Print

გაზ. №19 [915]

ღვთის რისხის გამოვლენის პირველი ნიშანი

2014 წლის 7 მაისს, დაახლოებით 12.00 - 13.00 საათისთვის, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ, ძალაში შევიდა ცოდვის დამაკანონებელი, ე.წ. – „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

შესაბამისად, ამ კანონის მიმართ ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, 2014 წ. 7 მაისიდან, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მაცხოვრის კვართის დაფვლის მადლმოსილია, ღვთის მიერ დადგენილ მცნებათა საპირისპიროდ გაერთიანებული ძალებით მომქმედი: საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონონება.

ამ ცოდვიანი კანონის გამოქვეყნებიდან მცირე დროის შემდეგ, ხელვაჩაურის [კოდი - „ხელვაჩაური“ = „ხ[ელვა]ჩაური“] რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევა, ჩვენის აზრით, განრისხებული ღვთის ნების პირველ გამოვლენად უნდა მივიჩნიოთ.

გავრცელებული ინფორმაცია ასეთია:

„...აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა. მისივე განმარტებით, გუმბათის ჩამონგრევის დროს ერთმა ადამიანმა გადახტომა შეძლო, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა.

„16:00 საათზე შემოვიდა შეტყობინა სამაშველოში. 10 წუთში გამოვცხადდით ადგილზე და გამოვიძახეთ კიდევ რამდენიმე ჯგუფი. დაგვხვდა ტრაგედია, მშენებარე ეკლესიის გუმბათი, დაახლოებით, 50 ტონა მასა იყო ჩამოშლილი და მოყოლილი იყო ოთხი მშენებელი. გავარკვიეთ, რომ დღეს სულ ხუთი ადამიანი მუშაობდა. ჩამონგრევის დროს ერთმა შეძლო გადმოხტომა, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა. ორსაათიანი ოპერაციის შედეგად ორი გამოვიყვანეთ ცოცხლად, ხოლო ორი გარდაიცვალა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ცნობისათვის შეგახსენებთ, რომ 1995 წ. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ზ. ჟვანიას ინიციატივითა და ედ. შევარდნაძის თანხმობით, „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო სიაში პირველად გამოჩნდა მ. სააკაშვილი. ამ დროიდან ათვლით [1996, 1997 ... 2013, 2014] მე-19 წელი, ანუ - 2014 წ. 7 მაისი, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ამონაყარ-გამგრძელებელთა ე.წ. თანამშრომლობის შედეგად, როგორც ითქვა იქცა საქართველოში სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონების დღედ.

ბოლო ჟამის მდინარების ამ კონკრეტული მონაკვეთის თაობაზე ბიბლიური მინიშნებითი ანარეკლი ასეთია:

„მეხუთე თვის მეშვიდე დღეს [აქ - 7 მაისი], ესე იგი, ბაბილონის [აქ - ბოროტების სიმბოლო] ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე [ანუ - 2014] წელს, მოვიდა ნუბუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი იერუსალემს [აქ - თბილისი] და გადაწვა უფლის სახლი [აქ - ეკლესიის პოზიციის უარყოფა] და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი [მოქალაქეთა პოზიციის უარყოფა], ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა“ [4 მეფ. 25,8-9].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

სოდომ-გომორული ცოდვის დამკანონებლებს - მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს;

ზოგადად, მათ პოლიტიკურ გუნდ, ანუ საარჩევნო სიის კანდიდატებსა და

მოსალოდნელ არჩევნებში მათ მხარდამჭერებს, გაფრთხილებთ:

ან: დროზე მოინანიეთ ჩანადენი, და ყველაფერი გააკეთეთ მის გამოსასწორებლად;

ან არადა იცოდეთ - თქვენი დრო მთავრდება!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი, 2014 წ. 7 მაისი

 

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

 

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენიდან უმოკლეს დროში, დაჩქარებული წესით განხილვის ფორმით, კერძოდ - 2014 წ. 17 აპრილს, პირველი მოსმენით [109 ხმა მომხრე, 0 წინააღმდეგი], 1 მაისს მეორე მოსმენით [112 ხმა მომხრე, 0 წინააღმდეგი] და 2 მაისს მესამე მოსმენით [107 ხმა მომხრე, 1 წინააღმდეგი], მიიღო საქართველოს კანონი - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერისა და 7 მაისს საკანონმდებლო „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევიდა.

შესაბამისად, ამ კანონის მიმართ ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, 2014 წ. 7 მაისიდან, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მაცხოვრის კვართის დაფვლის მადლმოსილია, ღვთის მიერ დადგენილ მცნებათა საპირისპიროდ გაერთიანებული ძალებით მომქმედი: საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონონება.

 

თქვენო უწმიდესობავ!

ბოლომდე თანავეზიარებით რა თქვენს მიერ 2014 წ. 6 მაისს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ ქადაგებაში ამ კანონის შესახებ ნათქვამს - „...როგორ შეიძლება უკანონობის დაკანონება; უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა... არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს...“-ო, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გაერთიანების „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ პარლამენტში გავაგზავნეთ საკანონმდებლო წინადადება - კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელშიც ღვთის ნების გადმომცემი ბიბლიისა და მასზე დაყრდნობით შემუშავებული „დიდი სჯულისკანონის“, აგრეთვე დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნათა ბაზაზე, ვთავაზობთ პარლამენტს, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლიდან ჩანაწერის - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“  ამოღებას.

 

თქვენო უწმიდესობავ!

ვხელმძღვანელობთ რა დედა ეკლესიისადმი ჩვენი უღრმესი პატივისცემით, დანართის სახით, გვინდა წარმოგიდგინოთ პარლამენტართათვის განკუთვნილი, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების დასაბუთების მიზნით შედგენილი ის მასალა, რომელშიც დეტალურადაა აღნიშნული, ამ კანონის ამოქმედების შემდგომად მომდინარე პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეები.

იმედს ვიტოვებთ, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის ნებას მინდობილი საქართველოს მარათლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობით მავალი ქართველი ხალხი, ამჯერადაც მოძებნის ღვთისა და ერისათვის ზნეობრივად მისაღებ გამოსავალს.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი; დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

პატივისცემით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 

პოლიტიკური პარტიების

ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

მიმართვა

საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით

2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლისა და 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, გაცნობებთ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საარჩევნო ფონდი დაფუძნებულია, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

დღეის მდგომარეობით - აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].

გარდა ზემოთმითითებული მონაცემებისა, გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ პარტიის ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

პატივისცემით:

საარჩევნო სუბიექტის:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს

საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)  

სალუაშვილი

ტელ.: 5[91] 63-63-36

ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

4 მაისი, 2014 წ.

 

...

გილოცავთ - კვირაცხოვლობას,

მის შემდგომს - გიორგობასა!

ღმერთო ერთად მოგვასწარი

იესუს გაცხადებასა...

გვიახლოვდება „ზაფხული“,

ყანა მოისხამს თავთავსა.

ვიდრე თავთავი გახმება

[გლეხი ალესავს ნამგალსა],

ჩვენი ლასკარი გვახარებს

ყველას საამო ამბავსა,

მთელი ქვეყანა იხილავს,

გაცხადებულსა „ზღაპარსა“

ეკატერინე ხრიკული

 

ზეციდან მოწვდილი შეძახილი!..

2014 წ. 30 აპრილს, დილის ხუთის ნახევარზე, სიზმრად ნანახმა გამომაღვიძა. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა მკაფიოდ მომესმა ხმა, რომელიც ბრძანებდა:

„ასეთი კრიტიკული მომენტი არასოდეს ჰქონია მცხეთა- თბილისის ეპარქიას“.

მინაწერი:

30 აპრილს, თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად მიმდინარეობდა საპროტესტო გამოსვლები ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ არმიღების მოთხოვნით.

ნელი

მაძღარაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 5 მაისის

სხდომის ანგარიში

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 5 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების დეტალების შესახებ;

2. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტისაქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

- ვალერი მჭედელაძემ [„სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე];

- ნანა არუდაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

- ჯემალ ჯიქიამ [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი];

- დავით ამაშუკელმა [ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური];

- მამა ელიზბარმა [დიაკონიძე] [„სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე];

- სერგი საჯაიამ [„იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“-ს თავმჯდომარე].

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 

ქართველთ ერთობის ვარ მომლოდინე!..

ქართველი ერის სულში ბურუსია... ქართული ფენომენი კი იძირება, შველას ითხოვს. საკუთარ ქვეყანაში დატყვევებულის იერი გადაჰკრავს ქართველ ხალხს.

ყველასაგან მიტოვებულს, ზეციური სამყაროღა შერჩენია ერთგულ მეგობრად, რომელიც ასე გვეხმიანება - „წარმავალ ცხოვრებას ნუ დაემონები, წინ წარუვალი საუნჯე გელის“.

ზეცას - უფლის რისხვის ნაპერწკლები სცვივა, უფალი - ცოდვილი სამყაროს განკითხვას აპირებს... ანგელოხი იუწყება - „მკის ჟამი უდგებაო დედამიწას“.

რჩეულ ერში შფოთი და განგაშია. ქართველი ერის სულიერი გაპარტახება - კულმინაციურ წერტილს აღწევს... ერს, ქვეცნობიერი კარნახობს, სულიერად ვერ ისვენებს, რადგან ზეციური მუხტი ამოძრავდა.

რჩეული ერის [ქართველთა] სულიერი მისია ასპარეზზე უნდა გამოვიდეს... მას - ზეციერთა დიდების გვირგვინი ელოდება. მის გვერდითაა ხმალშემართული ზეციური სამყარო... წმინდანთა დასი, უხილავად რომ დააბიჯებს დედამიწაზე, რჩეულ ერში მოქმედებს...

ქართველნო:

- იქნებ შევიძლოთ ერთობა;

- იქნებ ჩვენი მტრების გასახარად არ მოვიქცეთ;

- იქნებ შევიცნოთ ქრისტეს ნაბიჯები;

- იქნებ შევიცნოთ ჩვენი ქვეყნის მისია;

- თუ გვინდა თავსმოჯარული მტერი უფლის მადლით დავამარცხოთ, გავიაზროთ საქართველოს სულიერი მისია;

- დღეს, საქართველოში, ქართველთა მიერ „გოლგოთაზე“ აზიდული ჯვარი ასვენია;

- ჯვარცმული საქართველო უნდა აღდგეს!..

- ზეციური სამყარო უდიდეს სულთა სავანეს იცავს და აცხადებს საქართველოს ხელშეუხებლობას...

- ახლოვდება დრო ზეციდან კურთხეული ძალმოსილებით აღჭურვილი რჩეულთა დასის გამოჩენისა... ამენ!

დინა [დიანა]

ჯიქია

 

იყოს ქვეყნად მშვიდობა!..

მშვიდობის მტრედებს მოვავლენ ქვეყნად!

მშვიდობის დესპანს მოვუხმობ ყველგან!

რომ ზეციური ჯვარი შევკრა დედამიწაზე...

ზეციერთა ისმის ხმები:

საქართველოში აინთება

ის აღთქმული შუქ-მნათობი სხივი...

ნურვინ ფიქრობს:

„დედამიწას მიწიერი იბატონებს...“.

„ზეციერთა ფარ-ხმალი და

მიწიერთა მორჩილება...“,

ასე ამბობს, ასე ძერწავს,

მაღალი ღმერთი,

ქრისტეს სამოსს,

რათა იგი - დედამიწას გადააფაროს

და ამით გადაარჩონოს გადასარჩენი.

ძლიერ უჭირს წუთისოფელს

]ცას და მიწას, ზღვას და ხმელეთს],

ზეციერნო, ვითარც მშობელს,

შეგავედრებთ დედამიწას!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 5 მაისს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

ამავე დღეს, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სხდომათა დარბაზში გაიმართა გვარიშვილობის კავშირის სხდომა. საარჩევნო გაერთიანების „უფლის სახელით...“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემლა ჯიქია, მამა ელიზბარი [დიაკონიძე], ავთანდილ იოსელიანი.

6 მაისს, პარლამენტის „რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიდან“, ფოსტით მივიღეთ საკომიტეტო მოსმენის შემდგომად მომზადებული დასკვნა, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი - საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს

ასლი - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ სპიკერს მიხეილ სალუაშვილს

საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№6652; 26.03.2014)

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა 2014 წ. 1 მაისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№6652; 26.03.2014)

სხდომაზე აღინიშნა, რომ:

1. საკანონმდებლო წინადადების [წარმოდგენილია კანონპროექტის სახით] მიზანია ქვეყანაში აესებული მწვავე დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისა და სოციალური სიდუხჭირის დაძლევისათვის „განსახლების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, იპოთეკით დაზარალებული პირების, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდების და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენას და ეტაპობრივად მუდმივ საკუთრებაში გადაცემას, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, დაცარიელებული ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონებისა და ისტორიული დასახლებების აღორძინებისათვის საჭირო პირობების შექმნას [ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, მცირე, საშუალო და მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და დასაქმების საკითხების გადაწყვეტა].

2. კომიტეტი იზიარებს საკანონმდებლო წინადადებაში გადმოცემულ მოსაზრებას და პოზიციას ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში დაგროვილი უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, ჰუმანიტარული, ეკოლოგიური, მიგრაციული და სხვა პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს კომპლექსური სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარებას.

3. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნისთვის 2012 – 2014 წლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავდა ადეკვატური სახელმწიფო სტრატეგიები და კონკრეტული სამოქმედო გეგმები...

...ქვეყანაში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, არსებული მწვავე დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით 2013 წ. 23 ივლისს დაფუძნდა „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი“.

4. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დამატებითი რესურსების მობილიზაციის მიზნით 2013 წ. განხორციელდა ცვლილებები გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციაში, რომლითაც განისაზღვრა მაღალმთიანობის სტატუსის კოეფიციენტი იმ რეგიონებისთვის, სადაც მდებარეობს, საქართველოს კანონით განსაზღვრული, არანაკლებ 10 მაღალმთიანი დასახლება. 2014 წ. 31 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ [№262], რომელიც ითვალისწინებს ფულად დახმარებას [2014 წ. 1 ივნისიდან] ყოველ მე-3 და შემდგომი შვილისათვის 200 ლარის ოდენობის მაღალმთიან რეგიონში, ბარში - 150 ლარის ოდენობით.

5. მაღალმთიანი რეგიონების მწვავე სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების, ასევე საქართველოს მთიანეთის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საერთოეროვნული მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომლის სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს მუშაობა „მაღალმთიანი და მასთან გათანაბრებული რეგიონების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესამუშავებლად; ...კანონპროექტთა პაკეტი [დაინტერესებული მინისტრებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით სახელმწიფო კომისიის ბოლო სხდომაჩატარდა 2014 წ. 27 მარტს] მოიცავს მთიანი რეგიონებისთვის ფინანსურ და საკრედიტო შეღავათების დაწესებას, ინფრასტრუქტურული და სამეწარმეო პროექტების განხორციელების წახალისებას, დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების რეგულირებას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რომელთა შორის მოიაზრება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული მიზნობრივი [სახელმწიფო] ფონდის შექმნა.

6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ საკანონმდებლო წინადადება განხილულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელთა დასკვნით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“, არ საჭიროებს ახალი კანონის მიღებას, რადგან ამ საკითხის სამართლებრივი რეგულირება [სათანადო ფინანსური რესურსების გამონახვისა და დადგენილი წესით დასაბუთების პირობებში] შესაძლებელია განხორციელდეს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - ,,საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის ,,განსახლების ფონდის“ შექმნის თაობაზე“, უარყოფითად იქნას ცნობილი; მაგრამ, საკითხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკანონმდებლო წინადადებისა და მასზე თანდართული მასალების სამუშაო ვარიანტად გადაგზავნა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხების სახელმწიფო კომისიაში.

ერეკლე ტრიპოლსკი

კომიტეტის თავმჯდომარე“.

აღნიშნული კომიტეტის მთავარ სპეციალისტ რაფიელ გელანტიასთან,  ამავე დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში დავუფიქსირე ჩვენი გაოცება „დასკვნაში“ აღნიშნული ე.წ. „უარყოფითი“ პოზიციისა გამო. ბ-მა რაფიელმა განგვიცხადა, რომ „თქვენი თანდასწრებით გამართულ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს არა ამ წინადადების - მოწონებას, არამედ მოიწონეს მასში დაფიქსირებული საკითხების აქტუალობა [?!]. სწორედ ეს პოზიციაა ასახული ჩვენს დასკვნაში“-ო“.  

საკითხის თაობაზე ამდაგვარი „პოზიციის“ მატარებელი პირისათვის აბა რაღა უნდა მეპასუხა. ამიტომ, ბოლოს, შევახსენე მას ცნობილი ფილმის ფრაზა - „გეკუთვნით... მაგრამ არ გეკუთვნითო“ და - დავემშვიდობე.

8 მაისს, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ძალაში შესვლის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში შევიტანეთ ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადება - „კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ [ჩაბ. № 9789, 8. 05. 2014 წ.].

ამავე დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ჩავაბარეთ „წმიდა სინოდისა“ და საქართველოს პატრიარქისადმი განკუთვნილი ღია მიმართვა [ჩაბ. № 395-10-3/395; 8. 05. 2014 წ.].

8 მაისს, 23. 26 – 23. 55 სთ-ზე, ტ/კ „კავკასია“-ს პროგრამა „ბარიერი“-ს ღია ეთერში [წამყვანი - ნინო ჯანგირაშვილი], თბილისის მერობის კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და გიორგი ლაღიძემ თავიანთი შეხედულებები გააცნეს მაყურებლებს.

9 მაისს, ჩვენს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ისაუბრა - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისა და საქართველოს საპატრიარქოსადმი ჩაბარებული „ღია წერილის“ არსობრივ დეტალებზე. ბრიფინგის სრული ჩანაწერი გადაიცა ამავე დღეს საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 17.34 – 17. 41 სთ-ზე.

ამავე დღეს, საზ. მაუწყებლის მე-2 არხის ინიციატივით მოწყობილ შეკრებაზე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „თანამშრომლობის მემორანდუმს“. აქვე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ჩვენს გაერთიანებას - „უფლის სახელით...“, მე-2 არხის პირდაპირი ეთერით სარგებლობის შესაძლებლობად განესაზღვრა - 27 მაისი [17.00 – 17.45 სთ.] და 13 ივნისი [21.00 – 21. 45 სთ.].