Print

გაზ. №34 (879)

მავანთათთვის დაშვებული „შეღავათი“

როგორც მოგეხსენებათ - „2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი პარტიის სახელით - 2 ივლისს შევიტანეთ. ცესკოს იურიდიულმა სამსახურმა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნების არასწორად ინტერპრეტირებისა გამო, პარტიის სახელით საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების უფლებაზე - უარი გვითხრა. მათი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე დროის კარგვის თავიდან აცილების მიზნით, 2013 წლის 3 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის სახელით, ცესკოში ახალი განაცხადი შევიტანეთ“ [იხ. გაზ. №27 (872)].

2013 წლის 27 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო - „საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

... მუხლი 1853. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

 მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ (პარტიამ), რომელსაც არ აქვს საარჩევნო რეგისტრაცია ცესკოში და სურს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის წარადგინოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ კანონის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მას უფლება აქვს, შეაგროვოს ამ კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც შესაძლებელს ხდის, მხოლოდ ამ არჩევნებისათვის ერთდროულად გაიარონ რეგისტრაცია მან, როგორც საარჩევნო სუბიექტმა, და მის მიერ წარდგენილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

აღნიშნული ცვლილება - საქართველოს საკანონმდებლო „მაცნეს“ ელ. გვერდზე, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა [[დოკუმენტის ნომერი 877-რს] სარეგისტრაციო კოდი  010190020.04.001.016075 ].

2013 წ. 21 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებულ იქნა - „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება №255/2013: „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 4 ივლისის №162/2013 განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„5. გრაფაში „არა უგვიანეს 50-ე დღისა“ (7 სექტემბერი): 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ (რომელიც რეგისტრირებულია ცესკოში) და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

ხოლო პარტიამ, რომელსაც არ აქვს საარჩევნო რეგისტრაცია ცესკოში და სურს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის წარადგინოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მას უფლება აქვს, შეაგროვოს ამ კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც შესაძლებელს ხდის, მხოლოდ ამ არჩევნებისათვის ერთდროულად გაიარონ რეგისტრაცია მან, როგორც საარჩევნო სუბიექტმა, და მის მიერ წარდგენილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა (98-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 185 3-ე მუხლი, ცესკოს განკარგულება №255/2013)...

მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - დავით კირთაძე

კომისიის მდივანი - გიზო მჭედლიძე“.

მაშასადამე,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ აღნიშნული  ცვლილება:

1. საქართველოს პარლამენტმა მიიღო - 2013 წ. 27 ივლისს;

2. ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებიდან, ანუ - 2013 წ. 20 აგვისტოს;

3. 2013 წ. 21 აგვისტოს ცესკომ ცვლილება შეიტანა „საარჩევნო  ღონისძიებათა გრაფიკში.

თხრობის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, დარეგისტრირებულ პარტიებს შორის გახლდათ

- „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ [განკარგულება №21/2012, 2012 წლის 5 აგვისტო] და

- „ხალხის პარტია“ [განკარგულება №33/2012, 2012 წლის 13 აგვისტო].

სხვადასხვა საარჩევნო ბლოკში გაერთიანების მიზეზით, ორივე ამ პარტიამ, საკუთარი განცხადების საფუძველზე უარი განაცხადა საარჩევნო რეგისტრაციაზე [შესაბამისად: განკარგულება №50/2012, 20.08.2012 წ.; და - №56/2012, 30.08.2012 წ.].

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა პ/გ - „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო [განკარგულება №36/2012, 16.08.2012 წ.], რამეთუ მათ არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია.

ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთეს:

1. კობა დავითაშვილმა [„ხალხის პარტია“] – 21 აგვისტოს;

2. აკაკი ასათიანმა [„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“] – 23 აგვისტოს, და

3. ნინო ბურჯანაძემ [„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო] – 26 აგვისტო.

2013 წ. 26 აგვისტოს, სატელეფონო საუბარი მქონდა ცესკოს საქმისწარმოების განყოფილების უფროსთან - ქ-ნ ლალი კიკნაძესთან, რომელმაც განმიცხადა, რომ - თუკი ჩვენ გვსურდა პარტიის სახელით დავრეგისტრირებულიყავით საპრეზიდენტო კანდიდატად, მაშინ ჩვენს მიერ ერთხელ უკვე ჩატარებული პროცედურა ხელახლა უნდა გაგვევლო [განცხადების დაწერა, ხელმომწერთა შეგროვება და ა.შ.]. ბუნებრივია, რომ ეს ნაბიჯი, გასაგებ მიზეზთა გამო, ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული.

თავის მხრივ ცესკოს მიერ განაცხადების მიღების ბოლო ვადა, მოქმედი კანონმდებლობით - 2013 წ. 7 სექტემბერია. მიუხედავად იმისა, თუ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებით კიდევ რამდენი სუბიექტი ისარგებლებს, დიდის ალბათობით შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილება, სწორედაც, უკვე ხსენებული სუბიექტების მიმართ გაწეული „შეღავათია“.

ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთი მაგალითია, რომ ქვეყანაში - არა კანონი, არამედ კონკრეტულ პიროვნებებსა და მდგომარეობაზე მორგებული „სამართალი“ მოქმედებს.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

განკითხვის დღეს - ყველა თავისი სიტყვებითა და

ქმედებებით აგებს პასუხს უზენაესის წინაშე

გაზეთის წინა ნომერში, მ/კ „ობიექტივი“-ს სტუდიაში 21 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ვწერდით - „...ერთ დღიანი პაუზის შემდეგ, 23 აგვისტოს 12:30 სთ-ზე წინასწარი შეთნხმების შემდეგ შევხვდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ბატონ სოსო მანჯავიძეს...

იქვე, დეტალურად აღვუწერე ილია ჩაჩიბაიასთან მომხდარი ინციდენტი და დავსძინე - „ჩემის მხრიდან მიმიტევებია ბ-ნი ილიასათვის მისი საქციელი, მაგრამ თუკი ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგო ქმედებაა, ვშიშობ რომ იგი აუცილებლად დაისჯება, და გულწფელად მეცოდება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, მოგვეცემა თუ არა თქვენი ეთერით სარგებლობის უფლება, განვლილი გზის გამო, მე მაინც დიდი მადლობელი დაგრჩებით - მეთქი“.

26 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, წინა დღის საღამოს მომხდარი ფაქტის აღმწერი ასეთი ინფორმაცია - „ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გვიან ღამით სამართალდამცავებმა დააკავეს და დღეს დილით გაათავისუფლესამის შესახებექსპრესნიუსსთავად ილია ჩაჩიბაიამ აცნობამისივე თქმით, იგი გვიან ღამით დააკავეს, თუმცა დაკავების მიზეზი მისთვის უცნობიაჩაჩიბაია ასევე, „ექსპრესნიუსთანსაუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცავები მას არაკანონიერად მოექცნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „გუშინ გვიან ღამით ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო პოლიციის ეკიპაჟებმა მარჯანიშვილის მოედანზე დამაკავეს და იქვე მდებარე სამმართველოში გადამიყვანეს. ადგილზე სადაც გადამიყვანეს არასათანადოდ მომეპყრნენ, მიზეზი ვერ გავიგე, დღეს სასამართლო გაიმართება და ყველაფერი იქ გაირკვევა“, – განაცხადა ილია ჩაჩიბაიამაღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, თუმცა რომელ საათზე ჯერჯერობით უცნობია“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა თავისი  ფეისბუქის გვერდზე ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:

არ იდარდოთ ნამდვილო მეგობრებო, უკვე გარეთ გახლავართ, მხოლოდ იმის გამო, რომ თავისით აღმოაჩინეს თუ რა პროფესიის ვარ. სასამართლო პროცესი მალე გაიმართება. სამმართველოდან გამოსულმა ტელეფონი სიმწრისგან და შეურაცყოფისგან ბეტონს მივახეთქე, ნაწილების ძებნა არ დამიწყია, ამიტომ ვერ დამიკავშირდებით.

დაიმსხვრა ყველაფერი, ის რისთვისაც მრავალი წელი ვიბრძოდი, გული მტკივა, სული მტკივა! მივდივარ, გავრბივარ, მაგრამ არ ვიცი სად! თუნდაც კრიმინალი ან ტერორისტი ვყოფილიყავი, პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას არ ვიმსახურებდი, არა!!! ხალხის მიერ დაფინანსებული ორგანოები ხალხს არ უნდა გვცემდნენ, არა! ვიცი, ტრადიციულად ყველა გამამტყუვნებთ, მეტს არც ველი.

ცამდე მართალი არც მე გახლავართ, მაგრამ 9 წლის განმავლობაში, პოლიციის ძველი ზონდერების მიმართ გაჩენილი სიძულვილი ნაწილობრივ გამოვხატე მაშინ, როდესაც მაკავებდნენ. ისევ ინტრიგანი და პროვოკატორი შეგიძლიათ მეძახოთ, როგორც ადრე, მაგრამ წარსულის ყველა ფაქტი ხომ დამტკიცდა!
შემინდეთ, აღელვებული ვარ”,- წერს ჩაჩიბაია.

ღმერთმა ყველას შეუნდოს მისატევებელი ცოდვები.

 

იბერთა ჯვარი

იდუმალებით მოცულ სამყაროს

ქართულ მიწაში უდგას ფესვები.

ბედნიერი ხარ შენ საქართველოვ,

რომ შენს წიაღში დამარხულა მარგალიტები...

შენ ზეციერთა სავანე ხარ დედამიწაზე,

მესაიდუმლე - ზეციერთ ნების.

მტრედს მოაქვს ბარათი,

მიმხელს საიდუმლოს:

„ჯვართმტვირთველს“ ლოცავს საუფლო გზაზე...

ზეციდან ლოცვას უერთდება გულისნადები:

შენს ნატერფალებს ვარდებს დავუფენ,

შენს სახელს ვუძღვნი ქვეყნად ყველაფერს,

ყველაზე ძვირფასს...

მინდა დაგეჩოქო, მინდა მოგეფერო,

შენს გზაზე ვახარო - ია და ვარდები...

შენ, შეუცნობი ფენომენი ხარ,

და რომ იცოდნენ ვინა ხარ,

მუხლებზე დაგიდგება მთელი საქართველო.

მე ჩუმად ვამბობ დიდ საიდუმლოს:

შენ სასუფევლის კარიბჭე ხარ...

ხარ - გასაღები!

დინა ჯიქია

...

ზეცით სულთა მონაბერი,

სულში რწმენის კოცონს ანთებს!

საქართველოვ! რწმენის ცეცხლით ანთებული

გაჰყევ ქრისტეს ფრთებშესხმული.

 დინა ჯიქია

 

მტრედები!

სტუმრად მეწვივნენ მტრედები

ზეციდან წარგზავნილები.

მიმოიფანტნენ ეზოში...

სამნი მყავს სამლოცველოში.

თეთრი - სასთუმალს დარაჯობს,

ორი კანდელთან ნავარდობს.

მეც მიკვირს - როგორ აღმოვჩნდი,

მტრედების საკრებულოში.

ერთ დილას სცენა მომიწყვეს:

ქუჩა აივსო მტრედებით...

შორს გაფრენილნიც მოფრინდნენ

შეივსო გუნდი - „კრებული“.

საამო იყო საცქერლად,

მე და მტრედები მარტონი...

წინ მიმიძღოდა „კრებული“,

გზა-სავალს მიმაცილებდა...

ახლაც მაოცებს - ცის ფრინველთ

რა საოცარი ნიჭი ჰქონიათ:

შეთანხმებულნი, სიამტკბილობით გაჯერებულნი,

გზას მიჰყვებოდნენ

ერთობისთვის შემზადებულნი.

მეც, შთაგონებით მივყვებოდი

ფრინველთ ნაკვალევს.

და ვერ მივმხვდარვარ რას მანიშნებს

სიმბოლური - „სულიწმიდა“.

დინა ჯიქია

 

...

...აღდგომა და ამაღლება გვეზეიმოს,

გვეკაშკაშოს ჩვენი სულის მზე.

ცისკრის მთიებს ვემწყემსუროთ,

ქრისტეს მხედართ დაგვიდგება

უნეტარეს ჟამთა დღე...

მაია [ნინო] გელაშვილი

 

ათვლის წერტილი - 1996 წელი, ანუ 

იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ განმარტებისათვის

ინტერნეტ სივრცეში მასალის თვალიერებისას, „შემთხვევით“ წავაწყდი იოანე-ზოსიმეს უკვდავი ძეგლის - „ქებაი...“-ს უაღრესად საინტერესო კუთხით განხილვის მაგალითს. სამწუხაროდ მისი ავტორის დადგენა-მოძიება, მიზეზთა გამო, ვერ შევძელი.

წერილის შემოთავაზებამდე, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ - საქართველოს სულიერი მისიის სემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსების თარიღი 1996 წლის 15 დეკემბერი გახლავთ; ხოლო ჩვენი გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა.


ამ მცირე შესავლის შემდეგ, გთავაზობთ ნაწყვეტს ხსენებული წერილიდან:

„... გამოდის,  რომ ქებაის მიხედვით, ქართული ანბანის ასო-ბგერები  წილი - 4000 და ხარი - 7000 გასაღებია არა მხოლოდ თვით ტექსტისა, არამედ სამყაროსი!...

