Print

გაზ. № 31 (876)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი3 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 3 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებსა და უბნებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელთა დანიშვნებთან დაკავშირებით;

2. საორგანიზაციო მდივნისა [ეთერ ჩხეტია] და საარჩევნო კომისიის მდივნისათვის [ნათელა მელქაძე] პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელთა კანდიდატურების შერჩევის საკითხის კოორდინაციის თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2013 წლის 3 აგვისტოს

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013 . 3 აგვისტოს სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადება 2013 წ. 27 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებსა და უბნებში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელთა დანიშვნებთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დაევალოთ: საორგანიზაციო მდივანს - ეთერ ჩხეტიასა და საარჩევნო კომისიის მდივანს ნათელა მელქაძეს კოორდინაცია გაუწიონ პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელთა კანდიდატურების შერჩევის საკითხს.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

უნდა გახარო სამშობლოვ,

შენ არ გეგონოს ზღაპარი,

ბაზალეთისა ტბის პირას

უკვე დაირწა აკვანი...

ყრმა გაიზარდა, დამშვენდა,

ყველამ არ იცის სად არი...

სულ მალე უნდა გაცხადდეს,

ბევრს დაეცემა თავზარი...

ჩვენ კი ვაკეთოთ სიკეთე

და შევაგროვოთ ქულები...

სულ მალე გვესტუმრებიან:

ქრისტე და მოციქულები...

ეკატერინე

ხრიკული

 

საპრეზიდენტო პროგრამა:

„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“

ეროვნულ - პოლიტიკური ნაწილის პირველი საკითხის მოსახლეობისათვის გაცნობის მოკლე ისტორია

 

2013 წლის 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პირველ ეტაპზე, ღმერთის ნებით, მოხერხდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველი, ანუ  - „ეროვნულ - რელიგიური“  ნაწილის საქართველოს ამომრჩეველთა წინაშე წარდგენა [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

ცხრა მონაკვეთისაგან შემდგარი ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის მეორე, ანუ - „ეროვნულ - პოლიტიკური“ ნაწილის თაობაზე საჯარო საუბარი 5 აგვისტოდან დავიწყეთ.

2013 წ. 5 აგვისტოს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო - „რეალ ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, დეტალურად ვისაუბრეთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებისა და 1992 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების საკითხსა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი 5-6 აგვისტოს სამჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის ეთერით.

ბიბლიური წყაროები, 2008 წელს განვითარებული მოვლენებიდან აღებულ მე-6 ანუ 2013 წლისა და მარტის თვიდან ახალი წლის ათვლიდან აღებულ მე-6 თვის მე-5 დღის [2013 წ. 5 აგვისტო] თაობაზე, ასეთ კოდირებულ მინიშნებას იძლევა -  „მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში [აქ - ბრიფინგის გამართვის ადგილი] და იუდას უხუცესების [საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები] ისხდნენ ჩემს წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი“ [ეზეკ. 8,1].

5 აგვისტოსვე ორი წინასწარი შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის მიხედვითაც:

1. 6 აგვისტოს 10.30 სთ-ზე ლასკარში გვეწვია საინფორმაციო სააგენტო - „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი დავით გულედანი. დაგეგმილი 3 წუთიანი აუდიო ჩანაწერის მომზადების მიზნით წარმართული საუბარი 15-16 წუთი გაგრძელდა. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, „ექსპრესნიუსის“ ელექტრონულ გვერდზე ჩვენი საუბარი დაუმონტაჟებლად [სრული 16 წუთის ხანგრძლოვობით] იქნა განთავსებული;

2. 6 აგვისტოს, 18.30 სთ-ზე, ტ/კ „ობიექტივის“ გადაცემაში - „დიალოგი პირდაპირ ეთერში“ [წამყვანი - მაკა რაზმაზე], ერთი საათის მანძილზე, დეტალურად განვიხილეთ, 1992 – 2012 წლებში ქვეყანაში არსებული - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკური შეფასების საკითხები, და ამ სამართლებრივ ბაზაზე ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

7 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სახლში გვეწვია ტ/კ „მირ“-ის გადამღები ჯგუფი. ოჯახურ გარემოში წარმართული საუბრის გადაღება 40 წთ-მდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, 9 აგვისტოს ტ/კ „მირ“-ს 16.00, 19.00 და 22.00 საათიან საინფორმაციო გადაცემაში გასული სიუჟეტის ხანგრძლივობამ -        წთ-ი შეადგინა.

8 აგვისტოს, 21.15 სთ-ზე, ტ/კ „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დავით აქუბარდია], საშუალება მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველ ნაწილსა [საქართველოს სულიერი მისია] და მეორე ნაწილის პირველ საკითხზე [რეჟიმის გასამართლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები], თითქმის 50 წთ-ის მანძილზე დეტალურად გვესაუბრა.

 

დასასრულს, გვინდა წარმოგიდგინოთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებისა, და 1992 – 2003 წლებში მოქმედი ედ. შევარდნაძისა და 2003 – 2012 წლებში დამყარებული მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების ის სამართლებრივი აქტები [5 დეკრეტი და 1 ბრძანებულება], რომლებიც მიღებული იქნება ჩემს მიერ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან პირველსავე დღეებში

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 1

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოში 1991 -1992 წლების მიჯნაზე მომხდარი

მოვლენების პოლიტიკური შეფასების  შესახებ

1. ვითვალისწინებ რა, რომ  საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზ,ე გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობითსამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში,  სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

 

ვითვალისწინებ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფმა, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, მიიღო დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ [იხ. დან. № 1];

ვითვალისწინებ რა, რომ 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [იხ. დან. № 2];

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 2

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი რეჟიმის

პოლიტიკური შეფასების  შესახებ

1. ვითვალისწინებ რა, რომ  1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის - 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, აგრეთვე 1992 წლის 10 მარტს შექმნილი ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრეთა მიერ - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას...

ვითვალისწინებ რა, რომ 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში, წინა პოლიტიკური რეჟიმის სამართალმემკვიდრე, იმ სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა, რომლის ცხრაწლიანი მმართველობის დროსაც - არნახულ დონეს მიაღწია ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური დარღვევის ფაქტებმა;  ახალ ხარისხში იქნა აყვანილი ქვეყნის ტერიტორიული რღვევის პროცესი; ეკონომიკური საფუძვლების მოშლამ უკიდურესობამდე გააუარესა მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე...

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 3

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის

მიერ მიღებული

სამართლებრივი აქტების  შესახებ

1. ვითვალისწინებ რა, რომ  2013 წლის ნოემბერში მიღებული საქართველოს პრეზიდენტის მე-2 დეკრეტის, „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების  შესახებ“, თანახმად - 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნა როგორც - დანაშაულებრივი;

ვითვალისწინებ რა, რომ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილებით - „... 2. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ“;

ვითვალისწინებ რა, რომ  2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილებით - „1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“ და

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

ა) უკანონოდ და ბათილად გამოცხადდესს: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას  - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისია“,

გ) „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 4

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი

პოლიტიკური ხელმძღვანელობის

 საქმიანობის შესახებ

1. ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასდეს როგორც - დანაშაულებრივი;

2. პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,

ამ დეკრეტის მიღებიდან, როგორც მინიმუმ 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

 

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას  - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა დამდგენი კომისია“;

4. „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა დამდგენი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი 5

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატების

საქმიანობის შესახებ

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

1. ეთხოვოს  2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტს, 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ის შესაბამისად, დაჩქარებული წესით განიხილოს - საქართველოს ორგანული კანონის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე“  - მიღების საკითხი.

 

2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 3

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ

 

ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

 

1. საქართველოში სახელმწიფოებრივ - პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით - შეიქმნას: „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

2. „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ  სალუაშვილი