Print

გაზ. № 18 [914]

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

 

საარჩევნო გაერთიანება:

„უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია წერილი

უარი თქვით ცოდვის ლეგალიზაციის

ყოველგვარ მცდელობაზე

 

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს პარლამენტმა, 2014 წ. 17 აპრილს, პირველი მოსმენით [109 ხმა მომხრე, 0 წინააღმდეგი] მიიღო საქართველოს კანონი - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნების, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

იმაში გასარკვევად, თუ რითია განპირობებული აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა, მოდით ჯერ „საქართველოს კონსტიტუცია“-ში დაცული, თითქმის ანალოგიური ჩანაწერის მქონე მე-14 მუხლი გავიხსენოთ:

„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ 39-ე მუხლში ასეთი დაზუსტებაა მოცემული - „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.

როგორც ვხედავთ, ზემოთმოყვანილ კანონპროექტსა და კონსტიტუციურ ჩანაწერს შორის პრინციპული სხვაობა მხოლოდ შემდეგ ფრაზაშია - სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა“; რაც, ჩვენის აზრით, განსაზღვრავს კიდეც ამ კანონპროექტის მიღების მთავარ მიზანს.

სალექსიკონო განმარტებებში თუ ჩავიხედავთ ვნახავთ, რომ - „სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს იმას თუ რომელი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს ადამიანს ემოციური და სექსუალური ლტოლვა“; და კიდევ - „გენდერული იდენტობა/თვითაღქმა გულისხმობს იმას თუ რომელ ბიოლოგიურ ან სოციალური სქესთან ახდენს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას“.

ამასთანავე - „...სექსუალური ორიენტაცია როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა (ასექსუალობა ხშირად ითვლება მეოთხედ). ეს სამი არსებობს ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალურ კონტინუუმს შორის და დამწკრივებულია ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალობიდან ექსკლუზიურად ჰომოსექსუალობისკენ; შუაში მოიცავს ბისექსუალობის მრავალ სახეობებს. ეს კონტინუუმი ყველას ვერ ერგება, რადგან ზოგი ადამიანი თავს ასექსუალად აიგივებს. ეს ხაზოვანი სკალა არის სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური იდენტობის უფრო მეტად ნიუანსური ბუნების გამარტივება; ბევრი სექსოლოგი მას ზედმეტად გამარტივებულად თვლის.

სექსუალურ სურვილთა ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანთა კლასიფიცირება თანამედროვე დასავლური ცნებაა.

სექსუალური ორიენტაციის სახეობები[ა]:

ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია - მხოლოდ ან განსაკუთრებულად საპირისპირო სქესით გატაცება (ჰეტეროსექსუალი);

ბისექსუალობა - როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესით გატაცება; არა აუცილებლად ერთ დონეზე და არა აუცილებლად ერთდროულად;

ჰომოსექსუალობა - მხოლოდ ან განსაკუთრებით საკუთარი სქესით გატაცება (გეი, ლესბოსელი, ჰომოსექსუალი);

პანსექსუალობა - საზღვრებს შორის მოქცეული სქესის გარდა სხვა „გარდამავალი“ სქესით გატაცებაც (პანსექსუალი)...“ [იხ. ინტერნეტ სივრცე].

მაშასადამე, ფსევდო-ლიბერალიზმის მქადაგებლების მიზანია - ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღნიშნული კანონპროექტის დამკვიდრებით, მიაღწიონ ტრადიციული და არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მიმდევართა უფლებების გათანაბრებას.

ამ უკანასკნელთ, ხშირად „სექსუალურ უმცირესობებადაც“ მოიხსენიებენ  [რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან. ეს ტერმინი გაჩნდა 1960 წლიდან, როდესაც გამოვიდა ლარს უილერსტამის წიგნი „ეროტიული უმცირესობები"].

უკვე ხსენებულის გარდა, არსებობს მრავალგვარი გადახრის, ანუ არატრადიციული ორიენტაციის მატარებელ პირთა ჯგუფი, მათ შორისაა - ანდროფილია [ბერძნ. „ანდროს“ - კაცი; „ფილია“ - სიყვარული) - მოზარდი კაცისადმი რომანტიკული, ემოციური, ან სექსუალური ინტერესი]; გინეფილია [მოზარდი ქალისადმი რომანტიკული, ემოციური, ან სექსუალური ინტერესი]; პედოფილია [ლტოლვა პატარა ასაკის გოგონების მიმართ ან მისწრაფება მოზარდი გოგოების მიმართ, რომელსაც ეფებოფილია ეწოდება]; ზოოფილია [ცხოველების მიმართ სექსუალური ინტერესი]; ნეკროფილია [გვამის მიმართ სექსუალური ინტერესი] და სხვა.

სხვადასხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით უმრავლესი ამათთაგანი კანონით დასჯად ქმედებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ე.წ. ფსევდო-ლიბერალების მცდელობაა - არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციათა შორის გამოყონ ზოგიერთი მათთაგანი, და ტრადიციულ ორიენტაციის მიმდევრებთან მათი გათანაბრების მიზნით, მიაღწიონ, მათთვის საყოველთაოდ აღიარებული ისეთი ადამიანური უფლებების მიღებას, როგორიცაა - სხვადასხვა თავშეყრის, მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

[იხ. „მუხლი 25:

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“].

დღეისათვის არსებული ყველა რელიგიური [მათ შორის ათეისტური] მიმდინარეობა, მკვეთრად ემიჯნება ცოდვასთან გაიგივებული [გათანაბრებული] არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა და მათი მხარდამჭერი ე.წ. ფსევდო-ლიბერალების ქმედებას - მოახდინონ ცოდგის ლეგალიზაცია.

დღეს მოქმედ „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ -

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“ [მუხლი 19,1-3].

როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ - „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი ქმედებით, არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.

საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან ფსევდო-ლიბერალების დაპირისპირების მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ. სახეზე გვაქვს უმცირესობის ასეთი ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის შეხედულებათა იგნორირების ფონზე განხორციელებული ძალადობა - ნებისმიერ ფასად მიაღწიონ ცოდვის ლეგალიზებას. ეს უკანასკნელი კი აშკარად ლახავს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ფუნდამენტურ უფლებებს.

კანონპროექტის - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-5 მუხლში: „ამ კანონის დებულებათა არასწორად გამოყენების აკრძალვა“, ვკითხულობთ:

- „2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას“.

ამ ჩანაწერის შემოტანით, ფსევდო-ლიბერალები ცდილობენ როგორმე შეარბილონ ის მოსალოდნელი წინააღმდეგობა, რაც ამ კანონპროექტის მიღებას ახლავს თან.

ამავე კანონპროექტის პირველ მუხლში დაფიქსირებული ხსენებულ - „სექსუალური ორიენტაცია“-ზე მიმანიშნებელი ჩანაწერი, რომელიც სხვათა უფლებებთან გათანაბრების მიზანს ამოფარებით, ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობაა, დიახაც ეწინააღმდეგება იქვე მოცემული მე-5 მუხლში დეკლარირებულს.

ბიბლიაზე დაფუძნებული, ქრისტიანული სამყაროს კანონმდებლობის განმსაზღვრელი - „დიდი სჯულის კანონი“, მკვეთრად ემიჯნება გაუკუღმართებული ქმედების  ნებისმიერ გამოვლენას.

მოდით, ამჯერად მხოლოდ ქართული სინამდვილის უბრწყინვალესი ნიმუში - „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა [1105 წ.] [კანონები]“ გავიხსენოთ. კერძოდ მის მე-18 მუხლში ვკითხულობთ:

„ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სოდომელთა ცოდვა, არ ვიცით როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისგან, ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს:

მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ.

მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: „სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები“ [შესაქ. 18,20-21]. ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა!...

თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასათვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნობთ ყველას -

დიდსა და მცირეს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს -

განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლისწერის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის.

ამასთან ერთად, ჩვენგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას“ [„დიდი სჯულისკანონი“, თბ. 2004 წ. გვ. 310-312].

მოდით ვნახოთ, რას გვამცნობთ ღმერთის ნების ამსახველი ბიბლია:

„არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“ [ლევ. 18,22]

„წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი...

ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“ [ლევ. 20,7-8; 13].

პავლე მოციქულის პირით ღმერთი გვაფრთხილებს - „...მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას“ [რომ. 1,26-28];

„ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ [1 კორ. 6,9-10];

„რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში“ [ეფეს. 5.5].

