Print

გაზ. № 37 (882)

16 – 20 სექტემბრის ქრონიკები, ანუ

 „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ“

 

2013 წ. 16 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა, 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეცხრე ნაწილი, რომელიც - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკას“ეხება.

კერძოდ, განხილული იქნა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სისტემური ცვლილებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმ დღესვე გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე.

17 სექტემბერს,რადიოუცნობის" გადაცემაშიინტერნეტკაფე" . FM 98.1 14.15 სთ-ზე რადიო წამყვანის - ნიკა ლაჭყებიანის ინიციატივით] მოხდა 5 წუთიანი პირდაპირი ჩართვა - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან.

იმავე დღეს - 17 სექტემბერს, 19.57 სთ-იდან, ტ/კ „კავკასია“-ს პირდაპირ ეთერში, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან [წამყვანი დავით აქუბარდია]. განხილული იქნა - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკა“.

19 სექტემბერს 13:00 სთ-ზე, სასტუმრო-პლაზაში, (მის. . თბილისი, წერეთლისგამზ. 116), კოალიცია ერთსულოვნება-ს მიერ ორგანიზებულ რიგითმე-7 კონფერენციაზე, გაცხადდა თურაალტერნატიულიგეგმარისდასახულიდამომზადებულიკოალიცია ერთსულოვნებისმიერსაქართველოსყველასაარჩევნოუბანზეთავისიდამკვირვებლებისსაშუალებით, 27 ოქტომბრისსაპრეზიდენტოარჩევნებისგაუყალბებლადჩატარებისუზრუნველყოფისათვის. მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა არჩევნების პროცესში მარკირების სანაცვლოდ ფოტორეგისტრაციის მეთოდის უპირატესობის თაობაზე ისაუბრა.

20 სექტემბერს, მიზეზთა გამო საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, რომლის თაობაზეც ცალკე საკითხად გვინდა მოგახსენოთ.

 

18-20 სექტემბრის „სამი დღე“,

ანუ - ოთხშაბათიდან პარასკევამდე

 

2013 წ. 18 სექტემბერს, ოთხშაბათ - საფოსტო კურიერმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გამოგზავნილი სპეციალური წერილი, საღამოსთვის - 17 სთ. და 45 წთ-ზე გადმოგვცა. 27 გვერდიანი წერილი, ჩემი, როგორც სამართალდამრღვევის წინააღმდეგ სასამართლოში გადაგზავნილი მასალების ასლებისაგან შედგებოდა.

19 სექტემბერს, ხუთშაბათს 13.00 სთ-ზე დანიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების სურვილისა გამო, დილით ადრე მომიწია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის საპასუხო ახსნა-განმარტებითი ბარათის შედგენა და ელ.ფოსტის მეშვეობით მისი გადაგზავნა. აი, ეს მასალა:   

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

სამსახურის პოლიტიკური პარტიების

ფინასური საქმიანობის მონიტორინგის 

სამსახურის უფროსის მ/შ

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ახსნა - განმარტებითი ბარათი

პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

საარჩევნო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით

 

ბატონო ზურაბ!

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გამოგზავნილი თქვენს მიერ ხელმოწერილი წერილის თანახმად [№522/57, 18.09.2013 წ.], კერძოდ გვეუწყება, რომ:

„გეგზავნებათ თქვენს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000164 ოქმი და საქმის მასალების ასლები.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით სამართალდამრღვევს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი...“.  ამასთანავე:

1. თქვენს მიერ წარმოდგენილ მასალაში თანდართულ: „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000164“ [გვ. 1] ვკითხულობთ - „პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა არ შეასრულა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლისა და 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტის 22.07.2013 წლის №147137 ბრძანების მოთხოვნები და არ წარმოადგინა 3 კვირიანი დეკლარაციები“ [იხ. გვ.1]; და კიდევ:

2. თქვენს მიერ წარმოდგენილ მასალაში თანდართულ მასალაში, კერძოდ: „მოხსენებითი ბარათი“ [გვ.2] ვკითხულობთ - „... პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ მიხეილ [გელა] სალუაშვილს და მის საინიციატივო ჯგუფს 2013 წ. 22 ივლისს გაეგზავნა №294/57 წერილი და მოთხოვნილ იქნა ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა შემდეგი გრაფიკით:

- 01 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით პერიოდის ფინანსური სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 25 ივლისს;

- 22 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის ფინანსური სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 14 აგვისტოს;

- 12 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით პერიოდის ფინანსური სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 4 სექტემბერს.

აღნიშნულის მიუხედავად არ იქნა მოწოდებული მოთხოვნილი ინფორმაცია და უგულებელყოფილ იქნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლისა და „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური აუდიტის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. ამასთან, არ იქნა შესრულებული ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად განხორციელებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და არ არის წარმოდგენილი არცერთი პერიოდის ფინანსური დეკლარაცია...“ [იხ. იქვე, გვ. 2].

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე ახსნა-განმარტებით ბარათში გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 27 ოქტომბრისათვის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე განკარგულების მიღების შემდგომად, ჩვენს მიერ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილი იქნა შემდეგი წერილები:

1. 2013 წ. 17 ივლისს - საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელშიც კერძოდ გაცნობეთ, რომ: „ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერმა საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 97,1-ით მონიჭებული უფლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელოთ - პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“-ს თავმჯდომარე: მიხეილ [გელა] სალუაშვილი“;

2. 2013 წ. 23 ივლისს - მომართვა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით;

3. 2013 წ. 29 ივლისს - მომართვა საარჩევნო ფონდის მმართველსა და ბუღალტერთან დაკავშირებით;

4. 2013 წლის 13 აგვისტოს - მომართვა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით;

5. 2013 წ. 3 სექტემბერს - მომართვა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ხსენებული წერილების ელ. ფოსტით გადმოგზანის პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თავად ამ წერილებთან ერთად, დანართის სახით წარმოდგენილი გახლავთ საფინანსო დეკლარაციების ფორმები და შესაბამისი დროის განმავლობაში წარმართული ფინანსური ოპერაციების ამსახველი შემდეგი საბანკო ამონაწერები:

1. ამონაწერი ანგარიშიდან: 09/01/2012 – 24/07/2013;

2. ამონაწერი ანგარიშიდან: 09/01/2012 – 13/08/2013;

3. ამონაწერი ანგარიშიდან: 09/01/2012 – 03/09/2013;

ბატონო ზურაბ!

ზემოთმოყვანილი მასალებიდან გამომდინარე, უნდა მოგახსენოთ, რომ - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო ფონდთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონით დადგენილი ფორმითა და ვადების დაცვით, გეცნობათ:

1. ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ [რეკვიზიტები], რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება; აგრეთვე საარჩევნო ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები [იხ. წერილები: 2013 წ. 23 და 29 ივლისი];

2. თქვენს მიერ 2013 წლის 22 ივლისს გამოგზავნილ წერილში [№294/57] გაწერილი გრაფიკის თანახმად კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო ინფორმაცია [იხ. წერილები: 2013 წ. 23 ივლისს, 13 აგვისტოს და 3 სექტემბერს].

წარმოდგენილი მასალებიდან დამატებით ისიც დასტურდება, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან მითითებულ დრომდე, ანუ - 2013 წ. 3 სექტემბრამდე, ფინანსების არქონის გამო, საპრეზიდენტო ფონდის მეშვეობით არანაირი სახის ხარჯი არ ყოფილა გაწეული.

 

ბატონო ზურაბ!

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათი თავის დადებით როლს ითამაშებს განსახილველ თემასთან დაკავშირებით არსებული საკითხის საბოლოო გარკვევაში.

პატივისცემით:

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვემი სიმართლე“ს

ლასკარის თავმჯდომარე   

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

საქართველოს ამომრჩეველთა

საინიციატივო ჯგუფის

წარმომადგენელი ცესკოში:

 ჯემალ ჯიქია

თბილისი,

2013 წ. 19 სექტემბერი

 

ამ მასალის გადაგზავნის პარალელურად, ბატონ ზურაბთან გამართული სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ, მიზეზთა გამო, მათ მისამართზე გაგზავნილი ჩვენი ელ.ფოსტის მასალები არ აისახებოდა.

მიზეზის გარკვევის მიზნით, დავუკავშირდი კომპიუტერის მომსახურების ტექნიკურ სამსახურს და სავარაუდო ხარვეზის აღმოფხვრა ვთხოვე. 19 სექტემბრის 13:58 სთ-ზე, მათგან, ელ.ფოსტით მიღებულ პასუხში გვეუწყებოდა - „ყველა პრობლემა „საო.გე“- სთან დაკავშირებით მოგვარებულია. შეგიძლიათ თავისუფლად გააგზავნოთ წერილები. პატივისცემით - ტექნიკური სამსახური“.  

ხსენებული კონფერენციის დამთავრების შემდეგ, 17.00 სთ-ზე „ლასკარში“ გვეწვია გაზ. „საერთო გაზეთი“-ს კორესპონდენტი ქ-ნი ირანდა კალანდაძე. ორსაათიანი ინტერვიუს პროცესის დამთავრების შემდეგ, სატელეფონო ზარით შემატყობინეს, რომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი სასამართლო პროცესი 20 სექტემბრის 13.00 სთ-ზე იყო ჩანიშნული. სასამართლოს კურიერმა სპეციალური უწყება 19. 15 სთ-ზე გადმომცა.

წინასწარი შეპირებისამებრ ბ-ნ ზურაბ აზნაურაშვილს ელ.ფოსტით გადავუგზავნე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის ჩვენს მიერ ადრე, სხვადასხვა დროს წარდგენილი ყველა მასალის გაგზავნის დამადასტურებელი სპეციალური ამონაწერი [ე.წ. „პდფ“ -ის სახით]. სატელეფონო საუბარში შევთანხმდით, რომ მეორე დღეს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე იგი თავად შეეცდებოდა წამოჭრილ სადაო კითხვებზე პასუხის გაცემას.

20 სექტემბერს, პარასკევს, 11.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28], 2013 წ. 20 სექტემბრის 13.00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე ჩემს დაბარებასთან  დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გავმართეთ. აღნიშნული ჩანაწერი, პარლამენტის სხდომის პირდაპირი ჩართვის გამო, მხოლოდ მცირე მონაკვეთის სახით გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე, ხოლო პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ 16 და 19 სთ-იან გამოშვებაში ერთ წუთიანი სიუჟეტი დაეთმო.

20 სექტემბრის 13.00 სთ-ზე დაწყებული სასამართლო სხდომა ჯამში 20 წთ-მდე გაგრძელდა. ჩვენს წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეის თაობაზე მიღებული დადგენილება, სასამართლოს კურიერმა საღამოს 19.00 სთ-ზე გადმოგვცა, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ: 

 

დადგენილება

საქართველოს სახელით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის

წარმოების შეწყვეტი შესახებ

საქმე N 4/6483-13

20 სექტემბერი 2013 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი: ანა მეშველიანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური.

წარმომაგენელი გიგა ჩანქსელიანი, სალომე ქიმერიძე

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი - მიხეილ (გელა) სალუაშვილი...

გამოარკვია:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურიდან შემოვიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიმართ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

2. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სახლმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2013 წლის 18 სექტემბერს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000164 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტზე, კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა არ შეასრულა „მოქალაქეტა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე და 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტის 22.07.2013 წლის №147137 ბრძანების მოთხოვნები და არ წარმოადგინა 3 კვირიანი დეკლარაციები, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლის განმარტება:

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მოითხოვეს სამართალდარღვევის ოქმზე წარმოების შეწყვეტა, სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმის სუბიექტს კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი აქვს სამ კვირიანი დეკლარაციები. შესაბამისად მიხეილ (გელა) სალუაშვილს არ დაურღვევია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321-ე და 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინინასებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 22 ივლისის N 147/37 ბარძანების მოთხოვნები.

4. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი მიხეილ (გელა) სალუაშვილი დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობას სამართალდარღვევის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

5. წერილობითი მტკიცებულებები:

 5.1 2013 წლის 18 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 000164.

5.2. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ახსნა განმარტება.

 

6. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს და გამოარკვია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, ვინაიდან მას დადგენილ ვადაში წარდგენილი აქვს შესაბამისი დეკლარაციები... აღნიშნული დადასტურებულია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლების ახსნა განმარტებით...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N4/6483-13 სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსების 2082-ე, 232-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე მუხლებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  341-ე მუხლით

დაადგინა:

1. შეწყდეს მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიმართ 2013 წლის 18 სექტემბრის N 000164 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ ასებობის გამო;

2. მიღებული დადგენილება 72 საათის განმავლობაში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში...

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი.

 

ბილიური მინიშნებები, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს

ბოლო ჟამის ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის ცნობილია, რომ ამ დროში მიმდინარე პროცესები მისტერიული ფორმით დაკავშირებულია - ძე კაცისას არსობრივ მხარესთან.

შესაბამისად, 2013 წლის 18 სექტემბრის - ოთხშაბათ დღეს, 29 სექტემბრის - ხუთშაბათსა და 20 სექტემბრის - პარასკევ დღეს განვითარებული მოვლენები, მისტერიულად უნდა უკავშირდებოდეს სახარებაში დაფიქსირებულ იმ პროცესებს, რომლებიც - ოთხშაბათ დღეს: მაცხოვრის გაცემის[ანუ - აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოში გადაცემული სარჩელი]; ხუთშაბათ დღეს: „საიდუმლო სერობასა“ და „შეპყრობას“ [ანუ - ე.წ. კონფერენცია, ინტერვიუ და სასამართლოს უწყების გადმოცემა]; და პარასკევ დღეს გამართულ პილატეს „სასამართლოსთან“ მიმართებაშია მოცემული [მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი, სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი].

სახარების მიხედვით, პარასკევ დღეს გაჟღერებული პილატეს სიტყვები ასეთია - „...გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში“ [იოანე 18,38].

რაღაც ამდაგვარივე მოხდა 2013 წ. 20 სექტემბრის პარასკევ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე - მოსამართლემ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თავად ამ სასამართლო სხდომას, მიზეზთა გამო, ჩვენი ლასკარის წევრებიდან მხოლოდ სამნი ვესწრებოდით - მიხეილ [გელა] სალუაშვილი [ე.წ. „ბრალდებული“], ეთერ ჩხეტია და ჯემალ ჯიქია.

საუბრის გაგრძელებამდე ერთიც გვინდა აღვნიშნოთ. პავლე მოციქულის მიხედვით, მაცხოვარზე ასე გვეუწყება - „იგივე ზრახვანი გქონდეთ, როგორც ქრისტე იესუს, რომელსაც, როგორც ღმრთის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღმრთის სწორად ყოფნა“ [ფილიპ. 2,5-6].

მაცხოვრის, როგორც - „ღმრთის ხატად“ წარმოჩენისეულ არსზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ამჟამად მხოლოდ ერთს დავამატებთ:

ბოლო ჟამში მაცხოვრის ჯვარცმა, მისი პირდაპირი მნიშვნელობით, არ ხდება, ანუ - აღდგომისეული ეტაპი არ გადის სიკვდილისეულ გზაზე. ანუ, ბოლო ჟამში ძე კაცისა, როგორც ღმრთის „ხატი“ - „არ დაზიანდება“ .

 და აი, ღმერთის ამ განგებულების ამოცნობისეული ნიშანიც:

- ჩვენი სასამართლო სხდომის მოსამართლის სახელი და გვარი ასე ჟღერს - „ხატია არდაზიშვილი“, რაც იგავურად გვაუწყებს, სწორედ იმას, რომ - „ხატი“ არ [უნდა] დაზიანდეს“. გამოტანილი განაჩენიც ამაზე უნდა გვითითებდეს;

- სხდომის მდივნის სახელი და გვარი: „ანა მეშველიანი“, კოდირებულად გვაუწყებს: საწყისის [ანი] მშველელად [მეშველი ანი]მოვლინებულზე.

წლის მე-9 თვის განხილული სამი დღისა და კონკრეტულად მე-20 დღის თაობაზე, ბიბლიური მინიშნება ასეთია - შეიკრიბნენ იერუსალიმში [თბილისის კოდი] ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში [აქ - 18,19,20] [ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს“ -ო [2 ეზრა 9,5].

და ბოლოს, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს, გთავაზობთ თავადაც ჩაერთოთ იმ პროცესის განვითარების სავარაუდო ანალიზში, რასაც პილატეს მიერ წარმოთქმული ზემოთხსენებული სიტყვების შემდგომად მოსახდენი ჰქვია.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

პაექრობა ზეცაში

 მაღალი ღმერთის

გრგვინავს ხმა ზეცით - „აპოკალიფსია!“...

და მოუწოდებს თავის რჩეულებს -

უფლის საჭურჭლის მტვირთველნო,

ეს - ის ჟამია ნაკარნახევი...

შეიმოსენით - ძალით დიდების!

გამოდით!...

გა-მოდით!...

წა-მოდით მანდიდან!...

დინა [დიანა] ჯიქია