Print

გაზეთი № 25 [921]

„მე ჩემი ვალი მოვიხადე - არჩევანი თქვენზეა“

2014 წ. 15 ივნისს, 16.00 სთ-ზე ინტერნეტ სივრცეში ასეთი მიმართვა გავავრცელე [იხ. საინფორმაციო სააგენტო: პრესა.გე; დრონი.გე; კვირა.გე]:

2015 წ. 15 ივნისის არჩევნებში, მე - მიხეილ სალუაშვილი, დარეგისტრირებული ვარ - ქ. თბილისში, №10 გლდანის ოლქის №88 საარჩევნო უბანზე [№184 ბაგა-ბაღი, მუხიანის 1 მ/რ]; ამომრჩეველთა სიაში ჩემი ნომერია - 939.

მოვუწოდებ რა არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი არჩევანი, მინდა განვაცხადო შემდეგი:

მე, როგორც №7 საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატს, მიმაჩნია, რომ უნდა დაიმსხვრეს სტერეიტიპი, როდესაც ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საარჩევნო უბანზე თავის თავისთვის ხმის მისაცემად მიდის - არჩევნებში გამარჯვებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება უნდა იყოს.

შესაბამისად, ისევე როგორც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არ ვაპირებ 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას და ამ ფორმით ჩემი კანდიდატურისთვის ხმის მიცემას.

გისურვებთ მართებული არჩევანი გაგეკეთებინოთ: აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ!

 

საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ: კვირა.გე“, იმავე დღეს ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა

 

გელა სალუაშვილმა არჩევნებს პროტესტი გამოუცხადა

 საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით” წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას არ აპირებს.

სალუაშვილმა „კვირასთან ’” აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი განმარტა: 

მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ არჩევანი ამომრჩეველზეა და სწორედ მათ უნდა იაქტიურონ. „მიმაჩნია, რომ უნდა დაიმსხვრეს სტერეოიტიპი, როდესაც ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საარჩევნო უბანზე თავის თავისთვის ხმის მისაცემად მიდის – არჩევნებში გამარჯვებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება უნდა იყოს”, -აღნიშნა სალუაშვილმა“.

 

 

„ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის

მესამე ეტაპის შედეგები

ბიბლიური კოდირებული მინიშნების თანახმად - 2013, ანუ გველის წელიწადში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში კოდირებული - „მარ[გველ]აშვილის“ გამარჯვების შემდგომად დაწყებული ეტაპი - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“-აა სახელდებული, და - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის არსობრივ მხარეს მოიცავს.

აღნიშნული, როგორც ვიცით [იხ. გაზეთის წინა ნომრები], სამი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება: 1. პარტიის რეგისტრაცია; 2. კანდიდატების შერჩევა და 3. არჩევნებში მონაწილეთა მიერ გამოვლენილი ნება.

ზემოთქმული, მთლიანობაში - 2014 წ. 8 მარტიდან ათვლით, 15 ივნისამდე არსებულ 100 დღიან მონაკვეთს მოიცავს [იხ. გაზ. 24(9200, გვ.1-2]. უშუალოდ მესამე ეტაპის თაობაზე კი აი, რა გვინდა მოგახსენოთ.

თავდაპირველად გავიხსენოთ - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ზოგიერთი მონაცემი:

საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო - 3 537 719. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 660 976 ამომრჩეველმა, რაც 46,95%-ს შეადგენდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მიიღო - 1376 ხმა [0,08%], მათ შორის თბილისში - 591 ხმა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით დღეისათვის - საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა: 3 429 748. აქედან, საქართველოს მაშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 485 372 ამომრჩეველმა, რაც 43,31%-ს შეადგენს.

კონკრეტული რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემები დაფიქსირდა:  

აჭარა - 301 589, მოვიდა - 134 067 [44.5%];

გურია - 112 092, მოვიდა - 64 373 [57.4%];

თბილისი - 918 667, მოვიდა - 342 996 [37.3%]

იმერეთი - 548 240, მოვიდა - 246 094 [44.9%];

კახეთი - 307 800, მოვიდა -144 132 [46.8%];

მცხეთა-მთიანეთი - 86 391, მოვიდა - 41 797 ]48.4%];

რაჭა ლეჩხუმი - 35 542, მოვიდა - 21 744 [61.2%];

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 346 335, მოვიდა - 169 316 [48.9%];

სამცხე-ჯავახეთი - 145 260, მოვიდა - 74 671 [51.4%];

ქვემო ქართლი - 391 902, მოვიდა - 148 344 [37.9%];

შიდა ქართლი - 235 930, მოვიდა - 97 838 [41.5%].

 

მე-7 ნომრის მქონე ჩვენი საარჩევნო გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მხოლოდ ორ ქალაქში [თბილისი და რუსთავი] წარდგენილი პარტიული სიით ჩაერთო არჩევნებში. როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს სწორედ ამ ორ რეგიონში მოვიდა ყველაზე ცოტა ამომრჩეველი, კერძოდ:

თბილისი - 918 667 ამომრჩეველი, მოვიდა - 342 996 [37.3%],

ქვემო ქართლი [რომელშიც შედის ქ. რუსთავი] - 391 902 ამომრჩეველი, მოვიდა - 148 344 [37.9%]. უშუალოდ ქ. რუსთავის შედეგი ასეთია - 104 456 ამომრჩევლიდან, მოვიდა - 37 850, ანუ - 36.24%.

ქ. თბილისში პროპორციული, ანუ პარტიული სიის მიხედვით - 19 პოლიტიკური სუბიექტი იღებდა მონაწილეობას. 729 უბნის მიხედვით, საბოლოოდ ასეთი შედეგი დაფიქსირდა:

1. [41] ქართული ოცნება - 151 072 (46.02 %);

2. [5] ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 85 737 (26.12 %);

3. [3] ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია - 33 974 (10.35 %);

4. [8] დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 20 819 (6.34 %;);

5. [20] შალვა ნათელაშვილი − საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 11 274 (3.43 %);

6. [1] არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – 6 536 (1.99 %);

7. [6] გიორგი გაჩეჩილაძე − მწვანეთა პარტია - 4 708 (1.43 %);

8. [18] სალომე ზურაბიშვილი − საქართველოს გზა - 3 836 (1.17 %);

9. [2] საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - 2 399 (0.73 %)

10. [7] უფლის სახელით − უფალია ჩვენი სიმართლე     - 1 796 (0.55 %);

11. [9] თვითმმართველობა ხალხს - 1 443 (0.44 %);

12. [11] ირაკლი ღლონტი − რეფორმატორები 1 284 (0.39 %);

13. [26] სახალხო პარტია - 751 (0.23 %;)

14. [30] მერაბ კოსტავას საზოგადოება - 667 (0.2 %);

15. [16] ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები) – 520 (0.16 %);

16. [12] ჩვენი საქართველო  - 398 (0.12 %)

17. [36] საქართველოს მშრომელთა საბჭო - 386 (0.12 %);

18. [13] მომავალი საქართველო - 373 (0.11 %)

19. [17] ერთიანობის დარბაზი - 285 (0.09 %).

 

ქ. რუსთავში, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობდა - 14 საარჩევნო სუბიექტი. 86 უბნის მონაცემთა მიხედვით ასეთი სურათია:

1. [41] ქართული ოცნება - 14 656 (40.67%);

2. [5] ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 9 935 (27.57%);

3. [12] ჩვენი საქართველო  - 2 791 (7.75%)

4. [3] ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია - 2 592 (7.19%);

5. [20] შალვა ნათელაშვილი − საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1966 (5.46%);

6. [8] დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1812 (5.03%);

7. [1] არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)  758 (2.1%);

8. [18] სალომე ზურაბიშვილი − საქართველოს გზა  - 435 (1.21%);

9. [7] უფლის სახელით − უფალია ჩვენი სიმართლე - 383 (1.06%);

10. [6] გიორგი გაჩეჩილაძე − მწვანეთა პარტია - 299 (0.83%);

11. [2] საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა  - 148 (0.41%);           

12. [9] თვითმმართველობა ხალხს  - 127 (0.35%);

13. [30] მერაბ კოსტავას საზოგადოება  - 85 (0.24%);

14. [11] ირაკლი ღლონტი − რეფორმატორები  46 (0.13%).

 

მთლიანობაში, საქართველოს მაშტაბით, 3 637 უბნიდან, პროპორციული არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთია:

1. [41] ქართული ოცნება - 720 589 (50.83 %);

2. [5] ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 317 673 (22.41 %);

3. [3] ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია - 144 916 (10.22 %);

4. [8] დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი           - 66 836 (4.71 %);

5. [20] შალვა ნათელაშვილი − საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 48 897 (3.45 %);

6. [1] არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - 31 888 (2.25 %);

7. [18] სალომე ზურაბიშვილი − საქართველოს გზა - 17 155 (1.21 %);

8. [2] საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - 13 500 (0.95 %);

9. [14] ირაკლი ოქრუაშვილი − ქართული პარტია - 11 333 (0.80 %);

10. [9] თვითმმართველობა ხალხს - 10 429 (0.74 %);

11. [6] გიორგი გაჩეჩილაძე − მწვანეთა პარტია  - 8 969 (0.63 %);

12. [12] ჩვენი საქართველო - 3 635     (0.26 %);

13. [26] სახალხო პარტია - 4 760 (0.34 %);

14. [17] ერთიანობის დარბაზი - 4 378 (0.31 %);

15. [11] ირაკლი ღლონტი − რეფორმატორები - 3 160 (0.22 %)

16. [16] ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები) - 2 610 (0.18 %);

17. [30] მერაბ კოსტავას საზოგადოება - 2 309 (0.15 %);

18. [7]  უფლის სახელით − უფალია ჩვენი სიმართლე - 2 179 (0.15 %);

19. [19] თავისუფლება − ზვიად გამსახურდიას გზა - 870 (0.06 %);

20. [10] ხალხის პარტია - 730 (0.05 %));

21. [36] საქართველოს მშრომელთა საბჭო -  534 (0.04 %);

22. [13] მომავალი საქართველო 373 (0.03 %)

23. [15] სახალხო მოძრაობა  40 (0 %)

 

მთლიანობაში, №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-ს მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებული - 2 179 ხმა, შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. თბილისი:

1. ნაძალადევი - 96 უბანი, ხმების რაოდენობა - 340 [0,76%];

2. სამგორი - 117 უბანი, ხმების რაოდენობა - 250 [0,58%];

3. გლდანი - 111 უბანი, ხმების რაოდენობა - 239 [0,55%];

4. საბურთალო - 85 უბანი, ხმების რაოდენობა - 220 [0,5%];

5. ვაკე - 77 უბანი, ხმების რაოდენობა - 178 [0,47%];

6. ისანი - 76 უბანი, ხმების რაოდენობა - 162 [0,5%];

7. დიდუბე - 54 უბანი, ხმების რაოდენობა - 122 [0,47%];

8. ჩუღურეთი - 43 უბანი, ხმების რაოდენობა - 120 [0,59%];

9. მთაწმინდა - 38 უბანი, ხმების რაოდენობა - 110 [0,53%];

10. კრწანისი - 32 უბანი, ხმების რაოდენობა - 55 [0,38%].

 

2. რუსთავი - 86 უბანი, ხმების რაოდენობა - 383 [1,06%].

 

 ქ. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა - 14 კანდიდატი. 729 უბანზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთია:

1. დავით ნარმანია [41] -  ხმების რაოდენობა - 151 809 [46,09%],

2. ნიკა მელია [5] - ხმების რაოდენობა - 92 2124 [27,97%],

3. დავით ლორთქიფანიძე [3] - ხმების რაოდენობა - 42 208 [12,82%],

4. ირმა ინაშვილი [8] - ხმების რაოდენობა - 17 684 [5,37%],

5. ასმათ ტყაბლაძე [20]- ხმების რაოდენობა - 8 091 [2,46%],

6. კახა კუკავა [1] - ხმების რაოდენობა - 7 626 [2,32%],

7. გიორგი გაჩეჩილაძე [6] - ხმების რაოდენობა - 3 731 [1,13%],

8. თეიმურაზ მურვანიძე [18] - ხმების რაოდენობა - 1 640 [0,5%],

9. ირაკლი ღლონტი [11] - ხმების რაოდენობა - 1 169 [0,35%],

10. სერგო ჯავახაძე [9] - ხმების რაოდენობა - 1 140 [0,35%],

11. მიხეილ სალუაშვილი [7] - ხმების რაოდენობა - 1 062 [0,32%],

12.გიორგი ლილუაშვილი [30] - ხმების რაოდენობა - 359 [0,11%],

13. როინ ლიპარტელიანი [36] - ხმების რაოდენობა - 358 [0,11%],

14. გიორგი ლაღიძე [13]- ხმების რაოდენობა - 357 [0,11%].

 

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ 729 უბანზე აღებული - 1 062 ხმა, ოლქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

1. გლდანი - 111 უბანი, ხმების რაოდენობა - 167 [0,38%];

2. საბურთალო - 85 უბანი, ხმების რაოდენობა - 145 [0,32%];

3. ნაძალადევი - 96 უბანი, ხმების რაოდენობა - 158 [0,35%];

4. სამგორი - 117 უბანი, ხმების რაოდენობა - 157 [0,37%];

5. ისანი - 76 უბანი, ხმების რაოდენობა - 128 [0,39%];

6. ვაკე - 77 უბანი, ხმების რაოდენობა - 103 [0,27%];

7. ჩუღურეთი - 43 უბანი, ხმების რაოდენობა - 67 [0,33%];

8. დიდუბე - 54 უბანი, ხმების რაოდენობა - 59 [0,22%];

9. კრწანისი - 32 უბანი, ხმების რაოდენობა - 39 [0,26%];

10. მთაწმინდა - 38 უბანი, ხმების რაოდენობა - 39 [0,18%];

[როგორც ვხედავთ - მიხეილ [გელა]სალუაშვილის მიერ 2013 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ქ. თბილისში მიღებული - 591 ხმის სანაცვლოდ, 2014 წ. მერობის არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა თითქმის გაორმაგდა და - 1062 ხმა შეადგინა].

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. თბილისის 7 ოლქში წარდგენილი მაჟორიტარების მონაცემები ასეთია:

1. ჩუღურეთი მაჟ. ოლქი №07.15: დავით ამაშუკელი  - 138 (0.69%), მე-10 მაჩვენებელი [14-დან];

2. ნაძალადევი მაჟ. ოლქი  №09.20: მალხაზ მუშკუდიანი - 90 (0.72%), მე-8 მაჩვენებელი [13-დან];

3. ვაკე მაჟ. ოლქი  №02.02: ავთანდილ იოსელიანი - 87 (0.46%), მე-10 მაჩვენებელი [15-დან];

4. გლდანი მაჟ. №10.23: დიმიტრი ომანაძე - 63 (0.54%), მე-10 მაჩვენებელი [12-დან];

5. ისანი მაჟ. ოლქი: №05.08: ხაჩატურ ვართანიანცი - 61 (0.54%), მე-10 მაჩვენებელი [12-დან];

6. გლდანი მაჟ. №10.24: ლევან ხაჭაპურიძე - 59 (0.48%], მე-9 მაჩვენებელი [12-დან];

7. გლდანი მაჟ. ოლქი  №10.22: ელიზბარ დიაკონიძე - 40 (0.4%), მე- 8 მაჩვენებელი [11-დან].

სულ, თბილისის მაშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ აღებული იქნა - 538 ხმა.

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. რუსთავის მერობის კანდიდატად წარდგენილი ელგუჯა ქოჩიაშვილის მიერ 86 უბანზე აღებულია - 291 ხმა [0.8%], მე9 ადგილი 9-დან.

ქ. რუსთავში დასახელებული 9 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებული - 385 ხმა ასე გადანაწილდა:

1. 20.06 ია იმნაძე - 80 (1.94%)

2. 20.03 რობიზონ შავდათუაშვილი - 72 (2.05%)

3. 20.04 ვლადიმერ მჭედელაძე - 70 (1.72%)

4. 20.07 გიორგი ორველაშვილი - 45 (0.93%)

5. 20.02 გელა პოპიაშვილი - 38 (1.2%)

6. 20.05 ნიაზი ნამაზოვი - 27 (0.66%)

7. 20.09 გიორგი კაზანაშვილი - 22 (0.8%)

8. 20.10 გიორგი აბრამოვი - 22 {0,71]

9. 20.01 ქეთევან იაშვილი - 9 (0.59%)

 

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. ქუთაისში, №59.04 მაჟორიტარულ ოლქში დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - ირაკლი კინწურაშვილმა მოაგროვა - 43 ხმა [0.79%], მე-8 ადგილი 8-დან.;

№7 ს/გ „უფლის სახელით...“ ქ. ტყიბულის, №57.07 მაჟორიტარულ ოლქში დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - ომარ დარსაძემ მოაგროვა - 23 ხმა [4,55%], მე-5 ადგილი 7-დან.

 

ამდენად, მთელი საქართველოს მაშტაბით, №7 ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული შედეგი ასეთია:

1. საქართველოს მაშტაბით პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 2 179 ხმა. მათ შორის:

- ქ. თბილისში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 796 ხმა;

- ქ. რუსთავში პროპორციულ არჩევნებში მიღებულ იქნა - 383 ხმა;

2. ქ. თბილისის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 1 062 ხმა;

3. ქ. თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 538 ხმა;

4. ქ. რუსთავის მერის არჩევნებში მიღებულ იქნა - 291 ხმა;

5. ქ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 385 ხმა;

6. ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებულ იქნა - 43 ხმა;

7. ქ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებულ იქნა - 23 ხმა.

მიღებული ხმების საერთო ოდენობა - 4 521 ხმა, კონკრეტული ოლქების მიხედვით, ასეა გადანაწილებული:

№1 ოლქი: მთაწმინდა - 149 ხმა;

№2 ოლქი: ვაკე - 368 ხმა;

№3 ოლქი: საბურთალო - 388 ხმა;

№4 ოლქი: კრწანისი - 94 ხმა;

№5 ოლქი: ისანი - 351 ხმა;

№6 ოლქი: სამგორი - 407 ხმა;

№7 ოლქი: ჩუღურეთი - 325 ხმა

№8 ოლქი: დიდუბე - 181 ხმა;

№9 ოლქი: ნაძალადევი - 588 ხმა;

№10 ოლქი: გლდანი - 568 ხმა;

№20 ოლქი: რუსთავი - 1 059 ხმა;

№57 ოლქი: ტყიბული - 23 ხმა;  

№59 ოლქი: ქუთაისი - 43 ხმა.

 

მთლიანობაში, 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან მიმართებაში ასეთი რამოდენიმე პირობითი ჯგუფი გამოიკვეთა:

1.  №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ, უშუალოდ არჩევნებში მოგროვილ იქნა -  4 521 ხმა. ბუნებრივია, რომ ხმათა ეს რაოდენობა ჩვენი მხარდამჭერი ამომჩევლის რიცხვზე ვერ გვითითებს, რამეთუ ერთი და იგივე პიროვნება, სავარაუდოდ, სამივე ბიულეტენში [მერის, მაჟორიტარებისა და პარტიულ სიაში] აფიქსირებდა თავის ხმას.

მხარდამჭერთა კონკრეტული ოდენობის გამოსავლენად, საჭიროა შეიკრიბოს სხვადასხვა ქალაქში მიღებულ ხმათა მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ: 1796 [თბილისი - პროპ. ხმები]] + 385 [რუსთავი - მაჟ. ხმები] + 43 [ქუთაისი] + 23 [ტყიბული] = 2 247 მხარდამჭერი;

2. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაზე მომუშავეთა რიცხვი [გარდა პარტიულ სიაში შესული კანდიდატებისა] გახლავთ - 5 [იხ. გაზ. 15 [911], გვ.4];

3. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, ცესკოს მიერ დარეგისტრირებულ მხარდამჭერთა საერთო ოდენობამ შეადგინა - 25 163 [ოცდახუთი ათას ასსამოცდასამი] ხელმოწერა  [იხ. გაზ. 15 [911], გვ.3];

4. №7 ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- მიერ დასახელებულ კანდიდატთა საერთო რიცხვია - 104 [იხ. გაზ. 2 [918], გვ.5].

ამდენად, ბოლო ჟამში გამოსავლენი მისტერიულად ასაცხადებელი „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ საბოლოო ოდენობა იქნება: 2 247 + 5 + 25 163 + 104 = 27 519.

ბოლო ჟამის მოვლენებით ცნობიერად [გააზრებულად] დაინტერესებულ მკითხველთა გასაგონად უნდა ითქვას, რომ - სამ ეტაპად მიმდინარე „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის 2014 წ. 8 მარტიდან დაწყებული 100 დღიანი დროითი მონაკვეთი [იხ. გაზ.24 (920), გვ. 1-2] 2014 წ. 15 ივნისს - დასრულდა.

მთლიანობაში, ბოლო ჟამის განსახილველ კონკრეტულ მონაკვეთში მომხდართან მიმართებაში გაჩენილ კითხვაზე, თუ - „სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“, თავად - მიღებული რიცხობრივი სიდიდე - „27 519“ „იძლევა“ პასუხს, და აი, როგორ:

საკვლევი რიცხვის - „27 519“ თითოეული შემადგენელი, ანუ: „27“ - „51“ - „9“, მიგვითითებს:

1. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის 27-ე ასოზე: „შინ“;

2. სახელზე: „იესო, რამეთუ: ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51; და

3. 40 ნიშნიანი ქართული ანბანის მე-9 ასოზე: „თან“;

ბოლო ჟამში გამოსავლენი „ბეჭედდასმულთა“ რიცხობრივი ოდენობა - „27 519“, კოდირებულად გვაუწყებს: „27“ [„შინ“] - „51“ ["იესო = ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16) = 51] - „9“ [„თან“], ანუ გვეუბნება: „[შინ] [იესო]ს[თან]“.  

ამდენად ხსენებული კითხვა-პასუხი ასეთია:

კითხვა: სად მიემართება „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოსავლენი ეს გზასავალი?“,

პასუხი: „[შინ] [იესო]ს[თან]“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს: ბოლო ჟამი მოვლენები ნორმით სრულდება - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

17 ივნისს, 12.00 სთ-ზე გამართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის სხდომაზე განიხილეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

18 ივნისს, 16.00 სთ-ზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ჩვენი პოზიციების დაცვის მიუხედავად, სრულიად უსამართლოდ, მოსამართლე - ნათია ჯორბენაძემ, დააკმაყოფილა თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის სარჩელი, და ჩვენი პარტია, სააგიტაციო მასალის სხვა პარტიის პლაკატზე გადაკვრის „საბაბით“, საარჩევნო კოდექსის მუხლი 80,1-ზე დაყრდნობით - 1000 [ათასი] ლარით დააჯარიმა.

19 ივნისს, 16.30 სთ-ზე, ტ/კ „აფხაზეთი ხმა“-ს სტუდიაში, გადაცემა „სოც. შეკითხვის“ მოწვევით მყოფმა , ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარემ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა უპასუხა, ინტერნეტ სივრცის მომხმარებელთა მიერ წინასწარ გამოგზავნილ 11 შეკითხვას. ჩანაწერი ტ/კ „აფხაზეთის ხმა“-ს ეთერში გავა - 2014 წ. 22 ივნისს, კვირას, 20.00 სთ-ზე.

...

ციდან გამოჩნდა ლაშქარი,

გამოაგზავნა ღმერთმა...

წინ მოუძღვება ვაჟკაცი,

ლამაზი - დედისერთა...

სუყველას - უნდა აჯობოს,

მხოლოდ იმ ერთადერთმა!...

მოდის ლაშქარი გალობით,

მთანი ბანს ეუბნებიან.

ლაშქარს წინ თეთრი მტრედები,

ღუღუნით ეგებებიან.

დგანან და მისი შვილები

წუთს წუთზე ელოდებიან...

მისი აღზრდილი შვილები

ლასკარში იკრიბებიან.

დიდება შენდა უფალო!

რა სასწაული ხდება.

მიფრინავს წუთი სოფელი,

მარადისობა დგება...

შეემზადენით სუყველა,

დრო თითქმის აღარ რჩება,

მერე გვიანი იქნება

თქვენთვის თითებზე კბენა...

ეკატერინე

ხრიკული