Print

გაზ. № 13 (909)

2014 წ. 14-21 მარტი, ბოლო ჟამში გასავლელი, მისტერიულად ასაცხადებელი, ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“

ეტაპის დაწყების თარიღი...

 

ბოლო ჟამის მინიშნებათა ანალიზზე დაყრდნობითა და „ლასკარის“ 2014 წლის 8 მარტის სხდომაზე მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

14 მარტს, საღამოს ექვსი საათისათვის, საკანონმდებლო ორგანო „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები.

17 მარტს ცესკოში განცხადების შეტანის მიზნით მისულებს, ჩვენი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, უარი გვითხრეს ხელმომწერთა ბლანკის გადმოცემაზე, და 20-21 მარტამდე მოცდა გვირჩიეს.

20 მარტს ცესკოს წარმომადგენელთან [ქ-ნი ლალი კიკნაძე] შეთანხმების მიუხედავად, 21 მარტის 11.00 სთ-ზე, ცესკოში, კვლავ უარი განაცხადეს ჩვენი განცადების მიღებაზე. იურიდიული სამსახურის უფროსმა, მასთან გამართული ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, დაგვიდასტურა ჩვენი მოთხოვნის კანონიერება; და, მოგვიანებით, მის მიერ ცესკოს თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგი გვამცნო: „ამ საკითხზე  - 16.00 სთ-ზე ცესკოს სპეციალური სხდომა გაიმართება, და  17.00 საათისათვის თუ მობრძანდებით, ბლანკის აღების შესაძლებლობა გექნებათო“.

ბ-ნი მევლუდ მამადაშვილის წინადადებით გადავწყვიტეთ, ჩვენთან მყოფ მინდია სულთანიშვილთან ერთად, წმიდა სამებაში ავსულიყავით და წმიდა ბერის გაბრიელ სალოსის ნეშტს მივახლებოდით.

და აი, წმიდა სამებიდან დაბრუნების შემდგომად, 17.00 საათისთვის ცესკოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, გადმოგვეცა 2014 წ. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მოსაპოვებელი მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი სპეციალური ბლანკის ფორმა.

ამდენად, 14 მარტის საღამოდან დაწყებული პროცესი [საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლა], მიზეზთა გამო, მხოლოდ  21 მარტის საღამოსთვის დასრულდა.

საუბრის გაგრძელებამდე, აღნიშნულის თაობაზე [მისტერიულად ასაცხადებელი] ბიბლიისეული ის მინიშნება გვინდა გავიხსენოთ, რომელშიც - „ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე...“ [გამ. 12,18] დროა დაფიქსირებული.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 22 მარტი სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით:

ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, რაზმაძე შაზი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი და ჯიქია ჯემალი.

მინაწერი:

21 მარტს გამართულ ცესკოს სხდომაზე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ცესკოში წარმოსადგენ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა სიის მინიმალურ ოდენობად  25 000  (ოცდახუთი  ათასი) ხელმოწერა განისაზღვრა.

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ქალბატონო თამარ!

პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2014 წლის 8 მარტის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება - 2014 წლის   ივნისს გასამართ ადგილობრივი თვითმმართველო-ბის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 142-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია:

ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ:

ჯემალ ჯიქია [პირ. №01025011204, თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ. გოძიაშვილის მე-2 შეს. №22, ტელ.: 252-98-89; მობ. ტელ. 5[93] 60-94-55], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2014 წ.  ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

 

დანართი:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №052 - 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი22 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 22 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ წარდგენასთან დაკავშირებით;

2. 2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნის თაობაზე;

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 22 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014 . 22 მარტის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

1. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“;

2. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

წარმოგიდგენთ, 2014 წ. 20 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების ე.წ.  „განხილვის“ შემდგომად ვახტანგ ხმალაძის ხელმოწერით მიღებულ დასკვნასა და მასზე გაცემულ ჩვენს პასუხს.                                                                                                                

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“

ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მ3-2 კ., ბ. 95,

ტ. 263-63-36

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებით [№2597, 05.02.2014 წ.] მომართა საქართველოს პარლამენტს  საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“.

წარმოდგენილი პროექტის ავტორი მოითხოვს ორგანული კანონის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც საქართველოს კონსტიტუციაშია მითითებული. შესაბამისად, საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ დასახელებული პოლიტიკური პარტიები არიან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები და ვიდრე ისინი კანონით დადგენილი წესით არ იქნება აკრძალული, მათი წევრებისთვის თანამდებობის დაკავების შეზღუდვა, ანტიკონსტიტუციური აქტი იქნება. კერძოდ, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან.

რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტის მე-4 თავს, რომლითაც მოითხოვს კონსტიტუციის 54-ე მუხლზე დაყრდნობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციის მუხლი ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და შემთხვევებს, რომლებიც წინასწარ არის გათვალისწინებული. სხვა საფუძვლის დამატება აუცილებლად მოითხოვს ხსენებული კონსტიტუციის მუხლში ცვლილების განხორციელებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება.

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

№ 1 ღია წერილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს!

ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების  - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“ [№2597, 05.02.2014 წ.] თაობაზე, 2014 წ. 20 მარტს, თქვენი ხელმძღვანელობით შემდგარი საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტმა კენჭისყრით უარი თქვა შემოთავაზებული წინადადების მიღებაზე.

22 მარტს მიღებული, თქვენი ხელმოწერით შესრულებული იურიდიული კომიტეტის დასკვნის თაობაზე [№3022/4-10, 21.03.2014 წ.] უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

1. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.

იქვე გვეუწყება, რომ - „საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით...“ [მუხლი 150,3].

