Print

გაზ. № 46 (891)

ბიბლიური „დასასრული“-ს ბოლო ჟამისმიერი ანათვალი:

2013 წ. 17 – 20 ნოემბერი

 

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიჯნა, ანუ კოდირებული „დასასრული“ - 2013 წ. 17-20 ნოემბერს ამოიწურა.

როგორც უკვე ითქვა - „...ბიბლიაში, ბოლო ჟამის დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება.

ყოველივე თქმულიდან ცხადია, რომ საძიებელი „დასასრული“-ს პირველი კუთხისმიერი არსის მიხედვით, ბოლო ჟამის მდინარებაში: 2013 წლის ოქტომბერ - ნოემბერი არის ის პირობითი დროითი მიჯნა, როდესაც, ბიბლიაში, ბოლო ჟამის  გასააზრებელ - შესაცნობად დაფიქსირებული  ყველა იმ ნიშნით მოწვდილი [ასაცხადებელი] მოვლენის ეტაპი იწურება, რომელთა ასრულების თაობაზეც კონკრეტული დროის გამოთვლაა შესაძლებელი.

პარალელურად ამისა, 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრიდან იწყება ბოლო ჟამში გასავლელი ისეთი დროითი მიჯნა, რომლის თაობაზეც რაიმე კონკრეტულ დროით მინიშნებას ბიბლია უკვე აღარ იძლევა, რამეთუ ეს მონაკვეთი უკვე - უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებითა და განკითხვის დღის დადგომით უნდა დამთავრდეს, რომელი ჟამის თაობაზეც - „არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36]...“ [იხ. გაზ. №43(888), გვ. 5].

ჩვენს თვალწინ მიმდინარე - 2013 წ. 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მარათონი, ოფიციალურად, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართული პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციით დასრულდა.

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული პირველი პერსონის, 2004-2013 წ.წ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი მ. სააკაშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილების ვადა, სწორედ ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისას დამთავრდა.

[აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წ. 17 ნოემბერს შესრულდა მ. სააკაშვილისა და ს. რულოვსის ქორწინებიდან 20 წელი]. 

იმავე დღესვე, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბერს, გიორგი მარგველაშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამოცემული პირველივე ბრძანების თანახმად, 2012 წ. 25 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული სამთავრობო გუნდი გადამდგარად გამოცხადდა, და, ახლის დამტკიცებამდე, მათვე დაეკისრად მოვალეობის შესრულება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან საკუთარი ნებით გადამდგარი ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა, 2013 წ. 18 ნოემბერს, პარლამენტს პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატურა - ირაკლი ღარიბაშვილი, და მის მიერ დაკომპლექტებული „ახალი“ სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურის დაცვის შემდეგ, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, წარდგენიდან მე-3 დღეს, ანუ 2013 წ. 20 ნოემბერს ახალი პრემიერ მინისტრი და მისის სამთავრობო გუნდი ერთხმად დაამტკიცა.

ამდენად, ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეულ [3 ეზრა 12,21] მინიშნებაში მოაზრებული მეორე პერსონის, 2012 წ. 25 ოქტომბრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფი ბიძინა ივანიშვილისათვის, კონსტიტუციური ნორმიდან მომდინარე უფლებამოსილება, სწორედ საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისა, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბერს შეუჩერდა.

როგორც ვხედავთ, მთლიანობაში, ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი, კოდირებული - „დასასრულის“ დადგომისეული მიჯნის თავი და ბოლო, ბოლო ჟამში პერსონიფიცირებული - მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილისათვის უფლებამოსილების ვადის ერთდროულად ამოწურვით, ანუ - 2013 წ. 17 ნოემბრითა, და ბ. ივანიშვილისათვის, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრობის მოვალეობის დროებით შემსრულებლის უფლებამოსილების დამთავრებით, ანუ - 2013 წ. 20 ნოემბრითაა შემოსაზღვრული.

ახალი წლის ბიბლიური ათვლის, ანუ - მარტიდან მე-9 თვის მე-17 რიცხვიდან [აქ - 17 ნოემბერი] აღებულ სამ დღეში [18-19-20 ნოემბერი], საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორი პოლიტიკური ძალის [„ქოცები“ და „ნაცები“] მონაწილეობით განვითარებული მოვლენების კოდირებულად მიმანიშნებელი ბიბლიური ტექსტი, ასეთი სახით გვიკონკრეტებს მოსახდენ-გასავლელ ეტაპს:

- „შეიკრიბნენ... ყველანი, იუდასა და ბენიამინის[აქ - „ქოცები“ და „ნაცები“] ტომიდან, სამ დღეში [18-19-20 ნოემბერი] ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს [20 ნოემბერი]“ [2 ეზრა 9,5].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

მეორეს მხრივ: 2013 წ. 20 ნოემბრიდან, ანუ ბიბლიური ახალი წლის ათვლის მე-9 თვის მე-20 დღიდან – „...დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“.

იქვე იმ, ე.წ. პერსონიფიცირებული პირების ჩამონათვალიცაა მოცემული, რომელთაც ეს ცეცხლი ემუქრებათ  - „და ეშმაკი [იგივე - „გველი“, რაც მისტერიული ფორმით: მარ(გველ)აშვილზე მიგვანიშნებს], მათი მაცდური ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - იგივე ანტიქრისტე არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე] და ცრუწინასწარმეტყველი [აქ - მ. სააკაშვილი], და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,11]...“ [იხ. გაზ. №43(888), გვ. 8].

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულ ყველა მკითხველს ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას.

 

მინაწერი:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიციაქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს შეაჯამებს და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგება.

ჩვენც, უახლესი სამოქმედო გეგმის განხორციელებას - 24 ნოემბრიდან ვიწყებთ...

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!  

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საწარმოები:

შპს - „პარლამენტი“, შპს - „პრეზიდენტი“, შპს - „პრემიერ მინისტრი“

 

ადამიანის ყველა საქციელი მისი შინაგანი განწყობის ღია გამოვლინებაა.

ბიზნეს სამყაროში მიღებული წესების მიხედვით - ამა თუ იმ საქმიდან მიღებული მოგების დიდი წილი ისევ იმავე, ან რომელიმე სხვა საქმიანობის წამოწყებისათვის უნდა გამოიყენო. კაპიტალის უქმად გაჩერება - მხოლოდ ზიანის მომტანია, ფულმა - მუდმივად უნდა იმოძრაოს, და ახალი მოგების საწინდარი გახდეს.

ზოგადად, ამდაგვარი მენტალიტეტი საქმიანობის ყველა სფეროს მიესადაგება... მათ შორის - პოლიტიკასაც.

ბიძინა ივანიშვილი - სერიოზული გაქანების ბიზნესმენია, რომელმაც - „პოლიტიკურ ბიზნეს ასპარეზზე“ გამოსვლა ხსენებულ პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვიტა.

თავიდანვე გვინდა ვივარაუდოთ, რომ ბ. ივანიშვილის მიზანი - ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა და უკეთესი საარსებო პირობების შექმნაა. ამაზე მეტყველებს მის მიერ გაწეული ქველმოქმედების უამრავი მაგალითი, რომლის ბოლო გამოვლინებაც - პოლიტიკურ ბიზნეს ასპარეზზე განხორციელდა.

ქვეყანაში შექმნილი გაუსაძლისი პირობების უკეთესობისაკენ შეცვლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფინანსური რესურსის ნაწილის დაბანდება პოლიტიკურ არენაზე გადაწყვიტა. 2011 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა, მისივე თავმჯდომარეობით მოქმედი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისაგან შემდგარი, „სამეთვალყურეო საბჭო“, და... დაიწყო მზადება - შპს „პარლამენტის“ დასაფუძნებლად.

წინასწარი მონახაზის შექმნისა და  2011 წ. 5-7 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 2012 წ. 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა - შპს „პარლამენტი“ საბოლოოდ გააფორმა, სადაც თავისთვის საკონტროლო პაკეტი, ანუ - 60%-იანი წილი დაიტოვა.

სამეთვალყურეო საბჭოს [თავმჯდომარე - ბ. ივანიშვილი] გადაწყვეტილებით,  შპს „პარლამენტის“ დირექტორობა - დავით უსუფაშვილს ერგო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წ. 1 - 25 ოქტომბერს საბოლოოდ დაფუძნებულმა შპს „პარლამენტმა“, იგი -  პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, რამაც მას, როგორც დიდი მაშტაბის ბიზნესმენს, შესაძლებლობა მისცა დაეწყო ორი ახალი გაერთიანების - შპს „პრეზიდენტისა“, და შპს „პრემიერ მინისტრის“ შექმნის ბიზნეს-გეგმის დამუშავება.

2013 წ. 11 მაისს, ხსენებული „სამეთვალყურეო საბჭოს“ გადაწყვეტილებით, შპს „პრეზიდენტის“   თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი შეირჩა.   

2013 წ. 27 ოქტომბერს გამრთულმა შპს „პრეზიდენტის“ წინასწარმა პრეზენტაციამ, ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა მისცა უკვე ოფიციალურად დაესახელებინა მისი ახალი დირექტორის - გიორგი მარგველაშვილის სახელი.

კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ არენაზე დაფუძნებული მეორე ახალი გაერთიანების - შპს „პრეზიდენტის“ საბოლოო იურიდიული  გაფორმების დღედ - 2013 წლის 17 ნოემბერი დასახელდა.

და მართლაც, 2013 წ. 12 ნოემბერს ცესკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ, 2013 წ. 17 ნოემბერს გამართულ ინაუგურაციაზე, შპს „პრეზიდენტის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის იურიდიულად გაფორმება მოხდა.

პარალელურად ამისა, 2013 წ. 28 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, მის მიერ ჩაფიქრებული მესამე პოლიტიკური ორგანიზაციის - შპს „პრემიერ მინისტრის“ საბოლოო კონტურების გამოკვეთა, რომლის იურიდიულად დაფუძნების ზედა მიჯნად - 2013 წ. 24 ნოემბერი დასახელდა. იგი იქვე შეგვპირდა, რომ - შპს „პრემიერ მინისტრის“ დირექტორის კანდიდატურას ნოემბრის დასაწყისისათვის დაასახელებდა.

შეპირებულ დროში, სამეთვალყურეო საბჭოს [თავმჯდომარე - ბ. ივანიშვილი] გადაწყვეტილებით, შპს „პრემიერ მინისტრის“ დირექტორობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.

იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ, 2013 წლის 20 ნოემბერს, შპს „პარლამენტმა“, კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შპს „პრემიერ მინისტრი“-ს დირექტორად ირაკლი ღარიბაშვილი საბოლოოდ დაამტკიცა...  

 

მინაწერი:

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული, და მისი თავმჯდომარეობით მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე სამი ახალი გაერთიანების - შპს „პარლამენტი“ [2012 წ. 1-25 ოქტომბერი], შპს „პრეზიდენტი“ [ 2013 წ. 17 ნოემბერი] და შპს „პრემიერ მინისტრი“ [2013 წ. 20 ნოემბერი] საბოლოო დაფუძნების, მათი დირექტორების [დ. უსუფაშვილი, გ. მარგველაშვილი, ი. ღარიბაშვილი] დანიშვნისა და „საქმის აწყობის“ შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი, მის მიერვე მოაზრებული, ორი ახალი ბიზნეს-გეგმის პრაქტიკულ განხორციელებას იწყებს; ცნობილია ახალი შპს-ს პირობითი სახელდებაც - „საზოგადოებრივი სექტორი“; უახლოეს დღეებში გავიგებთ მორიგი შპს - ქ. თბილისის მერი-ს დირექტორის კანდიდატურასაც. 

ბიძინა ივანიშვილი დიდი მაშტაბის ბიზნესმენია. ამ სფეროს კი, თავისი - მკაცრად დადგენილი წესები აქვს:

კაპიტალმა უნდა იმოძრაოს... მოგების დიდი წილი კვლავ საქმეში უნდა ჩაიდოს და ახალი საწარმოები გაიხსნას, რათა ახალი მოგება მოიტანოს...

თავად ბიზნესმენი - ერთი რომელიმე საწარმოს დირექტორი ვერ იქნება, მან ხომ მთელი ბიზნეს-იმპერია უნდა მართოს, რომლის შემადგენლობაშიც ცხოვრებისეული სფეროსთვის დამახასიათებელი ყველა დარგი იქნება თავმოყრილი...

ბოლო ჟამად სახელდებული დრო კი თავისი დასასრულისაკენ მიემართება...

ნათქვამია - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...  

 

მინაწერის მინაწერი:

მათდა გასაგონად, ვისაც აღნიშნული მოსაზრების გაცნობის შემდეგ შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ, იმ კატეგორიას მივეკუთვნებით ვინც - მავანთა საქციელში „მხოლოდ ცუდს ეძებს"

ხსენებულ წერილში - ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა დიდი ბიზნესმენის ხედვის ჩვენი წიაღიდან აღქმული რეალობა. კერძოდ:

განა რომელიმე ბიზნესმენი, ყველა მის მიერვე შექმნილ საწარმოს უშუალოდ თვითონ მართავს?

რა თქმა უნდა - არა!

იგი - ხსნის საწარმოს, ააწყობს საქმის წარმოებას, ჩააბარებს მას რომელიმე კონკრეტულ პირს და თავად მიდის, ახალი საწარმოს დაარსებისაკენ...

ესაა და ეს!

არა მგონია ამ ხედვაში ჩანდეს, რომ ვინმე - "ყველაფერში ცუდს ეძებს"

სულაც არა - ბიზნესის სფეროსთვის ეს ხომ დადგენილი და მიღებული წესია?

ბიძინა ივანიშვილს, რაში სჭირდება პოლიტიკაში ყოფნა? - არაფერში...

ამიტომაც მან დეპუტატადაც  არ იყარა კენჭი - დააფუძნა შპს პარლამენტი", და დანიშნა მისი დირექტორი [დ. უსუფაშვილი]...

ბიძინა ივანიშვილს, რაში სჭირდება პრეზიდენტობა? - არაფერში...

ამიტომაც დააფუძნა შპს პრეზიდენტი",და დანიშნა მისი დირექტორი [გ. მარგველაშვილი]...

ბიძინა ივანიშვილს, რაში სჭირდება პრემიერ მინისტრობა? - არაფერში...

ამიტომაც დააფუძნა შპს პრემიერ მინისტრი", და დანიშნა მისი დირექტორი [ი. ღარიბაშვილი]...

და ბოლოს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება - არაერთხელ გამოგვითქვამს - იგი გზის მოსწორებისეულ მისტერიას ასრულებს, და შემდეგ უნდა წავიდეს. ეს ბიბლიური ხედვით...

რაც შეეხება ადამიანურ ხედვას - იგი ბიზნესმენია:

ქმნის შეპესეებს, ნიშნავს დირექტორებს და - მიდის, რათა ახალი შეპესეები დააარსოს... ასეთია [ჩვენი აზრით] მისი ხედვა... თუმცა იქნებ ვცდებით კიდეც... შეუმცდარი ხომ არავინაა...

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 „გაუხსნელი წერილი“

 მაღლით გააღეს ცის კარი,

გამოუშვეს თეთრი მტრედი...

ლასკარის თავზე ტრიალებს,

წერილი აქვს - გაუხსნელი.

ვისაც ელის ეს ქვეყანა,

ისიც მალე გაცხადდება,

მას ეკუთვნის ეს წერილი

გაუხსნელი ჩაბარდება...

ის წერილი გაიხსნება,

საიდუმლო აიხსნება,

მოისპობა ბოროტება,

ყველაფერი დალაგდება.

გაიხარებს დაჩაგრული,

ხალხში წყენა არ იქნება...

იზეიმებს სამართალი,

საქართველო გაბრწყინდება...

ეკატერინე

ხრიკული

 

...

ასე ამბობს ის მართალი:

„ღვთისგან აღთქმულით - ვარ განმკითხველი“,

თითქოს ბიბლიამ ფრთები აისხა,

ხორცი შეისხა,

და შეიმოსა შესამოსელით,

და - გზას გაუდგა...

„მე ვარ ხორცშესხმა“ –

აცხადებს იგი.

სადღაც შორიდან ხმა მოისმოდა...

ხმა იყო - წყნარი, სევდანარევი.

ებრალებოდა მას კაცთა მოდგმა,

და დროს წელავდა:

გადასარჩენთა - გადასარჩევად...

ის, ვალს იხდიდა მამის წინაშე

[ჰქონდა მისია - მეორედ მოსვლის]...

„ჯერ“ ის - დახურულ დარბაზებშია,

დროს ელოდება, ნიშნებს ზეციურს...

კვლავ „ეკლესიებს“ აფრთხილებს სული:

„კარს მოგადგა დრო და ჟამი,

მოემზადე!...“ –

ასე ამბობს ის მართალი:

„ღვთისგან აღთქმულით - ვარ განმკითხველი!...“

[თანამდევი სული კი მაჩქარებდა...

საით? - ალბათ შენსკენ მოილტვოდა,

შენი გზა-სავალი ადარდებდა...]

დინა [დიანა]

ჯიქია

 

მადლობა გაწეული თანადგომისათვის

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მუხლი 42.4 -ის შესაბამისად, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ [გელა} სალუაშვილის წარმომადგენელი შესაბამის საარჩევნო ოლქებში არაერთი ჩვენი მხარდამჭერი იმყოფებოდა.

წარმოგიდგენთ რა ჩვენს წარმომადგენლებს, გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ქვემოთ ჩამოთვლილ [და არა მარტო მათ] პიროვნებას გაწეული თანადგომისათვის.

- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი ცესკოში იყვნენ:

1. ჯემალ ჯიქია,

2. მამა ელიზბარი [დიაკონიძე].

სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები იყვნენ:

- №1 მთაწმინდა: ანგი [კაკო] გოგლიძე,

- №1 მთაწმინდა: ნატო ყიფშიძე,

[1. მთაწმინდა: 51 832 -დან მონაწილეობდა 28 884 [55,73%] – 0,1% - 29 ხმა];

- №2 ვაკე: მზია ჭკადუა,

[2. ვაკე: 95 737 -დან 52 535 [54,87%] – 0,17% - 91 ხმა];

- №3 საბურთალო: მარგალიტა თანიაშვილი,

- №3 საბურთალო: სოფიო თანიაშვილი,

[3. საბურთალო: 123 664 -დან 64 401 [52,08%] – 0,13% - 85 ხმა];

- №4 კრწანისი: ლეილა კობახიძე,

[4. კრწანისი: 44 347 -დან 18 503 [42,72%] – 0,09% - 16 ხმა];

- №5 ისანი: ელენე მაძღარაშვილი,

- №5 ისანი: ლუდმილა ვეშაგური,

[5. ისანი: 110 614 -დან 45 989 [41,58%] – 0,11% - 51 ხმა];

- №6 სამგორი: მეფარიძე ლენა,

[6. სამგორი: 139 931 -დან 61 219 [43,75%] – 0,1% - 63 ხმა];

- №7 ჩუღურეთი: ლალი ბეგაშვილი,

[7. ჩუღურეთი: 58 592 -დან 27 664 [47,21%] – 0,12% - 34 ხმა];

- №8 დიდუბე: სისაური ლენა,

[8. დიდუბე: 68 124 -დან 36 208 [53,15%] – 0,17% - 63 ხმა];

- №9 ნაძალადევი: ნათელა მელქაძე,

- №9 ნაძალადევი: ეთერ ბუიძე,

[9. ნაძალადევი: 132 797 -დან 60 672 [45,69%] – 0,13% - 76 ხმა];    

- №10 გლდანი: მევლუდ მამადაშვილი,

- №10 გლდანი: მინდია სულთანიშვილი,

[10. გლდანი: 141 263 -დან 62 395 [44,17%] – 0,13% - 83 ხმა];

- №11 საგარეჯო: ნანა კაჭიური;

[11. საგარეჯო: 46 344 -დან 17 624 [38,03%] – 0,09% - 15 ხმა];

- №12 გურჯაანი: მამუკა ქადაგიშვილი;

[12. გურჯაანი: 55 032 -დან 28 047 [50,96%] – 0,03% - 9 ხმა];

- N 13 სიღნაღი: მაია პოპიაშვილი,

- №13 სიღნაღი: გიორგი აბრამოვი,

[13. სიღნაღი: 31 605 -დან 17 123 [54,18%] – 0,05% - 9 ხმა];

- №14 დედოფლისწყარო: მარინე გიგაური;

- №14 დედოფლისწყარო: ნინო მილაძე;

[14. დედოფლისწყარო: 23 078 -დან 12 287 [53,24%] – 0,02% - 3 ხმა];

- №19 თიანეთი: ნუკრი მამადაშვილი,

[19. თიანეთი: 11 116 -დან 6 230 [56,05%] – 0,05% - 3 ხმა];

- №20 რუსთავი: სოფიო გუბელიძე,

- №20 რუსთავი: ფიქრია გურაბანიძე,

[20. რუსთავი: 108 662 -დან 45 689 [42,05%] – 0,09% - 39 ხმა];

- №21 ოლქი გარდაბანი: გულნაზ დეკანოიძე,

[21. გარდაბანი: 73 969 -დან 25 428 [34,38%] – 0,15% - 37 ხმა];

- №22 მარნეული: ნანა გიორგაძე,

[22. მარნეული: 97 838 -დან 31 016 [31,7%] – 0,27% - 85 ხმა];

- №23 ბოლნისი: ნელი შალიაშვილი;

[23. ბოლნისი: 57 658 -დან 20 750 [35,99%] – 0,18% - 37 ხმა];

- №26 თეთრიწყარო: იზა ჩიტიშვილი;

[26. თეთრიწყარო: 21 637 -დან 9 536 [44,07%] – 0,04% - 4 ხმა];

- №27 მცხეთა: ეთერ ჩხეტია,

[27. მცხეთა:  44 913 -დან 22 099 [49,2%] – 0,09% - 20 ხმა];

- №31 გორი: იოველ ციმაკურიძე,

- №31 გორი: ვლადიმერ კაპანაძე,

[31. გორი: 110 916 -დან 50 849 [45,84%] – 0,04% - 21 ხმა];

- №35 ოლქი ხაშური: გელა ფარასტაშვილი,

[35. ხაშური: 50 433 -დან 22 549 [44,71%] – 0,04% - 10 ხმა];

- №59 ქუთაისი: გიორგი ჯიშკარიანი,

[59. ქუთაისი: 156 867 -დან 65 529 [39,33%] – 0,06% - 40 ხმა];

- №60 ოზურგეთი: ოლღა ბალახაძე;

- №60 ოზურგეთი: ნუგზარ გოგოტიშვილი;

[60. ოზურგეთი: 64 116 -დამ 33 032 [51,52%] – 0,03% - 10 ხმა];

- N 61 ლანჩხუთი: ბესარიონ ესართია,

- N 61 ლანჩხუთი: გელა კვერენჩხილაძე,

[61. ლანჩხუთი:  30 132 -დან 16 409 [54,46%] – 0,04 – 6 ხმა];

- №67 ზუგდიდი: ნარგიზა ხალვაში,

- №67 ზუგდიდი: დარეჯან სამელია,

[67. ზუგდიდი:  127 937 -დან  43 965 [34,36%]  - 0.05% - 22 ხმა];

- №84 ხულო: თენგიზ შავაძე,

[84. ხულო: 24 249 -დან 12 985 [53,55%] – 0,03% - 5 ხმა].