Print

გაზ. № 42 (887)

„...მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ:

ჯვარს ეცვას!“ [მათე 27,23]

 

წინასაპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და მათ პროექტში მონაწილეობა შემოგვთავაზეს.

ტელევიზიაში მისულებმა, მათ შემოთავაზებაზე თანხმობა იმ პირობით განვაცხადეთ, თუკი ეს პროექტი ხელს შეუწყობდა, არა - ჩემი, როგორც - პრეზიდენტობის კანდიდატის პიროვნული გამორჩეული ნიჭის წარმოჩენას, არამედ საშუალება მომეცემოდა ჩვენი ქვეყნის იმ დიდ როლზე მელაპარაკა, რასაც - საქართველოს სულიერი მისია ჰქვია.

ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერში“ მონაწილეთა წინასწარი ჩაწერები სამი დღის მანძილზე - 28, 29 და 30 სექტემბერს მიმდინარეობდა. როგორც უკვე ვწერდით, მათივე გადაწყვეტილებით „ფილარმონიაში“ დაგეგმილ ჩაწერაზე მისვლა - 29 სექტემბერს შემოგვთავაზეს. ჩემთვის განკუთვნილი ე.წ. ნომრის - „8348“ თაობაზე, კერძოდ ვწერდით:

- „...მეორეს მხრივ, კოდირებული - „8348“-ის ჯამური მაჩვენებელი: „8 + 3 + 4 + 8 = 23“, ზუსტად ემთხვევა, არამარტო 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საერთო რაოდენობას, არამედ ხსენებული ჟიურის იმ წამყვანი წევრის გვარისმიერ [„ფარულავა“] მინიშნებას, რომელთანაც დიალოგის ფონზე წარიმართა კიდეც ჩემი სცენაზე გამოსვლის 3 წუთიანი მონაკვეთი.

დიახ, გვარ: „ფარულავა“-ში შე-ფარ-ული კოდ ფარ-ულავა“-ს პირველი წევრი - „ფარ-ი, ქართულ ანბანში ამ ასო-ნიშნის რიგითი ნომრის მიხედვით, კვლავ 23-ზე გვანიშნებდა. 

სცენაზე გამოსვლისას, მოკლე წარდგენის შემდეგ, განვაცხადე - „საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა... მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!

დარბაზში მსხდომნი, რომლებიც, ძირითადად,  გასართობად იყვნენ მოსულნი ერთგვარი, აგრესიით შეხვდნენ ამ სიტყვებს... ჟიურის ერთ-ერთ წევრს [გეგა ფალავანდიშვილს] კითხვის პასუხად განვუცხადე, რომ მათთან ჩემი წარდგომის მიზანი არა ე.წ. მეორე ტურში გასვლა, არამედ საქართველოს მისიის თაობაზე განაცხადის გაკეთება გახლდათ.

მთელი დარბაზი თითქოსდა ყალყზე შედგა - სანახაობის მომლოდინეთ ჩემი მოსმენის ძალა აღარ შესწევდათ. მეც, ჩავთვალე რა ჩემი მათ წინაშე შემდგომი დაყოვნება უაზროდ, მართებული არჩევანის გაკეთება ვუსურვე და - სცენა დავტოვე.

იმავე საღამოს, სოციალურ ქსელ - „ფეისქბუქში“, ასეთი სახის მიმართვა გავავრცელეთ: მიხეილ [გელა] სალუაშვილი: მადლობა/ "რუსთავი -2"-პროგრამა "ნიჭიერი"-შემოქმედებითკოლექტივს, რომელმაცშესაძლებლობამომცა [მათიტრიბუნიდანმიმეწვდინახმამათთვისვინც "ელის"... და] განმეცხადებინაშემდეგი: „საქართველოსადაქართველებს, ღმერთისგანბოძებულიუდიდესიმისიაგვაქვს - დავამოწმოთუფალიესუქრისტესმეორედდიდებითგაცხადებისწინარედროის - ბოლოჟამისდადგომა:  მაშ, ვისაცყურისასმენლადაქვსისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლოჟამითავისდასასრულსუახლოვდება!“ 2013 . 29 სექტემბერი“.

და აი, 2013 წ. 29 სექტემბერს გაკეთებული, ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ჩანაწერი, ტელეეთერში ზუსტად 23-ე დღეს [29,30 ... 20,21], ანუ  - 21 ოქტომბერს გადაიცა.

ეკრანიდან ნაჩვენებმა დამონტაჟებულმა ჩანაწერმა - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: მთელი ჩანაწერი ისე იყო მიჭრილ-მოჭრილი, რომ ჩემი მათთან გამოსვლა ყოვლად უაზრო კონტექსტში წარმოეჩინათ. კერძოდ:

1. ჩემი გამოსვლის წინასიტყვაობა, რომელიღაც შუა მონაკვეთიდან ამოღებული სიტყვებით დაიწყეს, რითაც ერთგვარად გაუგებარი გახდა ამ პროექტში ჩემი მონაწილეობის მთავარი მიზანი;

2. საქართველოს სულიერ მისიაზე საუბრის მონაკვეთი ისე იყო „დაჩეხილი“, რომ რაც შეიძლება უაზროდ წარმოჩენილიყო [მაგ. წინადადების ფრაგმენტი: „...ეს მისია მდგომარეობს, არც მეტი არც ნაკლები იმაში“ შუაზე იქნა გაწყვეტილი, და ნაცვლად მისი გაგრძელებისა: „რასაც მეორედ უფალ იესუ ქრისტე გაცხადების წინარე დროის დადგომის დადასტურება ჰქვია“, გრძელდებოდა სულ სხვა კითხვის პასუხიდან ამოგლეჯილი მონაკვეთით: „ჩემი, როგორც პრეზიდენტის კანდიდატის რანგში ჩართვა ამ საპრეზიდენტო კამპანიაში...“ და ა.შ.];

3. მათ მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული ჩემი პასუხები გადაადგილებული იყო, კერძოდ ერთი კითხვის პასუხად [მაგ. „როგორ შეაგროვეთ 50.000 ხელმოწერა?“] დამონტაჟებული იყო სულ სხვა კითხვაზე [მაგ. ნომრის („8348“) თაობაზე] გაცემული პასუხი, რაც თავად კითხვა პასუხის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს; და სხვა.

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით, უდიდესი მისტერიული არსის მატარებელი გახლდათ, არა მარტო ე.წ. ჟიურის დამოკიდებულება იმაზე, რასაც, ჩემს მიერ, მათ წინაშე საქართველოს უდიდესი სულიერი მისიის არსის გაჟღერება ჰქვია, არამედ ფილარმონიის დარბაზში მსხდომთა ის რეაქციაც, რაც ეკრანიდან ჩანდა. და აი როგორ:

 - როგორც ვიცით, რომის იმპერიაში გლადიატორთა, ან დამნაშავედ მიჩნეული რომელიმე პირის მიმართ ე.წ. მაყურებელი, თავის პოზიციას, ხელის ცერა თითის მდგომარეობის დაფიქსირებით გამოხატავდა. კერძოდ - ზემოთ აწეული ცერა თითი შეწყალების, ხოლო ქვემოთ დახრილი ცერა თითი - სიკვდილის [ჯვარცმის, თავისკვეთის და სხვა] განაჩენის მოთხოვნად ითვლებოდა.

ბიბლიური მინიშნების გაცნობამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო კამპანია, თავისი მისტერიული ფორმით - ძე კაცისას მიერ გასავლელი ე.წ. „ჯვარცმისეული გზის“ არსობრივი ნიშნითაა სახელდებული.

21 ოქტომბერს ტელე-ეთერში გასული ჩანაწერიდან კარგად ჩანდა დარბაზში მსხდომთა მხრიდან - ხელის ცერა თითის დაბლად დახრილი მდგომარეობის დემონსტრაციული დაფიქსირება, რაც ჩემთვის, როგორც სცენაზე მყოფი „დამნაშავის“ [რომელმაც მათ არა რაიმე გასართობი სანახაობა შესთავაზა, არამედ საქართველოს სულიერ მისიაზე დაუწყო საუბარი] მიმართ „სასიკვდილო განაჩენის“ გამოტანის ტოლფასი გახლდათ.

ამ კუთხით, ერთის მხრივ - 29 სექტემბერს, ხოლო მეორეს მხრივ 21 ოქტომბერს ყველას დასანახად მისტერიული ფორმით გათამაშდა ის სცენა, რაც სახარებაში ასეთი  სახითაა წარმოჩენილი:

- „ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ რა ვუყო იესუს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო მას: ჯვარს ეცვას! ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა მან? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!“ [მათე 27,22-23];

- „ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!“ [მარკ. 15,13];

- „...ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!..

ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ“ [ლუკა 23,21; 23].

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მათდა გასაგონად ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ბოლო ჟამში, ე.წ. „ჯვარცმისეული გადაწყვეტილების“ მიღების შესაბამისი ეტაპის დროითი მიჯნა - 2013 წ. 29 სექტემბრისა და 21 ოქტომბრით გამოიკვეთა, ანუ მისტერია ნორმით სრულდება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი; დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!  

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

2013წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა

მარათონის ქრონიკები

წინასაპრეზიდენტო მარათონი - 2013 წ. 18 მაისის „ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო, რომელშიც ვკითხულობთ - „...კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, დასახელებულ იქნეს სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე -  მიხეილ (გელა) სალუაშვილი“ [იხ. გაზ. №20(865), გვ.2].

გარკვეული სამუშაოების წარმართვის ბოლოს, აღნიშნული გადაწყვეტილების განსაჯარისების მიზნით პირველი ბრიფინგი, პარტიის შტაბ-ბინაში ჩატარდა - „- 25 ივნისს „ლასკარში“ გამართული ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე...“ [იხ. გაზ. №25(870), გვ.4].

არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, 2013 წ. 3 ივლისს ცესკოში წარდგენილი  განცხადების საფუძველზე, ცესკომ გადმოგვცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად განკუთვნილი სპეციალური ბლანკი [იხ. გაზ. №26(871), გვ.8].

ხელმომწერთა სიის საჭირო რაოდენობის [22 ივლისი]  წარდგენის შემდეგ - 2013 წ. 26 ივლისს ცესკომ ოფიციალურად დაგვარეგისტრირა, როგორც არჩევნებში მონაწილე პირველი ოფიციალური კანდიდატი [იხ. გაზ. 29(874) და გაზ. №30(875)].

წინასაპრეზიდენტო მარათონის მანძილზე, სხვადასხვა ტელე-სივრცეში ჩვენი გამოსვლების დანომრითი თანამიმდევრობა ასეთი გახლავთ:

№1 - 25 ივნისი: „ლასკარში“ გაიმართა ბრიფინგი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის გასაგონად, პირველად გაჟღერდა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მონაწილეობის გადაწყვეტილება, იმავე დღის 23.05 სთ-ზე [განმეორებით მეორე დღეს - 9.43 სთ-ზე] გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

№2 – 12 ივლისი: „...ცესკოს მხრიდან, 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში, დღეისათვის დარეგისტრირებული კანდიდატების განაცხადის სიის ტ/კ „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გაშუქების მეორე დღეს - 12 ივლისის 16.00 სთ-ზე, ჩვენს საზოგადოებრივ მდივან ბატონ ჯემალ ჯიქიასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ლასკარში გვეწვია ტ/კ „იმედის“ გადმღები ჯგუფი [კოესპონდენტი ქ-ნი თამარ ჩიხლაძე და ოპერატორი ბ-ნი გიორგი წულაია]. თითქმის 50 წთ-იანი საუბრის ჩაწერის შემდეგ, ტ/კ „იმედის“, 12 ივლისის საინფორმაციო პროგრამაში - „ქრონიკა 20..00 სთ-ზე“, 20 სთ. 26 წთ-დან გაშვებულ 3 წთ. და 55 წმ-იან სიუჟეტში, ჩვენ 2 წუთი და 15 წამი [20 სთ. 27 წთ. 50 წმ. – 20 სთ. 30 წთ. 05 წმ] „დაგვითმეს“ [იხ. გაზ. №28(873), გვ.4].

№3, 4, 5, 6 - 16 ივლისს რამოდენიმე საეთერო გამოსვლა გვქონდა:

15 ივლისს, ჯერ - „ფეისბუქის“, და შემდეგ - ტელეფონით დაგვიკავშირდა საინფორმაციო სააგენტო - „ფრონტ ნიუსის“ წარმომადგენელი - გიორგი ხუხია, და გვთხოვა - 16 ივლისს, 12 სთ. 30 წთ-ზე მათთან გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა. პრესკონფერენციაზე, ნახევარი საათის მანძილზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებათა კორესპონდენტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას საშუალება მოგვეცა შედარებით სრულად გადმოგვეცა, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ზოგადი მონახაზი. პრესკონფერენციის მოკლე ანონსი იმავე დღეს გადაიცა ტ/კ-ების - იმედი, 1 არხი, რუსთავი - 2 ეთერით.

16 ივლისს, დაგვიკავშირდნენ ტ/კ „კავკასიიდან“, და გვთხოვეს მონაწილეობა მიგვეღო მათ სტუდიაში [წამყვანი - ალექსანდრე ელისაშვილი], 22 სთ. 55 წთ - დან დაგეგმილ პირდაპირ გადაცემაში“ [იხ. გაზ. 28(873), გვ.6].

№7, 8, 9 – 18 ივლისი:

ტ/კ „ობიექტივის“ დილის გადაცემაში: 10 სთ. 30 წთ. – 11 სთ. 30 წთ-ამდე,  ტელეჟურნალისტების [ჭიაურელი შორენა, მაღალაშვილი ირაკლი, გაბრიჭიძე გია] შეკითხვებზე პასუხისას შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს ზოგადი ნაწილი წარგვედგინა ტელემაყურებლისათვის.

ამავე -  18ივლისს, 21სთ. 15 წთ-ზე პალიტრა ტვ“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - სოციოგრამა“, მოხდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის წარდგენა. საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბარი უახლოესი მომავლისათვის დაიგეგმა.

18 ივლისს, განმეორებით მოგვიწვიეს ტ/კ „ობიექტივის“ უკვე საღამოს ეთერში. ტელეჟურნალისტ - ბონდო მძინარაშვილთან საუბრის ორი საათის მანძილზე, ზოგადი მონახაზი გაკეთდა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამისა და ბატონ ზვიად გამსახურდიას როლის თაობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში [იხ. გაზ. 28(873), გვ.6-7].

№10 – 26 ივლისი:

24 ივლისს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების, ცესკოში მიმდინარე, შემოწმების დროს დაგვიკავშირდნენ ტ/კ „ინფო-9“-ის კორესპონდენტები და მათ მიერ დაგეგმილი ახალი რუბრiკისათვის „სტუმრად პრეზიდენტობის კანდიდატთან“, ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს.

ცესკოს შენობასთან მოსულმა ორმა ტელეოპერატორმა დიდხანს არჩია ინტერვიუს ჩაწერისათვის შესაფერისი ადგილი, და ბოლოს მე და კორესპონდენტს [მერიკო კარტოზიას] - იქვე განთავსებული სკვერის ერთ-ერთი ხის ძირას „მიგვიჩინეს“ ადგილი. ინტერვიუ, რუბრიკისათვის განკუთვნილი 20-25 წუთის ნაცვლად - 50 წუთამდე გაგრძელდა [საბოლოოდ - „ინფო 9“-ს გვერდზე 26 ივლისს განთავსებული ჩანაწერი - 20 წთ. 29 წმ.-ის ხანგრძლივობისაა] [იხ. გაზ. 29(874), გვ. 4].

№11, 12 – 26 ივლისი:

26 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ფრონტ ნიუსის“ პრეს-კლუბში [აწყურის ქ. 41] ჩატარებულ ბრიფინგზე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - ჯემალ ჯიქიამ, საქართველოს ამომრჩევლების გასაგონად, წაიკითხა პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბიოგრაფია... აღნიშნული ბრიფინგის ვიდეო ჩანაწერი 26 და 27 ივლისს სამჯერ გავიდა საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხზე. მცირე რეპორტაჟი გადაიცა ტ/კ მე-9 ეთერში... [იხ. გაზ. 30(875), გვ. 5].

№13 – 28 ივლისი:

2013 წლის 25 ივლისს „ლასკარში“ გვესტუმრა ტ/კ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთა ჯგუფი - თენგიზ გოგოტიშვილის, ანი გოგოსაშვილისა და ლევან თეთვაძის შემადგენლობით. ერთსაათიანი ინტერვიუდან, კვირას, 28 ივლისს, 21.00 სთ-ზე, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში ჩვენ მხოლოდ ორიოდე წუთი გამოგვიყვეს;

№14 - 29 ივლისს:

საინფორმაციო სააგენტო „რე ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, და მის მიერ ცესკოში, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად დანიშნულმა - ჯემალ ჯიქიამ და წმ. სამების ტაძრის დიაკვანმა მამა ელიზბარმა [დიაკონიძე];

№15 – 30 ივლისი:

საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო 106,4“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის პირველი ნაწილის თაობაზე. 40 წუთის განმავლობაში, მოკლედ გაშუქდა საქართველოს სულიერი მისიის გამომკვეთი ის ნიშნები, რომლითაც ბოლო ჟამის დადგომა გვიდასტურდება. მიზეზთა გამო, „პირველი რადიო 106,4“-ის ეთერში, ჩატარებული ბრიფინგი, მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებში აისახა [გადაიცა 2 წუთიანი სიუჟეტი];

№16 -31 ივლისი:

ტ/კ „მეცხრე არხს“, ლასკარის საზოგადოებრივ მდივან, ბატონ ჯემალ ჯიქიათან ერთად ვეწვიე. გადაცემა „ცხელი შუადღე“ -ს პირდაპირ ეთერში ჩემი და შალვა რამიშვილის დიალოგი - 13.38 წთ-დან ვიდრე 14.00 სთ-მდე გაგრძელდა;

№17 - 1 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, გავაშუქეთ ბოლო ჟამში საქართველოს სულიერი მისიის არსობრივი მხარე [იხ. გაზ. 30(875), გვ. 4-7];

№18 - 5 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო - „რეალ ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, დეტალურად ვისაუბრეთ 1991-1992 წლების მოვლენების შეფასებისა და 1992 – 2012 წლებში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების საკითხსა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი 5-6 აგვისტოს სამჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის ეთერით;

№19, 20  – 6 აგვისტო:

ლასკარში გვეწვია საინფორმაციო სააგენტო - „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი დავით გულედანი. დაგეგმილი 3 წუთიანი აუდიო ჩანაწერის მომზადების მიზნით წარმართული საუბარი 15-16 წუთი გაგრძელდა;

ტ/კ „ობიექტივის“ გადაცემაში - „დიალოგი პირდაპირ ეთერში“ [წამყვანი - მაკა რაზმაზე], ერთი საათის მანძილზე, დეტალურად განვიხილეთ, 1992 – 2012 წლებში ქვეყანაში არსებული - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკური შეფასების საკითხები, და ამ სამართლებრივ ბაზაზე ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

№21 - 7 აგვისტო:

სახლში გვეწვია ტ/კ „მირ“-ის გადამღები ჯგუფი. ოჯახურ გარემოში წარმართული საუბრის გადაღება 40 წთ-მდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, 9 აგვისტოს ტ/კ „მირ“-ს 16.00, 19.00 და 22.00 საათიან საინფორმაციო გადაცემაში გასული სიუჟეტის ხანგრძლივობამ -  2 წთ. 54 წმ.  შეადგინა.

№22 - 8 აგვისტო:

ტ/კ „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დავით აქუბარდია], საშუალება მოგვეცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველ ნაწილსა [საქართველოს სულიერი მისია] და მეორე ნაწილის პირველ საკითხზე [რეჟიმის გასამართლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები], თითქმის 50 წთ-ის მანძილზე დეტალურად გვესაუბრა [იხ. გაზ. №31(876), გვ. 2-3];

№23 -9 აგვისტო:

ლასკარში გვეწვია ტ/კ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი. ჟურნალიტ მარიამ გაფრინდაშვილთან გამართული ნახევარსაათიანი საუბრის „შედეგი“, 10 აგვისტოს საინფორმაციო პროგრამაში - „კურიერი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში მხოლოდ 1 წუთის ხანგრძლივობით გავიდა [21 სთ. 18,29 – 19,24 წთ.];

№24 - 12 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, გაშუქდა 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მესამე ნაწილი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის: 1. ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა [სამხარეო პრინციპი] და 2. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის - ორპალატიანი სისტემით აგების საკითხები“.

№25 - 13 აგვისტო:

სატელეფონო ინტერვიუ შედგა - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუინ“-ის [ერთსულოვნება] ჯურნალისტთან - ალექსანდრე ოგანესიანთან. როგორც საუბარში გაირკვა, ისინი, საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში, თავისი ახალი რუბრიკის დაწყებას ჩემთან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნებით აპირებდნენ.

№26 - 15 აგვისტო:

ტ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი გია გაბრიჭიძე] ვისაუბრე ბოლო ჟამში საქართვე;ლოს სულიერი მისიის, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე აგების საკითხებზე;

№27 - 16 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს პრეს-კლუბში, სპეციალური ბრიფინგი გავმართეთ. თემა - ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილის გადადგომის შემდგომად შექმნილი მდგომარეობა. აღნიშნული მასალა გაშუქდა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამაში [18 სთ. და 18,20 წთ. და 21 სთ. და 32 წთ.], სრული ჩანაწერი გადაიცა მეორე არხის ეთერში [იხ. გაზ. 32(877), გვ. 4-6];

№28, 29 – 19 აგვისტო:

ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამაში - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ გათალისწინებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის“ გაშუქების მიზნით, 2013 წლის 19 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი ჩავატარეთ, რომლის მოკლე მიმოხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჯერ - საინფორმაცი პროგრამა „მოამბე 12 საათზე“, ხოლო შემდგომად, ბრიფინგის შედარებით სრული ვარიანტი მეორე არხის ეთერში 19 და 20 აგვისტოს სამჯერ გადაიცა [15:00 სთ. – 18:00 სთ. – 21:00 სთ. – 09:00 სთ];

№30 – 20 აგვისტო:

ამავე თემაზე, მ/კ „ობიექტივის“ ერთ-ერთ წამყვანთან - მაკა რაზმაძესთნ მიღწეული წინასწარი შეთნხმებისამებრ, მათ პირდაპირ ეთერში ნაწილობრივ [შეზღუდული დროის ფარგლებში] ვისაუბრეთ;

№31 – 21 აგვისტო:

მ/კ „ობიექტივში“, გაზეთ  „საქართველო და მსოფლიო“-ს რედაქციისათვის განკუთვნილ ერთ საათიან დროში, გადაცემის წამყვანის ჯაბა ჟვანიას შემოთავაზებით, მონაწილეობის მისაღებად მივედით მე და მამა ელიზბარი (დიაკონიძე). დაახლოებით ნახევარი საათის ფარგლებში, შესაძლებლობა მომეცა შეძლებისდაგვარად სრულად გამეშუქებინა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი;

№32 – 22 აგვისტო:

საზოგადოებრივი არხის მაუწყებლობის პირველი არხის ჟურნალისტებმა სექტემბრის პირველი კვირიდან დაგეგმილ გადაცემათა ციკლის - „პოლიტიკური კვირის“ გახსნის მიზნით, წინასწარ ჩაწერაზე მისვლა 22 აგვისტოსათვის შემოგვთავაზეს. ერთსაათიანი ჩანაწერი [წამყვანი - ქეთევან ბოჯგუა], მოგვიანებით არხზე განხორციელებული რეორგანიზაციისა გამო ეთერში აღარ გასულა;

№33 – 22 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაი ტვ“-ს ჟურნალისტებმა, მათთან მორიგი სტუმრობისას, გამიზიარეს თავიანთი ჩანაფიქრი - ჩემი თანხმობის შემთხვევაში, ჩემზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე მოკლე დოკუმენტური ჩანახატის გაკეთების თობაზე. ვიდეო გადაღების დღედ - 22 აგვისტო შეირჩა.

