Print

გაზეთი № 21 [917]

შავი გველეშაპის დამმარცხებელი - მხოლოდ

„უფლის სახელით...“ მავალი გუნდია

წარმოდგენილი პლაკატი შემდეგი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელია:

პლაკატის ზედა მხარეში განთავსებული ორი წარწერა, ანარეკლია უფალ იესუ ქრისტეს მიერ წინასწარნაუწყები შეგონებისა - „მე მოვედი მამის ჩემის სახელით, და არ შემიწყნარებთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას შეიწყნარებ“ [იოანე 5,43].

მოსახლეობას მოვუწოდებთ, მართებულად გაიაზრონ დღევანდელობა, რამეთუ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ერთის მხრივ  - „უფლის სახელით...“, ხოლო მეორეს მხრივ - თავისი სახელით მომავალთა შორის; რომელთაგან მხოლოდ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლებსაც უფლისმიერი სიმართლით გვსურს სიარული; ხოლო ყველა დანარჩენთათვის: ან - აშშ, ანდა - რუსეთია „სიმართლის“ ეტალონი. 

მოდით გავიხსენოთ „ამირანის ეპოსის“ ერთი მონაკვეთი.

როგორც ვიცით - ამირანის მიერ მოკლული დევის თავიდან ამომძვრალი სამი ჭია, სამ გველეშაპად იქცევა:

 „მინდორში სამნი ჭიანი მიდიან მიიმღერიან, თვალს უცემს დარეჯანის ძეს, - მაგათთან ომი მწადიან. თეთრი - ბადრს, წითელი - უსუპს, შავი ჩემდ გინებებიათ!..

რომელი მოხვალ მა მთასა, რომელი მიჰკეც მაგ გზასა, გადადი და დაუძახე ბადრსა, უსუპსა ჩემს ძმასა: თეთრიც მოვკალ და წითელიც, ნუღარ გადივლით მა მთასა.

შავმა აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწია. ჩადი ბადრო, და გასძახე ხმა შენი მშვენიერია: - მაუდის დარეჯანის ძეთ ჯიბეს ჩადება დანისა, ამოღება და გამოჭრა მუცლისა გველეშაპისა“ [იხ. „ქართული ხალხური საუნჯე“, თბ. 1991 წ., გვ. 19-20].

ზოგადად, ეს სამი გველეშაპი, საქართველოს ბოლო ორასზე მეტი წლის ისტორიის, ანუ რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირებული  - სამი პირობითი ეპოქის ნიშანია. კერძოდ:

1. თეთრი გველეშაპი, ეს: 1801 -1917 წ.წ. მეფის რუსეთის იმპერიაში ჩვენი ყოფნის დროა [ე.წ. „თეთრგვარდიელები“];

2. წითელი გველეშაპი, ეს: 1921 -1991 წ.წ. საბჭოთა იმპერიის ტყვეობის დროსთანაა კავშირში [„წითელარმიელები“], და

3. შავი გველეშაპით, 1991-1992 წლების გასაყარიდან დაწყებული ე.წ. „გატიალების სიბილწის“ დამამთავრებელი ეტაპია გამოკვეთილი.

„შავი გველეშაპით“ სახელდებული მესამე, დამამთავრებელი ეპოქის მთავარი შემოქმედი - ედ. შევარდნაძე, და მის მიერ „დაფრთიანებული“ მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე და ყველა ის სხვა პოლიტიკური ძალაა, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობა, აგერ უკვე 23 წელია, ფიზიკურად და სულიერად ანგრევს საქართველოს.

მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვთ, დავსძენთ, რომ - „შავი გველეშაპის“ დამარცხება, მხოლოდ „უფლის სახელით...“ მომქმედთა და უფლისმიერ სამართალს მინდობილთა წილხვედრია.

2014 წ. აღმოსავლური კალენდრით - ცხენის წელიწადია. გამოცხადებაში ვკითხულობთ - „და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი, და მასზე მჯდომს ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რადგანაც სიმართლით განსჯის და იბრძვის“ [გამოცხ. 19,11].

პლაკატზე დატანილი ცხენზე ამხედრებული მხედარი, სწორედ ზემოთქმულის არსის გადმომცემია.

წმიდა ბერი გაბრიელის სიტყვები - „ზვიადის მტერი ღვთისა და ერის მტერია, შვილო“, ჩვენი სულისმიერი ამოძახილის თანხვედრილია, რამეთუ „უფლის სახელით...“ მავალთა პოლიტიკური ხედვა და ქვეყნისადმი დამოკიდებულება მთლიანადაა დაფუძნებული იმაზე, რა მისიითაც მოქმედებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ჩვენი ქვეყნის პირველი [და დღემდე ერთადერთი კანონიერი] პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

 

საქართველოს ხელისუფალთ:

პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას,

ყურად იღეთ ღვთისაგან გამოვლენილი ნიშანი...

 

2014 წ. 17 მაისს, გარყვნილების სიბინძურეში ჩაფლული მსოფლიოს მიერ, ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის დღეს, დარიალის ხეობაში მყინვარწვერიდან დაშვებული მეწყერი, საქართველოში ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“-ს ძალაში შესვლის დღეს, ანუ ა.წ. 7 მაისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ახალსოფელში მომხდარი მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევით გამოვლენილი გაფრთხილების გაგრძელება უნდა იყოს.

„უფლის სახელით...“ მავალმა გუნდმა, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის პრაქტიკული გამოსავალი შეიმუშავა და, ჯერ კიდევ 8 მაისს პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა საკანონმდებლო წინადადება - კანონპროექტი: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

შესაბამისად, მოვუწოდებთ - საქართველოს ხელისუფალთ: პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ყურად იღონ ღვთისაგან გამოვლენილი ნიშანი, დროულად მოახდინონ მასზე რეაგირება და კიდევ უფრო მძიმე მოვლენების განვითარებამდე დღის წესრიგში დააყენონ, სოდომ-გომორული ცოდვის დაკანონების გაუქმების საკითხი.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

22 მაისი 2014 წ.

 

...

ლასკარო, წმინდა ლასკარო,

აღზარდე კარგი შვილები...

სიკეთის კეთება უყვართ,

   მე მათ შევარქვი გმირები....

სიკეთე ცაზე სუფთაა,

და ყვავილებზე ლამაზი,

მაგას ფულით ვერ იყიდი

ვერც შეიყვარებ ძალითი...

ვთესოდ და ვთესოდ სიკეთე,

მე გაგიძღვებით, მომყევით...

დრო-ჟამიც მალე მოგვივა,

უფალია არის მომკელი...

თქვენ სხვებს არაფრით არ  გევხართ:

ძალიან გიყვართ უფალი...

თქვენა ხართ მისი შვილები,

ეს არის გარდაუვალი.

დრო მოვა ყველა დაგნატრებთ,

ბევრიც შეგხედავთ შურითა,

ურყევად დგომას გისურვებთ,

მაცხოვრის სიყვარულითა.

ეკატერინე

ხრიკული

 

ნ. ბურჯანაძის მხარდამჭერებს

„ვაი თქვენდა [თანამედროვე] ფარისეველნო და მწიგნობარნო"

 

მავანნი ცდილობენ, „ქოცებისა" და „ნაცების" ალტერნატივად ნ. ბურჯანაძე და მის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი წარმოაჩინონ... სწორედ მათდა გასაგონად, მინდა აღვნიშნო შემდეგი:

ნინო ბურჯანაძე - თანაზიარია ყველაფერი იმისა, რასაც ედ. შევარდნაძის მიერ ფუძეჩაყრილი უკანონო და დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა და მისი „ამონაყარი" - ზ. ჟვანიასა და მ. სააკაშვილის მიერ შექმნილი, ასევე დანაშაულებრივი რეჟიმი ჰქვია...

ყველა ის, ვინაც დღეის მდგომარეობით თავს მოიაზრებს ნ. ბურჯანაძის სახელთან ასოცირებულ ნებისმიერ გაერთიანებაში, თავადვე ხდება „ავტორი" მის მიერ ჩადენილი პოლიტიკური ნაბიჯებიდან მომდინარე შედეგისა...

პოლიტიკა ბინძური მხოლოდ მაშინაა, როდესაც ხელისუფლების სათავეში - ბინძური ადამიანები არიან! ხოლო ყველა ის, ვინაც - ერთი „სიბინძურის" მეორე „სიბინძურით" ჩანაცვლებას ხელს შეუწყობს, თავადვე ხდება ამ სიბინძურის მატარებელი...

და კიდევ - სიბინძურე, ხარისხით არ განიზომება, რამეთუ „სიბინძურე" სიბინძურეა; ისევე, როგორც - „აქლემისა და ნემსის ქურდი, ორივე ქურდია" და სწორედ ამიტომაცაა უარსაყოფი... მითუმეტეს, როდესაც, როგორც - „ნაცები", ასევე მათი ფესვის ამონაყარი "ქოც-ნაცები" და ნ. ბურჯანაძის ალიანსი, თავად არიან ერთი დიდი [პირობითი] „აქლემის" ქურდები...

ჭეშმარიტი სამართალი მხოლოდ - უფლისმიერია, რომელიც თავადვეა - სიცოცხლე. ამიტომ, ისევე როგორც ორიათასი წლის წინათ, ეხლაც [თანამედროვე ყოფაშიც] დიახაც რომ აქტუალურია მოწოდება - „ნეტარია ვინც არ შემცდარა ჩემში..."

დიახ, ნეტარია ვისაც ესმის [და შესაბამისადაც აღიქვამს] ბიბლიისეულ შეგონებებს, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 „ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...” [2 რჯ. 30,19-20];

და კიდევ - „...მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართოს ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,57-59].

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!!!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

21 მაისი 2014 წ.

 

ჩვენი პოლიტიკური ორიენტირი...

28 აპრილს, ჩვენს ელ. ფოსტაზე მივიღეთ ასეთი შეტყობინება:

„მოგესალმებით,

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჟამად, NIMD 27 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს. საქართველოში, NIMD პოლიტიკური პარტიების განვითარების, დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და დემოკრატიული განათლების გავრცელებას უწყობს ხელს...

NIMD-ის ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ინფორმირებას ისახავს მიზნად. ამჯერად ვებ-გვერდზე განთავსდება როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, ისე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხედვები და გეგმები ქვეყნისა და ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. ამომრჩეველს ასევე ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის საინტერესო საარჩევნო სუბიექტისა თუ მერობის კანდიდატების მოსაზრებებს და ერთმანეთს შეადაროს მათი ხედვები ამა თუ იმ საკითხზე.

ვებ-გვერდი ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იქნება ხელმისაწდომი, ხოლო მის შესახებ ინფორმაცია, ფართოდ გავრცელდება მასობრივი ინფორმაციისა და სოციალური მედიის წყაროებით...

ვადები:

1.    გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შევსებული კითხვარი არა უგვიანეს 2014 წლის 9 მაისისა.

2. შევსებულ კითხვართან ერთად, გთხოვთ მოგვაწოდოთ მერობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია (არა უმეტეს 500 სიტყვისა) და ფოტო სურათი;

3. ვებ-გვერდის პრეზენტაცია მოხდება 2014 წლის 20 მაისს...“.

სულ წარმოდგენილია 20 კითხვა, რომელიც ეხება ისეთ სფეროებს როგორიცაა - ეკონომიკა, ბიუჯეტი, დასაქმება, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, უსაფრთხოება და კრიმინალი, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, ეკოლოგია, რეკრეაცია და სპორტი, სხვა საკითხები.

ჩვენს მიერ გაგზავნილი პასუხი ასეთი შინაარსისა გახლავთ:

მოგესალმებით რა დიდის პატივისცემით, უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

თქვენს მიერ ფორმულირებული კითხვები, რომლებშიც მთელი სიღრმითაა არეკლილი მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უდავოდ განივთდება იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა შეიმუშაოს, ანუ ეს უახლოესი მომავლის საფიქრალ - გასაკეთებელია.

ამჟამად კი წარმოგიდგენთ, ჩვენს იმ ერთიან ხედვას რომელშიც ასახულია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმი

 

2010 წ. 30 მაისის მოწვევის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, მიზეზთა გამო, აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომად ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსული, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ: მათი სამართალმემკვიდრე - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელმა, მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული, დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენლებმა.

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, დაიწყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის ეტაპი.

მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაგებ მიზეზთა გამო, 2014 წ. ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტი, სწორედ ამ დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენელი „ნაცებისა“, და, მათთან მოთანამშრომლე, „ქოცების“ ე.წ. კოაბიტირებული შედეგია.

2014 წ. 15 ივნისის არჩევნების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსული პოლიტიკური გუნდი, იძულებული გახდება რა იმოქმედოს ამ ორგანოების წინა მოწვევის დეპუტაციის მიერ უკვე მიღებული საბიუჯეტო რეგულაციით განსაზღვრულ ჩარჩოებში, როგორც მინიმუმ 2014 წ. ბოლომდე, უძლური იქნება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანების განხორციელებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის გასაგონად ვაცხადებთ:

არ დაუჯეროთ არც ერთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, ამ არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ, რაიმე სასიკეთო ცვლილების გატარებას შეგპირდებათ.

