-ერთი კუთხე, ჩვენის აზრით, იმ თემატიკას უკავშირდება, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურისათვის  ხელმოწერების შეგროვება რომ ჰქვია. როგორც ითქვა ეს პროცესი - 2013 წლის 3-22 ივლისს ცესკოში ჩვენს მიერ შეტანილი განცხადებებით წარდგენის შემდეგ 24-25 ივლისს დასრულდა.

წარმოგიდგენთ, აღნიშნული ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილე  36 პირის ჩამონათვალს, ანუ სახარებისეულ იმ თითოეულ - უფლისმიერ „მონა“-თაგანს, რომელთა ძალისხმევითაც ზემოთქმულის, ჩვენს რეალობაში, განივთება მოხერხდა:

ნანა არუდაშვილი, ლალი ბეგაშვილი, ეთერ ბუიძე, ანგი [კაკო] გოგლიძე, ნანული ერქვანიძე, ლიდა ვეშაგური, ნიკოლოზ ვეშაგური, მანანა თანიაშვილი, მარგალიტა თანიაშვილი, რევაზ კობიაშვილი,

ლეილა კობახიძე, მარიამ მამადაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ნათელა მელქაძე, ლეილა მეფარიძე, ალექსანდრე ნაჭყებია, მამუკა ნაჭყებია, მანანა ოდიშვილი, გიორგი პაპალაშვილი,

შაზი რაზმაძე, საბა სალუაშვილი, ლენა სისაური, მანანა სოსებაშვილი, ლია ქამხაძე, ანონა ქუთათელაძე, მალხაზ ყენია, ბეჟან შერგელაშვილი, მაია შერგელაშვილი, ლევან ჩოხელი,

ეთერ ჩხეტია, დინა ჯიქია, ჯემალ ჯიქია, ეკა ხელაშვილი, გივი ხეჩიკაშვილი, ეკატერინე ხრიკული...

მადლობა თითოეულ მათგანს, მათთვის ღმერთის მიერ დაკისრებული მისიის წარმატებით შესრულებისათვის.

 

საპრეზიდენტო ფონდი გახსნილია

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად საჭირო გახლავთ გაიხსნას - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევენბში მონაწილე „პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ფონდი“.

22 ივლისით დათარიღებულ წერილში „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური“ გვატყობინებდა, რომ - „...საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში ადგენილი ფორმით წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნიდან 3 კვირაში ერთხელ... ბუღალტრული აღრიცხვის გაადვილების მიზნით, კანონით სავალდებულო ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ შემდეგი გრაფიკით:

1) მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 25 ივლისს;

2) 22 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია - 14 აგვისტოს;

3) 12 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 4 სექტემბერს;

4) 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 25 სექტემბერს;

 5) 23 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 16 ოქტომბერს;

6) 14 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 30 ოქტომბერს...“.

23 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნეთ, ხოლო 25 ივლისს მათ კანცელარიაში წარვადგინეთ, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]

და

მისი წარმომადგენლის

ჯემალ ჯიქიას

მიმართვა

პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით

... საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლისა და 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდი დაფუძნებულია, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].

გარდა ზემოთმითითებული მონაცემებისა, გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ პარტიის ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

პატივისცემით:

საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის

წარმომადგენელი ცესკოში:

ჯემალ ჯიქია

თბილისი, 2013 წლის 23 ივლისი

 

საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღე

2013 წლის 26 ივლისი

საეკლესიო კალენდრით, 26 ივლისს აღინიშნება „გაბრიელ მთავარანგელოზის კრების დღე“

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ [გელა] სალუაშვილ;ის ოფიციალურად დარეგისტრირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ჩვენთვის გადმოცემის მე-2 დღეს, 26 ივლისს, საინფორმაციო სააგენტოს - „ფრონტ ნიუსის“ პრეს-კლუბში გავმართეთ ბრიფინგი [მონაწილეობდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია]; სადაც  საჯაროდ გაცხადდა, რომ, არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაწყებული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ფორმატში, ჩვენს მიერ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული პირველივე განსახილველი საკითხი  - ზვიად გამსახურდიას ეძღვნებოდა.

ბრიფინგზე წაკითხულ იქნა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული იმ ორი ბრძანებულების პროექტი, რომელიც - არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების შემდეგ იქნებოდა გამოცემული.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

ზვიად გამსახურდიასათვის

საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს წინაშე  გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო - მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება - შენარჩუნებისათვის უშეღავათო ბრძოლაში საქართველოსთვის ზვარაკად შეწირულ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს -

ზვიად გამსახურდიას, მიენიჭოს:

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, და სიკვდილის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი.

მ. სალუაშვილი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 2

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი

საიუბილეო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

 

1. იმის გათვალისწინებით, რომ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა,

შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი - „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია“

2. დაევალოს „ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამთავრობო კომისიას“, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავოს  განსახორციელებელ ღონისძიებათა შემცველი  წინადადებათა პაკეტი, მათ შორის:

- ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას სათანადო როლის გამოკვეთა;

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- ზვიად გამსახურდიას სრული ლიტერატურული მემკვიდრეობის მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- სხვადასხვა დაწესებულებებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, აეროპორტი და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სალუაშვილი

 

ზემოთაღწერილ პროცესების მისტერიული შინა-არსის თაობაზე, თუ ღმერთის ნება იქნება, გაზეთის მომავალ ნომერში განვაგრძობთ საუბარს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!