Print

გაზ. № 44 (889)

„დამდგარ დროში“ გამჟღავნებული საიდუმლო, ანუ

კიდევ ერთხელ - „ქრისტეს სამი სამოსის შესახებ“

ბიბლური სწავლებით - „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1]. ამიტომ, მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

საუბარი, რამოდენიმე მომხდარ-მოსახდენი პროცესის შეხსენებით გვინდა დავიწყოთ. კერძოდ, გაზეთის წინა ნომრებიდან უკვე ვიცით, რომ:

- მაცხოვრის პირველი მოსვლისაგან განსხვავებით, როდესაც განკაცებული უფალი, ნათლისღებიდან ათვლით ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდე, საღვთო სწავლებას გადასცემდა კაცობრიობას, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება - განკითხვის დღესთან ასოცირდება, რომლის დადგომისეული კონკრეტული ჟამის თაობაზეც - „...არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36];

- ბიბლიაში კოდირებულად გადმოცემული მინიშნებების, ანუ - „დამდგარ დროში“ გამჟღავნებულ საიდუმლოთა ე.წ. „დროითი კუთხით ამოსაცნობი“ ეტაპი - ჩვენი ქვეყნის „ჩრდილოეთის მეფის“ ტყვეობაში 70 წლიანი დროის მონაკვეთით იწყება [1921 -1991 წ.წ.], და - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“-ით [3 ეზრა 12,21] გამოკვეთილი „დასასრულის“ დადგომით [ანუ - 2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერში] მთავრდება;

- იერემიას პირით, ღმერთი ასე გვაუწყებს - „აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს, მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ [იერ. 23,5-6].

აღნიშნულის მისტერიული მინიშნება - 2011 წლის 23 დეკემბერს ასრულდა, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სახელდებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ჩვენი პ/გ-ის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“ [პირველი რეგისტრაცია - 2.04.1992 წ., მეორე რეგისტრაცია - 27.02.1995 წ.] სრული დასახელება ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

- ხსენებული „დასასრულის“ დადგომამდელ დროში, ანუ ვიდრე - „...მოვა დასასრული, განკითხვის დღე“ [3 ეზრა 12,34], ბოლო ჟამში გასავლელი მორიგი  ეტაპის თაობაზე მაცხოვრის შემდეგი ნათქვამიც უნდა გავიხსენოთ: „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

ჩვენის აზრით [ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე], აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს - უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ...არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-;

- კონკრეტულ დროით ეტაპზე მიგვანიშნებს, კოდირებული: „ლომი რომ იხილე ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი...“ [3 ეზრა 12,32], სადაც - ერთის მხრივ 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო, და მეორეს მხრივ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის „ლომის ზოდიაქოში“ [23 ივლისი - 23 აგვისტო] დაწყებაზეა მინიშნება;

როგორც დაინტერესებულმა მკითხველმა იცის - 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მიზეზთა გამო, ჩვენ მონაწილეობა ვერ მივიღეთ. წინამდებარე საუბარი, სწორედ ამის შემდგომად განვითარებული მოვლენების ანალიზის ფონზე გვინდა გავაგრძელოთ.

 

„ქრისტეს სამი სამოსი“

აღნიშნულის თაობაზე საუბარი, კვლავ, უკვე თქმულის შეხსენებით გვინდა დავიწყოთ. კერძოდ, ჯვარცმის დღეს, მაცხოვრის სამოსელთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების სახარებისეული ანალიზით - „...ასეთი თანამიმდევრობითი სურათი იკვეთება:

1. მღვდელმთავრებს, შეპყრობილი იესუ პარასკევ დილით - პილატესთან მიჰყავთ;

2. პილატე, გაიგებს რა რომ იესუ გალილეველიაო, ცდილობს თავიდან აიცილოს მისაღები გადაწყვეტილება და გალილეის მთავარს - ჰეროდეს უგზავნის იესუს: „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით, და უკანვე გაუგზავნა პილატეს“ [ლუკა 23,11];

3. „ბრწყინვალე სამოსით“ შემოსილი იესუ მიჰყავთ პილატესთან - „მაშინ პილატემ წაიყვანა იესუ და გააშოლტვინა. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი“ [იოანე 19,1-2].

მათეს სახარებისეული მინიშნება, რომ მაცხოვარს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით“ [მათე 27,28], გვაფიქრებინებს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აქ - ჯარისკაცების მიერ, იესუსთვის, მანამდე ჰეროდესგან უკვე „ბოძებულ“ - „ბრწყინვალე სამოსლის“ გახდაზეა საუბარი.