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, ჩვენის აზრით, უნდა იქცეს იმ საძირკვლად, რომელზეც - კანონიერი და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის საკანონმდებლო სფეროს ძირითადი განმსაზღვრელი: 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტი, მასში წარმოდგენილი ისეთი პოლიტიკური ძალების ერთობაა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავენ.

ჩვენის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მხარი ისეთ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს, რომელიც სახელისუფლო ბერკეტების მოპოვების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე პოზიციის გამხმოვანებელი იქნება.

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით არჩევნებში მონაწილე ჩვენი პოლიტიკური გუნდი, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მომქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც არამარტო მომხრე ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა, არამედ გაგვაჩნია ასეთი არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო კონკრეტული იურიდიული მექანიზმი.

ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გადმოცემული მექანიზმის განხორციელება დიდწილადაა დამოკიდებული, საქართველოს მომავალ ბედზე ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი მოსახლეობის მხარდაჭერაზე.

ამიტომ, თუ თქვენც იზიარებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების წარმოდგენილ მექანიზმს - შემოგვიერთდით, და - ერთად შევქმნათ საქართველოს გაბრწყინებისათვის საჭირო საფუძველი.

 

 

სიმართლის მზე - ამობრწყინდება

ხილვაში ვხედავ: მამა დავითზე

რწმენის კოცონი სანთლად ინთება,

ხალხი ირევა... [მისტერიული გზასავალი

ასე ცხადდება]...

„ქრისტეს გზაზე“ - მორწმუნე ერს,

მოჯარული ტალღა მიჰყვება.

ამ დროს ზეციდან შემომესმა:

„ქართველი ერი აღორძინდება!..

დავითის ფესვის აღმონაცენი,

„ვითარცა მამა“, ქართველ ერს

წინ მიუძღვება...“.

ხალხის წყება კი, უწყვეტ ნაკადად,

ვიწრო სავალზე მიედინება.

ხმა გრძელდებოდა:

„რწმენის ვიწრო გზა გასავლელია!..

უსამართლობის მზე ესვენება,

და რჩეულთათთვის, გზა-სავალზე,

შუქი ინთება!..“

დინა [დიანა]

ჯიქია

 

ქართველის გულზე აღბეჭდილ საგალობელს!

ჩვენს მესიას, სუნთქვას, სულთქმას, ნუგეშს, იმედს...

განსაცდელთა ჩვენთა მძლეველს!..

შევსწირვიდეთ მარად - სამადლობელს...

და ჯვარცმულის ვნებით,

ჯვარზედ ამაღლებულ ერს,

ივერიის გაბრწყინება

მოგვეფინოს - მრავალჟამიერ! ამენ!..

 

მაია [ნინო] გელაშვილი

 

საქართველო - სულიერი მოვლენების ეპიცენტრი

საქართველო სულიერი მოვლენების ეპიცენტრია. ამიტომაც, ბუნებრივია, ღვთიური ძალების - სატანის ძალებთან სულიერი შეჯახების ადგილი, ბოლო ჟამს, სწორედ აქ - საქართველოში უნდა ყოფილიყო.

მისიონერი ქართველი ერი ამ დღეს ელოდა ქვეცნობიერად - „სულიერი ამბოხი“ საქართველოში, სატანური ძალების სტიქიური დაცემა... უფლის კანონია - „ჯერ იყო სიტყვა“.

საქართველოში მცხოვრებ ყველა ღვთისნიერ ადამიანს სურს, რომ კაცთმოყვარე, ქართული სულისკვეთებით განმსჭვალული ხელუსუფალი ჰყავდეს. თუმცა, ამისათვის მხოლოდ სურვილი როდი კმარა. თითოეულ ჩვენთაგანს მართებს ბრძოლა - ქართველი ერის მისიის აღსრულებისთვის!..

საქართველოში მომქმედი კლანური ხელისუფლების ზეციური [და მიწიური] გასამართლება - გარდუვალია...

მე, როგორც ერთ ქართველს, მაქვს ბუნებრივი ამბიცია - საქართველო იყოს სამართლიანი ქვეყანა. მთელი არსებით ვუცხადებ პროტესტს იმ კლანურ ხელისუფლებას, ვინაც სამართლიანი ადამიანები - დაატყვევა, დევნა, შეავიწროვა...

ჩემი პროტესტი - უუნარო ხელისუფლებას, რომელსაც არ სურს ქვეყანაში ჭეშმარიტი სამართლიანობის აღდგენა... ვინც უსამართლოდ სჯის ადამიანებს, ისინი სამართლიანად უნდა დაისაჯონ!

ასეთთა სულის სიმახინჯემ რა არ იტვირთა, რა მანკიერება არ შეისისლხორცა - მართალთა დევნა, წამება, გასამართლება... შეთქმულებანი... და სხვა მრავალი სულიერი სიმდაბლე... თქვენ, უნდა აგოთ პასუხი თქვენი - პირდაპირი თუ ირიბად ფესვგადგმული უღმერთობისთვის...

სიმართლისათვის თავდადებულნო - ერი და ბერი ელოდება სამართლიან თანადგომასა და მხარდაჭერას...

გიხმობთ ხმა ღვთისა და ხმა ერისა!...

და ვიმედოვნებ, ჩემი ბავშვობის არჩევანი - გამართლდება, და სიმართლისათვის თავდადებულთა გზასავალი, ღვთიური გზის სიმართლეს შეერწყმება!..

დინა [დიანა] ჯიქია

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 19 მაისს, გამართულ ს/გ- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე მოისმინეს გაერთიანების სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების მიმდინარეობის შესახებ.

გაერთიანებაში შემავალი ა/ო „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაურმა დავით ამაშუკელმა წარმოადგინა სააგიტაციო მასალების წინასწარი მაკეტები. ერთ-ერთ მათგანზე დატანილი შავი გველეშაპის თაობაზე, ბატონმა დავითმა „ამირანის“ ეპოსთან დაკავშირებულ - სამ გველეშაპზე მინიშნებას გაუსვა ხაზი.

  20 მაისს, 13.00 სთ-ზე სასტუმრო „რედისონში“ [ივერია] გაიმართა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტის წარდგინება, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ინფორმირებას ისახავს მიზნად. „უფლის სახელით...“ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია.

თბილისის მერობის კანდიდატებმა - დავით ნარმანიამ და ნიკა მელიამ მათი პროგრამის თავისებურებებზე ისაუბრეს.

„უფლის სახელით...“ წარდგენილმა ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა თავისი გამოსვლაში კერძოდ აღნიშნა:

„ბატონებო! „ნაცების“ 9 წლიანი და „ქოცების“ თითქმის ორწლიანი მმართველობის ფონზე, თქვენი გამოსვლის შინაარსიდან გამომდინარე ერთი ცნობილი ანდაზა მახსენდება - „მკვდარი მკვდარს ეუბნებოდა საფლავამდე მიმათრიეო“. სამწუხაროა, რომ ქვეყანას თქვენი დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის გზით მიღებული ბიუჯეტით უწევს ცხოვრება. ამიტომ, ცვლილებებთან დაკავშირებული თქვენი ყოველი დაპირება, მხოლოდ მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრას ემსახურება. რეალური ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ - ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისა და მის მიერ მიღებული 2015 წ. ბიუჯეტის პირობებში იქნება შესაძლებელი...“.

შეხვედრის დასასრულს, ნიკა მელიასთან გამართულ პირად საუბარში მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ შეახსენა მას, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამის თაობაზე და კერძოდ დასძინა:

- „ბატონო ნიკა! ბიბლიურ მინიშნებათა შორის პირადად თქვენი და იმ გუნდის თაობაზე, რომელსაც წარმოადგენთ, კარგი არაფერია მოცემული. მე, თქვენი და დავით ნარმანიას გასაგონად, სპეციალური მიმართვის გაკეთებას ვგეგმავ. მაგრამ ამჟამად, ვსარგებლობ რა შეხვედრის შესაძლებლობით, მინდა ერთგვარი ვალი მოვიხადო თქვენს წინაშე და გირჩიოთ: მოხსენით თქვენი კანდიდატურა ამ არჩევნებში, თუ არადა გაფრთხილებთ - ეს პროცესი თქვენდა სასიკეთოდ არ დამთავრდება...

ბუნებრივია მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი ეს ნათქვამი თქვენს უახლოეს გეგმებს ძირეულად შეცვლის მაგრამ, მე ჩემის მხრიდან ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ; გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა... ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...“.