Print

გაზ. № 9 (905)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი22 თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, წარდგენასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 22 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 22 თებერვლის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 24 თებერვლის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 24 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“;

2. 20 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე განხილვის მიმდინარეობის თაობაზე;

3. 21 თებერვალს კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დეტალების თაობაზე;

4. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების თაობაზე.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- სერგი საჯაიამ [„იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე];

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- თინათინ ბაიაშვილმა და მედეა ცაგარეიშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].

განიხილეს - გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].

სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული - ავთანდილ იოსელიანის მიერ მოწვდილი ინფორმაცია ხუდონჰესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრის თაობაზე.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

ხილვაში ვნახე:

ზეცა ეძახდა ვინმე - სალომეს!

[ის აღიბეჭდა ზეციურ ბეჭდით...

ერთი პატარა ციცქნა სალომე,

თურმე დიდ საქმეს შეჭიდებოდა...]

სიზმრად ვნახე: სამლოცველოში, ღვთისგან, ორი სტუმარი მყავდა. ვიხილე - წმიდა გაბრიელ ბერი და მეუფე ქრისტეფორე [წამალაიძე] პირისპირ იდგნენ. ვგრძნობდი - ორივეს ერთი ზეციური ნათელი ედგა.

შემომესმა წმიდა ბერის სიტყვები... აი, რას აბარებდა იგი მეუფე ქრისტეფორეს, ხალხში სათქმელად: „ასეა უფლის კანონი: ერთი თესავს და სხვა იმკის. მინდა შეახსენო ქართველებს, რომ - ბოლო ჟამია და მკის ჟამია!..“.

[ის, თუ რატომ ამოირჩია წმიდა გაბრიელ ბერმა მეუფე ქრისტეფორე [წამალაიძე], ამ სიტყვების საქადაგებლად, უდავოდ დასაფიქრებელია. რატომღაც აღვიქვი, რომ ზეციერთაგან რჩეულმა წმიდა ბერმა - რჩეულს მოაკითხა.

უფალს ჰყავს ბოლო ჟამისთვის რჩეულნი, კოდირებულნი, უფლის გზისათვის შემზადებულნი, მაგრამ რატომღაც მათ გზასავალს - რიდე ჩამოაფარა.

როდესაც გაბრიელ ბერის წინასწარმეტყველებას ვკითხულობ, მაცხოვრის ნათქვამი მახსენდება - „ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიც გაქვთ. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა. ხოლო თუ მისი წერილის არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?“ [იოანე 5,45-47].

შემოთავაზებულ პარალელში რისი ამოკითხვაა შესაძლებელი, ამას ალბათ მომავალი იტყვი... სწორედ ის მომავალი, რაზეც გაბრიელ ბერი გვითითებს, ზეციური ქადაგებიდან].

წმიდა ბერი და მეუფე ქრისტეფორე დიდხანს საუბრობდნენ. მე კი, წმიდა გაბრიელ ბერის მხოლოდ ბოლო სიტყვები დამამახსოვრდა - „მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი ქართველებისთვის...“

2014 წ. 21 თებერვალი

დინა [დიანა] ჯიქია

 

წმიდაო მამა გაბრიელ,

ლამაზ სულ - გეამბორები...

მეორედ მოსვლის სამზადისს,

შენ გაუხსენი კარები...

დაგილოცათ სამყოფელსა,

შენს „გზას“ ადგეს სულ ნათელი,

მუდამ ახსოვდეს სუყველას,

შენი უმანკო სახელი...

ღმერთს შესთხოვე წმიდა ბერო,

დაგვილოცოს ჩვენი ერი...

ჩვენც აქედან ვუგალობოთ,

წმინდანთ - მრავალჟამიერი.

ეკატერინე

ხრიკული

 

...

მიიპარება ზამთარი,

თან მიაქვს გულზე იარა...

ვერც მან გაუძლო იმ ტანჯვას,

რაც ჩვენზე გადაიარა...

დრო აღარ ითმენს, გახარებთ:

გამოაღეთ გულის კარი,

საიდუმლო უნდა გამცნოთ,

შობით მოსულ მაცხოვარის...

შევხვდეთ - გახარებულები,

დავულოცოთ გზა და კვალი...

 მარტო ჩვენი ხომ არ არის:

ყველასია მაცხოვარი!..

ამიტომაც ყველამ ერთად,

გადვუხადოთ ჩვენს სულს ვალი:

შევიყვაროთ უფალი და

მივუხუროთ ეშმას კარი...

ეკატერინე

ხრიკული

 

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია მიმართვა

 

ბატონო გიორგი!

ძირითადი საკითხის თაობაზე საუბარს მცირე შესავლით დავიწყებთ.

როგორც მოგეხსენებათ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით [მუხლი 70,1].

2008 წ. 5 იანვარს პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ მ. სააკაშვილს, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ათვლა, მის მიერ ფიცის დადებიდან, ანუ - 2008 წ. 20 იანვრიდან დაიწყო და 2013 წ. 20 იანვარს ამოიწურა, მიზეზთა გამო მთელი 10 თვე [2013 წ. 17 ნოემბრამდე] უკანონოდ ეკავა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი;

2. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49-1].

კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურა. მიზეზთა გამო, 2008 წ. 21 მასის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრები მთელი 5 თვე [2012 წ. 18 ოქტომბრამდე] უკანონოდ სარგებლობდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურას სრული უფლება [და ვალდებულება] აქვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის წევრთა მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, რამეთუ სახეზეა, მათ მიერ - ხელისუფლების უზურპაცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა.

ბატონო გიორგი!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 133,1-2].

როგორც მოგეხსენებათ, 2010 წ. 30 მაისის მოწვევის საკრებულოთა პირველი სხდომა 2010 წ. 16 ივნისს ჩატარდა, საიდანაც ათვლით მათთვის კანონით განსაზღვრული 4 წლიანი ვადა 2014 წ. 16 ივნისს იწურება.

შესაბამისად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ ვადაში [როგორც მინიმუმ 2014 წ. 16 ივნისამდე ორი კვირით ადრე], რომ 2010 წ. 30 მაისის მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ვადა არ გადასცილდეს კანონით განსაზღვრულ 4 წლიან ვადას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა დაინიშნოს

არა უადრეს - 2014 წ. 30 მაისისა [პარასკევი], და

არა უგვიანეს - 2014 წ. 2 ივნისისა [ორშაბათი].

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“ [მუხლი 6].

 

ბატონო გიორგი!

იმედს ვიტოვებთ, რომ წინამორბედი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან ერთად დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამკვიდრებელი გახლდათ, ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კანონით მკაცრად განსაზღვრულ ვადაში დაინიშნოს, რათა 2010 წ. 30 მაისს არჩეულ საკრებულოს წევრთა მიერ სადეპუტატო უფლებამოსილება არ გადასცილდეს 4 წლიან ვადას.

იმედს იტოვებთ, რომ თქვენ, გამოიჩენთ კეთილგონიერებას, და თქვენს საქმიანობას არ დააყენებთ მომქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებს მიღმა.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი, 2014 წ. 25 თებერვალი

წერ. ჩაბ. № 15/78, 25. 02. 2014 წ.

 

 

გასამდა, ანუ დაიწყო - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ...“ არაერთი კუთხითა რომაა მნიშვნელოვანი ამის შეხსენება მკითხველს არ სჭირდება. ჩვენის მხრივ, აღნიშნულ ძეგლთან მიმართებაში ბევრჯერ გვისაუბრია. ამჯერად მის ერთერთ საკვანძო მინიშნებას გვინდა შევეხოთ.

მე-10 საუკუნის ხელნაწერში ვკითხულობთ - „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე, და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ - ესე წილი ანბანისაჲ“.

აღნიშნულიდან გვეუწყება, რომ - მეორედ უფლის მოსვლასთან მიმართებაში, თურმე გამორჩეული დატვირთვის მატარებელია - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“.

ბოლო ჟამის თემატიკისეული კუთხით, კოდირებული „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, როგორც ადრეც აღგვინიშნავს, რამოდენიმე არსობრივ მხარეს მოიცავს. კერძოდ:

1. როგორც ვიცით - 1993 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსრულების ამბავი მე-20 საუკუნის 94-ე წლის პირველივე რიცხვებიდან გავრცელდა და ეს, მართლაც რომ, სასწაულებრივი მოვლენა დღესაც კი უამრავი მითქმა-მოთქმის საფუძველს შეადგენს.

ამდენად, ჩვენის აზრით, იოანე-ზოსიმესეული: „სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, ერთ-ერთი კუთხით მე-20 საუკუნის 94-ე წელზე უნდა გვანიშნებდეს;

2. როგორც ვიცით - 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არასრული სამი წელი გაგრძელდა და 1921 წ. 25 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო საბჭოთა რეჟიმის დამყარებით დამთავრდა.

თავის მხრივ - „...საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ანუ 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, „ქებაჲ...“-ში მინიშნებული - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, 2011 წლის 26 მაისიდან - 2012 წლის 26 მაისამდელ დროით მონაკვეთს მოიცავს...“ [იხ. გაზ. 23 (816), გვ. 4].

დიახ, 1918 წლის 26 მაისიდან ათვლით 93 წელი შესრულდა 2011 წლის 26 მაისს. ამდენად, კოდირებული - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, რუსთაველის გამზირზე დატრიალებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ტრაგედიითა, და შემდგომად იქვე ჩატარებული სამხედრო აღლუმით დაიწყო, და 2012 წლის 26 მაისს დასრულდა.

საქართველოს მოსახლეობისათვის ხსენებული 94-ე წელი მართლაც რომ სასწაულებრივი აღმოჩნდა - 2011 წ. ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის დასასრულის დასაწყისი მოჰყვა.

3. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების თაობაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ათვლით 93 წელი - 2014 წ. 25 თებერვალს შესრულდა, და ათვლა დაიწყო - „ოთხმეოც და ათოთხმეტმა წელმა“.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, წინასწარმეტყველება ჩვენი საქმე არ გახლავთ. შესაბამისად, ამჯერადაც თავს შევიკავებთ შესაძლო პროგნოზის გაკეთებისაგან... თუმცა გვჯერა, რომ  2014 წ. 25 თებერვლიდან ათვლილ დროში, იოანე-ზოსიმესეული მინიშნება - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, თავის „სიტყვას იტყვის“.

წინამდებარე თხრობას კი, გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის ბოლო მონაკვეთის შეხსენებით დავამთავრებთ - „უფლის სახელით“ მომქმედი ჯგუფის მიერ წარსამართი საქმიანობის მისტერიული ანარეკლი... 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნების თემატიკას უნდა უკავშირდებოდეს.

აღნიშნულ პროცესებში ჩვენი ქმედება უკვე „ახალი“ სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ იქნება წარმართული, რომლის შესახებაც საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, შემდგომში გავაგრძელებთ“ [გაზ. №8 (904), გვ. 5].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს! – „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 24 თებერვალს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

ჩანართი: სექტემბრიდან ათვლით მე-6 თვის 24-ე დღეზე, ბიბლიაში ვკითხულობთ: „...მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს...“ [ანგ. 1,14-15]. 

25 თებერვალს ლასკარში, ჯერ - თამაზ გველესიანთან, ხოლო მოგვიანებით - ალექსანდრე თაქთაქიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა დეტალურად გააცნო მათ, 2014 წ. ადგილობრივი არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებული, მიმდინარე ბოლო ჟამის უმნიშვნელოვანესი ეტაპისეული მინიშნებანი.

ჩანართი: მარტიდან ათვლით მე-12 თვის 25-ე დღეზე, ბიბლიაში ვკითხულობთ: „...მეთორმეტე თვის, თვის ოცდახუთში...“ [იერ. 52,31].

26 თებერვალს, ლასკარში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ გააშუქეს ორი საკითხი:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის კანონიერების საკითხი [პრეზიდენტისადმი მიმართული ღია წერილი];

2. დარღვეული საკანონმდებლო სივრცის დარეგულირების მექანიზმი [საკანონმდებლო წინადადება].

ბრიფინგის სრული ჩანაწერი ჯერ ამავე დღეს ორჯერ გადაიცა საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხის ეთერში [17 სთ. 06 წთ. და 21 სთ. 19 წთ]; ასევე 27 თებერვალს [09 სთ. 57 წთ. 45 წმ.].

მოგვიანებით ლასკარში მოსულმა ტ/კ „მაესტროს“ გადამღებმა ჯგუფმა, ამავე საკითხზე, ინტერვიუ ჩაწერა; თუმცა, მიზეზთა გამო, ინტერვიუ საინფორმაციო გადაცემაში აღარ გაუშვიათ.

27 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ და კაკო გოგლიძემ მონაწილეობა მიიღეს მთავრობის კანცელარიის წინ, კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ ორგანიზებულ ხუდონჰესის თაობაზე  გამართულ საპროტესტო აქციაზე. სიტყვით გამოვიდნენ - ავთანდილ იოსელიანი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, მამა ელიზბარი, მიხეილ ანდღულაძე და სხვები.

28 თებერვალს, ზვიად გამსახურდიას სამტომეულის თაობაზე ჩვენს მიერ გამოთქმული ღია წერილის განხილვის მიზნით, მისეილ [გელა] სალუაშვილი შეხვდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს [მისივე მიწვევით]. საუბარს დაესწრო მათივე თანამშრომელი ემზარ ჯგერენაია. მათ მადლობა გამოთქვეს ჩვენის მხრიდან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, სამტომეულში დაშვებული შეცდომების გამოვლენის გამო; და განაცხადეს, რომ მეორე გამოცემაში ყველაფერს გაითვალისწინებდნენ.

ამავე დღეს, 22.00 სთ-იდან  ტ/კ „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“, მთლიანად დაეთმო ელექტრონული პირადობის მოწმობის საკითხს. გადაცემაში მონაწილეობდნენ მიხეილ [გელა] სალუაშვილი [საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით], ზაზა ნანობაშვილი [100 000 ხელმომწერთა სახელით] და სხვები.

გადაცემის პარალელურად მიმდინარე გამოკითხვაში - „მისაღებია თუ არა აიდი ბარათი“,  31 593 მონაწილიდან ხმები ასე განაწილდა: „კი“ – 17%, „არა“ -80%, „არ ვიცი“ – 3%. 

 

„გაბრიელ აუხსენი მაგას ეგ ხილვა“

ბოლო ჟამის დღეთა მდინარებას თავისი კანონზომიერება ახასიათებს. საქართველოს ბოლო ჟამისმიერ სინამდვილეში, არ არსებობს ასე თუ ისე გამორჩეული მოვლენა, რომელიც თავად ამ ბოლო ჟამის გზასავალის ჭეშმარიტებას არ ადასტურებდეს. ამჯერად, ბერი გაბრიელის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული ორიოდე მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ.

თხრობის დაწყებამდე რამოდენიმე ბიოგრაფიული მონაცემი გავიხსენოთ: ერისკაცობაში - გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე დაიბადა ქ. თბილისში 1929 წ. 26 აგვისტოს. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. ბერი გაბრიელი გარდაიცვალა 1995 წ, 2 ნოემბერს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს იგი წმინდანთა რიგებში შერაცხა და უწოდა მას - წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი. არქიმანდრიტი ბერის, ქართველი წმინდანის ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.

ბერი გაბრიელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა იმ რიცხვს მიეკუთვნებოდა რომელთაც მართებული დამოკიდებულება გააჩნდათ [და გააჩნიათ] 1991-1992 წლბში მომხდარი ტრაგედიისა და ზვიად გამსახურდიას მამულიშვილური საქმიანობისადმი.

ყველასათვისაა ცნობილი ბერი გაბრიელის სიტყვები - „ვისაც ზვიადი არ უყვარს, იგი საქართველოს მტერია“-ო. მისი ასეთი დამოკიდებულება ერთგვარი გასაღებია ქვემოთ გადმოსაცემი ბიბლიური მინიშნებისა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ დანიელის წინასწარმერტყველების მე-8 და მე-9 თავებში კოდირებული თხრობაა მოცემული ყოველივე იმისა, რასაც 1991-1992 წლების გასაყარიდან საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები ჰქვია.

აღნიშნული კოდირებული თხრობა იწყება, დანიელისათვის ნანახი ხილვის ამხსნელი პირის გამოჩინებით, რომელიც - გაბრიელის სახელითაა მოხსენიებული:

„როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა. და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!

იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო. ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა. მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება“-ო [დან 8,15-19].

ამის შემდგომად ბიბლიაში იწყება ბოლო ჟამს მოსახდენ იმ მოვლენათა შესაცნობი ნიშნების ჩამონათვალი, რომელშიც კოდირებულად გვეუწყება - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა და განდევნა; მის შემდგომად ოთხი რქის [იგივე მხეცის ანდა მეფის]  მოსვლა, მეოთხე მხეცის საქმეთა ჩამონათვალი და სხვა.

ბიბლიისეული თხრობის ამ მონაკვეთში დაფიქსირებული „გაბრიელი“, კიდევ ერთხელაა ნახსენები, ამავე მოვლენების განსხვავებულად წარმოჩენისეულ ტექსტში. კერძოდ ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე. ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი [„აჰა, მამაკაცი გაბრიელი“], ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონებდა იგი [აქ - კაცი გაბრიელი] და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.... დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა“ [დან. 9,20-23].

ყოველივე ამის შემდეგ, ბიბლიაში [კოდირებულად] მოცემულია - ზვიად გამსახურდიასა და მის შემდგომად საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მეთაურის ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროითი ხანგრძლივობანი:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ [ესაა 434 დღე, ანუ დრო: 1990 წ. 28 ოქტომბრიდან, ვიდრე 1992 წ. 6 იანვრამდე] მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება [ზვიად გამსახურდიას საქმიანობის ბიბლიური შეფასება]. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის [აქ - ედ. შევარდნაძის გზის მომსწორებელი - იოსელიანი, კიტოვანი, სიგუას] ხალხი  და მისი [აქ - ედ. შევარდნაძის] აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

იგი [ედ. შევარდნაძე] მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს [ჯამში ესაა 10,5 წელი]. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი [ედ. შევარდნაძე] ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს“ [დან 9, 26-27].

საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობის მიერ, ქვეყანაში მოღვაწე გაბრიელ ბერისა და მისი სახელისადმი გამოჩენილი სათანადო მიმართება, დიდწილად განპირობებული გახლავთ ქვეყანაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისადმი წმიდანისაგან გამოჩენილი მართებული დამოკიდებულებით.

ყველაფრის წინასწარგანმჭვრეტი უზენაესი ძალის მიერ, ბიბლიაში „გაბრიელი“-ს შესახებ არსებული მინიშნების თაობაზე საუბარი, გაბრიელ ბერის ლოცვისეული სიტყვებით გვინდა დავასრულოთ:

„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი