Print

გაზ. № 50 (895)

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი14 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 14 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე ჯემალ ჯიქია და ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“.

2. კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათში გადმოცემული ინფორმაცია: 2012-2013 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის

2013 წლის 14 დეკემბრის

გადაწყვეტილება

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“;

2.  კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათში გადმოცემული ინფორმაცია: 2012-2013 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

1. საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“;

2. კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში - „კავშირის 2012- 2013 წლის საფინანსო მდგომარეობის თაობაზე“.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2013 წლის 17 დეკემბრის

სხდომის ოქმის ამონაწერი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2013 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე

მოისმინეს:

- საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. გაერთიანებაში ახალი ორგანიზაციის მიღებასთან დაკავშირებით;

2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე.

- არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი-ს თანათავმჯდომარის თინათინ ბაიაშვილის წინადადება - საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესების შემოღების თაობაზე.

განსახილველ საკითხებზე მოსაზრება გამოთქვეს - ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა...

დადგინეს:

1. გაერთიანების დებულების - მუხლი 11.1-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, გაერთიანებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს მიღების თაობაზე.

2. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე..

3. საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესების თაობაზე შემუშავებული საქართველოს საპატრიარქოსადმი განკუთვნილი - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ შემუშავებული ღია მიმართვის პროექტი  წაკითხულ იქნეს - 2013 წ. 22 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, თბილისში პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

„უფლისმიერი ლასკარის“

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

ახსნა-განმარტებითი ბარათი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2012-2013 წლის

საფინანსო საქმიანობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2012 წლის 9 იანვრიდან 1 ნოემბრის მდგომარეობით:

-         კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 446 [ოთხას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 397 [სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

2012 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

-         4 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა - 100 [ასი] ლარი [დეკემბრის თვის საწევრო გადასახადი];

-         4 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

-         4 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

-         კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 546 [ხუთას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 497 [ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

-          2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

-         2013 წ. 9 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 100 [ასი] ლარი;

-         2013 წ. 12 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

-          2013 წ. 12 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2013 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით:

-         კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 646 [ხუთას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 597 [ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

 

ქ. თბილისი,

2013 წლის 14 დეკემბერი

 

 

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

მცირე გამონაკლისის გარდა, დღეს თითქმის აღარ გვეგულება არც ერთი პიროვნება, რომელიც არ აცნობიერებდეს, რომ 1991-1992 წლეის მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, საქართველოში სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობამ სათავე დაუდო ჩვენს ქვეყანაში არნახულ უკანონობასა და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებას. შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ საქართველოში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია.

არაკანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალისა და მისი სამართალმემკვიდრე პოლიტიკური ელიტის უკანონო, ამბიციურმა და გაუთვლელმა მოქმედებამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის სფეროან გასვლა განაპირობა, რასაც შედეგად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოჰყვა. შექმნილი მდგომარეობის გამო ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით იქნა განდევნილი.

გვჯერა რა, რომ 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს დამნაშავე კრიმინალური ნაწილისა და მათ ქმედებებს ნებსით, თუ უნებლიედ აყოლილი მოსახლეობის ნაწილის პასუხისმგებლობა; და

მიგვაჩნია რა, რომ ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის მიზნით:

ა) საქართველოს პროკურატურაში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს; ამასთანავე

ბ) საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

მოგმართავთ წინადადებით, რათა:

ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებული იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.

 

თქვენო უწმიდესობავ!

ეკლესიის წიაღიდან მომდინარე, ღვთაებრივ სწავლებაზე დაფუძნებული, მონანიებისა და ურთიერთმიტევების მოწოდება, ხელს შეუწყობს ამოავსოს, ხსენებულ ტრაგედიაში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაჩენილი, გაუცხოების უფსკრული.

ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ განკითხვის დღეს აღსრულებული ღვთაებრივი სამსჯავრო, თითოე ჩვენთაგანს მიუკერძოებელ უფლისმიერ განაჩენს გამოუტანს, რამეთუ გვაფრთხილებს მაცხოვარი - ... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები~ (მათე 12,36-37).

22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული.

 

საქართველოში - 22 დეკემბრის, მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ დაწესების ინიციატორი

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სახელით,

 საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი, ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა,

ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი, კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი,

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა,

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯიქია დინა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი, ხრიკული ეკატერინე.  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

პატივისცემით:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

ბარბარობას მოგილოცავთ,

გაიხარებს ჩვენი გული:

საქართველოს უსრულდება

ყველა ნატვრა და სურვილი,

ათონიდან მობრძანდება

ჩვენი დედა ღვთისმშობელი...