4. უგუნურმა ბრბომ [ჯარისკაცებმა...] „ძოწეულით შემოსილ“ მაცხოვარს - „...დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ, და მუხლმოყრილნი, თაყვანს სცემდნენ მას. და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარკ. 15,18-20]...

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარასკევის დილიდან მოყოლებული ვიდრე ჯვარცმამდე, უფალ იესუ ქრისტეს:

1. ჯერ ჰეროდესთან შემოსავენ „ბრწყინვალე სამოსით“ [ლუკა 23,11];

2. შემდეგ პილატესთან მიყვანილს - „ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით[მათე 27,28];

3. ხოლო - „... როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,20].

მაშ ასე, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ამოსაცნობი ეს მინიშნება, რომელიც უდავოდ დროისმიერ ასპექტზე უნდა გვითითებდეს, ასეთი რიგითობით ხასიათდება: „თავისი სამოსი“ – „ბრწყინვალე სამოსი“ – „მეწამული ქლამიდი“ – „კვლავ თავისი სამოსი“...“ [იხ. გაზ. №14(859), გვ. 3-4].

ლასკარული ცნობიერების გათვალისწინებით, აქ - ბოლო ჟამში გასავლელი ის კონკრეტული ეტაპები უნდა იყოს მინიშნებული, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობით ეტაპებს უკავშირდება; და აი როგორ.

 

ა) „თავისი სამოსი“

კოდირებული - „ძე კაცისას“ არსობრივი მხარის მისტერიულად შემსრულებელი ჩვენი გაერთიანების სახელდება, 1992 წლის 10 იანვრიდან მოყოლებული, 2011 წ. 23 დეკემბრის გავლით, ვიდრე - 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე გახლდათ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე.

ჩვენის აზრით - „თავდაპირველი სამოსი“-ს მისტერიული არსი სწორედ ამ სახელდებაშია საძიებელ - მოსააზრებელი...

 

ბ) „ბრწყინვალე სამოსი“

მოდით, ჩვენი წინამდებარე საუბარი, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) მიერ: „იერუსალიმში - ქრისტეს სამი სამოსის შესახებ“ გამოთქმული მოსაზრების გახსენებით განვაგრძოთ.

ჩვენ უკვე ვწერდით - „...უწმინდური მეფე ჰეროდე ელოდა, რომ ქრისტე მის წინაშე სასწაულს აღასრულებდა, მაგრამ არა გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების სასწაულს მოელოდა იგი, არამედ - სასწაულს ბაზრისა, ცნობისმოყვარეთათვის სასეიროს. მის წინაშე კი ამ დროს ქვეყნიერების ზურგზე უდიდესი სასწაული იყო, - უცოდველი და წმიდა ადამიანი. სრულიად განსხვავებული მისგან...

 ისევე, როგორც პილატეს, სიცრუესა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლულს, როდესაც უცქერდა ჭეშმარიტებას, არ შეეძლო ჭეშმარიტების დანახვა, ასევე ჰეროდეს, ცოდვის შავი ქერქით დაბრმავებულს, როცა შესცქეროდა უბიწოებას, არ შეეძლო უბიწოების დანახვა.

საკუთარ მოლოდინში გაწბილებულმა ჰეროდემ ქრისტე თეთრ სამოსელში შემოსა. მაგრამ თეთრი ფერი - სიწმინდისა და უბიწოების ფერია. წაგიკითხავს, რომ უფლის ანგელოზნი, წმიდანი და უცოდველნი, თეთრი სამოსელით ეცხადებოდნენ (იხ. იოან. 20,12). ასე რომ, წყეულმა ჰეროდემ ქრისტე თავის, და სხვა მრავალ ცოდვილთა, მსგავსად მიიჩნია და იგი თეთრი სამოსელით შემოსა. და ისევე, როგორც პილატეს ჯარისკაცებმა დაცინვით აღიარეს უფალი მეფედ, ჰეროდემაც აღიარა იგი უბიწო ადამიანად. ანუ, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, ქრისტე თავის მოძულეთა მიერ აღიარებული და გამოცხადებული იყო - თუნდაც უნებურად და შეუცნობლად - იმად, ვინც სინამდვილეში იყო...“ [იხ. გაზ. №14 (859), გვ.5].

 მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი სახელით ვაპირებდით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

ცესკოსადმი მიწერილი ჩვენი განაცხადის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციისათვის, კანონით განსაზღვრული ოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად, გადმოგვცეს ხსენებული სახელდების [„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“] მქონე სპეციალური ბლანკი.

ამდაგვარი სახელის დაფიქსირება, მავანთა მხრიდან ჩვენს მიმართ გამოხატული ერთგვარი დაცინვის მიზეზი გახდა. ხსენებული მოვლენა, ჩვენის აზრით, მისტერიული აცხადების სახე უნდა იყოს, უკვე ხსენებული, სახარებისეული მინიშნებისა - „ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო იესუ და მასხრად აიგდო იგი; და შემოსა ბრწყინვალე სამოსით [აქ - ცესკოს მიერ გადმოცემული სპეციალური ბლანკი]...“ [ლუკა 23,11];

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისდა მიუხედავად, მიზეზთა გამო, 2012 წ. 24 აგვისტოს, ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო რეგისტრაციაზე უარი განგვიცხადა;

 

გ) „მეწამული ქლამიდი“

წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) აღნიშნავს - „...მეწამული ფერის სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია.

როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა.

პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები....“ [იხ. გაზ. №14 (859), გვ.5].

 2013 წლის 18 მაისს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩვენი პ/გ, 2013 წ. ოქტომბერში, საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შერჩეული: „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“ სახელდებით ჩაერთვებოდა.

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცეოდა... აქედან, ერთ მხარეს - „უფალია ჩვენი სიმართლე“ აწერია, და 2011 წლის 23 დეკემბერს უკავშირდება; ხოლო მეორე მხარის „წარწერა“ – „უფლის სახელით“, სწორედ ზემოთხსენებულ 2013 წლის 18 მაისსთან განივთდებოდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების მეორე დღეს [2 ივლისს], ცესკოში ჩაბარებული განცხადების საფუძველზე ვითხოვდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში - ჩვენი პარტიის მიერ შერჩეული „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდების მქონე გაერთიანებიდან წარდგენილი კანდიდატის სახით მიგვეღო მონაწილეობა.

მკითხველისათვის ცნობილი მიზეზის გამო, ცესკომ, „საარჩევნო კოდექსის“ არასწორი განმარტებიდან გამომდინარე, ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, როგორც - წინა საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის არმქონე პარტიას, უარი გვითხრა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის დასახელების უფლების გამოყენებაზე.

ხელახალი მიმართვის საფუძველზე, ცესკომ - 2013 წ. 26 ივლისს, დააკმაყოფილა ჩვენი პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი სტრუქტურის - „ლასკარის“ წევრთა, როგორც ე.წ. საინიციატივო ჯგუფის მიერ 3 ივლისს შეტანილი განცხადება, და 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ოფიციალურ კანდიდატად დაგვარეგისტრირა.

მაშასადამე, მიზეზთა გამო, ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებასთან მიმართებაში, მოხდა ჩვენთვის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან გაიგივებული „ბრწყინვალე სამოსის“  მოცილება, და საინიციატივო ჯგუფის წარდგინების შემდგომად მოპოვებული - საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით, ანუ „მეწამული სამოსით“ აღჭურვა.  

როგორც აღინიშნა - „...მათეს სახარებისეული მინიშნება, რომ მაცხოვარს - „ტანთ გახადეს [აქ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“], და შემოსეს მეწამული ქლამიდით [აქ - საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი]“ [მათე 27,28], გვაფიქრებინებს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აქ - ჯარისკაცების მიერ, იესუსთვის, მანამდე ჰეროდესგან უკვე „ბოძებულ - „ბრწყინვალე სამოსლის“ [აქ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“]  გახდაზეა საუბარი...“.

და აი, ე.წ. „მეწამული სამოსით“ ჩვენი აღჭურვიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის თაობაზე გაკეთებული განცხადების საჯაროდ გაჟღერების პირველი დღიდან [2013 წ. 25 ივნისი] მოყოლებული, დაუნდობელი დაცინვის სუბიექტად ვიქეცით.

სოციალური ქსელი [ინტერნეტ სივრცე, „ფეისბუქი“ და სხვა] გადაივსო ჩვენს მიმართ გამოხატული [ჩვენის აზრით სრულიად დაუმსახურებელი], სხვადასხვა ფორმის მატარებელი, შეურაცხყოფილი ტექსტებით - ვისაც არ ეზარებოდა, თითქოს, ყველა თავს ვალდებულად თვლიდა რაიმე ფორმით დაეცინა ჩვენთვის.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენს მსგავსად, არაერთი მკითხველი გამოხატავდა გულრწფელ შეშფოთებას - დაუმსახურებელი დაცინვის ფაქტების გამო, თუმცა ჩვენი საერთო ხმა - შეურაცხყოფის შემცველ ტალღაში ობოლი წვეთივით კიაფობდა.

