Print

გაზ. № 47 (892)

ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის დასაწყისი

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, მისი - „...დადგომის დამაფიქსირებელი ნიშნები ორ პირობით ჯგუფადაა წარმოჩენილი:

პირველის მიხედვით, ბოლო ჟამის შესაცნობი დროითი ჯაჭვი იწყება 70 წლიანი [1921 -1991 წ.წ.] მონაკვეთით, და - მთავრდება ორი პიროვნების [მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის] მმართველობითი დროის ამოწურვით, ანუ - 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბერში;

ნიშანთა მეორე ჯგუფის მიხედვით, საძიებელი „დასასრული“ - განკითხვის დღესთან, ანუ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებასთან იგივდება, რომლის კონკრეტული დროითი მიჯნის თაობაზე მამა ღმერთის მეტმა არავინ არ შეიძლება იცოდეს [იხ. მათე 24,36].

მაშასადამე, სახეზეა საძიებელი „დასასრული“-ს არსის გადმომცემი ორი, თითქოსდა თანხვედრილი, მაგრამ კონკრეტული „დროის“ გააზრების კუთხით, ერთმანეთთან აცდენილი მიჯნა - ერთის თაობაზე თავიცა და ბოლოც ცნობილი და გამოკვეთილია; ხოლო მეორის დადგომის კონკრეტული დროის გამოცნობა არცერთ მოკვდავთაგანს არ ხელეწიფება...“ [გაზ. №43(888), გვ. 5].

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როგორც უკვე ითქვა - „...ბიბლიური - „...ორნი კი [მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ისეული [3 ეზრა 12,21] ეტაპი ბოლო ჟამისა  - 2013 წ. 17 – 20 ნოემბერს დასრულდა...

მეორეს მხრივ: 2013 წ. 20 ნოემბრიდან, ანუ ბიბლიური ახალი წლის ათვლის მე-9 თვის მე-20 დღიდან – „...დაწყებულ დროისმიერი ეტაპის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს - „...ხოლო შემდგომ ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით... სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან. და გამოვა, რათა აცდუნოს ხალხნი, რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში... რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა... და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,3; 7-9].

მაშასადამე, დროითი ეტაპის დამაფიქსირებელი მინიშნებების „დასასრულის“ შემდეგ, იწყება დამამთავრებელი მიჯნა, რომლის ხანგრძლივობის თაობაზეც ასე გვეუწყება -  „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“. თავად ეს - „მცირე ხანი“ რა ხანგრძლივობისაა არსად გვეუწყება, თუმცა იმაზე კი მიგვენიშნება, თუ როგორ მთავრდება ხსენებული „მცირე ხანი“ – „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით, და შთანთქა ისინი“...“ [გაზ. №46(891), გვ. 3].

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებამდელი კოდირებული „მცირე ხნით“  სახელდებული გზასავალი, ლასკარისეულ ცნობიერებასთან ზიარებულთაგან, შესაბამის ქმედებას მოითხოვს.

2013 წ. 24 ნოემბერს გამართულ პ/გ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ბ. ივანიშვილმა უარი თქვა რა პარტიის საპატიო თავმჯდომარეობაზე, საბოლოოდ დააფიქსირა პოლიტიკიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს [აქ - პირობითი „დამაგვირგვინებელი ეტაპის“ დადგომაზეა მინიშნება] არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე“-ო [3 ეზრა 5,42].

და აი, იმისათვის რომ - „არც უახლესთა დაყოვნება“ ყოფილიყო, და - „არც წინათა სისწრაფე“, გვინდა განვაცხადოთ, რომ - 2013 წ. 27 ოქტომბრისა და 17-20-24 ნოემბრიდან მოყოლებული, „მცირე ხანის“ მიმდინარეობის ფონზე, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთათვის ახალი ეტაპი იწყება.

2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, ღმერთის შეწევნით, შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად ფართე წრის გასაგონად გვეთქვა საქართველოს იმ სულიერი მისიის თაობაზე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებით, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა - ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება ჰქვია.

ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვის, 2013 წ. 25 ნოემბრიდან მოყოლებული იწყება, ბიბლიური და პოლიტიკური კუთხით გასააზრებელ - განსახორციელებელი: ორი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ეტაპი. კერძოდ:

1. ბიბლიური კარნახის მიხედვით, მიმდინარე პროცესების თაობაზე ასეთი სურათი იკვეთება - „...გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ...

მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“ [3 ეზრა 2,34-35; 37-38].

ბოლო ჟამის კუთხით გააზრების შემთხვევაში, აღნიშნული შინაარსისეული ეტაპი, ანუ 25 ნოემბრიდან დაწყებული გზასავალი, ემსახურება კოდირებული - „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო გამოკვეთას.

თავის მხრივ, უკვე ხსენებულ „მცირე ხანში“ გასავლელი ამ ეტაპის [ბიბლიის მიხედვით გამოყოფილი] თავი და ბოლო ასეთია:

- „მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ...“ [3 ეზრა 2,37] - აქ, ჩვენის აზრით, უკვე ხსენებული 2013 წ. 24 ნოემბრამდე მოსახდენ, ანუ კოდირებული „დასასრულისეული“ ეტაპის არსის მარტებულ გააზრებაზეა მინიშნება;

- „წამოიმართენით და იდექით“ [3 ეზრა 2,38] - აქ უკვე 2013 წ. 25 ნოემბრიდან განსავითარებელი [განსახორციელებელი] საქმიანობის დაწყებაზეა მინიშნება;

- „...და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსი მიიღეს. ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიისთვლე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა. შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოვუწოდე“ [3 ეზრა 2,38-41].

აქ, ჩვენის აზრით, ხსენებული საქმიანობის საბოლოო შედეგზე, ანუ „უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა“ წილხვედრილ მადლს ზიარებული ადამიანების ერთობაზეა მინიშნება.


2. ხსენებული ბიბლიური მინიშნების ჩვენს თვალწინ აცხადება, პოლიტიკური კუთხით განსავითარებელ იმ გზასავალად გვესახება, რასაც - 2014 წ. დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის [და მოსალოდნელ რიგგარეშე საპარლამენტო] არჩევნებისათვის მზადება ჰქვია.

ბიბლიური კუთხით ახსნილი პროცესის მსგავსად, ამ პოლიტიკურ გზასავალსაც აქვს „თავი და ბოლო“. კერძოდ:

- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არასაპარლამენტო სტატუსის მქონე პ/გ -ამ, არჩევნების წელს უნდა მოაგროვოს საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  - 0,75%-ზე მეტი მხარდამჭერთა ხელმოწერა;

- უნდა მოვიძიოთ, და საბოლოოდ დავაკომპლექტოთ, არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა, კანონით განსაზღვრული, პარტიული სია;

- არჩევნების თარიღამდე 60 დღიანი მიჯნიდან ათვლით [და მანამდეც] უნდა წარვმართოთ წინასაარჩევნო მარათონი.

ჩვენის აზრით, ბიბლიაში მითითებული - „იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“, კოდირებულად უნდა მიგვანიშნებდეს ხსენებული საარჩევნო კამპანიისათვის შესარჩევ იმ პირთა საერთო სიას, რომელიც - ერთის მხრივ, არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილე, ხოლო - მეორეს მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულ მხარდამჭერთა ერთობისაგან შესდგება.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ ყველა მკითხველს გილოცავთ - „ბეჭედდასასმელთა საძიებელი გზასავალის“ დასაწყისს.

წინამდებარე წერილი კი, ასეთი ბიბლიური მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„და ვიხილე სხვა ანგელოზი [კოდია], მზის აღმოსავალით აღმომავალი [კოდია], რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი [კოდია] და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა:

ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს“ [გამოცხ. 7,2-3].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს კულტურის მინისტრს

ბატონ გურამ ოდიშარიას!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 ღია მიმართვა:

ბატონო გურამ!

2013 წ. 13 მაისს სპეციალური წერილით მივმართეთ მაშინდელ პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს [ჩაბ. №16 308], რომელშიც კერძოდ ვწერდით:

„...ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, მათ შორის:

- ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას სათანადო როლის გამოკვეთა;

- ზვიად გამსახურდიასათვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭება;  

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- სხვადასხვა დაწესებულებებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, აეროპორტი და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ...“

ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი - დღემდე არ მიგვიღია.

ბატონო გურამ!

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ 2012 წ. 17 სექტემბერს სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტს მ. სააკაშვილს, სადაც კერძოდ აღვნიშნავდით:

„...მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს წინაშე  გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო - მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის უშეღავათო ბრძოლაში საქართველოსთვის ზვარაკად შეწირულ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს -

ზვიად გამსახურდიას, მიენიჭოს:

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, და სიკვდილის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი...“.

ერთწლიანი „ფიქრის“ შემდეგ, ვადაგასულმა პრეზიდენტმა, პასუხი მხოლოდ „კარების გაჯახუნების“ წინ, ანუ 2013 წ. 26 ოქტომბერს „ამოილუღლუღა“ – „მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასროცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, ზვიად გამსახურდია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ის იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო, 90-იანი წლების დასაწყისის...“.

იგი იქვე ამბობს - „მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს მერაბ კოსტავასაც, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ამ იდეის მატარებელი - ის ერთი წამით არ შეტოკებულა, ერთი წამით არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან“

[ცნობისათვის: 1993 წლის სექტემბერში, ზუგდიდში გამართულ სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მერაბ კოსტავას - ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა].

ბატონო გურამ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს ბაზაზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილის მქონე პიროვნების, „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ საბოლოო პოზიცია შეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ საკითხზე.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 

2013 წლის 27 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წერილის ჩაბარების № 11 658,

27.11. 2013 წ.

 

ლასკარის ყველა მსმენელო

გილოცავთ გიორგობასა!

თეთრ ცხენზე ამხედრებული,

გვახარება უფლის მოსვლასა...

დანაბარები დატოვა:

„გააგებინეთ ყველასა,

უფალი - მოსულია და

ელოდეთ გაცხადებასა“.

ზოგს არა სჯერა ნათქვამის,

ზოგსაც ჰგონია ხუმრობა...

ძალიან მძიმე იქნება,

მასთან მაცხოვრის სტუმრობა.

ჩვენ კი, ვინც ველით უფალსა,

ვილოცოთ ყოველ დილითა:

ახალ წელს, ყველა ჩვენგანი,

დაგვლოცოს წითელ ღვინითა...

ეკატერინე

ხრიკული

 

2013 წ. ნოემბრის თვის

კონსულტაციათა ქრონიკები

ბიბლიური ახალი წლის, ანუ მარტის თვიდან ათვლით მე-9 თვის, 24-ე დღეს, ანუ 2013 წ. 24 ნოემბერს გამართულ პ/გ „ქართული ოცნება...“-ს ყრილობაზე [ბოლო ჟამისმიერი კუთხით: „გზის მომსწორებლის არსის“ მატარებელმა, ხოლო „გარეგნულად“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა] ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მისი საბოლოო წასვლა დააფიქსირა.

ამდენად, 2013 წ. 24 ნოემბერი გახდა, ერთის მხრივ - პოლიტიკური კუთხით: „გზის მომსწორებლის არსის“ მატარებელი ბ. ივანიშვილის საქმიანობის დასასრული [„ციხეში  ჩასმა“ - საზოგადოებისაგან გარიდება]; მეორეს მხრივ კი, კოდირებული - უფლისმიერი გზის დასაწყისი.

ამ დღის თაობაზე, ბიბლიაში ასეთი მინიშნებაა მოცემული - „დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან [აქ - 24 ნოემბერი], იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით“ [ანგია 2,18].

[კოდირებული „უფლის ტაძრის დაფუძნების“ მისტერია, ღრმა-ღელის მეტროსთან მდებარე წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში ჩატარებული ჯვრისწერითა და „მცირე“ ტრაპეზით აღინიშნა].

ბიბლიის მიხედვით, ამ თარიღიდან ათვლით ე.წ. „განახლების“ დღეების დაწყებაზეა მინიშნება - „მეცხრე თვის [ქისლევის] თვის ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მიიყვანეს შესაწირავი [კოდია]. სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა [აქ - 10 წლის წინანდელ ე.წ. ვარდების რევოლუციაზეა მინიშნება] განაახლეს იგი საგალობლებით...

დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით“ [1 მაკ. 4,52-54; 59].

ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამისმიერ გზასავალში ე.წ. „განახლებისეული“ ეტაპი ასე განვითარდა:

25 ნოემბერს „ლასკარში“ გამართულ შეხვედრაზე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის წარმომადგენლებმა - ვალერი მჭედელაძემ და ბესიკ ლაცაბიძემ იმსჯელეს პოლიტიკური ბლოკის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მომავალი საქმიანობის დეტალებზე;

26 ნოემბერს გამართულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე, მოისმინეს მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება -  ბიბლიური: „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი გზასავალის დაწყების თაობაზე. იმსჯელეს კულტურის მინისტრისადმი გასაგზავნი ღია წერილის თაობაზე. აზრი გამოთქვეს - ჯემალ ჯიქიამ, ლეილა მეფარიძემ, ეთერ ჩხეტიამ, ნათელა მელქაძემ, ლევან ჩოხელმა, რეზო კობიაშვილმა...

27 ნოემბერს მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ და ბესიკ ლაცაბიძემ საქართველოს კულტურის სამინისტროში შეიტანეს მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე გაკეთებული - ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღების მოახლოებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის მოთხოვნის შემცველი ღია მიმართვა [ჩაბ. № 11 658];

27 ნოემბერსვე 14.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში [იოსებიძის  ქ. №57] „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა  განიხილა ორი საკითხი:

1. 2014 . ადგილობრივ არჩევნებში პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით;

2. იქიდან გამომდინარე , რომ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 . 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა, გაშუქდა - საქართველოს კულტურის სამინისტროში წარდგენილი ღია მიმართვა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის შექმნასთან დაკავშირებით;

28 ნოემბერს მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სპეციალური შეხვედრაზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძესა და საქართველოს სახალხო დარბაზის თანათავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანს გააცნო ბოლო ჟამის იმ ეტაპისმიერი მინიშნებანი, რომლებიც „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენას ემსახურება;

29 ნოემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, რუსთავის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელ - ბესიკ ლაცაბიძესთან, ზვიად შუტკერაშვილთან და ნუგზარ გოგოტიშვილთან განიხილა ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის საკითხები;

29 ნოემბერსვე, „ფაზისის საერო აკადემიის“ ღია სხდომაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ აკადემიის წევრთა წინაშე გააკეთეს მოხსენება ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში წარდგენილი ღია წერილის თაობაზე. აკადემიის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საიუბილეო კომისიის შექმნის მოთხოვნას.