დედას - შვილი აქ დახვდება,

გაიხარებს მისი გული,

მასთან ერთად გამოჩნდება

ის თორმეტი მოციქული,

წმიდანებიც მალე მოვლენ

შეიკვრება მთელი გუნდი...

ეკატერინე

ხრიკული

 

გამოცხადება ფარავნის ტბასთან...

 

წუხელ სიზმარში, ფარავნის ტბასთან

გამომეცხადა უფალი - ხელი ჩამჭიდა,

უხმოდ გავყევი...

მინდოდა მეთქვა - :ცურვა არ ვიცი“,

ენა დამება...

ტბა ყვავილებით იყო მორთული.

ტბაში მეც დიდხანს ვიხეტიალე,

მაცხოვრის ხელებს ჩაჭიდებულმა...

სუფთა, კამკამა ტბიდან ამოსულს,

მე უფლის მადლი თან მომყვებოდა:

სათნო ხელები - მეფერებოდა...

ნაპირს რომ გავცდი, შემდეგ ვიგრძენი,

მარტო ვიყავი, - ვითარც ტყვე ქალი,

და ტყვეობიდან ხსნას ველოდი,

ისევ მაცხოვარს ველოდებოდი...

დინა [დიანა] ჯიქია

 

დიდება შენს უკვდავ სახელს!...

ვუძღვნი ზვიად გამსახურდიას!

 

უნდო უმეცართ კრებულთ სახელით - პატიებას გთხოვ!...

ქვეყნად მოვიდა სიმართლის მთქმელი, ზეციერ ნიჭებს ზიარებული, ღვთისგან ცხებული. სამწუხაროდ, ვერ მიიღო სული ღვთისა, - ეშმაკის სულმა... ვეღარ მიიღეს ღვთიური გონი, და აუმხედრდნენ - გზას უფლისმიერს.

... და იბოგინა, ქართულ მიწაზე ეშმაკის სულმა. ვეღარ შეიცნეს შენში „მამობა“, ეს - ზეციური...

ყველას მაგივრად - პატიებას გთხოვ, და გთხოვ მიიღო, სინანულის მომცველი სული, შემცნობი გზისა...

მე ქართველ ერში აღმსარებელ კრებულს გიმზადებ. გთხოვ შეაგებო უმწიკვლო სული, უმეცარ შვილებს.

ვერ დავიჯერეთ შენი სიკვდილი. მკვდრები ჩვენა ვართ დედამიწაზე - უფლის მგმობნი, ღვთის ვერ მცნობნი...

ჩვენ კვლავ ველოდებით - ზეციდან მოვლენილ მფარველს, და იმედი გვაქვს - კვლავ გამოჩნდება ხალხის წინაშე, როგორც ხატება - „ზეციერ მამის“... და მე, პირველი დავეჩოქები.

... ზეცა მოწმობს, ანგელოზი იუწყება [მეორედ მოსვლა იქნება თქვენი]... ნეტავ, შეიცნობს ქართველი ერი?!..

უფლის გზის დამგმობთ, ხმალშემართულებს და უსამართლოდ ამხედრებულებს, უფლის სახელით ვუბრძანო მინდა - ხელები ძირს!...

დინა [დიანა] ჯიქია

 

თუ შეგაწუხეთ თავგასულობით - გთხოვთ მაპატიოთ...

უფლისკენ სავალი გზა... გზა მძიმე და ეკლიანი...

ბევრი რამ მინდა ვთქვა... მიჭირს! არავინ „მეხმარება“ - აღარც მხარდაჭერა; აღარც ეკონომიური მდგომარეობა... ფსიქოლოგიური ზეწოლა და ომი, დასადრგუნად, და არა მარტო ჩემზე...

არ ვიცი, რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნო... ოღონდ არ ვიცი რა იქნება ეს - წყნეთთან განშორება... „სამუშაოს“ დაწყება... საზღვარგარეთ წასვლა... ბინის გაყიდვა თუ... ისევ აფხაზეთში გადასვლა...

შემდეგ... შემდეგ არა - ჯერ უფალი შემეწევა და ყველაფერი კარგად იქნება!...

ასე ცხოვრებას დიდხანს ვერ შევძლებ - უფალო, გევედრები და გეჩოქები, მირჩიე რამე!

