Print

გაზეთი № 26 [922]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი21 ივნისის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 21 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე;

2. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2014 წლის 21 ივნისის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2014 . 21 ივნისის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

შესაბამისი მოთხოვნის დაცვით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

23 ივნისის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე განიხილეს:

1. 15 ივნისის არჩევნების შედეგები [მ. სალუაშვილი];

2. წყნეთში გაკრული საარჩევნო პლაკატების გამო საქალაქო სასამართლოს მიერ ჩვენი გაერთიანების დაჯარიმების საკითხი, და ჯარიმის გადახდის მექანიზმი [ა. იოსელიანი, ხ. ვართანიანცი];

3. ქ. რუსთავსა და ქ. ტყიბულში ჩატარებული არჩევნების ზოგიერთი დეტალი [ვ. მჭედელაძე, ო. დარსაძე];

4. საქართველოს პარლამენტისადმი გასაგზავნი საკანონმდებლო წინადადების პროექტი [მ. სალუაშვილი];

5. ჩვენი გაერთიანების მიერ ქ. თბილისის პარტიულ სიაში პირველ ნომრად წარდგენილი - მამა ელიზბარის [დიაკონიძე] შეუფერებელი საქციელი [მ. სალუაშვილი, ა. იოსელიანი, ჯ. ჯიქია, ხ. ვართანიანცი, მ. მუშკუდიანი, ვ. მჭედელაძე, ო. დარსაძე, ა. თაქთაქიშვილი].

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

 

 

ბოლო ჟამში ასაცხადებელი,

 ჩვენთვის მტკივნეული ნიშანთაგანი

ბოლო ჟამის დროთა მდინარებას თავისი კანონზომიერება ახასიათებს.

ბიბლიის წინასწარმეტყველებანი, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენებზე რომ გვითითებენ, უცილობელ აცხადებას ექვემდებარება. ერთია მხოლოდ, ამ ნიშანთაგან ზოგი მეტად მტკივნეული აღსაქმელია. დღეს ერთ-ერთ ასეთთაგანზე გვინდა ვისაუბროთ.

მკითხველებს კარგად მოგეხსენებათ - წმ. სამების სახელობის ტაძრის დიაკონის მამა ელიზბარის [დიაკონიძე] მიერ უკანონობის წინააღმდეგ, საერო საქმიანობაში წარმართული ბრძოლის შესახებ. სწორედ მისი ეს მებრძოლი ხასიათი დაედო საფუძვლად ჩვენს მიერ მასთან დამყარებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, რომელიც - 2012 წლის მარტის თვიდან იღებს სათავეს.

ჩვენი პარტიის მიერ 2014 წ. 15 ივნისის  ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შედგენილ 72 კანდიდატისაგან შემდგარ პარტიულ სიაში, პირველ ნომრად, ანუ სათავეში, სწორედ მამა ელიზბარ [დიაკონიძე] წარვადგინეთ:

„1. დიაკონიძე ელიზბარი - № 10. 22 გლდანის მაჟორიტარი, დაბ. 04. 04. 1963 წ., ინჟინერ მშენებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის დიაკონი, წმ. გიორგის სადროშო“-ს თავმჯდომარე“ [იხ. გაზ. №20 (916), გვ.5].

2014 წ. 21 მაისს, საარჩევნო პლაკატების დამზადების თაობაზე გამართულ ჩვენი გაერთიანების შეკრებაზე, შევთანხმდით, რომ, ჩვენი მწირი ფინანსებისა გამო, მხოლოდ ქ. თბილისისა და ქ. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო პლაკატები დაგვებეჭდა. ამავე დღეს, საინფორმაციო სივრცეში გავრცელების მიზნით შედგენილ მიმართვა-ბიოგრაფიაში, მამა ელიზბარი [დიაკონიძე] ასე ბრძანებს:


ჩვენი მრწამსი, ქართველი კაცის საკეთებელ საქმეთა ერთობას უნდა ეფუძნებოდეს...  კერძოდ:

ეკლესიაში ხშირად გაიგონებთ შეგონებას - თითქოს ადამიანის სიცოცხლე ჰგავს წყალში მოტორტმანე ნავს, რომელსაც ორი ნიჩაბი სჭირდება სამართავად, რომელთაგან ერთს აწერია „ლოცვა“, მეორეს - „შრომა“. თუ ერთ-ერთ მათგანს არ ვიყენებთ ნავი წინ ვერ მიდის და ის ერთ ადგილზე ბრუნავს...

ქართველი კაცის ცხოვრება კი, ჰგავს ნავს, რომელსაც ორი ნიჩბის გარდა, რომელთაც „ლოცვა“ და „შრომა“ აწერია, აუცილებლად ესაჭიროება ასევე მესამე ნიჩაბი, რომელსაც ჩვენში - ორთაყვირს ეძასიან, და რომელზეც არის წარწერა - „ბრძოლა“.  ქართული სული „მებრძოლი“, ანუ მიწიერი ეკლესიის ნაწილია და თვინიერ ბრძოლისა, ვერ შეუერთდება „მოზეიმე“, ანუ ზეციურ ეკლესიას.

ჩვენი ვალია ვიზრუნოთ არამარტო საკუთარი, არამედ სხვათა სულების გადასარჩენად...

ქართველებს ძალზედ ცოტა დრო გვაქვს უფლის სიმართლემდე მისასვლელად, და ძალზედ ბევრი გვაქვს საკეთებელი... ამიტომ, სხვებისაგან განსხვავებით, სწორედაც რომ სამნიჩბიანი [„ლოცვა“, „შრომა“, „ბრძოლა“] ნავი გვჭირდება...

ასეთი ნავით ატარა ქართველმა თავისი სული, მამული და მხოლოდ ასეთი ნავით თუ გავალთ უფლისაკენ სავალ გზაზე.

„ცუდი სიზმრები მაცილებენ აქეთკენ ძრწოლით,

სიცოცხლისათვის - ძარღვი ძარღვთან უნდა შეერთდეს!..

სიკვდილს - სჯობს, ქარის წისქვილებთან იყო მებრძოლი,

ან კიდევ მეტი: წიწამურთან სამასმეერთე“ .

ჩვენს - სამასმეერთე არაგველობის სულისკვეთების სვლას გაუმარჯოს!..“.


ჭეშმარიტად - მამულიშვილური სიტყვებია, რომელსაც სუყველა თანავეზიარებით. შემდგომი მოვლენები, ჩვენთვის დღემდე აუხსნელად წარიმართა.

ამ დღიდან მოყოლებული მამა ელიზბარი [დიაკონიძე] - ჩვენს სატელეფონო ზარებს, თავდაპირველად, მართალია პასუხობდა, მაგრამ შეხმიანების დროს გამოთქმული შეპირების მიუხედავად, საარჩევნო შტაბში აღარ გამოჩენილა.

უფრო მეტიც, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ისე გაილია, რომ მან, 23 მაისიდან მოყოლებული, საერთოდ შეწყვიტა ჩვენს სატელეფონო ზარზე რეაქცია, და, არაერთი შეხმიანების მიუხედავად, ჩვენს [მიხეილ [გელა] სალუაშვილის, ჯემალ ჯიქიას, ავთანდილ იოსელიანის, ხაჩატურ ვართანიანცის ] სატელეფონო ზარებს დღემდე არ პასუხობს და არც თავად გვეხმიანება.

ჩვენს პარტიულ სიაში - ერთადერთი სასულიერო შესამოსელის მატარებელი, დიაკონ - მამა ელიზბარის [დიაკონიძე] ასეთი - „დუმილი“, და - საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობიდან გვერდზე განდგომა, უაღრესად მტკივნეული აღმოჩნდა „უფლის სახელით...“ მავალ გუნდში გაერთიანებული თითოეული ჩვენთაგანისათვის.

22 ივნისს ჯემალ ჯიქიასთან შემდგარი შემთხვევითი შეხვედრისას, მამა ელიზბარმა [დია-კონიძე] თავისი „დუმილი“ ასე განმარტა - „არ მცალია და ვერ მოვდივარო...“.

ამ, ყოვლად მიუღებელი, პოზიციის თაობაზე კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია.

  ბოლო ჟამში მომხდარი ამ გულდასაწყვეტი ფაქტის ბიბლიური ანარეკლის თაობაზე საუბარი, ადრე უკვე ნათქვამის გახსენებით გვინდა განვაგრძოთ.

ჩვენ ვწერდით, რომ - „...იმაში გასარკვევად, თუ ბიბლიური მინიშნებით გამოკვეთილი რა მისტერიული პროცესი შეესაბამება - „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ გამოვლენის მეორე ეტაპს, თავად აღნიშნული ტექსტი გავიხსენოთ - „...წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი“ [3 ეზრა 2,38].

აქ ხსენებული - „უფლის ნადიმი“, საძიებელი თემატიკის მთავარი გასაღებია, და აი როგორ. სახარებაში, კოდირებული „უფლის ნადიმის“ არსის გასაგები, ორი იგავია მოცემული;

1. „საქორწინო ნადიმი“ [მათე 22,1-14] და

2. „პურობაზე წვეულნი“ [ლუკა 14,16-24].

ორივე ამ იგავში მინიშნებაა - „გამზადებულ სუფრასა“ და „წვეულთა“ მოპატიჟებაზე:

1. „კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად...  და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში“ [მათე 22,1-4]...“ [იხ. გაზ. №20 (916), გვ. 2-3].

კოდირებული „ბეჭედდასმულთა რიცხვის“ არსის მატარებელი „ქორწილის“ [აქ - „პარტიულ სიაში“ შესაყვანთა] თემატიკა სახარებისეულ თხრობაში ასე გრძელდება:

- „მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში... მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში [აქ - „პარტიულ სიაში“ შესაყვანად] მოიწვიეთ ყველა შემხვდური. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი [ანუ - პარტიული სია შეივსო და ცესკოს წარდგენა].

შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი [როგორც ითქვა - მამა ელიზბარი [დიაკონოძე] გახლდათ ჩვენს პარტიულ სიაში მყოფი სასულიერო შესამოსელის მატარებელი ერთადერთი დეპუტატობის კანდიდატი]. და უთხრა მას: მეგობარო [დიახ, იგი, ჩვენთვის - ჩვენი პოლიტიკური თანამოაზრე და მეგობარია], როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა [წინასაარჩევნო პროცესიდან განრიდება, სატელეფონო ზარებზე ურეაგირეობა და სხვა]. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ...“ [მათე 22, 5-13].

სახარებისეული ტექსტის შემდგომი ციტირება მკითხველისათვის მიგვინდვია, ჩვენის მხრიდან მხოლოდ ხსენებული მონაკვეთის შემაჯამებელ წინადადებას მოვიყვანთ - „...მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი“ [მათე 22,14].

დასასრულს, მამა ელიზბარს [დიაკონიძეს}, ისევე როგორც ჩვენს თავსაც, ვუსურვებთ, რათა - ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს თავი დავაღწიოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს.

ღმერთმა ყველას მოგვცეს მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

  ...

ტკბილია ჩემი ქვეყანა

მარგალიტების სადარი,

მასავით აყვავებული

მხარე მეორე სად არი?!

აქ ხალხი უნდა ცხოვრობდეს

თავაზიანი, კეთილი...

უნდა უყვარდეთ ამ მიწის

ჩვენთვის მომცემი უფალი.

ხოლო მათ, ვისაც არ სჯერათ

და არ არიან აზრზედა,

გაგვიცხადდება უფალი,

ყველას მოიყვანს ჭკვაზედა...

 

ეკატერინე

ხრიკული

 

ფერისცვალება ლასკარში

მოველი ფერისცვალებას ლასკარში, აქ უნდა იშვას მომავალი კაცობრიობის, აქ, უფლის სახლში, ზეციური სიხარულია... ზარ-ზეიმია, მეორედ მოსვლას ეგებებიან.

აქ, ჩემს ქალაქში, უფლის ტახტია. აქ, ზეციური კურთხევით, მოციქულები „მეორდებიან“.

თუკი განგებამ ასე ინება, წმიდა წერილის გასხივოსნება - მეორედ მოსვლის დღის გაცხადდება, დიდება უფალს!

ჩემი ქალაქი ზეციურია, ჩემი ქალაქი ისე თბილია, - ღვთიური ცეცხლი ანათებს ყველგან...

ჩემი ქალაქი დღეს წააგავს იმ წმიდა ქალაქს, ზეციური გვირგვინით მორთულ - მოკაზმულს, ციდან დაშვებულ - „ზეციურ იერუსალიმს“.

მე სხვა სამყარო არ მინატრია...

მე სხვა დიდება არც მინდა.

დიდება შენს მობრძანებას - უფალო იესუ!

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

ამომრჩეველთა მხარდაჭერის ცვლის დინამიკა

 

წინამდებარე წერილში გვინდა შემოგთავაზოთ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების ზოგიერთი შედეგის ერთგვარი შედარებითი ანალიზი.

კერძოდ, განვიხილოთ ქ. თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველთა მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტობისა და ქ. თბილისის მერობის კანდიდატების მიმართ დაფიქსირებული მხარდაჭერის ცვლის დინამიკა, იმ ხუთი პოლიტიკურ ორგანიზაციის მიმართ, რომლებსაც ხსენებულ ორივე არჩევნებში ჰყავდათ დასახელებული კანდიდატები. ეს პოლიტიკური ძალებია:

1. კოალიცია „ქართული ოცნება“ [გ. მარგველაშვილი - დ. ნარმანია];

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [დ. ბაქრაძე - ნ. მელია]“;

3. „ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი“ [ნ. ბურჯანაძე - დ. ლორთქიფანიძე];

4. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [შ. ნათელაშვილი - ა. ტყაბლაძე];

5. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [მ. სალუაშვილი].

საუბრის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ - 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის: საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო - 3 537 719. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 660 976 ამომრჩეველმა, რაც - 46,95%-ს შეადგენდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებისათვის - საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა: 3 429 748. აქედან, საქართველოს მაშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 485 372 ამომრჩეველმა, რაც - 43,31%-ს შეადგენს.

 

ქ. თბილისში დაფიქსირებული შედეგები

2013 წ. 27 ოქტომბერსა და 2014 წ. 15 ივნისს  ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში ასეთია

1. კოალიცია „ქართული ოცნება“-ს მიერ დასახელებული კანდიდატის მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა:

- 2013 წ. 27 ოქტომბერს:  289 049 ამომრჩეველმა;

- 2013 წ. 15 ივნისს: 151 808 ამომრჩეველმა

როგორც ვხედავთ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა - 137 241 მხარდამჭერის ხმა, ანუ ამომრჩეველთა - 47,48 %;

ქ. თბილისის ათივე ოლქის მიხედვით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ცვლის დინამიკა ასეთია:

№1 ოლქი: მთაწმინდა 18 376  - 8 514;

№2 ოლქი: ვაკე 34 416 – 18 119;

№3 ოლქი: საბურთალო 42 419 – 21 111;

№4 ოლქი: კრწანისი 11 072 – 6 838;

№5 ოლქი: ისანი 27 341 – 14 895;

№6 ოლქი: სამგორი 37 907 – 19 832;

№7 ოლქი: ჩუღურეთი 17 140 – 9 690;

№8 ოლქი: დიდუბე 23 195 – 12 202;

№9 ოლქი: ნაძალადევი 38 828 – 21 069;

№10 ოლქი: გლდანი 38 355 – 19 538.

 

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატის მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა:

- 2013 წ. 27 ოქტომბერს:  92 592 ამომრჩეველმა;

- 2013 წ. 15 ივნისს: 88 070 ამომრჩეველმა

როგორც ვხედავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-მ დაკარგა - 4 522 მხარდამჭერის ხმა, ანუ ამომრჩეველთა - 4,88%;

ქ. თბილისის ათივე ოლქის მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ცვლის დინამიკა ასეთია:

№1 ოლქი: მთაწმინდა 6 072–7 734;

№2 ოლქი: ვაკე 10 214–9 607;

№3 ოლქი: საბურთალო 11 704 – 6 502;

№4 ოლქი: კრწანისი 4 249 – 4 819;

№5 ოლქი: ისანი 10 483 – 10 356;

№6 ოლქი: სამგორი 12 559 – 12 024;

№7 ოლქი: ჩუღურეთი 5 845 – 5 827;

№8 ოლქი: დიდუბე 7 077 – 6 732;

№9 ოლქი: ნაძალადევი 11 425 – 11 813;

№10 ოლქი: გლდანი 12 964 – 12 656.

 

3. „ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი“-ს მიერ დასახელებული კანდიდატის მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა:

- 2013 წ. 27 ოქტომბერს:  45 239 ამომრჩეველმა;

- 2013 წ. 15 ივნისს: 46 263 ამომრჩეველმა

როგორც ვხედავთ „ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი“-ს მიმართ მატებამ - 1 024  მხარდამჭერის ხმა, ანუ ამომრჩეველთა - 2,26% შეადგინა;

ქ. თბილისის ათივე ოლქის მიხედვით „ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი“-ს მხარდამჭერთა ცვლის დინამიკა ასეთია:

№1 ოლქი: მთაწმინდა  2 737–2 518;

№2 ოლქი: ვაკე 4 983–5 022;

№3 ოლქი: საბურთალო 6 462–10 557;

№4 ოლქი: კრწანისი 1 938–1 591;

№5 ოლქი: ისანი 5 007–3 840;

№6 ოლქი: სამგორი 5 844 – 4 617;

№7 ოლქი: ჩუღურეთი 2 756 – 2 480;

№8 ოლქი: დიდუბე 3 658 – 3 971;

№9 ოლქი: ნაძალადევი 5 833 – 6 073;

№10 ოლქი: გლდანი 6 021 – 5 594.

 

4. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დასახელებული კანდიდატის მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა:

- 2013 წ. 27 ოქტომბერს:  16 308 ამომრჩეველმა;

- 2013 წ. 15 ივნისს: 8 082 ამომრჩეველმა.

როგორც ვხედავთ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“-მ დაკარგა - 8 226 მხარდამჭერის ხმა, ანუ ამომრჩეველთა - 50,44%;

ქ. თბილისის ათივე ოლქის მიხედვით „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერთა ცვლის დინამიკა ასეთია:

№1 ოლქი: მთაწმინდა 758 – 313;

№2 ოლქი: ვაკე 1 216 – 656;

№3 ოლქი: საბურთალო 1 871 – 858;

№4 ოლქი: კრწანისი 600 – 308;

№5 ოლქი: ისანი 1 723 – 821;

№6 ოლქი: სამგორი 2 668 – 1 349;

№7 ოლქი: ჩუღურეთი 885 – 523;

№8 ოლქი: დიდუბე 1 083 – 559;

№9 ოლქი: ნაძალადევი 2 584 – 1 372;

№10 ოლქი: გლდანი 2 920 – 1 323.

 

5. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებული კანდიდატურის მიმართ თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა:

- 2013 წ. 27 ოქტომბერს:  591 ამომრჩეველმა;

- 2013 წ. 15 ივნისს: 1 062 ამომრჩეველმა

როგორც ვხედავთ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებული კანდიდატურის მიმართ მატებამ - 471  მხარდამჭერის ხმა, ანუ ამომრჩეველთა - 79,7% შეადგინა;

ქ. თბილისის ათივე ოლქის მიხედვით „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებული კანდიდატურის მხარდამჭერთა ცვლის დინამიკა ასეთია:

№1 ოლქი: მთაწმინდა 29 – 39;

№2 ოლქი: ვაკე 91 – 103;

№3 ოლქი: საბურთალო 85 – 145;

№4 ოლქი: კრწანისი 16 – 39;

№5 ოლქი: ისანი 51 – 128;

№6 ოლქი: სამგორი 63 – 157;

№7 ოლქი: ჩუღურეთი 34 – 67;

№8 ოლქი: დიდუბე 63 – 59;

№9 ოლქი: ნაძალადევი 76 – 158;

№10 ოლქი: გლდანი 83 – 167.

 

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ ვნახავთ, რომ - 2013 წ. 27 ოქტომბრისა და 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მონაწილე ამ ხუთი პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ცვლის დინამიკა ასეთ სახეს ღებულობს:

1. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ამომრჩეველთა - 47,48 %;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ამომრჩეველთა - 4,88%;

3. „ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი“-ს მიმართ მხარდამჭერთა მატებამ ამომრჩეველთა - 2,26% შეადგინა;

4. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“-მ დაკარგა ამომრჩეველთა - 50,44%;

5. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებული კანდიდატურის მიმართ მხარდამჭერთა მატებამ ამომრჩეველთა - 79,7% შეადგინა.

   

...იდგა ნათელი

წუხელ სიზმარში ვიხილე: ცას, მოელვარეს, ანათებდა ირგვლივ ყოველი და ზეციური ნათელი - ლასკარს მოადგა. კარი უეცრად ზეცით გაიღო და დავინახე - იდგა ნათელი!..

როგორც ცვარ-ნამი ზეციური, ჩამოიბერტყვა მადლი ღვთიური...

და იმ ნათლიდან ხმა მოისმოდა ქადაგებისა, და იმოწმებდა ცასა და მიწას.

სულში მზაობის ნაპერწკალი ირგვლივ ცვიოდა, ასე ამბობდა - „კვლავაც მზადა ვარ, რომ აღვიღო ქრისტესათვის, მსუბუქი და მძიმე ჯვარი...“

ვინა ხარ შენ? - ეკითხებოდა ხალხი.

„წინამორბედი მაცხოვრისა“, - ამბობდა იგი, და ხალხს მიმართავდა - „ბოლო ჟამია! ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველებმა დრომ მოაწია: „მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება“ [ეს. 24,20].

კვლავ განაგრძობდა - „ელოდეთ ზეციურ მხსნელს, მიწიერში გადმონაცლებულს, მეორედ მოსულ ქრისტეს ელოდეთ!“. შემდეგ, ორეულს ლასკარში ანთებული კელაპტარი ხელთ შეატოვა...

საქართველო - ზეციური დიდი განძია. ღვთის განგებით მაცხოვარმა უფლის კვართი სიდონიას ხელს შეატოვა; ის, ზეციური სამოსელი, გადააფარა და წამიერად გაუჩინარდა...

და დარჩა კვალი, თეთრი ზოლივით ზეცას ასული, სადაც ნათლად ამოიკითხებოდა - იოანე ნათლისმცემელი.

დინა [დიანა] ჯიქია

 

აქ ელიან უფლის დიდებას...

წინასწარ თქმულა სახარებაში, ქართველთ მისიის ღვთიური ჯვარი, და დამარხულა ის ქართულ სულში.

„მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი“ [გამოცხ. 1,8].

„ანი და ჰოე“, - კოდირებული ენა ქართული; და ჯვართმტვირთველნი, ჩვენ ვართ - ქართველნი.

მადლობა უფალს, გაგვეხსნა ზეცა, და აგვიხილა გონების თვალი, და გაგვიმხილა ღვთივსაიდუმლო - „ყველაფერს აქვს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში:, - ამბობს უფალი. ღვთისგან დასჯილი კაცთა მოდგმა მოელის ხსნას - მეორედ მოსვლას.

ვინ ემზადება შესაგებებლად, და ვის მიეცა ზეციდან ნიშნები დიდი? - ქართველ ერს! გამოარჩია უფალმა ქართველი ერი, - დიდება უფალს!...

ღვთისმშობლის კვართმაც აქ ინება ჩამობრძანება... ასე - ნელა, ნება-ნება, მარგალიტის მძივივით აიკინძა ქართულ სულში უფლის ნება. სწორედ ამიტომაც, აქ ელიან უფლის დიდებას...

დღეს განგება კვლავაც ამზადებს წამს უდიდესს! ჟამს უბრწყინვალესს - მეორედ მოსვლის... დიდება უფალს!...

აქ იმოსება ღვთისმშობელი შესამოსელით,

აქ ელოდება მაცხოვრის გზას გახივოსნება.

აქ ცისკრის ლოცვა დაწყებულა შესაგებებლად,

აქ ანგელოზნი უგალობენ ტკბილად მაცხოვარს...

აქ, დრო არ არის!... არ ვიცით ჟამი, დაფარული როს გაცხდდება.

აქ ზეციურმა მეუფებამ დაისადგურა.

აქ მუხლს მოიყრის დედამიწის ყოველი მკვიდრი...

დინა [დიანა] ჯიქია

 

დახარჯული მილიონები

 სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით არჩევნებში მონაწილე, ჩვენი განსახილველი, ხუთი  საარჩევნო სუბიექტის ბოლო საარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯები, ასეთია

საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნება" - 4 198 341 ლარი;

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1 895 649 ლარი;

,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" - 462 040 ლარი;:

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 47 804 ლარი;

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ – 1 050 ლარი.