Print

გაზეთი № 24 [920]

2014 წ. 8 მარტიდან 15 ივნისამდე, ანუ

კოდირებული - 100, 60 და 30

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, მოახლოებული 15 ივნისის არჩევნების საკითხი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ღმერთის ნებით, ამ პროცესში ჩვენ - „უფლის სახელი...“ ვმონაწილეობთ.

ბიბლიურ მინიშნებებს შორის 15 ივნისთან მიმარებაში პირდაპირი [ღია] მითითება მოცემული არ არის. თუმცა, პრინციპით - „ვისაც ყური აქვს ისმინოს“, წმიდა წერილი უფლისმიერი კარნახით დაფიქსირებულ შემდეგ მინიშნებას იძლევა.

დაინტერესებულ მკითხველს მოგეხსენებათ, რომ - 2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

 2014 წ. 14 აპრილს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით არჩევნების თარიღად - 2014 წ. 15 ივნისი დასახელდა.

8 მარტიდან ათვლით [8, 9 ... 14, 15], 15 ივნისი არის -ზუსტად მე-100 დღე.

ცესკოს თავმჯდომარის ქ-ნ თამარ ჟვანიას მიერ 2014 წ. 17 აპრილს მიღებულ განკარგულებაში [№3/2014]: „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატად მიხეილ სალუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“, ვკითხულობთ:

„...საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო სუბიექტის, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”, მიერ მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილი...“.

17 აპრილიდან ათვლით [17, 18 ... 14, 15], 15 ივნისი არის -ზუსტად მე-60 დღე;

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისათვის საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადად არჩევნებამდე 30-ე დღეა დადგენილი. შესაბამისად, „უფლის სახელით...“ მომზადებული სიების შესაბამის საარჩევნო კომისიებს სწორედ 15 ივნისიდან უკან ათვლით 30-ე დღეს, ანუ 2014 წ. 16 მაისს წარედგინა.

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია შემდეგი დროითი მიჯნები:

- 2014 წ. 8 მარტის სხდომაზე „ლასკარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან [8, 9 ... 14, 15], ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების დღე - 15 ივნისი არის მე-100 დღე;

- 17 აპრილიდან, ანუ „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატის, ცესკოს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებიდან  ათვლით [17, 18 ... 14, 15], 15 ივნისი გახლავთ მე-60 დღე; და

- კანონით განსაზღვრული ვადიდან გამომდინარე, შესაბამის საარჩევნო კომისიებისთვის, „უფლის სახელით...“ მომზადებული საარჩევნო სიების  წარდგენიდან, ანუ - 16 მაისიდან [17, 18 ... 14, 15] ათვლით, არჩევნების თარიღი 15 ივნისი ზუსტად 30-ე დღეა.     

ბოლო ჟამის მდინარებაში მომხდარი მოვლენების, ზემოთ აღწერილ დროში განივთებული პროცესების სახარებისეული ანარეკლი ასეთია:

სახარებაში გადმოცემულ იგავში - „მთესველის შესახებ“, ვკითხულობთ - „ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!“ [მათე 13,8-9]. იქვე დაცულ ტექსტში, მაცხოვარი ასეთ განმარტებით მინიშნებას იძლევა:

„პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად“ [მათე 13,23].

2014 წ. 8 მარტიდან ვიდრე 15 ივნისამდე დროში მომხდარისა და სახარებაში დაცულ მინიშნებათა მისტერიულ კავშირზე საუბრის დასასრულს, ვისაც ყური სასმენლად აქვს, მათდა გასაგონად კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში - ყველაფერი ნორმის მიხედვით, ანუ ღმერთის მიერ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით მიმდინარეობს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

ღია მიმართვა

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალ

საქართველოს მოქალაქეებს

მოგმართავთ - საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელნიც - 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული დღემდე მყარად დგეხართ - სამართლიანობისა და კანონიერების სადარაჯოზე:

 

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალო თანამოქალაქენო!

კაცობრიობის პროგესული ნაწილის მიერ აღიარებულ სამართალზე დაყრდნობით ნათელია, რომ საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მოსული ყველა ძალა - 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრეა, და შესაბამისად - უკანონო სახელისუფლო სტრუქტურას წარმოადგენს.

 

აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ-სამართლებრივ საფუძვლად უდევს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ - 1992 წლის 13 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე მიღებული დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, გვ. 471-472, თბ. 1996 წ.).

 

მეორეს მხრივ, 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე,  ეროვნული სულისკვეთებით აღვსილი, საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, უკანონო ხელისუფალის გასახარად, არ იღებს მონაწილეობას - სელისუფლების არჩევითი ორგანოების ფორმირებაში.

 

ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ჩაითვლება.

 

ასე მაგალითად - 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა - 100% პროცენტიდან, არჩევნებზე - 10% ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაშიც კი, არჩევნები ჩაითვლება ჩატარებულად და გამარჯვებულად გამოცხადდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ 10%-ის უმრავლესობას, ანუ ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს, ე.ი. საარჩევნო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა - 6%-ით მხარდაჭერილი გუნდი.

 

ბოლო 22 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაგვანახა, რომ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი, შემდეგი ორი სამოქმედო გეგმის ურთიერთშეჯერებაშია საძიებელი:

1. კანონიერი სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობითი ხაზის აღდგენამდე,  1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული სამართალმემკვიდრეობის მატარებელმა სტრუქტურამ,  საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 1992 წლის 13 მარტის დადგენილების საფუძველზე, კანონიერად არ უნდა სცნოს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული არც ერთი უკანონო არჩევნები.

 

2. შესაბამისი ლეგიტიმაციის მატარებელი ძალის მიერ, უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადების პარალელურად, სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების გზაზე, საჭიროა გამოყენებულ იქნას - არჩევნებში მონაწილეობაც.

 

ანტიკონსტიტუციური გზით დანიშნული - 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, კანონიერებისა და სამართლიანობის ცნობიერების მატარებელი საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მონაწილეობის გარეშე „არჩეული“ ხელისუფალის ნამოქმედარმა - დღევანდელ რეალობამდე მოგვიყვანა.

ასეთი ეროვნული  ცნობიერების მატარებელმა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა, არჩევნებში მონაწილეობის გზით მხარი უნდა დაუჭირონ ისეთ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იბრძოლებს, რათა შეიქმნას იურიდიული საფუძვლები ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის; ანუ:

შეამზადოს პირობები - კანონიერი და დემოკრატიული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-ჩატარებისათვის;

აღნიშნული სამოქმედო გეგმის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საჭიროა რომ სამართლებრივად უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კანონიერი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს არც ერთმა დეპუტატმა, პიროვნულად;

ხოლო ორგანიზაციულად - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა „მრგვალ მაგიდაში“ შემავალმა არც ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელსაც დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალ-მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია;

 

გარდა ამისა, ყოველმა პიროვნებამ ან პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც გარეულია 1991-1992 წლების მიჯნაზე განვითარებულ მოვლენებში, უნდა გაისიგრძეგანოს მათ მიერ, რბილად რომ ვთქვათ, დაშვებული შეცდომები, უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკურ ასპარეზს და სხვა სფეროში მოღვაწეობით შეეცადოს მის მიერ ქვეყნისათვის მიყენებული ჭრილობების მოშუშებას, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია - არჩევნებში მონაწილეობისა.

 

ეროვნული საქმე შეიძლება აკეთონ მხოლოდ სუფთა ხელებისა და მაღალი ზნეობის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანებმა.

დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია შიდა წინააღმდეგობების დაძლევის გზების ძიება... ყოველივე ეს კი უნდა მოხდეს მხოლოდ კანონიერების საფუძველზე.

საქართველოს წინაშე ხელოვნურად შექმნილი უკანონობის ლაბირინთიდან, მხოლოდ უფლისმიერი სიმართლით განსაზღვრულ გზაზე სიარულით შეიძლება თავის დაღწევა...

 

დიდი ქართველი მოაზროვნე დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა:

- „უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო..."

 

აღნიშნულის პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, მაშინ ცხადია, რომ:

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი ძალები - გულგატეხილები და აქტიური პოლიტიკური პროცესებისაგან გარიყულები იმიტომ კი არ ვართ, რომ - 1992 წლიდან დღემდე უკანონო ხელისუფლება გვმართავს;

არამედ - 1992 წლიდან დღემდე უკანონო ხელისუფლება იმიტომ გვყავს, რომ ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი ძალები - გულგატეხილები და აქტიური პოლიტიკური პროცესებისაგან გარიყულები ვართ...

და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე - სამართლებრივად უფლებამოსილი სტრუქტურის მიერ უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადების პარალელურად, არჩევნებში მონაწილეობის გზით, ჩვენ თვითონ არ ჩავერთვებით - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლაში.

 

არჩევანის თავისუფლებას, რომელიც ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია, შესაფერი გააზრება-გათავისება სჭირია...

უნდა გვახსოვდეს მაცხოვრისეული შეგონება, რამეთუ დიახაც რომ - ყველა, საკუთარი სიტყვებითა და საქმიანობით აგებს პასუხს, მოახლოებულ იმ დიდ სამსჯავროზე, განკითხვა რომ ჰქვია.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

აირჩიეთ სიცოცხლე [ღმერთის გზაზე სიარული], რათა იცოცხლოთ [დარჩეთ ღმერთში].

ღმერთმა ყველას მოგვცეს - მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დე, ღმერთი იყოს ერის ხმით გამოხატული ნების განსახორციელებლად სამართლიანობის აღდგენის გზაზე უფლისმიერი სიმართლით მომქმედთა შემწე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

№7 ს/გ „უფლის სახელით...“

თავმჯდომარე

 

 ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

2014 წლის 9 ივნისს, 12.00 სთ-ზე ეროვნულ [საჯარო] ბიბლიოთეკაში „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“-ს მიერ, პოლიტიკურ პარტიებთან ორგანიზებულ შეხვედრაზე, №7 ს/გ: „უფლის სახელით...“ მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა შესთავაზა მათ, რომ ნაცვლად წარმოდგენილი მიმართვის პროექტისა, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“-ს მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებულიყო მკვეთრი განცხადება, რათა საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსათვის კულტურული ძეგლის სტატუსის არ აღდგენის შემთხვევაში, ისინიც გამოსულიყვნენ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 

9 ივნისს, 14.00 სთ-ზე გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე განიხილეს არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

10 ივნისს, 10.00 სთ-ზე, სასტუმრო „აჭარა“-ში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“-ს ორგანიზებით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა. განიხილეს -„ლილოს ნაგავსაყრელის ექსპლოატაციით გამოწვეული პრობლენები“.

მიხეილ [გელა] სალუაშვილმა შეხვედრის ორგანიზატორებს შესთავაზა წარმოედგინათ წინადადებები ახალი ნაგავსაყრელის სავარაუდო განთავსების ადგილთან მიმართებაში, რაც, ამ საკითხის შესწავლის მიზნით, თბილისის მერიაში შესაქმნელი კომისიისათვის გახდებოდა საბაზისო განხილვის საკითხი.

10 ივნისს, 15.00 სთ-ზე, ლასკარში გამართულ ბრიფინგზე №7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით ამაშუკელმა, სპეციალური განცხადებით მიმართეს ეროვნული სულისკვეთების ამომრჩეველს, მოახლოებულ არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი იმავე დღეს გადაიცა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხზე, 23.24 – 23. 36 სთ-ზე.

11 ივნისს, 19.00 სთ-ზე, წყნეთში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდნენ №7 ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ვაკის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ავთანდილ იოსელიანი. შეხვედრა გაიმართა მაია წყნეთელის ძეგლთან, რომლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ სტენდზე გაკრული ჩვენი პლაკატის გამო თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურმა ჩვენი დაჯარიმების მიზნით სარჩელი შეიტანა სასამართლოში. აღნიშნულის თაობაზე გაკეთებული განცხადება და ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩანაწერი იმავე დღეს გააშუქა საზ. მაუწყებლობის მე-2 არხმა: 22.48 – 22.51 სთ-ზე.

11 ივნისს, საზ. მაუწყებლობის პირველ არხმა, პროგრამა „პირველი სტუდია“-ს ფორმატში [წამყვანი - ეკა მიშველაძე] მონაწილეობა შემოგვთავაზა. ქ. თბილისის 14 მერობის კანდიდატის წარმოჩენისათვის გამიზნული საათნახევრიანი ხანგრძლივობის 5 გადაცემა [16, 23, 28, 30 მაისს, 4 ივნისს], ცალ-ცალკე დაეთმო 5 საარჩევნო სუბიექტს. 6 ივნისს ერთდროულად 4 პოლიტიკური გუნდის წარდგენა მოხდა.

და ამ ფონზე, 11 ივნისს, დარჩენილ 5 მერობის კანდიდატს, შემოგვთავაზე,ს თითოეულისათვის გამოყოფილი 20 წთ-იანი დროის ფარგლებში, გუნდის გარეშე წარვდგარიყავით ამომრჩეველთა წინაშე.

ასეთ არათანაბარ პირობებს, ისიც დაემატა რომ „უფლის სახელით...“ წარდგენილ ქ. თბილისის მერობის კანდიდატს მიხეილ [გელა] სალუაშვილს, 20-ის ნაცვლად მხოლოდ 14 წუთის ხანგრძლივობის საეთერო დრო დაუთმეს [იხ. საზ. მაწყ. 1 არხი, 11. 06. 2014 წ.: 22. 52.40 – 23. 06. 40 სთ-ი].