ისე კი - წავალ, აბა რა იქნება... ჯერ კურთხევას ველოდები, გზის დალოცვას - შენგან უფალო!

მინაწერი:

არ ვიცი რა მემართება... როცა ბატონების მლოცველები ფანდურს უკრავენ და მღერიან - სულიერად ზეცას ვუერთდები... ენით აუწერელ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. მათ გამოჩენას სულ სიხარულით ველოდები.

გმადლობ, გმადლობ უფალო - ყველაფრისათვის...

სულში ვეფერები და ვესიყვარულები პავლე მოციქულისეულ შეგონებას:

„რადგან თვით უფლის ბრძანებით, მთავარანგელოზის ხმობით და ღმერთის საყვირის ხმით, გარდამოხდება ზეცით, და ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან პირველად. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილნიც, მათთან ერთად აღვიტაცებით ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს, და ასე მარადის ვიქნებით უფალთან ერთად.

მაშ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე“ [1 თესალ. 4,16-18].

დინა [დიანა] ჯიქია

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

საქართველოში

ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის

დაწესების თაობაზე

 

1. ვითვალისწინებთ რა საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლისთვისაც მიუღებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, და

ვეყრდნობით რა 2011 წლის 20 დეკემბერს წმ. სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ID ბარათთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი - ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებების დაშვებასთან დაკავშირებით,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დღეს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  ელექტრონული მოწმობის ჩიპიანი ID ბარათის პარალელურად, დაწესებული იქნეს ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობა;

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წ. 1 მარტამდე უზრუნველყოს, საქართველოს მოქალაქეებისათვის, ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება.  

 

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამა ავთანდილი [გიორგობიანი]; მამა აკაკი [მელიქიძე], მამა ბასილი [ახვლედიანი], მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეუფე ქრისტეფორე [წამალაიძე]; მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯიქია დინა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე.  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

13 დეკემბერს - მეტეხის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დეკანოზ მამა აკაკისთან [მელიქიძე] გამართულ საუბარში, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ლასკარის საზოგაოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ გააცნეს მოსაზრება - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“;;

მამა აკაკიმ, გაიზიარა რა ჩვენი მონათხრობის სულისკვეთება, სურვილი გამოთქვა თავადაც ჩართულიყო აღნიშნული კანონპროექტის საბოლოო სახის მისაცემად შექმნილი ჯგუფის მუშაობაში, და თავის მხრივ შემოგვთავაზა დავკავშირებოდით - ბოლნისის ეპარქიის აკაურთის მონასტრის დეკანოზს მამა ბასილს [ახვლედიანი].

მამა ბასილმა, 14 დეკემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ბატონ ჯემალ ჯიქიას დაუდასტურა მზადყოფნა ხსენებულ სამუშაო ჯგუფში მის ჩართვასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერსვე სატელეფონო საუბარი შედგა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველთან მიტროპოლიტ იობთან [აქიაშვილი]. მეუფის წინადადებითვე, ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტის სრული პაკეტი იმავე დღეს ელ.ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნა მის მდივანს მონაზონ ანასტასიას.

15 დეკემბერს, 19.00 სთ-ზე, სახელმწიფო მუზეუმთან, წინასწარი შეთანხმებისამებრ, მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია შეხვდნენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელს ზაზა ნანობაშვილს. ერთსაათიანი საუბრის დასასრულს დაიგეგმა - მორიგ შეხვედრაზე საბოლოოდ შევჯერებულიყავით აღნიშნული საკითხის ყველა დეტალში.

17 დეკემბერს გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე, გაერთიანების ახალ წევრად მიღებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“ [თანათავმჯდომარე თინათინ ბაიაშვილი].

„უფლისმიერი ლასკარის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ-ნ თინათინ ბაიაშვილის წინადადებას - 22 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე გაგვეჟღერებია: მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის გამოცხადების ინიციატივა. საქართველოს საპატრიარქოსადმი განკუთვნილი ღია მიმართვის ტექსტის მომზადება მიხეილ [გელა] სალუაშვილს დაევალა.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე.

წინასწარი რამოდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ 19 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ბატონმა ზაზა ნანობაშვილმა, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა საკანონმდებლო წინადადების ავტორთა რიგს მიერთებოდა.

19 დეკემბერს ქუთაისში გაგზავნილი საკანონმდებლო წინადადების მასალები, პარლამენტის კანცელარიას 20 დეკემბერს ჩაბარდა [ჩაბ. № 42 539].