Print

გაზ. №6 [902]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი1 თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 1 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, წარდგენასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 1 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 1 თებერვლის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში - სახელისუფლო შტოს ყველა ვერტიკალი უნდა ყალიბდებოდეს არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 1 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  4 გვ.

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით: 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2014 წლის  თებერვალი

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- ნანა არუდაშვილი, რასამთავრობო ორგანიზაცია თამარიონი“-ს თავმჯდომარე

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], ნანა არუდაშვილი [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი, ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].   

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“

 [კონსტიტუცია, მუხლი 5,1]

 

 „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1]. 

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - „საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“ [მუხლი 2 - გ].

ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხა-დებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.

ყოველივე ზემოთქმული, სრულ თეორიულ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ - სახელისუფლო შტოები შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არა - უმრავლესობის [50% + 1], არამედ, არჩევნებზე მისული, 1-დან 50 პროცენტამდე ზღვარში მოქცეული, ნებისმიერი ოდენობის ამომრჩევლის მიერ.     

საარჩევნო კოდექსიდან მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:

ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და

მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა მიზეზით, საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].

ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, მოთხოვნა:

1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.“

ითვალისწინებს ისეთი საკანონმდებლო წინაპირობის [და ვალდებულების] შექმნას, რომელზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვა - საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა.

არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა,  ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:

1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და

2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

ვისაც ეკუთვნის ეს ლექსი,

გავახილოთ ყველამ თვალი:

დაიცალა საქართველო,

გაფერმკრთალდა მომავალი.

ყველაფერი იწონება,

ჩვენი ნაშრომ-ნაოფლარი...

რით წარვსდგებით იმ ქვეყანას,

აი, რა არს საკითხავი.

როცა წავალთ დიდ სოფელში,

იქ დაგვხვდება ორი კარი:

ერთსა ჰქვია - სამოთხე, და

ერთი - ჯოჯოხეთი არი.

ვის რომელს მიაკუთნებენ?

აი, ყველას საფიქრალი...

მაშ ვიღვაწოთ, განვიწმინდოთ

მოვიხადოთ ჩვენი ვალი...

გავახაროთ ღვთისმშობელი,

ჩვენი დედა საფიცარი...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

ნინოობა

ნინოობას სამლოცველოს

წმიდა ნინო მესტუმრა,

ნათლის სვეტად აღმართული

მედგა თავზე....

გავუბედე: „დედა ნინო, აქ საიდან?“

თითქოს ვიგრძენი ხელით შემეხო,

მერე კი, ჩემს გაწვდილ ხელზე

ხელი ჩამჭიდა...

გულში ვფიქრობდი, უნდა მეკითხა:

საით მივდივართ?

ხმა კი ჩურჩულით მეუბნებოდა:

შენმა ცრემლებმა არ მომასვენა,

ღამისთევაზე ზღვა ხალხი მოვიდა,

მე კი ყველა მივატოვე და შენთან მოვედი,

უნდა წაგიყვანო, - ბოდბეში მივდივართ.

ნუ შეგაშინებს მავანთ დახშული კარები.

ცალ ხელზე ჯვარი მეჭირა,

განახლებული ჯვარი ვაზისა...

ნინოს თვალთ ცრემლი სდიოდა,

ვაზის ჯვარს როცა ხედავდა.

მერე კი ორნივ უეცრად

აღმოვჩნდით ხევში წყაროსთან.

ხელით მანიშნა: „იმ ხესთან,

ოდესღაც ცრემლს ვღვრიდი მდუღარეს,

არვინ მიგებდა, არვინ მისმენდა...

მაგრამ მისმენდა უფალი ღმერთი“.

მერე არ მახსოვს, როგორ დავშორდით,

მხოლოდ ის მახსოვს დანაბარები,

ქართველობისთვის გადასაცემად:

„ორპირობაა ქვეყნის მტერი,

მტობა ერთურთის,

თქვენ სხვა მტერი ვერ მოგერევათ!...“

 

დინა [დიანა] ჯიქია

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 3 თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

7 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ და ავთანდილ იოსელიანმა ისაუბრეს 5 თებერვალს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების [ჩაბ. № 2795] თაობაზე.

 

 

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან"

„მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო,

რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა,

საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო,

მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და

წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და

 აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი“.

