Print

გაზ. № 10 [906]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი1 მარტის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 1 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“, წარდგენასთან დაკავშირებით.  

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 1 მარტის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014 . 1 მარტის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 3 მარტს

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 3 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“;

2. კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასის გაჭიანურებასთან დაკავშირებული დეტალების თაობაზე;

3. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების თაობაზე.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- თინათინ ბაიაშვილმა და მედეა ცაგარეიშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ლევან ხაჭაპუეიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე]

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].

განიხილეს - გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

კოდირებული - „...მერე მიაღწევს თავის ბოლოს“

არსობრივი მხარე

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

1990 წ. 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნებიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ რაც 70 წლიანი რუსული იმპერიული მმართველობის მიერ დამყარებული კომუნისტური რეჟიმის ცვლილება მოხდა, საქართველოს სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ აიღო გეზი.

ქვეყნის გარე და შიდა იმპერიულ-კრიმინალური ძალის მიერ მართული და ამ ძალისავე ორგანული ნაწილის - ე.წ. შეიარაღებული ოპოზიციის მიერ 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოხული უკანონო და დამნაშავე რეჟიმის ქმედებებმა, რუსეთის იმპერიულ ცნობიერების გამოვლენას  ახალი გასაქანი მისცა.

1991 წლის მიწურულს, ეროვნული ხელისუფლების მიერ - საბჭოთა კავშირად წოდებული, სინამდვილეში კი რუსული სამხედრო ძალებისათვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ, ედ. შევარდნაძის მეთაურობით მომქმედმა ე.წ. „სახელმწიფო საბჭომ“, რუსეთის შეიარარებული ძალები, 1992 წ. 24 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, სამშვიდობო მანდატით აღჭურვა და სამაჩაბლოში განლაგების ნება დართო.

1992 წ. 14 აგვისტოს, აფხაზეთი ავტონომიის ტერიტორიაზე მომქმედი [თავშეფარებული] კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგობის ასალაგმავად, დამნაშავე რეჟიმის მმართველმა რგოლმა „სახელმწიფო საბჭოს“ პრეზიდიუმმა [ედ. შევარდნაზე, ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა], ამავე საბჭოს მხარდაჭერით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის დაცვის საბაბით, სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გუდაუთაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე დაყრდნობით, რუსეთის იმპერიის მიერ დაგებულ მახეში „თავისივე ნებით“ მოხვედრის შედეგად დაწყებულ ღია სამხედრო დაპირისპირებას, 1993 წ. 27-30 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და მონაწილეობით, აფხაზეთის ავტონომიის სათავეში მოკალათებული სეპარატისტული ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული - ქართველთა ეთნოწმენდის საბოლოო შედეგი - ავტონომიის საზღვრებიდან ქართველთა მასობრივი გამოძევება მოჰყვა.

საქართველოს დამნაშავე ხელისუფალმა, ყოველივე ზემოთქმულის განმახორციელებელ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამშვიდობო მანდატი უბოძა, და 1994 წ. ივნისის თვეში მდ. ენგურის გასწვრივ ყოფნა ამ ფორმით დაუკანონა.

2003 წ. მომხდარმა ე.წ. ვარდების რევოლუციამ, ქვეყნის სათავეში წინა დამნაშავე რეჟიმის იდეური [სულიერი] მემკვიდრე ძალა მოიყვანა. 2008 წ. აგვისტოში, მ.სააკაშვილი და მისი დამნაშავე გუნდი ისე გაება რუსეთის იმპერიის მიერ დაგებულ სამხედრო ავანტურაში, რომ რუსული შეიარაღებული ძალებისათვის სამშვიდობო სტატუსის გაუქმების საკითხი არც ერთხელ არ დაუყენებია. შედეგმაც არ დააყოვნა, და - ქართულ მიწაზე განხორციელებულ მორიგ ეთნოწმენდას, თავისი საცხოვრებელი ტერიტორიიდან ქართველი მოსახლეობის იძულებითი დევნა მოჰყვა.

აღნიშნული პროცესების ბიბლიურ ანარეკლზე, ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს ვწერდით. ე.წ. „ჩრდილოეთის მეფის“ [აქ - ვლ. პუტინის] საქმეთა ჩამოთვლის შემდეგ [იხ. დან. 11,36-39], აი რას ვკითხულობთ ბიბლიაში:

„ბოლო დროს მას [აქ - „ჩრდილოეთის მეფეს“] სამხრეთის მეფე [აქ - მ. სააკაშვილი] შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის. იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში [საქართველო]; მრავალი მხარე [სამაჩაბლო, აფხაზეთი] დაეცემა...

ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს [ე.წ. „შეშფოთებული“ დასავლეთი]...  მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას [აქ - ვ. პუტინს] და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად. გაშლის თავის სამეფო კარვებს [აქ - მინიშნებაა რუსეთის მიერ ქართულ მიწაზე აგებული ე.წ. სასაზღვრო ზოლისა (აფხაზეთი) და მავთულხლართების (სამაჩაბლო) აგებაზე] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაღწევს თავის ბოლოს [კოდია] და ვეღარავინ უშველის მას“ [დან. 11,40-42; 44-45].

აქ მოცემული კოდირებული - „მიაღწევს თავის ბოლოს“ თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, კიდევ ერთი მოვლენა უნდა გავიხსენოთ.

 უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოში განხორციელებულის ანალოგიურად მიმდინარეობს. ქვეყნის გარედან მართულმა ოპოზიციამ, შეიარაღებული ძალის გამოყენებით, მოახერხა კანონიერად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის ვ. იანუკოვიჩის ქვყნიდან განდევნა.

უკრაინის სათავეში უკანონო სახელისუფლო ძალის მოსვლით, ისარგებლა რუსეთმა და შავი ზღვის აკვატორიაში მისი ჰეგემონიის უზრუნველყოფის ცენტრის: სევასტოპოლის საზღვაო ფლოტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ყირიმის ავტონომიაში, თავისი დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას შეუდგა; დაიწყო, ყირიმში მაცხოვრებელი უკრაინის მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების [ჩვენთვის ასე მტკივნეულად ნაცნობი] პროცედურა; დღის წესრიგში დადგა - ყირიმის ავტონომიის რუსეთთან შეერთების საკითხი.

რუსეთის ამგვარი უკანონო ქმედების ასალაგმავად, ანუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის, ერთადერთი კანონიერი და მშვიდობიანი გზა არსებობს - აღდგეს ვ. იანუკოვიჩის საპრეზიდენტო უფლებამოსილება, და ყველაფერი წარიმართოს: 2014 წ. 21 თებერვალს, კიევში, ვ. იანუკოვიჩსა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა შორის, ევროპის სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით; რომლის თანახმადაც - 2014 წ. სექტემბრამდე განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ამავე წლის დეკემბერში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უკრაინაში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების სავარაუდო განვითარების თაობაზე, ამჯერად არ შევჩერდებით.

წინამდებარე წერილის მთავარი არსის თაობაზე კი, აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

ჩვენის აზრით, ხსენებულ დანიელის წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებული კოდირებული მინიშნების - „მიაღწევს თავის ბოლოს“ გასაღები, ასეთია:

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით - „ბოლო 1. რისამე ზღვარი, რითაც რამე თავდება - დასასრული, დამთავრება, კიდე...“-ა [იხ. „ერთტომეული“, რედ. არნ. ჩიქობავა, თბ. 1986 წ., გვ.62].

კოდირებულად - „უკრაინა“, ანუ: „უ [ა]კრაინა“, რუსულად [კიდესთან] - რაღაცის [რაღაც] განაპირა საზღვარზე, კიდეზე ანდა ბოლოზე მდებარეობას მიგვანიშნებს.

თავის მხრივ - კიდე ... განაპირა ნაწილი, ბოლო...“-ა [იხ. იქვე, გვ.264].

ბიბლიისეულ მინიშნებაში - „მიაღწევს თავის ბოლოს“, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის ის კონკრეტული ეტაპი უნდა იყოს გამოკვეთილი, რასაც - რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ 1991-1992 წლებიდან მოყოლებული და 2008 წელს გაგრძელებული, საქართველოში განხორციელებული იმპერიული სულისკვეთების გამოვლინება, და 2014 წლის თებერვლის მიწურულიდან უკვე უკრაინაში გაგრძელდა ჰქვია.

მაშასადამე, ბიბლიის ტექსტში ხსენებული კოდირებული - „ბოლო“, უკრაინაში, ანუ - „უ [ა]კრაინა-ში რუსეთის საოკუპაციო ქმედების გამოვლენაზე გვანიშნებს. თავად ამ პროცესების გაგრძელების თაობაზე კი , ბიბლია ასე გვიწინამძღვრებს:

„... მერე მიაწევს თავის [აქ -რუსეთის ტერიტოიის] ბოლოს [მისი ზრახვების უკრაინაში: „უ [ა]კრაინა“-ში (კიდესთან) გამოვლინება] და ვეღარავინ უშველის მას“ [დან. 11,45].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: ბოლო ჟამად სახელდებული დროითი ეტაპი თავის დასასრულს უახლოვდება - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

მოლოდინი!..

ვაჟას - სტრიქონი ვესესხე,

აკაკის - ქნარი სიმების...

გალაქტიონს კი სიზმარში

მოვსტაცე ლურჯა ცხენები...

ლურჯას მით ვეფერებოდი:

ბრძოლის ველს ველოდებოდი...

დინა [დიანა] ჯიქია

 

ჩემო ტკბილო საქართველოვ,

მასპინძლობას მოგილოცავ,

გაიხარა შენმა ერმა:

ჩვენი კარი შემოაღო

წმიდა მამა გაბრიელმა.

დაგლოცავთ წმიდა მამაო,

ნათლით გქონდეს გზა და კვალი...

შენმა ლოცვამ, ღმერთის მადლით,

დაუბრუნოს ჩვენს ქვეყანას

დაკარგული მიწა-წყალი...

ეკატერინე

ხრიკული


ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 3 მარტს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

4 მარტს ლასკარში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ ისაუბრეს: 1.უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და 2.  გაერთიანების სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“.

4 მარტს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე: მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მიხეილ ადღულაძემ და ავთანდილ იოსელიანმა განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5 მარტს შემდგარ გაფართოებულ შეხვედრაზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მიხეილ ადღულაძემ, ავთანდილ იოსელიანმა, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე], ალექსანდრე კობაიძემ და მამუკა ანდღულაძემ იმსჯელეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პ/ო გაერთიანების „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მზადების ცალკეულ დეტალებზე.

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ [2012 წლის 22 ივნისი, №6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 31-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

ჟ) საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხთა [„ეროვნული თანხმობის დარბაზი“], შემდგომში „ერთადა“;

 

2. 32-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. „ერთადა“-ს შემადგენლობა განისაზღვრება, პარლამენტის წევრებისა და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა თითო წარმომადგენელთაგან, რომლებმაც დააგროვეს აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები ხმები“.

 

3. 32-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მე-2 და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის [გარდა „ერთადა“-ს] შემადგენლობაშია არანაკლებ 10 პარლამენტის წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის შემადგენლობაში [გარდა„ერთადა“-ს კომიტეტისა] შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ  1 კომიტეტის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად“;  

 

4. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეორე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. „ერთადა“-ს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების მიხედვით, დაიკავა ბოლო ორი ადგილი“.

 

5. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘4. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან [თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელ დეპუტატთაგან] წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე“.

 

6. 33-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეექვსე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი:

„61. „ერთადა“-ს კომიტეტის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს, კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას“.

 

7. 34-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეკომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, „ერთადა“-ს არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენელი კომიტეტის წევრთა სამი მეხუთედი“;

 

8. 36-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების მიხედვით, ბოლო ორ ადგილზე გასული პოლიტიკური გაერთიანება კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომიტეტის  ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან [თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელ დეპუტატთაგან] წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე“;

 

9. 37-ე მუხლის [კარი 2, თავი 5] მესამე პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ.„ერთადა“-ს კომიტეტის“ წევრის, 32-ე მუხლის 11 პუნქტით განასაზღვრული დასახელების უფლების მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან“;

 

10. 38-ე მუხლს [კარი 2, თავი 5] დაემატოს შემდეგი შინაარსის „4“ პუნქტი:

„4. „ერთადა“-ს დებულება, პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცების შემდეგ,  მიღებული უნდა იქნეს, „ერთადა“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, მათი წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. „ერთადა“-ს დებულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს „ერთადა“-ს თავმჯდომარეს. „ერთადა“-ს დებულების ხელმომწერი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ, რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „ერთადა“-ს წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი ჩააბარებენ კომიტეტს, თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ დოკუმენტს“;

 

11. 39-ე მუხლს [კარი 2, თავი 5] დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ და „22“ პუნქტები:

„21. „ერთადა“-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას თავისი რიგებიდან, ასახელებს ის პოლიტიკური გაერთიანება (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, მოიპოვა აჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

22. „ერთადა“-ს თავმჯდომარის მოადგილები ხდებიან იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელნი, რომლებმაც მოაგროვეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 0,5%-ზე მეტი და 5%-ზე ნაკლები, და ერთმანეთზე მეტი ხმა“;

 

მუხლი 2. ეს კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს ახლადარჩეული პარლამენტის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის დღიადან“.  

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი]

  

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.