Print

გაზ. № 35 (880)

„ორი ხის ნაჭერის“ მისტერია გრძელდება

სათაურში აღნიშნულის თაობაზე წმიდა წერილში ვკითხულობთ - „იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე - იუდასათვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათთვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე - იოსებისთვის [ეფრემის შტო] და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათთვის. ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი შენს ხელში“ [ეზეკ. 37,15-17].

 ბიბლიაში მითითებულის მისტერიული ასრულების პირველი ეტაპის შესახებ, ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელში მომხდარის ფონზე ვწერდით. კერძოდ, საუბარია, ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-სა და მეორეს მხრივ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ შერწყმაზე, რომლის შედეგადაც „მიღებულ ახალ ერთეულს“ – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ეწოდა.

პირობითი მეორე ეტაპი, ჩვენის აზრით, მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში განხორციელებულ იმ ნაბიჯს უნდა ასახავდეს, რომელსაც ქვემოთ წარმოდგენილი „მემორანდუმის“ შინაარსი მოიცავს.

 

 ურთიერთ თანამშრომლობის

  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-სა

და

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტს“

შორის

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ერთის მხრივ და  „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“ მეორეს მხრივ:

- ვადასტურებთ რა საქართველოში შექმნილი - ტერიტორიული, სოციალურიდაპოლიტიკურიმდგომარეობით გამოწვეული რეალობის მთელ სიმძიმეს;

- ვცდილობთ რა, ღმერთის ნებით,ხელი შევუწყოთ, არსებული რეალობის აუცი-ლებლობით ნაკარნახევი, საქართველოსეროვნულიმოძრაობის წარსამართი ძირითა-დისაყრდენიძალის ფორმირებას;

- ვგმობთ რა ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნის მისაღწე-ვად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუა-ლებებით;

- ვეყრდნობით რა საერთო მიზნებისა და მათი განხორციელების გზათა თაობაზე შეხედულებათა თანხვედრას;

 ვდებთ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს და უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენი:

1. სამოქმედო საფუძველია:

- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;

- საქართველოში 1992 წლიდან არსებული ფაქტობრივი უკანონო სახელისუფლო სისტემის სამართლებრივი მიუღებლობა;

2. სამოქმედო მიზანია:

- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;

- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლია-ნობისა და კანონიერების აღდგენა;

- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება.

3. პრიორიტეტული პრინციპებია:

- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელ-მწიფოდ გამოცხადება;

- კავკასიის ურთულეს რეგიონში მშვიდობის მყარი გარანტიის შექმნა - დამკვიდრება.

მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები ვკისრულობთ ვალდებულებას მოვახდინოთ ჩვენი საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოვდივართ, როგორც -  ერთი ორგანიზაციური სტრუქტურა.

ამასთანავე, თითოეული ჩვენთაგანი თავისუფალნი ვართ ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის საერთო მუშაობასთან.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაშია:

- ხელმოწერის დღიდან, ვიდრე

- მისი ხელმომწერი მხარის მიერ, მასში ასახულ ურთიერთანამშრომლობის ვალდებულებებზე უარის დაფიქსირებამდე.

  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე                                                მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„სრულიად საქართველოს

ეროვნული ხსნის კომიტეტი“ - 

თავმჯდომარე                                                                                     ვალერიმჭედელაძე

 

თბილისი

შედგენის თარიღი - 2013 წლის 11 აგვისტო

ხელმოწერის თარიღი - 2013 წ. 2 სექტემბერი

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური საქმიანობის მონიტორინგის 

სამსახურის უფროსის მ/შ

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის

[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,

 ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]

და მისი წარმომადგენლის

ჯემალ ჯიქიას

მომართვა

პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საარჩევნო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით

 ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად [„საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება“], გაცნობებთ, რომ - საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება შემდეგი საბანკო ანგარიშიდან:

 .თიბისიბანკი

საბანკოკოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღებისდასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ [საიდემტიფიკაციო კოდი: 202910314]

ანგარიშსწორებისანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].

გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ პარტიის ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "> This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დანართი:

საფინანსო დეკლარაციის ფორმა

პატივისცემით:

საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის

წარმომადგენელი ცესკოში:

ჯემალ ჯიქია

თბილისი,

2013 წლის 3 სექტემბერი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პრეზიდენტობის

ოფიციალერი კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღი მიმართვა:

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის

მიერ დაზარალებული იპოთეკარების

 საკითხის დარეგულირების  შესახებ

 ბატონო ბიძინა!

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - იპოთეკარები. მათი პრობლემის დასარეგულირებლად, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ [იხ. პოლიტიკური ნაწილის პირველი საკითხი]- შემუშავებული გვაქვს: „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, რომელიც ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიღებული სპეციალური დეკრეტით იქნება რეალიზებული.

როგორც მოგეხსენებათ, მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტის მიერ იპოთეკითდაზარალებულთაგამოსახლებისშეჩერებასთანდაკავშირებითკანონპროექტი“-სგანხილვადროებითშეჩერებულია.

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკართა პრობლემის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, წარმოგიდგენთ ამ საკითხის დარეგულირებისათვის გადასადგმელ გადაუდებელ ღონისძიებათა გამათვალისწინებელ წინადადებათა პაკეტს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-3 პუნქტისა [„მთავრობა კონსტიტუციის, კანონების და პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი“] და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის [„პრემიერ-მინისტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტსბრძანებას...“] საფუძველზე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება - „2014 წ. 1 იანვრამდე იპოთეკითდაზარალებულთაგამოსახლებისშეჩერებასთანდაკავშირებით“;

2. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - იპოთეკითდაზარალებულთასაკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. 2014 წლის საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების ფონდი“-ს შექმნის საკითხს.  

ბატონო ბიძინა!

წარმოდგენილი პრობლემის გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენ გამოიჩენთ შესაბამის გულისხმიერებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ზემოთქმული გადაწყვეტილებები უახლოეს დროში იქნეს მიღებული.

ამასთანავე მზად ვართ ამ საკითხის მოგვრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს შემდგარ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 5 სექტემბერი

წერილის სარეგისტრაციო  № 28663;

05.09.2013 წ.

 

საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული

იპოთეკარების საკითხის მოგვარების სქემა

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - იპოთეკარები. მათი პრობლემის დასარეგულირებლად, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ [იხ. პოლიტიკური ნაწილის პირველი საკითხი]- შემუშავებული გვაქვს: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, რომელიც ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიღებული სპეციალური დეკრეტით იქნება რეალიზებული. 

კერძოდ, საპრეზიდენტო დეკრეტი ასეთი სახისაა:

 

პროექტი

საქართველოსპრეზიდენტის

დეკრეტი 6

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის

მიერ დაზარალებული იპოთეკარების

 საკითხის დარეგულირების  შესახებ

1. ვითვალისწინებ რა, რომ  2013 წლის ნოემბერში მიღებული საქართველოს პრეზიდენტის მე-2 დეკრეტის - „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკურიშეფასების შესახებ“, თანახმად - 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნა როგორც - დანაშაულებრივი;

 ვეყრდნობი რა 2012 წლის 1 ოქტომბერსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ვაცხადებ:

ა) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ  ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, 2014 წლის საბიუჯეტო კანონის ამოქმედებამდე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - „1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი]იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. 2014 წლის საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების ფონდი“-ს შექმნის საკითხს.  

 გ) „1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 2. ეს დეკრეტი ძალაში შევიდეს მისი ხელმოწერისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

ფრთხილად საქართველოვ!

ფრთხილად საქართველოვ! - შენს ქვეყანაში უფლის ტახტია და ერი შენი რჩეულთა ხვედრს ინაწილებს.

უპირველესად ქართველ ხალხს მართებს სწორი არჩევანის გაკეთება - ღვთის მადლით დაპურება, თუ - სატანური მაძღრობა; ხორციელი პური, თუ სულიერი ჯვარი...

ქართველი ხალხის ეს არჩევანი მკვეთრად გამოვლინდება ახლო მომავალში, როცა ის თავისი ქვეყნისა და ერის წინამძღოლს აირჩევს. სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი რომ არჩევნებს სასწორის ზოდიაქოსეული დროის მონაკვეთის გავლით მივეახლებით. სასწორის პინებზე - ხორციელი პური, თუ სულიერი ჯვარია, ვნახოთ საით გადაწონის ქართველი ერის ნება - რა იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი [თუმცა, არჩევნებისთვის მოულოდნელი გზის გამოჩენაც არაა გამორიცხული].

საქართველო ხომ - დედამიწაზე ღვთაებრივი ძალმოსილების დაეშვების ეპიცენტრია...

ეტყობა უფალი, კაცთა მოდგმას, დღესაც არჩევანის წინაშე აყენებს და გამოირჩევიან მორჩილნი, გადარჩევა მოხდება... მან უწყის - ვის რა მიუზღოს! ბნელიდან ნათელში გამოჰყავს ხალხი და გაფრთხილებებს იძლევა ბოლო ჟამზე, რათა გადარჩნენ. ამიტომაც, მე კვლავ განვმეორდები: „ფრთხილად საქართველოვ! - შენს ქვეყანაში უფლის ტახტია!“

საუბარია ქართველი ერის სულიერი მისიის აღსრულებაზე; საუბარია იმ ჯვრის ტვირთვაზე, რომელიც წილად ერგო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.

ღვთისმიერ სავალ გზაზე ახალი საფეხურებრივი ეტაპი იწყება: გზა-სამზადისი რჩეულთა ერთობისათვის. უფალი ითხოვს - ერთობას, მას შემდეგ კი გზასავალიც დაიხვეწება...

ფრთხილად საქართველოვ! - რაც უფრო ძნელად სავალი იქნება რჩეულთა საღვთო გზა, მით უფრო მძიმე იქნება განკითხვის დღე - შენი ხალხისათვის.

დინა [დიანა] ჯიქია

 

„სარკინეთს“ წასულს საომრად

„სამება“ ელოდებოდა,

ერის ძახილი უხმობდა,

კვლავ მობრუნებას ლამობდა.

კვლავაც სიზმარში ფარდა დაეშვა,

და აჰა, გამოჩნდა თვით ზეციერი გამოცხადება:

ლაშქარს მოუძღოდა - ნათლით შემოსილი,

მის წინ დიდების იდგა გვირგვინი.

ხალხი ირეოდა...

ურიცხვი ლაშქარი ხატით და სანთლებით

უკან მიჰყვებოდა...

უეცრად სანთლის სხივი აირეკლა,

ზეცას ავხედე და დავინახე:

ოქროს ასოებით ეწერა: „ზვიადი“.

და აღტაცება ვეღარ გამოვხატე,

ცრემლი მერეოდა...

სიხარული, სიყვარული, მონატრება

ერთმანეთში ირეოდა.

დინა [დიანა] ჯიქია

 

მომნატრებია - შეძახილი ომახიანი!

 

ერის სულიერი გამოძახილი

ერწყმის მონატრებას,

მომნატრებია - შეძახილი ომახიანი!..

სიზმრად ვიხილე ქართველი ერის

სულიერი მამამთავარი,

წინ მიუძღოდა განწმენდილ საძმოს

და სხივად ენთო - ვით კელაპტარი.

მან მძიმე ჯვარი ზიდა ამქვეყნად,

წამების გზებით განვლო ცხოვრება,

შეისისხლხორცა წმიდა სამება...

კაცი კი არა - ღმერთკაცი იყო,

ჰქონდა მისია ამქვეყნიური,

ღვთის საიდუმლო ეცხადებოდა...

იყო რჩეული, ზეციერთაგან ნიშანდებული,

ჭვრეტდა მისიას ქართველი ერის..

მომნატრებია შეძახილი ომახიანი.

ხალხში შემორჩა როგორც ლეგენდა...

ამბობენ თითქოს - ის ხალხში დადის,

ვითარც ჩვენება გამოცხადების!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ქართველებო - ყველამ ერთად

ვიქონიოთ უფლის რწმენა,

ჟამი დგება აღსასრულის,

მზად ყოფნაში ვიყოთ ყველა...

მხოლოდ უფალს შეუძლია

ჩვენი ქვეყნის გადარჩენა.

ვისაც გვიყვარს საქართველო

ავყვეთ ერთურთს იმ შეჯიბრში,

რაც მოითხოვს გამორჩევას

მხოლოდ უფლის სიყვარულში...

ეკატერინე ხრიკული

 

...

ჩემი იბერი - ახლობელი, ასე პატარა,

- სულის ტკივილი, სიყვარული, - დიდი ფიქრია...

შეყვარებული მლოცველი ვარ საქართველოსი,

დასაფიცარი ერთგულება სანთლად მინთია...

მაია [ნინო] გელაშვილი

 

ბოლო ჟამის

26 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე დროის

ქრონიკები

 

2013 წ. 26 აგვისტოს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა ორ საკითხი:

1.  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეექვსე ნაწილი, რომელიც - „საქართველოში მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების“ თემატიკას მოიცავს. კერძოდ, განხილული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა-დამკვიდრების ერთ-ერთი რეალური ნაბიჯის გადადგმისათვის საჭირო მექანიზმის დეტალები;

2. ცესკოში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობის ის დეტალები, რომლითაც მოსალოდნელი სამართლებრივი შეუსაბამობების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე; მოკლე ანონსები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, „რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“.

2013 წ. 28 აგვისტოს, ოთხშაბათს, 20.00 სთ-ზე მ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში, განმეორებით გაუშვეს 21 აგვისტოს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.

2013 წ. 2 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28]  საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა,  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეშვიდე ნაწილი, რომელიც ეხება - „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონის ცენტრალური ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა - საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე; მოკლე ანონსები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, „რუსთავი 2“-ზე.

3 სექტემბერს იპოთეკარების მიერ მთავრობის კანცელარიასთან მოწყობილ საპროტესტო მიტინგზე მონაწილეობისას - პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, წარმოდგენილი იქნა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული პრობლემის მოგვარების მექანიზმი.

ამ დღეს მიმდინარე აქციის მასალები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის; „რუსთავი 2“-ის; „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ეთერში.

5 სექტემბერს პრემიერ მინისტრის კანცელარიას ჩაბარდა ოფიციალური წერილი „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“-ს თაობაზე.

2013 წ. 6 სექტემბერს, პარასკევს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში  [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაშუქდა „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.

აღნიშნული მასალა სრულად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე. მოკლე ანონსი გაშუქდა ტ/კ „რუსთავი -2“-ის ეთერით.