Print

გაზ. № 15 (911)

12 აპრილი: „ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!“ [იოანე 11,43]

13 აპრილი: ბზობა - „და წინ მომავალნიცა და უკან მომყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ [მარკ. 11,9]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი5 აპრილის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 5 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების ეტაპის დასრულების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლის 5 აპრილის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 5 აპრილის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

შესაბამისი მოთხოვნის დაცვით ცესკოში წარსადგენი - 2014 წლის 22 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოს შედეგად [კანონით განსაზღვრული, მინიმუმ - 25 000 ხელმოწერის ნაცვლად] მოგროვილი  - არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა: 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ქალბატონო თამარ!

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ 2014 წლის 21 მარტის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 142-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათ-ვის განკუთვნილი ბლანკი.

2014 წლის 22 მარტიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ 2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველო-ბის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი]  ხელმოწერა.

 

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ 2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველო-ბის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია,, სულ:

928 [ცხრააასოცდარვა]  ფურცელი, მათ შორის:

სრულად შევსებული - 909 ფურცელი

არასრულად შევსებული - 19 ფურცელი

პატივისცემით:

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 7 აპრილის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 7 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];

- თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი].

„უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველი ეტაპი, ღმერთის ნებით, წარმატებით დასრულდა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში გასავლელი მიმდინარე ეტაპი, როგორც ადრეც გვითქვამს, ბიბლიური  - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის მისტერიული პროცესის შესრულებას ითვალისწინებს.

აღნიშნულის პარალელურად, მიმდინარეობს სახარებაში დაფიქსირებული მაცხოვრისეული მინიშნებითი პროცესიც - „რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“ [მათე 23,39].

2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2014 წლის 22 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოს შედეგად [კანონით განსაზღვრული, მინიმუმ - 25 000 ხელმოწერის ნაცვლად] მოგროვილ იქნა - არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა: 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსასორმოცდაშვიდი] ხელმოწერა.

შაბათ-კვირის გამო, შესაბამისი დოკუმენტაციის ცესკოში წარდგენა - ორშაბათს, 2014 წ. 7 აპრილს, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხდა.

2014 წ. 8 აპრილს, 16.00 – 19.30 სთ-ზე, ცესკოში ჩატარებული წარდგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმების დამთავრების შემდეგ ასეთი „აქტი“ გაფორმდა:.

„აქტი, თბილისი, 2014 წ. 8 აპრილი

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე, ადამიანური რესურსებისა [კადრების] და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლალი კიკნაძე, ამავე განყოფილების სპეციალისტი [მე-2 კატეგორია] სოფიკო ჭკადუა, შტატგარეშე მოსამსახურე ქეთევან მეძმარიაშვილი და პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ წარმომადგენელი - ჯემალ ჯიქია, ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2014 წ. 7 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზემოხსენებული პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო განცხადება, რომლის თანახმად მან წარმოადგინა მხარდამჭერთა 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისათვის, პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სახელწოდებით „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდეგ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა.

თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 27 647 [ოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდაშვიდი] ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 2 484 [ორი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი] ხელმოწერა და დარჩა 25 163 [ოცდახუთი ათას ასსამოცდასამი] ხელმოწერა [ე. ველიძე, ლ.კიკნაძე, ს. ჭკადუა, ჯ. ჯიქია].

2014 წ. 10 აპრილს მიღებული განკარგულების თანახმად, ჩვენი პ/გ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ გახდა, 2014 წ. დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებული პირველი პოლიტიკური პარტია:

 

„ცესკოს თავმჯდომარის

განკარგულება №1/2014

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერისა და ადგილობრივი თემის გამგებლის 2014 წ. არჩევნებისათვის პარტიისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

ქ. თბილისი, 2014 წ. 10 აპრილი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 142-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერისა და ადგილობრივი თემის გამგებლის 2014 წ. არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ და მისი წარმომადგენელი ჯემალ ჯიქია...

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია“.

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ციფრებითა და რიცხვებით მოწვდილი მინიშნების არსი გავარჩიოთ.

ეზოთერულ აზროვნებაში ციფრი - „2“, ერთის მხრივ სამების მე-2 წევრ „ძე“-ზე უთითებს; მეორეს მხრივ კი იმ დიდ პროცესს გამოკვეთავს, რასაც მეორედ მოსვლა ჰქვია;

ქართულ 40 ნიშნიან ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი - „იესო“ = „ი[10] + ე[5] + ს]20] + ო[16]“ = 51;

ამავე პრინციპით, კოდი „აღდგომა“ = „ა[1] + ღ[25] + დ[4] + გ[3] + ო[16] + მ[13] + ა[1]“ = 63.

თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი პ/გ-ის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისას დაფიქსირებულ ხელმომწერთა საბოლოო რიცხვი - „25163“, კოდირებული თვალთახედვით: „2-51-63“, პრინციპით: ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვაუწყებს: „მეორედ მომავალი ძე [2] - იესო [51] - აღდგომა [63]“ .

წინამდებარე წერილი დასასრულს შეგახსენებთ, რომ  „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ თაობაზე ბიბლიაში რამოდენიმე მინიშნებაა დაფიქსირებული. როგორც ადრეც გვითქვამს - მისი არსობრივი მხარე რამოდენიმე დროით მონაკვეთში მოსახდენთა ერთობლიობით განისაზღვრება, და მთლიანობაში, ხსენებული არჩევნების პროცესს უნდა უკავშირდებოდეს.

ჩვენის აზრით,  „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველი ეტაპი უნდა იყოს, ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებამდე გავლილი [22.03 – 10.04. 2014 წ.] დროითი მონაკვეთი. მომდევნო ეტაპებზე, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს ვისაუბრებთ. ამჟამად კი, ბიბლიური „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის პირველეტაპის წარმატებით გადალახვაში გაწეული საქმიანობისათვის, მადლობა გვინდა მოვახსენოთ, როგორც თითოეულ ხელმომწერს, ასევე მათი შეგროვების პროცესში მონაწილეებს. ესენი არიან:  

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, ბუიძე მაია, გოგლიძე კაკო, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ემზარი, ვეშაგური ლიდა, ზაქარეიშვილი ლია,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგო, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე გია, მელქაძე ნათელა, მერაბიშვილი ეკატერინე,

მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი, ნაჭყებია ლავრენტი, ნაჭყებია მამუკა, ომანაძე გიორგი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი ზაალი, სალუაშვილი საბა, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა,

ფართლაძე სალომე, ქამხაძე ლია, ქერაშვილი ლელა, ქუთათელაძე ანონა, ქოსაშვილი ამირანი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ყენია მალხაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი,

ცაგარეიშვილი მედეა, ცინცაძე გიორგი, ჯიქია გიორგი, ჯიქია დინა და ჯიქია ჯემალი.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“

ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მ3-2 კ., ბ. 95,

ტ. 263-63-36

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებით [№1403, 22.01.2014 წ.] მომართა საქართველოს პარლამენტს  საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“. 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო წინადადება უკვე დარეგისტრირებული იყო [№07-5/552, 23.12.2103] და კომიტეტმა იგი მოტივირებული გადაწყვეტილებით არ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ დასკვნაში მიუთითა, რომ რამდენადაც ერთი მხრივ, ავტორის მიერ წარმოდგენილი იყო არა კანონის პროექტის არამედ დადგენილების წინადადება და მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტს 2005 წლის 11 მარტს მიღებული ჰქონდა უკვე მსგავსი შინაარსის დადგენილება, ამდენად არამიზანშეწონილად მიაჩნდა ამ საკანონმდებლო წინადადების მიღება.

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ - „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს [მუხლი 1].

იმავე დადგენილების მე-2 მუხლით დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

ვფიქრობთ, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტი, მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ტერმინოლოგიური ხასიათის განსხვავებისა, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 11 მარტს მიღებული დადგენილების მსგავსი შინაარსის შემცველია.

რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადების მე-4 მუხლს, მოცემულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურას საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება მოვალეობა დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა და პარლამენტის მხრიდან დავალება არ ესაჭიროება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიაჩნევს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებას.

 

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

გეყოთ ამდენი სიცრუის ლაპარაკი,

ანუ ღია წერილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს!

ბატონო ვახტანგ!

თქვენი ხელმოწერით მიღებული დასკვნის გაცნობის შემდეგ, ბუნებრივად ჩნდება სამი შეკითხვა - თქვენ, ან:

1. არ ეცნობით ჩვენს მიერ გამოგზავნილ მასალებს, და დასკვნა ასე გამოგაქვთ;

2. ეცნობით ჩვენს მასალებს და ვერაფერს ვერ გებულობთ; და

3. ეცნობით წარმოდგენილ მასალას, მაგრამ მათზე საპასუხოდ სხვა არგუმენტი - გარდა სიცრუისა, არ გაგაჩნიათ.

თქვენს მიერ განვლილ პოლიტიკურ გზაზე და ამჟამად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეულ საქმიანობას თუ გადავავლებთ თვალს, მე პირადად არ მჯერა, რომ თქვენ ზემოთმოყვანილი ორი კითხვა გეხებოდეთ. დიახ, ჩემის აზრით, თქვენ - წარმოდგენილ მასალას ეცნობით კიდეც და კარგადაც უნდა გებულობდეთ მათ შინაარსს.

ჩემის აზრით, განვლილი პოლიტიკური გზასავალისა, და 1991-1992 წლების გასაყარიდან დაწყებულ საქართველოს თავსდატეხილ უბედურებათა კასკადში თქვენი, და თქვენი პოლიტიკური გაერთიანების [„რესპუბლიკური პარტიის“] ჩართულობის ხარისხიდან გამომდინარე, სამწუხაროდ დღემდე ვერ გიპოვიათ თქვენს თავში იმის ძალა, რომ განეშოროთ მათ [შეცდომებს], და აღიარებისა და მონანიების მადლს თანაზიარებულმა, ახალი ცოდვა - სიცრუის ლაპარაკი აიცილოთ თავიდან.

ბატონო ვახტანგ!

2014 წ. 20 მარტს გამართულ საკომიტეტო განხილვაზე, ყველას გასაგონად თქვენ ხაზი გაუსვით, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფ თქვენს პოლიტიკურ გუნდს არ გაგაჩნიათ პოლიტიკური ნება დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარ მოვლენებთან მიმართებაში, და რომ საკმარისად მიგაჩნიათ პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტს მიღებული დადგენილება.

თქვენს „დასკვნაში“ გვწერთ - „ვფიქრობთ, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტი, მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ტერმინოლოგიური ხასიათის განსხვავებისა, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 11 მარტს მიღებული დადგენილების მსგავსი შინაარსის შემცველია“-ო.

არადა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ასე არ გახლავთ. კერძოდ, 2005 წ. 11 მარტის დადგენილება, სამ პირობით საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

1. ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

[როგორც იცით, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ ეხება];

2. უთითებს, რომ საჭიროა - გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

როგორც ხედავთ, აქ საუბარია იარაღის ძალით დამხობილი ხელისუფლებისა და მათი მომხრეებისადმი დამოკიდებულებაზე.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, როგორ შეიძლება ამ მოთხოვნის მსგავსი იყოს, როდესაც მასში ლაპარაკია ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ გამოსახატ ქმედებაზე, ვინც - ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებში, ანუ მათ შესახებ, რომლებმაც დაამხეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება; და ბოლოს

3. ერთადერთი „მსგავსება“ ისაა, რომ ხსენებულ დადგენილებაი დაგმობილია - „...1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება“-ს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმულირება კი ასეთია

„მუხლი 3.

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად“;

თქვენი შენიშვნა, რომ - „...პროკურატურას საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება მოვალეობა დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა და პარლამენტის მხრიდან დავალება არ ესაჭიროება“-ო, ერთი შეხედვით თითქოსდა მართებულია.

მაგრამ ჩვენი რეალობა ხომ სხვაგვარია? განა არ იცით, ანდა ვერ ხედავთ, რომ  პროკურატურა, ამდენი ხნის მანძილზე, არ აპირებს გამოიძიოს 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირების საქმიანობა? და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე საამისო პოლიტიკური ნება არ გამოიკვეთება.

სწორედ ამიტომაც გთავაზობდით, რომ პარლამენტმა, თავისი გადაწყვეტილებით, დაავალდებულოს პროკურატურა, ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ამ მიმართულებით. კერძოდ:

მუხლი 4.

დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“.

რატომ ხართ ამის მიღების წინააღმდეგი? რას უფრთხით?

ამ კითხვაზე პასუხი, საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია უკვე აქვს - თქვენ, და თქვენი პოლიტიკური გუნდის უმრავლესობა, სხვადასხვა დოზით, თავადვე ხართ 1991-1992 წლების ტრაგედიის „შემოქმედნი“, რომლებსაც - დღესაც არ შეგწევთ უნარი აღიაროთ თქვენი დანაშაული.

ჩვენი შემოთავაზების მე-5 მუხლი, ხომ სრულიად ახლებურ შესაძლებლობას აძლევს იმ ტრაგედიაში მონაწილეთა უმრავლესობას - „საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან“.

მაგრამ, თქვენი განვლილი გზის სიმძიმე, ეტყობა, აქაც გიზღუდავთ მოქმედების თავისუფლების ხარისხს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა ქრისტესმიერი სიყვარულით შეგთხოვოთ:

დროზე მოეგეთ გონს; გაიაზრეთ თქვენს მიერ ჩანადენი; თავი დაანებეთ სიცრუის გზაზე სიარულს; ამაღლდით მონანიებამდე; ერთხელ მაინც შეეცადეთ თავისი სახელი დაარქვათ ყველაფერს და შეცვალეთ განსახილველი საკითხისადმი თქვენს მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილება, ანუ მიეცით ჩვენს ქვეყანას ნორმალური განვითარების შესაძლებლობა.

გვახსოვდეს - განკითხვის დღე ახლოვდება... დღე, როდესაც ყველას მოგვიწევს ჩვენს ქმედებებსა და სიტყვებზე პასუხისგება. ამიტომ ვიდრემდის დროა - მოვინანიოთ, ჩვენი თავისა და ერის წინაშე ჩადენილი შეცოდებანი.

შევთხოვოთ ღმერთს, რათა ყველას მოგვცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 7 აპრილს ცესკოს წარედგინა 2014 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტიის რეგისტრაციისათვის საჭირო მხარდამჭერთა 27 647 ხელმომწერის სია.

2014 წლის 7 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

2014 წ. 9 აპრილს, საქართველოში 1989 წ. 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 25-ე, და 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 23-ე წლისთავის აღსანიშნავად, თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ თავყრილობაზე, რამოდენიმე შეხვედრის ორგანიზება მოხერხდა. კერძოდ, 2014 წ. არჩევნებთან მიმართებაში, საერთო კოორდინაციის მიზნით, მიხეილ [გელა] სალუაშვილი ესაუბრა - ლეილა ცომაიას, ლევან ჩაჩუას, ევგენი ღვინიაშვილს, თამაზ კალაძეს...

10 აპრილს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და მიხეილ ანდღულაძემ განიხილეს 2014 წ. არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობისათვის საჭირო წინაპირობათა რამოდენიმე საკითხი. სამწუხაროდ, საერთო კოორდინაციის შეთავაზებული გეგმა, მიზეზთა გამო, ბ-ნ მიხეილ ანდღულაძისათვის [ამ ეტაპზე] მიუღებელი აღმოჩნდა.

11 აპრილს, 13.00 სთ-ზე საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ ანდღულაძემ და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრეს საარჩევნო სიებში მილიონამდე გაყალბებული პირადობის მოწმობის აღმოჩენისა და მ. სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ.

 

 

...

სიმართლემ - ჩამოიარა,

წინ დახვდა ხალხი მრავალი;

„რადგანაც ყველა აქა ხართ,

მინდა გაგაცნოთ დავთარი,

ყველანი მასში წერიხართ,

დამნაშავეც და მართალიც...

მოინანიეთ სუყველამ,

არავინ აჰყვეთ ცდუნებას.

დაემორჩილეთ იმ კანონს,

რაც დაგიწესათ ბუნებამ...

მეორედ მოსვლა იწყება?

კითხვა რა საკადრელია...

ისეთი ცოტა დრო დარჩა,

თითებზე დასათვლელია“.

ეკატერინე ხრიკული