Print

გაზეთი № 22 [918]

უზნეობასთან თანაზიარობა არ შეიძლება,

ანუ რატომ დავტოვე აკდემიის რიგები

„ფაზისის საერო აკადემიის“ სხდომები - ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს იმართება.

25 აპრილის სხდომაზე, აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ, სხდომის წევრებს აცნობა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მაისის თვეში გაიმართებოდა შეხვედრა ქ. თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან - დავით ნარმანიასთან.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ბატონი ნუგზარის ნებართვით, სიტყვით მივმართე დამსწრე საზოგადოებას, და მოკლედ მოვახსენე მათ იმ საშიშროების თაობაზე, რომ მოსალოდნელი იყო „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ერთხმად მიეღო, ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელი ზნეობის მატარებელი პირებისათვის მათი უზნეობის ღიად ქადაგების უფლების მიმცემი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

იქვე აღვნიშნე, რომ თუკი ეს კანონი მიღებული იქნებოდა, მაშინ ყველა ის პიროვნება, რომელიც „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ იქნებოდნენ წარდგენილნი 15 ივნისის არჩევნებზე, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები, თანაბრად ხდებოდნენ სოდომური კანონის მიღების თანაზიარნი.

აკადემიის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად გაიზიარა ზემოთქმული. ბატონმა ნუგზარმა, ამ საკითხზე მსჯელობის დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ: „...პატრიარქის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე პარლამენტი არ მიიღებს ასეთ უზნეო კანონსო“.

30 მაისს, პარასკევ დღეს, 25 აპრილს გამართული შეკრების აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობით შემდგარი, „ფაზისის საერო აკადემიის“ სხდომა - დავით ნარმანიასთან გამართული შეხვედრით დაიწყო.

აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ განსახილველად გამოიტანა მისივე წინადადება - დავით ნარმანიას „ფაზისის საერო აკადემიის“ ნამდვილ წევრად არჩევის შესახებ. მიხეილ [გელა] სალუაშვილისა და ჯემალ ჯიქიას მიერ, ამ საკითხის წინააღმდეგ მიცემული ხმა, მთლიანად ჩაიკარგა დარბაზში ამტყდარ ერთსულოვან ტაშის გრიალში.

დავით ნარმანიას ე.წ. საპროგრამო სიტყვის მოსმენის შემდეგ, აკადემიის სახელით, წინასწარვე [მავანის მიერ] შედგენილი სიის მიხედვით გამომსვლელები - ნუგზარ ნადარაია, ბაკურ გულუა, ნოდარ ჭითანავა, რეზო მიშველაძე, რეზო ჩხეიძე, თემურ გუგუშვილი, იგორ კვესელავა - ისეთი გასაოცარი ერთსულოვნებით წარმოთქვამდნენ მერობის კანდიდატის ქება-დიდებას, რომ არც ერთ მათგანს არ გახსენებია არც ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ და არც ამ უზნეობის მიმღები სახელისუფლო ძალები.

თემურ გუგუშვილმა ერთ-ერთი ოპერიდან არია მიუძღვნა სტუმარს, რომლის ბოლო მისამღერი ასე მთავრდებოდა - „შენი გულისთვის ჯოჯოხეთშიაც შევალო!“.

სხდომაზე - ამაზრზენი სურათი გათამაშდა: თითოეული მათგანი, ყველანაირად ცდილობდა თბილისის მომავალ მერთან წინასწარ დაეჯავშნა მისასვლელი გზა. ერთსაათიანი სხდომის მიმდინარეობისას, ნუგზარ ნადარაია ხშირად ახსენებდა ე.წ. გოგოლის „რევიზორის“ წინაშე გამომსვლელთ, რომ ბატონ დავითს სხვა შეხვედრაზე ეჩქარება და მოკლე გამოსვლებით შემოვიფარგლოთო. ბუნებრივია, ამ ფონზე ჩემი სიტყვით გამოსვლა ვერ მოხერხდა.

დავით ნარმანიას წასვლის შემდეგ, ბატონ ნუგზარს ერთი შეკითხვის დასმის უფლება ვთხოვე. ნახევარსაათიანი დაყოვნების შემდეგ, მიკროფონთან მისვლის შესაძლებლობა მომეცა. ჩემი მოკლე შეკითხვა ასეთი შინაარსისა გახლდათ:

„პატივცემულო აკადემიის წევრებო!

ყოველი აკადემია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უმაღლესი ფასეულობების დამცველი უნდა იყოს.

და, მე, როგორც ამ აკადემიის ნამდვილი წევრი, ვეკითხები ჯერ ჩემს თავს, შემდეგ აკადემიის წევრებსა და მის პრეზიდიუმს - რომელი სულიერი ფასეულობაა ჩვენთვის მთავარი?

როგორ შეიძლება იმ სახელისუფლო გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერა, რომელმა გუნდმაც ერთხმად მიიღო საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრიობის შემლახავი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“?

ნუთუ სულის გადარჩენაზე არცერთი თქვენთაგანი არ ფიქრობთ? და თუ ფიქრობთ, როგორღა გამოხატავთ უზნეობის მქადაგებელი კანონის მიმღები სახელისუფლო ძალისადმი თქვენს მხარდაჭერას?...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა რა განვერიდო უზნეობასა და მისადმი აშკარად გამოხატულ თანადგომის გამომხატველ საზოგადოებას, პროტესტის ნიშნად - უარს ვამბობ აკადემიის ნამდვილ წევრობაზე და ვტოვებ მის რიგებს...“

დარბაზის გასასვლელისაკენ მიმავალი, ნუგზარ ნადარაიას სიტყვამ შემაჩერა:

„ბატონო გელა! თუ შეიძლება ჩემი პასუხიც მოისმინეთ:

პირველი - თქვენ თუ დატოვებთ ჩვენს რიგებს, მერე უკან ვეღარ დაბრუნდებით;

მეორე - დიახ ჩვენ ერთსულოვან მხარდაჭერას ვუცხადებთ დავით ნარმანიას, რამეთუ იგი მეურნე კაცია და ამასთანავე, რაც მთავარია - კოლხია...

და მესამეც - ის კანონი მან კი არ მიიღო, არამედ პარლამენტმა, ასე რომ თავად ბატონი დავითი არაფერ შუაშიაო...“.

მისი სიტყვის წარმოთქმისას მიკროფონთან მიბრუნებულმა განვუცხადე:

„ბატომო ნუგზარ!

უზნეობასთან უკან დაბრუნებას არც ვაპირებ. და კიდევ - ნურც თავს და ნურც საზოგადოებას ნუ მოატყუებთ - ეს კანონი მთავრობამ შეიმუშავა [ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს], და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო იგი პარლამენტმა... ამიტომ, ამ უზნეო კანონის მიმღებიცა და მათი მხარდამჭერებიც თანაბრად პასუხისმგებელნი ხდებიან სოდომური ცოდვის დაკანონებაზე....“

ჩემი გამოსვლით შეშფოთებულმა ბატონმა ნუგზარმა სიტყვის გაგრძელების უფლება აღარ მომცა და თანაც დამემუქრა - „... ეხლავე შეწყვიტეთ სიტყვით გამოსვლა, თორემ დარბაზს დაცვის თანხლებით დაგატოვებინებთო...“.

ეშმაკის მძლავრობის სურათის შემყურეს მეტი რაღა დამრჩენოდა - მწარედ გამეღიმა, დამსწრეთ - სწორი და მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ვუსურვე და დავტოვე სხდომის დარბაზი...  

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

ტექნიკური დოქტორი,

„ფაზისის საერო აკადემიის“

ყოფილი ნამდვილი წევრი,

№7 საარჩევნო გაერთიანების

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-

თავმჯდომარე

 

სტატისტიკური მაჩვენებლები,

ანუ [1 + 12] -ისა და 104-ის მისტერიული არსის საკითხისათვის

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისათვის ცესკოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა - 24 საარჩევნო სუბიექტი. საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სია წარადგინა - 19 საარჩევნო სუბიექტმა. მინიჭებული რიგითი ნომრების მიხედვით მათი სია ასეთია:

№ 1. არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)

№ 2. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

№ 3. ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

№ 5. ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

№ 6. გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია

№ 7. უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე

№ 8. დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

№ 9. ბლოკი - თვითმმართველობა ხალხს

№ 11. ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები

№ 12. ჩვენი საქართველო

№ 13. მომავალი საქართველო

№ 16. ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები)

№ 17. ერთიანობის დარბაზი

№ 18. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა

№ 20. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

№ 26. სახალხო პარტია

№ 30. მერაბ კოსტავას საზოგადოება

№ 36. საქართველოს მშრომელთა საბჭო

№ 41. ბლოკი - ქართული ოცნება

 

ჩვენი საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე”-ს მიერ 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, 16 მაისს, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში წარდგენილი გახლდათ - 105 კანდიდატი.

აღმოჩენილი ხარვეზის დროულად გაუსწორებლობის გამო, ქ. ქუთაისის №20/3 საარჩევნო ოლqში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს - პაატა ქურდოვანიძეს გაუუქმდა რეგისტრაცია.

საბოლოოდ, №7 საარჩევნო სუბიექტის „უფლის სახელით...“ მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა რაოდენობამ შეადგინა - 104.

ამათგან ორი გახლავთ მერობის კანდიდატი:

1. მიხეილ [გელა] სალუაშვილი - დასახელებულია ქ. თბილისის მერობის კანდიდატად, სულ დასახელებულია 14 კანდიდატი; ცესკოს მიერ დარეგისტრირების რიგისდა მიხედვით ქ. თბილისის მერობის კანდიდატების სრული სია ასე გამოიყურება:

1.  „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”:  მიხეილ სალუაშვილი - №7

2. „მომავალი საქართველო”: გიორგი ლაღიძე - №13

3. „შალვა ნათელაშვილი  - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -  ასმათ ტყაბლაძე: №20

4. „გიორგი გაჩეჩილაძე  - მწვანეთა პარტია”: გიორგი გაჩეჩილაძე - №6

5. „საქართველოს მშრომელთა საბჭო”: როინ ლიპარტელიანი -  №36

6. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია": დიმიტრი ლორთქიფანიძე - № 3

7. „ირაკლი ღლონტი  - რეფორმატორები": ირაკლი ღლონტი - №11

8. „მერაბ კოსტავას საზოგადოება”: გიორგი ლილუაშვილი №36

9. „ქართული ოცნება”: დავით ნარმანია - №41

10. „არასაპარლამენტო ოპოზიცია  (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”: კახა კუკავა - №1

11. ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს!": სერგო ჯავახიძე - №9

12. ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": ნიკანორ მელია - № 5

13. „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი": ირმა ინაშვილი - №8

14. „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა": თეიმურაზ მურვანიძე - №18

ხოლო

2. ელგუჯა ქოჩიაშვილი - დასახელებულია ქ. რუსთავის მერობის კანდიდატად;

რუსთავის საარჩევნო ოლქის მიერ დარეგისტრირებულ მერობის კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:

1. ბლოკი „არასაპარლამენტო  ოპოზიცია  (კახა კუკავა,  ფიქრია ჩიხრაძე)”:  ალექსანდრე ბერიძე - №1;

2. ნინო ბურჯანაძეერთიანი ოპოზიცია: კობა ძლიერიშვილი - №3;

3. ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: მამუკა ჩიქოვანი - №5;

4. „უფლის სახელითუფალია ჩვენი სიმართლე”: ელგუჯა ქოჩიაშვილი - №7;

5. „დავით თარხანმოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”: ივანე შათირიშვილი - №8;

6. „ჩვენი საქართველო”: ერასტი კიწმარიშვილი - № 12;

7. სალომე ზურაბიშვილი   საქართველოს გზა: ალექსანდრე კობაიძე - №18;

8. შალვა ნათელაშვილი  საქართველოს ლეიბორისტული პარტია: რევაზ რიჟამაძე - №20

9. ბლოკი „ქართული ოცნება”: დავითი ჯიქია - №41.

 

ქ. თბილისში წარდგენილ იქნა 72 კანდიდატისაგან შემდგარი პარტიული სია; 7 მათგანი დასახელებულია მაჟორიტარ კანდიდატად. ესენი გახლავან:

ვაკის №02.02 საარჩევნო ოლქში: ავთანდილ იოსელიანი [სულ დასახელებულია 15 კანდიდატი];

ისნის №05.08 საარჩევნო ოლქში: ხაჩატურ ვართანიანცი [სულ დასახელებულია 12 კანდიდატი];

ჩუღურეთის №07.15 საარჩევნო ოლქში: დავით ამაშუკელი [სულ დასახელებულია 14 კანდიდატი];

ნაძალადევის №09.20 საარჩევნო ოლქში: მალხაზ მუშკუდიანი [სულ დასახელებულია 13 კანდიდატი];

გლდანის №10.22 საარჩევნო ოლქში: ელიზბარ დიაკონიძე [სულ დასახელებულია 11 კანდიდატი];

გლდანის №10.23 საარჩევნო ოლქში: დიმიტრი ომანაძე [სულ დასახელებულია 11 კანდიდატი];

გლდანის №10.24 საარჩევნო ოლქში: ლევან ხაჭაპურიძე [სულ დასახელებულია 12 კანდიდატი];

 

ქ. რუსთავში წარდგენილ იქნა 28 კანდიდატისაგან შემდგარი პარტიული სია, 9 მათგანი დასახელებულია მაჟორიტარ კანდიდატად. ესენი გახლავან:

№20/1  ქეთევან იაშვილი

№20/2  გელა პოპიაშვილი

№20/3  რობიზონ შავდათუაშვილი

№20/4 ვლადიმერ მჭედელაძე

№20/5  ნიაზი ნამაზოვი

№20/6 ია იმნაძე

№20/7  გიორგი ორველაშვილი

№20/9 გიორგი კაზანაშვილი

№20/10 გეორგი აბრამოვი

 

ქ. ტყიბულის №57/7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ იქნა -  ომარი დარსაძე;

 

ქ. ქუთაისის №59/4  საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ იქნა - ირაკლი კინწურაშვილი.

 

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მე-7 რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტის: „უფლის სახელით...“ წარდგენილ - 104 კანდიდატთა თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

 

„უფლის სახელით...“ წარდგენილთა შორის არის:

5 მეცნიერებათა დოქტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი [ტექნიკური დოქტორი];

- გიორგი მელქაძე [ფილოსოფიის დოქტორი];

- თამაზ კალაძე [ფიზიკა მათემატიკის დოქტორი];

- ალექსანდრე [მერაბ] წერეთელი [ბიოლოგიის დოქტორი];

- ირაკლი კინწურაშვილი [ეკონომიკის დოქტორი].

 

„უფლის სახელით...“ მავალ გუნდში, დასახელებულია 37 პროფესიის მქონე კანდიდატი, მათ შორისაა:

- ფილოლოგი 9 კანდიდატი;

- ეკონომისტი 8 კანდიდატი;

- სამართალმცოდნე - 6 კანდიდატი;

- ინჟინერ მშენებელი 6 კანდიდატი;

- ინჟინერ მექანიკოსი 5 კანდიდატი;

- იურისტი 4 კანდიდატი;

- კავშირგაბმულობის ინჟინერი 4 კანდიდატი;

- ბუღალტერ ფინანსისტი 4 კანდიდატი;

- მანქანათმშენებელი 4 კანდიდატი;

- დიზაინერი 4 კანდიდატი;

- პოლიტოლოგი 3 კანდიდატი;

- ფიზიკა-მათემატიკოსი 3 კანდიდატი;

- ინჟინერ ტექნოლოგი 3 კანდიდატი;

- ექიმი 3 კანდიდატი;

- ავტოინჟინერი 3 კანდიდატი;

- ფიზ. აღზრდის პედაგოგი 3 კანდიდატი;

- ენერგეტიკოსი 2 კანდიდატი;

- ბიოლოგი 2 კანდიდატი;

- ისტორიკოსი 2 კანდიდატი;

- მხატვარი 2 კანდიდატი;

- მდივან-მემანქანე 2 კანდიდატი;

- ფილოსოფოსი 1 კანდიდატი;

- ჟურნალისტი 1 კანდიდატი;

-  კინორეჟისორი 1 კანდიდატი;

- ბიოენერგეტიკოსი 1 კანდიდატი;

- ინჟ. პედაგოგი 1 კანდიდატი;

- ინჟ. ელექტრიკოსი 1 კანდიდატი;

- რადიო ინჟინერი 1 კანდიდატი;

- კვების ტექნოლოგი 1 კანდიდატი;

- აგრონომ დეკორატორი 1 კანდიდატი;

 - მარკეტინგის სპეციალისტი 1 კანდიდატი;

- მძღოლი 1 კანდიდატი;

- მეტყევე ინჟინერი 1 კანდიდატი;

- მეტალურგი 1 კანდიდატი;

- ნორმადარი 1 კანდიდატი;

- მუსიკოსი 1 კანდიდატი;

- ელექრტო ინჟინერი 1 კანდიდატი.

„უფლის სახელით...“ წარდგენილთა შორის, დღეის მდგომარეობით, არის 35 დროებით უმუშევარი კანდიდატი.

  

„უფლის სახელით...“ წარდგენილ 104 კანდიდატთა შორის არის:

- 59 კაცი, და

- 45 ქალი;

ამათგან - 70 კანდიდატი სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრია;

უპარტიო კანდიდატთა რიცხვმა შეადგინა - 34.

 

კოდირებული [1 + 12] , ანუ...

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურმა გაერთიანებამ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, საარჩევნო სახელდებად: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ აირჩია.

აღნიშნული პარტიის გარდა, №7 საარჩევნო სუბიექტის პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები, ამ გაერთიანებაში შემავალი, კიდევ - 12 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები არიან, რომელთა მთლიანი სურათი ასეთია:

1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - 35 კანდიდატი;

2. სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი - 21 კანდიდატი;

3. ა/ო „ძლევაი საკვირველი“ – 2 კანდიდატი;

4. ეზოთერულ ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“ – 2 კანდიდატი;

5. წმ. გიორგის სადროშო - 1 კანდიდატი;

6. ა/ო სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი - 1 კანდიდატი

7. ა/ო „იბერიელთა კავშირი“ – 1 კანდიდატი;

8. ა/ო „თამარიონი“ – 1 კანდიდატი;

9 ა/ო „მანდილიონი - 1 კანდიდატი;

10. იბერიულ კავკასიური მოძრაობა „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“ – 1 კანდიდატი;

11. საქართველოს როიალისტური პარტია - 1 კანდიდატი;

12. საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“ – 1 კანდიდატი;

13. საქართველოს საუკუნის ადამიანთა ასოციაცია „სავანე“ – 1 კანდიდატი.

 

ჩვენის აზრით, საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სა, და მის გარშემო გაერთიანებული 12 სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ერთობის, ჩვენს რეალობაში განივთების ფაქტი, ერთგვარი მისტერიული ანარეკლი უნდა იყოს იმისა, რაზეც, უფალ იესუ ქრისტეs მიერ ნათქვამი, კოდირებული ტექსტი მიგვანიშნებს:

„ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა [აქ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“] დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე [გაერთიანებაში შემავალი კიდევ 12 ორგანიზაცია] ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

კოდირებული „104“ , ანუ...

იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებულ მე-10 საუკუნის ქართულ ხელნაწერში - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, წელთან დაკავშირებით არსებული მინიშნება: „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, ზოგიერთი მკვლევარის [ პ. ინგოროყვა და სხვა] მიერ განსხვავებულადაა ამოკითხული. კერძოდ:

„და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: [ას-ოთხი] წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მისვლითგან ვიდრე ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ; ას[ოთხი] ესე წელი, [და] წილი ანბანისაი“ [იხ. „ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია“, თბ. 1980 წ. გვ.8].

წინამდებარე წერილის თემატიკიდან გამომდინარე, ამჟამად ჩვენ არ შევეხებით იმ მიზეზებში გარკვევას, თუ რამ გამოიწვია: „94“-ს „104“-ით ჩანაცვლება; და იმ პრინციპით, რომ - „შემთხვევიით არაფერი ხდება“ შევეცდებით, ბოლო ჟამისმიერი კუთხით მომდინარე მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ.

 

1. ტექსტში მითითებული კოდი: სახელითა უფლისაითა“, ბოლო ჟამში შესაცნობ ნიშანთაგანთა რიცხვს უნდა მიეკუთვნებოდეს.

როგორც მკითხველმა უკვე იცის - 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მონაწილე ჩვენი გაერთიანების დასახელება: „უფლის სახელით“ - უფალია ჩვენი სიმართლე“, ბიბლიაში დაცული რამოდენიმე მინიშნების ბაზაზე გამოიკვეთა, კერძოდ:

„... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ -ო [მათე 23,39].

- „აჰა, დადგება ჟამი (კოდია), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნიშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან, ერთ მხარეს - „უფლის სახელით“ აწერია, ხოლო მეორე მხარე ასე იკითხება – „უფალია ჩვენი სიმართლე“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ქებაიში“ მოცემული კოდირებული -„სახელითა უფლისაითა“, ჩვენის აზრით, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდების პირველ ნაწილში ასახულ არსზე : „უფლის სახელით...“ უნდა გვანიშნებდეს;

 

2. „ქებაიში“ დაფიქსირებული:

ა] „და სასწაულად ესე აქუს: [ას-ოთხი]“, და

ბ] „მოწამედ წარმოგითხარ; ას[ოთხი]“-ის

ანუ, კოდირებულ - 104-ზე [„94“ - საგან განსხვავებით] ორჯერ მინიშნების თაობაზე, აი რა გვინდა აღვნიშნოთ.

ა] კოდი - „და სასწაულად ესე აქუს: [ას-ოთხი]“, ჩვენის აზრით, უკვე ხსენებული კოდის - „სახელითა უფლისაითა“-ს შესატყვისი - ს/გ-ის „უფლის სახელით...“ მიერ დასახელებული: სადეპუტატო სიის საერთო ოდენობაზე, ანუ რიცხვ - 104-ზე უნდა გვანიშნებდეს.

ბ] კოდირებული - „მოწამედ წარმოგითხარ; ას[ოთხი]“-ის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მცირე ისტორია გვინდა შეგახსენოთ.

ჩემზე ორსულად მყოფ დედაჩემს - ნანული ერქვანიძეს, ხილვაში მოვლენილმა ანგელოზმა აუწყა - „შენ გააჩენ ბიჭს და დაარქმევ მას სახელად გელას...“-ო. მიუხედავად ამისა, ოჯახი წევრთა დაჟინებით, ნათლობის სახელად, ბაბუის სახელი - მიხეილი შეირჩა. თუმცა, გათვალისწინებული იქნა ხილვით მიღებული შეგონება, და შინაურობაში ჩემთან მიმართებაში, დაბადებიდან დღემდე, მხოლოდ სახელი - გელა გამოიყენება.

ბიბლიაში მოცემული მინიშნების გათვალისწინებით, ბოლო ჟამისმიერი დროის თაობაზე ნაწინასწარმეტყველების აცხადების შესახებ საყოველთაო გაცხადების მიზნით, საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვის შემდეგ - სოციალურ ქსელებში, საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ სატელევიზიო გამოსვლებში, ჩემთან მიმართებაში ორივე სახელის: მიხეილ [გელა]-ს ერთდროული გამოყენება დამკვიდრდა.

ქართულ 40 ნიშნიან ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, კოდი: „მიხეილ - გელა“ = „მ[13] + ი[10] + ხ[33] + ე[5] + ი[10] + ლ[12]  გ[3] + ე[5] + ლ[12] + ა[1]“, ჯამში იძლევა ზემოთხსენებულ რიცხვს - 104.

შესაბამისად, შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ „ქებაიში“ მოცემული - „მოწამედ წარმოგითხარ; ას[ოთხი]“, კოდირებულად, ბოლო ჟამის დროის დადგომის ღიად განმაცხადებელ იმ -„მოწამეზე“, ანუ მოწმეზე გვითითებდეს, რომლის შეცნობაც [„მიხეილ გელა“ = 104] სწორედ კოდირებული 104-ით უნდა მოხდეს.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს – „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

...

ცის საუფლოში ზარები რეკავს,

თითქოს შეიძრა მიწა...

მეორედ მოსვლა გვიახლოვდება,

საქართველოსა ვფიცავ!...

განკითხვის ჟამმაც დარეკა,

თავის ნიშნები გაშალა.

ხომ ვნახეთ - ეკლესიიდან

გუმბათი ჩამოიშალა...

შემდეგ მყინვარის ფერდობზე,

ბუნებამ „ფერი იცვალა“,

და რისხვის ზათქით, გუგუნით

მეწყერი ჩამოიშალა.

ამ ჩამონგრეულ მიწასა

მალე „გადახნავს გუთანი“...

იმაზე მალე, ჩვენ გვნახავ

გაცხადებული უფალი...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

ჩვენ - „უფლის...“ დეპუტატები ვართ

წმიდა ბერი პაისი ამბობდა - „ჩვენ უფლის დეპუტატები ვართ, რათა სასუფეველში შევაღწიოთო“.

წმიდა ბერი ამ სიტყვებს რომ წერდა, ზეციერთა წინაშე ვალდებულებას გრძნობდა ალბათ, და სხვასაც გადასცემდა იგავურად.

დღეს კი, არა იგავებით და არა ირიბად - ზეციურმა ვალდებულებამ დედამიწაზე პირდაპირ გადმოინაცვლა.

ამ ვალდებულების შესრულების შედეგების მიხედვით, ზეციერთა საპასუხოსაც აქვე მივიღებთ დედამიწაზე, რადგან დღეს სხვა ჟამია!.. სხვა დროსთან სედარებით, ჩვენ დრეს დიდი რეალობის წინასე ვდგევართ, და სესაბამისად, უფრო დიდი ვალდებულებაც გვაქვს უფლის წინასე.

ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ დავეხმაროთ საზოგადოებას იმ რეალობის აღქმაში, გათვითცნობიერებაში, დღეს არსებულისა თუ მომავალში მოსახდენის მართებულად გააზრებაში, რაც, დღევანდელ რეალობაში, „საქართველოს სულიერი მისიის“ გზასავალზე აისახება.

„საქართველოს სულიერი მისია“ - თავის გზასავალზე, მოახლოებულ არჩევნებთან შეჩერდა. ჩვენ, უკვე გავაკეთეთ არჩევანი, და - ავირჩიეთ უფლის გზა.

და დღეს, თქვენ, საქართველოს მოსახლეობას გთავაზობთ - თქვენც აირჩიოთ უფლის გზა და, საკუთარი სულების გადარჩენის მიზნით, არჩევნებში მხარი დაუჭიროთ „უფლის სახელით...“ მომავალ გუნდს - №7.

უფალს - თქვენი გადარჩენა სურს! ამიტომ ზურგს ნუ შეაქცევთ, თორემ შემდგომი სინანული - გვიან იქნება!..

იქნებდა, ღმერთის ნებით, საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულმა სწორმა არჩევანმა, შეგვიმსუბუქოს ჩვენი გზასავალ.

მე კვლავ შეგახსენებთ - გზა დაულოცეთ „იბერიის ჯვართმტვირთველებს“ - №7.

და ბოლოს. ქართველ დედებს მინდა ვთხოვო - ელიოზ დედის როლი გაითავისონ, რათა საკუთარ შვილებს შეახსენონ: „არ მიიღონ მონაწილეობა საღვთო გზის წინააღმდეგ მოსალოდნელ შეთქმულებაში“.

დინა [დიანა] ჯიქია

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 26 მაისს, გამართულ ს/გ- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე მოისმინეს გაერთიანების სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებული მზადების მიმდინარეობის შესახებ. გართიანების წევრ ორგანიზაციებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს გადაეცათ პარტიის პოლიტიკური ორიენტაციის გამომკვეთი ლიტერატურის კომპლექტი.

27 მაისს, 17.00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხის გადაცემაში „თავისუფალი საარჩევნო ტრიბუნა“ [წამყვანი ელენა ტრეხლებოვა], №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, 45 წუთიან ღია ეთერში, ისაუბრა მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების თაობასა და პარტიის საპროგრამო ნაწილის ზოგიერთ დეტალზე.

29 მაისს, 15.00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია - ალტერნატიული პირადობის ბარათების შემოღების მოთხოვნით. აქციაზე იმყოფებოდნენ - 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში №7-ე ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა.

30 მაისს გამართულ ფაზისის საერო აკადემიის სხდომაზე, აკადემიის ხელმძღვანელობისა და წევრების უპრინციპო, და ზნეობასთან შეუთავსებელი საქციელის გამოვლენის გამო, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა აკადემიის ნამდვილ წევრობაზე და დატოვა მათი რიგები.