ჟურნალისტების - თამარ ბერძენიშვილისა და გოგა ზექალაშვილის ინიციატივით აუდი-ვიდეო ჩაწერა, ჯერ - ჩვენს ოფისში, შემდეგ ჩემთან სახლში (მუხიანი), და ბოლოს ბ-ნ ჯემალ ჯიქიას კერძო ეზოიან ბინაში (ვაშლიჯვარი) განხორციელდა.

ზოგადად, პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკაშირებული პირველი ფილმისათვის მცირე ინტერვიუები აიღეს - დედაჩემისგან (ნანული ერქვანიძე), ბატონების - ჯემალ ჯიქიას, ბეჟან შერგელაშვილის, ლევან ჩოხელისა და მევლუდ მამადაშვილისაგან. ინტერნეთ სივრცეში გავრცელებული ფილმის ხანგრძლივობამ 15 წთ. შეადგინა [იხ. გაზ. №33(878), გვ.4-8];

№34 – 26 აგვისტო:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა ორ საკითხი:

1.  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეექვსე ნაწილი, რომელიც - „საქართველოში მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების“ თემატიკას მოიცავს.

2. ცესკოში, 12 აგვისტოს შემდგომად შექმნილი მდგომარეობის ის დეტალები, რომლითაც მოსალოდნელი სამართლებრივი შეუსაბამობების თავიდან აცილებაა შესაძლებელი;

№35 – 28 აგვისტო:

მ/კ „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში, განმეორებით გაუშვეს 21 აგვისტოს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა;

№36 - 2 სექტემბერი: საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა,  10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეშვიდე ნაწილი, რომელიც  - „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს“ ეხება;

№37, 38, 39, 40  -3 სექტემბერი

იპოთეკარების მიერ მთავრობის კანცელარიასთან მოწყობილ საპროტესტო მიტინგზე მონაწილეობისას - პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ, წარმოდგენილი იქნა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული აღნიშნული პრობლემის მოგვარების მექანიზმი. ამ დღეს მიმდინარე აქციის მასალები გაშუქდა ტ/კ-ების: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის; „რუსთავი 2“-ის; „იმედი“-სა და „მაესტრო“-ს ეთერში;

№41, 42 - 2013 წ. 6სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში  გაშუქდა „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნული მასალა სრულად გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე. მოკლე ანონსი გაშუქდა ტ/კ „რუსთავი -2“-ის ეთერით [იხ. გაზ. 35(880), გვ. 6-8];

№43 - 9 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წარმოვადგინეთ: საქართველოში - პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი სახელისუფლო ვერტიკალის ერთადერთი მეთაურის საკითხის დარეგულირების  მექანიზმი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ყოფნისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებასთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების გატარების საკითხები. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი, იმავე დღეს, რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხზე [იხ. გაზ. 36(881), გვ. 6];

№44 - 16 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წარმოდგენილი იქნა, 10 ნაწილიანი საპრეზიდენტო პროგრამის [„უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“] მეცხრე ნაწილი, რომელიც - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკას“ ეხება.

კერძოდ, განხილული იქნა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის სისტემური ცვლილებისათვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმ დღესვე გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე;

№ 45 - 17 სექტემბერი:

რადიოუცნობის" გადაცემაშიინტერნეტკაფე" . FM 98.1 14.15 სთ-ზე რადიო წამყვანის - ნიკა ლაჭყებიანის ინიციატივით] მოხდა 5 წუთიანი პირდაპირი ჩართვა - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან;

№465 – 17 სექტემბერი:

ტ/კ „კავკასია“-ს პირდაპირ ეთერში, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობის კანდიდატთან: მიხეილ [გელა] სალუაშვილთან [წამყვანი დავით აქუბარდია]. განხილული იქნა - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების თემატიკა“;

№47, 48 - 20 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე ჩემს დაბარებასთან  დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გავმართეთ. აღნიშნული ჩანაწერი, პარლამენტის სხდომის პირდაპირი ჩართვის გამო, მხოლოდ მცირე მონაკვეთის სახით გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე, ხოლო პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ 16 და 19 სთ-იან გამოშვებაში ერთ წუთიანი სიუჟეტი დაეთმო [იხ. გაზ.№37(882), გვ. 1-5];

№49 - 21 სექტემბერი:

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს, საზოგადოებრივი რადიოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 17.30 სთ-დან, გადაცემაში - „გენდერი და პოლიტიკა“, გაიმართა საუბარი - პრეზიდენტობისკანდიდატთან მიხეილ [გელა] სალუაშვილთან [წამყვანი - ლელა კურდღელაშვილი];

№50 -23 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა -„საქართველოში - პოლიტიკური სპექტრის ურთიერთ თანამშრომლობის ახალი მექანიზმის დეტალები“, კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის  თანამშრომლობის გაუმჯობესებისეული საკითხები. ბრიფინგის სრული ჩანაწერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დრეს გადაიცა [22 სთ. 39 წთ.];

№51-25 სექტემბერი:

ტ/კ „ტაბულას“ გადაცემა - „მძიმე კაცი“-ს წამყვანის დავით კოვზირიძის ინიციატივით, 3 ოქტომბერს [ხუთშაბათი], 22.45 სთ-ზე ღია ეთერში გასვლის მიზნით, განხორციელდა 20 წთ-იანი გადაცემის ჩაწერა, რომელიც 1 ოქტომბერს გავიდა ეტერში [იხ. გაზ. №38(883), გვ. 3-6];

№52 -29 სექტემბერს,

დაგვიკავშირდა ტ/კ „რუსთავი - 2“-ის პროგრამა „ნიჭიერი“-ს ხელმძღვანელი და მთხოვა მონაწილეობა მიმეღო ფილარმონიაში დაგეგმილ „ნიჭიერი“-ს პროექტის წინასწარ ჩაწერაში. აღნიშნული ჩანაწერი ტელე სივრცეში გადაიცა 21 ოქტომბერს;

№53 -30 სექტემბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გააშუქა: საქართველოში - დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმის დეტალები კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში ქალთა უფლებების ის უნიკალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იმ საკითხის მოგვარებას, რასაც - „დედა დაუბრუნდეს ოჯახს“ ჰქვია

№54, 55, 56 -

ოქტომბრის თვის 1-2 და 4 რიცხვებში საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში სამი ბრიფინგი ჩატარდა, რომლებიც დაეთმო - საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალებს. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები [რეინკარნაციის არსი, მაცხოვრის მეორედაც შობით მოსვლა, საქართველოს მისტერიული როლი და ა.შ.].

№57 - 3 ოქტომბერს,

სახლში მოსულმა ტ/კ „აჭარა“-ს გადამღებმა ჯგუფმა, პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მცირე ვიდეო ჩანახატი გააკეთა, რომელიც იმავე დღეს, მათი ტელევიზიის ეთერით გადაიცა [იხ. 20 სთ. და 45 წუთიდან];

№58, 59 - 7 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი [მეორე ნაწილი]. აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით; ინფორმაცია გავიდა 1-ლი არხის საინფორმაციო გადაცემა - „მოამბეში“.

№ 60, 61  - 8და 9 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის ის დეტალები, რომლებშიც განხილულია - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი. აღნიშნული გადაცემის სრული ჩანაწერი რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხით;

№62, 63, 64  -10ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილის დეტალები, კერძოდ: 1. იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემისა და 2. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელი საკანონმდებლო რეგულაციის საკითხები.

აღნიშნული ბრიფინგის პირდაპირი გადაცემა ხდებოდა ინტერნეტ სივრცეში მაუწყებელ, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი. გე“-ს ელ. გვერდზე. სრული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში. 1-ი არხის საინფორმაციო გადაცემაში გაშუქდა შეხვედრის მცირე მონაკვეთი.

№65 - 10 ოქტომბერი:

საზოგადოებრივი არხის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდია“-ს წამყვანთან [ეკა მიშველაძე] ერთად პირდაპირ ეთერში განხორციელდა საპრეზიდენტო პროგრამის თეზისური წარდგენა;

№66-11ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნა - საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - ე.წ. მარკირებისა და „აიდი“ ბარათების თემასთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი;

№67 - 14ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული: 1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და 2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან - „პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს ჩამოყალიბების საკითხები;

№68, 69 - 15ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებულისპეციალური მიმართვა - ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძისადმი, მათ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერით.

ამავე დღეს, იგივე საკითხზე  მედია/კავშირი „ობიექტივი“-ს პირდაპირ ეთერში [წამყვანი - მაკა რაზმაძე], ერთი საათის მანძილზე, ისაუბრეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და პრეზიდენტობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ჯემალ ჯიქიამ].

№70 - 16ოქტომბერი:  

რადიო „თავისუფლების“ [სიხშირე 107.4], პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე შემადგენელი ნაწილის თაობაზე;

№71 -16ოქტომბერი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის  პირდაპირ ეთერში [წამყვანი - დოდო შონავა], გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს რელიგიურ [საქართველოს სულიერი მისია] და პოლიტიკურ ასპექტებზე.

№72 - 17ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური მიმართვა - გიორგი მარგველაშვილისადმი, მის მიერ საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოჩილების მოწოდებასთან დაკავშირებით;

№73 - 17 ოქტომბერი:

„ლასკარში“ გვეწვია „სტუდიო რე“-ს გადამღები ჯგუფი [ჯურნალისტი ნინო გელაშვილი], რომელთანაც ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ, გაშუქდა 20 ოქტომბრის ტ/კ „მაესტრო -24“-ის, 19.00 სთ. საინფორმაციო გადაცემაში; 

№74 - 18 ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გაშუქდა  საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილი. კერძოდ განხილულ იქნა რუსეთ - საქართველოს ომთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნებანი: 1. ვინ დაიწყო ომი; 2. რას ნიშნავს ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და სხვა. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში;

№75 - 18 ოქტომბერი:

ქ. გურჯაანში, ტ/კ „გურჯაანის“ პროგრამა - „ძალა უძალოთა“-ში [წამყვანი ლევან ალექსიშვილი], ერთი საათის მანძილზე, პირდაპირ ეთერში, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის ორივე ნაწილის თაობაზე; უპასუხა მაყურებელთა შეკითხვებს;

№76, 77 – 21 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში განხილული იქნება: 1991-1992 წ.წ. ტრაგიკული მოვლენების გამო ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი. აღნიშნული ბრიფინგის პირდაპირი გადაცემა ხდებოდა ინტერნეტ სივრცეში მაუწყებელ, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი. გე“-ს ელ. გვერდზე. სრული ჩანაწერი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში;

№78 – 22 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე შეჯამდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-პოლიტიკური ნაწილი;

№79 – 22 ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში, მიხეილ ანდღულაძის მონაწილეობით გაიმართა დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს [მიხეილ სალუაშვილი და თამაზ ბიბილური] შორის;

№80 - 22 ოქტომბერი:

ტელე/კომპანია „ტვ3“-ს პოლიტიკურ პროგრამა „დიდი პოლიტიკა“ -ს [წამყვანი - ინგა გრიგოლია] პირდაპირ ეთერში გაშუქდა საპრეზიდენტო პროგრამის დეტალები;

№81 - 23ოქტომბერი:

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში წაკითხული იქნება: მიმართვა ეროვნული სულისკვეთებით  მაფიქრალი საქართველოს მოქალაქეებისადმი;

№82 - 24 ოქტომბერი: საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში საბოლოოდ შეჯამდა საპრეზიდენტო პროგრამის ეროვნულ-რელიგიური ნაწილის დეტალები;

№83 - 25ოქტომბერი:  

საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში შეაჯამა წინასაპრეზიდენტო კამპანია.

ამდენად, 25 ივნისიდან ვიდრე 25 ოქტომბრამდელ 123 დღის მანძილზე, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაშუქება, სხვადასხვა სინფორმაციო საშუალებებში - 83-ჯერ იქნა გაშუქებული.

აქვე განსაკუთრებით უნდა გამოიყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი, რომლის ეთერშიც, ჩვენს მიერ [მეორედ მოსვლის ტემატიკის შემცველი] მთელი ამ დროის მანძილზე ჩატარებული ბრიფინგები, სრული ჩანაწერის სახით გადაიცემოდა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო „ლასკარი“-ს წევრების ერთულოვანი მხარდაჭერა; მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ ანდღულაძესა და მთელ მის კოლექტივს, აგრეთვე მამა ელიზბარ დიაკონიძეს, ავთანდილ იოსელიანს, ალექსი კობაიძესა და გიორგი ჩიხლაძეს გვერდში დგომისათვის.

 „ლასკარი“-ს სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ლასკარი“-ს საზოგადოებრივ მდივანს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელსა და ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატის დამკვირვებელს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს - ბატონ ჯემალ ჯიქიას, იმ დიდი როლისათვის, რაც მან ითამაშა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის შესაბამისი დონით საზოგადოებამდე მიტანის საქმეში.

და ბოლოს - მადლობა გვინდა შევწიროთ ღმერთს, რომელმაც შეგვაძლებინა 2013 წლის 27 ოქტომბრის წინასაპრეზიდენტო კამპანიის ისე წარმართვა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენის მხრიდან არანაირი ფინანსური ხარჯი არ ყოფილა გაწეული.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

დიდი ხანია სამშობლოვ,

ჩვენს მიწა-წყალზე - ბნელოდა...

უკვე - ნიშანი გამოჩნდა,

რასაც ქვეყანა ელოდა.

უფალი მოდის! - გაიგეთ,

ეს ხომ ბიბლიამ გვახარა...

როცა სატანამ „გაიგო“,

უცებ ფარ-ხმალი დაყარა...

გავითავისოთ სუყველამ,

გავისუფთაოთ გულები...

საქართველოში იხსნება,

მსოფლიო სასწაულები.

კავკასიონის მწვერვალზე

უკვე გამოჩნდა სინათლე...

ჩემს საქართველოს ვფიცავარ:

რომ გაიმარჯვებს სიმართლე...

უფლის რჩეულო შვილებო,

არ გაიტეხოთ გული,

ჩვენ ყველას, მალე გვეწვევა

ის დიდი სიხარული...

ეკატერინე

ხრიკული