Print

გაზ. № 4 (900)

 

„ფეისბუქის“ გვერდზე გაჩენილ კითხვათა პასუხები

1. „ფეისბუქის“ მეგობართა წრიდან ჩემს გვერდზე განთავსდა კითხვა, სადაც მთხოვდნენ - „ეგზისტენციალიზმის“, როგორც მიმდინარეობის მართებულობის  თაობაზე გამომეთქვა ჩემი შეხედულება. გთავაზობთ მოკლე პასუხს:

თავად ტერმინი „ეგზისტენცია“ – „არსებობა“-ს ნიშნავს. როგორც ვიცით - „ეგზისტენციალიზმი“-ს სახელით ცნობილი ეს „...ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა ჩაისახა, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები“.

სამყაროს შემეცნების სურვილი ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. მაცხოვრის განკაცებამდე არსებული ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ზებუნებრივი ძალის არსში კვლევას ისახავდა მიზნად, მეტ-ნაკლები წარმატებით ჭვრეტდა ღმერთის არსს.

მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეს ღმერთად მოვლინებისა და ქრისტიანული რელიგიის დოგმატურ პრინციპებზე აგებული ქრისტიანული მსოფლმხედველობის წიაღმა შეძლო მიახლოებოდა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. თუმცა, პავლე მოციქულის სწავლებით, ღმერთის არსის შემეცნება, ჩვენ, ადამიანებს მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეგვიძლია; და რომ მისი სრულად შემეცნება მხოლოდ უფალ იესუ ქრისტე მეორედ გაცხადების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სულ რაღაც ასიოდე წლის წინ ფილოსოფიურ წიაღში თანდათან გამოიკვეთა ახალი მიმდინარეობა -  „ეგზისტენციალიზმი“.

„ეგზისტენციალიზმი“, ანუ - „არსებობა", რომლის მკაცრად განსაზღვრული განმარტება არ არსებობს, თავისი არსით ემყარება - ადამიანის არსებობის სხვადასხვა ეტაპის ურთიერთკავშირის საწყისთა კვლევას. ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის მთავარი ამოსავალია გამოიკვლიოს - „არსებობისა“ და „არსების“ პირველადობა, ანუ - ზოგადად, ეგზისტენციალიზმის მიზანია გაერკვეს თეზაში - „არსებობა წინ უსწრებს არსებას".

აქედან მომდინარე არსებობს ორი მიმდინარეობა, რომელთაგან:

პირველი ემყარება ღმერთის არსებობის პირველადობას, და აქედან მომდინარე ადამიანის შექმნასა და მისი, როგორც - „არსების“ ჩამოყალიბების ეტაპთა კვლევას;

აღნიშნულისაგან განსხვავებით არსებობს ე.წ. ათეისტური ეგზისტენციალიზმი, რომელიც ქადაგებს - ღმერთის არ არსებობას, და აქედან მომდინარე ახდენს: ადამიანი - „არსების“ გამოვლინებათა ეტაპების განხილვას.

ზემოთქმულიდან მომდინარე, ვფიქრობ რომ, თავადვე შეგიძლიათ გასცეთ პასუხი თქვენს მიერვე დასმულ კითხვას.

 

2. მათდა გასაგონად რომლებიც, ინტერნეტ სივრცეში, ასეთი კითხვით მომმართავენ: „...ისე თქვენ თუ დაგიჯერებთ მაინც ბოლო ჟამი მოდის და რაღად გვინდა ეს ყველაფერი“:

ვგონებთ ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა ადამიანს, ღმერთიდან მომდინარე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მისია აქვს ამქვეყნად; რომლის აღსრულებისას თითოეული ჩვენთაგანი [პირობით] ვალს ვიხდით ერთმანეთის წინაშე, რამეთუ მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ  - განკითხვის დღეს ყველანი თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს...

 მეც ჩემი ვალის მოხდას ვცდილობ, და ამიტომ - ყველას გასაგონად ვაცხადებ:
ბოლო ჟამი  [უფალ იესო ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა დროის მონაკვეთი] დასასრულს უახლოვდება [თუმცა ამ დიადი მოვლენის ზუსტი დრო ღმერთის მეტმა არავინ იცის დედამიწაზე];

ამიტომ:

1. ეშურეთ სიკეთის კეთებასა და ცოდვების მონანიებას; და

2. მიუტევეთ ერთმანეთს შეცოდებანი...

და ბოლოს, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - იყავით ფხიზლად: აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“.

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთერთ კანდიდატთან ბატონ გიორგი ჩიხლაძესთან გამართული შეხვედრის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მის შესახებ ჩვენი გაზეთის გასული წლის ნომრებში ნათქვამს, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები გვინდა დავამატოთ:

„დაიბადა 1964 წლის 29 ნოემბერს; 1982 წელს დაამთავრა . თბილისის მე-12 საჯარო სკოლა; 1990 წელს მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტის, ავტომატიზირებული სისტემების მართვის სპეციალისტის ხარისხი.

1989-1994 წლებში მუშაობდა კვლევით ინსტიტუტრადიანისუმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; 1995-2007 წლები დაკავებული იყო სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობით: რუსეთში, ვიეტნამში, კამბოჯასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2007-2010 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო კომერციულ სტრუქტურაექსპერიმენტისდამფუძნებელი და ერთადერთი მფლობელი, ქვესტრუქტურებით საქართველოში, აშშ-ში, ვიეტნამში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და მიანმაში (ბირმა).

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“ [იხ. www.headlines.ge].

2013 წ. 28 ოქტომბერს, თავის საცხოვრებელ ადგილზე - ქ. უფაში გამგზავრებამდე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბიბლიური მინიშნებების თვალთახედვით გაანალიზების მიზნით შემდგარ შეხვედრაზე, ბატონ გიორგის გავუზიარე 2013 წ. ოქტომბერ - ნოემბრის თვიდან, ბოლო ჟამში  - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენისეული ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული  ინფორმაციის დეტალები; და შევთავაზე, სურვილის შემთვევაში თავადაც ჩართულიყო ამ პროცესში.

2013 წ. ნოემბერ - დეკემბრის თვეში ელ.ფოსტის მეშვეობითა და „სკაიპით“ გამართულ საუბრებში, ბატონ გიორგის პერიოდულად ვაწვდიდი ინფორმაციას უახლოეს მომავალში დაგეგმილი პოლიტიკური საქმიანობის დეტალებთან მიმართებაში.

2014 წ. 17 იანვარს, საქართველოში საახალწლოდ ჩამოსულ გიორგი ჩიხლაძესთან რამოდენიმე საათიანი შეხვედრა გაიმართა.

უნდა ითქვას, რომ მას საკმაოდ საინტერესო [თავისებური] ხედვა აქვს ზოგადად რელიგიასთან, და კონკრეტულად - ბოლო ჟამისა და მეორედ უფლის გამოცხადებასთან მიმართებაში.

ჩემის მხრივ შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ბოლო ჟამში განსავითარებელ მოვლენებში მონაწილეთა მიერ გასაღები - ინტელექტუალური, თუ - მატერიალური რესურსი [ე.წ. შემოწირულობა] მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის თანხვედრაში, როდესაც ეს - „ლასკარულ“, ანუ - სულითა და ხორცით თანამოაზრეთა ერთობის პრინციპებზეა დაფუძნებული.  

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მისთვის ბოლომდე შეუცნობი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თვალთახედვით წარსამართი პოლიტიკური პროცესების მისტერიული კავშირი, იმასთან, რასაც ბიბლიური - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ თემატიკა ჰქვია.

ჩვენი ურთიერთობის ამსახველ ამ ეტაპზე საუბრის დასასრულს, სახარებისეული ის მონაკვეთი გვინდა შემოგთავაზოთ, სადაც, აღნიშნულთან მიმართებაში შესაცნობი, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი მინიშნებაა დაფიქსირებული:

„და ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა [კოდია]: კეთილო მოძღვარო, რა მოვიმოქმედო, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? იესუმ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამასა შენსას და დედასა შენსას?

ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. ეს რომ გაიგონა, იესუმ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, და მიეცი გლახაკთ; და გექნება საუნჯე ცაში; მოდი და გამომყევი მე [კოდია]. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

და როცა დამწუხრებული დაინახა, იესუმ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა“ [ლუკა 18,18-24].

მინაწერი:

ბატონი გიორგი ჩიხლაძე ქ. უფაში 20 იანვარს გაფრინდა.

ღმერთმა მშვიდობიან გზაზე ატაროს იგი, და მისცეს მას მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.


2014 წ. 21 იანვარს, სტუდია რეპორტიორში",  კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადასთან მიმართებაში 1,5 მილიონი ხელმოწერის შეგროვების პროცესის დასრულების ერთი ერთი წლის თავთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩემის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს ხელმოწერები შესაძლებელია გახდეს ერთერთი საფუძველი მ. სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი მონაკვეთის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებისათვის.


22 იანვარს, „ფეისბუქის“ გვერდზე დამეგობრებულმა „პრესა-გე“-ს ჟურნალისტმა - დავით ჯაბაშვილმა სატელეფონო ინტერვიუ მთხოვა. 24 იანვარს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალას [სადაც, გამოქვეყნებულ სტატიაზე, რატომღაც - ჯაბა დათუაშვილის სახელი და გვარი აწერია], სათაურად გამოტანილი აქვს „ჩემი“ ის ფრაზა, რომელიც ინტერვიუში მე არც მითქვამს - „მე გავხდები თბილისის მერი, ნარმანიას და უგულავას კონკურენტად არ აღვიქვამ“.

იმავე საღამოს, ჩემს ელექტრონულ გვერდზე, ასეთი კომენტარი გამოვაქვეყნე:

„1. ზოგადად: ჩვენ დღეს ბოლო ჟამის მიწურულში ვცხოვრობთ, რაც უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებით [მეორედ მოსვლით] დამთავრდება...

2. კონკრეტულად: მიმდინარე დროით მონაკვეთს "ბეჭედდასმულთა რიცხვის" გამოვლენის ეტაპი ჰქვია...

მოსალოდნელ არჩევნებში ჩვენი ჩართვა - ამ ეტაპისათვის აღსასრულებელი მისიის რეალიზების სურვილითაა ნაკარნახევი“.


23 იანვარს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად, ქუთაისში გავემგზავრეთ [მიხეილ ანდღულაძე, მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი და მე], რათა მონაწილეობა მოგვეღო 2013 წ. 1 ივლისს პარლამენტში გაგზავნილი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“ [ავტორები: - მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე; -  მიხეილ [გელა] სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარე; -   ჯემალ ჯიქია, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი; - ავთანდილ იოსელიანი,    არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“   თანათავმჯდომარე] განხილვაში.

ჩვენი შემოთავაზება ითვალისწინებს  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში დაფიქსირებული მარკირების პროცედურის ნაცვლად „ფოტორეგისტრაციის“ შემოღებას.

პოზიციათა ურთიერთშეჯერების შედეგად იურიდიულმა კომიტეტმა, მიღებული გადაწყვეტილებით, დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსიდან მარკირების პროცედურის ამოღებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე გადაწყდა, რომ „ფოტორეგისტრაციის“ საკითხი, საბოლოო პოზიციის შემუშავებისათვის, გადაეგზავნება პარლამენტში მოქმედ „ინტერფრაქციულ კომისიას“ [თავმჯდომარე - ზვიად ძიძიგური].


24 იანვარს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ლასკარში გვეწვივნენ ტ/კ „მაესტროში“ „სტაჟიორის“ სასწავლო კურსზე მყოფი - ალექსანდრე გაბელია [ჯურნალისტი] და გიორგი გოგინაშვილი [ოპერატორი], რომლებმაც გამაცნეს მათი ერთობლივი თხოვნა-გადაწყვეტილება - თავიანთ პროფესიულ გზაზე, ჩემგან აეღოთ პირველი ინტერვიუ. ბუნებრივია დავეთანხმე.

რელიგიურ-პოლიტიკური თემატიკით გაჯერებული ინტერვიუს ჩაწერის პროცესი, მთლიანობაში, ერთ საათზე მეტხანს გაგძელდა.

მინაწერი:

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ჟამისმიერი კუთხით - იანვარი, ერთდროულად არის: პირველი თვე [იანვრის, ანუ საერო ათვლა]; მეხუთე თვე [სექტემბრის, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი საეკლესიო კალენდრის ათვლა] და მეთერთმეტე თვე [მარტის, ანუ ბიბლიური ათვლა].

კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ, ზემოთქმულ თარიღებთან მიმართებაში ბიბლიაში დაცულ იმ მინიშნებებს, რომელთა მისტერიული ასრულების თანამონაწილეობაც გვარგუნა ღმერთმა. კერძოდ:

21 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - გამ. 12,18; ლევ. 23,7-8;

22 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - ივდითი 1,1;;

23 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - ესთერი 8,9;

24 იანვართან მიმართებაში, შეგიძლიათ იხილოთ - დან. 10,4; ზაქ. 1,7.

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

სალუაშვილი: მე გავხდები თბილისის მერი, ნარმანიას და უგულავას კონკურენტად არ აღვიქვამ

13:46 24.01.2014

[ჯაბა დათუაშვილი]

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მიხეილ (გელა) სალუაშვილიარჩევნებზე მიღებული დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს და თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს.

როგორც სალუაშვილმა პრესა.ჯი- უთხრა, მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თავად კი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ინტერვიუდან შეიტყოთ, ვის თვლის მთავარ კონკურენტადსამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-თავმჯდომარე და რას ფიქრობს ის სუროგაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.

პრესა.ჯი“: აპირებთ თუ არა, თბილისის მერის არჩევნებზე იყაროთ კენჭი?

მიხეილ (გელა) სალუაშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ითვალისწინებს როგორც საკრებულოს, ასევე სხვადასხვა  ქალაქებში მერის არჩევნებს. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აპირებს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ყველა თვითმმართველ ქალაქში გვეყოლება ჩვენი კანდოდატი, მათ შორის თბილისშიც.

ამ დროისთვის საზოგადოებისთვის ცნობილია მერობის მხოლოდ ერთი კანდიოდატი, „ქართული ოცნებიდან“ - დავით ნარმანია.  „ნაციონალური მოძრაობა“  სავარაუდოდ, ამ პოსტზე უფლებამოსილება შეჩერებულ გიგი უგულავას დაასახელებს, ამ ორი სუბიექტიდან ვის თვლით მთავარ კონკურენტად?

- კონკურენტულობა უნდა გამოიხატებოდეს კანდიდატთა სამოქმედო პროგრამაში. ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა საქართველოს მოსახლეობამ და მათ შორის თბილისმა, უკვე შეაფასა. და შედეგსაც ვხედავთ.

რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, ნარმანიას პოზიცია მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ცდილობს კანონში შესატანი ცვლილებები საკუთარ თავზე მოირგოს, რომ გაუადვილდეს არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღება.

კონკურენცია დღეს მიდის არა იმაზე, ვინ როგორ პროგრამას ან შეხედულებას ანვითარებს, არამედ იმაზე, ვინ რა მატერიალურ და სახელისუფლებო რესურსს ფლობს. ამ გადმოსახედიდან და ჩემი პროგრამიდან გამომდინარე, მე გავხდები თბილისის მერი [ეს ფრაზა მე არ მითქვამს - გ.ს.], ნარმანიას და უგულავას კონკურენტად არ აღვიქვამ...

რას სთავაზობთ ამომრჩეველს?

- ჩვენ ქვეყნის მშენებლობას ფუნდამენტიდან დავიწყებთ. დღეს მოსახლეობის წინაშე დგას ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. მოსახლეობა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი გულისხმობს ძალიან ბევრ ფაქტორს. რეჟიმის მიერ დაჩაგრულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ პასუხი, ვინ არის დამნაშავე. ჩვენ შევიმუშავებთ ამ სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის სამართლიანობის აღდგენა იმ ქვედა რგოლიდან, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ჰქვია.

რატომ თვლით რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი  თქვენ დაგიჭერთ მხარს. საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ მინიმალური ზღვარიც  ვერ გადალახეთ...

- მე დარწმუნებული ვარ რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი აქვს... ქართული ოცნების პოლიტიკური ხაზი, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, არ შესრულდა.

მოსახლეობა თანდათან რწმუნდება იმაში რომ ეს არ არის ძალა, რომელსაც ძალუძს აღადგინოს სამართლიანობა. უფრო მეტიც, „ქართული ოცნებისწევრებს შეხება ჰქონდათ წინა რეჟიმთან. მუშაობდნენ მათ სტრუქტურაში და შებორკილები არიან. მგონია რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება, უფრო სწორად მისი გადაჭრის შესაძლებლობა, არ აქვს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლის იმ ნაწილზე რას ფიქრობთ, სადაც საუბარია იმაზე რომ  სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენილი ბავშვის მომავალი ბუნდოვანია?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერული პროგრესიდან გამომდინარე იბადებიან ან ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით ან სუროგაციის გზით, არაფერ შუაში არ არიან....

აქ საუბარია მიდგომაზე, რამდენად აქვს მეცნირებას იმის უფლება ხელოვნურად ჩაერიოს ახალი სიცოცხლის დაბადებაში. მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი.

თუ რატომ, ეს მოიცავს იმ სფეროს, თუ რა გზას გადის ნაყოფი სუროგატი დედის სხეულში მოხვედრამდე. ეს ძალიან რთული პროცესია, მივდივართ გენეტიკის დარღვევამდე. მთლიანად ირღვევა გენეტიკა.

 

უფალი ამბობს - „არ მინდა ფული,

მე მინდა წმიდა და სუფთა სული“

 

სიზმრად ვნახე - ვიღაც უცნობს

ცხადში ნანახს ვუზიარებდი:

უფალი ვნახე, არა სიზმარში,

ის ცხადად ვნახე დედამიწაზე...

უცნობმა სიტყვა ბანზე ამიგდო:

რას ამბობ ნეტა?

უფალს რა უნდა დედამიწაზე?..

მე და უცნობი დიდხანს ვდაობდით.

და შემდეგ მითხრა:

მე კი მგონია - შენ ზეცაში ხარ,

ალბათ იქ ნახე.

უფალს - აქ, ჩვენთან რა უნდა შვილო,

მასთან ცხოვრების რა ღირსები ვართ...

ცხარე კამათი დიდხანს გაგრძელდა.

შემდეგ კი, ისევ აღარ დავუთმე:

თუკი აღარ გსურს, ნუღარ მომისმენ,

მე მორწმუნესთვის ვამბობ ამ სათქმელს!..

და კვლავ განვაგრძე,

ოღონდ ამჯერად - ხილვას ვყვებოდი:

ზეციერთ კიბის რომელიღაც საფეხურზე ასულმა,

ვიგრძენი - თითქოს მწვერვალზე ვიდექ,

და არ მეშინოდა...

რადგან იქ სხვა დრო, სხვა სივრცე

და სხვა განზომილება იყო...

ვნახე - სამოთხე, ოქროსფერში იყო ჩაფლული...

შემდეგ იქედან, ედემის ბაღში გადავინაცვლე.

გამოვიარე ედემის ბაღი...

და რომ მოვბრუნდი, გზაზე, შორიახლოს

უფალი შევნიშნე:

ვითარც სალი კლდე,

გაქვავებული სხეულით იდგა...

მინდოდა მასთან მიახლება...

- მერე?!

- მერედა ის, რომ - რისხვისგან

ისე ბრაზობდა,

არ მიმიკარა მან თავის გულთან...

- მერე?!

- მერედა ის, რომ - კვლავ განვმარტოვდი,

და გზა განვაგრძე...

ვიგონებდი პეტრე მოციქულისეულ გულისტკივილს:

„და თუ მართალნი ძლივსძლივობით ცხონდება,

უკეთური და ცოდვიანი სადღა იყოს“...

- კაცნი იტყვიან: თუ უფალია,

გული სადღა აქვს?

- რით ვერ გაიგეთ?

ის კაცი იყო [და უფლად იქცა].

- ბოლოს კი, ვხედავ: განრისხებული,

ზეციურ კიბის ბოლო საფეხურს ჩამოდიოდა,

და სული მისი მიწიერ გზასავალს უერთდებოდა...

და ხმა რისხვისა, ექო მთებისა,

ცა და ქვეყანას აზანზარებდა:

ოდეს ყოფილა, რომ ცოდვილ მიწაზე

ღვთიური ღირსეულად გეტარებინოთ?

- კაცნი ვერ ცნობენ ზეციურ გზებს,

მათ დავალებებს...

- უფალს კაცთაგან, განა სჭირდება

„ცნობის ფურცელი“?

ოღონდ კი მერე, იკითხეთ ყველამ:

თქვენს ცხოვრებას, თქვენს მომავალს

რა დააკლდება...

შემდეგ კი ვხედავ:

გუმბათისკენ ხელგაშვერილი,

მოწყალების ყუთებს ამსხვრევდა

 - ქუჩებში, გზებზე, შენობებში...

„რას დაამსგავსეთ ადგილი ჩემი

- მათხოვრის ადგილს?!

გატიალების სიბილწის ავტორნო:

ფულით ვერ გაწმენდთ თქვენს სიბინძურეს...“

უარს ამბობდა „მოწყალებაზე“:

„ფული არ მინდა, -

მე მინდა წმიდა და სუფთა სული...

ჩემი სახელით მოვაჭრენო:

განზე გადექით!..“

დინა [ნინო]

ჯიქია

თბილისი, 2014 წ. 14 იანვარი

 

ვმადლობდეთ უფალს!..

კარგია თუ ცუდი საქართველოს სულიერი მისია რომ აქვს?

სახარების მიხედვით - უფალი ყველას არ ავალებს გახდეს მოძღვარი, მასწავლებელი...

საქართველოს სულიერი მისია - კაცობრიობის წინაშე, ქართველი ერის მიერ, მოძღვრის ფუნქციის შესრულებაა. ქართველ ერში ეს კოდი ჩადო უფალმა. ეს აისახა ღვთისაგან ცხებულის, ბატონ ზვიად გამსახურდიას თეოლოგიურ ნაშრომში - „საქართველოს სულიერი მისია“; ამას ამბობს იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“

თუკი საქართველოს სულიერი მისია - ქართველი ერის შინაგანი მოწოდებაა,რა თქმა უნდა - კარგია რომ ასეთი მისია გვაქვს... ეს არის გზა - რჩეულობის, რომელიც უფლისგანაა ბოძებული.

კაცობრიობის წინაშე მოძღვრის როლში ყოფნა [ბოლო ჟამის დადგომის დადასტურება], ქართველ ერს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს:

- ეს არის გზა ღმერთთან სიახლოვისა;

- ეს არის გზა ღვთიურ სიბრძნესთან ზიარებისა;

- ეს არის გზა კაცობრიობის სულიერი განწმენდისა;

- ეს არის სასუფევლისკენ, ანუ გადარჩენისკენ მიმავალი გზა...

გატიალების სიბილწის ჟამში მყოფი კაცობრიობა - უფსკრულისაკენ მიემართება. ადამის მოდგმის აზროვნება ასცდა ჭეშმარიტების გზას, რაც არაერთ მათ ქმედებაში პოვებს ანარეკლს... ეს არის გზა ღმერთთან განშორებისა და გადაგვარებისა... უფლისმიერი გზის დამგმობთა ხვედრი კი ყველამ ვიცით რაც არის.

და თუკი ისევ დაისმება კითხვა - კარგია თუ ცუდი საქართველოს [უფლისგან ბოძებული] ასეთი მისია რომ აქვს, მე კვლავ გიპასუხებთ: უფლის წინაშე ეს დიდი პატივია და ვმადლობდეთ უფალს!

დინა [დიანა]

ჯიქია

ერთი რამე უნდა გითხრათ,

დამიჯეროთ იქნება:

უფალს მიახლებულთაგან

ყველა კარგად იქნება.

დავაფასოთ მისი მადლი,

მისი მცნება და ნება,

და ტანჯული საქართველი

უთუოდ გაბრწყინდება...

მსოფლიოსთვის საქართველი

სანატრელი იქნება.

უფლის გარეთ ყველა ფიქრი,

მხოლოდ ეშმაკისია.

შევიმეცნოთ, გავიაზროთ,

საქართველოს მისია...

ეკატერინე

ხრიკული