12 ივნისს, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, დავით ამაშუკელი და გაერთიანების მიერ ქ. ტყიბულის ოლქის, სოჩხეთის საარჩევნო თემის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი - ომარ დარსაძე, ამ თემში შემავალი სოფ. სოჩხეთსა და სოფ. ძმუისში მცხოვრებ  ამომრჩევლებს შეხვდნენ.

13 ივნისს, 21.00 - 21.45 სთ., საზ. მაუწყებლის მე-2 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ეპიცენტრი“ [წამყვანი - დოდო შონავა], „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, შეაჯამა საარჩევნო პერიოდის მანძილზე გადმოცემული ის თემატიკა, რასაც - „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

 

...

ჩემო - ლასკარის მსმენელნო,

თქვენ კი იცით რაცა ხდება:

რაც ბიბლიამ მოგვაწოდა,

ყველაფერი ისე ხდება...

დაგილოცავთ გამძლეობას,

იმედსა და უფლის რწმენას,

არ მოგაკლოთ თვისი მადლი

ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა!..

უფლის რწმენით აღვსილებო,

სიხარული გველოდება:

ნაბიჯ-ნაბიჯ ახლოვდება

საქართველოს გაბრწყინება!

თქვენგან - ყველას გადაეცეს

უფლის დიდი სიყვარული,

დე იცოდნენ - ახლოვდება

გაცხადების სიხარული!..

ეკატერინე

ხრიკული

 

მიმართვა არჩევნების ბოიკოტირების

პოზიციაზე მდგომი მოსახლეობისადმი

ამ არჩევნების ჩათვლით, ბოლო 22 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა არჩევნები არალეგიტიმურია. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში თითქმის ერთად–ერთი „დემოკრატიული" ქვეყანა ვართ სადაც, იმისათვის რომ არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად, საკმარისია მოსახლეობის თუნდაც 1000 ან 500 კაცი, რაც თავისთავად დემოკრატიისათვის უდიდეს ნონსენს წარმოადგენს!

ეს ნონსენსი დააკანონა ედ. შევარდნაძის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას კანონიერმა დევნილმა ხელისუფლებამ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტიებისაკენ მოუწოდა, რადგან მანამდე კანონში ეწერა, რომ თუ არჩევნებზე გამოცხადდებოდა მოსახლეობის 50%–ზე ნაკლები, არჩევნები არ ჩაითვლებოდა ჩატარებულად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე რუსეთის კრემლიდან მართულმა, სახელმწიფო გადატრიალების შემსრულებელმა, ედ. შევარდნაძემ, 50%–იანი ზღვარის გაუქმებით, არჩევნების ბოიკოტირებას აზრი დაუკარგა. ამ აბსურდული უკანონობის მხარდამჭერები არიან მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე და დღეს უკვე ბ. ივანიშვილიც.

რატომ? რატომ და იმიტომ რომ მათ ედ. შევარდნაძესავით ეშინიათ მოსახლეობის იმ 50%–ის გაერთიანებისა, რომლებიც აი უკვე 22 წელია ბოიკოტს უცხადებს უკანონო არჩევნებს. სამწუხაროდ მათ შორის მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელებმა თუ იციან, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.

ამიტომ, როგორც ილიას, მერაბის და ზვიადის ჭეშმარიტი გზის გამგრძელებელნი მოვუწოდებთ მოსახლეობის იმ  50%–ზე მეტს, ვინც კი 1991–1992 წლებში მომხდარი სისხლიანი საახელმწიფო გადატრიალების გამო, აქამდე ბოიკოტს უცხადებს ამ უკანონო ხელისუფლებებს და არჩევნებს:

„აღსდეგით და აღემართენით, რათა ერთიანი ძალით არჩევნებზე მისვლით არ გამოვაყენებინოთ ჩვენი ბიულეტენები თავიანთ სასარგებლოდ, ურჩხულისეულ იმ ძალებს, რომლებმაც ამ 22 წლის მანძილზე უამრავი ძალადობა ჩაიდინეს, მამათმავლობა დააკანონეს და დღეს სხვადასხვა საარჩევნო ნომრებს ამოფარებულნი კიდევ ბედავენ არჩევნებში ხალხს თავი მოაწონონ!

აღსდეგით და აღემართენით, რათა აღვადგინოთ კანონიერი ხელისუფლება და მთელს მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო კულტურული ერია და არასოდეს შეეგუება ხელისუფლების უკანონო დამხობას!"

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი

დავით ამაშუკელი

10 ივნისი, 2014 წელი.