Print

გაზ. № 38 (883)

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტობის

ოფიციალერი კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღი მიმართვა:

 საქართველოში

დემოგრაფიული მდგომარობის გამოსწორების მექანიზმი

ბატონო ბიძინა!

დემოგრაფიული პრობლემატიკით დაკავებულ მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო - დემოგრაფიული დაბერების პროცესშია, რაც გამოიხატება - მოსახლეობაში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების შემცირებასა და 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილის მატებაში.

მიზეზთა გამო, ქართველი ერი - ფიზიკური შემცირების, ანუ - გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენის აზრით, შესამუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილიან დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთთანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები.

 

ბატონო ბიძინა!

ვითვალისწინებთ რა თქვენი, როგორც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მაფორმირებელი კოალიციის ლიდერის როლს, მოგმართავთ წინადადებით, რათა მთავრობის სახელით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივაში ასახოთ, ზემოთქმული ნაბიჯის რეალიზებისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი შემდეგი სახის ცვლილება:

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“

შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12. 2012 წ., მუხ. 461] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

12. სკოლის ასაკის შვილიანი ქალის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 24 საათს.“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები ან სკოლის ასაკის შვილიანი ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე სკოლის ასაკის შვილიანი ქალის დასაქმებამისი თანხმობის გარეშე.“.

4. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატო, შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სკოლის ასაკის შვილიანი ქალის შრომის ანაზღაურება ტოლია სამუშაოს სრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

ბატონო ბიძინა!

წარმოდგენილი პრობლემის გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენ გამოიჩენთ შესაბამის გულისხმიერებას, რაც შესაძლებელს გახდის, 2014 წლის მთავარ საფინანსო კანონში ასახვის მიზნით, ზემოთქმული გადაწყვეტილებები უახლოეს დროში იქნეს მიღებული.

ამასთანავე მზად ვართ ამ საკითხის მოგვრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს შემდგარ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

 

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 23 სექტემბერი

ჩაბარების № 30535,

 

21 – 27 სექტემბრის ქრონიკები, ანუ - საპრეზიდენტო მარათონი

21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს, საზოგადოებრივი რადიოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 17.30 სთ-დან, გადაცემაში - „გენდერი და პოლიტიკა“, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ [გელა] სალუაშვილთან [წამყვანი - ლელა კურდღელაშვილი]. ქრისტიანულ მორალზე დაყრდნობით წარმართულმა თემატიკის გაშლის ზოგადმა ხასიათმა, საშუალება არ მოგვცა, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული თვალსაზრისი გაგვეშალა.

მთავრობამ, ბიუჯეტთან დაკავშირებული ქვეყნის მთავარი ეკონომიკური თვალთახედვის წინასწარი მონახაზი, კანონის მიხედვით, პარლამენტში 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს. ამიტომაც გადაწყდა, რომ ქალთა უფლებებისა და მასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების თაობაზე ჩვენეული პოზიცია - პრემიერ მინისტრისათვის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე წარგვედგინა, რათა მასში გადმოცემული საკითხის სათანადო გადაჭრის მექანიზმი დროულად ასახულიყო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში [იხ. 2013 წ. 23 სექტემბრის მიმართვა ბ. ივანიშვილს].

2013 წ. 23 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა - საქართველოში - პოლიტიკური სპექტრის ურთიერთ თანამშრომლობის ახალი მექანიზმის დეტალები“, კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის  თანამშრომლობის გაუმჯობესებისეული საკითხები.

ბრიფინგის სრული ჩანაწერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დრეს გადაიცა [22 სთ. 39 წთ.].

23 სექტემბერს, 16.00 სთ-ზე, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ავთანდილ იოსელიანი, ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, ბატონ რეზო ჩხეიძეს სახლში ვესტუმრეთ. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ზოგადი მონახაზის გაცნობამ, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მხრიდან გამოითქვა  სურვილი, რომ თუ მოხერხდებოდა აღნიშნული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსაც მიწოდებოდა. ამდაგვარ შესაძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განვუცხადეთ და დავემშვიდობეთ.

23 სექტემბრის 18.30 სთ-ზე, იგივე შემადგენლობით დავესწარით - სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარე - „ომის ვეტერანთა“ მე-2 საგანგებო კონფერენციას. მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს ვეტერანთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს საჩუქრად გადასცა - „300 არაგველის“ ხატი და მოიწვია ისინი, მეორე დღეს დაგეგმილ პარაკლისზე დასასწრებად.

ამ დღეს მომხდარის ბიბლიური მინიშნების თაობაზე კი, აი რა გვინდა აღვნიშნოთ.

 

უფლის ტაძრის დაფუძნება“, ანუ 218 წლის წინანდელი მოვლენის

ბოლო ჟამისმიერი გამოძახილი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: „1795 . კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს . თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე"...

და აი, მას შემდეგ ყოველი წლის 11 (ახალი სტილით 24) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795).

300 არაგველების ხატის შექმნის იდეას, რომელიც ბურდულების გვარში დაიბადა, მთელი საარაგვო - მთიულების, გუდამაყრელების, ხევსურების შთამომავლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხატი წელიწადნახევრის განმავლობაში იქმნებოდა.

2010 წლის 24 სექტემბერს, 300 არაგველის ხსენების დღეს, ხატმწერ შოთა ცინცაძის მიერ დაწერილი ხატი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდმა მეუფემ ილია მეორემ.

1795 წ. 11 [24] სექტემბერს გამართული კრწანისის ომიდან 218-ე წელს [კოდირებულად, რიცხვი - „218“, გვითითებს - მეორედ მოსვლის ჟამზე], და ხატის კურთხევიდან მე-3 წელს, 2013 წ. 24 სექტემბერს, კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, წმ. 300 არაგველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა გაიმართა.

წირვის შემდეგ კრწანისის ველზე, პარაკლისი გადაიხადეს - პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ [ჭუაძე] და თიანეთისა და ფშავ-სევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა [იორამაშვილი].

აღნიშნულ პროცესში მონაწილეთა შორის იყვნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრები - ლასკარის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე მევლუდ მამადაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის თავმჯდომარე ლევან ჩოხელი.

პრაკლისის გადახდამდე მცირე საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და იქვე მყოფ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან ჩაჩუას შორის.

ბიბლიური ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, ლევან ჩაჩუას გაუკეთდა შეთავაზება  - გაეთავისებინა მიმდინარე პროცესის არსი, და უარი ეთქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე.

ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამისეული დროის მდინარებაში 2013 წლის მე-9 თვის 24-ე დღესა, და მის შემდგომად განსავითარებელი მოვლენების არსობრივი მხარის გასაგებად, ბიბლიაში დაცული ორი ასეთი მინიშნება გვინდა შეგახსენოთ:

1. „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [24 სექტემბერი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგია 2,18].

და კიდევ.

როგორც ხედავთ, 1795 წ. 11 [24] სექტემბერს გამართული კრწანისის ომიდან 218-ე წლის, ანუ 2013 წლის 24 სექტემბერს მომხდარის ბიბლიური კოდირებული მინიშნება, ასევე უკავშირდება რიცხვ - „218“-ს, რამეთუ იგი სწორედ ანგიას წინასწარმეტყველების მე-2 თავის მე-18 მუხლშია წარმოდგენილი;


2. „რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცასა და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყველა ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი...

მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ -2013 წ. 24 სექტემბერს], დარიოსის მეორე წელს [აქ - 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მე-2, ანუ 2013 წელი], იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიმართ [იხ. ზემოთ თქმული]...

მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს [აქ - 2013 წ. 24 სექტემბერი], ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას გამგებელს: შევარყევ ცასა და მიწას“ [ანგ. 2,6-7;10;20-21].

მე-9 თვის 24-ე დღეს მომხდარი მეორე მოვლენის, ანუ კოდირებული - „ცისა და მიწის შერყევაზე“ მოცემული მინიშნების აცხადების დასტურად, ამ დღეს გავრცელებულ ასეთ ინფორმაციას გთავაზობთ: 2013 წ. 24 სექტემბერს, პაკისტანში, კერძოდ ბელუჯისტანის პროვინციაში 7,7 ბალის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა... 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, დიახაც შეგვიძლია განვაცხდოთ, რომ ჩვენ - მეორედ მოსვლისეული ჟამის - „უფლის ტაძრის დაფუძნებისეული“ ეტაპი გადავლახეთ. მაშ, მივადევნოთ თვალი ამის შემდგომად განვითარებულ მოვლენებს...

 

ქრონიკების გამოძახილი

25 სექტემბერს, 11.00 სთ-ზე, მცხეთაში, კოალიცია „ერთსულოვნებით“ ეგიდით პირველი გასვლითი შეკრება გაიმართა. 2013 წ. 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში „ფოტორეგისტრაციის“ დანერგვის მიზნით, მოსახლეობათან გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ ანდღულაძემ, დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მეთოდის დანერგვა-განხორციელების მექანიზმზე.

გასვლით სხდომაში მონაწილეობა მიიღეს- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრებმა - ლასკარის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ მევლუდ მამადაშვილმა, ლასკარის საორგანიზაციო მდივანმა ეთერ ჩხეტიამ, ლასკარის საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ და შიდა ქართლის რეგიონის თავმჯდომარემ ლევან ჩოხელმა.

25 სექტემბერსვე, 19.00 სთ-ზე, ტ/კ „ტაბულას“ გადაცემა - „მძიმე კაცი“-ს წამყვანის დავით კოვზირიძის ინიციატივით, 3 ოქტომბერს [ხუთშაბათი], 22.45 სთ-ზე ღია ეთერში გასვლის მიზნით, განხორციელდა 20 წთ-იანი გადაცემის ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან მიხეილ [გელა] სალუაშვილთან.

ტ/კ „ტაბულა“-ს წარმომადგენლების [თამარ ჩორგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, ირაკლი მაღრაძე და სხვა] წინაშე გამართულ 15-20 წთ-იან საუბარში მონაწილე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, მათი მხრიდან, ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით დასმულ რამოდენიმე კითხვას გასცეს პასუხი.

27 სექტემბერს, 11.00 სთ-ზე, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის საარჩევნო შტაბის თვმჯდომარე ვალერი მჭედელაძესა და აღმოსავლეთის რეგიონალური რგოლის კოორდინატორ ბესარიონ ლაცაბიძესთან „ლასკარში“ გამართული შეხვედრისას გადაწყდა - წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ყრილობის 2013 წ. 24 ოქტომბერს გამართვა.

27 სექტემბერს, სდასუ-ს საკონფერენციო დარბაზში გამართულ „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის ღია სხდომაზე, საპრეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული თემატიკის მოკლედ მიმოხილვის პარალელურად, პრეზიდენტობის კანდიდატი, ტექნიკური დოქტორი, პროფესორი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად იქნა არჩეული.

 

ზეციური კურთხევა - საღვთო გზის დასაწყისს

აჰა, სულ მალე მოვისმენთ ჩვენი სმენისათვის გაუცხოებულ ტერმინებს: მესიისა და მისიის როლის შესახებ საქართველოში. თუმცა, ქართველი ერი ამ მისიას შინაგანად ისედაც აღიქვამს, რადგან უფალს კოდირებული ვყევართ.

უკვე ის ჟამია, როცა ერის რჩეულნი უნდა ასაუბრდნენ; საქართველოს სულიერი მისიის აღსასრულებლად - საფეხურებრივი ეტაპი იწყება...

დღეს, დრო დარჩენილ წამებს ითვლის - საქართველოს სულიერი მისიის გასაცხადებლად.

საღვთო ისტორია გადმოგვცემს, რომ - ქრისტე, ძე ღვთისა, ცხოვრობდა დედამიწაზე. კაცობრიობამ მას შემაზრზენი განაჩენი გამოუტანა - სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, სათნოებისათვის...

კაცთა მოდგმამ - ის, წუთისოფლიდან, ეკლიანი გვირგვინით ჯვარზე გაკრული გააცილა... ალბათ, იმ დღიდან შეიძულა კაცობრიობამ - სიმართლე და სამართალი, ზეციური სამყარო და ჭეშმარიტება.

მას შემდეგ უფალი, დრო და დრო, თავის რჩეულებს აგზავნიდა დედამიწაზე ღმერთის საწამებლად; თუმცა ადამის მოდგმამ, საუკუნეების მანძილზე, ღმერთისაგან წარმოგზავნილი რჩეულების სათანადოდ მიღება და სიყვარული ვერ შეძლო, ვერ ისწავლა.

- განა, კაცთა მოდგმამ, მხოლოდ ერთხელ აცვა ქრისტე ჯვარს? ერთხელ აწამა?

- განა, ის წმინდანები, რომლებმაც წამებით განვლეს თავისი ცხოვრების გზა, ქრისტეში არ ცოცხლობდნენ?

- ამიტომ, ღვთისგან რჩეული რამდენი წმინდანიც აწამა კაცთა უგუნურმა მოდგმამ, იმდენჯერ აცვეს ქრისტე ჯვარს...

ამ შავბნელი აზროვნების ისტორიიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საზოგადოების აზროვნება ისევ იმ არაჯანსაღ პოზიციაზე დგას, ქრისტეს ჯვარცმა რომ აღასრულა...

დიდი ღვთისმეტყველი ზვიად გამსახურდია, თავის თეოლოგიურ ნაშრომში - „საქართველოს სულიერი მისია“, ბრძანებს:

 - „ადამიანის აზროვნება ეშმაკის ტყვეობიდან დასახსნელია... ქართველი ერის სულიერი მისია, კაცობრიობის სულიერი განწმენდის, სანკტიფიკაციის მისიაა. აი, ეს არის საქართველოს სულიერი მისია, რისი აღსრულებაც დაეკისრა ქართველ ერს...“

ჩვენ ვიცით ბიბლიიდან, მაცხოვარის მიერ ნათქვამი - „მოვალ განკითხვად!“. საუკუნეებს, შეძახილივით მოჰყვება ეს სიტყვები... კაცთა მოდგმას კი - მეორედ მოსვლის მოლოდინი. კაცობრიობა, ქვეცნობიერად დაატარებს მეორედ მოსვლის რწმენას.

მეორედ მოსვლის მიზანი და საქართველოს სულიერი მისიის აღსრულება ერთმანეთისაგან განუყოფელია.

ბოლოს კი, მრავალჯერ მოსმენილ და პასუხგაუცემელ კითხვაზე, დღეს მინდა გავცე პასუხი ქართველ ერს: - სად არის გამოსავალი? რაში ვხედავ ქართველი ერის ხსნას?

ამ შეკითხვებზე ერთადერთი უალტერნატივო პასუხი მაქვს: ქართველი ერისა და საქართველოს ხსნა, საქართველოს სულიერი მისიის აღსრულებაშია...

მაშ, დე აღსრულდეს ნება ღვთისა. ამენ!

 

ინა [დიანა] ჯიქია

 

ღმერთისა და კაცის ერთობა

ღვთის საიდუმლო ლოდი დაიძრა,

განკაცებულა ღმერთი ამქვეყნად...

 ალბათ გსმენიათ - კაცის განღმრთობა,

ეს ზეციური სასწაულია...

„ჩვენთან არს ღმერთი“

კი მვისმინეთ, მაგრამ არ [ვერ] ვიგებთ,

და განკაცებულ უფალს ვერ ვგუობთ...

კვლავ გულს ვიქვავებთ, როგორც ოდესღაც.

ვუყურებთ, მაგრამ თვალს ვერ ვუჯერებთ,

და დავემსგავსეთ - თვალხილულ ბრმებსა.

დახუნძლული ვართ,

სულიერად შეფუთულნი ვართ,

გაშიშვლება კი ძალზე ძნელია...

დათმობა „ფულის“ არ არს ადვილი,

ზოგჯერ სულს თმობენ, ფულს კი ვერა.

მაცდური არის წუთისოფელი.

ეგზომ ძნელია სულში ჭიდილი

და ორთაბრძოლა...

მინდა გიხილოთ გამარჯვებულნი,

და სულიერად ამაღლებულნი,

ღმერთს მინდობილნი,

ღვთიურ სიბრძნეს ზიარებულნი...

უფალი ამბობს:

ვინც ვერ ერკვევა ღვთიურ სიბრძნეში,

ის დასუსტდება მიწიერ სვლაში...

ღმერთს ნდომებია კაცთა ერთობა,

მოგვიახლოვდა უფალი ღმერთი,

და კაცთბუნებას „ეთამაშება“...

ღვთიური სიბრძნის კარი გაიღო,

და კაცთა სიბრძნის დაიხშო გონი...

დინა [დიანა] ჯიქია

გილოცავთ ღვთისმშობლობასა,

გფარავდეთ ღმერთი უფალი...

ჩემი ქვეყანა სულ მალე 

იქნება თავისუფალი.

გამოვიღვიძოთ ქართველნო,

ავახმაუროთ ფარები...

ანგოლეზებმა გვიკურთხეს

წმინდა ლასკარის კარები.

ეკატერინე

ხრიკული