Print

გაზ. № 48 (893)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი30 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013 წლის 30 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნათელა მელქაძე, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის წინადადება პარტიის სტრუქტურული აგებულების რეორგანიზაციის თაობაზე

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2013წლის 30 ნოემბრის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 30 ნოემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადება წინადადება პარტიის სტრუქტურული აგებულების რეორგანიზაციის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

1. დამტკიცდეს პარტიის ფრაქციებისაგან შემდგარი სტრუქტურა;

2. თითოეული ფრაქციის თავმჯდომარე შეყვანილ იქნეს კავშირის ლასკარის შემადგენლობაში, სათათბირო ხმის უფლებით.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

მე აჩრდილი ვარ დედამიწაზე...

მე, მე არა ვარ, არამედ ის არს,

ის არს მთავარი მბრძანებელი

ჩემს ნაბიჯებზე...

მე - მორჩილება გამოვუცხადე,

მე მორჩილი ვარ უზენაესის...

დაე უმეცართ ვეგონო ბრიყვი, ამპარტავანი,

მე მსახური ვარ ზეციერთა შემოძახილის...

მე იდუმალი სამყაროდან ჩამოსული ვარ...

ჩამოსული ვარ სულიერად,

ვითარც მხედარი,

და მაქვს მისია დედამიწაზე...

ზეცით - ლაშქარი ხმალშემართული

საომრად მოდის დედამიწაზე...

თუკი ვცდებით, რომ კაცთა ნებას დავემორჩილოთ,

კარგად დაფიქრდით - კაცთა მოდგმა

ვერ იმეფებს დედამიწაზე!...

 

დინა [დიანა] ჯიქია

 

ქვეცნობიერი გამოცხადება

ვნახე სიზმრად - „წმიდა სული“

მოევლინა დედამიწას...

ფეხი სადაც კი დაადგა,

იქვე მცირედ „გაისვარა“...

წმიდა სული  ვეღარ გუობს,

უწმინდურთა თვალთახედვას,

ძლიერ უჭირს დავანება...

მისიისთვის მოვლენილი,

სული იგი ეწამება....

ზეციდან ხმა მეორდება:

„თქვენთანა ვარ სული წმიდა“

მსგავსი მსგავსს ცნობს,

მსგავსი შეიცნობს

მაშ, რა იქნება...

დინა [დიანა] ჯიქია

 

მტვერი და კაცი...

ქვა და ლოდია უფალი,

რისხვისგან მტვრად რომ იქცევა.

მტვერი და კაცი, არს დასაბამი...

მტვერი იყავ და მტვრად გადიქცევი,

 ბრუნავს ყველაფერი...

 მტვერი მტვერს უერთდება,

ხოლო სული ცისმიერი,

უფალს უბრუნდება.

სულს მოუფრთხილდი,

სული სიმშვიდეს მაშინ იპოვის

როს იწმინდება...

დინა [დიანა] ჯიქია

 

გაიხარე საქართველო,

მაღლა ასწი შენი ჯვარი...

ზიდე ტვირთი საიდუმლო:

შობით მოდის მაცხოვარი!

გაცხადდება, გაახარებს

სასუფევლის წილხვედრ შვილებს...

გეფიცები შენს მიწაზე

მტერი ვეღარ იბოგინებს...

ეკატერინე

ხრიკული

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სტრუქტურული აგებულება

მკითხველმა უკვე იცის, რომ - ბიბლიური „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ სახელდებული ეტაპი -  27 ოქტომბერსა და 17-20-24 ნოემბრიდან დაიწყო. შესაბამისად, ამ ახალი ეტაპისათვის განსაზღვრული ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების  საქმიანობა, ახლებურ მიდგომას ითხოვს.

ვრჩებით რა ერთგული ქვეყნის - სამხარეო პრინციპზე აგებული უნიტარული სახელმწიფოებრივი მოდელისა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის მართებულად მიგვაჩნია -  ფრაქციულ პრინციპზე დაფუძნებული სტრუქტურული აგებულების შემოღება.

დღეის მდგომარეობით საქართველოს ადმინისტრაციული რუკა შედგება - ორი ავტონომიის [აფხაზეთი, აჭარა], ერთი - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“, ცხრა  სამხარეო  სტრუქტურისა  და ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისის, ანუ ჯამში - 13 ერთეულისაგან.

როგორც ცნობილია, ჩვენის მხრიდან, საქართველოს სამხარეო დაყოფაში, . თბილისის გარდა, მე-12 ერთეულად დაფიქსირებული - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ ნაცვლად, არსებული „შიდა ქართლისა“ და „ქვემო ქართლის“ პარალელურად, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის]  ოლქისსახელდების შემოღება მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად, ბოლო ჟამისათვის საქართველო სწორედ 13 სამხარეო ერთეულად უნდა იყოს დაყოფილი, რომელთაგან - ერთი ქალაქი, ანუ მთავარი რეგიონალური ცენტრია.

ამდენად, ჩვენს რეალობაში, ბიბლიისეული მინიშნებითი: ერთი - „ქალაქი“, და - 12 მხარე,.. სულ  - 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულიერთეული, ასეთი სახელდებით გვექნება:

 . თბილისი;  აფხაზეთის ავტონომია;აჭარისავტონომია;  ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი; და - ცხრა სამხარეო დანაყოფი: გურია, იმერეთი, კახეთის, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემოს ვანეთი, სამეგრელო და ზემოსვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო  ქართლი  და  შიდა ქართლი.

მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი - „ზვიადი გზას“ უნდა ეფუძნებოდეს; რომლის დროსაც წინ გველის არამარტო - „დიდგორი“ და „ბახტრიონი“; არამედ „რუის-ურბნისი“ [სულიერი განწმენდა] და „ფარავანი“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება]; რომლის დროსაც „300 არაგველისეული“ თავდადება, „ცოტნე დადიანისეული“ ერთგულება და „მემედ აბაშიძისეული“ შემართებაა საჭირო; და რომ ყოველგვარ „აღმშენებლობას“, მხოლოდ შემოქმედის კურთხევაში გამოხატული ღვთაებრივი „მრავალძალის“ თანადგომა და საქართველოს მფარველის - წმიდა გიორგის შეწევნა სჭირდება, გადავწყვიტეთ, რომ, სამხარეო ერთეულებზე დაფუძნებით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურული აგებულება შემდეგი სახელდების მქონე ფრაქციებისაგან იყოს წარმოდგენილი:

1. ქ. თბილისი-ფრაქცია: „ზვიადის გზა“;

2. კახეთი: ცენტრი -თელავი; ფრაქცია „ბახტრიონი“;

3. ქვემოქართლი:ცენტრი - რუსთავი; ფრაქცია „დიდგორი“;

4. მცხეთა-მთიანეთი:ცენტრი - მცხეთა; ფრაქცია „300 არაგველი“;

5. შიდაქართლი:ცენტრი - გორი; ფრაქცია „რუის - ურბნისი“;

6. სამცხე-ჯავახეთი:ცენტრი - ახალციხე [ახალქალაქი]; ფრაქცია „ფარავანი“;

7. რაჭა-ლეჩხუმიდაქვემოსვანეთი:  ცენტრი - ონი; ფრაქცია „მრავალძალი“;

8. იმერეთი:ცენტრი - ქუთაისი; ფრაქცია „აღმაშენებელი“;

9. გურია:ცენტრი - ლანჩხუთი; ფრაქცია „შემოქმედი“;

10. სამეგრელოზემოსვანეთი:ცენტრი - ზუგდიდი; ფრაქცია „ცოტნე დადიანის გზა“;

11. აჭარა:ცენტრი - ბათუმი; ფრაქცია „მემედ აბაშიძის გზა“;

12. აფხაზეთი:ცენტრი - სოხუმი; ფრაქცია - „ილორის წმიდა გიორგის სადროშო“;

13. ცხინვალის რეგიონი [ჩრდილო ქართლი]:ცენტრი - ცხინვალი; ფრაქცია - „სამაჩაბლო“.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნიი უკუნისამდე. ამენ! 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

2013 წლის 3 და 6 დეკემბრის „ისტორია“

2013 წ. ოქტომბერ - დეკემბრის თვეთა მიჯნაზე განვითარებული ბიბლიურ ნიშანთა თეზისები ასეთი სახისაა:

- ბიბლიური „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ სახელდებული ეტაპი -  27 ოქტომბრისა და 17-20-24 ნოემბრიდან დაიწყო;

- 25 ნოემბრიდან მომდინარე ბიბლიური „განახლების“ 8 დღიანი მონაკვეთი [25,26 ... 1,2] – 2 დეკემბერს დასრულდა;

საუბრის გაგრძელებამდე, მკითხველებს შეგახსენებთ, რომ ამავე სახელდებით 2012 წლის 23-24 ივლისს დაფუძნებული გაერთიანების სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი: - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით: მიხეილ (გელა)  სალუაშვილი; „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს სახელით: სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე] და იბერიულ-კავკასიური მოძრაობა  „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი"-ს სახელით: სერგი საჯაია] საქმიანობა, მიზეზთა გამო, აქტიურ ფაზაში ვერ გადავიდა.

 მოგვიანებით, კერძოდ 2013 წ. 2 სექტემბერს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სა და „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტს“, შორის სპეციალური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გამორმდა [იხ. გაზ. №35(880), გვ. 1-2].

მრავალმხრივი კონსულტაციის შემდეგ შევთანხმდით ლოგიკურ დასასრულამდე მიგვეყვანა - ურთიერთ თანამშრომლობის ახალ ხარისხში აყვანის გადაწყვეტილება.

და აი, ბიბლიური „განახლების დღესასწაულის“ დასრულების მეორე დღეს, ანუ - 3 დეკემბერს: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-სა [თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი] და „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს [თავმჯდომარე - ვალერი მჭედელაძე] მონაწილეობით გამართულ ერთობლივ სხდომაზე საბოლოოდ მოხდა - საზოგადოებრივ  და  პოლიტიკურ  ორგანიზაციათა  გაერთიანება  უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე  დაფუძნება. გაერთიანების სპიკერად - მიხეილ [გელა] სალუაშვილი აირჩიეს.

ბიბლიის მიხედვით მე-12 თვეს - ადარის თვე ეწოდება [იხ. ესთ. 3,7]. 3 დეკემბერს მომხდარის ბიბლიური მინიშნება კი ასეთი სახისაა - „დამთავრდა ეს სახლი [პირობითად: გაერთიანება  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე] ადარის [ანუ მე-12] თვის მესამე დღეს [აქ - 3 დეკემბერი]...“ [1 ეზრა 6,15].

 

6 დეკემბერი

 2013 წ. 6 დეკემბერს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის ოფისში, ლასკარის თავმჯდომარე,   საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-ს სპიკერი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი შეხვდა „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარეს - მამა ელიზბარს [დიაკონიძე].

მიმდინარე ბოლო ჟამის ბიბლიური მინიშნებების განხილვისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პოლიტიკური საქმიანობის ერთიერთკოორდინაციის საკითხების განხილვის შემდეგ, მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება - „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშოს“, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:  უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მამა ელიზბარის [დიაკონიძე] მხრიდან ხელი მოეწერა გაერთიანების „დებულებას“.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

„მთავრდება ჟამი, და ბოლო წამიც ჩამოჰკრავს...

მეორედ მოსული  ქრისტე - გააპობს წყვდიადს!

მხოლოდ ის გადარჩება, ვინც საქმით ჩამოჰგავს,

უფლისგან კურთხეულ - დავითს, ილიას, ზვიადს...“

გადავწყვიტეთ რა დავაფუძნოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, ვფიქრობთ, რომ  ღმერთის ნებით,ჩვენი გაერთიანება გახდება, არსებული რეალობის აუცილებლობით ნაკარნახევი, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ძირითადისაყრდენიძალა.

დე, უფლისმიერი სამართალიყოფილიყოსჩვენთან,ამ - მოსალოდნელ ურთულეს  ბრძოლაში. ამენ!

წინათქმა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციები ვგმობთ: ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას, და დასახული მიზნის მისაღწევად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით.

თქმულიდან გამომდინარე უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ:

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

სამოქმედო საფუძველია:

- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;

- საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებიდან მოყო-ლებული, უკანონო „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე ფაქტობრივი რეჟიმის სამართლებრივი მიუღებლობა;

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

მიზანია:

- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;

- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სახელმწიფო-ებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა;

- 1992 – 2012 წლებში მოქმედი:

ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა და

მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის - დანაშაულებრივად შეფასება;

- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;

3. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით  - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების

პრიორიტეტული პრინციპებია:

- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელ-მწიფოდ გამოცხადება;

- საქართველოსთვის კავკასიის რეგიონის ცენტრალური ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენა-დამკვიდრება;

 - ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

 

სტრუქტურულ - ორგანიზაციული საკითხები

 მუხლი 1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ (შემდგომში გაერთიანება) ღიაა ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ინდივიდუალური წევრისათვის, რომელიც იზიარებს წინამდებარე დებულებას.

მუხლი 2. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ინარჩუნებს სრულ ავტონომიურობას.

მუხლი 3. გაერთიანების წევრი ორგანიზაციები კისრულობენ ვალდებულებას მოახდინონ თავისი პოლიტიკური საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოდიან, როგორც -  ერთი პოლიტიკური სტრუქტურა.

მუხლი 4. გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები და ინდივიდუალური წევრები თავისუფალნი არიან თავიანთ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის გაერთიანების მუშაობასთან.

მუხლი 5. გაერთიანების მუშაობაში  მონაწილეობას ღებულობენ:

 - წევრი ორგანიზაციები, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- ინდივიდუალური წევრების გამაერთიანებელი „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმ-ჯდომარე, გადამწყვეტი ხმის უფლებით;

- ცალკეულ შემთხვევებში:

ა) გაერთიანების ინდივიდუალური წევრები, სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) მოწვეული სტუმრები, სათათბირო ხმის უფლებით. 

მუხლი 6. გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოა: „უფლისმიერი ლასკარი“, რომელიც შედგება:

1. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მიერ დელეგირებული ორ-ორი წარმო-მადგენლისაგან;

2. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე დამტკიცებული „მრჩეველ-თა საბჭო“-ს ორი წარმომადგენლისაგან.

მუხლი 7. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, სადამფუძნებლო შეკრების მონაწილე წევრი ორგანიზაციების პირველ სხდომაზე, ერთი წლის ვადით ირჩევს - პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერს.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს  სპიკერი:

- ხელს აწერს მიღებულ გადაწყვეტილებებს,

- ერთპიროვნულად წარმოადგენს გაერთიანებას, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.

შენიშვნა:

ა) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმჯდომარის არჩევა ხდება გაერთია-ნების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის წარდგინებით;

ბ) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებენ: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი და გაერთიანების სადამ-ფუძნებლო სხდომის მონაწილე ინდივიდუალური წევრები.

მუხლი 8. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს, თუ მას ესწრება: გაერთიანების წევრ-ორგანიზაციათა უბრალო უმრავლესობა.

მუხლი 9.  გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება [გარდა ახალი წევრი ორგანიზაციის მიღებისა] ხდება სხდომის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.

ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერს.

მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად გაერთიანების ყველა წევრისათვის.

მუხლი 10. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ავტომატურად ხდება - გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციე-ბისა და ინდივიდუალური წევრების, გაერთიანებიდან გარიცხვის საფუძველი.

 მუხლი 11. გაერთიანებაში ახალი წევრების მიღება/გარიცხვა:

1. წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა:

- გაერთიანებაში ახალი წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა ხდება გაერთია-ნების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის წარდგინებით, გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობის შემთხვევაში;

2. ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა:

- გაერთიანებაში ახალი ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა ხდება გაერ-თიანების „უფლისმიერი ლასკარი“ სხდომაზე, გაერთიანების სპიკერის ან გაერ-თიანების „მრჩეველთა საბჭო“-ს თავმჯდომარის წარდგინებით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 12. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი სხდომის მონაწილეებთან ათანხმებს დღის წესრიგსა და სამუშაო რეგლამენტს.

მუხლი 13. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:  უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სახელით:  მიხეილ (გელა)  სალუაშვილი

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს

სახელით:  ვალერი მჭედელაძე

თბილისი, 3დეკემბერი, 2013 წელი

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის

სამართლებრივი ისტორია

1992 წლის 11 ოქტომბრის მოწვევის უკანონო საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ედ. შევარდნაძემ, რომელსაც ერთდროულად სახელმწიფო მეთაურის, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თანამდებობაც ეკავა - 1993 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა წინადადება - „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი.

 აღნიშნულ წინადადებაზე დაყრდნობით - 1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება - „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა“, და - „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების“ დამტკიცების თაობაზე.

ამ დებულების საფუძველზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს - საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, მოადგილეებად — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი გივი ინწკირველი და პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, მდივნად — თსუ-ის პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სულ, 118 წევრი [იხ. პ. ცნობილაძე „კონსტიტუციური სამართალი“, ტ. პირველი, თბ. 2004 წ., გვ. 132].

1992 წ. 11 ოქტომბრის მოწვევის უკანონო პარლამენტის ერთ-ერთი დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროქტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე — კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო.

მოგვიანების, მიზეზთა გამო, ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება.

1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი. კომისიამ პროექტი გადასცა პარლამენტს და ამით ამოწურა თავისი მისია.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის - კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი [იხ. ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე „კონსტიტუციური სამართალი“, თბ. 2010 წ., გვ.62-63].

მიღებული კონსტიტუციის მიხედვით - „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი  და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში  და  ყოფილ  სამხრეთ  ოსეთის  ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის  საქართველოს  სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].

კონსტიტუციის პრეამბულაში, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია, მათ შორის ჩაიწერა, რომ - „საქართველოს მოქალაქენი... ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას“ [იხ. „საქართველოს კონსტიტუცია“, თბ. 1995 წ., გვ. 2].

მოგვიანებით 1995 წ. 24 აგვისტოს კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება შევიდა. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც, რომელშიც ვკითხულობთ - „საქართველოს მოქალაქენი... ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“

ამდენად, 1995 წლის კონსტიტუცია ემყარება არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

პირვანდელი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუცია შედგებოდა - პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 9 თავი და 109 მუხლი. მოგვიანებით კონსტიტუციას ჩაემატა მე-41 და მე-71 თავები, 341, 481, 511, 811, 812, 813, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1043 მუხლები, ამოღებულ იქნა 761 და 91-ე მუხლები.

ამჟამად, დე-ფაქტოდ მოქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის კონსტიტუცია შედგება - პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ 11 თავისა და 121 მუხლისაგან.

 [გაგრძელება იქნება]