Print

გაზ. № 39 (884)

საპრეზიდენტო კამპანიის ქრონიკები,

ანუ 28 სექტემბრიდან - 4 ოქტომბრამდე

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით - საქართველოს პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატისათვის 45 წუთიანი პირდაპირი საეთერო დრო იქნა გამოყოფილი.

2-25 ოქტომბრის ფარგლებში პირდაპირ ეთერში გასვლის კონკრეტული თარიღის გამოსაკვეთად, 28 სექტემბერს, საზ.მაუწყებელში, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით, წილისყრა გაიმართა.

ღმერთის ნებით გაირკვა, რომ მიხეილ [გელა] სალუაშვილს, საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენის შესაძლებლობა - 16 ოქტომბერს, 21.30 სთ-ზე მიეცა.

[კოდირებული „უფალო“-ს არსის შემცველი რიცხვი 16-ისეული მინიშნების თაობაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ].

29 სექტემბერს, 14.00 სთ-ზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე წასვლამდე, დაგვიკავშირდა ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ხელმძღვანელი და მთხოვა: 14.00 – 18.00 სთ-ის ფარგლებში მონაწილეობა მიმეღო ფილარმონიაში დაგეგმილ „ნიჭიერი“-ს პროექტის წინასწარ ჩაწერაში. შევპირდით, რომ 15.00 სთ-ისთვის ვეწვეოდით.

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის ხელმძღვანელს ბ-ონ იური ვაზაგაშვილს, თავყრილობის დაწყებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ვთხოვე - სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პარლამენტის წინ მოსული საზოგადოებისათვის სიტყვით მიმართვის საშუალება მოეცა.

ბ-მა იურიმ, ჩემდა გასაოცრად, უარი განმიცხადა, რაც იმით ახსნა, რომ - აღნიშნულ აქციაში პოლიტიკოსთა ჩართვა, თურმე მათ არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად. სინანულის გამოთქმის მეტი სხვა რაღა დამრჩენოდა, და ტრიბუნაზე სიტყვის სათქმელად მიმავალს მდუმარედ გავაყოლე თვალი...

აქციის დაწყებიდან გამართულად მომუშავე აპარატურა [ხმის გამაძლიერებელი], ბ-ნი იურის მიერ მისასალმებელი სიტყვის რამოდენიმე ფრაზის წარმოთქმის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. იძულებითი მცირე პაუზის შემდეგ, ხმის გამაძლიერებლის კიდევ უფრო შემაღლებულ ადგილზე განლაგების მიუხედავად, აქციაზე ჩვენი ყოფნის მთელი დროის მანძილზე, გამომსვლელთა ხმა - გამართულად, მხოლოდ თავყრილობის მონაწილეთა წინა რიგებს ესმოდათ.

ჩვენდა „გასაკვირად“ სიტყვით გამომსვლელთა შორის მაინც „აღმოჩნდნენ“ სხვადასხვა პოლიტიკოსები [დეპუტატები, თუ პარტიათა წარმომადგენლები], რამაც ნათელი გახადა ზემოთაღნიშნული ე.წ. „მცირე ხარვეზის“ გამომწვევი მიზეზი.

 

„ნიჭიერი“-ს ჩაწერის თაობაზე

ფილარმონიაში 15.00 სთ-ზე მისულებს - მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ჯემალ ჯიქიას, პროგრამა „ნიჭიერი“-ს ხელმძღვანელმა, მათ მიერ წინასწარ გაწერილი შემდეგი გეგმა გაგვაცნო:

მთლიანი ჩაწერა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს, ესენია - სცენაზე გასვლამდე 2 წთ-იანი გასაუბრება; სცენაზე გასვლის წინ პროგრამის ორ წამყვანთან გამართული მცირე დიალოგი; სცენასთან მსხდომი ჟიურის წევრების წინ გამოსვლის 2-3 წთ-იანი დროის მონაკვეთი და დასასრულს, კვლავ პროგრამის კულისებში მყოფ წამყვანებთან გამომშვიდობების ნახევარწუთიანი წანაწერის გაკეთება. 

დადგენილი რეგისტრაციის გრაფიკის მიხედვით, უშუალოდ სცენაზე გასვლის წინ, პროგრამის მონაწილეებს უკვე მინიჭებულ რიგითი ნომრის მაჩვენებელ ნიშანს ამაგრებდნენ.

მიხეილ [გელა] სალუაშვილისთვის განკუთვნილი რიგითი ნომრის მაჩვენებელი - „8348“ აღმოჩნდა. თავად ამ რიცხვის თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. კოდი: „8348“, თავი და ბოლო ციფრთა ჯამითა [8 + 8 = 16] და შუაში განთავსებული „34“-ით [რაც თავის მხრივ „სამ-ოთხეზე“ მიგვანიშნებს], ქართული ანბანის მე-16 და 34-ე რიგითი ნომრების მქონე ასო-ნიშნების: „ო“ [რომელიც ქარაგმით იძახის - „უფალო“] და „ჴ“ [„ხარ“] -ის არსობრივი მხარის გათვალისწინებით, უფლისმიერი ნების გადმოსაცემად აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მისულებს, გვაუწყებდა:

ა) „16 [ო = 16] ხარ [ჴ = 34]“; და 

ბ) „ხარ“ [ჴ = 34] „უფალო“ [ო = 16].

კოდირებული 16-ის კიდევ ერთხელ დაფიქსირება კარგად გვენიშნა, თუმცა ამის თაობაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ;

2. მეორეს მხრივ, კოდირებული - „8348“-ის ჯამური მაჩვენებელი: „8 + 3 + 4 + 8 = 23“, ზუსტად ემთხვევა, არამარტო 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არცევნებში მონაწილე კანდიდატების საერთო რაოდენობას, არამედ ხსენებული ჟიურის იმ წამყვანი წევრის გვარისმიერ [„ფარულავა“] მინიშნებას, რომელთანაც დიალოგის ფონზე წარიმართა კიდეც ჩემი სცენაზე გამოსვლის 3 წუთიანი მონაკვეთი.

დიახ, გვარ: „ფარულავა“-ში შე-ფარ-ული კოდ „ფარ-ულავა“-ს პირველი წევრი - „ფარ“-ი, ქართულ ანბანში ამ ასო-ნიშნის რიგითი ნომრის მიხედვით, კვლავ 23-ზე გვანიშნებდა. 

სცენაზე გამოსვლისას, მოკლე წარდგენის შემდეგ, განვაცხადე - „საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა... მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!“

დარბაზში მსხდომნი, რომლებიც, ძირითადად,  გასართობად იყვნენ მოსულნი ერთგვარი, აგრესიით შეხვდნენ ამ სიტყვებს... ჟიურის ერთ-ერთ წევრს [გეგა ფალავანდიშვილს] კითხვის პასუხად განვუცხადე, რომ მათთან ჩემი წარდგომის მიზანი არა ე.წ. მეორე ტურში გასვლა, არამედ საქართველოს მისიის თაობაზე განაცხადის გაკეთება გახლდათ.

მთელი დარბაზი თითქოსდა ყალყზე შედგა - სანახაობის მომლოდინეთ ჩემი მოსმენის ძალა აღარ შესწევდათ. მეც, ჩავთვალე რა ჩემი მათ წინაშე შემდგომი დაყოვნება უაზროდ, მართებული არჩევანის გაკეთება ვუსურვე და - სცენა დავტოვე.

იმავე საღამოს, სოციალურ ქსელ - „ფეისქბუქში“, ასეთი სახის მიმართვა გავავრცელეთ: „მიხეილ [გელა] სალუაშვილი: მადლობა / "რუსთავი -2"- პროგრამა "ნიჭიერი"- შემოქმედებით კოლექტივს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა [მათი ტრიბუნიდან მიმეწვდინა ხმა მათთვის ვინც "ელის"... და] განმეცხადებინა შემდეგი: „საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა:  მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!“ 2013 . 29 სექტემბერი“.

 

30 სექტემბრისა და 1-4 ოქტომბრის მოვლენათა მოკლე ანონსი

2013 წ. 30 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28], მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გააშუქა: საქართველოში - დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმის დეტალები კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში ქალთა უფლებების ის უნიკალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმ საკითხის მოგვარებას, რასაც - „დედა დაუბრუნდეს ოჯახს“ ჰქვია [იხ. გაზეთის წინა ნომერი].

30 ოქტომბერსვე პრეზიდენტის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის სპეციალური მიმართვები ჩაბარდათ - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტს, სადაც - მეცნიერების, პედაგოგებისა და სტუდენტების წინაშე საპრეზიდენტო პროგრამის წარმოჩენის სურვილი იყო გამოთქმული.

მიზეზთა გამო ყველა დასახელებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა შეთავაზებულ ფორმატში ჩვენი მათ წინაშე წარდგომის თაობაზე.

1 ოქტომბერს ტ/კ „ტაბულა“ს პირდაპირ ეთერში გადაიცა რამოდენიმე დღის წინათ გაკეთებული ჩანაწერი, რუბრიკაში  - „მძიმე კაცი“. მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თითქმის 20 წუთის მანძილზე პასუხობდა წამყვან დავით კოვზირიძის  [ე.წ. მძიმე კაცის] შეკითხვებს. ეს ჩანაწერი მომდევნო დღეებში რამოდენიმეჯერ განმეორდა.

ოქტომბრის თვის 1-2 და 4 რიცხვებში იმავე პრეს-კლუბში სამი ბრიფინგი ჩატარდა, რომლებიც დაეთმო - საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალებს. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები [რეინკარნაციის არსი, მაცხოვრის მეორედაც შობით მოსვლა, საქართველოს მისტერიული როლი და ა.შ.].

3 ოქტომბერს, სახლში მოსულმა ტ/კ „აჭარა“-ს გადამღებმა ჯგუფმა, პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მცირე ვიდეო ჩანახატი გააკეთა, რომელიც იმავე დღეს, მათი ტელევიზიის ეთერით გადაიცა [იხ. 20 სთ. და 45 წუთიდან].

3 ოქტომბერს, 12.00 სთ-ზე, სასტუმრო „აჭარა“-ს საპრესკონფერენციო დარბაზში, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია, ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით შექმნილი ახალი ელ. გვერდის - „პრეზიდენტი.გე“-ს ოფიციალურ წარდგინებას დაესწრნენ.

3 ოქტომბერსვე, 16.30 სთ-ზე ლასკარში გვეწვია 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ეუთო“-ს სადამკვირვებლო ჯგუფის ორკაციანი დელეგაცია - პიტერ დეივისა [ინგლისი] და რიჩარდ მირინოვის [აზერბაიჯანი] შემადგენლობით.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, ორი საათის მანძილზე, თარჯიმანის მეშვეობით, დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მონახაზი; უპასუხეს მათ კითხვებს.

4 ოქტომბერს, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] გვაუწყა პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ჩიხლაძის ინიციატივა მათთან სტუმრობის თაობაზე. წინასწარი შეთანხმების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მათ ცენტრალურ ოფისს ვეწვიეთ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და მამა ელიზბარი [დიაკონიძე].

ერთ საათიანი საუბრის მანძილზე შევთანხმდით, სავარაუდოდ 2013 წ. 10 ოქტომბრისათვის ერთობლივი ბრიფინგის გამართვის თაობაზე.

 

რიგითი ნომერი 16-ის არსობრივი მხარე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნათა შესაბამისად, არჩევნებამდე 25 დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრების გამოვლენა უნდა მომხდარიყო.

მართლაც 2013 წ. 2 ოქტომბერს ცესკო-ში გაიმართა წილისყრა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ მიხეილ [გელა] სალუაშვილი საარჩევნო ბიულეტენში მე-16 ნომრით იქნებოდა წარმოდგენილი.

ღმერთისაგან მოწვდილი ამ მინიშნების სამებისმიერი გამოვლენის თანამიმდევრობა ასეთი გახლავთ:

1. როგორც ზემოთაც აღინიშნა - 28 სექტემბერს საზ.მაუწყებელში ჩატარებული წილისყრისას გაირკვა, რომ  მე-2 არხზე მიხეილ [გელა] სალუაშვილს, საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენის შესაძლებლობა - 16 ოქტომბერს, 21.30 სთ-ზე მიეცა;

2. 29 სექტემბერს, ტ/კ „რუსთავი -2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ჩაწერისას ჩვენთვის მონიჭებული ნომერ - „8348“-ისეული მინიშნებით ორი არსი გამოიკვეთა:

 ა) „16 [ო = 16] ხარ [ჴ = 34]“; და

ბ) „ხარ“ [ჴ = 34] „უფალო“ [ო = 16].

3. და ბოლოს 2 ოქტომბერს ჩატარებული წილისყრით, ისევ 16 რიცხვისეული მინიშნება მოგვეცა.

უფლისმიერ გაკვალულ გზაზე სვლაგეზ აღებულთათვის, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - „უფალო“-ს არსის მატარებელი რიცხვ 16-ის სამგზის გამოვლენის ფაქტს. იმავე დღეს სოციალურ ქსელ - „ფეისქბუქში“, ასეთი სახის მიმართვა გავავრცელეთ:

„მათთვის, ვისაც ყური - სასმენლად აქვს:

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში - მიხეილ სალუაშვილი, საარჩევნო ბიულეტენში მე-16 ნომრით იქნება წარმოდგენილი. კოდირებული  16-ის თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი:

ქართულ ასომთავრულში - „უ“ ერთადერთი ასო-ნიშანია, რომელიც ორი ასო-ნიშნის: „ო“-სა და „ჳ“-ეს ერთებით იწერება, ანუ: „ოჳ“ = „უ“. ამით, კოდირებულად მიგვენიშნება: უფლის - ორ, ანუ მის - პირველ [ო] და მეორე [ჳ] მოსვლაზე.

სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“-ს მიხედვით: „ო~ ქარაგმით ითქმის:  უ ფ ა ლ ო“ [ტ. 1, გვ. 599]. და მართლაც: ქართულ ხატწერებში დატანილი - ო“,  ყოველთვის - „უფალო”-ს [„ოჳფალო“] აღმნიშვნელია.

40 ნიშნიან ქართულ ანბანში ასო-ნიშან: „ო“-ს რიგითი ნომერი გახლავთ - 16.

ამდენად, რიცხვი - 16  [როგორც ასო-ნიშან „ო“-ს რიგითი ნომერი] კოდირებულად - „უფალო“-ზე [„ოჳფალო“] მიგვანიშნებს“.

„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებლისგან [ვინმე რატი თაგელიშვილისაგან] ასეთი გამოხმაურება გავრცელდა - „ბატონო მიხეილ [გელა] არჩევნები ტარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს:  27.10.2013 =  2 + 7 + 1 + 0 + 2 + 0 + 1 + 3 = 16“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს, და თავად გაიაზროს - უფლისმიერ გზაზე 16-ი რიცხვით მოწვდილი „უფალო“-სეული მინიშნების არსის მნიშვნელობა.

 

ზეციდან ფარდა დაუშვეს,

გადაეფარა რჩეულებს...

ხელსაც ვერავინ ვერ შეახებს

უფლისგან გამორჩეულებს...

მათ გაიარეს გოლგოთა:

თოვლში, ქარსა და წვიმაში,

არ უღალატეს უფლის გზას

სული გამოწვრთნეს რწმენაში...

მინდა მათ ერთი ვაუწყო,

რაც გაუხარებთ გულებსა:

ეკლიანი გზა მთავრდება,

ელოდეთ სასწაულებსა...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

[დასაწყისი გაზ. №36 (881)

 

1992 წლის 21 თებერვლის უკანონო სამართლებრივი აქტი

 

ხელისუფლების სათავეში მოკალათებულმა კრიმინალურმა ბანდამ, საქართველოში მიმდინარე მძლავრი საპროტესტო აქციების სისხლში ჩახშობის შემდეგ [ფონზე], მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

1992 წლის 21 თებერვალს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ:

 

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია

 საქართველოს რესპუბლიკის ფუძემდებელი სახელმწიფოებრივი დოკუმენტებია: „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, გამოცხადებული საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს და „საქართველოს კონსტიტუცია“, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აგებული ამ დოკუმენტებსა და 1918-1921 წლებში მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე, დე-ფაქტო და დე-იურე სცნო ერთა ლიგამ, მასში შემავალმა წამყვანმა სახელმწიფოებმა.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება განისაზღვრა „მუდმივ და შეუწყვეტლივ“ (თავი პირველი, ზოგადი დებულებანი, მუხლი 10). მისი მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტს არ დაუდგენია საკანონმდებლო აქტით კონსტიტუციის გაუქმება ან შეჩერება, ამგვარი დადგენილების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ სარეფერენდუმო გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეთა მიერ, რის გარეშეც საქართველოს დამფუძნებელ კრებას არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეუქმებინა კონსტიტუცია ან შეეჩერებინა მისი მოქმედება.

1992 წლის 2 იანვარს საქართველოში მოხდა კონსტიტუციური წყვეტა, რამაც აღადგინა სამართლიანობა. დასრულდა პერიოდი, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.

საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველო-საბჭოთა რუსეთის ომის დროს. ამ გარემოებამ განაპირობა კონსტიტუციის ტექსტში მისი დამცავი მექანიზმის შეტანა, რომელმაც უზრუნველყო დოკუმენტის სამართალმემკვიდრეობითობა ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში.

საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელსაც არ შეეძლო სამართალმემკვიდრეობითობის დაცვით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ამ პრინციპის უხეში დარღვევით მოახდინა უსამართლო კონსტიტუციური წყვეტა, სამხედრო ძალით შეცვალა ადგილობრივი არჩევითი და დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურები, დააწესა საკუთარი პოლიტიკური წეს-წყობილება და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებულ კონსტიტუციას დაუპირისპირა საქართველოს სსრ კონსტიტუცია.

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც დაემხო 1992 წლის 2 იანვარს, წარმოადგენდა სამართალმემკვიდრეს არა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, არამედ 1921 წლის 25 თებერვალს გამოცხადებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა. ამით იგი აღიარებდა არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, არამედ იცავდა საქართველოს სსრ 1922, 1927, 1937 და 1978 წლების კონსტიტუციების ტოტალიტარულ პრინციპებს და წარმოადგენდა არა საქართველოს პარლამენტს, არამედ ამ კონსტიტუციების საფუძველზე შექმნილი ხელისუფლების უშუალო მემკვიდრეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს, იმავე წლის 31 მარტს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც იგი აღადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და ცნობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის იურიდიულ ძალამოსილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეალურად არ განახორციელა მის მიერვე დეკლარირებული პრინციპი. საქართველოს ხელისუფლებამ უარყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობითობა, არ აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის ნაცვლად საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.

1991 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, ხალხის წინააღმდეგ დაიწყო ომი და კანონზომიერად დამარცხდა.

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, მიაჩნია, რომ არ შეიძლება ერთი უკანონო ხელისუფლების შეცვლა მეორე, ასევე უკანონო, ხელისუფლებით და აუცილებელია საქართველოში კანონიერი, კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო აცხადებს:

1. საქართველოს რესპუბლიკის დღეს არსებული საზღვრებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის (აფხაზეთისა და აჭარის დღევანდელი სტატუსის) შეუცვლელად აღიარებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უზენაესობას და მის ამოქმედებას დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით.

2. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნები გაიმართება არა უგვიანეს 1992 წლის შემოდგომისა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

3. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო, დროებით მთავრობასთან ერთად, თავის უფლებამოსილებას მოიხსნის საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე მის პირველსავე სხდომაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრები:

 თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი.

1992 წლის 21 თებერვალი“

(იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 36, 1992 წლის 25 თებერვალი).

 

მიღებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული თვალსაზრისი, ცხადყოფს რომ ხელისუფლებაში მყოფ კრიმინალურ ძალას არ ძალუძდა სამართლებრივად დაესაბუთებინა მათი ქმედებების მართებულობა, და სიცრუისა და სამართლებრივ შეუსაბამობათა მოშველიებით ცდილობდა თავსი საქმიანობის გამამართლებელი დოკუმენტის შექმნას.

1992 წლის 21 თებერვალს, არასამართლებრივი გზითა და დროში შეუსაბამო - 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი, ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს - მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია.

ამაზე მეტყველებს, სამხედრო ხუნტის მიერ მიღებული შემდეგი დოკუმენტიც:

 

„საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკაში კანონმდებლობის მოქმედების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 21 თებერვლის დეკლარაციით რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უზენაესობისა და დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით მისი ამოქმედების აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო ადგენს:

1. მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს დღემდე არსებული კანონმდებლობა, გარდა მისი იმ ნაწილებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის დროებით მთავრობას, მოქმედი კანონმდებლობა შეუსაბამოს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს.

 

სამხედრო საბჭოს სახელით:

 თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი.

1992 წლის 24 თებერვალი“.

(იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, № 36, 1992 წლის 25 თებერვალი).

 

 

დე-იურედ ძალაში მყოფი - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ ბაზაზე მომქმედი საქართველოს კანონიერი სახელისუფლო შტოების მიერ

1992 წელს გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები