Print

გაზ. № 2 (898)

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

2014 წ. 8 იანვარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კრების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის უფროსთან იოანე გოგუასთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ წმიდა სინოდისადმი განკუთვნილი ჩვენი ღია მიმართვა: 22 დეკემბრის, მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ დაწესების თაობაზე, უწმიდესის გადაწყვეტილებით პატრიარქის ქორეპისკოპოს, გარდაბნისა და ცურტავის ეპისკოპოს მეუფე იაკობს გადაეგზავნა.

მეუფე იაკობის თანაშემწემ - კახამ, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ მეუფე ათიოდე დღით მოტეხილი ხელის მკურნალობასთან დაკავშირებით საპატრიარქოში არ იქნებოდა, და ჩვენს ღია წერილში წამოჭრილი საკითხის თაობაზე 20 იანვრის შემდეგ გაგვემართა მათთან შეხვედრა. ბუნებრივია დავეთანხმეთ.

8 იანვარს ლასკარში გვეწვივნენ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრები - არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონის“ წარმომადგენლები თინათინ ბაიაშვილი და მედეა ცაგარეიშვილი; აგრეთვე - სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი მჭედელაძე. განხილულ იქნა, უახლოეს დღეებში  გაერთიანების ეგიდით დაგეგმილი ნაბიჯები.

8 იანვარს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის თაობაზე ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“- თავმჯდომარეს - ლევან ხაჭაპურიძეს.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში პოზიციების შეჯერების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ბატონმა ლევანმა გააჟღერა პოზიცია, თავისი ორგანიზაციის ჩვენს გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; და ხელი მოაწერა გაერთიანების დებულებას.

იმავე დღის ბოლოს, ბატონ ლევან ხაჭაპურიძესთან ერთად, მივეახლეთ მათ ოფისში [დ. აღმაშენებლის №41] დაბრძანებულ, ათონის მთიდან ჩამოსვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლს.

8 და 9 იანვარს, საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწესთან, ქ-ნ შორენასთან გამართულ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ ჩვენს მიერ 2013 წ. 27 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში ჩაბარებულ ღია მიმართვაში დაყენებული საკითხის [ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით] თაობაზე მინისტრ გურამ ოდიშარიას პოზიცია 13 – 14 იანვარს გახდებოდა ცნობილი.

10 დეკემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“-ს ლიდერს - ევგენი მიქელაძეს, დეტალურად გავაცანი მიმდინარე ბოლო ჟამად სახელდებულ დროში მომხდარ- მოსახდენი პროცესები. ვისაუბრეთ უახლოესი მომავალის სამოქმედო გეგმის დეტალებსა და სავარაუდო კოორდინაციაზე.

10 დეკემბერსვე, პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ აპარატის თანამშრომელთან სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადება - ალტერნატიულ პირადობის მოწმობათა თაობაზე, განსახილველად, მათი კომიტეტისათვის ყოფილა გადაცემული. მასვე მივაწოდე ინფორმაცია საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ 2011 წ. 20 დეკემბრისა [კომისიის შექმნა] და 2012 წ. 5 ივლისის [დადგენილების მიღება] გადაწყვეტილებათა  გამოქვეყნების წყაროს თაობაზე [შესაბამისად: „საპატრიარქოს უწყებანი“ №41(613), 2011 წ. გვ. 4-5; და №27 (640), 2012 წ., გვ.4].

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

დედა მხოლოდ ერთია"

პატრიარქ - ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში კერძოდ, ვკითხულობთ:

„...თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. „ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო...

განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?..

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში...“.

 

აღნიშნულმა საკითხმა, რატომღაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია გარკვეულ წრეებში. ამჟამად მხოლოდ ერთი გამოხმაურება გვინდა შემოგთავაზოთ. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

 

„...ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლესფეისბუქის საშუალებით ეხმაურება. ეპისკოპოსი წერს, რომ გაოცებული დარჩა იმ რეაქციებით, რომელიც ეპისტოლეს მოჰყვა...

„... იმისათვის, რომ წარმოვაჩინო, თუ რაოდენ რთულია და ვრცელი სუროგატული დედობის საკითხი, აქვე მომყავს, როგორც მაგალითი, იმ მოხსენების ტექსტი (დედა მხოლოდ ერთია"), რომელიც ბოლო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა ასუნტა მორესმა. ამ ქალბატონს ავალია წარმოადგინოს იტალიელი ეპისკოპოსები სახელმწიფო კომისიებში ბიოეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით", - წერს ჯუზეპე პაზოტო. აი, ეს ტექსტიც:

 

დედა მხოლოდ ერთია

„1978 წლის ივლისი შეგვიძლია ჩავთვალოთ .. „ანთროპოლოგიური საკითხის" დაწყების თარიღად, ანუ იმ რევოლუციისა, რომელიც კაცობრიობას იმ ფუნდამენტს უცვლის, რომელსაც აქამდე ყველანი ვიცნობდით. 1978 წლის ივლისში დაიბადა ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სინჯარაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩასახვა მოხდა დედის მუცლის გარეთ.

 ამგვარად დაიწყო IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ემბრიონი ჩამოყალიბდეს ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში, ორი გამეტის, სპერმატოზოიდისა (მამრობითი) და კვერცხუჯრედის (მდედრობითი) შეერთებით: ჩასახვა, რომელიც ადამიანის ხელით ხორციელდება.

 IN VITRO განაყოფიერებით დასრულდა კონტრაცეპციით დაწყებული გზა: ამ უკანასკნელის შემთხვევაში იყო ხორციელი ურთიერთობა შვილების გარეშე, ახლა კი, ხელოვნური განაყოფიერებით, არიან შვილები ხორციელი ურთიერთობის გარეშე. აქ ქრისტიანებმა პირველებმა ამოიღეს ხმა: კონტრაცეპციის შემთხვევაში ითქვა, რომ არ შეიძლებოდა პროკრეაციის გამოყოფა სექსუალურობისაგან. ხოლო სინჯარაში ჩასახვა ცვლიდა კაცობრიობის ფუნდამენტურ აქტს, რომელიც აერთიანებს ყოველ ადამიანურ არსებას (ყველანი ჩასახულები არიან კაცისგან და ქალისგან დედის მუცელში), სახიფათოდ ეცვლება რაღაცა ჩვენს ადამინურ ბუნებას.

 ტექნიკურად ხელოვნური განაყოფიერება არ არის უბრალო გასეირნება, არამედ ექსკლუზიურად ქალისათვის მძიმე ტვირთია.

 მამაკაცებმა მხოლოდ სპერმა უნდა გაიღონ მასტურბაციის საშუალებით. ქალები კი ჯერ ექვემდებარებიან მძიმე ჰორმონალურ ზემოქმედდებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ კვერცხუჯრედები. ბუნებრივად ქალი ერთ კვერცხუჯრედს გამოყოფს ერთ თვეში, ჰორმონალური ზემოქმედებით კიამოიყოფა უფრო მეტი.

ჰორმონალური ზემოქმედებით მწიფდებიან ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედებს. ფოლიკულების ასპირაციისათვის ქალმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ზოგადი ანესთეზიითა და ღრმა სედაციით. ქირურგი აკეთებს ფოლიკულების ასპირაციას და მათთგან მიიღება კვერცხუჯრედები, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულამდე.

ამ ეტაპზე ბიოლოგები ლაბორატორიაში ახორციელებენ განაყოფიერებას, სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედის ერთად მოთავსებით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იდება ინკუბატორში და ელოდებიან რათა გამოჩნდეს - იზრდება თუ არა, იწყებს გაყოფას თუ არა: თუ კი, მაშინ ემბრიონი შეიძლება გადატანილ იქნეს ქალის საშვილოსნოში.

IN VITRO განაყოფიერება არ კურნავს სტერილურობას (ამ ინტერვენციების შემდეგ მამაკაცი და დედაკაცი სტერილურები რჩებიან როგორც მანამდე), არამედ გადააქვს ჩასახვა ქალის სხეულიდნ მის გარეთ.

მაშასადამე, სად არის პრობლემა?

ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიებით დედობა იყოფა უფრო მეტ თანამონაწილეებად, როდესაც მანამდე ერთი იყო დედა, ახლა შეიძლება იყვნენ სამი ან ოთხი:

-    შესაძლებელია გენეტიკური დედის ყოფნა, ანუ ის ვინც საკუთარ კვერცხუჯრედს იღებს.

-    ორსული დედა (ან სუროგატული) ანუ ის, რომელიც საკუთარ საშვილოსნოს სთავაზობს.

-    შემდეგ კანონიერი დედა, ანუ ის ვინც უკვეთავს ბავშვს, და რომელიც აღზრდის მას.

-    შესაძლებელია ასევე მეოთხე დედა, რომელიც კვერცხუჯრედების ნაწილს სთავაზობს, აქედან გამომდინარე გასანაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შეიძლება გააჩნდეს ორი ქალის მოდიფიცირებული დნმ. ეს ძალიან იშვიათი ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებასაც ფიქრობენ და უკვე დაიბადნენ ბევრი ბავშვები სამი ადამიანის დნმ.-ით. ამ ტიპის ექსპერიმენტები შეწყვიტეს რადგანაც ანომალიების შემთხვევები მრავალია.

 დავუბრუნდეთ დედებს: არანკლებ სამი. შემდეგ არიან მამები: ერთი ბიოლოგიური, რომელიც იღებს საკუთარ სპერმას, მეორე სუროგატული, რომელიც სუროგატული დედის მეუღლეა, და შემდეგ კანონიერი, რომელმაც შეუკვეთა ბავშვი და რომელთანაც გაიზრდება პატარა.

 მაშასადამე საქმე გვაქვს ექვს მშობელთან (შვიდი თუკი ემატება კვერცხუჯრედზე იშვითი მანიპულაციების ტექნოლოგიები)...

კვერცხუჯრედები და სპერმა არასოდეს არის უფასო და უანგაროდ გაღებული, ნაყიდია და გაყიდული. საკუთარი კვერცხუჯრედების გასაყიდად ქალები ექვემდებარებიან ხანგრძლივ და სახიფათო ზემოქმედებას, რომელზეც მხოლოდ ფულის გამო თანხმდებიან, ისევე როგორც მხოლოდ ფულის გამო ხდება საკუთარი საშვილოსნოს გაქირავება სუროგატული დედობრიობის დროს.

... ზოგჯერ კვერცუჯრედები და სპერმა გაიცემა დების, ბიძაშვილების, ძმების მიერ და ასე იქმნება ისეთი ნათესაური კავშირები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და ამიტომაც არ არსებობს სიტყვები მათ განსამარტავად. თუ ბავშვი იბადება იქ ქალის კვერცხუჯრედიდან, რომლის დაც საშვილოსნოს გაიღებს ორსულობისათვის, რომლის იქნება შვილი?

 რახან ჩასახვა ლაბორატორიაში ხდება, მისი შეკვეთა შეუძლიათ ჰომოსექსუალ წყვილებს, მამრობითსა თუ მდედრობითს, ან კიდევ დაუქორწინებელ ადამიანებსაც: ამგვარად დედობრიობა იქცევა Gender Neutral...

შთამომავლობის მოცემის გადატანამ სხეულიდან ლაბორატორიაში შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მშობლები არიან ისინი ვინც შეუკვეთეს შვილი. ახლა კი მსოფლიოში (კალიფორნიაში და ევროპაში) მოსამართლეები უშვებენ, რომ განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება სუროგატულ დედას, კანონიერი მშობლები შეიძლება იყვნენ ორზე მეტი.

 ყოველივე აქედან გამომდინარე IN VITRO განაყოფიერება კაცობრიობის იმ დამახასიათებელ ნიშნებს ცვლის, რომლებსაც აქამდე ვიცნობით. ეს არის ანთროპოლოგიური საკითხი, რწმენისა კი არა, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მხოლოდ ქრისტიანები იცავენ ადამიანურ ბუნებას.

 მომავლის კაცობრიობაა - ობოლი ინდივიდებით წარმოდგენილი, ძალიან მსუბუქი ოჯახური კავშირებით. აქამდე ნაცნობი კაცობრიობისაგან ძალიან განსხვავებული მაგრამ არა უკეთესი. ყველაფერი ეს - ყველანაირ ფასად შვილის ყოლის სურვილის სახელით. მაგრამ შესაძლებელია რომ ყველა სურვილი გადაიქცეს უფლებად? შესაძლებელია რომ შვილს მოეპყრო როგორც უფლებას? შეიძლება უთხრა შვილს ჩემი უფლება ხარ?

გაქირავებული საშვილოსნო, შეკვეთილი ორსულობა, სუროგატული დედობა: ქალი რომელიც ორსულდება ხდება კონტეინერი იმ ბავშვისთვის რომელიც დაიბადება. მისი ფეხმძიმობა არის სამსახური იმისათვის ვინც გადაუხადა. ცხრა თვის განმავლობაში მას უხსნიან, რომ მუცელში რომელიც ეზრდება მისი შვილი არ არის, არამედ უცხოა, უკვე სხვას ეკუთვნის, იმას ვინც შეუკვეთა და რომელსაც მშობიარობის შემდეგვე დაუთმობს ბავშვს. ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე მტკივნეული და მძიმე ამ ქალებისათვის ბავშვთან განშორებაა. ეს ქალები ყოველთვის ღარიბები არიან, განათლების გარეშე, წერა-კითხვის უცოდინარნი. ძალიან ძნელია წარმოიდგინო შეძლებული, საქმიანი და კარიერაში წარმატებული ქალი, რომელიც დათანხმებოდა ასეთი სახის ზემოქმედებას...

სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა სხვადასხვანაირად ეპყრობა ამ ფენომენს. იტალიაში დაიბადა კომიტეტი დედა მხოლოდ ერთია" გაქირავებული საშვილოსნოს წინააღმდეგ. ვაწარმოებთ საერთაშორისო კავშირების ორგანიზირებას, კარგი იქნებოდა რომ ამ სიმპოზიუმიდან შექმნილიყო კავშირი ჩვენს კომიტეტთან. აქ პოლიტიკას არ ეხება საქმე, იგი აერთიანებს ყველას ვინც ეწინააღმდეგება ამ საქმიანობას.

ასუნტა მორესი. პერუჯა"

 

ისტორიული სამართლიანობა და კანონიერება

- აუცილებლად აღდგება!

საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარში მომხდარი სამხედრო სახელმწიფო გადატრიალებიდან 22 წლისთავზე, მიზეზთა გამო ჯერ კიდევ არ მომხდარა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა - არ დამდგარა [და, შესაბამისად არც განხორციელებულა] ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში მონაწილე მთავარი დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

საქართველოს კანონიერი ხელისუფალის მიერ - 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების გარდა, არსებობს, სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოკალათებული დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმების მიერ - 2000 წ. 20 აპრილსა და 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილებები. თუმცა, მიზეზთა გამო, დადგენილების შინაარსის პრაქტიკული განხორციელების საკითხი დღემდე არ დამდგარა დღის წესრიგში.

პარლამენტში ჩვენი  საკანონმდებლო წინადადების - საქართველოში 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ - წარდგენის მთავარი მიზანი გახლავთ ქვეყანაში ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების პრაქტიკული აღდგენა. ჯერი - 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობაზეა.

განსახილველი პრობლემის მთლიანობაში გააზრებისათვის, ჩვენს მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული ახალი მიმართვის პარალელურად, გთავაზობთ ზემოთ დასახელებულ ოთხივე დოკუმენტს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება:

„უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

გვჯერა რა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა, იმედს ვიტოვებთ, რომ 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს გამოხატოს 1991-1992 წლებისდეკემბერ-იანვრის მოვლენების შესაბამისი შეფასებისა და მომხდარ ანტიკონსტიტუციურ სამხედრო შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილე დამნაშავე პირთა მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის ბოლომდე განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკური ნება.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  11 გვ.

3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული დასკვნის ასლი;

4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი 2014 წ. 3 იანვრის ღია წერილის ასლი.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

1992 წ. 13 მარტის

დადგენილება

„1991 წლის 22 დეკემბერს

რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების

პოლიტიკური შეფასების შესახებ“

...იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, გვ. 471-472, თბ. 1996 წ.).

 

საქართველოს პარლამენტის

2000 წ. 20 აპრილის

დადგენილება

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტი მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების, მისი შედეგების აღმოფხვრის, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებისა და იმ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან 1991-1992 წლების ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეული კონფრონტაციის პერიოდში ჩადენილი ქმედებების გამო.

1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირსპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი.

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ მრავალჯერ გამოხატა თავისი ნება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით, 1991-1992 წლებში საქართველოში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების პოლიტიკური შედეგები დღემდე არ არის აღმოფხვრილი, რაც ხელს უშლის ქვეყნის სულიერ ერთიანობას და სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესს.

საქართველოს პარლამენტი 1991-1992 წლებში დაწყებულ სამოქალაქო დაპირისპირებას განიხილავს როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ პერიოდს, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთულესი და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები.

საქართველოს პარლამენტი პატივს მიაგებს ძმათა შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც სამშობლოსათვის იბრძოდნენ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, და მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სამოქალაქო კონფრონტაციას.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით;

) 2000 წლის 10 ივლისამდე უზრუნველყოს იმ პირთა სიის გამოქვეყნება, რომელთა მიმართაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ.

3. საქართველოს პარლამენტმა 2000 წლის 20 მაისამდე შექმნას ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც უზრუნველყოს ეროვნული თანხმობის პროცესის გაგრძელებას და სამოქალაქო დაპირისპირების დასრულებას ამ დადგენილებაში ასახული მოთხოვნების, პრინციპებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

. ჟვანია

თბილისი, 2000 წლის 20 აპრილი, №262–II

 

საქართველოს პარლამენტის

2005 წ. 11 მარტის

დადგენილება

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების

სამართლებრივი შეფასების შესახებ”

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღე-ბული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”;

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე

მ. მაჭავარიანი

თბილისი, 2005 წ. 11 მარტი,

[№1104 - Iს]

  

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების

პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“

 

თავი 1.

ზოგადი დებულება

 

მუხლი 1.

წინამდებარე კანონი ადასტურებს, რომ საქართველოში 1991-1992 წლეის მიჯნაზე გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობითსამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში,  სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

მუხლი 2.

წინამდებარე კანონი ეყრდნობა:

ა) 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიერ  მიღებულ დადგენილებას - 1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ; და

ბ) 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებულ დადგენილებას - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“.

 

თავი 2.

კანონიერებისა და ისტორიული სამართლიანობის

აღდგენის უზრუნველყოფა

 

მუხლი 3.

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

 

მუხლი 4.

დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

მუხლი 5.

საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

 

თავი 3.

კანონის ამოქმედების ვადები 

მუხლი 6. 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მაღალ გორაკზე ვიდექი,

ღამე იყო და ციოდა...

ქალაქში გადმოვიხედე:

უკვე მამალი ყიოდა.

როცა ნათელმა იმძლავრა,

იქ ხალხი ამოდიოდა.

იმ ხალხთან ახლოს მივედი,

ირგვლივ სურნელი დიოდა,

თურმე - ნუ იტყვით, ზეციდან:

მირონი გადმოდიოდა...

უმზეო ნათელისაგან

სიბნელე ყველგან ქრებოდა,

მირონსაცხებად ყოველი

მაცხოვარს ელოდებოდა...

ეკატერინე

ხრიკული

 

ხმა ზეციური...

მე, შენს ხატებას გულით ვატარებ,

ასე უნდა განვვლო - ჩემი სავალი გზა...

მე დამაბრუნეს დედამიწაზე

შენი გზებისთვის...

აი, ეს არის რაც მე მადარდებს,

და მივყვები გზებს ეკალ-ბარდიანს,

წამებისათვის გამზადებული...

შენი გზებისთვის ვარ მოვლენილი.

გთხოვ არ დამტოვო მარტო,

ჩვენ ხომ ერთი გვაქვს გზა,

ერთად სავალი...

ერთი ჯვარი გვაქვს,

ერთი ვალი გვაქვს ამქვეყნიური

[ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი

მინდა შევთხოვო ცას!..]

დინა [დიანა] ჯიქია