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ორი „გამოსავალი“ არსებობს:

1. საერთოთ უარი ითქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე, რამეთუ მასში ასახული მთავარი პრინციპების რეალიზების შესაძლებლობის [გარანტიას] ისედაც იძლევა დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი [„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“];

2. ხსენებული კანონპროექტი მიღებულ იქნეს მის პირველ მუხლში დაფიქსირებული ფრაზის - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოიხსნება, უკვე ხსენებული, ის წინააღმდეგობა, რომელიც ამავე კანონპროექტის პირველ და მეხუთე მუხლებს შორის არსებობს.

წინამდებარე ღია წერილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მიერ, 2014 წ. 20 აპრილის სააღდგომო ეპისოლეში გადმოცემული შეგონებით დავასრულებთ

 „...თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ“.

გვახსოვდეს, განკითხვის დღეს, ყველანი ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს! ამიტომ,  ღმერთმა მოგცეთ საკუთარი სულის ხსნისათვის საჭირო მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,  2014 წ. 27 აპრილი

 

 

ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში,

ქვეყანაში, რომელიც მაცხოვრის კვართის დაფვლის მადლმოსილია,

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგად, მოხდა

სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონონება

 

კანონი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

საშუალებას აძლევს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეუზღუდავად გამოყენების საბაბით, მოითხოვონ თავისი ამორალური ზნეობრივი ფასეულობების ღიად გამოყენების უფლება. კერძოდ:

 

მუხლი 25,1:  ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

კომენტარი:

ცოდვიანი კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მხრიდან ამ უფლების გამოყენებით თავისი ცოდვების ფართოდ რეკლამირების [მსვლელობებზე, მიტინგებზე...] უფლების მოპოვებაა

 

მუხლი 36

1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

კომენტარი:

ამ ცოდვიანი კანონის მიღების შემდეგ, ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მომდევნო მთავარი მიზანი, კონსტიტუციის ამ მუხლზე დაყრდნობით, ერთსქესიანთა ქორწინების უფლების დაკანონებაა.

 

კანონი

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“

ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობის

კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, კერძოთ:

 

მუხლი 17,1: ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

კომენტარი:

ე.წ. სექსუალური უმცირესობის ამორალური ზნეობრივი ფასეულობები ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთა ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური ღირებულებების მქონე უმრავლესობის პატივსა და ღირსებას;

 

მუხლი 44

1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.

კომენტარი:

ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებით თანაბრად სარგებლობის უფლების მინიჭება და მათ მიერ ამ უფლებათა გამოყენების საბაბით ამორალური ზნეობრივი კატეგორიების სხვადასხვა თავყრილობათა ფორმით [მიტინგები, დემონსტრაციები და სხვა] ღიად გამოხატვით დაირღვევა - კონსტიტუციით გარანტირებული ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ  საქართველოს უმრავლესობის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ცხოვრების წესი.

 

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 28 აპრილის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 28 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;

2. ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარებისა და მისაღები - „გამაფრთხილებელი რეზოლუციის“ თაობაზე...

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე];

ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];

- დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური];

- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];

- ავთანდილ იოსელიანმა [სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავმჯდომარე].

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

...

მაღლა შევხედე ზეცასა,

ცა ლურჯად იყურებოდა...

კაცის სახელი ეწერა,

გულში ვინც მეფიქრებოდა.

მინდოდა ყველასთვის მეთქვა,

თუმც არა მქონდა უფლება.

მაგრამ - რად უნდა ვინმეს თქმა,

ის მალე ჩვენთან იქნება.

ახმაურდება ქვეყანა,

დიდი ზეიმი იქნება...

ბევრი ინანებს ცოდვებსა,

მაგრამ გვიანი იქნება.

სჯობს მანამ მოინანიონ,

გაინახევრონ სასჯელი.

ცოდვა არავის შერჩება,

უფალი არის განმსჯელი...

ეკატერინე ხრიკული

 

ზეცა ეძახის წამებულ სულებს!..

ზეცა ეძახის წამებულ სულებს: შენი ჯერია! ნეტავ რაზე მიანიშნებს, ზეციერთა თავყრილობა?!

სიზმრად ვნახე - თავს იყრიდა წმიდა საკრებულო დიად მიზნებისთვის...

ამგელოზი იუწყება: სხვა ჟამია და სხვათა ჯერია საკრებულოში, და სხვა ლამპარი ინთება ზეცას - მეორედ მოსვლაა... გზა უფლისა გაცხადდება, ვინც ირწმუნებს - გადარჩება,სიყვარული აღზევდება, საქართველო გაბრწყინდება.

მეორედ მოსვლის მოლოდინშია კაცობრიობა.

ვიხილე - თითქოს რიგში დგანან სხვა ერები, ქართველები კი მათ მეოხებად...

დინა [დიანა] ჯიქია

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 28 აპრილს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

25 აპრილს, საარჩევნო გაერთიანების - „უფლის სახელით...“ [გაერთიანებაში შემავალი ა/ო „ძლევაი საკვირველის“-ს მეთაურის დავით ამაშუკელის მიერ] ქ. თბილისის მერიაში შეტანილი იქნა შეტყობინება [№12/14115585-17], ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ საბოლოო კანონად ქცევის საწინააღმდეგო მოთხოვნით, ა.წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამავე დღეს მიხეილ [გელა] სალუაშვილი და დავით ამაშუკელი ეწვივნენ პ/ო „ქართული აზრი“-ს ლიდერს ლევან ჩაჩუას, და შეთავაზეს მას, თავის გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიეღო დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

26 აპრილს, საარჩევნო გაერთიანების „უფლის სახელთ...“ სპიკერი მიხეილ [გელა] სალუაშვილი და გაერთიანების წევრი ა/ო „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე ლევან ხაჭაპურიძე ეწვივნენ გლდანში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს მამა ბასილს [მკალავიშვილი], და სთხოვეს მას, თავის მრევლთან ერთად, საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

2014 წ. 30 აპრილს, 12.00 სთ-ზე, საპროტესტო აქციის დაწყებამდე, თბილისის პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 20-მდე სასულიერო პირისა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით, ჯერ ჩატარდა სავედრებელი პარაკლისი.

მოგვიანებით [13.00 სთ-ზე] ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა [ავთანდილ იოსელიანმა, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] და დავით ამაშუკელმა], ხაზი გაუსვეს, ხელისუფალთა მხრიდან ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ქუდქვეშ, ცოდვის დაკანონების მცდელობის მიუღებლობას.

აქციის ბოლოს დავით აქუბარდიასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მიუხედავად წინასწარი შეპირებისა, ტ/კ „კავკასიის“ დამფუძნებელმა ვეღარ გაბედა, აღნიშნული თემატიკის განხილვის მიზნით, პირდაპირი ეთერი დაეთმო ჩვენთვის.

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე განთავსებული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი იტყობინებოდა:

„2014 წ. 1 მაისს, პარლამენტში განიხილება ,,უფლის სახელით- უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№6652; 26.03.2014)(პირველი მოსმენა) (წამყვანი) მომხსენებელი: მიხეილ სალუაშვილი (საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი)“.

გაერთიანების წევრებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მევლუდ მამადაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, დავით ამაშუკელმა და ნუკრი წიკლაურმა, ქუთაისის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართვებში, დაუფიქსირეს სრული მხარდაჭერა და მოკლედ გააცნეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ცალკეული დეტალები.

კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ დეტალურად ისაუბრეს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შინარსისა და მისი მიღების აუცილებლობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის - ირაკლი ტრიპოლსკისა და მისი მოადგილის - გია ჟორჟოლიანის წინადადებით, კომიტეტის წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

სხდომის შემდეგ, „უფლს სახელით...“ მავალი გუნდის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან, და მოსთხოვეს მათ, რათა, მაისის თვეში დაგეგმილიყო ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვების თაობაზე წარდგენილი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა.

პარლამენტის შენობიდან გამოსულმა [მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და დავით ამაშუკელმა], კვლავ მიმართეს სიტყვით, იქვე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, და დეტალურად განუმარტეს მათ ცოდვის დაკანონების შემცველი კანონის მიუღებლობის მიზეზები.

ზემოხსენებული მიზეზის გამო, ქუთაისში ჩასული „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის დელეგაცია [მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი, ნუკრი წიკლაური] 1 მაისის საღამოს მშვიდობით დაბრუნდა, ბიბლიურ იერუსალიმად წოდებულ - თბილისში.

ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს კი შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ - „... მეხუთე თვის პირველ დღეს  [1 მაისი] მივიდა იერუსალიმში [თბილისი], რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე“ [1 ეზრა 7,9].

2 მაისს, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა სპეციალური გამცხადება გააკეთა, პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული უზნეობის დამამკვიდრებელი ე.წ. კანონის მიღებასთან დაკავშირებით [ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა იმავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 23.16 სთ-ზე].