Print

გაზ. № 32 (877)

 

საარჩევნო ფონდის გახსნასთან დაკავშირებული

პოლემიკის გამოძახილი

წინათქმა

2013 წლის 2 აგვისტოს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სპეციალურად ჩვენთვის დანიშნულ შეხვედრას დავესწარით.

სხდომაზე განხილვის საგანი - საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ჩვენი საარჩევნო ფონდის გახსნის საკითხი გახლდათ. კანონმდებლობის მოთხოვნათა გაანალიზების ბაზაზე, შევეცადეთ დეტალურად აგვეხსნა მათთვის, რომ საარჩევნო ფონდის ფინანსური ხარჯების შემოწმება მათ, ჩვენი პარტიის ანგარიშის მიხედვით უნდა განეხორციელებინათ.

თუმცა, მიზეზთა გამო, მათი მხრიდან გამოგზავნილი წერილი, კიდევ ერთხელ გაგვიხდა მსჯელობის საგანი. ქვემოთ გადმოცემული წერილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 13 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა, ხოლო 14 აგვისტოს, უშუალოდ მათ კანცელარიას ჩაბარდა.

5 აგვისტოს მიღებულ წერილში ვკითხულობთ:

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პრეზიდენტობის კანდიდატ

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საინიციატივო ჯგუფს

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსული თქვენი 25.07. 2013 წლის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „საარჩევნო კოდექსი“-ს მუხლი 54-ის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს „ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან“ და მესამე პუნქტის შესაბამისად „საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით“.

ასევე შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსი“-ს 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. ამდენად, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, სარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო ფონდიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოთ ინფორმაცია თქვენი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდისა და ამ ფონდის სახელზე რეგისტრირებული საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

პატივისცემით

ზურაბ აზნაურაშვილი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მ/შ

[წერილის №342/57; 5.08.2013 წ.]

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური საქმიანობის მონიტორინგის 

სამსახურის უფროსის მ/შ

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]

და

მისი წარმომადგენლის

ჯემალ ჯიქიას

მომართვა

პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით

 

თქვენგან მიღებულ წერილში, კერძოდ ვკითხულობთ: „...გენერალური აუდიტორის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანების შესაბამისად საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას პარტიის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში

საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. პოლიტიკური გაერთიანება უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მისი მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი, ამასთან ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის სესახებ [რეკვიზიტები], რომლიდანაც მოხდება საარცევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება, აგრეთვე აცნობოს საარცევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები...“ [იხ. №294/57, 22.07. 2013 წ., გვ. 2].

როგორც მოგეხსენებად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირი დარეგისტრირებულად ითვლება, მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-100 მუხლით [„საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია“] გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

თქვენს მიერ მოთითებული - გენერალური აუდიტორის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ [ამ თარიღიდან ათვლით], საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა უნდა მოხდეს:

ა] პარტიის მიერ - 5 დღის ვადაში; ხოლო

ბ] საინიციატივო ჯგუფის მიერ - 20 დღის ვადაში.

ამასთანავე, მაგ - „პოლიტიკური გაერთიანება უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მისი მიმდინარე საბანკო ანგარიში...“.

ჩვენს მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის დარეგისტრირება მოხდა, ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 ივლისის განკარგულებით [იხ. №35/2013]. შესაბამისად, საარჩევნო ფონდის თაობაზე ჩვენს მიერ მისარები გადაწყვეტილების ზედა ზღვარი შეადგენს - 2013 წლის 14/15 აგვისტო.

მიუხედავად ამისა, ვინაიდან ჩვენს მიერ, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმომწერების ცესკოში წარდგენა მოხდა - 2013 წ. 22 ივლისს, რაც, ჩვენთვის, ცესკოს მხრიდან დადებითი პასუხის მიღების ერთგვარი გარანტი გახლდათ, ხსენებული თქვენი წერილის პასუხად, 2013 წლის 23 ივლისს [აგრეთვე 29 ივლისს] - ელ.ფოსტით, ხოლო - 25 ივლისს პირადად წარმოგიდგინეთ, საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამჯერად, კვლავ გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც უკვე გაცნობეთ [იხ. წერ. 25/07-2013 წ.] „...პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“-ს თავმჯდომარის: მიხეილ [გელა] სალუაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარმდგენი, საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ამავდროულად გახლავართ დასახელებული პოლიტიკური გაერთიანების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო - „ლასკარი“-ს წევრები:

1. ზურაბ კობიაშვილი, პირ. №01002003048; თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №37-დ, ბ. 2, ტელ. 5[99] 70-06-06; [„ლასკარი“-ს თავმჯდომარის მოადგილე]

2. მევლუდ მამადაშვილი, პირ. №01001059928, თბილისი, პ. ჯანჯღავას ქ. №73, ტელ. 5[91]05-19-50; [„ლასკარი“-ს თავმჯდომარის მოადგილე]

3. ეთერ ჩხეტია, პირ. №62001004891, სოხუმი, კვარაცხელიას ქ. №28, ტელ. 5[99] 50-22-65; [„ლასკარი“-ს საორგანიზაციო მდივანი]

4. ჯემალ ჯიქია, პირ. №01025011204, თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ. გოძიაშვილის მე-2 შეს. №22, ტელ. 5[93] 60-94-55, [საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი]; [„ლასკარი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი]

5. ლევან ჩოხელი, პირ. №59001000603, თბილისი, თემქა XI მ/რ, მე-2 კვ., კორპ. 22-ა, ბ. 70; ტელ. 5[93] 31-88-41. [„ლასკარი“-ს შიდა ქართლის რეგიონის თავმჯდომარე].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 23 ივლისს გამართულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე, ცნობად იქნა მიღებული საინიციატივო ჯგუფის მიერ მისაღები „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინების ვალდებულება, და ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება - პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდის ანგარიშად გამოყენებულ იქნეს ჩვენი პარტიის მიმდინარე საბანკო ანგარიში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად [„საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება“], გაცნობებთ, რომ - საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება შემდეგი საბანკო ანგარიშიდან:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ [საიდემტიფიკაციო კოდი: 202910314]

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].

და კიდევ:

1. წარმოდგენილი ფონდის მმართველი გახლავთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; მცხ. თბილისი, მუხიანი, 1 მ/რ, მე-2 კ., ბ. 95; ტელ. 5 [91] 63-63-36;

2. წარმოდგენილი ფონდის ბუღალტერი გახლავთ - ნანული ერქვანიძე, მცხ. თბილისი, გვაზაურის ქ. №11-ა, ბ. 32; ტელ. 261-76-12.

გარდა ზემოთმითითებული მონაცემებისა, გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ პარტიის ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დანართი:

დეკლარაციის ფორმა; საბანკო ამონაწერი

 

პატივისცემით:

საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის

წარმომადგენელი ცესკოში:

ჯემალ ჯიქია

თბილისი, 2013 წლის 13 აგვისტო

 

ერთს გევედრები უფალო:

სიმართლე გაგვარჩევინე...

ვინც საქართველოს შველის,

ის კაცი აგვარჩევინე...

 

...

ცხოვრებაში არაფერი მინატრია,

არც ვნატრულობ არაფერსა,

მხოლოდ მინდა - თქვენთან ერთად

მეც რომ შევხვდე მაღალ ღმერთსა...

აღარც სიკვდილი მაშინებს,

ღვთის რწმენას ნაზიარებსა...

თუკი უფალი გამოღებს

სამოთხის ბჭეს და კარებსა...

იქ ვნახავ, გულში ჩავიკრავ

ვისზეც მზე ამომდიოდა

აქ დარჩენილებს, სუყველას,

დაგლოცავთ საიქიოდან...

ეკატერინე

ხრიკული


ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

9 აგვისტოს, ლასკარში გვეწვია ტ/კ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი. ჟურნალიტ მარიამ გაფრინდაშვილთან გამართული ნახევარსაათიანი საუბრის „შედეგი“, 10 აგვისტოს საინფორმაციო პროგრამაში - „კურიერი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში მხოლოდ 1 წუთის ხანგრძლივობით გავიდა [21 სთ. 18,29 – 19,24 წთ.].

10 აგვისტოს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბ-ონმა როლანდ მათიაშვილმა მისი ქალიშვილის ქორწილში მიმიწვია. 10 წლის წინ ამერიკაში სასწავლებლად წასული მირანდას საქმრო, ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ვინმე - რაიანი გახლდათ.

მეგრული კოდით - „მათე“, მოამთავრე, ანუ - რაღაცის დასრულებას ნიშნავს. უფლის გაცხადების კოდირებული არსის დამტევი „კრავის ქორწილის“ მომლოდინეს, საქორწილო მიწვევაზე უარი არ მითქვამს. მითუმეტეს, რომ მისტერიულად - „ამერისა“ [ამერიკელი - სიძე] და „იმერის“ [ქართველი - სასძლო] ქორწილი, მცხეთაში, კერძოდ კი რესტორან - „არმაზის ხეობაში“ ტარდებოდა.

11 აგვისტოს, 15.00 სთ-ზე, მთავარი პროკურატურის წინ გამართულ მიტინგზე დასასწრებლად ლასკარის წევრები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია და ლევან ჩოხელი - მივედით.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და ტ/კ „ობიექტივის“ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე, ძირითადად მხოლოდ მათი წარმომადგენლები გამოდიოდნენ სიტყვით.

მიტინგის მსვლელობისას, ჯემალ ჯიქიამ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს - სოსო მანჯავიძეს შეუთანხმა ჩემი სიტყვით გამოსვლის საკითხი.

რამოდენიმე წუთის შემდეგ, ირმა ინაშვილს, როგორც მიტინგის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და წამყვანს, შორიდან ვანიშნე ჩემთვისაც მოეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. სამწუხროდ, მიზეზთა გამო, მან ამ თხოვნაზე უარი განმიცხადა. რასაც, სულ რაღაც ნახევარ წუთში - მიკროფონის გათიშვა მოჰყვა. მიტინგის ორგანიზატორები ხუთიოდე წუთის მანძილზე, ამაოდ ცდილობდნენ დაედგინათ მიკროფონის გათიშვის მიზეზი. ჩემს გვერდით მდგომ ჯემალ ჯიქიას იქვე ვუთხარი, რომ ეს ყოველივე, შესაძლოა ქ-ნ ირმას [ხსენებული] „გადაწყვეტილების“ საპასუხო რეაქცია ყოფილიყო. ამ მინიშნების დაფიქსირების შემდეგ - მიკროფონი ისე ამუშავდა, რომ, მიტინგის ორგანიზატორებმა, მიზეზის დადგენა ვერც ამჯერად „მოახერხეს“.

მიტინგის მსვლელობისას, ტ/კ „მეცხრე არხისა“ და „იმედის“ ჯურნალისტებმა მართალია ჩაიწერეს მიტინგის თემატიკასთან დაკავშირებით მიცემული ჩემი ინტერვიუ, მაგრამ მათ საინფორმაციო საშუალებებს იგი აღარ გადაუციათ.

9 აგვისტოს, ელექტრონულ სივრცეში დადგენილი წესისამებრ, ბრიფინგის ჩანიშვნის თაობაზეასეთი ინფორმაცია გავრცელდა - „2013 წ. 12 აგვისტოს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გააშუქებს, 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მესამე ნაწილს, რომელიც - „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და პარლამენტის სტრუქტურული აგებულების“ თემატიკას მოიცავს.

კერძოდ, განხილული იქნება - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის: 1. ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა [სამხარეო პრინციპი] და 2. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის - ორპალატიანი სისტემით აგების საკითხები“.

მიზეზთა გამო, აღნიშნული ბრიფინგის გამართვა მხოლოდ 15.00 სთ-ზე მოხერხდა; რომლის სრული ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხზე, პირველად, 12 აგვისტოს - 18 სთ. 12,25 – 25,55 წთ-ზე, ხოლო მოგვიანებით იმავე დღეს, და მეორე დღეს კიდევ ორჯერ გადაიცა.

13 აგვისტოს, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ლასკარის საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემა ჯიქიამ, ორი შეხვედრა გავმართეთ. კერძოდ:

12.00 სთ-სა და 19.00 სთ-ზე, მათსავე ოფისში შევხვდით, ჯერ - დამნაშავე რეჟიმის მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, ბატონ - იური ვაზაგაშვილს; ხოლო შემდეგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ბატონ სოსო მანჯავიძეს.