  ამასთან, ასეთი დასკვნა ხსნის ქებაის ტექსტში განზრახ შექმნილ აზრობრივ შეუსაბამობას (უზუსტობას), როგორიცააოთხმეოცდაათოთხმეტი წელი უმეტეის სხუათა ენათა ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“.  დღემდე ყველა მკვლევარს სამართლიანად აკვირვებს ის ლოგიკური უხერხულობა, თუ როგორ, რა სახით შეიძლება იყოს წელი, წელიწადი სხვა ხალხების ენაზე უმეტესი და მაინც მიუხედავად  გაკვირვებისა,  მხოლოდ ასტრონომიული  წლის ამოცნობაზე  დაიხარჯა მეცნიერთა ენერგია; არადა, ყურადღება იყო გასამახვილებელი ავტორის მიერ რამდენჯერმე სხვადასხვა კონტექსტში შეფარულ  და დაჟინებით გამეორებულ ერთსა და იმავე აზრზე, კერძოდ, ქართული ასო-ბგერების  საკრალურ ათასწლეულებთან მიმართებაზე, რომლებიც უპასუხებენ საღვთოფორმულას“:  „ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე“...

...ტექსტის ამ ნაწილის ამგვარი ახსნა აბათილებს ქებაის კიდევ ერთ სადავო სტრიქონსაც:" და ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წელი ანბანისაი", ინგოროყვასეული რედაქციითდა ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ას ოთხი ესე წელი და წილი ანბანისაი".  ჩემი ღრმა რწმენით კი, ეს სტრიქონები ასე უნდა იკითხებოდეს:

„და ესე ყოველი რომელი წერილ არს,მოწამედ წარმოგითხარ,ასოი ესე წელი ანბანისაი", (ამგვარი დასკვნისაკენ მიბიძგა პავლე ინგოროყვასეულმა საკმაოდ გონივრულმა ინტერპრეტაციამ -  "ას ოთხი ესე წელი და წილი ანბანისაი", სადაც 104-ში, "წილის" ანალოგიით, ქართული ანბანის  კიდევ ერთი ასო "ხარი" იგულისმება, რადგან წილისავე 4000 წლის ანალოგიით ამ ასოსაც აქვს თავისი წელი  --  7000...). დავასკვნათ, რომ ეს გახლავთ "ხარი" - 7000, ავტორისაგანვე მინიშნებული "წილი" - 4000-ის ანალოგიურად, სადაც  4000   და 7000  შეფარული მინიშნებებია საკრალურ წლებზე, ქართული ანბანის უნიკალური რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით (ამიტომ არქმევს ავტორი ამ ციფრებს წლებს ანბანისას)!!!

ასო წილის 4000 რიცხვითი მნიშვნელობა რომ მიუთითებს ესქატოლოგიურ წინასწარმეტყველებაზე ლაზარე - ქართული ენის ანუ  4 დღე - 4000 წლის იდენტურობაზე,  არაერთგზის ითქვა, მაგრამ რას მიანიშნებს  "ხარი" - 7000 წელი?
ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთისაგან დაპირებული მეორედ მოსვლის ჟამისხვაგვარად არც შეიძლება ვიფიქროთვინაიდან ლაზარე-ქართული ენის აღდგინებაქებაის ტექსტის მიხედვითუფლის მეორედ მოსვლას ელოდება

"და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითამდაბალი და დაწუნებულიმოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა". 

მეორედ მოსვლის ჟამი კი, ანუ 7000 წელი (უფლისთვის 7 დღე) ქართული 5604-წლიანი დასაბამითგანით შესრულდა 1396 წელს...

... მეორედ მოსვლის იმედი რამდენჯერმე გაუცრუვდა კაცობრიობას (396 . 1396 . 1500 . 1846 . და მისთ.)...

დაბეჯითებით ვიცი, რომ ღმერთი კაცი კი არ არის მოიტყუოს, არამედ რასაც ამბობს, უთუოდ ახდება: „თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქვენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე და სიტყვანი ჩემნი არა გარე მიიქცნენ, რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუხლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა" (ეს.45, 23-24);

ასე რომ, ქართული (!)  დასაბამითგანით 7000 წელი მართლაც შესრულდა 1396 წელს, მაგრამ ადამიანებს არაგულისხმაუყვიათ, რომ აპოკალიფსური კიდევ 7 საყვირი ჩასაბერია და  კიდევ 7 ლანკანი   --  დასათხეველი და კიდევ  7 ბეჭედი   --  ასახსნელი.  აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია,  რომ  ქართული კრიპტოგრაფიის მრავალსახეობისა (როგორიც არ იცის არც ერთმა ერმა დედამიწაზე!)  და  ფსალმუნისეული  --  „1000 წელი, ვითარცა  1 დღის" მიხედვით, ისეთი თვალსაჩინოება ყალიბდება, რომელიც იდეალურადაა შერწყმული  ქართულივე  ანბანის უნიკალურობასთან, კერძოდ,  1 = 10 = 100 = 1000 = 10000  ანუ   1 = 1  (!)

 .ანი 1, ინი 10, რაე 100, ჩინი 1000  და  ჰოე 10.000 ერთი და იგივეა იდუმალთ მეტყველებისათვის  (შესაბამისად,  ქართული ანბანის სხვა ასო-ნიშნებიც და მათი რიცხვითი მნიშვნელობებიც, მაგალითადზენ  7, ონ  70,  ღან 700,  ხარ 7000  და .. ...).

ამასვე ადასტურებს ბიბლიაც  ყოველ ნაბიჯზე. ბიბლიის მიხედვით, არა მარტო 1000 წელი უდრის  1 დღეს, არამედ ერთი წელიც უდრის ერთ დღეს, მაგალითად: „დღე წელიწდისა წილ" (რიცხვ.14. 33-34); ბიბლიაშივე გვხვდება ისიც, რომ მეშვიდე წელს შაბათის (ანუ მეშვიდე დღის) წელი ჰქვია: „ხოლო წელსა მეშვიდესა შაბათი განსვენებაი იყოს ქუეყანისაი, შაბათი უფლისაი. ყანა შენი არა სთესო და ვენახი შენი არა განსხლა" (ლევ. 25, 4);

მოკლედ, თუ ერთი დღე შეიძლება გაუტოლდეს 1000 წელსაც და 1 წელსაც, ზემოთ მითითებული პრინციპის (1 = 10 = 100 = 1000 = 100000)  მიხედვით, იგივე  1 დღე  100 წელიც არის... ამიტომ თუ  აპოკალიფსური 7000 წელი, ცნობილი პრინციპის შესაბამისად, 7 დღეა უფლისთვის, იგივე გამოცხადების წიგნის 7-7 საყვირ - ლანკან - ბეჭედი ასევე დაშიფრულ დროს ითხოვს... ეს დრო ასე წარმომიდგენია:

თუ მეორედ მოსვლის 7000 წელი შესრულდა 1396 წელს, მაშინ აღესრულებოდა მხოლოდ პირველი აპოკალიფსური საყვირი და  პირველი აპოკალისფური ლანკანი, შესაბამისად, 100-100 წლის მატებით, 1496 წელს იქნებოდა მეორე საყვირ-ლანკანი, 1596 წელს - მესამე, 1696 წელს - მეოთხე, 1796 წელს -  მეხუთე, 1896 წელს - მეექვსე, 1996 წელს - მეშვიდე (!)  (იმედს ვიტოვებ, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყოველივე სულითაა შესამეცნებელი და არა მატერიაში!).

იოანეს აპოკალიფსისის მიხედვით, მე-7 საყვირ-ლანკანზე ერთი და იგივე შეძახილი ისმის  - იქმნა!" (გამოცხ. 16,17 და 11,15), თანაც  მე-7 -ზე აღესრულება კიდეც ღვთის საიდუმლო, სავარაუდოდ  --  ბეჭდები...

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ძლიერ ახლოს უნდა ვიდგეთ დასასრულისა თუ დასაწყისის უდიდეს სიახლესთან, რომლის გამოხატული ფორმის, ხასიათის, ზუსტი დროისა და რაგვარობის შესახებ არავინ უწყის, თვინიერ ზეციერი მამისა.

ნურავინ იფიქრებს ნიშნისგებით, რომ  მე-7 საყვირ-ლანკანი  რაკი 1996 წელს მივუთითე, იმავე წლით უნდა დასრულებულიყო სამყარო და რომ ეს უაღრესად  მასშტაბური  მოვლენა რაღაც მცირე, ოდენ ლოკალური  დროით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული...  

მე მივუთითე დრო, რომელიც დაბეჯითებით გვათქმევინებს, რომ  ჩვენ (თანამედროვე მსოფლიო)  აპოკალიფსური ჟამის ადამის მოდგმა ვართ!...