ფურთხისა და დაცინვის ახალი ტალღა აგორდა 2013 წლის 21 ოქტომბერიდან, ანუ - ტ/კ „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში პროგრამა „ნიჭიერის“-ს ფარგლებში ჩემი მონაწილეობის ამსახველი მასალის გაშვების შემდეგ. 29 სექტემბერს გაკეთებული ჩანაწერი, ისე იყო დამონტაჟებული, რომ, გადაცემის ყურებისას, თავად მე „გამიჭირდა“ ტყუილ-მართალის გარჩევა [ამის თაობაზე იხ. გაზ. № 42 (887), გვ. 1-3].

ლასკარისეული ცნობიერების მატარებელი ბოლო ჟამში მაცხოვრებელისათვის, ცხადი იყო, რომ ჩვენს თვალწინ ხდებოდა, სახარებაში დაცული, ზემოთ ხსენებული, მინიშნების მისტერიული გამოვლინება, როდესაც -  უგუნურმა ბრბომ [ჯარისკაცებმა...] „ძოწეულით შემოსილ“ მაცხოვარს - „...დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ, და მუხლმოყრილნი, თაყვანს სცემდნენ მას...“ [მარ. 15,18-19].

მართლაც მძიმედ გაილია ჩვენთვის, როგორც - „ძე კაცისა“ არსის მატარებელი ჯგუფისათვის, წინასაპრეზიდენტო კამპანიისათვის განკუთვნილი დროითი მონაკვეთი.

დამნახავ-მსმენელის ყურისათვის მთელი არსებით გახდა მიუღებელი - გაეაზრებინა, ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის მთავარი მიზანი - საჯაროდ დაგვეწყო საუბარი საქართველოს იმ უდიდეს სულიერ მისიაზე, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის დადგომის დადასტურება ჰქვია.

აშკარად დასტურდებოდა [ხდებოდა], ჩვენს მიერ, წინასწარ, ანუ -  2013 წ. 14 აპრილის გაზეთში დაბეჭდილი [გახსენებული] წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) მიერ გამოთქმული მოსაზრების სისწორე -  „...როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა...“.

სოციალურ ქსელში, ქუჩაში, სატელევიზიო ეთერში, ნაწილი - დაცინვით უსვამდა ხაზს ჩვენი გაპრეზიდენტების „გარდაუვალ რეალობას“; მეორე ნაწილი ხან -„პრეზიდენტად“, ხან კი საქართველოს გადამრჩენელად მომიხსენიებდა და მომავალი გეგმის დეტალებს მითანხმებდა და ა.შ.  

ამ ფონზე, მართლაც რომ წინასწარმეტყველებასავით ჟღერდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) მიერ თქმული  - „...შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად [პრეზიდენტობის კანდიდატობა], რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი [პრეზიდენტობის კანდიდატობა] მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო....“.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებითა და საპრეზიდენტო ინაუგურაციის გამართვის [აქ - 17 ნოემბრის] შემდგომად დასრულდება, ჩვენი, როგორც „ძე კაცისას“ არსის მატარებელი ჯგუფის მიერ, ხსენებული - „მეწამული სამოსელით“, ანუ - პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით სახელდებული გზასავალი... რომლის თაობაზეც სახარებაში ასეა მინიშნებული - „...დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ! და თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ, და მუხლმოყრილნი, თაყვანს სცემდნენ მას. და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული [პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი] და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარ. 15,18-20].

და, დაიწყება - ბოლოჟამის გასრულების მიმანიშნებელი ე.წ. ჯვარცმისეული ეტაპი.

 

დ) დასკვნის მაგიერ, ანუ - „კვლავ თავისი სამოსი“

ყოველივე ზემოთქმულის ერთგვარი შეჯერების შემდგომად, ასეთი ზოგადი სურათი ისახება:

- 1992, 1998 და 2011 წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის შეტანამდე, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სახელდება, ანუ „თავდაპირველი სამოსი“, გახლდათ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

- 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ამომრჩეველთა დადგენილი ოდენობის ხელმოწერების შეგროვება, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ სპეციალურ ბლანკზე: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებით, ანუ ე.წ. „ბრწყინვალე სამოსი“-თ შემოსილებმა დავიწყეთ [თუმცა საბოლოოდ რეგისტრაციაზე უარი გვითხრეს];

- 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენი პარტიის მიერ, საარჩევნოდ შერჩეული იმავე: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებით მონაწილეობაზე უარის მიღების, ანუ ე.წ. „ბრწყინვალე სამოსი“-ს „გახდის“ [„განძარცვის“] შემდგომად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის შემდეგ, ჩვენი - პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება, ე.წ. „მეწამული სამოსელით“ შემოსვასთან იგივდება;

- 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის დადგენილი [არჩევნებიდან მესამე კვირა დღე] დროითი ეტაპის - 17 ნოემბრის  შემდგომად, მოხდება ჩვენი - პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის გაუქმება, ანუ - „მეწამული სამოსელის“ „გახდა“ [„განძარცვა“], და დაიწყება - პარტიის, ადრინდელი -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-თი,  ანუ - „თავდაპირველი სამოსით“ სახელდებული საქმიანობითი ეტაპი.

ჩვენის აზრით, სწორედ ამდაგვარად შეიკვრება, ზემოთ უკვე ხსენებული,  ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ამოსაცნობი, იმ მინიშნებებით გამოკვეთილი წრე, რომელიც ორი პირობითი რიგითობით ხასიათდება:

- სახარების მიხედვით: „თავისი სამოსი“ – „ბრწყინვალე სამოსი“ – „მეწამული ქლამიდი“ – „კვლავ თავისი სამოსი“...“; ხოლო

- ბოლო ჟამისეული დროითი ათვლით: 1992/2012 – 2012/2013 – 2013 წ. 26 ივლისიდან ვიდრე -  2013 წ. 17  ნოემბრის შემდგომად დაწყებული ეტაპი.

აი, ეს არის ის, რისი ღიად თქმაც ამ ეტაპზე შეგვიძლია...

წინამდებარე წერილი კი, ისევ წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) მიერ გამოთქმული მოსაზრების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ - „... ჯვარცმის წინ უფალი საკუთარი სამოსელით შემოსეს, ეს ის სამოსია, რომელიც მას ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა. ის კვართი, რომელშიც იგი მიწაზე დააბიჯებდა და რომელზეც გოლგოთაზე ჯარისკაცებმა წილი იყარეს (იხ. მათ. 27,25).

განა ვერ ხედავ ყოველივე ამაში უდიდეს ჭკუის სასწავლებელს ჩვენთვის?

ადამიანებს საკუთარი წარმოდგენებით გამოაქვთ ჩვენს შესახებ კეთილი ან უკეთური დასკვნები, საკუთარი წარმოდგენებით განსჯიან ან აქებენ.

განა არ გვანან ეს შეფასებანი სხვადასხვა სამოსელს?

ჩვენ ხან ბრძენის კვართით გვმოსავენ, ხანაც მასხარის ძონძებით. ხან გმირობის პორფირით მოგვკაზმავენ, ხანაც მცონარების კონკებს გადაგვაფენენ. და ყველა ეს სამოსელი იცვლება ადმიანურ სამსჯავროს ცვალებადობასა და მერყეობასთან ერთად. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თითოეული ჩვენთაგანი, განკითხვის ჟამს თავისი ჭეშმარიტი სახით და საკუთარი სამოსელით წარსდგება...“ [იხ. გაზ. №14 (859), გვ.5].


და კიდევ!

ვფიქრობთ ორიგინალურნი ვერ ვიქნებით, თუ გავიხსენებთ, რომ სახარებისეული - ჯვარცმის გზა, სწორედ -  აღდგომით მთავრდება. ამ უმძიმეს გზაზე კი:

- „საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენდა მომართ გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, როგორც თქვენთვის უჩვეულო რასმე. არამედ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანამოზიარენი, ხარობდეთ, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც გაიხაროთ და ილხინოთ.

თუ ქრისტე სახელისათვის იგმობით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან სული დიდებისა და სული ღმრთისა ივანებს თქვენზე. მათ მიერ იგმობა იგი, თქვენს მიერ იდიდება“ [1 პეტრ. 4,12-14].

„ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, რომელთაც ამ ქვეყნის ღმერთმა [აქ - ფულზე აგებული ეშმაკისეული ცნობიერება] დაუბნელა ურწმუნო გონება, რათა არ გამოუბრწყინდეს მათ ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღმრთის ხატი“ [2 კორ. 4,3-4]. 

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი