Print

გაზ. № 8 [904]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014წლი15 თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 15 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, წარდგენასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014წლის 15 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014. 15 თებერვლის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

არსობრივი მხარე კოდისა - „როგორც იყო ნოეს დღეებში...“

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობ ნიშანთა ჩამოთვლისას მაცხოვარი, უშუალოდ ბოლო ჟამში მცხოვრებთა [ანუ ჩვენდა] გასაგონად, ასე ბრძანებს:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? იესმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ…

ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ [მათე 24,3-4; 36-39].

ხსენებულ მონაკვეთში, ჩვენის აზრით, აშკარად კოდირებული მინიშნებაა მოცემული ფრაზაში - „როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც“. მის არსში გასარკვევად, მოდით ვნახოთ, რა მითითებაა მოცემული - ნოეს დროსთან დაკავშირებულ ბიბლიურ თხრობაში.

როგორც ცნობილია, ბიბლიური თხრობის დასაწყისი ორ ძირითად - 1. კაენისა და 2. შეთის შტოს გამოყოფს.

კაენის მიერ აბელის მოკვლის შემდეგ, მისი საცხოვრისის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ - „გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“ [დაბ. 4,15].

აბელის სიკვდილის შემდეგ - „კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ [დაბ. 4,25-26].

წარღვნამდელ დროში მომხდარის აღმწერ ბიბლიურ თხრობაში: „ძმის მკვლელი კაენის“ შტო, პირობითად - „ადამიანთა“, ხოლო „უფლის სახელის მახსენებელი შეთის“ შტო - „ღვთისშვილთა“ სახელდებითაც მოიხსენიება.

გვერდიგვერდ მცხოვრებ ამ ორი შტოს თაობაზე, მოგვიანებით გვეუწყება - „როდესაც ადამიანებმა [აქ - კაენის შტომ] გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა [აქ - შეთის შტო], რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ [დაბ. 6,1-2].

როგორც ვიცით, გველის სახით ედემის ბაღში შესულმა ეშმაკმა ჯერ დედაკაცი აცდუნა, და - „როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“ [დაბ 3,6]. აქედან მოყოლებული, ბიბლიისეულ კოდირებულ თხრობაში - „დედაკაცი“ ცოდვის წყაროდაა მიჩნეული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აღარ იქნება გაუგებარი, თუ რაზე მიგვანიშნებს ბიბლია იმით, როცა გვაუწყებს - ღვთისშვილთა, ანუ უცოდველი შეთის შტოს წარმომადგენელთა მიერ, ადამიანთა, ანუ კაენის შტოში დაბადებული - ასულების [აქ- ცოდვის სიმბოლოს] ცოლად მოყვანაზე მითითებით.

აქ, მითითებაა ამ ორი შტოს აღრევაზე... ღვთისშვილთა, ანუ უცოდველთა შორის „ცოდვის გავრცელებაზე“.

იქვე მოცემულ ბიბლიურ თხრობაში ასეთი მინიშნებაა - „თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი“ [დაბ. 6,3].

ჩვენის აზრით, აქ ნახსენებში, კოდით - „ასოცი წელი“, ბოლო ჟამის კონკრეტული დროა მოცემული. ეზოთერულ ცოდნაში [როდესაც ნოლები არ ითვალისწინება], კოდი - „120“, იგივე - „12“-ია; და, ბოლო ჟამის ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით - 20[12]“ წელს უნდა გამოკვეთდეს.

როგორც მკითხველმა იცის, ბიბლიური „დასასრულისეული“ ეტაპის ჟამის ათვლა: 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბრიდან დაიწყო და 2013 წ. 27 ოქტომბერ - 24 ნოემბერს დასრულდა.

აღნიშნული ჟამი ე.წ. „სამსჯავროსეული“ [იხ. დან. 7,26] მონაკვეთის პირველ ეტაპს მოიცავს, და ერთის მხრივ: მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის პოლიტიკიდან „ჩამოცილებითა“; და მეორეს მხრივ: ე.წ. „გველის წელიწადს“ [2013], დასაბამისეული გველის მიერ პირობითი წრედის შეკვრის დასტურად, პოლიტიკურ ასპარეზზე: „მარ[გველ]აშვილის გამოსვლითაა ნიშანდებული.

აღნიშნული „სამსჯავროსეული“ ეტაპი, მხილების - პოლიტიკური მხარის პარალელურად, ბიბლიისეულ მინიშნებათა გასაჯარისებასაც ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი კი, მთლიანად მოიცავს იმ მინიშნებათა თაობაზე ღია საუბრის დაწყებას, რომელთა აცხადებითაც გვიდასტურდება: მეორედ უფალ იესუ ქრისტეს მოსვლის [დიდებით გაცხადების] წინარე - ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომა.

როგორც ადრეც გვითქვამს, საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსებიდან, ანუ 1996-1997 წლების მიჯნიდან მოყოლებული, ჩვენ უარი ვთქვით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე, და მთლიანად გადავერთეთ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება-გავრცელებაში. მიღებულ შედეგებს, არამარტო გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს მეშვეობით ვუზიარებდით მკითხველს, არამედ ეტაპობრივად ვაწვდიდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.

ხსენებული „დასასრულისეული“ ეტაპის მოახლოებასთან ერთად [შედარებით ფართე ასპარეზზე მოქმედების აუცილებლობიდან გამომდინარე], „ლაზარეს ინსტიტუტის“ ფორმატში მიმდინარე, ბიბლიურ მინიშნებეზე დაყრდნობით, ანუ წმიდა რელიგიური ფორმით ჩვენი საქმიანობის გაგრძელება, ქმნიდა ერთგვარ საფრთხეს, მავანთა მხრიდან, ჩვენთვის ე.წ. „სექტის“ სახელის შესაძლო მინიჭების თვალსაზრისით.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაყვეტილება - 1992 წელს დაარსებული პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“, და 1996/97 წლიდან მომქმედი: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“, ერთ სტრუქტურულ რგოლად გაგვეერთიანებინა. იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წ. 23 დეკემბერს დარეგისტრირებულ სახელდებითი ცვლილების შემდეგ, 2012 წლიდან მოყოლებით, ჩვენი საქმიანობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს“ ეგიდით გავაგრძელეთ.

ეხლა დავუბრუნდეთ  უკვე ხსენებულ მაცხოვრისეულ მინიშნებას - „და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც“ [ლუკა 17,26]. 

წარმოდგენილი ინფორმაციის მთლიანობაში გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობთ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს იმის აღქმა, რომ - 1996/97 წლიდან, ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, „საქართველოს სულიერი მისიის“ შესწავლის მიზნით წარმოებული ჩვენი საქმიანობის, 2012 წელს უკვე პოლიტიკური კუთხით გაგრძელება, ბიბლიაში - „ნოეს თემატიკასთან“ დაკავშირებული თხრობის ერთგვარი მისტერიული ანარეკლია. კერძოდ:

1. „ადამიანთა ასულებისა“ და „ღვთისშვილთა“ პირობითი „აღრევა“ [დაბ. 6,1-2], იგავურად - შედარებით ფართე [ე.წ. პოლიტიკურ] ასპარეზზე გასვლის მიზნით, ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების შემსწავლელი ჯგუფის [„ღვთისშვილები“-ს] მიერ პოლიტიკური სარჩულით საქმიანობის გაგრძელებაზე უნდა გვანიშნებდეს;

2. ბიბლიაში ხსენებული - „120 წელი“ [დაბ. 6,3] კი, კოდირებულად, აღნიშნული ეტაპის დადგომის, ანუ ბოლო ჟამის - 20[12] წელს უნდა გამოკვეთდეს.

ბიბლიაში დაფიქსირებულის მიხედვით, ხსენებული აღრევის ლოგიკური „ბოლო“, ბიბლიური წარღვნაა, როდესაც ღმერთმა - „...არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართთა ქვეყანას („წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა სოფელსა ზედა მოაწია“)“ [2 პეტრე 2,5].

მეორედ მოსვლისა და განკითხვის ეტაპის ე.წ. შემდგომი დროის თაობაზე, წმიდა წერილი ასე ბრძანებს - „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე...“ [3 ეზრა 9,15-16].

ამდენად, ხსენებული თვალთახედვით, მაცხოვრის სიტყვებით - „და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც“ [ლიკა 17,26] გამოკვეთილი ეტაპი: 2012 წლიდან ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენებზე უნდა გვანიშნებდეს. 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ჩვენი საქმიანობის პოლიტიკური სარჩულით წარმართვას თავისი სირთულეები მოჰყვა. 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში - ცენტალური საარჩევნო კომისიის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერისა გამო [საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი], ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების დადგომის თაობაზე შედარებით დიდი მაშტაბით საუბრის შესაძლებლობა, მხოლოდ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატში მოგვეცა.

2013 წ. 17-24 ნოემბრიდან ათვლით დაწყებული „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეტაპი, როგორც მკითხველმა იცის, მაცხოვრისეული მორიგი მინიშნების [იხ. მათე 23,39] - „უფლის სახელით“ მომქმედი ჯგუფის მიერ წარსამართი საქმიანობის მისტერიული ანარეკლი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნების თემატიკას უნდა უკავშირდებოდეს.

აღნიშნულ პროცესებში ჩვენი ქმედება უკვე „ახალი“ სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ იქნება წარმართული, რომლის შესახებაც საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, შემდგომში გავაგრძელებთ. 

 

მუზა და პოეტი...

ამბობენ - თურმე ანგელოზს

დაჰყვება მუზა და

სიტყვა ღვთიური მოაქვს ჩვენამდე...

პოეტობა ხომ ღვთიური ნიჭია,

პოეტს - მუზას ვერ დაესესხები.

„მუზა და პოეტი“ - საოცარია!...

პოეტი - მუზას დარაჯობს...

მუზა კი, უცნაურია:

ხანდახან პოეტსაც სტოვებს და

სადღაც ზეცაში გაინავარდებს.

მერე, ისევ ჩამოდის დედამიწაზე და...

ცხოვრების ბილიკებს ნარნარად მიჰყვება:

ვიღაცას - აპურებს; ვიღაცას - ჩაწიხლავს;

ვიღაცის ცხოვრებას - ლამპარად უძღვება;

ვიღაცას - განსჯის და სამართალს დაეძებს...

ვისთვის რა არის მუზა ამქვეყნად,

და - ვისთვის რა?!

„მუზა ჩემთვის ყველაფერია“ - ამბობს პოეტი...

მუზა - იმპულსური კავშირია ზეციურ სამყაროსთან...

მუზა - ქვეცნობიერი გამოცხადებაა,

ლექსი კი, ცვარ-ნამი სულისა,

გულისა გამათბობელი...

სიზმარში ვნახე - ის ჩემი მუზა,

ზეცას ანგელოზს შეფარებული.

საწყალი მუზა ტიროდა, ჩიოდა:

სად არის ლექსში - სახელი მამის...

და, რად წაერთვა ღვთიური მადლი?!

მუზა ითხოვდა: - „როს ჩემი ლექსი,

ზეციურ იერს შეიძენს ისევ,

ნურც ფერს შეუცვლით, ნურც იერს!..“

 დინა [დიანა] ჯიქია

 

შუა ღამეა, მთელ ქალაქს სძინავ,

ზეცა იხუტებს მთვარეს გალეულს.

ერთ პატარა ჯგუფს არ ეძინება,

ასე სცოდნია უფლის სიყვარულს...

გლოცავთ - ამ სიყვარულისთვის,

თქვენ თავად სიყვარულებო...

მეც თქვენი მეგობარი ვარ,

უფლისგან ხელდასმულებო!...

უფალს, არ უყვარს სიმდიდრე.

არც თქვენ არა გაქვთ ფულები...

სამაგიეროდ სულს გითბობთ,

სიკეთით სავსე გულები,

ამიტომ უყვარს მაცხოვარს

ამგვარი სათნო სულები...

რასაც მე ეხლა თქვენ გიმხელთ,

ხმამაღლა ისმის ეთერში:

ვისაც არ უყვარს უფალი,

ვერ შევა სასუფეველში!..

და როცა გაგვიცხადდება,

ნასმენი ასეთ ქებასა,

არ დაინანებს უფალი:

გვიბოძებს უკვდავებასა!...

ეკატერინე

ხრიკული

 

საქართველო ს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონოდავით!

2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლი-დან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართვე-ლოს კონსტიტუციაში“ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება.

აღნიშნულისა გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონის გამოსწორების მიზნით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“. 

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადე-ბული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

კონსტიტუციური შეთანხმება

„1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“

2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით

აღდგენასთან დაკავშირებით“

თავი 1. ზოგადი დებულება

მუხლი 1. 2003 წ. ე.წ. ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს საკანონმდებლო სივრცეს,

 

თავი 2. ძირითადი დებულება

მუხლი 2. 2004 წლის 6 თებერვლიდან განხორციელებული ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმა შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი, და გამოცხადდეს იგი უკანონოდ და ბათილად;

მუხლი 3. აღდგეს 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ რედაქცია - 2004 წ. 6 თებერვლამდე არსებული მდგომარეობით.

2. კონსტიტუციური შეთანხმება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“   

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე  8,11]

 

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ [თბილისი, №786-რს], 2004 წ. 6 თებერვლამდე შეტანილი იქნა 6 ცვლილებება, ესენია:

1. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2221-სსმI, №35(42), 28.07.1999 წ., მუხ.169;

2. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2224-სსმI, №35(42), 28.07.1999 წ., მუხ.170;

3. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კონსტიტუციური კანონი №260-სსმI, №15, 25.04.2000 წ., მუხ.36;

4. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონი №826-სსმI, №9, 10.04.2001 წ., მუხ.33;

5. საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1689-სსმI, №28, 28.10.2002 წ , მუხ.128;

6. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონი №2597-სსმI, №23, 12.08.2003 წ., მუხ.168.

2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლიდან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში“, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება. კერძოდ:

2004 წელს განხორციელდა 3 ცვლილება:

7. საქართველოს 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №3272-სსმI, №2, 07.02.2004 წ., მუხ.5;

8. საქართველოს 2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონი №6-სსმI, №9, 03.05.2004 წ., მუხ.39;

9. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №306-სსმI, №16, 04.07.2004 წ., მუხ.54.

2005 წელს განხორციელდა 3 ცვლილება:

10. საქართველოს 2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №1010-სსმI, №8, 10.03.2005 წ., მუხ.57;

11. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №2494-სსმI, №1, 04.01.2006 წ., მუხ.1;

12. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №2496-სსმI, №1, 04.01.2006 წ., მუხ.2.

2006 წელს განხორციელდა 4 ცვლილება:

13. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4133-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.44;

14. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4135-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.46;

15. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4136-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.47;

16. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი №4137-სსმI, №3, 11.01.2007 წ., მუხ.48.

2008 წელს განხორციელდა 4 ცვლილება:

17. საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კონსტიტუციური კანონი №5833-სსმI, №3, 13.03.2008 წ., მუხ.7;

18. საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონი №5853-სსმI, №3, 13.03.2008 წ., მუხ.8;

19. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №343-სსმI, №25, 23.10.2008 წ., მუხ.164;

20. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №344-სსმI, №27, 27.10. 2008 წ., მუხ.168;

2009 წელს განხორციელდა 2 ცვლილება:

21. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონი №1674-სსმI, №29, 12.10.2009 წ., მუხ.157;

22. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონი №1675-სსმI, №29, 12.10.2009 წ., მუხ.158.

2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ თითქმის ძირეულად შეიცვალა კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელისუფლო ვერტიკალთა ურთიერთბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ემსახურებოდა მ. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე პრემიერ-მინისტრის რანგში მოღვაწეობისათ-ვის შესაბამისი პირობების შექმნას.

მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტი-კური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავ-ლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისომდე მდგომარეობით გახლდათ დაფიქსირებეული.

მისაღები გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის - „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ - მიღება მოხდეს, კონსტიტუციის მუხლი 66,11 -ს მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებული „კონსტიტუციური შეთანხმების“ ფორმატში; რომლის თანახმადაც

- კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ  მას  მხარს  დაუჭერს  პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენებისპოლიტიკურ - სამართლებრივიშეფასების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი],სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი]        

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 17 თებერვლის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 17 თებერვლის სხდომაზე:

1. მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

- ლევან ხაჭაპურიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი-ს თავმჯდომარე].

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 17 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე - მიხეილ ანდღულაძემ, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საარჩევნო კოდექსიდან“ მარკირების ამოღებისა და ფოტორეგისტრაციის დამატების შესახებ, პარლამენტის მიერ მიღებული გადწყვეტილების თაობაზე.

2014 წლის 17თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

ბიბლიური მინიშნება: მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს” [რიცხ. 10,11]. ამ დღის ქრონიკა კი ასეთია:

20 თებერვალს, 12.00-15.00 სთ-ის ფარგლებში, პარლამენტისადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექ-ტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესებისთაობაზეგანხილვა. ჩვენი დელეგაციის [მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი და ნუკრი წიკლაური] გარდა, განხილვაში მონაწილეობდა, ამავე [და არა მარტო ამ] საკითხზე 100 000 ხელმოწერის შემკრები და სხვადასხვა სახელისუფლო შტოებში მისი წარმდგენი მაორგანიზებელი ჯგუფი, ბ-ნი ზაზა ნანობაშვილის ხელმძღვანელობით.

თითქმის სამსაათიანი განხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრთა მიერ, მიღებულ იქნა შეთანხმება - აღნიშნული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთი საკომიტეტო სხდომის გამართვის თაობაზე.

საკომიტეტო სხდომის მოკლე ანგარიში, იმავე დღეს სატელევიზიო სივრცეში გასულ უმრავლეს საინფორმაციო ბლოკში იქნა გაშუქებული.

21 თებერვალს ორი ბრიფინგი ჩატარდა:

1. სტუდია „რეპორტიორში“ ზაზა ნანობაშვილმა და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრეს 20 თებერვალს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „აიდი ბარათების“ საკითხის განხილვის დეტალებზე;

2. სტუდია „პრაიმ-ტაიმში“ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და 1991-1992 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მსგავსებაზე. გაშუქდა პარლამენტში წარდგენილი ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადება - „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“.

21 თებერვალსვე, საქართველოს კულტურის სამინისტროში მინისტრ - გურამ ოდიშარიასთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ ისაუბრეს „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნის აუცილებლობაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კულტურის მინისტრის სახელით გაკეთდება პრემიერ-მინისტრისადმი განკუთვნილი მიმართვა, ამ საკითხზე, სამთავრობო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.