ზემოთქმული პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [ზოგადად], საქართველოს პარლამენტისადმი განკუთვნილი ის დოკუმენტია, რომელშიც გადმოცემული ძირითადი დებულებები, შესაბამისი კომიტეტის მიერ მათი გაზიარების შემთხვევაში, შეიძლება საფუძვლად დაედოს, უკვე კომიტეტის მიერ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსადმი წარსადგენ კანონპროექტს, რამეთუ, ხსენებული რეგლამენტის იმავე მუხლის თანახმად - „საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი“ [მუხლი 150,9].

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება, საქართველოს პარლამენტს განსახილველად სთავაზობს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად გამოაცხადოს 1992-2012 წლებში საქართველოში ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომქმედი მმართველობითი  სისტემა.

 

ბატონო ვახტან!

ზემოთქმულის სათანადოდ გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში გადმოცემული ძირითადი დებულების გაზიარებისათვის საჭირო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს მოკლებული ჩანს, თქვენი ხელმოწერით წარმოდგენილი დასკვნის შემდეგი მონაკვეთი:

წარმოდგენილი პროექტის ავტორი მოითხოვს ორგანული კანონის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც საქართველოს კონსტიტუციაშია მითითებული. შესაბამისად, საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას“.

გაუგებარია რისი ხაზგასმა გსურთ - ხომ ნათელია, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად საკმარისია ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება იყოს თქვენთვის მისაღები... კანონის თანახმად უკვე თქვენ ხდებით მისი ავტორები, და შესაბამისად, თქვენივე ასარჩევია გადაწყვეტილების მიღებისათვის სასურველი ვარიანტის რა  სახეს [დადგენილება, კანონი, ორგანული კანონი...] მისცემთ მას;

2. თქვენ გვწერთ - „ასევე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ დასახელებული პოლიტიკური პარტიები არიან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები და ვიდრე ისინი კანონით დადგენილი წესით არ იქნება აკრძალული, მათი წევრებისთვის თანამდებობის დაკავების შეზღუდვა, ანტიკონსტიტუციური აქტი იქნება. კერძოდ, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან“.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი შემოთავაზება არ ითვალისწინებს დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას [რამეთუ ეს სასამართლოს პრეროგატივაა].

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებული გვაქვს, რომ - „აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ებების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დიახ, ჩვენ არა ხსენებული პარტიების აკრძალვასა და ამ ფონზე მათი წევრებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გთავაზობთ [იხ. მუხლი 5], არამედ, ხსენებული პოლიტიკური რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასა და ამ ყველაფერზე პასუხიმგებელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთათვის პოლიტიკური უფლებების შეკვეცას მოვითხოვთ:

პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი]; მინისტრი; მინისტრის მოადგილე; მთავრობის წევრი; მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება“.

3. თქვენს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ვკითხულობთ:

„რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტის მე-4 თავს, რომლითაც მოითხოვს კონსტიტუციის 54-ე მუხლზე დაყრდნობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციის მუხლი ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და შემთხვევებს, რომლებიც წინასწარ არის გათვალისწინებული. სხვა საფუძვლის დამატება აუცილებლად მოითხოვს ხსენებული კონსტიტუციის მუხლში ცვლილების განხორციელებას“.

 პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხრაწლიანი მმართველობის დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად გამოცხადება, თავადვე იძლევა იმის საფუძველს, რომ ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილების გარეშე, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ის შესაბამისად, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს   წევრის სტატუსით დეპუტატის მანდატის მომპოვებელ ყველა პირს შეუჩერდეს  სადეპუტატო უფლებამოსილება“ [მუხლი 6].

ბატონო ვახტანგ!

ნათელია, რომ თქვენი ხელმოწერით გამოგზავნილ „იურიდიული კომიტეტის დასკვნაში“ აღნიშნული - ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება“-ო, გამომდინარეობს არა, არსებული იურიდილი მოთხოვნების ამა თუ იმ შეზღუდვიდან, არამედ თქვენი სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური ნებიდან - თქვენ არ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება:

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“.

ნათქვამია - „დრონი მეფობენ და არა მეფენიო“.

წინამდებარე წერილი კი, ბიბლიური სიბრძნით გვინდა დავასრულოთ - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.“ [ეკლ. 3,17-20].

ქრისტესმიერი სიყვარულით

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

თბილისი, 23 მარტი

 

 

მიყვარხართ ლასკარელებო

თქვენი ფიქრები მე ვიცი,

და ის სულ მალე ახდება,

დრო აღარ ითმენს, დღე-დღეზე

უფალი გაგვიცხადდება...

[ჩემო საწყალო ქვეყანავ,

ბედი შენც არა გქონია,

„ურწმუნო თომას“ შვილები

ჯერ კიდევ ბევრი გვყოლია...].

ლასკარო ჩემო ოცნება,

ლასკარო ერთადერთო...

სამშობლო გადამირჩინე,

შენ გევედრები ღმერთო...

ეკატერინე

ხრიკული

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 24 მარტს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომა.

26 მარტს, 12.30 -13.30 სთ-ზე ტ/კ „ობიექტივი“-ს გადაცემაში - „იურისტის საათი“ [წამყვანი - ელგუჯა ჩხაიძე], მიხეილ [გელა] სალუაშვილმა გააშუქა  - „საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იურიდიული მექანიზმი“ [რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი];

ამავე დღეს კანცელარიისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა „ყოფილ პოლიტპატიმართა“ მიერ ორგანიზებული საპროტესქო აქცია, მ. სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის თაობაზე.

26 მარტს, ლასკარში გამართული შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებს შეემატა - არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“ [თავმჯდომარე ლია ზაქარეიშვილი].

ამავე დღეს გამართული კონსულტაციისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ზაზა ნანობაშვილმა ისაუბრეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და „ალტერნატიული პირადობის მოწმობის მოთხოვნის“ თაობაზე პარლამენტში წარდგენილ საკითხთან დაკავშირებით.