Print

გაზ. № 3 (899)

საქართველოსკულტურისმინისტრს

ბატონ გურამ ოდიშარიას!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

 

ბატონო გურამ!

ჩვენს მიერ თქვენდამი გამოგზავნილ ღია წერილში [ჩაბარების № 11 658, 27.11. 2013 წ.] გთხოვდით, რომ ვინაიდან - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას 2014 წ. 31 მარტს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა - შექმნილიყო:

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის სამუშაო გეგმის პროექტის მოკლე მონახაზს:

- ეთხოვოს თბილისის საკრებულოს 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილოს საკითხი თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით;

- ეთხოვოს საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილონ საკითხი მათი ქალაქის სხვადასხვა ადგილებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე;

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, რათა სამთავრობო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით:

- 2014 წ. 10 თებერვლამდე გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის თბილისის აეროპორტში, ამ ფაქტის დამაფიქსირებელი მინიშნების [ბარელიეფის ან ბიუსტის] განთავსებისათვის საჭირო პროექტის გამოსავლენად;

- 2014 წ. 31 მარტს მოხდეს ხსენებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადებული მინიშნების [ბარელიეფი ან ბიუსტი] საზეიმო გახსნა;

 2014 წ. 25 მარტამდე მოხდეს:

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] ლიტერატურული და პოლიტიკური [განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების] მემკვიდრეობის მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და შესაბამისი სრული კრებულების გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.

 

ბატონო გურამ!

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკითხები, ერთგვარად შეავსებს თქვენი სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბებული ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კომისიის წევრთა მიერ გასათვალისწინებელ საკითხთა ნუსხას.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ რა სურვილს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩავერთოთ ხსენებული კომისიის მუშაობაში, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა.

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2014 წლის 13 იანვარი

ტელ.: 5 (91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

[წერილის ჩაბარების № 327, 13.01.2014 წ.]

 

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს

უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს!

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდს!

 

„...განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას,

მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა“ [ეკლ.3,16]

 

ეკლესიასტეს ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება საქართველოს დღევანდელობას [1991/1992 – 2014 წ.წ.].

1991 – 1992 წლების მოვლენებმა, ანტიკონსტიტუციურმა შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, სათავე დაუდო ერის [მათ შორის სასულიერო პირთა] გახლეჩას... მაშინ გამრუდდა გზა ილიასი საქართველოში. დღემდე - ვერც ერმა და ვერც ეკლესიამ გამთლიანება ვერ მოახერხა.

რა არის მიზეზი და რაში უნდა ვეძებოთ გამოსავალი?

მიზეზი - დიდი უსამართლობაა. როდესაც ამ უსამართლობას დაგმობს ერი და ბერი, და კანონიერების მხარეს დადგება, მაშინ გამოჩნდება გზა - ქართველი ერის სულიერი გამთლიანებისა.

ვგონებ, ყველას გვეყო დუმილი - უსამართლობისა და უკანონობის წინაშე!.. თითოეულ ჩვენთაგანს ხომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია ერისა და ღვთის წინაშე.

რატომ დუმს დედა ეკლესია? რატომ არ ისმის თქვენი ხმა სიმართლისათვის?

ვწუხვარ, რომ აღარც დიდი სჯულის კანონი კანონობს საქართველოში და აღარც კონსტიტუციური...

თქვენო უწმიდესობავ!

თქვენ იმ ერის მწყემსთავარი ბრძანდებით, რომელსაც უფალმა განსაკუთრებული მისია დააკისრა და რჩეულნი მოუვლინა.

საქართველო ბოლო ჟამის სულიერი მოვლენების განვითარების ეპიცენტრშია, და დღეს ყველაფერმა უკვე პიკს მიაღწია!

1991 – 1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დიდი არმია დგას - უსამართლოდ დევნილების, დატყვევებულების, წამებულების, ტანჯული ადამიანებისა, რომელთა უშეღავათო დევნა დღემდე გრძელდება.

მერედა რისთვის? - სამშობლოს სიყვარულისთვის, სიმართლის ერთგულებისთვის!..

აღსდექ დედა ეკლესიავ - მართალთა დასაცავად! იქნებ ვუშველოთ, თორემ სულში ნაგები წმიდა ტაძარი ძლიერ ირყევა, მრავალთაგან წაბილწული ლამის თავზე გვენგრევა...

ამდენი მშიერი, ამდენი ჩაგრული, ამდენი დათრგუნული, ამდენი წამებული ადამიანი - ნუთუ ეს არის ერის სულიერი მზადყოფნა ივერიის გასაბრწყინებლად? რა ხდება? როდემდის შეიძლება ასე გაგრძელდეს?

თუკი დღეს მართალთწამებაა საქართველოში; თუკი ქართველობა ჭეშმარიტად ერთგულებს ქრისტიანობას, მაშინ შეგახსენებთ, რომ წმიდა მამები ყოველთვის ხმალშემართულნი იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე!

მაშ, ეხლაც დავდგეთ ერთად ერთი მიზნისთვის - ქრისტიანობისთვის, ანუ - სიმართლისთვის, სიყვარულისთვის!

ქრისტესთვის აღსდექ ერო და ბერო! თუ ეს შესძელი ქართველობავ მაშ, გადარჩები და გაბრწყინდები!.

...

„ზეციერთ კურთხევით კაცობრიობა,

გზას მიუყვება გადარჩენისას...

გაცხადებული ქრისტეს დრო მოდის

და მეუფება იქნება უფლის!“

ჩევნ ველით ეკლესიის მხარდაჭერას მართალი სიტყვისა და მართალი ადამიანების დასაცავად.

ჩვენ, ყველანი უნებლიედ ჩაბმულნი ვართ პოლიტიკაში, რადგან ცხოვრება ერთი მთლიანი ჯაჭვის რგოლია და ჩვენი ცხოვრებაც პოლიტიკის ნაწილია!

თქვენს შეგონებებს ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია.

„საქართველოს სულიერი მისიის“ მხარდაჭერით, თქვენ ძალგიძთ უდიდესი განსაცდელი ააცილოთ ერსა და ქვეყანას.

იქნებდა ესაა ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა? მაშ, გავფრთხილდეთ!

 

დინა [ნინო] ჯიქია

 

მასალები უახლესი ისტორიის ფურცლებიდან

საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მიერ [1990 – 1991 წ.წ.] სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ქრონოლოგია ასეთია:

1990 წ. 11 მარტი - ლიტვა;

1990 წ. 4 მაისი - ლატვია;

1990 წ.  12 ივნისი -  რუსეთი;

1991 წ. 9 აპრილი - საქართველო;

1991 წ.  3 ივლისი - ბელორუსი;

1991 წ. 20 აგვისტო - ესტონეთი;

1991 წ. 24 აგვისტო - უკრაინა;

1991 წ.  27 აგვისტო მოლდავეთი;

1991 წ. 31 აგვისტო - ყირგიზეთი;

1991 წ. 1 სექტემბერი - უზბეკეთი;

1991 წ. 9 სექტემბერი - ტაჯიკეთი;

1991 წ. 21 სექტემბერი - სომხეთი;

1991 წ. 18 ოქტომბერი - აზერბაიჯანი;

1991 წ. 27 ოქტომბერი - თურქმენეთი;

1991 წ. 16 დეკემბერი - ყაზახეთი.

 

 

დროში განივთებული მისტერიული მინიშნებანი

 

„...მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა“

[მათე 26,56]

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში მისტერიულად ასაცხადებელ პროცესთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სახარებაში დაცული ის ინფორმაციები, რომლებიც მაცხოვრისა და მისი მოწაფეების ერთობლივი საქმიანობის ამსახველ ურთიერთობებს ეხება.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაცხოვართან მოსაუბრე მოციქულთა შორის, [სხვათაგან გამორჩეულად] ვხვდებით - პეტრეს, ანდრიას, იოანეს, იაკობს, მათეს, ფილიპეს, ნათანაელს, თომას, იუდა თადეოზისას, იუდა ისკარიოტელს...

ამასთანავე, ამა თუ იმ  მოვლენის აღმწერი თხრობა, მოციქულთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს გამოყოფს, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს, მაცხოვარის ირგვლივ პარალელურად მყოფ მოწაფე-მოციქულთა მოღვაწეობის ფაქტებს.

ამჯერად, სახარებისეულ თხრობაში, მაცხოვრის მიერ გამორჩეულ მოწაფეთა შორის, ხაზგასმით გამოყოფილ ოთხ მოციქულზე გვინდა შევჩერდეთ. ესენია - სიმონ-პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე.

წმიდა წერილში ვკითხულობთ - „და როდესაც მიდიოდა იგი გალილეის ზღვის პირას, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია... აქედან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობ ზებედესი და მისი ძმა იოანე...“ [მათე 4,18;21].

მაცხოვართან მყოფ ამ ოთხ მოციქულს ახსენებს სახარება პეტრეს სიდედრის განკურნებისეული თხრობის გადმოცემისას - „... და მივიდა სიმონისა და ანდრიას სახლში, იაკობსა და იოანესთან ერთად“ [მარკ. 1,29].

ბოლო ჟამში მოსახდენ ნიშანთა თაობაზე მაცხოვართან მოსაუბრე მოწაფეებს შორის, ასევე ეს ოთხი მოციქულია გამოყოფილი - „ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით, ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ გვითხარი როდის მოხდება ეს...“ [მარკ. 13,3-4].

მხოლოდ ბოლო ჟამში შესაცნობ ნიშანთაგანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ შემდგომ სახარებისეულ თხრობაში, გარკვეულ მიზეზთა გამო, ხსენებული ოთხეულიდან აღარ ფიგურირებს - ანდრია მოციქული.

ასე მაგალითად, მხოლოდ - პეტრე, იოანე და იაკობ მოციქულები ჩანს  მაცხოვრის ფერისცვალების ამბის თხრობაში - „...წაიყვანა იესუმ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით“ [მათე 17,1]; ასეთივე შემადგენლობაა 12 წლის გოგონას გაცოცხლებისას - „და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა“ [მარკ. 5,37] და სხვა.

ბოლო ჟამისათვის შესაცნობი ერთგვარი მინიშნება უნდა იყოს მოცემული იმაშიც, როდესაც, გარკვეული ეტაპის შემდეგ, უშუალოდ მაცხოვარის გვერდით აღარ ჩანს იოანეს ძმა - იაკობ მოციქული.

და ეს იმ ფონზე, როდესაც მათ თაობაზე სახარებაში არაერთი ხაზგასმითი თხრობაა მოცემული. კერძოდ:

„მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო რასაცა გთხოვთ.

იესუმ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? და მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში [აქ - მეორედ მოსვლისას], ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

მაგრამ იესუმ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები მოინათლოთ? [აქ - ბოლო ჟამში ასევე შობით მომავალი ძე კაცისას მოღვაწეობისას მოსახდენზეა მინიშნება].

მათ თქვეს: შეგვიძლია. ხოლო იესუმ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები მოინათლებით. [აქ ხაზგასმაა: ბოლო ჟამში შობით მომავალ ძე კაცისასა და ძმების: იოანესა და იაკობის ურთიერთთანაცხოვრების გარკვეულ არსზე] მაგრამ მე როდი მომეცა [აქ - ბოლო ჟამში, მხოლოდ ადამიანურ რანგში ყოფნისას], თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია“ [მარკ. 10,35-40].

ხაზგასმით გვინდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულით, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა თვალწინ მოსახდენ - კონკრეტული დროითი ეტაპის შესაცნობ პროცესზე უნდა მიგვენიშნებოდეს. კერძოდ, როგოც ითქვა, აქ მოცემული მინიშნებით უნდა გვეუწყებოდეს: ძმების - იოანესა და იაკობის, რაღაც განსაკუთრებულ [გამორჩეულ] ყოფით თანაზიარობაზე, შობით მომავალ ძე კაცისასთან.

აღნიშნულის პარალელურად, სახარებაში დაცული მინიშნებით გვეუწყება, რომ, რაღაც მომენტიდან, ორი ძმიდან ერთ-ერთი, კერძოდ - იაკობი, მაცხოვართან უშუალო ურთიერთობაში უკვე აღარ ჩანს.

ანდრია და იაკობ მოციქულებთან მიმართებით სახარებაში დაცული ეს მინიშნება, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის მდინარების გარკვეული დროითი ეტაპის დაფიქსირებას ემსახურება.

აქვე უნდა ითქვას, რომ - ანდრია მოციქულის პირობითი „გამოკლების“ მიზეზზე არ საუბრის მსგავსად, ამჯერადაც, ჩვენს მიზანს არ შეადგენს იმაში გარკვევა თუ ბოლო ჟამში მოსახდენ რა პროცესზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, გარკვეული ეტაპიდან უშუალოდ მაცხოვრის გვერდით იაკობ მოციქულის არ ყოფნა.

[ერთგვარი მინიშნებისათვის დავსძენთ, რომ სახელი - იაკობი, ძველი აღთქმის თხრობაში დაცული აბრაამის შვილიშვილის, ისაკის უმცროსი ძის იაკობის ცნობილი მებრძოლობისა გამო („მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე“ - გამ. 32,24), სულხან საბას მიხედვით ასე განიმარტება - „...მორკინალი, გინა მწიხნელი...“ - ტ.2, გვ. 615.  თუმცა, როგორც ითქვა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა].

შემდგომი სახარებისეული თხრობა, არაერთი მოვლენის აღწერისას, მიზეზთა გამო, გამორჩეულად იუწყება პეტრესა და იოანე მოციქულებზე, რაც ბოლო ჟამის თვალთახედვით, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, მინიმუმ ორი კონკრეტული დროითი ეტაპის მიმანიშნებელი უნდა იყოს.

ამათგან პირველი - პასექისეული ეტაპის, ხოლო მეორე - უშუალოდ ჯვარცმისეული ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ბოლო ჟამში ასაცხადებელ მისტერიულ პროცესებს უნდა გამოკვეთდეს.

მხოლოდ პეტრე და იოანე მოციქულებზეა მინიშნება ჯვარცმისწინა პასექის აღნიშვნისეულ ინფორმაციაში - „და დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი. და გაგზავნა პეტრე და იოანე, და უთხრა მათ: წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რათა ვჭამოთ“ [ლუკა 22, 7-8].

მინიშნმების ფარულ არსში გასარკვევად, მითითებული ტექსტის, ძველქართული ვარიანტი გვინდა შემოგთავაზოთ: „ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 12. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი [თანამედროვე თარგმანში ასეა: „...გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს“]; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და ...“[ლუკა 22,7-14]  [იგივეა - მარკ. 14,12-17].

ამჯერად დაკონკრეტების გარეშე გვინდა აღვნიშნოთ, რომ: ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით აქ კოდირებული არსის მატარებელია:

1. „კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას“; და

2. „„...გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს“.

თავის მხრივ კოდი „ლაგჳნი წყლითა“ - ერთის მხრივ [აგვინი] უთითებს კოდირებული სახელის 1-ელ ასოზე - „ლ“; მეორეს მხრივ კოდი „წყალი“, უნდა უთითებს დასალევზე - ლევა[ნი].

მეორე კოდირებულ მინიშნებასთან მიმართებაში კი, მხოლოდ ერთს დავსძენთ: სულხან საბასეული მინიშნებით - „ხაჭაპური ნ. ნაზუქი“-ა [ტ.2, გვ. 419]; ხოლო - „...ნაზუქი სპარსულია, სუფთასა თუ სათუთსა თუ ნაზს ამგვარს ჰქვიან და იმ მიზეზით ამგვარს პურსაც ეტყვიან...“ [ტ. 1, გვ. 561].

თუ ღმერთი ინებებს - საპასექო დროითი ეტაპის არსობრივი მინიშნებების თაობაზე, უფრო ვრცლად, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

სახარებაში, კოდირებული - „საპასექო ეტაპიდან“, ვიდრე - „ჯვარცმისეულ ეტაპამდე“, ბოლო ჟამის დროითი ეტაპის შესაცნობად ზემოთ ხსენებული სამი მოციქული კვლავ სხვებისგან ხაზგასმითაა გამოყოფილი, კერძოდ:

„და მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე; და თავის მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. და წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე...“ [მარკ. 14, 32-33].

ამის შემდგომად განვითარებული პროცესების თაობაზე სახარებაში ვკითხულობთ - „მიუგო იესუმ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად. დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ შემიპყარით მე. არამედ რათა აღსრულდეს წერილი. მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა“ [მარკ. 14,48-50].

და აი, ამ მოვლენათა შემდგომად, მოციქულები - პეტრე და იოანე [მოწაფე რომელიც უყვარდა იესუს] კვლავ სხვათაგან გამორჩეულად არიან მოხსენიებულნი „მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე, და სხვა მოწაფე. ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო [კოდია]...“[იოანე 18,15].

სახარება, იოანე მოციქულთან მიმართებაში ასეთ მინიშნებას გვაძლევს - „ხოლო იესუს ჯვართან იდგნენ დედა მისი და დედის და მისი, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. ხოლო იესუმ, როცა დაინახა დედა და იქვე მგდომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი!..“ [იოანე 19,25-27].

ამჯერად ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

დროითი ნიშანი - „სალომე“

სახარებაში, მოწაფეებთან ურთიერთობის პარალელურად, ხაზგასმითი მინიშნებებია დაცული მაცხოვრის ირგვლივ მყოფ ქალებთან მიმართებაშიც. ასე მაგალითად:

„ამის შემდეგ, დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული... და იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქუშას ცოლი, და სუსანა, და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას“ [ლუკა 8,1-3];

„ხოლო ყველა მისი ნაცნობი, და ქალები, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესუს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას“ [ლუკა 23,49]; ან კიდევ

„იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესუს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, და მარიამი, დედა იაკობისა და იოსესი, და ზებედეს ძეთა დედა“ [მათე 27,55-56].

აქ მოხსენიებულ ქალებთან მიმართებაში, ბოლო ჟამში შესაცნობი დროითი ეტაპის შეცნობა-დაფიქსირების მიზნით, ჩვენ ადრე არაერთგზის გვისაუბრია.

სხვათაგან გამორჩევით, მარკოზის სახარება, ბოლო ჟამში შესაცნობი დროითი ნიშნის გამოსაკვეთად კიდევ ერთი ქალის: სალომეს სახელს აკონკრეტებს - „იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, და მათ შორის, მარიამ მაგდალელი, და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე“ [მარკ. 15,40].

საპასექო და ჯვარცმისეული ეტაპის გასაყარზე მინიშნების გარდა, სალომეს ხსენება ხდება აღდგომის წინარე დროით ეტაპზედაც - „და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას“ [მარკ. 16,1-2].

ბოლო ჟამის კონკრეტული დროისმიერი ეტაპის შესაცნობად მითითებული სალომეს არსის თაობაზე საუბარს, ორი კონკრეტული ინფორმაციით დავასრულებთ:

1. „სალომე ერთერთი ქალი, რომელიც ზრუნავდა იესუ ქრისტესა და მის მოწაფეებზე გალილეაში. სალომე ესწრებოდა იესუს ჯვარცმას. მანვე მიიტანა ერთშაბათ დილით აკლდამაში ნელსაცხებლები, რომელიც აუცილებელი იყო სხეულის დასაბალზამებლად“ [„ბიბლიის ენციკლოპედია“, თბ. 1998 წ. გვ. 210];

2. სულხან საბასეული მინიშნებით: „სალომე მშვიდობა“-ა [ტ. 2, გვ. 628].

დღეს ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

მადლობა

პოლიტიკური ორგანიზაცია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი მადლობას მოახსენებს ბატონ რეზო [ზურაბ] კობიაშვილს, წლების მანძილზე, ერთად გატარებული საქმიანობისათვის.

ბატონ რეზო [ზურაბ] კობიაშვილს ვუსურვებთ წარმატებით ევლოს იმ ურთულეს გზაზე, რასაც - ღმერთის, ერისა და ქვეყნისათვის უანგარო სამსახური ჰქვია.

ლასკარის სახელით

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

საქართველოსკონტროლისპალატის

პოლიტიკურიპარტიების

ფინანსურიმონიტორინგისსამსახურს

2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე

საანგარიშწორებო პერიოდთან

დაკავშირებული

ფინანსური ანგარიშგება

გაცნობებთ, რომსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052) - კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი:TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

-         2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

-         2013 წ. 9 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა - 100 [ასი] ლარი;

-         2013 წ. 12 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

-          2013 წ. 12 დეკემბერს კავშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:

-         კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 646 [ექვსას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 597 [ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი] ლარი და 70 თეთრი;

-         კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

პატივისცემით

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

13 იანვარი 2014 წ.

ლასკართან გამოვიარე,

თქვენთვის მოლოცვა მინდოდა...

შენობის მარჯვენა მხარეს

ზღვა ხალხი მიმოდიოდა.

ზოგს - თავზე მზე დაჰნათოდა,

ზოგთან კი - ისევ ბნელოდა...

ლასკარის შემოსასვლელთან

ქალების გუნდი მღეროდა,

ლამაზი ცხენი მორჩილად

მხედრის გამოსვლას ელოდა...

ეკატერინე

ხრიკული