Print

გაზ. № 36 (881)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი7 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 7 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ვალერი მჭედელაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე;

2. „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტთან“ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით;

3.  2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის, ბატონ ვალერი მჭედელაძის დანიშვნის თაობაზე;

4. ოფიციალური საპრეზიდენტო კამპანიის გადამწყვეტი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით - 2013 წ. 29 სექტემბერს გასამართი ყრილობის მოწვევასთან მიმართებაში.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2013წლის 7 სექტემბრის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 7 სექტემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის, ბატონ ვალერი მჭედელაძის დანიშვნის თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, დაინიშნოს „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარე, ბატონი ვალერი მჭედელაძე.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

...

უფალი მოდის - სამშობლოვ,

აღდგება შენი სახელი...

კიდით კიდემდე იბრწყინებს:

საქართველო და ქართველი!

ეკატერინე

ხრიკული

 

„ყანა არის ქვეყანა... მკა - ქვეყნის დასასრული,

და მომკელნი - ანგელოზები“

 სახარებაში გადმოცემული - „ღვარძლისა და ყანის იგავი“ [იხ. მათე 13,24-30; 36-43], ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში გასავლელ კონკრეტულ ეტაპზე უნდა გვანიშნებდეს.

მაცხოვრის ნათქვამიდან, კერძოდ გვეუწყება - „27. მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი? 28. ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი? 29. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა. 30. აცადეთ იგი თანა-აღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა“ [მათე 13,27-30].

იქვე თანდართული ტექსტი, ამ იგავის ასეთ განმარტებას შეიცავს - „36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ. 37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს; 38. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. 39. ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. 40. ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. 41. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი 42. და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. 43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ [მათე 13,36-43].

აღნიშნული იგავის ერთგვარი ანარეკლია მოცემული იოანეს გამოცხადებაშიც, კერძოდ - „14. და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული. 15. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ. 16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ. 17. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი. 18. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ. 19. და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა“ გამოცხ. 14,14-19].

წმიდა წერილში ნახსენები - „მკა“ და „სთველი“, ჩვენი აზრით, ერთგვარი დროითი ნიშანია, რომლითაც - „მკათათვე“, ანუ - ივლისი, და - „სთვლისა“ [იგივე: ღვინობისთვე -იხ. საბა, ტ.2, გვ. 650], ანუ - ოქტომბრის თვეები უნდა გვენიშნებოდეს.

ბოლო ჟამის მიმდინარე დროში, ხსენებული თვეები - ივლისი და ოქტომბერი, საარჩევნო პროცესმა ასე დააკავშირა: ივლისის პირველ რიცხვებში გამოცემული პრეზიდენტის განკარგულებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად - 27 ოქტომბერი განისაზღვრა.

საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით, ჩვენს მიერ ცესკოში შეტანილი განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციისათვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი ბლანკის ნიმუში - 3 ივლისს ავიღეთ; კანონით განსაზღვრულ ხელმომწერთა საჭირო რაოდენობა - 22 ივლისს წარვადგინეთ, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატად ჩვენი დარეგისტრირება - 26 ივლისს [გაბრიელ მთავარანგელოზის კრების დღეს] მოხდა; ამავე დრეს ჩატარებულ სპეციალურ ბრიფინგზე - საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად დაწყების თაობაზე განვაცხადეთ.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ [მუხლი 42,2] თანახმად - პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს თავისი წარმომადგენლები დანიშნოს ყველა დონის [ცესკო, საოლქო და საუბნო] საარჩევნო კომისიაში.

ჩვენის აზრით, სახარებისეულ - „მკასთან“ და „სთვლობასთან“ დაკავშირებით მითითებული „მომკელი ანგელოზების“ არსობრივი მხარის, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი პროცესი, სწორედ, ხსენებული - „პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლების“ გამოკვეტას უნდა უკავშირდებოდეს.

2013 წლის 27 ივლისს გამართული ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების  შესაბამისად, ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად დაინიშნენ - 1. ჯემალ ჯიქია და 2. ელიზბარ დიაკონიძე.

საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე პრეზიდენტის წარმომადგენელთა დანიშვნის პირველი ეტაპის დასრულების თარიღად სექტემბრის თვის ბოლო განისაზღვრა.

ამ საკითხზე მსჯელობის დასასრულს, წარმოგიდგენთ  - „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პრეზიდენტობის კანდიდატის სპეციალური წარმომადგენლების [ბიბლიური - „მომკელი ანგელოზების“] უფლება-მოვალეობების ნუსხასა და თავად ამ წარმომადგენელთა საანკეტო მონაცემების შემცველი სპეციალური ბლანკის ნიმუშს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მუხლი 41. დამკვირვებლის უფლებები:

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე­მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

 

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

 

№ --- საარჩევნო ოლქის

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრის  საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მთელი ციკლის განმავლობაში თქვენდამი რწმუნებული საარჩევნო ოლქის №   საარჩევნო უბანზე, ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლად დანიშნულია:

(სახელი, გვარი)

(დაბადების თარიღი და პირ. №)

(საცხოვრებელი მისამართი)

{საკონტაქტო ტელეფონი)

მინაწერი:

განცხადება ძალაშია პარტიის ბეჭდის თანდართვის შემთხვევაში.

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

2013 წლის 9-13 სექტემბრის ქრონიკები

2013 წ. 9 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში წარმოვადგინეთ: საქართველოში - პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი სახელისუფლო ვერტიკალის ერთადერთი მეთაურის საკითხის დარეგულირების  მექანიზმი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ყოფნისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებასთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების გატარების საკითხები.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი, იმავე დღეს, რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხზე.

9 სექტემბერს, ორშაბათს, ინტერვიუს ასაღებად, „ლასკარში“ გვეწვია გაზ. „ვერსია“-ს ჟურნალისტი ქ-ნი ნინო კომახიძე. ჩანაწერი გაზეთის ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნდა [იხ. გზ. „ვერსია“, №92 (848), გვ. 7;10]. 

წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 10 სექტემბერს, ინტერვიუს ჩასაწერად, ლასკარში გვეწვია ჟურნალ „გზა“-ს სპეციალური რუბრიკის: „ერუდიტი“-ს წამყვანი ქ-ნი ქეთევან ყორღანაშვილი. ინტერვიუ ჟურნალის 12  სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა [იხ. ჟურნ. „გზა“, №37, გვ. 58-59].

თუ გავითვალისწინებთ სახარებაში დაფიქსირებულ მაცხოვრის სიტყვებს - „...მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ [იოანე 14,6], მაშინ თავისებური მისტერიული კუთხის მიმანიშნებელია ჟურნალ „გზა“-ში დაბეჭდილი ხსენებული ინტერვიუც და მისის შინაარსიც.

11 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ [ყოფილი „ივერია“], - არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობით ჩატარების მექანიზმის გაცნობის მიზნით, გაიმართა კონფერენცია. ჩვენი პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, აშშ -ს „დემოკრატიული ნაციონალური ინსტიტუტის“ [„ენდეაი“] მისიის ანალიტიკოსთან გასაუბრებისას, მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი ჩვენთან სპეციალური შეხვედრის გამართვის თაობაზე.

წინასწარი შეთანხმებისამებრ, 13 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე „ლასკარში“ გვეწვივნენ „ენდეაი“-ს წამყვანი საარჩევნო ანალიტიკოსი ქ-ნი მარია გაბიჩი, და „ენდეაი“-ს წამყვანი საარჩევნო ანალიტიკოსის ასისტენტი ბ-ნი გელა მერაბიშვილი.

საათნახევრიანი საუბრის მანძილზე სტუმრებს გავაცანით ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ორივე ნაწილში წარმოდგენილი 10-ივე საკითხი. მათი მხრიდან გამოჩენილი ინტერესიდან გამომდინარე შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართის თაობაზე.

7 სექტემბერს „ლასკარის“ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე - 11-13 სექტემბრის ფარგლებში, ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატის სპეციალური წარმომადგენელი ცესკოში ბ-ნი ჯემალ ჯიქია აწარმოებდა მოლაპარაკებას - საბურთალოს, მთაწმინდისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან, 29 სექტემბერს გასამართი წინასაარჩევნო თავყრილობისათვის შესაფერისი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით. განიხილებოდა - 1. თბილისის ჭადრაკის სასახლისა და 2. ნ. დუმბაძის სახელობის თეატრის შენობები.

საბოლოოდ, მიზეზთა გამო, ჭადრაკის სასახლეში 29 სექტემბრისათვის ყრილობის გამართვაზე უარი გვითხრეს.

13 სექტემბერს გამართული წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ - ნ. დუმბაძის სახ. თეატრის ხელმძღვანელობას, ჩუღურეთის №3 საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელით შემდეგი შინაარსის წერილი ჩაბარდა:

ნოდარ დუმბაძის სახელობის

სახელმწიფო საბავშვო თეატრის დირექტორს

ბატონ დიმიტრი ღვთისიაშვილს

ბატონო დიმიტრი!

მოგახსენებთ, რომ 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა, წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ 2013 წ. 29 სექტემბერს 16 სთ-დან 18 სთ-მდე უზრუნველყოთ წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვა თქვენს თეატრში.

პატივისცემით

კომისიის თავმჯდომარე

ნოდარ სუხიშვილი

13 სექტემბერი, 2013 წ.

თეატრის ხელმძღვანელობამ, აღნიშნულ საკითხზე, თავისი პოზიციის ჩამოყალიბებისათვის 16 სექტემბრამდე ითხოვა დრო.

 

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 

დასაწყისი გაზ. №28(873)

1992 წ. 2 იანვარს, კანონიერი ხელისუფლების წევრთა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის პირობებში, ჩამოყალიბდა ე.წ. „სამხედრო საბჭო“ და „დროებითი მთავრობა“. აღნიშნულის თაობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ:

 „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს

მიმართვა

საქართველოს მოსახლეობისადმი

 1992 წლის 2 იანვრიდან პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ უზურპირებული ხელისუფლება დამხობილია. საქართველოში ძალაუფლებას ხელში იღებს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო. სამხედრო საბჭომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა პარლამენტი.

საქართველოს სახელმწიფო მართვის ყველა სტრუქტურა ემორჩილება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს.

პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი გადაყენებულია თანამდებობიდან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა ბატონ თენგიზ სიგუას.

პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ წინადადება შექმნან საკონსულტაციო დარბაზი, რომელიც მოამზადებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და შეიმუშავებს საქართველოს პოლიტიკური განვითარების პროგრამას. დარბაზში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს, აგრეთვე კერძო პირებს, რომელთა მოწვევასაც დარბაზი მიზანშეწონილად ჩათვლის.

1992 წლის 3 იანვრის 0 საათიდან ქალაქ თბილისში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.

სამხედრო საბჭო იქვემდებარებს რესპუბლიკის სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებს და ავალებს მათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებასა და ვითარების სტაბილიზაციას.

მთავრობის კაბინეტის ჩამოყალიბებისთანავე სამხედრო საბჭო მოიხსნის უფლებამოსილებას და ძალაუფლებას გადასცემს მთავრობას.

 

სამხედრო საბჭოს სახელით:

თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი

თბილისი, 1992 წლის 2 იანვარი“.

(გაზეთი “საქართველო რესპუბლიკა”, № 1, 1992 წლის 8 იანვარი).

 

შეიარაღებული გზით სახელმწიფოს სათავეში უკანონოდ მოკალათებული კრიმინალური ძალის მიერ, მომქმედი „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ ე.წ. დროებითი შეჩერებით, მოხდა უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის, მხოლოდ დე-ფაქტოდ  მოქმედების შეჩერების დაფიქსირება.

(გაგრძელება იქნება)