Print

გაზ. № 16 (912)

2014 წ. 20 აპრილი - აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

...

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

...

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

დავით გურამიშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014წლი12 აპრილის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 5 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ნათელა მელქაძედა ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. 2014წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტიის მონაწილეობისათვის მზადების დასკვნითი ეტაპის დაწყების თავისებურებათა თაობაზე;

2. ქ. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწობილობის შესახებ.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014წლის 12 აპრილის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014. 12 აპრილის სხდომაზე, კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დაადგინეს:

1. პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ მონაწილეობას მიიღებს 2014 წ. 15ივნისს დაგეგმილ ქ. თბილისის მერის არჩევნებში;

2. 2014 წ. 15 ივნისს დაგეგმილ ქ. თბილისის მერის არჩევნებში პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მერობის კანდიდატად დასახელდეს:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი,

„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა: უფალიაჩვენისიმართლე“-სლასკარისთავმჯდომარე - მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

პ/გ „უფლის სახელით

- უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარის

 

ქალბატონო თამარ!

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 167-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მიერ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებულია - მიხეილ სალუაშვილი.

 

განცხადებას თან ერთვის:

1. ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - სააღრიცხვო ბარათი;

2. ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის -  თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

3. ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - ორი ფოტოსურათი.

პატივისცემით:

 

პ/გ „უფლის სახელით

- უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საქართველოს

ცენტრალურისაარჩევნოკომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონთამარ ჟვანიას!

 

ქ. თბილისის მერობისკანდიდატის,

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

ქალბატონოთამარ!

როგორც მოგეხსენებათ - პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას იღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

საქართველოსორგანულიკანონის საქართველოსსაარჩევნოკოდექსის 167-მუხლისმე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისადგაცნობებთ, რომთანახმავარრათა 2014 წლის 15 ივნისდანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობამივიღო, როგორცპ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერდასახელებულმა - ქ. თბილისის მერობისკანდიდატმა

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2014 წ.   15 აპრილი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ. :  +995 5(91) 63-63-36

ელექტრონული ფოსტა: ინფო@უფალი.გე

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2014 წ. 15 ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ -  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მოპოვების მოთხოვნის შემცველ განაცხადს.

 

პატივისცემით:

„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“--ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 14 აპრილის

სხდომის ანგარიში:

ქ. თბილისის მერობისკანდიდატად:

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

დასახელებასთან დაკავშირებით

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 14 აპრილის სხდომაზე, განიხილეს საკითხი 2014 წლის 15ივნისდანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, ქ. თბილისის მერობისკანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

2014 წლის 15ივნისდანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, ქ. თბილისის მერობისკანდიდატად დასახელდეს:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-სპიკერი - მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სახელით:

 

ვალერი მჭედელაძე,

„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს

თავმჯდომარე;

დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე],

„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს

თავმჯდომარე;

ავთანდილ იოსელიანი,

სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“-ის

თანათავმჯდომარე;

სერგი საჯაია,

„იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“-ს თავმჯდომარე;

ემალ ჯიქია,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

თინათინ ბაიაშვილი,

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს

თანათავმჯდომარე

ლევან ხაჭაპურიძე,

არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს

თავმჯდომარე;

არუდაშვილი ნანა,

არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს

თავმჯდომარე;

ლია ზაქარეიშვილი,

არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს

თავმჯდომარე.

ევგენი ღვინიაშვილი,

საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს

პრეზიდენტი.

თბილისი,

2014 წ. 14 აპრილი

 

 

 

ხილვაში გაცხადებული

წმ. გაბრიელ ბერისა და წმ. სერაფიმ საროველის ქადაგება

10 აპრილის გამთენიას სიზმარში ვნახე - სამების საკათედრო ტაძარში წმ. გაბრიელ ბერი ქადაგებდა. მის წინ - პატრიარქი იდგა, ირგვლივ კი სამღვდელოება შემოკრებილიყო... მე, იქვე, განცალკევებით ვიდექი.

წმიდა გაბრიელ სალოსის ქადაგება, ჩემს მიერ ადრინდელ ხილვაში მოსმენილი მისივე ქადაგების ბოლო სიტყვებით დაიწყო - „...მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი თქვენთვის ქართველებო! მაგრამ, ამჯერად, უმთავრესზე შევჩერდები:

ბოლო ჟამია! საქართველო - ზეციერთა სავანეა. ყური უგდეთ ბოლო ჟამის მქადაგებლებს! ზეცაში ჟამი გაილია - „ბოლო ჟამია!“.

მინდა შეგახსენოთ - ქართველი ერის ნათელი მომავალი თუ გსურთ იხილოთ, ღვთისმსახურნო, შეაღეთ „ლასკარის“ კარები, იქ - ღვთის საიდუმლო მარგალიტებია გაბნეული, შეჰკარით, თანაეზიარეთ და ზეციური სამყარო თქვენთან იქნება.

საქართველო, ზეციერთა ის სავანეა, სადაც - თანაარსი, და - რეინკარნირებული სულებია განსხეულებული. ის, თუ ვისი ჭურჭელი შემზადდა დასავანებლად - საღვთო გზისათვის - თქვენ უნდა შეძლოთ ამის ამოკითხვა ღვთისმსახურნო! ეს კი ჭეშმარიტების ის გზაა, რომელსაც გადამოწმება არ სჭირდება...

იმასაც დავამატებდი, რომ - ზეციერთაგან ბეჭედდასმულთა რიცხვი მრავალია...

ზეცის ანგელოზი იუწყება - დღეს რწმენა იხსნის საქართველოს და კაცობრიობას. მხოლოდ ამ გზით გაბრწყინდება საქართველო. ხსნა ყოველთვის ზეციდან მოდის!..“, - ამბობდა წმიდა ბერი.

ქადაგების ბოლოს, იქვე, მრევლიც გამოჩნდა, და წმიდა ბერმა ეხლა მათ მიმართა - „სული მიწუხს, რომ ძალიან გიჭირთ, თქვენი ხსნის გზა - საქართველოს სულიერ მისიაშია, შემოუერთდით!“

წმიდა ბერმა, შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და ქართველი ერის დალოცვა დაიწყო: „... ღმერთო მოჰმადლე ჩემს ერს, ის რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება - სიყვარულის და ერთგულების, მართალთა თანადგომის, ცრუსაგან ჭეშმარიტის და მტერ-მოყვარის გარჩევის ნიჭი!“

წმიდა გაბრიელ სალოსი ბოლოს პატრიარქს მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა - „თუკი განდგომილი საძმოს შემორიგება ვეღარ შესძელი, განსაცდელი გელის...“. ეს თქვა და გზა იმგვარად გააგრძელა, იფიქრებდი - კვლავ დაბრუნებას ლამობსო...  

ტაძარში მყოფმა მრევლმა დაშლა დაიწყო. ამ დროს, მოულოდნელად, წმ. გაბრიელ სალოსის ადგილზე რუსი წმინდანი - სერაფიმ საროველი გაჩნდა, და [რუსულ ენაზე] დაიწყო ქადაგება - „რაც იყო ქართველ და რუს ერს შორის ჩათვალეთ, რომ ეს - უკანასკნელი მსხვერპლია. ამიერიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი აღარ იქნება. მე ჩამოვიყვან საქართველოში რუსეთის სამღვდელოებას, რომ დავანახო ღვთისგან დაშვებული - გზა ჭეშმარიტი...“.

წმ. სერაფიმ საროველმა ქადაგება ასეთი სიტყვებით დაამთავრა - „...მე, კვლავ მოვბრუნდები თქვენს წინაშე საქადაგებლად“.

მოლოდინით შეპყრობილი მრევლი დაშლას არ აპირებდა...

დინა [დიანა] ჯიქია

 

„ფეისბუქის“ გვერდზე გაჩენილ კითხვათა პასუხები

 

ბატონო მიხეილ - გელა ესქატოლოგია თქვენი პროფესიაა თუ უბრალოდ გატაცება?

 

მეორედ მოსვლა - ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის მარადიული მიზანსწრაფული სულიერი მოლოდინია. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ამჟამად მინდა შემოგთავაზოთ მცირე ნაწყვეტი - პროტოპრესვიტერ მიქაელ პომაზანსკის წერილიდან: ქრისტიანული ესქატოლოგია სამყაროსა და კაცობრიობის მომავალი“.

 

"ერთ გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა" (ებრ. 12,26; ანგ. 2,6).

ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის სიმბოლოში (მე-7, მე-11 და მე-12 წევრები) აღიარებულია მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა დედამიწაზე ძე ღვთისას სამომავლოდ მოსვლის, საყოველთაო საშინელი სამსჯავროსა და მერმის მარადიულ ცხოვრებაზე:

„კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ (მე-7 წევრი)... მოველი აღდგომასა მკვდრეთით" (მე-11 წევრი).... და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა“ (მე-12 წევრი).

საღვთო განგებულებით მომავლის გეგმა ბოლო ჟამამდე არის შედგენილი. რასაც საღვთო წერილი ბოლო ჟამის მოვლენებზე გვეუბნება, ქრისტიანული სწავლების განუყოფელი ნაწილია. ესენია: უფლის მეორედ მოსვლა, მიცვალებულთა აღდგომა და სამყაროს აღსასრული, შემდგომ სუფევა დიდებისა და მარადიული ცხოვრების დასაწყისი.

დოგმატური ღვთისმეტყველების ბოლო ნაწილში ლაპარაკია იმ დიდი პროცესის დასრულებაზე, რომლის დასაწყისიც შესაქმის წიგნის პირველ გვერდებზეა გადმოცემული...

„ძე კაცისას მეორედ მოსვლა (მთ. 25)

ძე ღვთისას ამქვეყნიდან ზეცად ამაღლების დროიდან ქრისტეს მორწმუნე კაცობრიობის სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიოს ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენისუფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისაკენ.
ამ მოსალოდნელი მოსვლის სინამდვილე სრულიად გარკვევით დაამოწმა თვად უფალმა იესუ ქრისტემ და თან დაწვრილებით დაახასიათა ეს მოვლენა [მთ. 16,27; მთ. 24; მრკ. 8,38; ლკ. 12,40; ლკ. 17,24; ინ. 14,3]. მის შესახებ იუწყებოდნენ ანგელოზები უფლის ამაღლების დროს [საქმ. 1,11]; მასვე ხშირად შეგვახსენებენ მოციქულები: იუდა (იუდ. 14-15), იოანე (1 ინ. 2,28) და პეტრე (1 პეტ. 4,13) და მრავალჯერ პავლე მოციქული (1კორ. 4,5; 1 თეს. 5,2-6 და სხვა).

თვითონ უფალმა მოწაფეებს თავისი მოსვლა, როგორც მოვლენა, ასე დაუხასიათა: იგი უეცრად და ყველასთვის ცხადად მოხდება: „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ" (მთ. 24,27)...

უფალი მთელი თავისი დიდებით, ანგელოზთა ურიცხვი დასით გარსშემორტყმული მოვა: „და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა“ (მთ. 24,30), „ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მრკ. 8,38). მაშინ უფალი დაჯდებასაყდართა დიდებისა თჳსისათა" (მთ. 25,31).

მაშასადამე, მეორედ მოსვლა განსხვავებული იქნება პირველთან შედარებით: უფალმა მაშინდაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფილ. 2,8).

იგი მოვა, რათა მოხდესგანკითხვაჲ სოფლისა სიმართლით“ (საქმ. 17,31) და მიგებადკაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (მთ. 16,27). არსებითად ამით განსხვავდება მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლის მიზანი პირველისაგან, როდესაც მოვიდა, „რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (ინ. 3,17) დამიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს" (მთ. 2,28)..."

 

 

მთავრობის სახლთან ვიდექი,

ვიღაცამ მომცა გროშები -

„სულ მალე დაგჭირდებათო,

სამფეროვანი დროშები...“

აბა, ჩემო ქართველებო

მოვიცილოთ - მტრობა, შური.

გავიხსენოთ ცხრა აპრილის

დროინდელი სიყვარული.

ერთმანეთის თანადგომით

ჩამოვართვათ ერთურთს ხე;ლი.

ზოგი ვიყოთ სტუმარი და,

ზოგი კიდევ მასპინძელი...

მოყვასისთვის ერთგულებით

გავახაროთ ღვთისმშობელი.

 

ეკატერინე ხრიკული

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 14 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

2014 წ. 12 და 14 აპრილის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, 15 აპრილს ცესკოში ჩაბარებული იქნა ქ. თბილისის მერის 2014 წ. 15 ივნისს დანიშნულ არჩევნებში მერის კანდიდატად - მიხეილ სალუაშვილის დარეგისტრირების განაცხადი.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის ქ-ნ თამარ ჟვანიას მიერ 2014 წ. 17 აპრილს მიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ:

„...განკარგულება №3/2014

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატად მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციაშიგატარების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის„ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტის, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”, მიერ მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი...“.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”გახლდათ, 2014 წ. 15 ივნისისათვის დაგეგმილ არჩევნებში დარეგისტრირებული პირველი საარჩევნო სუბიექტი [განკარგულება №1/2014, 10 აპრილი, 2014 წ.].

შესაბამისად, „უფლის სახელით...“ წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი გახდა - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვისპირველი დარეგისტრირებული კანდიდატი.

17 აპრილს „ლასკარში“ გამართული შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შემოუერთდა - არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“ [მეთაური დავით ამაშუკელი].