Print

გაზ. № 49 (894)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013 წლი7  დეკემბრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 7 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე, ჯემალ ჯიქია და ვალერი მჭედელაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“ წარდგენის თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2013წლის 7 დეკემბრის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 7 დეკემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარდგენის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი  შეფასების შესახებ“ წარსადგენი კანონპროექტი.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2013 წლის 10 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2013 წლის 10 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი,  რეზო კობიაშვილი, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი, მიხეილ ანდღულაძე, სერგი საჯაია და ბესიკ ლაცაბიძე.  

სხდომაზე მოისმინეს:

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. გაერთიანების დებულების - მუხლი 11.1-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, გაერთიანებაში შემდეგი ახალი წევრი ორგანიზაციიების მიღების თაობაზე:

- „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე];

- სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი;

- „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე სერგი საჯაია;

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

„უფლისმიერი ლასკარის“

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

2013 წ. 10 -13 დეკემბრის დღეთა ქრონიკები

2013 წ. 10 დეკემბერს, 12.00 სთ-ზე, „ლასკარში“ ჩატარებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- „უფლისმიერი ლასკარის“ ღია სხდომაზე, გაიმართა - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტის:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ - განხილვა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 დეკემბერს უზრუნველყოფილი იქნა კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარება ჩაბ №41865 [ტ. 2239312/1].

2013 წ. 13 დეკემბერს, 13.50 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“ -ის პრეს-კლუბში [იოსებიძის ქ.№57]გამართულ ბრიფინგზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ და ავთანდილ იოსელიანმა დეტალურად ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თაობაზე.

ბიბლიური მინიშნებები ასეთი სახისაა:

- „იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე [ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მე-10] წლის, მეათე [მარტიდან ათვლით მე-10] თვის ათში ნათქვამი“ [ეზეკ. 24,1];

- „მეათე [ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მე-10] წლის მეათე [მარტიდან ათვლით მე-10] თვის თორმეტში [12 დეკემბერი], იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი“ [ეზეკ. 29,1];

- „მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოიწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა...“ [ესთ. 9,1].   

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების

პოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ  საქართველოში 1991-1992 წლეის მიჯნაზე გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობითსამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში,  სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

ვითვალისწინებთ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიერ  მიღებულ [1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ] და 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებულ [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:  

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაზე მიხეილი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯიქია დინა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე.  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ჩვენ ვეძებთ წილნაყარს

საქართველოს სულიერი მისიის გზაზე!..

ჩვენ ვეძებთ რწმენაში

გამობრძმედილს, განსპეტაკებულს!..

ჩვენ ვეძებთ სულიერად განწმენდილ ადამიანებს!.. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინაც სიცოცხლის ახალი არსის მოლოდინშია!.. ჩვენ გვაქვს მისია, რათა უფლის არც ერთი კეთილი მარცვალი არ დაიკარგოს უნაყოფოდ!..

ჩვენ ვეძებთ უფლისგან კოდირებულ ადამიანებს, რომელნიც დაკისრებულ ვალს იხდიან დედამიწაზე!... დღეს დაფარულის გახსნისა და ქართულ ცნობიერებაში ჩადებულის, ქართულ ენაში დამარხულისა და შეუცნობის დრო-ჟამია!..

დღეს, უფალმა - ზეციერთაგან ბეჭედდასმულთა რიცხვი უნდა დათვალოს დედამიწაზე...

ზეცით ნაუწყებს - უნდა გაგება,

და ახელილი გონების თვალი...

თუკი გიბოძა უფალმა ნიჭი,

და თუ გონება ცით გაგინათა...

მაშ, ნუ აყოვნებ,

შენი ჯერია - გამოფხიზლდი და

შემოგვიერთდი!..

სახარება ასე ამბობს: უფალმა მისცეს წყალობა იმ სახლეულთ, ვინც გაგვამხნევოს; რამეთუ ქრისტეს გზას და მის მოციქულებსაც კი ჰყოლიათ თანამდგომნი და გამამხნევებელნი... ისინიც ლოცავდნენ მათ სახლეულებს, რომელთაც მათი ბორკილების არ შერცხვათ...

მტკიცედ გეპყრათ ის, რაც გაქვთ - გვეუბნება უფლის სიტყვა, ჩვენ კი, ქართველებს, უფლისაგან ნაბოძები გზა გვაქვს, გზა - მისიონერული...

მაშ, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ უფლის გზას... ღმერთზე მინდობილი ერი კი,ყოველთვის წამოიმართება, ფეხზე დადგება!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

ქართველ დედებს!

გემუდარებით დედებო, გადაარჩინეთ შვილები თქვენი [მე მებრალება თქვენი შვილები]... შეაგონეთ, რომ დედამიწაზე დრო-ჟამის სიმწიფეა... უფლისგან გათვლილი დრო აკაკუნებს, მეორედ მოსვლის...

საქართველო - ჯვართმტვირთველია ქრისტეს გზისა... არ შეგშვენით, და დამღუპველია თქვენთვის თქვენი ცინიკური სახეები ახალგაზრდებო... ცეცხლს ეთამაშებით. მინდა შეგახსენოთ, რომ - დამკვეთს, და - შემსრულებელს, მსჯავრი თანაბრად ედებათ.

მე ქართველი ხალხის კეთილგონიერების იმედი მაქვს, რომ ეს წვეთი ტალახისა, საყოველთაო ტალღად არ გადაიქცევა.

ფრთხილად საქართველოვ!..

თუკი უფალმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, ჩვენც ნუღარ ველით შეწყალებას, საღვთო გზის დაგმობისათვის.

გაფრთხილდი ერო ჩემო!...

მინდა ჩემი ეს წერილი პეტრე მოციქულის იმ სიტყვით დავამთავრო, რომელიც პარალელს ავლებს ჩვენი ცხოვრების სამწუხარო რეალობასთან - „უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისაგამ“ [2 პეტრე 2,21].

დინა [დიანა] ჯიქია

 

თქვენთან ვარ ჩემო შვილებო,

არ გაიტეხოთ გულები...

ცოტა რომ „შემაგვიანდა“

მიტომ ხართ მოწყენილები?

სულ მალე გაგიცხადდებით,

მოგიტანთ სიხარულებსა...

ვინც დღეს დაგცინით, იმათ კი

მოვუვლენ სასწაულებსა,

ვაი, რომ თავს ვერ შველიან,

თვით დაიწყვეტენ გულებსა...

მათ არჩევანი მიეცათ,

ფული არჩიეს სულებსა...

ვეღარაფერი უშველის

სატანის ხელდასხმულებსა...

ეკატერინე

ხრიკული

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

1921 – 1978 - 1995 წლების კონსტიტუციათა

ურთიერთმიმართებითი საკითხისათვის

1921 წლის 21 თებერვალს მიღებულმა - „საქართველოს კონსტიტუციამ“, როგორც აღინიშნა, რეალურად მხოლოდ 4 დღე იფუნქციონირა.

1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში“, მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ - „... 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში...“.

სწორედ იმან, რომ 1921 წლის კონსტიტუცია, კვლავაც ინარჩუნებდა თავის იურიდიულ ძალას, მეოცე საუკუნის 80-90 -იან წლებში მომძლავრებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს - ზვიად გამსახურდიას,  ქართველი ხალხის ნებაზე დაყრდნობით წარმართული თავდაუზოგავი შრომის შედეგად, როგორც ითქვა, საშუალება მისცა - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - კანონიერი ხელისუფლება.

როგორც აღინიშნა - 1991 წლის 9 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ მიღების პარალელურად, დამტკიცებულ იქნა - საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღებამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს „საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 14 ნოემბრის კანონი.

2. დაევალოს საკონსტიტუციო კომისიას დააჩქაროს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის შემუშავება 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის დებულებათა საფუძველზე...“.

[იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან

ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 46].

ითქვა ისიც, რომ ფაქტობრივად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მთელი შემდგომი კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სწორედ ამ კუთხით იქნა წარმართული. კერძოდ, მომქმედ 1978 წლის 15 აპრილის რედაქციის კონსტიტუციაში ყოველი მორიგი ცვლილება, მხოლოდ - „საკონსტიტუციო კომისიის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციათა შეჯერების გზით ხორციელდებოდა.

ამდენად, 1991 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული 1978 წლის კონსტიტუციის ძირფესვიანად სახეცვლილი რედაქცია, ეყრდნობოდა რა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის დებულებათა ძირითად საფუძვლებს, წარმოადგენდა კიდეც - „საქართველოს რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მდგომარეობის [რომ - „გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები“] შემდგომად მისაღები კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთავარ საწყისს.

სამწუხაროდ, 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში დაწყებული სამხედრო პუტჩის შემდგომად განვითარებულმა მოვლენებმა, ტრაგიკულად შეცვალეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების გზასავალი.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, დევნილობაში, 1992 წლის 12 მარტს მიიღო სპეციალური დადგენილება  - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

მეორეს მხრივ, როგორც ითქვა - „1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ - „...1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას... 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში 1991 – 1992 წ.წ. მოვლენების შედეგას დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.39].

და აი, ასეთი სამართლებრივ-ისტორიული გზის სამართალმემკვიდრე - საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულსაქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ” (N 1104 - Iს), ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“, თბ. 2013 წ., გვ. 29-30].

ამდენად, 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით - საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტი, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა დადგენილების სახით ეღიარებინა, რომ - „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში...“.

 ეს ვადა კი, 5 წლის ვადით არჩეული 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოსთვის, მის მიერ ჩატარებული პირველი სხდომიდან, ანუ - 1990 წლის 14 ნოემბრიდან იწყება, და - 1995 წლის 14 ნოემბერს „მთავრდება“. 

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

 - ვინაიდან, 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ,  1992 წლის 12 მარტს მიღებული დადგენილების ძალით: „... ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

- ვინაიდან, საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ მიღებული 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით: „...საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში...“, რომელი ვადაც 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოსთვის, მის მიერ ჩატარებული პირველი სხდომიდან, ანუ - 1990 წლის 14 ნოემბრიდან იწყება, და - 1995 წლის 14 ნოემბერს „მთავრდება“, და

- ვინაიდან, როგორც მინიმუმ, აღნიშნულ ვადამდე, ანუ - 1995 წლის 14 ნოემბრამდე, ძალაში ითვლება 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს კანონიერი საქმიანობის წარმმართველი მთავარი კანონის - 1978 წლის კონსტიტუციის ძირფესვიანად რედაქტირებული ის ვარიანტიც, რომლის სრული ვარიანტი 1991 წლის 26 ნოემბერს იქნა გამოქვეყნებული [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26/11-1991 წ.],

- ამიტომ, 1992 წლის 11 ოქტომბრის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ, როგორც 1993 წლის თებერვალში შექმნილი საკონსტიტუციო კომისია, ასევე მის ბაზაზე - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუცია“, ითვლება უკანონოდ და სამართლებრივი ძალის არმქონედ. 

შესაბამისად:

ერთის მხრივ - 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ,  1992 წლის 12 მარტს მიღებული დადგენილებისა: „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, და

მეორეს მხრივ - საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ მიღებული 2005 წლის 11 მარტის დადგენილების: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, - გათვალისწინებით, დღეისათვის,

საქართველოში, ერთადერთ იურიდიული ძალის მქონე იმ უმაღლეს კანონად, რომლის ძალითაც ხდება - საჯარო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, მათი ძალაუფლების ფარგლებისა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა, სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება, ითვლება:

- 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1978 წლის 15 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ ძირფესვიანად რედაქტირებული ვარიანტი [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი,1991 წ.].