 

ეს მონათხრობი ამბავი

ზეციდან ნაბრძანებია,

ღვთის ნაბოძები მარგალიტები

შევკარ მძივებად.

ცხრა ანგელოზი მიძღოდა

ღვთისმიერ გზაზე მავალსა,

ღვთის საიდუმლო გასაღებს

ხელი შევახე ნეტარსა...

და გამიცხადა უფალმა:

მისიის ჟამი ქართველთა,

გზას მიჰყვებიან რჩეულნი

მისიის აღსასრულებლად.

ცანი უთხრობენ:

მეორედ მოსვლის ჟამს უფალი

კვლავ მოიკითხავს ქართლის ალაგებს,

და ამოალაგებს ყველგან ყველაფერს,

და წინ დაუდებს კაცობრიობას

კოდირებულის ამოსახსნელად, თვითშესაცნობად...

 

ამბავს გიყვებით მისიონერულს, ღვთისგან დაშვებულს დედამიწაზე. კურთხევა მაქვს უფლისაგან, რომ გადმოგცეთ განცდილი თუ მოსმენილი, ზეციურ ძალებთან კავშირში:

„მე სხვა სამყარო არ მინატრია, მე სხვა დიდება არც მინდა!

ვისაც არ სჯერა ჩემი სიტყვების, დაე, ნუ სჯერა!

ვისაც არ უნდა მოისმინოს ჩემი სიტყვები, დაე, ნუ მოისმენს!

მაგრამ გულდასაწყვეტი იცით რა არის? - თქვენთვის იყო კარგი...

1994 წ. აპრილი იყო. ერთ ღამეს, ალბათასე 4 საათი იქნებოდა, როცა მასწავლებლის კარნახივით ხმა მოვისმინე - „რასაც ისმენ, ქრისტე გონების კარნახია, წერე და ირწმუნეო“. ხმა მკარნახობდა ამ სიტყვებსაც - „გამოძახილი ღვთისმშობლის, დედის!...“

კარნახის მოსმენის შემდეგ დიდხანს შთაგონებული დავდიოდი - ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ხმის გაგონება-მეთქი. იმ დროს, მე თვითონ არ ვიცოდი რა განმარტება გამეკეთებინა კარნახით მოსმენილისათვის. არც ის ვიცოდი - ეს ხმა განმეორდებოდა, თუ ეს, ზეციერთაგან მოწვდილი ერთჯერადი ინფორმაცია იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კარნახის ხმა დიდი მადლს ტოვებდა, მაინც, საკუთარ თავს არ მივეცი უფლება ეს სიტყვები დღის სინათლეზე გამომეტანა, ან ვინმესთვის გამემხილა. ჩემთვის ეს იმდაგვარი იყო, როგორც სახარებაში წერია - გამოვეცხადები მას, ვინც არ მელოდებაო.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ იმ დროისათვის მე, სასულიერო ცხოვრებას მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი.

გავიდა ექვსიოდე თვე. თითქმის „გადამავიწყდა“ კიდეც ერთჯერადად მოსმენილი კარნახისმიერი ხმა.

და აი, კარნახი კვლავ განმეორდა - სულ რამოდენიმე სიტყვას მკარნახობდნენ. ამ ამბავმა კიდევ უფრო დამაფიქრა, მაგრამ არც ამჯერად ავსაუბრდი ამ უცნაურობაზე.

ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდებოდა. ამ უჩვეულო გამოხმაურების კვლავ გაგრძელებას არც მოველოდი. ერთი წელი ისე გავიდა, არაფერი მომისმენია. გადამავიწყდა კიდეც უცნაურად მოსმენილი ხმა.

და აი, მოულოდნელად, წყნარი ღამის სიჩუმეს ისევ ზეციდან მოსმენილი ხმის კარნახი არღვევს. მეკარნახებოდა ერთადერთი სიტყვა - „იმარხულე...“.

ამჯერად, თითქოს გონება გამეხსნა, უკვე მივხვდი თუ საით მივყავდი კარნახის ხმას, საით უნდა ამეღო გეზი. მოსმენილი იმდენად შთამბეჭდავი იყო - იმ დღიდანვე დავიწყე მარხვა. დიდხანს, მხოლოდ წყალზე და პურზე ვიყავი.

აქედან მოყოლებული გახშირდა კარნახი, რომელიც ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებას მავალებდა. უფლისმიერ კარნახის გზაზე მოსიარულეს ძალა მემატებოდა და უდიდეს მადლს ვგრძნობდი.

ასე და ამგვარად - ეკლესიური ცხოვრების გზაზე კარნახის ხმამ დამაყენა, თუმცა ამის თაობაზე ხმამაღლა საუბარს არც ვაპირებდი, საჭიროებას რომ არ მოეთხოვა. თუმცა ამის თაობაზე ოდნავ მოგვიანებით, ეხლა კი განვაგრძობ ქრონოლოგიურ თხრობას.

1999 წელს ხმის კარნახი კიდევ უფრო გახშირდა... დიდება უფალს - დამეწყო გამოცხადებები.  

1999 – 2003 წლებში თითქოს აღვიქვამდი - ზეზეურად ზეცას უერთდებოდა ჩემი სული. იქნებ თქვენც განგიცდიათ ანალოგიური რამ, როდესაც - ზეცასა და დედამიწას შორის მანძილი პატარავდება და გრძნობ, თითქოს, სულიერად ზეციურ სამყაროს უერთდები... საკმაოდ უცნაური შეგრძნებაა - ზოგჯერ, თითქოს უხილავი ძალა, ზეციერთა აჩრდილი დაგყვება.

მინდა ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ ამდაგვარ „ღვთიურ მინიშნებებზე“, რაც საქართველოში ხდება. კითხვები მრავალგვარია:

- რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? რატომ იძლევა ამდენ მინიშნებას უფალი? რას ითხოვს ჩვენგან? რაში დასჭირდა უფალს, ამ ბოლო ათწლეულში დაფიქსირებული, ამდენი გაფრთხილება თუ გამოცხადება?

- ნამდვილად დამაფიქრებელი უნდა იყოს, თუ ბოლო ოცი წლის მანძილზე რატომ მომრავლდა საქართველოში მირონმდინარე ხატები... ზოგს ცრემლი სდის... ზოგს სისხლი... რატომ გვიახლოვდება ქართველ ერს - ზეციური ძალები, სხვადასხვა ფომითა და ნიშან-სასწაულებით?

ალბათ განვმეორდები თუ ვიტყვი, რომ - ეს ყოველივე ქართველი ერის იმ სულიერ მისიაზე მიგვანიშნებს, რომლის თაობაზეც წლების წინ საუბრობდა ღვთისგან ცხებული ზვიად გამსახურდია, ეომელმაც - ზეციურ ნათელს აზიარა ქართველი ერი.

ზვიად გამსახურდიას თეოლოგიური ნაშრომი - „საქართველოს სულიერი მისსია“, წინასწარმეტყველებაა - ქართველი ერის სავალი გზისა... ღვთისგან რჩეულობა არ არის არჩევანისმიერი გზა. ეს არის - მისიონერული გზა, რომელიც უფლისაგან მოგვეცა.

ჩვენი დღევანდელობა, არის ხორცშესხმა იოანე ზოსიმეს მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვებისა, თავის თეოლოგიურ ნაშრომში - „ქებაი...“-ში რომ ბრძანებს - „დამარხულ არს ენაი ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად...“-ო.

და დღეს, უფალმა - ქართული ენის სამარხის ასახსნელი გასაღები რჩეულებს მისცა... ქართული ენის „ასაუბრება“ კი მეორედ მოსვლისეულ ხორცშესხმას ნიშნავს...

და ასაუბრდა ქართული ენა - საღვთო მისიაზე, ქართულ ენაში ჩამარხულსა და კოდირებულზე...  ეს ყოველივე დრო-ჟამის სიმწიფეზე მეტყველებს...

ეხლა კი ცხადია, რისთვის გვამზადებს მაღალი ღმერთი, ან რატომ მოჰფინა მადლი უფალმა ასე უხვად ქართველთ ალაგებს.

ქართველ ერში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც გრძნობენ საქართველოს სულიერი მისიის ტვირთს; ყალიბდებიან და იხვეწებიან ღვთისმიერ გზაზე, რათა ღვთისგან დათქმულ დროს ხალხში საქადაგებლად გავიდნენ.

მეც ერთერთი იმათგანი ვარ, ვინც თვლის, რომ უფლის წინაშე მისია აქვს. ამ მისიას ვგრძნობ და აღვიქვამ ზეციური ძალებისაგან.

ზეციერთაგან კარნახით მოსმენილი და აღქმული გამოცხადეები 18 ფურცლიან რვეულში მოვათავსე და სალოცავ მაგიდასთან დავდე. და იდო იქ, წლების განმავლობაში. არასოდეს მიფიქრია- ამეღო ეს ნაწერები და ვინმესთვის გამეცნო, ვიდრე, ერთ ღამეს, ხილვაში, უფალმა არ დამავალდებულა - ხილვებში ნანახი და აღქმული, ეკლესიაში მექადაგა. მეც ავიღე ნაწერები და წავიღე ეკლესიებში, ღვთისმსახუთათვის გასაცნობად.

ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები, გამოცხადების საქადაგებელ გზაზე.... გამოცხადებისა, რომელმაც ჩემი საკუთარი მე დამავიწყა და სრულიად შემცვალა.

ერთ ღამეს გამოცხადებით ვიხილე - სამოთხის შესასვლელი კარები. კარების ორივე მხარეს ანგელოზები ისხდნენ, მე კი შესასვლელ კარებთან ვიდექ ცალი ფეხი შიგნით მქონდა უკვე გადადგმული. თითქოს „სიკვდილ - სიცოცხლის“ ზღვარზე ვარ.

ამ დროს ვისმენ ხმას [აღქმით - ეს ხმა უფლისაგან არის] – „სიცოცხლეს გაძლევ ამ გზისთვის. აიღე ეს ნაწერები, სალოცავ მაგიდასთან რომ დევს და წაიღე დასავლეთ საქართველოს დაბალი ზონის ეკლესიებში და იქადაგე რაც მოგისმენია და აღგიქვამს ზეციერთაგან“.

ვგრძნობდი - არჩევანის წინაშე დამაყენა უფალმა. იქვე აღვუთქვი, რომ დავალებას შევუსრულებდი. შეძახილმა ხმამ - „უფლის სული ვარ!“, - გამომაღვიძა.

და ვგრძნობდი - ძალამ, ახალი სიცოცხლე მომანიჭა... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სხეულში შემოჭრილი სული, ჩემგან დამოუკიდებლად სუნთქავდა.

გამოცხადებიდან, შთაგონებით გამოღვიძებულმა  ლექსი - „ხმა ზეციერთა“, დავწერე:

აგერ თერთმეტი წელიწადია

ანგელოზების წრე მათამაშებს.

გზაგასაყართან დიდხანს ვიდექი,

გადავაბიჯე სამოთხის კართან,

და აღვიბეჭდე იქ უფლის ნიშნით...

და გამოვბრუნდი ვით მოციქული.

ზეცას იყო არჩევანი,

დიდი გამოცდა მომიწყვეს

და მომთხოვეს რწმენა დიდი...

ყველა გზები - გადამიდგნენ,

ეკლესიის გზების გარდა.

მორწმუნენო, სმენა თქვენი მომაპყარით,

რომ გადმოგცეთ ის, რაც ღვთისგან მოვისმინე:

ბოლო ჟამის ნიშნებს ვამბობ,

სამრეკლოში რეკავს ზარი...

მორწმუნესთვის მშვიდობაა,

ურწმუნოსთვის - გლოვის ზარი...

გული ტირის, თვალს ცრემლი მდის,

თქვენი სიბრალულის გამო...

ზეციერთა ბორკილი მაქვს,

და მოითხოვს - მსახურებას.

არჩევანი არ მაქვს მეტი!..

 

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 3 თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 3 თებერვლის სხდომაზე:

1. მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიზნით კულტურის სამინისტროში გაგზავნილ ღია მიმართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

- 22 დეკემბრის: მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ გამოცხადების თაობაზე საქართველოს საპატრიარქოში გაგზავნილ ღია მიმართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თავმჯდომარე];

ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“-ს თანათავმჯდომარე];

ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

ლევან ხაჭაპურიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი-ს თავმჯდომარე];

ჯემალ ჯიქიამ„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. გაერთიანების დებულების - მუხლი 9-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ - გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომები გაიმართება ყოველი კვირის ორშაბათს, 14.00 სთ-ზე.

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

„უფლისმიერი ლასკარის“

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი