Print

გაზეთი № 28 [924]

„მხეცი“, ანუ ანტიქრისტეს არსის მატარებელი

ედ. შევარდნაძის - „ბოლო“

ბოლო ჟამი, თავისი წინასწარნაუწყები მინიშნებების აცხადებით მიემართება.

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ - ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

წმიდა წერილები გვაუწყებენ, ბოლო ჟამის ორ მთავარ უარყოფით „პერსონაჟზე“, ესენია: „მხეცი“, იგივე  ანტიქრისტე და [მისი] ცრუწინასწარმეტყველი.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა ისიც იცის, რომ არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური „მხეცი“, ანუ - „ანტიქრისტე“, ანდა - „ცრუწინასწარმეტყველი“, ბუნებაში არ არსებობს.

„ანტიქრისტეცა და [მისი] ცრუწინასწარმეტყველიც“ მხოლოდ და მხოლოდ კოდირებული სახელდებებია, და - ბოლო ჟამში მომქმედ გარკვეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

ამათგან, ანტიქრისტე - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, სელისუფლების სათავეში მყოფის [ედ. შევარდნაძის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელია;

ხოლო - ცრუწინასწარმეტყველი, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელი გახლავთ.

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. ეს სახელდებები, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

 

1. კაენი და ლამექი, ანუ - „ორჯერ შვიდის“ არსი

როგორც ადრეც გვითქვამს, ზემოთაღნიშნულ პირთა რეინკარნაციისეული ჯაჭვის ჩამონათვალში, ედ. შევარდნაძის სულის პირველი განსხეულებისეული რგოლის სახელი - „კაენია“, ხოლო მ. სააკაშვილის სულს პირველ განსხეულებაში - „ლამექი“ ჰქვია.

ძმისმკვლელ კაენთან მიმართებაში, ბიბლია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის - უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს“ [დაბ. 4,13-15].

აქ მოცემული - „შვიდწილად“, კოდირებულ - „შვიდზე“ რომ გვითითებს, მეორდება, კაენის შტოს წარმომადგენლის, ორცოლიანობის პირველი შემომღების - ლამექის სიტყვაშიც - „უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი [კოდია, და ბ. პატარკაციშვილზე უთითებს] ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი [კოდია, და ზ. ჟვანიაზე გვითიოთებს]- ჩემდა ჭირად. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ“ [დაბ. 4,23-24].

ჩვენის აზრით, კაენთან მიმართებით, კოდირებული „შვიდის“ ორჯერადი ხსენება, კაენის სხეულის მატარებელი სულის, ბოლო ჟამში რეინკარნირებული, „მხეცის“, იგივე ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიწიური საქმიანობის დასასრულისეული - თარიღის [წელი, თვე და რიცხვი] შეცნობის შესაძლებლობას იძლევა. დიახ, შვიდის ორჯერადი ხსენებით გვენიშნება:

1. 21-ე საუკუნის მე-14 წელი, რომელიც - ორჯერ შვიდია; და

2. ამ, „ორჯერ შვიდის“ შემცველ წელში, ორი შვიდიანის ერთობის ერთადერთი ვარიანტი: მე-7 თვის მე-7 დღე, ანუ - 7 ივლისი.

და სწორედ ამ დროთა თანხვედრის მიჯნაზე - 2014 წ. 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, 11.45 სთ-ზე ედ. შევარდნაძის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა - ედ. შევარდნაძის გარდაცვალების თაობაზე. დაკრძალვის თარიღად, გარდაცვალებიდან ათვლით [7, 8 ... 12, 13] მე-7 დღე - 13 ივლისი დასახელდა.

 

2. ბოლო ჟამის ქრონიკა, ანუ დასასრულის მაგიერ

ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიწიური საქმიანობის ე.წ. „ბოლოს“ გამომკვეთ დროსთან დაკავშირებული საუბარი, შემდეგი მინიშნებითი ტექსტით გვინდა დავასრულოთ.

ჯერ ბიბლიური ტექსტი გავიხსენოთ  - „ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა... ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან [1 ივლისი] უკანასკნელ დღემდე [7 ივლისი]. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს [8 ივლისი] კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ“ [ნეემია 8,2;18].

ეხლა, ბოლო ჟამში მომხდარს გაგაცნობთ:

1) 2014 წ. 1 ივლისს, დაახლოებით 20.00 სთ-ზე დავით ნარმანიასაგან გამოგზავნილი: „ფეისბუქის“ ფვერდზე დამეგობრების წინადადება - შეტყობინება მივიღე.

დამეგობრების თხოვნა იქვე გავაუქმე, ხოლო მას, პირადი ფოსტის მეშვეობით, ასეთი გზავნილი მივაწოდე:-

„ბატონო დავით!

თუ თქვენ თვალს ადევნებდით ჩემს მიერ შარშანდელ - საპრეზიდენტო და წლევანდელ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმართულ  წინასაარჩევნო კამპანიას, ალბათ გეცოდინებათ, რომ ჩემი მთავარი მიზანი გახლდათ განმეცხადებია საქართველოს იმ უდიდესი მისიის ასრულების თაობაზე, რასაც - ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მოვლენებით, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინარე დროის დადგომის დადასტურება ჰქვია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვსარგებლობ რა თქვენს მიერ „ფეისბუქზე“ დამეგობრების შემოთავაზებით, მინდა ვალი მოვიხადო თქვენს წინაშე და მოგახსენოთ, რომ:

თქვენი ამ არჩევნებში მონაწილეობა, და არჩევნების მოსალოდნელი შედეგი ასევეა ნაწინასწარმეტყველები წმიდა წერილში. აღნიშნულის ერთი ნაწილის თაობაზე, 3 ივნისს, სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ მიმართვაში უკვე  მოგმართეთ თქვენც და ნიკა მელიასაც [აღნიშნული ბრიფინგის მოკლე ანონსი ამავე დღეს გადაიცა, საზ. მაუწყებლის პირველ არხზე „მოამბე -16.00 სთ-ზე“ [16.43 სთ.]; და მე-2 არხზე - 16.00 სთ., ასევე მეორე დღეს - 09.50 სთ.]

თქვენი სურვილის შემთხვევაში მზად ვარ პირად შეხვედრაზე მოგახსენოთ ჩემი სათქმელი.

ჩვენი ე.წ. „დამეგობრების“ გადაწყვეტილება, ჩემს შემოთავაზებაზე თქვენს მიერ გადმოდგმული ნაბიჯიდან გამომდინარე მივიღოთ.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

მეორე დილით , დავით ნარმანიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დამეგობრების სურვილი კი დამიდასტურა, მაგრამ შეხვედრის თაობაზე აღარაფერი მოუწერია. ნება მისია...

 

2) ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უფლისმიერი ლასკარის 7 ივლისის  სხდომაზე განიხილეს:

1. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ [მ. სალუაშვილი];

2. წყნეთში გაკრული საარჩევნო პლაკატების გამო საქალაქო სასამართლოს მიერ ჩვენი გაერთიანების დაჯარიმების საკითხი, და ჯარიმის გადახდის მექანიზმი [მ. სალუაშვილი, თ. ბაიაშვილი, ჯ. ჯიქია, დ. ამაშუკელი, ხ. ვართანიანცი, ნ. არუდაშვილი, ვ. მჭედელაძე, ნ. მუშკუდიანი];

3. ედ. შევარდნაძის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.

3) 2014 წ. 8 ივლისს, 12.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, არჩევნების პირველ [და მეორე] ტურში ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების პროცენტულ მაჩვენებლების თაობაზე საუბრის ბოლოს, მიმართა თბილისში მაცხოვრებელ ამომრჩეველთ, რათა მათ, არჩევნებზე მისვლის შემთხვევაში, ბიულეტენში არსებული ორივე კანდიდატის გვარი გადაეხაზათ.

ბრიფინგის მოკლე მონაკვეთი გაშუქდა ტ/კ „მაესტროს“ 15.00 სთ-იან „ახალ ამბებში“ [კერძოდ: 15.31-33 სთ.].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს! - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38[.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი5 ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 5 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლის 5 ივლისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 . 5 ივლისის სხდომაზე:

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს:

შესაბამისი მოთხოვნის დაცვით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისაკენ

გადასადგმელი ნაბიჯები

 

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე, ჩვენის მხრიდან არაერთი საკანონმდებლო წინადადება იქნა მომზადებული. მორიგი ინიციატივის გაცნობამდე, მოდით გავიხსენოთ უკვე წარდგენილი შეთავაზებები, რომელთა არსიც ასეთია:

2014 წ. 11 თებერვალი:

1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონა-წილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონა-წილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა;

2014 წ. 2 ივნისი:

1. 46- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე;

2014 წ. 22 ივნისი:

1. 46- მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ამოღებულ იქნა;

2. 46- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სპეციალური სტენდზე გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ამჟამად წარმოგიდგენთ, 2014 წ. 5-7 ივლის მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო წინადადების ამსახველ მასალას.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

1. მე-10 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცესკო შედგება თავმჯდომარის, 12 წევრისა და შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“;

2. მე-19 - მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61.  ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო ოლქში დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

3. მე-20 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

4. 24 - მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები; აგრეთვე შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი“;

5. 24 - მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო უბანზე დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

6. 50-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება:

1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-40 - დღიდან...“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

7. 51 - მუხლის მე-3; მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან;

„5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.

8. 51-ე მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

9. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

10. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

11. მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-10; მე-19; მე-20 და 24-ე მუხლებში შესატანი ცვლილებები, საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილ საარჩევნო გაერთიანებებს, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით, უფლებას აძლევს დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები სამივე დონის საარჩევნო კომისიებში;

2. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 50-ე მუხლში შესატანი ცვლილებება: არსებული 50 დღიანი ზღვარის 40-მდე შემცირება, გამომდინარეობს, ამავე კანონის - „მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“-ში გათვალისწინებული საბოლოო ვადებიდან;

3. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ – „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“-ში, კერძოდ:

 - მე-3 პუნქტში განსაზღვრული ცვლილების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო სარეკლამო დროის გამოყენებასთან დაკავშირებეული კანონით უზრუნველყოფილი უფლების გამოყენების ათვლის თარიღად დადგენილია, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის გამოკვეთის დღე; აგრეთვე

- ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით მე-5; მე-6 და მე-12 პუნქტებიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - „კვალიფიციური“; აგრეთვე

- მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებიდან გამომდინარე, ვინაიდან საარჩევნო სუბიექტებისათვის საეთერო სარეკლამო დროის გამოყენება დასაშვები ხდება, მხოლოდ შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან, აუცილებელი გახდა  51-ე მუხლის მე-13 პუნქტის  გაუქმება [ამოღება];

4. 54-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული ცვლილება გამომდინარეობს სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ახალი წესიდან;

5. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

შესაბამისად, დღეისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 54,8 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია, რომლის თანახმადაც - „8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული“, თავის დანიშნულებას კარგავს, ამიტომაც იგი გაუქმებულ უნდა იქნეს;

6. წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს აგრეთვე, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილებათა პაკეტი;

1. საარჩევნო სუბიექტებისთვის, ყველა დონის საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენელთა ყოფნის უფლების მიცემა;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად  თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

3. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი,  ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ხაჭაპურიძე ლევანი [მომხსენებელი], ხრიკული ეკატერინე, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].     

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

...

უფალი - გლოცავს, ლასკარო,

შვილები - თავს გევლებიან...

ვინც შენ „დაგჩაგრავს“, იცოდე,

ყველანი დაისჯებიან.

დრო დადგა - ყველა მოგძებნის,

მუხლებზე დაგიდგებიან...

მაგრამ, გვიანი იქნება,

დროში ვერ ჩაეტევიან.

მიიპარება ზაფხული

ლოცვანი ზეცას სწვდებიან...

ლასკარის ყველა მსმენელი

მაცხოვარს ელოდებიან.

სამშობლოს ვერვინ წაგვართმევს,

მალე მოგვივა მშველელი!...

და გაგვახარებს სუყველას

მსოფლიოს გადამრჩენელი...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

გაფრთხილება

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს!

სინოდის თავმჯდომარეს - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს

ილია მეორეს!

ყველაფერი გააკეთეთ რათა - 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმ. სამების საკათედრო ტაძარში - ედ. შევარდნაძის ნეშთი არ იყოს დასვენებული

გაფრთხილებთ !!!

ამგვარი მკრეხელობა არავინ დაუშვას -  საეკლესიო დღესასწაულზე ტაძარში, სადაც მხოლოდ საზეიმო განწყობა უნდა სუფევდეს, პანაშვიდი არ შეიძლება გაიმართოს...

ს/გ „უფლის სახელით...“

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი