Print

გაზ. № 1 (897)

მე-18 წლის დასაწყისი...

 

1996 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაფუძნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებიდან გამომდინარე, გაზ. „არჩევანი“-ს დამატება, გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა.

ამ დღიდან მოყოლებული, მე-17 წლისთავზე, ანუ 6209-ე [6 + 2 + 0 + 9 = 17] დღეს - 2014 წ. 4 იანვარს, ჩვენი გაზეთის 897-ე ნომერი გამოვიდა.

მეთვრამეტე სავალი წლის კარიბჭესთან, მოდით მოკლედ განვიხილოთ ახალი წლის, ანუ - 2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე მიმდინარე დროის მისტერიული ასპექტი.

ყოველი ახალი დღე, თუ ყოველი ახალი წელი, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ დიადი მიჯნისაკენ სავალ გზაზე, რომელიც, ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროში, უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადებით დამთავრდება.

ჩვენს რეალობაში, ახალი წლის სამი ათვლა გვაქვს:

1. საერო კალენდრის ახალი სტილით ახალი წელი 1 იანვარს იწყება; 13 დღიანი სხვაობის შემცველი ძველი სტილის ათვლიდან გამომდინარე, ახალი წელი 14 იანვარს დგება;

2. აღმოსავლური [ჩინური] კალენდრის მიხედვით ახალი წელი 22 იანვრის შემდგომად დამდგარი ახალი მთვარის პირველი დღიდან იწყება. შესაბამისად, გველის წლად სახელდებულ 2013 წელს, 2014 წ. 31 იანვრიდან დამდგარი ცხენის წელიწადი ჩაანაცვლებს.

3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელიწადს 1[14] სექტემბერს იწყებს, რომლის თანახმადაც [გველის წლად სახელდებული] 2013 წელი, საერო ათვლის 2013 წ. 1[14] სექტემბერს დაიწყო და 2014 წ. 1[14] სექტემბრამდე გასტანს.

მაშასადამე, საერო ათვლის 2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე, ერთდროულად იქნება: გველისა და ცხენის წელი [რამეთუ, როგორც ვნახეთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით იქნება 2013, ანუ - გველის წელიწადი; ხოლო საერო და აღმოსავლური კალენდრით 2014, ანუ - ცხენის წელიწადი].

ბიბლიური სწავლებით - ეშმაკი, დასაბამისმიერ გველთანაა გაიგივებული, რომელსაც - მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე ამარცხებს: „და შეიპყრო ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა...“ [გამოცხ. 20,2];

 იმავე გამოცხადების მიხედვით, უფლის დიდებით მოსვლის მისტერია, კოდირებულ - ცხენის არსთან, ასე კავშირდება:

„და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი, და მასზე მჯდომს ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რადგანაც სიმართლით განსჯის და იბრძვის... და თავს ედგა მრავალი გვირგვინი, და ჰქონდა სახელი დაწერილი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. და ემოსა სისხლით ნაღები სამოსი, და სახელი მისი - სიტყვა ღმრთისა“ [გამოცხ. 19,11-13].

ამდენად, ცხენზე მჯდომი: „სარწმუნო და ჭეშმარიტი... სახელი მისი - სიტყვა ღმრთისა“, ანუ - მეორედ დიდებით მომავალი უფალი, ამარცხებს ბოროტების სიმბოლოს - ეშმაკს, რომელიც გველის არსთან კავშირდება...

ვფიქრობთ, კომენტარის გაგრძელება აღარაა საჭირო იმაში გასარკვევად, თუ რა დიდი დატვირთვის მატარებელია, საერო კალენდრით ათვლილი: 2014 წ. 31 იანვრიდან - 1[14] სექტემბრამდე, ერთდროულად მიმდინარე - გველისა და ცხენის წელიწადი...

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2014 წ. 4 იანვარი

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

2013 წ. 29 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული თავყრილობა, მთაწმინდის პანთეონში დავანებული ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლითა და გადახდილი პარაკლისით გაგრძელდა.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ეს მოკრძალებული ღონისძიება, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ [ლიდერი - ევგენი მიქელაძე] ეგიდით დაიგეგმა. ლასკარის წევრებმა სიამოვნებით გავიზიარეთ ახალგაზრდების წამოწყება და ჩვენი თანადგომა გამოვუცხადეთ მათ.

მთაწმინდის პანთეონში გამართულ სახელდახელო კონსულტაციაზე, „ეროვნული ფრონტის“ წევრებს გავაცანი ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ევგენი მიქელაძესთან საუბრისას შევთანხმდით, რომ, კონსულტაციათა მეორე ნაწილს, სავარაუდოთ - 2014 წ. 9 იანვარს, 12.00 სთ-ზე, ლასკარში გავმართავდით.

30 დეკემბერს დავუკავშირდი საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწეს ქ-ნ შორენას [ტ.: 293 22 55], რათა დამეზუსტებია მინისტრ გურამ ოდიშარიას პოზიცია ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მიზეზთა გამო, ჩვენი ღია მიმართვის კულტურის სამინისტროსათვის ჩაბარების [27.11.2013 წ.] ერთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა, მათი მხრიდან დადებითი პასუხის მიღება. ამჯერადაც, თანაშემწის პირით გვეუწყა, რომ ამ საკითხზე  მხოლოდ 4-7 იანვრის შემდგომად გაგვაცნობდნენ საბოლოო პოზიციას.

30 დეკემბერსვე, ფოსტის მეშვეობით, გადმოგვეცა 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტიდან გამოგზავნილი დაზღვეული წერილი, რომელიც ჩვენს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიციას გვაუწყებდა...

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

/ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს/

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილ

საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2013 წ. 27 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [№07 - 5/552; 23.12.2013] და მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება.

იხილეთ, დანართის სახით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დასკვნა.

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

აპარატის დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილ

საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლემ“ საქართველოს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება [№07. 5/552; 23.12.2013] „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.

ავტორი, წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტს ერთის მხრივ მიმართავს ახალი კანონის მიღების მიზნით, თუმცა, მეორეს მხრივ, თავად წარმოდგენილი პროექტი დასათაურებულია როგორც - საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წ. 11 მარტს მიიღო დადგენილება: „1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“. მიღებული დადგენილების თანახმად: საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პირველი პუნქტით, დაადგინა, რომ - „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს“.

დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად პარლამენტმა დაგმო - „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილების: „1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ მსგავსი შინაარსის აქტის პროექტს, ამდენად მიზანშეწონილი არ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება.

პატივისცემით

აპარატის უფროსი

ზურაბ დეკანოიძე

დასკვნა მოამზადა

ზურაბ მაჭარაძემ

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ ვახტანგ ხმალაძეს!

ღია მიმართვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დასკვნასთან

[წერ. №25566/4-10; 27.12. 2013 წ.] დაკავშირებით:

 

ბატონო ვახტანგ!

ჩვენს, ანუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების [№07 - 5/552; 23.12.2013] პასუხად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დასკვნაში [იხ. №25566/4-10; 27.12. 2013 წ.; დასკვნა მოამზადა ზურაბ მაჭარაძემ] მითითებული ორი პირობითი საკითხის განმარტებისათვის მოგახსენებთ შემდეგს:

1. დასკვნაში ვკითხულობთ:

„...საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.

ავტორი, წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტს ერთის მხრივ მიმართავს ახალი კანონის მიღების მიზნით, თუმცა, მეორეს მხრივ, თავად წარმოდგენილი პროექტი დასათაურებულია როგორც - საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“...“.

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად - საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“ [მუხლი 145,1].

თავის მხრივ - ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-2 თავში: „ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები“, კონკრეტდება, რომ - „ საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში“ [მუხლი 10,9].

ჩვენს მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლზე დაყრდნობით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, დიახაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების სახით - ახალი კანონის მიღებას „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული დასკვნა, და ჩვენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი ასე დავასათაუროთ:

„საქართველოს კანონი საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“.

 

2. დასკვნაში ვკითხულობთ:

„...საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილების: „1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ მსგავსი შინაარსის აქტის პროექტს, ამდენად მიზანშეწონილი არ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება“.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტში [ისევე როგორც თანდართულ „განმარტებით ბარათში“], ხაზგასმულია შემდეგი:

„...ვითვალისწინებთ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიერ  მიღებულ [1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ] და 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებულ [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] დადგენილებებს...“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა ხაზი გავუსვათ ორ ფაქტორს:

ა) მიუხედავად იმისა, რომ 2003/2004 წლების მოწვევის პარლამენტმა დიახაც იცოდა 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების შინაარსი [1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ], ეს არ გამხდარა ხელშემშლელი ფაქტორი მათი მხრიდან 2005 წ. 11 მარტის დადგენილების [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“]  მიღებისა.

უფრო მეტი ხაზგასმისათვის, შეგახსენებთ ხსენებული დადგენილების პირველ პუნქტს: „„საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში...“; რაც, როგორც მინიმუმ 1990 წ. 28 ოქტომრიდან ათვლილ - 5 წელს, ანუ - 1995 წ. 28 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

სწორედ ამ - „სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“, ანუ - 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ იქნა მიღებული დადგენილება, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“ [იხ. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების „განმარტებითი ბარათი“].

საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილება [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“], თავის მე-2 პუნქტში ადგენს - დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“.

ამდენად, სახეზე გვაქვს ორი დადგენილება:

- 1992 წ. 13 მარტს მიღებული, რომელშიც განსახილველი მოვლენები შეფასებულია, როგორც - „სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება“; და „სამშობლოს ღალატი...“; და

- 2005 წ. 11 მარტს მიღებული, რომელშიც განსახილველი მოვლენები: „ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებადაა შეფასებული“.

 

ბ) ჩვენს მიერ მეორე ხაზგასასმელად აღსანიშნი საკითხი, სწორედ ზემოთქმულს ეყრდნობა, და მათი ლოგიკური დამაგვირგვინებელი ქმედების ერთგვარი განმსაზღვრელია.

მოგეხსენებათ, რომ 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო დანაშაულებრივი სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის სათავეში დამნაშავე კრიმინალური რეჟიმის ყოფნის გამო, 1990 წ. 28 ოქტომბერსა და 1991 წ. 26 მაისს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ კანონიერ ხელისუფალს, რეალურად [ფიზიკურად] არ შეეძლო, მათ მიერ - 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების შინაარსის აღსრულება.

მეორეს მხრივ, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფალი, ხსენებული მოვლენების ფასადური შეფასების [„დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“] იქით არ წასულა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ბუნებრივად ჩნდება შემდეგი საკითხის მოგვარებისაკენ გადასადგმელი ნაბიჯის განხორციელების აუცილებლობა:

რადგანაც 1991 – 1992 წლებში მომხდარი ხელისუფლების იძულებითი შეცვლა იყო:

1. „სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება; და „სამშობლოს ღალატი...“ [1992 წ. 13 მარტის დადგენილება];

და

2. „ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“ [2005 წ. 11 მარტის დადგენილება],

სახელმწიფომ უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რათა  დაისვას - „„სამშობლოს ღალატსა“ და „ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილე დამნაშავე კონკრეტული პირების პასუხისგების საკითხი.

 

ბატონო ვახტანგ!

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, როგორც მოგეხსენებათ სამი პუნქტისაგან შედგება; ამათგან:

პირველი პუნქტი, ეყრდნობა რა 1992 წ. 13 მარტისა და 2005 წ. 11 მარტის დადგენილებათა სულისკვეთებას, 2012 წ. 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებში გამოხატული ნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ-სამართლებრივ ნებას ასე აფორმულირებს:

„1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად“;

 

შემოთავაზებული კანონპროექტით განსაზღვრული, მისაღები გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტები, მთლიანად ეყრდნობა რა პირველი პუნქტის სულისკვეთებას, მიმართულია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ახალ, კონკრეტულ ნაბიჯებს გამოკვეთავს, რომელიც ასეთი სახისაა:

„2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან“.

როგორც ვხედავთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სრულიად განსხვავებული დატვირთვის მატარებელია, და მასთან მიმართებაში იმის თქმა, რასაც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დასკვნაში ვხვდებით, რომ:

„...საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილების: „1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ მსგავსი შინაარსის აქტის პროექტს, ამდენად მიზანშეწონილი არ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება“,

რბილად რომ ვთქვათ - არამართებულია. 

 

ბატონო ვახტანგ!

 ზემოთქმულიდან გამომდინარე:

1. ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება, და ჩვენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი, ნაცვლად - „საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ასეთი დასათაურებით წარმოგიდგინოთ:

„საქართველოს კანონი საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“;

2. იმედს ვიტოვებთ, რომ, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გაითვალისწინებს წინამდებარე ღია მიმართვის შინაარსს, და ჩვენი საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო სხდომაზე განხილვისას, ჩვენი უშუალო მონაწილეობით მიიღებს ქვეყნისათვის ასრერიგად მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე საჭირო გადაწყვეტილებას.

პატივისცემით

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი, 2014 წ. 3 იანვარი

 

შემოდგომა მიიწურა

და გაიღო ზამთრის კარი,

არაფერმა შეგაშინოთ

ჩვენთან არის მაცხოვარი...

დაველოდოთ - გაცხადდება,

გაიხარებს ჩვენი გული...

შვებას იგრძნობს დღეისათვის,

ბედისაგან დაჩაგრული...

გრძნობა-გონების მოხმობით,

გულით ვადიდოთ უფალი...

თუ გვინდა ჩვენი სამშობლო,

რომ იყოს თავისუფალი...

ურწმუნოთათვის ვილოცოთ:

შემოუბრუნდეთ გულები...

იქნებ როგორმე დაიხსნან

ეშმაკისაგან სულები...

ყველამ ვიმძლავროთ რწმენაში,

გავისუფთაოთ გულები,

რომ გავახაროთ უფალი

და მისი მოციქულები...

ეკატერინე

ხრიკული

 

ადამ და ევა

ვნახე სიზმარში - ადამ და ევა

გზას მიჰყვებოდნენ სამოთხისაკენ...

თითქოს ზეციდან ხმა მოისმოდა:

ადამ, სადა ხარ? - ეძახდა მამა...

თითქოს მამა - შვილს ურიგდებოდა.

ევა ტიროდა, ხოლო ადამი

შესაგებებლად ემზადებოდა...

ნეტავი რისთვის

უხმობდა ღმერთი ადამს?!

რას ჰპირდებოდა?!

და წარსდგა ადამი მამის წინაშე,

მარტო კი არა - ევასთან ერთად...

ამცნო რაღაც მამამ - შვილებსა...

ამ დავალებით ადამ და ევა

გაბრუნდნენ ხალხში, და - გაქადაგდნენ...

აჰა, გადივლის ეს ჟამი მალე,

და - სხვა დრო ჩამოჰკრავს...

იქნებ, ის ჟამი გვიახლოვდება:

როს მამა ღმერთი,

ადამ და ევას,

სამოთხის ბაღში ეცხადებოდა!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

მხოლოდ ასე აღზევდები,

მხოლოდ ასე გაბრწყინდები საქართველოვ!

 

გზა, გზა დაუთმეთ ქრისტეს მხედრობას...

თუკი მავანი შეეცდება ეს გზა - ძალადობით ჩაახშოს, მე გიწინასწარმეტყველებ საქართველოვ - უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდები... საიდანაც, თავს ვერ დაიხსნი, რადგან ეს იქნება სასჯელი ღვთისაგან მოვლინებული...

ფრთხილად საქართველოვ!

„დღეს შეგიძლია აიცილოთ ურჩობის გზა, აღარ შესვა ეს სასმისი, აღარ მიიღო მავანთ შეკვეთა...“.

მაშ, ვემსახუროდ მხოლოდ სიმართლეს!

მხოლოდ ამ გზით გაბრწყინდები საქართველოვ!..

დინა [დიანა] ჯიქია