Print

გაზეთი № 23 [919]

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წ. 1 ივნისს, 17.00 სთ-ზე, ნაძალადევი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა გამართეს №7 ს/გ- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარდგენილმა:

- ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა,

ნაძალადევის რ-ნის მაჟორიტარმა კანდიდატმა - მალხაზ მუშკუდიანმა, და

- გლდანის რაიონის მაჟორიტარმა - დიმიტრი ომანაძემ.

2014 წლის 2 ივნისს გაიმართა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლას-კარის სხდომა.

3 ივნისს, 14.30 სთ-ზე, საინფორმაციო-სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „უფლის სახელით...“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოუწოდა „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ დასახელებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, მათ შორის - დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას, თუ ისინი ემიჯნებიან ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებას - მოხსნან თავიანთი კანდიდატურები, და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. ხოლო ამომრჩევლებს მიმართა - დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ, რამეთუ ამ გუნდის მხარდაჭერა, მათ, ხსენებული კანონის მიღებით გამოწვეული ცოდვის თანაზიარს გახდით.

ანალოგიური შინაარსის განცხადებით გამოვიდა „უფლის სახელით...“ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი - ავთანდილ იოსელიანი.

აღნიშნული ბრიფინგის მოკლე ანონსი ამავე დღეს გადაიცა, საზ. მაუწყებლის პირველ არხზე „მოამბე -16.00 სთ-ზე“ [16.43 სთ.]; და მე-2 არხზე - 16.00 სთ., ასევე მეორე დღეს - 09.50 სთ.

4 ივნისს, 16.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჯორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური მიმართვა გააკეთეს - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამოზრდილი ძალებისადმი, და მოუწოდეს მათ უარი ეთქვათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნული ჩანაწერი გადაიცა საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე იმავე დღეს - 18.01 სთ-ზე და 23.43 სთ-ზე.

5 ივნისს, 10.00 სთ-ზე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწვანეთა მოძრაობაში გაერთიანებული რამოდენიმე ორგანიზაციის ეგიდით, გაიმართა ვაკის პარკის დასუფთავების აქცია.

ორგანიზატორების მოწვევით აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. თბილისის მერობისა და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ვაკის პარკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების მიერ წარდგენილმა: ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ავთანდილ იოსელიანმა და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ჯემალ ჯიქიამ.

აქციის დასრულების შემდეგ, „უფლის სახელით...“ წარდგენილმა ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“-ს მიერ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ხანმოკლე შეხვედრისას, ბოლო ჟამთან დაკავშირებული ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, განუცხადა:

„ბატონო დიმიტრი!

ის, რისი თქმაც მინდა, ჯერ კიდევ ა.წ. 25 აპრილს ლევან ჩაჩუასთან ოფისში სტუმრად მისულებმა მე და ბ-ნმა დავით ამაშუკელმა (ა/ო "ძლევაი საკვირველის" მეთაური] განვუცხადეთ ბატონ ლევანს და ვთხოვეთ გადმოეცა თქვენთვის შემდეგი:

„...იმის გამო რომ ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ფესვებიდან ამომდინარე, და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებათა თანაავტორი ნ. ბურჯანაძის "წარდგენისაგან" გამოვიხსნათ ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე,

მე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჩვენი საარჩევნო გაერთიანება „უფლის სახელით...“ -ს მიერ ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, მზად ვარ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუკი ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უარს იტყვი ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობაზე, და შესაბამისად - 16 მაისამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით ჩვენი საარჩევნო გაერთიანება დაასახელებს მას ქ. თბილისის მერის კანდიდატად.

წინააღმდეგ შემთხვევაში - ბ-ნი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკვე თავად ხდება ნ. ბურჯანაძის მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანადენ საქმეთა თანაზიარი. საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, შემოთავაზება ძალაშია 2014 წ. 15 მაისამდე“.

ბატონო დიმიტრი! ანალოგიური შინაარსის განცხადება გავავრცელე სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით - 2014 წ. 10 მაისს. და აი, ღმერთის შეწევნით დღეს - 5 ივნისს, მესამეჯერ მეძლევა იგივე შინაარსის სათქმელით მოგიწოდოთ - ნუ თანაეზიარებით, ბიბლიური ნიშნების თანახმად, უარყოფითად შეფასებული ნ. ბურჯანაძის პოლიტიკურ საქმიანობას, იფიქრეთ საკუთარი სულის ხსნაზე და უარი თქვით ამ არჩევნებში, მათი გუნდის სახელით  მონაწილეობაზე.

ჩემი ვალი იყო გამეფრთხილებინეთ! გადაწყვეტილების მიღება კი თქვენზეა. ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი“.

ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა ჩვენს შემოთავაზებაზე.

დასასრულს, ხსენებული საუბრის მონაწილეებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და ჯემალ ჯიქიამ, კიდევ ერთხელ ვუსურვეთ ბატონ დიმიტრის, მიეცა მისთვის ღმერთს მართებული გადაწყვეტილების უნარი და დავემშვიდობეთ.     

ამ დღეს მიმდინარე აქციის თაობაზე ინფორმაცია გადაიცა:

1. ტ/კ „მაესტრო“-ზე, 12.25 სთ-ზე;

2. ტ/კ „რუსთავი -2“-ზე, 12.27 სთ-ზე;

3. საზ. მაუწყებლის მე-2 არხზე, 18.08 სთ-ზე.

5 ივნისს, 17.00 სთ-ზე, №7 „უფლის სახელი...“ წარდგენილმა კანდიდატებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ავთანდილ იოსელიანმა და დავით ამაშუკელმა მონაწილეობა მიიღეს, ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან საყდრისთან დაკავშირებით გამართულ აქციაში.

 

...

გენაცვალეთ ქართველებო!

გაიგოს თქვენმა ყურებმა:

განკითხვა კარზე მოგვადგა,

ვუარყოთ ცოდვის ყურება...

ხომ ხედავთ - პატრონი არ გვყავს,

ვერ მოიძებნა რჩეული...

სულ მალე გაგვიცხადდება

ღმერთისგან გამორჩეული.

ყური დაუგდეთ გულისთქმას,

თაყვანი ეცით უფალსა,

პატივი ეცით სამშობლოს

წილნაყარს ღვთისმშობლისასა!...

პირჯვარი გადაისახეთ,

ადიდეთ ჩვენი უფალი...

თუ გვინდა ცოდვებისაგან,

რომ ვიყოთ თავისუფალი...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2014 წლის  2 ივნისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი...“

 [კონსტიტუცია, მუხლი 5,1]

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის „მუხლი 119. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა“-ს მიხედვით დადგენილი პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთია:

„1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 30 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებებისა, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.

კანონის აღნიშნული უფლებით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტებს, რიგითი ნომრის არმქონე დანარჩენი პარტიებისაგან განსხვავებით, შესაძლებლობა აქვთ გაცილებით ადრე დაიწყონ სააგიტაციო მასალის გამოყენება. შესაბამისად, მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალა თითქმის მთლიანად იკავებს, კანონის შესაბამისად, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების ფართობს.

და, აი, მაშინ, როდესაც საბოლოოდ დგინდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, და მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრები, აღმოჩნდება რომ მოგვიანებით განსაზღვრული რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტებს, პრაქტიკულად აღარ რჩებათ ადგილი, სადაც შეიძლება გაიკრას მათი სააგიტაციო მასალა. მაშასადამე, დღეისათვის არსებული ზემოთქმული რეგულაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებს თავიდანვე  არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადაჭრის მიზნით შემუშავებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც - „...ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“, საარჩევნო სუბიექტებისათვის ითვალისწინებს მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას.

  დიახ, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენების უფლება - თანაბარი საწყისი ეტაპიდან უნდა შეეძლოთ.

ვფიქრობთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტებისათვის, ამ კუთხით  არსებულ, არათანაბარი პირობების მიზეზს აღმოფხვრის. 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე], „სრულიად საქართველოს წმიდა გიორგის სადროშო“; თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ლევან ხაჭაპურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;

- არუდაშვილი ნანა არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი,  დიაკონიძე ელიზბარი [მომხსენებელი], ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].     

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

 

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან"

სახელითა მამისათა, და ძისათა, და

 წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი...

უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა.

დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია:

დამარხულ არს ენაჲ ქართული

დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,

რაჲთა ყოველსა ენასა

ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ

მძინარე არს დღესამომდე,

და სახარებასა შინა ამას ენასა

ლაზარე ჰრქჳან!

ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე?

ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა... უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს(იოანე 4, 3)

მაცხოვარი შედის ბეთანიას... მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა - და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა.

მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - ლაზარე, გამოვედ გარე“...

სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ - სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

და ესე ენაჲ

შემკული და კურთხეული

სახელითა უფლისაიჲთა,

მდაბალი და დაწუნებული,

მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“.

რატომ მოელის?

ეს ხომ არის ენა - შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“?

ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას.

რატომ მოელის ის - დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს.

და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში:

 როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა.

აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები: მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.

იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ - სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ.

უწმიდესი და უნეტარესი

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 ილია II

 

„საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევი ცესკო

წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამართულ არაერთ ბრიფინგსა თუ გამოსვლაში, არჩევნებში მონაწილე დეპუტატთა ცალკეულ კატეგორიას, №7 ს/გ-ის „უფლის სახელით...“ არაერთხელ მოვუწოდეთ, მიზეზთა გამო, - განრიდებოდნენ მათი დამსახელებელი პარტიების საარჩევნო გუნდთან თანამშრომლობას და უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე.

თითქოსდა ჩვენი ამ მოწოდების საპასუხოდ, 2014 წ. 3 ივნისს გამართულ სხდომაზე ცესკომ მიიღო დადგენილება [№ 31/2014]: „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„მუხლი 1: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო, თუ პარტიულ სიაში:

ა) რეგისტრირებული კანდიდატი გარდაიცვალა;

ბ) რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;

გ) რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა საარჩევნო კომისიას;

დ) რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმა.

მუხლი 2: ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მის მიღებამდე წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და საჭიროებისამებრ მოხდეს საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი დღის ვადაში...“.

ცესკოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება - დეპუტატობის კანდიდატს, არ აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში, თავად თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს საარევნო კოდექსი-ს დარღვევას, რომელშიც  ვკითხულობთ:

„მუხლი 146. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

„1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.“;

2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.“.

კანონით დადგენილი ეს 10 დღიანი ვადა 5 ივნისს უკავშირდება. შესაბამისად, დარჩენილი დროის სიმცირის გამო, 3 ივნისს მიღებული ამ უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრებისაგან თავი შევიკავეთ.