გაზ. 17 [913]
ვიზრუნოთ საკუთარი სულის გადარჩენისათვის
ბოლო ჟამის მთლიანი მონაკვეთი, მაცხოვრისეული მინიშნების თანახმად - „გაპარტახების სიბილწესთანაა“ შედარებული [იხ. მათე 23,15].
ცოცხალი ადამიანი, ანუ მოკვდავი სხეულისა და მასში დავანებული მარადიული სულის ერთობა, ამ ორი არსის ურთიერთჭიდილში ქმნის იმას, რასაც თითოეული ჩვენთაგანის ბედი ჰქვია.
პავლე მოციქულის პირით გადმოცემული ღმერთის ნება გვაუწყებს, რომ - „...სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ“ [გალ. 5,16-25].
„გაპარტახების სიბილწის“ მთავარი „შემოქმედი“ დასაბამისმიერი მაცდური გველი - ეშმაკი, მრავალმხრივი მეთოდით ცდილობს თავგზა აუბნიოს ადამის მოდგმას.
სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს - „...დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ...“.
ერთ-ერთი ამდაგვარ გამოვლენად იქცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წ. 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დანაშაულებრივად თანამშრომლობის გზაზე მდგარი „ქოცებისა“ და „ნაცების“ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, არად დაგიდევენ თუნდაც დღეს მომქმედ „საქართველოს კონსტიტუციაში“ არსებულ ჩანაწერს, რომ:
„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“ [მუხლი 19,1-3].
როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ - „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი ქმედებით, არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.
ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ კი ცდილობს ერთ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს და ერთმანეთს გაუთანაბროს - სიმართლე და სიცრუე, ზნეობა და უზნეობა... მისი მიღება, გვაიძულებს - უარი ვთქვათ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულ ზნეობრივ კატეგორიებზე.
ეს კანონი ცოდვის ლეგალიზების მცდელობის ყველაზე ვერაგული გამოვლინებაა.
იგი, ხელ-ფეხს უხსნის უზნეობისა და სიცრუის მქადაგებელთ, და ყველანაირად ბოჭავს ასეთთა წინააღმდეგ საუკუნეების მანძილზე მებრძოლ პოზიციებზე მდგომთა თანაზიარ ჩვენს თანამედროვეთ.
ამ კანონით წახალისებული „სოდომ გომორული“ ცოდვის ლეგალიზაცია, ბოლო ჟამის დადგომის არსში გარკვეულ საზოგადოების ნაწილს, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ - „გატიალების სიბილწის“ სახელის მატარებელი ბოლო ჟამი, თავისი ლოგიკური დასასრულისაკენ მიექანება.
ამიტომ ჩვენი ვალია გავაფრთხილოთ ბოლო ჟამის მაცხოვრებელნი - მოვინანიოთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, რამეთუ „მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ .
წერილის დასასრულს, ის ბიბლიური შეგონება გვინდა გაგახსენოთ, რომელშიც გადმოცემული მთავარი არსი, თავისი სულის გადარჩენაზე მაფიქრალი თითოეული ჩვენთაგანის მამოძრავებელ ორიენტირად უნდა იქცეს:
„აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.
როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ [ეზეკ. 33,7-9].
საკუთარი სულის გადარჩენაზე ცნობიერად მაფიქრალი პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტართა გასაგონად ვახცადებთ - ყველაფერი გააკეთეთ, რათა არ დაუშვათ - ცოდვის ლეგალიზაცია!
გვახსოვდეს, განკითხვის დღეს, ყველანი ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს!
ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამარტალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
უფლისმიერი ლასკარის
2014 წლის 22 აპრილის
სხდომის ანგარიში
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 22 აპრილის სხდომაზე:
მოისმინეს:
1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:
მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;
2. ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაურის დავით ამაშუკელის წინადადება ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარების თაობაზე...
აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:
- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე];
- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];
- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];
- დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური].
„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
...
ქრისტეს აღდგომას გილოცავთ,
უფლის ერთგულო შვილებო!
გზა ვერვინ შეგაცვლევინათ,
გაუტეხელო გმირებო...
ვერ შეგაშინათ ზამთარმა,
ვერც თოვლმა, ვერცა ყინვამა...
მაღლიდან ბევრჯერ დაგნამათ,
უფლის ნაკურთხმა წვიმამა...
ჩვემ ვერავინ მოგვერევა,
ნაკურთხი გვაქვს მიწა-წყალი.
დრო არ ითმენს, მოკლე ხანში
გაცხადდება მაცხოვარი...
კავკასიონის გორაზე,
გველოდება სანახავი:
ბორკილს დაგლეჯს, თავს აიშვებს
მიჯაჭვული ამირანი...
ეკატერინე ხრიკული
ზეცას - ჯვარს იწერენ
წმიდა სულები...
დედამიწაზე კი - იგმობა „იგი“.
ზეცა განაგებს
მათ ბედისწერას...
„ძე“ და „სულიწმიდა“.
დინა [დიანა]
ჯიქია
ფარია სიმართლე
ფარია სიმართლე,
მეობა - ზნეობა.
უმაღლეს მორალის მზაობ-ზეობა.
ქრისტეს რჯულით გვაქვს
ყოველი ესოდენ,
ამ ძალის სინათლით, უპირველესად...
მადლობა უფალს!
სულის ეს ბუნება,
ცხელ გულს ქრისტიანის,
კვლავ ესალბუნება.
ჯვარცმას, აღდგომას და ამაღლებას,
მარად კრძალულებით,
პატივდებულება...
ქართულ სულს მრავალჟამიერი,
ზენაარის მადლით,
გვეშუქმნათობება...
მოდის აღდგომა და ამაღლება.
ჩვენის რწმენით, მართლით
გვესხივ-ხსნის მგოსნებად...
მაია გელაშვილი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“
ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მ3-2 კ., ბ. 95,
ტ. 263-63-36
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებით [№3178, 12.02.2014 წ.] მომართა საქართველოს პარლამენტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი“.
გარდა მოცემულისა, ავტორი მოითხოვს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლს დაემატოს, ასევე მე-10 პუქტი, რომლის თანახმადაც, „ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა“.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი მოქალაქისთვის, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს, გარანტირებულია საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პასიური, ასევე აქტიური. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება, კანონით დადგენილ ფარგლებში. მოქალაქის უფლებაა აგრეთვე მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე ოლქში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობას მიიღებს ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50% + 1. იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულია არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება, თეორიულად, შესაძლებელია არ მივიდეს ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია განსაზღვრული, რაც იმავე საკანონმდებლო წინადადების თანახმად უნდა იწვევდეს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს კანონმდებლობით განსაზღვრული არცევითი ორგანოების ფფორმირება, რაც გამოიწვევს, მოცემული ორგანოს ახალი შემადგენლობით ფორმირებამდე, ძველი შემადგენლობით საქმიანობის წარმართვას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი პროექტის მიღება.
პატივისცემით
ვახტანგ ხმალაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ღია წერილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს!
ბატონო ვახტანგ!
ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [№3178, 12.02.2014 წ.] თაობაზე, 2014 წ. 20 მარტს, თქვენი ხელმძღვანელობით შემდგარი საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტმა კენჭისყრით უარი თქვა შემოთავაზებული წინადადების მიღებაზე.
22 მარტს მიღებული, თქვენი ხელმოწერით შესრულებული იურიდიული კომიტეტის დასკვნის თაობაზე [№3023/4-10, 21.03.2014 წ.] უნდა მოგახსენოთ შემდეგი:
როგორც მოგეხსენებათ - 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1].
და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:
„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.
თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მიხედვით არჩევნები არის - „საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“ [მუხლი 2 - გ].
ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხა-დებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.
დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.
ყოველივე ზემოთქმული, სრულ თეორიულ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ - სახელისუფლო შტოები შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არა - უმრავლესობის [50% + 1], არამედ, არჩევნებზე მისული, 1-დან 50 პროცენტამდე ზღვარში მოქცეული, ნებისმიერი ოდენობის ამომრჩევლის მიერ.
საარჩევნო კოდექსიდან მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:
ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და
მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა მიზეზით, საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].
ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, მოთხოვნა:
1. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:
„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.
10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.“,
ითვალისწინებს ისეთი საკანონმდებლო წინაპირობის [და ვალდებულების] შექმნას, რომელზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვა - საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა.
არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენა, ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:
1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და
2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.
ბატონო ვახტანგ!
2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თქვენი კოალიციის გამარჯვება, საქართველოს მაცხოვრებელთ იმედს უსახავდა, რომ ყოველი შემდგომი ხელისუფალის არჩევა მხოლოდ ქვეყნის საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით მოხდებოდა.
2014 წ. 20 მარტის საკომიტეტო მოსმენაზე, თქვენი მხრიდან, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების უარყოფა, რაც უდავოდ თქვენი სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური ნებიდან მომდინარეობს, მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ - თქვენ არ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება.
წინამდებარე ღია მიმართვას კი, შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ:
„კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი... ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის. რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას“ [ეკლ. 4,1; 13-14].
მოახლოებული დრო-ჟამი ყველას თავის საკადრისს მიუზღავს.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით
საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი
ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა
2014 წლის 22 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.
2014 წ. 23 აპრილს, 13.30 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გაიმართა - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის პრესკონფერენცია. განხილული იქნა:
1. არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მიზანი;
2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგად, 2014 წ. 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მოთხოვნები.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ - ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური - დავით ამაშუკელი და სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია.
ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა ამავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში - 22.24 სთ-ზე, და მეორე დღეს, 24 აპრილს, 09.56 სთ-ზე.
24 აპრილს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, თინათინ ბაიაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, დავით ამაშუკელმა, მალხაზ მუშკუდიანმა, ნათელა გოხელაშვილმა, ნანა არუდაშვილმა, ზაურ ხაჩიძემ იმსჯელეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის ჩატარების დეტალებზე.
25 აპრილს „ფაზისის“ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ ისაუბრეს მოახლოებული არჩევნებისა და ცოდვის ლეგალიზაციის არდაშვების პროცესში აკადემიის ჩართულობის აუცილებლობაზე.
ამავე დღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და დავით ამაშუკელი შეხვდნენ:
1. ტ/კ „კავკასიის“ დამფუძნებელს დავით აქუბარდიას. განიხილებოდა 30 აპრილს დაგეგმილი აქციის თაობაზე სატელევიზიო პირდაპირ ეთერში გაჟღერების ცალკეული დეტალები;
2. პ/ო „ქართული აზრი“-ს ლიდერს ლევან ჩაჩუას. იმსჯელეს, როგორც მოახლოებულ არჩევნებში ერთიანი ძალებით ჩართვის საკითხებზე, ასევე ცოდვის ლეგალიზაციის დაუშვებლობისა და ამ საკითხის დადებითად გადაჭრისათვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი წლის - სექტემბრიდან ათვლით მერვე [ბიბლიურად -ელულის] თვის 25 რიცხვში მომხდარის თაობაზე საუბარს, შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ - „ელულის [აქ - აპრილის] თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი...“ [ნეემია 6,15].
საარჩევნო ბლოკის - „უფლის სახელით...“ მავალთა მოქმედების მთავარი მიზანი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული უკანონობის მხილებაა...
არჩევანი ერმა უნდა გააკეთოს! ჩვენი საქციელის განკითხვა კი ქრისტესმიერია _ „რადგან მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" [იოანე 5,22].
ხალხური სიბრძნე ასეთ მინიშნებას იძლევა - „დალოცვილი ქრისტე ღმერთი ოქროს ტახტზე დაბრძანდება, ხელში სასწორი უჭირავს, ცოდვა-მადლი იწონება"-ო.
ჯვრის ურყევ სიმტკიცეზე დაყრდნობილი ღვთაებრივი სასწორი - უტყუარია... უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია!
ამიტომაც, „უფლის სახელით...“ მხილებისეულ ეტაპზე მავალნო - ნუ შედრკებით;
გვახსოვდეს - უფალია ჩვენი სიმართლე. ამენ!