შეხვედრის მიზანი გახლდათ, მოახლოებული დიდი ცვლილებების წინ, მათთვის გადაგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის შინაარსი. საქართველოს სულიერი მისიისა და პოლიტიკური საკითხების თაობაზე წარმართული საუბრის ბოლოს ორივე მათგან გადავეცით ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის შემცველი კრებული - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

13 აგვისტოს, 16.00 სთ-ზე, სატელეფონო ინტერვიუ შედგა - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუინ“-ის [ერთსულოვნება] ჯურნალისტთან - ალექსანდრე ოგანესიანთან. როგორც საუბარში გაირკვა, ისინი, საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, თავისი ახალი რუბრიკის დაწყებას ჩემთან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნებით აპირებენ. ნახევარსაათიანი ინტერვიუს დამუშავებული ტექსტის გამოქვეყნება კვირის ბოლოსთვის დაიგეგმა.

15 აგვისტოს, 10.35 – 11 20 სთ-ზე, ტ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი გია გაბრიჭიძე] ვისაუბრე ბოლო ჟამში საქართვე;ლოს სულიერი მისიის, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე აგების საკითხებზე.

16 აგვისტოს, სპეციალური ღია მიმართვით მივმართეთ ცესკოს [იხ. დაბეჭდილი მასალა].  

12 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის შემდგომად შექმნილი მდგომარეობისა გამო, ვითარების არ შეცვლის შემთხვევაში - მე ვიქნები ერთადერთი კანონიერად დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატი.

აღნიშნულთან მიმართებაში, 16 აგვისტოს, 15.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს პრეს-კლუბში, სპეციალური ბრიფინგი გავმართეთ. აღნიშნული მასალა გაშუქდა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამაში [18 სთ. და 18,20 წთ. და 21 სთ. და 32 წთ.], სრული ჩანაწერი გადაიცა მეორე არხის ეთერში...

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

 

თქვენს მიერ 2013 წლის 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ - „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს განცხადებით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29- მუხლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან თავმჯდომარე გადამდგარად ჩაითვლება....“.

მაშასადამე, 12 აგვისტოდან ათვლით, 15 კალენდარული დღის ვადაში, ანუ - 26/27 აგვისტომდე, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე გადამდგარად ჩაითვლება მხოლოდ - 28 აგვისტოდან.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

-  „ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია“ [მუხლი 15,1];

- „.. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა)“ [მუხლი 15, 3 - ა,ბ];

- „საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაშიმისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე“ [მუხლი 12,1-3].

 

როგორც მოგეხსენებათ -2007 წლის ოქტომბერში 5 წლით ცესკოს წევრად არჩეულ ბატონ დავით კირთაძეს, რომელიც, ამავე დროს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თავისი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის ოქტომბერში ამოეწურა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვალდებული იყო - დავით კირთაძისათვის ცესკოს წევრობის 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, ანუ 2012 წლის სექტემბერში გამოეცა განკარგულება - „კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“. აღნიშნულის განუხორციელებლობისა გამო ადგილი აქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, თანამდებობრივი გულგრილობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა უხეში დარღვევის მიუხედავად, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებრივ კატეგორია განეკუთვნება, ბატონ დავით კირთაძეს -  2012 წ. ოქტომბრიდან, ყოველგვარი დამატებითი სამართლებრივი აქტის მიღების გარეშე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის 1-ი პუნქტის თანახმად - შეწყვეტილი აქვს - საქართველოს ცენტრალური კომისიის წევრის უფლებამოსილება, და, აქედან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის უფლება;

შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საქართველოს მოქალაქის - დავით კირთაძის მიერ თანამდებობის მითვისების გზით,  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერი ფაქტი ითვლება კანონდარღვევად, და იურიდიული ძალის არმქონედ.

 

2013 წლის 12 აგვისტოდან, ანუ - ბ-ნი ზურაბ ხარატიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან მოყოლებული,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა  სამართლებრივი აქტი [მათ შორის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებით - იხ. მუხლი 100,1-3], რომელიც ცესკოს თამჯდომარის ხელმოწერით უნდა იქნეს მიღებული, უნდა განხორციელდეს:

1. ან - თავად ზურაბ ხარატიშვილის, როგორც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ;

2. ან - „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული პროცედურის დაცვის შემდეგ ახლად არჩეული ცესკოს თავმჯდომარის ხელმოწერით.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩვენო კოდექსი“-ს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იქნება - უკანონო, და შესაბამისად - იურიდიული ძალის არმქონე.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ გაითვალისწინებთ საქართველოს ორგანული კანონის `საქართველოს საარჩევნო კოდექსით~ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

პატივისცემით

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წლის 16 აგვისტო