Print

გაზ. № 7 (903)

ეკლესიის წინ ვიდექი,

რაღაც ახალი ხდებოდა:

ჩვენი ქალაქი, მთლიანად,

ნაგვისგან იწმინდებოდა,

ნაკურთხი წყალით ზეციდან

ქუჩები ინამებოდა...

ხეზე ფრინველი იჯდა და

„მკათათვეს“ - იმეორებდა...

ეკლესიებში, სულ ყველგან,

ზარები ირეკებოდა.

იმდენი სანთელი ენთო,

სამოთხე გეგონებოდა.

ხალხი თავდახრით იდგა და

ღვთისმშობელს ელოდებოდა...

აქედან წასული ხალხი,

სუყველა ლასკარს ეძებდა...

ლასკართან სხვა გუნდი იდგა,

მაცხოვარს ელოდებოდა...

მაცხოვარი - გვერდით ედგათ,

მაგრამ ვერავინ ხვდებოდა!..

ეკატერინე

ხრიკული

 

ეროვნულიბიბლიოთეკისგენერალურდირექტორს

ბატონ გიორგი კეკელიძეს !

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

ქვაზე დადებული მადლი, ანუ რამოდენიმე შენიშვნა

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ლიტერატურის შემცველ სამტომეულთან დაკავშირებით

 

ა) წინათქმა

 

ბატონო გიორგი!

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წ. 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის მიერ დამუშავებული პროექტის ფარგლებში მომზადებული სამტომეულის წარდგინება.

თავისთავად, ეს პროექტი - „...მიზნად ისახავს ბეჭდურ მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების, ასევე განსაკუთრებით საინტერესო ოფიციალური დოკუმენტების ერთად თავმოყრას და გამოცემას...

განზრახულია ყველა ამ თანამდებობის მატარებელი პოლიტიკოსის ან აღნიშნულ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელი პირების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების გამოცემა. ცხადია, გამოსაქვეყნებელ სერიაში ვერ შევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დაკავებამდე და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებული საჯარო გამოსვლები“ [იხ. ტ. 1, გვ. 9].

პირველი, სამ ტომად დაბეჭდილი, კრებული ეხება - ზვიად გამსახურდიას. იქვე მითითებულია, რომ წინამდებარე - „მასალები შეკრიბა, ბიბლიოგრაფიული აღწერილობა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მზია ხოსიტაშვილმა...“[ტ. 1, გვ.10].

6 თებერვალს, სამტომეულის წარდგენისას გაკეთებულ ჩემს მოკლე გამოსვლაში აღვნიშნე - „ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს 1994 წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილმა „სარედაქციო კოლეგიამ“, ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის მხრიდან, ჩვენს მიმართ წარმოებული სასტიკი დევნისა და შევიწროების პირობებში, თავი მოუყარა და 1994–1996 წ.წ. გამოსცა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ლიტერატურის შემცველი არაერთი კრებული. თითოეული მათგანი სხვადასხვა ბიბლიოთეკის, და მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის, საცავებშია დაცული.

შესაბამისად, ჩვენის მხრიდან, დიახაც რომ მივესალმებით სახელმწიფოებრივ დონეზე შესრულებულ ყველა ასეთი ახალი პროექტის განხორციელებას, და მადლობას მოვახსენებთ მასში ჩართულ თითოეულ პიროვნებას გაწეული საქმიანობისათვის“.

კრებულისათვის საჭირო მასალის შეგროვებისას, საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მზია ხოსიტაშვილი, სხვა წყაროებთან ერთად, ალბათ გამოიყენებდა [ან, როგორც მინიმუმ, გაეცნობოდა] ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ მასალებსაც, მათ შორის ჩვენს მიერ 1994-1996 წლებში გამოშვებულ შემდეგ კრებულებს, კერძოდ:

  

 1. „ოთხმოცდათერთმეტი:  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“ [მიმართვები  და  სატელევიზიო  გამოსვლები სარედკოლ.: მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვ.]. - თბ. :ხმა ერისა, 1995. – 122გვ. ; 21სმ...].  UDC: 342.511(479.22) + 323(479.22)

 K 222.960/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-395 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.761/3 - ხელუხლებელი ფონდი

2. 1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან[სარედკოლ.:  მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვა]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. – 126გვ. ; 21სმ...],  UDC: 342.511(479.22) + 325.8(479.22)

(22)342.5(092)/-373 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.693/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 497/1995 - ხელუხლებელი ფონდი

3. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993“ [სარედკოლ.: მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედდა სხვ.)]. - თბხმა ერისა, 1995. – 50 გვ. ; 20 სმ...],   UDC: 342.511(479.22)(092)

 K 224.121/3 - საერთო ფონდი

K 224.122/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-323 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.702/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 496/1995 - ხელუხლებელი ფონდი

4. „ცხრა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან“ [სარედკოლ.: მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვ.]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. – 38გვ. ; 20სმ...],  UDC: 342.511(479.22)

 K 224.119/3 - საერთო ფონდი

K 224.120/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.701/3 - ხელუხლებელი ფონდი

5. „ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი“ [თბ. სამართლ. აღდგენის კავშირი "ხმა ერისა", [1994]. – 66გვ. ; 20სმ...], UDC: 94(479.22)"1991.12-1992.01" + 325.8(479.22)

K 220.990/3 - წიგნთსაცავი

K 221.269/3 - წიგნთსაცავი

K 221.270/3 - წიგნთსაცავი

K 221.271/3 - წიგნთსაცავი

(.28)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 69.867/3 - საარქივოფონდი

6. „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე, 1991-1995[სარედკოლ.:მიხეილ (გელასალუაშვილი  (მთრედ.) და სხვ.]. - თბ. სამართლაღდგენის კავშირი ხმა ერისა", 1995. – 164გვ. ; 20სმ...],  UDC: 94(479.22)"1991.12-1992.01" + 325.8(479.22) + 342.511(479.22)

 K 222.495/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-587 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.550/3 - ხელუხლებელი ფონდი,

და, უპირველეს ყოვლისა, ამ კრებულთა ბაზაზე შედგენილ ორტომეულს: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“  [საქართველოს  რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე წარმოთქმული სიტყვებისატელევიზიო გამოსვლები,მიმართვები,ინტერვიუებიპრესკონფერენციები : 2 ნაწილად  [სარედ.  კოლ.:  მიხეილ  (გელასალუაშვილი (მთრედდა სხვ.)]. - თბ. ხმა ერისა, 1995. – 20სმ...] : 

ნაწ. 1.  291გვ...  UDC: 342.511(479.22) + 342.511.7(479.22) + 328(479.22)  6 + 5

 K 259.291/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.664/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 495/1995 - ხელუხლებელი ფონდი

ნაწ. 2. 292გვ.. UDC: 342.511(479.22 გამსახურდია.) + 328(479.22)

 K 258.731/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.665/3 - ხელუხლებელი ფონდი

 

რომელშიც მოცემულია, ერთის მხრივ - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნისას, მის მიერ გაკეთებული - სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადება [სულ - 198 ერთეული]; და მეორეს მხრივ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, დევნილობის  1992-1993 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები [სულ - 53  ერთეული].

კრებულებში დაცულ თითოეულ მასალას, მცირე გამონაკლისის გარდა [ბეჭვდისას დაშვებული კორექტურული შეცდომის გამო], თანდართული აქვს შესაბამისი წყაროს [გაზეთის]  მითითება.

როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქ-ნ მზია ხოსიტაშვილის მიერ მოზადებულ სამტომეულში დაცული, თემატიკის შესაბამისი 238 მასალიდან, 185 ერთეული სწორედ ჩვენს მიერ დაბეჭდილ ორტომეულშია წარმოდგენილი.

შესაბამისად, ჩვენთვის ერთგვარად „აუხსნელია“ ის ფაქტი, რომ ქ-ნ მზიას, დამოწმებული აქვს, ჩვენს მიერ დაბეჭდილი მხოლოდ ორი კრებული [ძირითადად ის მასალა, რომლებსაც, კრებულის დაბეჭვდისას დაშვებული კორექტურული შეცდომის გამო  არ აქვთ მითითებული შესაბამისი წყარო - გაზეთის დასახელება]:

1. „ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი [თბ. 1994 წ,] -იხ. ტ. 3, გვ.: 78, 83, 109 და 323; და

2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993“ [თბ. 1995 წ.] - იხ. ტ. 3, გვ.: 295, 320 და 333.

1994-1995 წლებში ჩვენს მიერ დაბეჭდილი კრებულები, მათთვის იყო [და არის] განკუთვნილი, ვისაც, ამა თუ იმ ფორმით, აინტერესებს ერთერთი უდიდესი ქართველი მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური აზროვნების სიღრმეები. ხოლო იმ საკითხის შეფასება, მავანი დაიმოწმებს თუ არა ჩვენს მიერ შედგენილ კრებულის გამოყენების ფაქტს, ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარაა, რამეთუ ჩვენთვის მთავარი - ქვაზე დადებული მადლია.

ღმერთმა ყველას მისცეს მართებული გადაწყვეტილების უნარი.

 

ბ) რამოდენიმე შენიშვნა

ბატონო გიორგი!

სამტომეულის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ, გვინდა ვისარგებლოთ კრებულში გამოთქმული თხოვნით, რომ - „...პროექტის ავტორები სიამოვნებით გაიზიარებენ ყველა შენიშვნას...“ .[ტ. 1, გვ.10], და, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილ ნაშრომთან - „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები“ - მიმართებაში, რამოდენიმე ჩვენი შეხედულება დავაფიქსიროთ.

 

ტომი პირველი

კრებულის პირველი ტომი 361 გვერდისაგან შედგება. მასში - „...მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის 16 აპრილამდე...“ [იხ. გვ. 11]. სულ წარმოდგენილია 60 მასალა.

როგორც მოგეხსენებათ ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 1990 წ. 14 ნოემბერს დაიკავა.  მიუხედავად წიგნის წინასიტყვაობაში გაცხადებულსა, რომ - „...გამოსაქვეყნებელ სერიაში ვერ შევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დაკავებამდე“ გამოქვეყნებული მასალაო [იხ. გვ. 9], პირველი ტომის გვ. 12 და 17-ზე დაბეჭდილია 1990 წ. 8 და 13 ნოემბრით დათარიღებული ორი მასალა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ ათეულობით კანონსა თუ დადგენილებას, დიახაც ახლავს ზვიად გამსახურდიას ხელმოწერა, რომელიც, ბუნებრივია რომ, ვერ ჩაითვლება ხელმომწერი პირის მიერ უშუალოდ შესრულებულ დოკუმენტად.

შემდგენლების მიერ, პირველ ტომში, ხსენებული ათეულობით ამდაგვარი მასალიდან, დაბეჭდილია 8 კანონი და 5 დადგენილება, რაც ერთგვარად ამოვარდნილია კრებულის შედგენის თემატიკიდან. [ამ კუთხით, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კრებულის 301-304 გვ. გამოქვეყნებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ განსახილველ პირველ ტომში, თემატიკის შესაბამისად მოყვანილი 44 მასალიდან, 36 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს დაბეჭდილ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

კრებულში გამოქვეყნებული მასალები ძირითადად მიჰყვება მათი შესრულების ქრონოლოგიას. თუმცა, მიზეზთა გამო, აქაც არის მცირეოდენი ხარვეზი. კერძოდ კრებულის - 41, 47, 111, 207, 230, 245, 259, 264 და 266-ე გვერდებზე წარმოდგენილი მასალები ქრონოლოგიური რიგის დარღვევითაა დაბეჭდილი.

 

ტომი მეორე

კრებულის მეორე ტომი 434 გვერდისაგან შედგება. მასში - „...მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1991 წლის აპრილიდან 1992 წლის იანვრამდე...“ [იხ. გვ. 10].

ჩვენთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, 1991 წ. 5 და 14 აპრილით დათარიღებული ორი მასალა, პირველი ტომის ნაცვლად [სადაც წარმოდგენილია ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას გაკეთებული სხვადასხვა განცხადება], კრებულის მეორე ტომშია წარმოდგენილი [სადაც დაცულია ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას გაკეთებული სხვადასხვა განცხადება]:

1. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტისათვის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წ. 5 აპრილს მიცემული ინტერვიუ [გაზ. „რესპუბლიკა“, 1991 წ. 16 აპრილი, №14/47]; და

2. 1991 წ. 14 აპრილის - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა“ [გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წ. 16 აპრილი, №73/93].

კრებულში, მცირე გამონაკლისის გარდა, დაცულია მასალათა გამოქვეყნების ქრონოლოგიური რიგი. სამწუხაროდ, ამ „რიგიდან“ ამოვარდნილია - 13, 30, 290, 318, 343 და 346 გვერდებზე დაბეჭდილი მასალა.

უდავოდ ტექნიკური ხარვეზია ის, რომ - ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, კრებულში - ორჯერაა დაბეჭდილი; ჯერ: 80-97; ხოლო შემდეგ: 110-127 გვერდებზე.

განსახილველ მეორე ტომში მოყვანილი 87 მასალიდან, 60 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს დაბეჭდილ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

 

ტომი მესამე

კრებულის მესამე ტომი 343 გვერდისაგან შედგება. მასში - „...თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას განცხადებები, ბრძანებულებები, მიმართვები, წერილები და ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1992 – 1993 წლების გაზეთებში...“ [იხ. გვ. 9].

პირველი უზუსტობა, შემდგენლისაგან კრებულის დასაწყისში დაბეჭდილ წერილშია დაშვებული. კერძოდ, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა არა - 1992 წ. 23 სექტემბერს [იხ. გვ. 9], არამედ - 1993 წ. 24 სექტემბერს.

მესამე ტომი იწყება 1991 წ. 25 დეკემბრით დათარიღებული მასალით - „მიმართვა ქართველ ერს“ [გვ. 10]; რომელიც, განმეორებითაა დაბეჭდილი ამავე ტომის 206-ე გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართვა დაბეჭდილია კრებულის მეორე ტომშიც [იხ. გვ. 421].

გარდა ამისა, მესამე ტომში, კიდევ სამი მასალაა ორ-ორჯერ დაბეჭდილი, კერძოდ: 1) 143 და 153 გვ.; 2) 158 და 168 გვ.; და 3) 283 და 284 გვერდებზე.

მესამე ტომის სარჩევში გამოტოვებულია კრებულის 191-ე გვერდზე დაბეჭდილი მასალის მითითება.

კრებულის წინა ტომების მსგავსად, მესამე ტომშიც არაერთი მასალაა, რომელიც ამოვარდნილია ქრონოლოგიური რიგიდან. ესენია - 27,34, 35, 73, 74, 80, 82, 94, 106, 114, 116, 125, 143, 153, 167, 177, 179, 208, 212, 213, 217, 221, 223, 243, 261, 280, 294 და 321-ე გვ.

ამასთანავე, 75-77 გვერდებზე დაბეჭდილია 1990 წ. 20 მაისით დათარიღებული მასალა, რაც ასევე არ ჯდება კრებულით განსაზღვრულ დროის ფარგლებში.

ამდენად, მესამე ტომში წამოდგენილი 112 მასალიდან: 4 განმეორებითაა დაბეჭდილი, 1 დროით ფარგლებს არ შეესაბამება. დარჩენილი 107 მასალიდან, 89 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს გამოცემულ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

სტატისტიკისათვის გვინდა დავსძინოთ, რომ კრებულის სამივე ტომში, თემატიკის შესაბამისად წარმოდგენილი - 238 [44+87+107] მასალიდან - 185 [36+60+89], ანუ  დაახლოებით 78%, დაბეჭდილი გვაქვს, ხსენებულ, ჩვენს მიერ 1995 წელს გამოცემულ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

ჩვენის მხრიდან, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კრებულის შემდგენელს, ქ-ნ მზია ხოსიტაშვილს, დღემდე ჩვენთვის ხელმიუწვდომელი 53 ახალი მასალის [რაც საერთო ოდენობის 22%-ია] მოძიებისათვის.

 

გ) დასკვნის მაგიერ

ბატონო გიორგი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ მთლიანობაში გავიაზრებთ კრებულის სამტომეულში დაშვებულ შეცდომებს, მათი საერთო სურათი ასეთი იქნება:

უზუსტობაა დაშვებული მესამე ტომის დასაწყისში დაბეჭდილ წერილში „შემდგენლისაგან“ [გვ. 9].  კერძოდ, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა არა - 1992 წ. 23 სექტემბერს [იხ. გვ. 9], არამედ - 1993 წ. 24 სექტემბერს;

სხვადასხვა ტომებში მოცემული 19 მასალა [იხ. ტ. 1: გვ. 12; 17; 18; 41; 43; 44; 45; 47; 48; 49; 52; 53; 68; 238 და 239; ტ. 2: გვ. 11 და 13; ტ. 3: გვ. 10 და 206] ერთგვარად ამოვარდნილია კრებულის შედგენის თემატიკიდან;

სხვადასხვა ტომში წარმოდგენილი 43 მასალა [იხ. ტ. 1: გვ.: 41, 47, 111, 207, 230, 245, 259, 264 და 266; ტ. 2: გვ.: 13, 30, 290, 318, 343 და 346; ტ. 3: გვ. 27,34, 35, 73, 74, 80, 82, 94, 106, 114, 116, 125, 143, 153, 167, 177, 179, 208, 212, 213, 217, 221, 223, 243, 261, 280, 294 და 321] ქრონოლოგიური რიგის დარღვევითაა დაბეჭდილი;

მესამე ტომის სარჩევში გამოტოვებულია კრებულის 191-ე გვერდზე დაბეჭდილი მასალის მითითება;

მეორე ტომში წარმოდგენილი - ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, კრებულში - ორჯერაა დაბეჭდილი; ჯერ: 80-97; ხოლო შემდეგ: 110-127 გვერდებზე;

მესამე ტომში, ოთხი მასალა ორ-ორჯერაა დაბეჭდილი, კერძოდ: 1) 10 და 206 გვ.; 2) 143 და 153 გვ.; 3) 158 და 168 გვ.; და 4) 283 და 284 გვ.

წერილის დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამქვეყნად შეუმცდარი არავინაა, რამეთუ  ჩვენს მიერ გაკეთებულ მცირე თუ დიდ საქმეებს, მიზეზთა გამო, ხშირად ახლავს ხარვეზები, რომელთა გამოსწორების სურვილითაც დაიწერა კიდეც წინამდებარე ღია წერილი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილული სამტომეულის მეორე გამოცემა კიდევ უფრო ნაკლები ხარვეზით იქნება გამოცემული.

გისურვებთ წარმატებებს ქვეყნისათვის სასარგებლო ყოველ საქმიანობაში.

პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2014 წ. 11 თებერვალი

[წერილის ჩაბ. №57]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

201წლი8 თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 8 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, წარდგენასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

201წლის 8 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014. 8 თებერვლის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოსპარლამენტისთავმჯდომარეს

 ბატონ დავითუსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონოდავით!

ცივილიზებული მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით - ნებისმიერი კანონის [მათ შორის არჩევნების შესახებ კანონის] მიღების უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს.

ვითვალისწინებთ რა საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ იანვრის მოვლენებიდან მოყოლებული  სახელისუფლო სტრუქტურებში ანტიკონსტიტუციური გზით მოსული უკანონო ძალის - „სამხედრო საბჭოსა“ [ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობის“ [თ. სიგუა], აგრეთვე - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების უარყოფით როლს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება-დამკვიდრებაში,

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“. 

დანართი:

1. კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“12 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოსორგანულიკანონი

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკურირეჟიმის

მიერ მიღებული

სამართლებრივი აქტების  შესახებ

 

თავი 1.

ზოგადი დებულება

მუხლი 1.   ვადასტურებთ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილების [„აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“] კანონიერებას, კერძოდ:

„.... სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის,  სახელმწიფო საბჭოსა  და  მისი  სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ  მიღებული  აქტები  ანულირებულია, ანუ  ჩათვლილია  გაუქმებულად  და  საქართველოს  მოქალაქეებისათვის  არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა...”.

მუხლი 2. ვადასტურებთ 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილების [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] მართებულობას, კერძოდ:

„...საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“

თავი 2.

ძირითადი დებულება

მუხლი 3. უკანონოდ და ბათილად გამოცხადდეს: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

მუხლი 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას  - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შემსწავლელი კომისია“,

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 10 თებერვლის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 10 თებერვლის სხდომაზე:

1. მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

თინათინ ბაიაშვილმა და მედეა ცაგარეიშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე];

- ლევან ხაჭაპურიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

„უფლისმიერი ლასკარის“

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 10 თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა. სხდომის დამთავრების შემდეგ, ლასკარის საზოგადოებრივ მდივანს - ჯემალ ჯიქიას, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორი“-ს პასუხისმგებელმა პირმა - ანა ნოდიამ, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ - თურმე - „ძალიან ხშირად ვჩანვართ ეთერში“, ამიტომ მათი სააგენტოს პრეს კლუბში ბრიფინგის გამართვას, მინიმუმ ერთი თვის მანძილზე ვეღარ შევძლებდით.

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესატან კანონპროექტთან მიმართებაში ბრიფინგის ჩატარება მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ჯემალ ჯიქიას, 11 თებერვალს, ლასკარში მოუხდათ, რომელსაც მხოლოდ მე-2 არხი დაესწრო. ჩანაწერი იმავე საღამოს გადაიცა ტელეეთერში [18 სთ. 14 წთ.].

 

მადლობა

„ლასკარის“ სახელით მადლობას მოვახსენებთ ბატონ ლაშა ჩიხორიას, საქართველოს პარლამენტთან ჩვენი გაერთიანების საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობის საქმეში გამოჩენილი ოპერატიული თანადგომისათვის.