Print

გაზ. № 12 (908)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი15 მარტის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 15 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“  წარდგენასთან დაკავშირებით;

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 15 მარტის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014 . 15 მარტის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 17 მარტის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 17 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“;

2. „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებული დეტალების თაობაზე;

3. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].

განიხილეს:

- გაერთიანების ეფექტური საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯარისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები [ინიციატორი - ნანა არუდაშვილი].

„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდების გამო, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ აისახა მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში.  აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვის შემუშავების მიზნით:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“.

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  4 გვ.

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე

 

თავი 1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდებით გამოწვეული მთიანი რეგიონების უმძიმესი ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შეიქმნას - „განსახლების ფონდი“.

თავი 2. „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის განმსაზღვრელი დებულების შემუშავების მიზნით  - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ლტოვილთა და განსახლების სამინისტროების; აგრეთვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შეიქმნას: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში განთავსებულ დაცლილ თუ ნახევრად დაცლილ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხს;

2. „განსახლების ფონდის“ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ადგილის ხსენებული კატეგორიის ოჯახებისათვის საკუთარ მფლობელობაში გადაცემის საკითხს, პირველი ერთი წლის მანძილზე მასში მუდმივად ცხოვრების შემდეგ და ხუთი წლის მანძილზე გაყიდვის უფლების გარეშე;

3. საქართველოს მთიან რეგიონებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით,  ამ რეგიონებში განსახლებული საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული ნაწილისათვის - საგადასახადო შეღავათების, დემოგრაფიული დახმარების დაწესებისა და კომუნალური გადასახადების სრული სუბსიდირების შემოღების საკითხებს;

4. „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს ეფექტური საქმია-ნობისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს.

თავი 3. საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

თავი 4. კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, შემუშავებული კანონპროექტი  საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემათა დარეგულირების - „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის შესახებ“, წარმოდგენილი იქნეს საპარლამენტო განხილვისათვის.

თავი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე  

განმარტებითი ბარათი

მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ანექსიის შემდგომი დროის მანძილზე, მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, უმძიმესი დემოგრაფიული ფონის შექმნა მოჰყვა.

ერთის მხრივ: 1918 – 1921 წ.წ., და მეორეს მხრივ: 1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდდა.

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება:

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკური გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი  ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედრითი წილი;;

- დანაშაულებრივი საბანკო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა იპოთეკით დაზარალებული საქართველოს  მოქალაქეთა მრავალათასიანი ჯგუფი;

- მიზეზთა გამო მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდათ, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგიონების დაცარიელებისათვის; და ა.შ.

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, შემოთავაზებული კანონპროექტის - საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ რეალიზება.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრული - „განსახლების ფონდის“ საქმიანობა, უნდა დაემყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

- სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტიციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა...] ჩამოყალიბებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის შეწევნითა და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება - ზოგადად ქვეყანაში, და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების საბოლოო დაძლევა.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავ-მჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ალექსანდრე კობაიძე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თავმჯდომარე .

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ანდღულაძე მიხეილი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობაიძე ალექსანდრე [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი]

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.      

 

 

შენი საქმეები გამხელს!...

ქართული სივრცე ორად გაიყო. გზა ღვთისმიერი და გზა სატანის ერთმანეთს გაშორდა. ბნელს ნათელთან რა ხელი აქვს...

უფლის წინაშე საქმეა მთავარი. თითოეულ ჩვენთაგანს - სიტყვა, საქმე და გულისზრახვანი გვამხელს.

გზა ღვთისმიერი - „ქრისტეს გზაა“; ის მიუყვება სასუფევლისაკენ მიმავალ გზას, რომელსაც წინ - „საქართველოს სულიერი მისია“ მიუძღვის.

ვინც ქრისტეს გზას არ მიჰყვება, ის უფსკრულისაკენ მიექანება.

„თუ უფალთან არა ხარ, მაშინ იქ ხარ, სადაც ეშმაკი ბობოქრობს!“ შუალედური გზა არ არსებობს.

ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებას აქვს მწვავე რეაქცია ბიბლიაში კოდირებული სიტყვების განმარტებისას, მაგრამ, კოდი - კოდია.

ზოგიერთ ჩვენთაგანს ცალსახად ეცინება ბიბლიაში კოდირებული სიტყვების განმარტებისას. „სატანა“, „გველეშაპი“ და ა. შ... მე არა მგონია ამ კოდირებულ სიტყვებში ან სასაცილო იყოს რამე, ან კიდევ გასაკვირი.

თუკი ადამიანი უსამართლო ცხოვრებას, ცხოვრების ნორმად აქცევს, ასეთი ადამიანი - სატანის ტყვეობაშია... ბიბლიურ ენაზე ასე იწოდება - „გველეშაპიც“ - იგივე სინონიმია ოღონდ [უფრო აღმატებული ფორმა. მოგეხსენებათ, იმ საქმეებშიც განირჩევა დიდი, პატარა, ზომა, წონა...].

კვლავ განვმეორდები, ჩვენ ვიცით, რომ ურჩ ანგელოზს სატანა დაერქვა.

თუ უფლის ათ მცნებას შორდები, გამოდის რომ ურჩ ანგელოზს ემსახურები და საღვთო ენაზე ამას „სატანის მიმდევარი“ ქვია.

თუ ადამიანი შენს განვლილ ცხოვრებას გადახედავ, სწრაფად მიხვდები ვისი მსახური ხარ, ღვთისა თუ სატანის.

და ეს ბოლო სიტყვები კი ადრესატს თვითონ იპოვის: მე მესმის საზოგადოებავ თქვენი მწვავე რეაქცია სიტყვა „სატანის“ ხსენებაზე, მაგრამ არ მესმის სატანის საქმის მსახურებისას რეაქცია რატომ ნელდება.

მე გირჩევთ, ღვთის გზაზე იაროთ, ნათელში, რადგან გზა სატანისა - დამღუპველია.

დინა [დიანა] ჯიქია

 

ეტაპი მხილების, ანუ

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელმა ზურაბ მაჭარაძემ 19 მარტს გვაუწყა, რომ 20 მარტს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვაზე, ჩვენგან, ანუ ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებებიდან, შემდეგი ხუთის განხილვა იგეგმებოდა:

1. საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“;

2. „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“;

3. „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“;

4. „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“;

5. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

ჩვენგან დასმული რიტორიკული შეკითხვა ასე ჟღერდა: „ბ-ნო ზურაბ! ერთ სხდომაზე ერთდროულად ხუთი საკითხის განხილვის ჩანიშვნა მაფიქრებინებს, რომ თქვენ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია მათთან დაკავშირებით, ანუ არ აპირებთ ამ საკითხების გაზიარებას, და გინდათ მათი დროის მცირე მონაკვეთში ე.წ. „განხილვით“, ფორმალობად აქციოთ საკომიტეტო სხდომაზე ჩვენი დასწრება-მეთქი“.

საპასუხო განაცხადი დაახლოებით ასე ჟღერდა - „ბ-ნო გელა ამ თემაზე ეხლა ვერ გიპასუხებთ... რომ ჩამობრძანდებით თავად გაერკვევით საკითხის არსშიო“.

20 მარტის სხდომაზე შესულებმა [მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, ნიკოლოზ წიკლაური], დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მე-5 საკითხად შემოთავაზებულ ჩვენს კანონპროექტზე, რომელიც საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებას ეხებოდა, კომიტეტს უარყოფითი დასკვნა ჰქონია მომზადებული. ჩვენთვის დათმობილ 5 წუთში, შევეცადეთ აგვეხსნა, რომ დღეს მოქმედი ნორმის მაგივრად, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შემოთავაზება და, არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლილიყო ჩატარებულად, თუკი მასში ამომრჩეველთა 50% + 1 მიიღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, კომიტეტის წევრთაგან, არც ერთმა არ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ [50% + 1] უნდა იყოს არჩეული.

მომდევნო საკითხის [„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“] თაობაზე განხილვის ჩატარებაზე ვახტანგ ხმალაძემ საერთოდ უარი განაცხადა. მიზეზად, მის თაობაზე თითქოსდა უკვე შემდგარი განხილვა დაასახელა.

როგორც გავარკვიეთ, კომიტეტს 2013 წ. 27 დეკემბერს, ჩვენს გარეშე „უმსჯელია“ ამ თემაზე. ვ. ხმალაძემ ასევე განგვიცხადა - „პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტის დადგენილება, სწორედ განსახილველ მოვლენებს ეხება და რაღა საჭიროა კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებაო“.

ჩვენ, დაჟინებით მოვთხოვეთ კომიტეტს, ჩვენი მონაწილეობით გამართულიყო განხილვა. მიუხედავად ამ მოთხოვნის კანონიერებისა, ვ. ხმალაძე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეთანხმა მოსაზრების გამოთქმის საშუალება მოეცა ჩვენთვის, თუკი დარჩენილ ოთხივე კანონპოექტის თაობაზე, ჩვენთვის დათმობილ ხუთიოდე წუთის ფარგლებში, ერთდროულად ვისაუბრებდით.

მიუხედავად ასეთი ცინიზმისა [5 წუთში როგორ უნდა მოგვეხერხებინა 4 კანონპროექტის არსობრივი მხარის გადმოცემა-დაცვა, იმ დეპუტატებისათვის, რომელთაც, ამ თემებისადმი,  წინასწარვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება], სხვა გზა აღარ გვქონდა და - შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის, რომ:

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ, უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების სწორად აღებულ გეზს, და ქვეყანა დანაშაულებრივი გზით ქვეყნის სათავეში მოსული კრიმინალური ბანდის ხელში აღმოჩნდა.

2005 წ. 11 მარტის დადგენილებაში საუბარია დამხობილი კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობასა და მათ მომხრეთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოსაჩენ ლმობიერი დამოკიდებულების აუცილებლობაზე; და მართალია მითითებაა რომ მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, მაგრამ, ჩვენი კანონპროექტისაგან განსხვავებით, არაფერია ნათქვამი ამ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობის თაობაზე;

გაყინული სახეებით მსხდომ დეპუტატებს [როგორც შემდგომ გაირკვა], უშედეგოდ ვუხსნიდით:

 - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მმართველობითი რეჟიმის დანაშაულებრივ არსს;

- ამ დამნაშავე რეჟიმების მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების აუცილებლობას, რომლებიც 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმისა და ი/წ 9 აპრილს მიღებულ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება;

- მ. სააკაშვილის დამნაშავე გუნდის მიერ საკონსტიტუციო სივრცეში დამკვიდრებული სამართლებრივი გარემოს შეცვლის კონკრეტულ მექანიზმს... და ა.შ.

საკომიტეტო განხილვაზე, „ქოცების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, მისი თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის პირით  განგვიცხადა, რომ თურმე მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური ნება ხსენებული საკითხების დადებითად გადაჭრისათვის.

ვ. ხმალაძემ თავისი უარგუმენტო გამოსვლისას ასეთი „სიბრძნეც“ გაგვიზიარა: „მართალია კანონი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლებას აძლევს საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს პარლამენტს, მაგრამ, პირადად მე არავითარი სურვილი და დრო არ მაქვს განვიხილო 4,5 მილიონი მოქალაქის შემოთავაზებებიო“, და დასძინა - „ბატონო გელა! ტყუილად ცდილობთ მაიძულოთ მოგისმინოთ, მე თქვენი კარნახი, თუ რა უნდა გავაკეთო არ მჭირდება - ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა მართლაც ცუდია, მაგრამ ჩვენ, ამ საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებას არ ვაპირებთ და არსებულ რეალობას უნდა შეეგუოთ, რამეთუ დღეს სწორედ ასეთია ჩვენი, ანუ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაო“...

ამგვარი პოლიტიკური სიბრიყვის მოსმენით გაოგნებულებს საპასუხო სიტყვის თქმის ნებაც კი აღარ მოგვცა, ისე გადავიდა ამ საკითხების კენჭისყრაზე.

კენჭისყრის შედეგებით საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ „ქოცების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა კომიტეტმა, არა მარტო დეკემბერ-იანვრის მოვლენების სათანადო შეფასებაზე თქვა უარი, არამედ მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებაც არ ისურვა.

დიახ, თურმე თვალებში ნაცრის შეყრა ყოფილა „ქოცების“ პოლიტიკური „ქოთქოთი“ - ბოლო ცხრა წლის მანძილზე სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილიო, რომ გაიძახიან. იურიდიულმა კომიტეტმა ამდაგვარი პოზიციის იურიდიულად გაფორმებაზე ისე ერთსულოვნად თქვა უარი, რომ, თამარ კორძაიას გვერდით მოკალათებულ, და მასთან ტკბილად მობაასე, სხდომაზე დამსწრე „ნაცების“ ერთადერთ წარმომადგენელს - ლევან ბეჟაშვილს, მიღებული სიამოვნებისაგან, სულ „კრუტუნი“ დააწყებია.

აი, ასე „დამარცხებულებმა“ დავტოვეთ კომიტეტის სხდომის ოთახი - „ქოცებმა“ თავისი შინაგანი ბუნების ლუსტრაცია ისე ურცხვად განახორციელეს, რომ გულწრფელად შეგვეცოდა, ორპირობის ქურქში გახვეული თითოეული მათგანი...

მოახლოებული განკითხვის დღეს - ყველა თავისი სიტყვებითა და ქმედებებით აგებს პასუხს... ამ დიადი დღის დადგომამდე კი, ჯერ - მხილების ეტაპია გასავლელი.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი და ყველას მოგვეცი მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

მინაწერი:

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ-ნ გოჩა ჯიქიასა და ლაშა ჩიხორიას ჩვენი ქუთაისში ყოფნის დროს, ჩვენდამი გამოჩენილი თანადგომისა და ყურადღებისათვის.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი