Print

გაზ. № 11 [907]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი8 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 8 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, წარდგენასთან დაკავშირებით;

2. 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებით შესაძლო მონაწილეობის თაობაზე;

3. ცესკოში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლად - ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის, ბატონ ჯემალ ჯიქიას წარდგენასთან დაკავშირებით.   

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის საორგანიზაციო მდივნმა ეთერ ჩხეტიამ წარმოადგინა საბოლოო ინფორმაცია ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში მზადების პროცესის თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 8 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014 . 8 მარტის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.

2. 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ მონაწილეობას მიიღებს: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებით;

3.  ცესკოში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლად დაინიშნოს - ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი, ბატონი ჯემალ ჯიქია 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 10 მარტს

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“;

2. „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებული დეტალების თაობაზე;

3. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- მიხეილ ანდღულაძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე]

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];

- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ვალერი მჭედელაძემ [სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის თავმჯდომარე];

- ბეჟან შერგელაშვილმა [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე]

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].

განიხილეს:

- გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].

- გაერთიანებაში ახალი ორგანიზაციის: „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს [თავმჯდომარე - ალექსანდრე კობაიძე] - გაწევრიანების საკითხი.

„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ

დაზარალებული იპოთეკარების 

საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“

 

თავი 1. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობამ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს მოსახლეობას.

თავი 2. საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილი არაჯანსაღი სამართლებრივი სივრცის გამო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.  

თავი 3. საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

თავი 4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ  ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ალექსანდრე კობაიძე, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე .

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი]

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.      

 

 

„მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე,

ბრიყვი და უღვთო კი ყოველდღე,

სანამ ცოცხალია“ [ზირ. 22,12]

...ყველას არ ძალუძს უფლის გზის სიღრმეებში გარკვევა, რისთვისაც - მხოლოდ წიგნიერი განსწავლულობა არ არის საკმარისი.

საერთოდ, ბიბლიურ საკითხებზე მუშაობას და ამგვარ თემებზე საუბარს, ღვთისგან მომადლებული ნიჭი და ის გონების თვალი სჭირდება, რომელიც ღვთიურ სიღრმეებში ჩაგვახედებს...

გვახსოვდეს - არაღვთიურ საქმეთა დამკვეთსა და შემსრულებელს მსჯავრი თანაბრად ედებათ.

და კიდევ - წინასწარგანზრახულობა ორმაგი ცოდვაა. თუკი არცოდნასთან გვაქვს საქმე და არა წინასწარგანზრახულობასთან, მაშინ სახარებისეულ სიბრძნეს დავეყრდნოთ, რომელიც შეგვაგონებს - „ნუ გმობ მას, რაც არ გესმის“...

ღვთივგანსწავლულობაზე აღარაფერს ვამბობ, ეს ხომ - რჩეულთა ხვედრია.

მაშ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, გონს მოვეგოთ და გვახსოვდეს - ბოლო ჟამია.

დინა [დიანა] ჯიქია

 

წმიდა გაბრიელს

შენი მოსვლითა მამაო,

ხომ გაგვიხარე სული...

მინდა შესთხოვო მაღალ ღმერთს

რაზეც გვიკვნესის გული:

მინდა რომ ყველას გვაჩვენოს

ხეობა ჩემი - ქსნისა,

მინდა ჩუხჩუხი გვესმოდეს

მთიდან მომდინარ წყლისა...

გვჯერა რომ ღმერთის ნებით

„ამინდი“ შეიცვლება...

ზეცა დანამავს მიწას,

ყანები გაიზრდება...

გადამწვანდება მინდორი,

ხეხილი აყვავდება...

მორწმუნე გაიხარებს და

ურწმუნო დაისჯება...

ეკატერინე

ხრიკული


ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 10 მარტს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

12 მარტს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მიხეილ ანდღულაძემ, ჯემალ ჯიქიამ და ავთანდილ იოსელიანმა ისაუბრეს: გაერთიანების სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

 

 „ცისფერი მთები...“, ანუ დღევანდელი მთავრობის [კულტურის სამინისტროს] უბადრუკი სახე

ცნობილი გამონათქვამი - „თევზი თავიდან ყარს“-ო, ზუსტად მიესადაგება იმ თემატიკას,რომელიც წინამდებარე წერილში გვინდა შემოგთავაზოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 2013 წ. 13 მაისს ღია მიმართვა მივწერეთ მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სადაც კერძოდ ვწერდით - „...ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

 ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია...“ [ჩაბ. №16 308].

სახელმწიფო კანცელარიიდან, სატელეფონო საუბრებში, მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ბატონი ბიძინასადმი მიწერილმა წერილმა, კოკა ყანდიაშვილის სამსახურის გავლით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ თამარ ჩუგოშვილამდე მიაღწია, და უპასუხოდ იმ დრომდე იდო ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა 2013 წ. 18-20 ნოემბრიდან საბოლოოდ არ დატოვა თანამდებობა.

2013 წ. 27 ნოემბერს კულტურის სამინისტროსადმი მიმართულ სპეციალურ წერილში, ზემოთქმულის აღნიშვნასთან ერთად, მინისტრ გურამ ოდიშარიას, კერძოდ ვწერდით - „...ბატონო გურამ! ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს ბაზაზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილის მქონე პიროვნების, „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით...

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ საბოლოო პოზიციაშეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ საკითხზე...“ [ჩაბ. № 11 658].

კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციით [ტელ. 298-74-30] გავარკვიეთ, რომ საზღვარგარეთ მივლინებაში წასული მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის, ჩვენი წერილი განსახილველად, მინისტრის მოადგილე ქ-ნ მანანა ბერიკაშვილისთვის გადაუცია.

რამოდენიმე დღის შემდეგ ქ-ნ მანანა ბერიკაშვილის მდივანმა ქ-მა სალომემ გვაცნობა [ტელ. 298-74-35] მისი უშუალო უფროსის დანაბარები - „ეს საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მხოლოდ უშუალოდ მინისტრის გადასაწყვეტია და მის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთო“.

მინისტრ გურამ ოდიშარიას საქართველოში დაბრუნებიდან, ანუ 2013 წ. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ვიდრე 31 დეკემბრამდე, მიზეზთა გამო, მინისტრის თანაშემწის ქ-ნ შორენა ტალიკაშვილის მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერი დამოკიდებულების მიუხედავად, კულტურის მინისტრმა ვერ მოახერხა ჩვენთვის პასუხის გაცემა.

ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსრულებიდან 20 წლისთავმა [2013 წ. 31 დეკემბერი], სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი სრული გულგრილობის ფონზე ჩაიარა.

კულტურის სამინისტროს ყრუ დუმილის ფონზე, იძულებული გავხდით 2014 წ. 13 იანვარს მორიგი წერილი წარგვედგინა მათთვის [ჩაბ. №327], რომელშიც არა მარტო შევახსენეთ მინისტრს - „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნის აუცილებლობა, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შევთავაზეთ მას. კერძოდ ჩვენ ვწერდით:

„... წარმოგიდგენთ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის სამუშაო გეგმის პროექტის მოკლე მონახაზს:

- ეთხოვოს თბილისის საკრებულოს 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილოს საკითხი თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით;

- ეთხოვოს საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილონ საკითხი მათი ქალაქის სხვადასხვა ადგილებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე;

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, რათა სამთავრობო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით:

- 2014 წ. 10 თებერვლამდე გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის თბილისის აეროპორტში, ამ ფაქტის დამაფიქსირებელი მინიშნების [ბარელიეფის ან ბიუსტის] განთავსებისათვის საჭირო პროექტის გამოსავლენად;

- 2014 წ. 31 მარტს მოხდეს ხსენებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადებული მინიშნების [ბარელიეფი ან ბიუსტი] საზეიმო გახსნა;

 2014 წ. 25 მარტამდე მოხდეს:

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] ლიტერატურული და პოლიტიკური [განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების] მემკვიდრეობის მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და შესაბამისი სრული კრებულების გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.“.

დიდი მცდელობის შემდეგ, 2014 წ. 21 თებერვალს, პარასკევს, კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან 15 წთ-იანი შეხვედრა მოხერხდა, რომელსაც ჩვენს [მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია] გარდა ესწრებოდნენ: კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი ქ-ნი იამზე გვათუა, და მინისტრის თანასემწე ქ-ნი ნინო დვალი.

ჩვენდა გასაოცრად გაირკვა, რომ კულტურის სამინისტროს [თუნდაც ჩვენის მხრიდან გაკეთებული შეხსენების მიუხედავად], თავის ბიუჯეტში - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სულისჩამდგმელის, მთაწმინდაზე დაკრძალული ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის  ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო თარიღის გამართვასთან დაკავშირებით, არავითარი თანხა არ ჰქონია გათვალისწინებული.

საბოლოოდ შევჯერდით, რომ კულტურის მინისტრი, აღნიშნულ საკითხზე - სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიზნით, წერილით მიმართავდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. წერილის მომზადება ქ-ნ იამზე გვათუას დაევალა, იმ დათქმით, რომ ვინაიდან მინისტრი 25 თებერვლიდან [სამშაბათიდან] ერთკვირიან მივლინებაში აპირებდა წასვლას, წერილი ორშაბათისათვის [24 თებერვალი] ხელმოსაწერად ყოფილიყო მზად.

ქ-ნ იამზე გვათუასთან 24 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში [ტ.: 299-03-06; მობ. 5(77) 27-00-17] გაირკვა, რომ ხელმოსაწერად გამზადებული აღნიშნული წერილი უკვე მინისტრის კაბინეტში იდო.

რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც 25 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში ქ-მა იამზემ განგვიცხადა - „ჩემს მიერ ორჯერ მომზადდა წერილი, მაგრამ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ორივე დაიწუნა, რის გამოც მინისტრი მივლინებაში ისე წავიდა მას ხელი აღარ მოაწერაო“.

ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა და ქ-ნ იამზეს ვთხოვეთ ამ ერთი კვირის მანძილზე ისე მოემზადებინათ შესაბამისი ფორმით შედგენილი წერილი, რომ მის ხელმოწერასა და დროულ გაგზავნას ხელი არ შეშლოდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, კულტურის სამინისტროდან, 28 თებერვლით დათარიღებული, ჩვენი მეორე წერილის ე.წ. პასუხი მივიღეთ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი გვატყობინებდა:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარეს ბ-ნ მიხეილ-გელა სალუაშვილს.

ბატონო მიხეილ!

თქვენი წერილის [№327, 13.01.2014 წ.] პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებებისა და ამასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ახლო მომავალში შეგატყობინებთ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

პატივისცემით

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი“.

2014 წ. 4 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრისას, ქ-მა იამზე გვათუამ შეგვატყობინა, რომ მინისტრისათვის წარსადგენი წერილი ჯერ კიდევ არ იყო მზად. უფრო მეტიც, მან გვთხოვა - „ბატონო გელა! ამ ეტაპზე მე რაც მევალებოდა უკვე გავაკეთე - ორი წერილი შევადგინე, რომელთაგან არც ერთი არ მოიწონა იურიდიულმა დეპარტამენტმა. ამ ერთი კვირის მანძილზე კი, თუ რაიმე წერილი მზადდება მე არ ვიცი. ამიტომ გთხოვთ ამ თემაზე მე ნუღარ მომმართავთ, რამეთუ მე მეტის გაკეტება არ შემიძლიაო“.

საუბრის დასასრულს ქ-მა იამზემ, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ბ-ნ თემურ ჩიხრაძის ტელეფონის ნომრები მიკარნახა [ტ. 214-68-53; მობ.: 5(77) 27-00-99], და მირჩია - ამის შემდეგ მასთან გამერკვია საკითხი. დამატებით მირჩია მინისტრის აპარატის უფროსს ბ-ნ ლევან ხარატიშვილსაც დავკავშირებოდი [ტ. 293-24-08; მობ. 5(77) 99-29-32]..

იმავე დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში ბ-ნ თემურ ჩიხრაძეს შეძლებისდაგვარად გასაგებად ავუხსენი, რომ მინისტრის დავალებით მათ ევალებოდათ შეედგინათ სულ რამოდენიმე სიტყვიანი წერილი, რომელშიც კულტურის სამინისტრო პრემიერ-მინისტრს შესთავაზებდა წინადადებას - ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის შექმნას, და რომ, ამის დაწერას არანაირი იურიდიული წიაღსვლები არ სჭირდებოდა. ბ-ნი თემური ბოლოს დამეთანხმა და მეორე დღისათვის საკითხში გარკვევას დამპირდა.

5 მარტმა ისე ჩაიარა ვერავითარი პასუხი ვერ მივიღე. 6 მარტს, მინისტრის თანაშემწესთან ქ-ნ შორენა ტალიკაშვილთან შემდგარ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ თურმე მინისტრი, ბ-ნი გურამი ამ დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, ხოლო 7 მარტს, პარასკევს მთელი დღე არ იქნებოდა სამინისტროში. საკითხის გარკვევა ორშაბათისათვის გადაიდო.

6 მარტსვე მობილურზე დავუკავშირდი მინისტრის აპარატის უფროს. ბ-მა ლევანმა განმიცხადა რომ იგი ტელეფონით შეეცდებოდა ბ-ნ გურამთან დაკავშირებას. 6 და 7 მარტს შემდგარი საუბრის შემდეგ გაიკვა, რომ ბ-მა ლევანმა თურმე ვერასგზით ვერ მოახერხა მინისტრთან დაკავშირება და ორშაბათამდე მოცდა მირჩია.

კულტურის სამინისტროს მთელი კოლექტივი, ზემოთ აღწერილი ქმედებებით, თანდათან ემსგავსებოდა ცნობილი ქართული ფილმის „ცისფერი მთების“ გმირებს - ყველა საქმიან იერს იღებდა, მგრამ ერთი კონკრეტული წერილის შემდგენი თანამშრომელი არ ჩანდა.

10 მარტს, ორშაბათს, ბ-მა თემურ ჩიხრაძემ ბრძანა - „ხვალ 11 მარტს მინისტრს უნდა შევხვდე, და პასუხისათვის 16.00 სთ-ის შემდეგ დამიკავშირდითო“. მიუხედავად ამისა მომდევნო ორი დღის მანძილზე ბ-ნი თემური ჩემს სატელეფონო ზარს აღარ პასუხობდა. მისი თანამშრომლები კი საქმიანი ტონით მპასუხობდნენ, რომ მათ უფროსს სხვადასხვა თათბირზე ყოფნის გამო ჩემთან საუბრისათვის არ ეცალა.

12 მარტს, მინისტრის თანაშემწეს ქ-ნ შორენას ვთხოვე - „ამდენი გადამისამართების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება: ან ეს კაცი, თავისი სრული არაკომპეტენტურობის გამო არ არის მინისტრობის ღირსი, ანდა სწორედ მისი პოზიციის გამო იქცევა მთელი სამინისტრო ასე უპასუხისმგებლოდ. ამიტომ გთხოვთ პარასკევის ე.წ. მიღების დღეს, მასთან შეხვედრა დამიგეგმეთ, მინდა თვალებში ჩავხედო და ისე მოვისმინო რას მეტყვის-მეთქი“.

ქ-მა შორენამ შეხვედრის ორგანიზებაზე უარი განმიცხადა - „ძალიან ბევრია შეხვედრის მსურველი უკვე და ერთ დღეში მეტი ვეღარ მოესწრებაო“, თუმცა დამპირდა, რომ თავად დაუკავშირდებოდა ბ-ნ თემურ ჩიხრაძეს და მის პასუხს შემატყობინებდა.

13 მარტს, იურიდიულ დეპარტამენტში მითხრეს, რომ მათი უფროსი კვლავ სადღაც მიმდინარე თათბირზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე მასთან მობილურით დაკავშირება. ორდღიანი „გაუჩინარების“ შემდეგ ბ-მა თემურმა ტელეფონის ზარზე მიპასუხა, მაგრამ ყოვლად მოულოდნელი პასუხი მაცნობა - „ბატონო გელა! მინისტრი დღეიდან შვებულებაში გავიდა. რაც შეეხება ხსენებული წერილი მომზადებას იგი მე არ მევალება და გთხოვთ ამის შემდეგ მე ნუღარ დამიკავშირდებითო“. საუბრის ბოლოს მირჩია საკითხის გარკვევა მინისტრის მოადგილე ქ-ნ მანანა ბერიკაშვილთან მეცადა.

ანალოგიური პასუხი გამცა მინისტრის აპარატის უფროსმა ბ-მა ლევან ხარატიშვილმაც.

ქ-ნი მანანა ბერიკაშვილის მდივანმა ქ-მა სალომემ სატელეფონო საუბარში განმიცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული საქმის მსვლელობის თაობაზე არაფერი არ იცოდნენ.

მინისტრის თანაშემწემ ქ-მა შორენამ დამიდასტურა მინისტრის მოულოდნელი შვებულებაში გასვლა და მითხრა - „უკვე აღარ ვიცი, ამ საკითხზე მე როგორღა დაგეხმაროთო“.

წარმოდგენილი მასალიდან ნათლად ჩანს, რომ: ერთის მხრივ - 2013 წ. 13 მაისიდან, და მეორეს მხრივ 2013 წ. 27 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მ. სააკაშვილის „ნაცების“ დანაშაულებრივი რეჟიმის „შემცვლელმა“ ე.წ. „ქოცების“ ხელისუფლებამ, ვერაფრით გაარკვია რა ფორმით აპირებს [თუ საერთოთ ფიქრობს] აღნიშნოს ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავი.

31 მარტამდე დარჩენილი დრო, მ/ფ „ცისფერი მთების“ მსგავსად, ნათლად დაგვანახებს „ქოცების“ სახელისუფლო შენობაზე გაჩენილი ბზარების სიდიდეს.

ბოლო ჟამად სახელდებული დრო კი თავისი დინებით მიემართება. ყველაფერი, ღმერთის მიერ წინასწარ განჭვრეტილის  მიხედვით დასრულდება. მოახლოებული განკითხვის დღე ყველას თავისას მიაგებს, რამეთუ - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი