Print

№28-ე ს/გ "ზვიადის გზა - უფლის სახელით" საარჩევნო პროგრამა

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

მომავალი გუნდის

საარჩევნო პროგრამა

 

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის,

არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება

თავიანთი ცოდვისათვის“

[იოანე 15,22]

 

„და რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით,

იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით,

რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" 

[კოლ. 3,17]

 

ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდება, ჩვენივე საქმიანობის მთავარი ორიენტირია.

ზვიად გამსახურდიას გზა, ანუ მოკლედ - ზვიადის გზა“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალიარომლის მთავარი სამოქმედო მიზანია:

1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

2. მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე დამყარებული - სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა;

3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებულიმშვიდობიანი კავკასიის სახლისჩამოყალიბება.

ყველა, ვინც რაიმეს გაკეთებას, მხოლოდ თავისი სახელით დაგპირდებათ - უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილო, ხოლო უმეტეს შემთხვევაში - მატყუარაა.

ჭეშმარიტად მოსაწონი საქმე, მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თუკი იგი ღმერთის ნებას მინდობილთა ხელიდან მომდინარეობს - და იქნება ასე - ყველა ვინც მოუხმობს სახელს უფლისას ცხონდება [საქ. 2,21].

მტკიცედ გვწამს რა, რომ საქართველოს გაბრწყინებაზე ორიენტირებული ამ მიზნის მისაღწევად, ზვიადის გზა“-ზემოსიარულე, მხოლოდ - უფლის სახელით უნდა მოქმედებდეს, ჩვენი საარ-ჩევნო გაერთიანება: ზვიადის გზა - უფლის სახელით“, გთავაზობთ - ქვეყნის პოლიტიკური მოწყობისა და მართვის თვისობრივად ახალ სისტემას, საერთო სახელდებით: ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“.

ჩვენი სამოქმედო დევიზია - მართლმადიდებლობა, ნეიტრალიტეტი, მშვიდობიანი კავკასია.

უფლის სახელით მომავალი გუნდის მიერ გამოკვეთილი ზვიადის გზა ის გზასავალია, რომელმაც მრავალჭირნახული ქართველი ერი - „ქრისტეს გზამდე უნდა მიიყვანოს, რათა აღსრულდეს ზვიად გამსახურდიასავე წინასწარმეტყველება, რომ - ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა“.

 

 

საარჩევნო პროგრამის

„ერთად გავაბრწყინოთ საქართველოს“-ს

სტრუქტურა

საარჩევნო გაერთიანების: ზვიადის გზა - უფლის სახელით მოქმედი გუნდის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამა: ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“, ზოგადად, შემდეგ სამ მთავარ დებულებას ეფუძნება:

1. ერისა და ბერის მიერ ჩადენილი საქციელის სათანადოდ გააზრება;

2. ღმერთისადმი ჩვენი დამოკიდებულების მართებული განსაზღვრა, და

3. ცხოვრებაში უფლისმიერი სიმართლით მოქმედება.

 

1. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი პირველი ნაბიჯი:

ჩადენილი საქციელის სათანადოდ გააზრება

ბიბლიური სწავლების თანახმად - არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ყოველი ჩვენთაგანი, მიზეზთა გამო, გარკვეულ ცხოვრებისეულ შეცდომებს ვუშვებთ. თითოეული ასეთი შეცდომა, მისიგამოუსწორებლობის, ანდა - მოუნანიებლობის შემთხვევაში, თითქმის გადაულახავ ბარიერად გვექცევა ხოლმე. და პირიქით - ყოველი ჩადენილი შეცდომის სათანადოდ გააზრებისა და მონანიების შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების კვლავ  ნორმალურ მდინარებაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

ანალოგიური მდგომარეობაა ინდივიდთა ერთობისაგან შემდგარ ერსა და სახელმწიფოსთან მიმართებაშიც: ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზეზთა გამო, ჩადენილი შეცდომა-დანაშაული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალურ რიტმს, დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით აფერხებს, შედეგად - ქვეყანა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ვარდება.

1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სათანადო სამართლებრივ კონდიციამდე გვაქვს გააზრებული, როგორც 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შეფასებისა და მასში მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე 1992-2012 წლებში საქართველოში - ედ. შევარდნაძისა და . სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური რეჟიმების მთელი საქმიანობა. სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრების პროცესი - ყველაფრისათვის სათანადო სახელის დარქმევით უნდა დაიწყოს.

 

2. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი მეორე ნაბიჯი:

ღმერთისადმი ჩვენი დამოკიდებულების მართებული განსაზღვრა

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს წინაშე მდგარი სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებისა და ჩვენი მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადარჩენის მიზნით, საჭიროა - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემუშავებულია ისეთი მექანიზმი, რომელიც:

- ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას; და

- მეორეს მხრივ ყველა პირობას შექმნის, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლება: იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

ყოველივე ამისათვის, დეტალურად გვაქვს დამუშავებული საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა მთელი პაკეტი, მათ შორის ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამომკვეთი - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის უნიკალური მოდელი.

 

3. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი მესამე ნაბიჯი:

ცხოვრებაში უფლისმიერი სიმართლით მოქმედება

საარჩევნო პროგრამის მესამე პირობითი ჯგუფი მოიცავს, როგორც:

- ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, რომელიც საშუალებას იძლევა: მაქსიმალურად გონივრულ ვადებში:

გამოვაცხადოთ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი;

მივიღოთ: ქართული მიწის დაცვის კა-ნონი;

მოვახდინოთ 2004 - 2012 .. რეჟიმის შეფასება;

შევცვალოთ ანტიდისკრიმინაციული კა-ნონი;

შემოვიღოთ: მეანაბრეთა და იპოთეკით დაზარალებულთა კანონი;

დავუშვათ ალტერნატიული პირადობის მოწმობები და .. ასევე:

- საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ორ კონკრეტულ წინადადებას, - შეიქმნას:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი [რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი]; და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“- [სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

 

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ - თითოეული ჩვენთაგანის სულის ხსნა ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზეა დამოკიდებული. ამიტომ, გთხოვთ

- შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი, მხარი დაუჭირეთ მას, და მოგვეცით უფლება რეალობად ვაქციოთ ჩვენი საარჩევნო მოწოდება - ერთად გავაბრწყინოთ საქართველო!“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს

- ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე!..

 

 

საარჩევნო პროგრამაში შემავალი საკითხები

 

 

დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა

სათავიდან უნდა დავიწყოთ

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლ. 8,11]

 

ბიბლიური შეგონება გვასწავლის, რომ - არ არსებობს უცოდველი ადამიანი, ამიტომ, სამართლიანობის აღდგენა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წესად უნდა იქცეს

ამ კუთხით, 1991-1992 წლებში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი სმართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

დღეისათვის, 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენებთან მიმართებაში, არსებობს საქართველოს: დე-იურე და დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი სამი დადგენილება:

1. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭოს დადგენილება: „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

 

2.  2000 წლის 20 აპრილს, 1999 - 2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ”, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

ა) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...“;

 

 3.  2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება - „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...  საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქარ-თველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საჭიროა - 1992 წ. 13 მარტის, 2000 წ. 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებულ სულისკვეთებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს

- საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

`ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით,  სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას; და

ვეყრდნობით რა: ერთის მხრივ - პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს; და მეორეს მხრივ, ჯერ - 1999 - 2003 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წ. 20 აპრილს, ხოლო შემდგომად  - 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს: 

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამია-ნობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან”.

უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის მიერ გადადგმული, მონანიების ტოლფასი ასეთი ნაბიჯი, ღმერთის ნებით, თავის მხრივ საფუძვლად დაედება ქართული სახელმწიფოს ნორმალურ სამართლებრივ განვითარებას.

 

 

საქართველოს  დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის

დარეგულირების მექანიზმი

1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული დამნაშავე რეჟიმის დანაშაულებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილ ანაბრებზე არსებული მრავალმილიონიანი თანხის გაუფასურება, და ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის კატასტროფული გაუარესება გამოიწვია.

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალ გუნდს,  ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ე.წ. მეანაბრეთა საკითხის მოგვარება მიგვაჩნია. ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის ზოგადი მონახაზი ასეთია:

1. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რათა ყველა დაზარალებულ მეანაბრეს, ან მის მემკვიდრეს, 100%-ით აუნაზ-ღაურდეს დამნაშავე სახელმწიფო რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალი;

2. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი წარმომადგენლობის ბაზაზე უნდა შეიქმნას „საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის შემსწავლელი კომისია“; რომლის საქმიანობის მთავარ მიზანი იქნება:

ა) აღრიცხოს, საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი ნოტარიულად დამოწმებული ანაბრების რაოდენობა;

ბ) შეიმუშაოს თითოეული მეანაბრისათვის განკუთვნილი სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერი“-ზაციის განხორციელების მექანიზმი. კერძოდ:

„მეანაბრის ვაუჩერი“-ს მფლობელი პირის გამოვლენისა და მის მიერ „მეანაბრის ვაუჩერი“-ს გასხვისების [მემკვიდრეობით გადაცემის ან/და გაყიდვის] წესი, და სხვა;

გ) სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი პირის [პირთა] მიერ ახლადგახსნილ საწარმოში საწესდებო კაპიტალად განკუთვნილი „მეანაბრის ვაუჩერის“ ღირე-ბულების, სახელმწიფოს წინაშე [საშემოსავლო გადასახადის გარდა] წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის გამოყენების შესაძლებლობა.

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარე-გულირების მიზნით შემუშავებული ხსენებული კონცეფციის რეალიზების შემთხვევაში:

- სახელმწიფოს არ დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გაღება;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი საქართველოს მოქალაქე გახდება პოტენციური ინვესტორი;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მხოლოდ ახლადგახსნილ საწარმოში გამოყენების ვალდებულება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების  მექანიზმი

1992-2012 წ.წ. განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმ-ჯობესებლად, ჩვენს მიერ შემუშავებული „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებ-რივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალია, რომელთა ბაზაზე მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, შესაძლებლობას მისცემთ იპოთეკით დაზარალებულებს, სახელმწიფოს დახმარებითა და ხელშეწყობით, თავადვე მოახერხონ მათ წინაშე მდგარი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. 

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებულ მექანიზმს ასეთი სახე აქვს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას - „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელ-შეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკ-რულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკით დაზარალებულთა დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს. 

ამასთანავე, საჭირო იქნება, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ  ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანა-შაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე.

 

 

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღება

მ. სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მიერ, 2011 წლის 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [№4937 რს] შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან  მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [უვადოდ, ან მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 წ. 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუ „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] არმქონე „პირადობის [ბინადრობის] მოწმობის“ აღების შესაძლებლობა.

2016 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით - 3 500 000 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემები ასეთია:

პირადობის ელექტრონული მოწმობა აქვს - 2 129 311 პირს;

არაბიომეტრიული დოკუმენტები, ანუ ძველი [ე.წ. „უჩიპო“] პირადობის მოწმობა აქვს - 1 377 888 პირს.

პირადობის მოწმობაზე „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა [მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.], დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეუ-ლი [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე. ე.წ. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტრიისა და შვეიცარიის მო-ქალაქეებს.

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

 - ვითვალისწინებთ რა, რომ „ელექტრონული მატარებ-ლიანი“ [ე.წ. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას; რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორკვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შეეძლოს ელქტრონული მატარებლის არმქონე პირადობის მოწმობის აღება. 

ჩვენს მიერ ამ მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი განისაზღვრება შემდეგში:

„პირადობის ელექტრონული მოწმობის“ პარალელურად, დაშვებული იქნეს ე.წ. ალტერნატიული „პირადობის [ბინადრობის] მოწმობა“, რომელსაც ექნება - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმო-ბისათვის“ განსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.

 

 

2004-2012 წ.წ. მოქმედი რეჟიმის შეფასება

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 2004-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, - მ. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - სჩადიოდა.

ალბათ ორიგინალურნი არ ვიქნებით, მათი საქმიანობის ზოგად შეფასებაში - ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ხსენებული გუნდის პოლიტიკური ელიტა სჩადიოდა.

ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონკრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდეც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარ-ტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ ყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხსენებული ჯგუფის საქმიანობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალ გუნდს მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან ერთს - დადგენილების, ხოლო მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს შემდეგი სახის დადგენილება - „საქართველოში 2004 – 2012 წ.წ. მომქმედი რეჟიმის საქმიანობის შესახებ“:

ვითვალისწინებთ რა, რომ მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ, ქვეყნის ცხრაწლიანი მართველობის დროს, ჩადენილმა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

2004 - 2012 წ. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.“.

 

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 2004 – 2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი პოლი-ტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

აქვე წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ, დღეისათვის მომქმედ საქართველოს კანონში - „თავისუფლების ქარტია“-ში შესატან ზოგიერთი ცვლილების ფორმულირებას:

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004-2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაუ-ლებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

იქვე, მითითებულია, რომ - „არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადა, კერძოდ:

 ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობის“ ყველა ის პირი,  რომელსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“

 

 

„1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“

2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“

საკითხის არსში გარკვევისათვის საჭიროდ მიგვაჩნია რამოდენიმე ფაქტის გახსენება. კერძოდ:

2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდებოდა - რეფერენდუმი, რომლის მიხედვით მოსახლეობა წყვეტდა, შემცირებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვე-ტილება, თავიდანვე კანონდარღვევით იქნა მიღებული, რამეთუ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანო-ნის თანახმად - „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ [მუხლი 1,3].

1991-1992 წლების გასაყარზე, გარე და შიდა სამხედრო და კრიმინალური ძალების დანაშაულებრივი კავშირის შედეგად მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული, კერძოდ - 1992 წ. 11 ოქტომბრის, 1995 წ. 5 ნოემბრის, 1999 წ. 31 ოქტომბრისა და 2000 წ. 9 აპრილს ჩატარებული არჩევნების მსგავსად, 2003 წ. 2 ნოემბერს, ასევე ტოტალური გაყალბებით ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა მო-სახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

და აი, ამ პირობებში, 2003 წლის 23 ნოემბერს, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა „საქართველოს უზენაესმა სასამართლომ“, მსოფლიო არჩევნების ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2003 წლის 2 ნო-ემბრის საპარლამენტო არჩევნების მასიური გაყალბების აღიარების ფონზე:

1. გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, და

2. ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და ე.წ. რეფერენდუმის შედეგები.

მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2004 წ. 28 მარტს ჩატარდა, ე.წ. „ერთობლივ რეჟიმში“, მუშაობა განაგრძო - 1999 წ. 31 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისა და 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნებზე მაჟორიტარული წესით არ-ჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა დეპუტატთა კორპუსმა.

მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ასეთი უპრეცენდენტო გზით შეკოწიწებულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 2004 წ. 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალება“ განახორციელა.

ედ. შევარდნაძის ხელდასმით არჩეული 1999 წლის 31 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო ძალებისა და მ. სააკაშვილის მხარდამჭერი 2003 წლის 2 ნოემბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტაციის ერთობ-ლივი გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმამ, მოშალა რა 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით დად-გენილი სახელისუფლო შტოთა შორის არსებული წონასწორობა, სამართლებრივი საფუძველი შეუმზადა მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის ცხრაწლიან დანაშაულებრივ საქმიანობას.

 2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლიდან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში“, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება.

2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ თითქმის ძირეულად შეიცვალა კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელისუფლო ვერტიკალთა ურთიერთბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ემსახურებოდა მ. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე პრემიერ-მინისტრის რანგში მოღვაწეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.

მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისომდე მდგომარეო-ბით გახლდათ დაფიქსირებეული.

 

 

საქართველოში მართლმადიდებლობის

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის

ახ.წ. მე-4 საუკუნის 20-ან წლებში - ღმერთის ნებითა და წმ. ნინოს ძალისხმევით, აგრეთვე, მირიან მეფის მიერ სამეფო კარისა და მოსახლეობის ქრისტიანულ სარ-წმუნოებაზე მოქცევიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყნის საერო ხე-ლისუფალთა მხარდამხარ იბრძოდა ქართული სახე-ლმწიფოსა და ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისათვის.

 

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმადიდებლობის სა-ხელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი, ჩვენის აზრით ორი გზით შეიძლება გადაიჭრას:

 

1. საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქარ-თველოს კონსტიტუციაში. კერძოდ: ჩვენი საკანონმდებლო წინადადების თანახმად  - „არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან“ [მუხლი 57];

სამაგიეროდ - „...საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი] %, რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი“ [მუხლი 59]. 

 

2. დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“, „კონსტიტუციური შეთანხმებისა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დე-ბულების“ საფუძველზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება

- საქართველოში მართლმადიდებლობის სახელ-მწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე.

 

ქართველი ერის სულიერი განმტკიცებისა და გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნი-სათვის, ამოსავალ წერტილად აღებულ უნდა ქვეყანაში მო-ქმედი ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი:

1. „საქართველოს კონსტიტუცია“ [1995 წლის 24 აგვისტოს რედაქცია], და

2. „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავ-ტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს].

 

აღნიშნულზე დაყრდნობით, ქვეყნის ხელისუფლებაში შესაბამისი პოლიტიკური ნების მქონე გუნდის ყოფნის შემ-თხვევაში, ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილე-ბების განხორციელების გარეშე, შესაძლებელია მი-ღებულ იქნეს, ჩვენს მიერ შემუშავებული

- საქართველოს ორგანული კანონი: „საქართვე-ლოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელი-გიად გამოცხადების შესახებ“, რომელიც

- ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყობს ეკლე-სიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოუკიდებლობას; ხოლო

- მეორეს მხრივ ყველა პირობას ქმნის, რომ საქარ-თველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად - „...საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძ-ველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორ-ციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

 

ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს პარ-ლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი.

კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- ქ. თბილისის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს“;

ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

გ) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,

2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია,

3. კათოლიკური ეკლესია, და

4. ებრაული თემი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ აერთიანებს: სუნიტთა და შიიტთა რელიგიურ საბჭოებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლამენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან - ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - ერთი დეპუ-ტატი;

- „იუდაური თემი საქართველოში“-დან: ერთი დეპუტატი.

შემოგთავაზებთ საქართველოში მართლმადიდე-ბლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას გასათვალისწინებელ საკითხთა მოკლე ჩამონათვალს:

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს;

- სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავის-უფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს;

- მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით;

- საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა;

 - საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს უნდა წარმოადგენდენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ აიქნება საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ მიღებენ;

- სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა;

- უნდა გამოცხადდეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე.

- სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში;

- არ უნდა არსებობდეს საეკლესიო გადასახადი;

.- უნდა აღდგეს სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ბუნებრივი კავშირი, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება;

- ფინანსირება იწარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტი-დან. სამღვდელო იერარქიის ღვთისმსახურები და საეკ-ლესიო პირები ხელფასს მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯე-ტიდან დაახლოებით იმ ოდენობით როგორც მასწავლე-ბლები;

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უნდა გახდეს უფასო;

- საეკლესიო ქორწინება  და  ნათლობა აღიარებული უნდა იყოს ოფიციალურ დოკუმენტებად;

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახურები უნდა სარგებლობდნენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით;

- გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა საკითხებიც.

 

 

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადების საკითხისათვის

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრა-ტეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსა-კუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელ-მწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ 1918 წ. დამოუკიდებლობის აქტში  „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918-1921 წლების „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტს - 1921 წ. 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციას; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფე-რენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

 

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

 

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ კი საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური, ანუ - კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც. თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა: 

- აბსოლუტური და კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგალითად შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარ-მოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღა-ვათების გაწევა.

 

საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობის მიერ ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდისადმი სათანადო მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივ მექანიზმის გათვალისწინებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 ამისათვის, ჩვენს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა ისეთი პაკეტი, რომლის მიზანია:

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

საკანონმდებლო რეგულაცია, ძირითადად ეყრდნობა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სულისკვეთებას, რომელთა მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან  - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტ-რალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღ-სასრულებლად განსაზღვრული დავალება - მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არა-წევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონის

მიღების არსი

მსოფლიო ხალხთა ისტორიიდან არაერთი მაგალითია ცნობილი იმისა, თუ ქვეყნის ძირითად მაცხოვრებელთა მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივი ფასეულობების საწინააღმდეგოდ მომქმედი ხელისუფალი, როგორ ტრაგიკულად ამთავრებს თავის საქმიანობას.

 ვითვალისწინებთ რა, რომ ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ადეკვატურად რეაგირებდეს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი წარმო-გიდგენთ ჩვენს მიერ შემუშავებულ რეგულაციას, რომელიც დღეისათვის მომქმედ კანონში შემდეგი ხასიათის ცვლილების განხორციელებას ისახავს მიზნად:

 

დღეს მომქმედი კანონის პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, თავისი არსით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღებ ზნეობრივ ფასეულობებთან.

 

უპირველეს ყოვლისა, გვინდა შეგახსენოთ შემდეგი:

სალექსიკონო განმარტებებში თუ ჩავიხედავთ ვნახავთ, რომ

- „სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს იმას თუ რომელი სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვს ადამიანს ემოციური და სექსუალური ლტოლვა; და კიდევ

- „გენდერული იდენტობა/თვითაღქმა გულისხმობს იმას თუ რომელ ბიოლოგიურ ან სოციალური სქესთან ახდენს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას“.

ამასთანავე - სექსუალური ორიენტაცია როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება:

ჰეტეროსექსუალობა [მხოლოდ ან განსაკუთრებულად საპირისპირო სქესით გატაცება],

ჰომოსექსუალობა [მხოლოდ ან განსაკუთრებით საკუთარი სქესით გატაცება] და

ბისექსუალობა [როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესით გატაცება; არა აუცილებლად ერთ დონეზე და არა აუცილებლად ერთდროულად]

(ასექსუალობა ხშირად ითვლება მეოთხედ).

საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერის მიზანია - ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღნიშნული კანონის ნორმის დამკვიდრებით, მიაღწიონ ტრადიციული და არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მიმდევართა უფლებების გათანაბრებას.

ამ უკანასკნელთ, ხშირად „სექსუალურ უმცირესობებადაც“ მოიხსენიებენ [რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან].

 

მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნებისმიერ ფორმას - ერთ-ერთ უპირველეს ცოდვათა რიგს მიაკუთვნებს, მთელი არსით ეწინააღმდეგება ამ ცოდვის პროპაგანდის ყოველგვარ გამოვლენას.

საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ანუ ცოდვის მატარებელ პირთა ჯგუფს, აძლევს რა - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის“ უფლებას, საკანონმდებლო დონეზე, ხელს უწყობს [და ახალისებს], რათა არაჯანსაღი ზნეობის მატარებელმა პირებმა, მოახდინონ თავად ამ ცოდვის პროპაგანდა.

 

ზემოთქმული, პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეს მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ დებულებებთან.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

ა) საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, ახალისებს ე.წ. ფსევდო-ლიბერალურ ფასეულობებზე ორიენტირებულ პირთა მცდელობას - არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციათა შორის გამოყონ ზოგიერთი მათთაგანი, და ტრადიციულ ორიენტაციის მიმდევრებთან მათი გათანაბრების მიზნით, მიაღწიონ, მათთვის საყოველთაოდ აღიარებული ისეთი ადამიანური უფლებების მიღებას, როგორიცაა - სხვადასხვა თავშეყრის, მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. დიახ, კანონის ხსენებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს ე.წ. სექ-სუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეუზღუდავად გამოყენების საბაბით, მოითხოვონ თავისი ამორალური ზნეობრივი ფასეულობების ღიად გამოყენების უფლება. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ - „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“ [მუხლი 25,1].

მაშასადამე, ხსენებული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მხრიდან ამ უფლების გამოყენებით თავისი ცოდვების ფართოდ რეკლამირების [მსვლელობებზე, მიტინგებზე...] უფლების მოპოვებაა;

ზემოთქმული კი, ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, რომლის თანახმადაც - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია~ [მუხლი 17,1].

ე.წ. სექსუალური უმცირესობის ამორალური ზნეობრივი ფასეულობები ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთა ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური ღირებულებების მქონე უმრავლესობის პატივსა და ღირსებას;

 

ბ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ:

„1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“ [მუხლი 44].

ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებით თანაბრად სარგებლობის უფლების მინიჭება და მათ მიერ ამ უფლებათა გამოყენების საბაბით ამორალური ზნეობრივი კატეგორიების სხვადასხვა თავყრილობათა ფორმით [მიტინგები, დემონსტრაციები და სხვა] ღიად გამოხატვით დაირღვევა - კონსტიტუციით გარანტირებული ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ  საქართველოს უმრავლესობის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ცხოვ-რების წესი;

 

გ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ:

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა,  თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“ [მუხლი 19,1-3].

როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ - „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი ქმედებით, არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.

ფსევდო-ლიბერალური პოზიციების მატარებელი, ხსენებული კანონის განსახილველი ჩანაწერის საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან  დაპირისპირების მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ. სახეზე გვაქვს უმცირესობის ასეთი ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის შეხედულებათა იგნორირების ფონზე განხორციელებული ძალადობა - ნებისმიერ ფასად მიაღწიონ ცოდვის ლეგალიზებას. ეს უკანასკნელი კი აშკარად ლახავს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ფუნდამენტურ უფლებებს;

 

დ) „საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ

„1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“ [მუხ-ლი 36].

 საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ხსენებული კონსტიტუციური ჩანაწერის უფლების თანაბრად გამოყენების საბაბით, დღის წეს-რიგში დადგეს ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მიერ მომდევნო მთავარი მიზნის განხორციელება ერთსქესიანთა ქორწინების უფლების დაკანონება.

საქართველოს კანონის - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მე-5 მუხლში: „ამ კანონის დებულებათა არასწორად გამოყენების აკრძალვა“, ვკითხულობთ:

- „2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუ-ციურ შეთანხმებას“.

კანონმდებლის მიერ გაკეთებული ხსენებული ჩანაწერი, ცდილობს როგორმე შეარბილოს ის მოსალოდნელი წინააღმდეგობა, რაც ამ კანონის მიღებას ახლავს თან.

ამავე კანონის პირველ მუხლში დაფიქსირებული ხსენებულ - „სექსუალური ორიენტაცია“-ზე მიმანიშნებელი ჩანაწერი, რომელიც სხვათა უფლებებთან გათანაბრების მიზანს ამოფარებით, ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობაა, დიახაც ეწინააღმდეგება იქვე მოცემული მე-5 მუხლში დეკლარირებულს.

 

ბიბლიაზე დაფუძნებული, ქრისტიანული სამყაროს კანონმდებლობის განმსაზღვრელი - „დიდი სჯულის კანონი“, მკვეთრად ემიჯნება გაუკუღმართებული ქმედების  ნებისმიერ გამოვლენას. მოდით ვნახოთ, რას გვამცნობთ ღმერთის ნების ამსახველი ბიბლია:

 

„არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“ [ლევ. 18,22]

 „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ [1 კორ. 6,9-10];

„რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინ-დურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფე-ველში“ [ეფეს. 5.5].

 

 

საქართველოში მთიანი რეგიონების

ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“

მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ანექსიის შემდგომი დროის მანძილზე, მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, უმძიმესი დე-მოგრაფიული ფონის შექმნა მოჰყვა.

ერთის მხრივ: 1918 – 1921 წ.წ.,

და

მეორეს მხრივ: 1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდდა:

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკური გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადა-ადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხ-ჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედრითი წილი;;

- დანაშაულებრივი საბანკო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა იპოთეკით დაზარალებული საქართველოს  მოქალაქეთა მრავალათასიანი ჯგუფი;

- მიზეზთა გამო მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდათ, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგიონების დაცარიელებისათვის; და ა.შ.

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, შემოთავაზებული კანონპროექტის - „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების და-რეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ პრაქტიკული რეალიზება. რომელიც, უნდა დაემყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

- სოციალურად დაუცველი,  იპოთეკით დაზარალებული,  ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობა-მოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობე-სებას; და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტი-ციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა...] ჩამოყალიბებას.

 

მთლიანობაში, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებას ასეთი სახე აქვს:

თავი 1.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმ-წიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდებით გამოწვეული მთიანი რეგიონების უმძიმესი ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შეიქმნას - „განსახლების ფონდი“.

თავი 2.

„განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის განმსაზ-ღვრელი დებულების შემუშავების მიზნით - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; საქართველოს ეკო-ნომიკისა და მდგრადი განვითარების; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების; აგრეთვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შეიქმნას: „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. სოციალურად დაუცველი,  იპოთეკით დაზარალებული,  ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში განთავსებულ დაცლილ თუ ნახევრად დაცლილ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხს;

2. „განსახლების ფონდის“ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ადგილის ხსენებული კატეგორიის ოჯახებისათვის საკუთარ მფლობელობაში გადაცემის საკითხს, პირველი ერთი წლის მანძილზე მასში მუდმივად ცხოვრების შემდეგ და ხუთი წლის მანძილზე გაყიდვის უფლების გარეშე;

3. საქართველოს მთიან რეგიონებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ამ რეგიონებში განსახლებული საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული ნაწილისათვის - საგადასახადო შეღავათების, დემოგრაფიული დახმარების დაწესებისა და კომუ-ნალური გადასახადების სრული სუბსიდირების შემოღების საკითხებს;

4. „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს ეფექტური საქმიანობისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს.

 

თავი 3.

„საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

თავი 4.

კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, შემუშავებული კანონპროექტი  „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემათა დარეგულირების - „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის შესახებ“, წარმოდგენილი იქნეს საპარლამენტო განხილვისათვის.

 

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმეტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

აქვე გვინდა, ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული ერთი შეგონება გავიხსენოთ - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმარ-თებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები, რომლის განხილვასაც, მიზეზთა გამო, ამჟამად არ შევუდგებით; თუმცა ერთსაც გავიხსენებთ - „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი“ [ლევ. 25,8].

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს!.. ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

დიახ, ღმერთმა ჩვენი მშობლიური მიწა ჩვენდა სამკვიდრებლად დაადგინა, და თანაც ამ წუთისოფლის „მდგმურები და ხიზნები“, როგორც ვნახეთ, გაგვაფრთხილა - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწაო“.

 

შესაბამისად, მაცხოვრის კვართის დავანებისა და - ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის ერთადერთი მესაკუთრე მხოლოდ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს; ხოლო ამ ქვეყანის თითოეული მკვიდრთაგანი, ღვთისაგან ბოძებული მიწის მხოლოდ - დროებით მოსარგებლე, ანუ მეიჯარენი შეიძლება ვიყოთ.

ამასთანავე, როგორც ვნახეთ, ბიბლიაში მიწაზე მეიჯარეობის საწყის მაქსიმალურ ვადად - 49 წელია გამოკვეთილი; მეიჯარისა თუ მისი მემკვიდრისათვის იჯარის, ამავე ვადებში, შემდგომი გაგრძელების უფლებით.

ჩვენი წინამდებარე საკანონმდებლო რეგულაცია, საკუთრების სწორედ ამ ორ პრინციპზეა დაფუძნებული:

- საქართველოს სახელმწიფო, ღმერთისგან ჩვენთვის ბოძებული მიწის მუდმივი მფლობელია; ხოლო

- ქართული სახელმწიფოს თითოეული მკვიდრთაგანი ქართული მიწის დროებითი მფლობელი, ანუ მეიჯარეა.

 

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამ-შრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი. შესაბამისად:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონ-კურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიზანია - არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პო-ლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოძებნოს,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ ინიციატივით რათა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნას: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხთა კომიტეტი: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს, შემადგენლობაში თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური გაერთიანებების თითო წარ-მომადგენლები,  რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.

 საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმო-ბის დარბაზი“, თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] იქნება ის ადგილი, სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი.

ყოველივე ზემოთქმულის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შევიდეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“.

 

 

მოსწავლისა და მშობლის კანონი, ანუ სასკოლო ასაკის შვილის მყოლი დედისათვის შეღავათების დაწესების ახალი მექანიზმი

ჩვენს მიერ შემუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

საჯარო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ დედას, შვილისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის პრობლემა უკვე სასკოლო ასაკიდან ექმნება. კერძოდ, სკოლის სასწავლო პროცესის შემდგომად, ვიდრე დედის მიერ სამსახურის დამთავრებამდელ დროში, თავს იჩენს ბავშვისადმი სათანადო ყურადღების მიქცევის პრობლემა. ეს საკითხი, მოსწავლის ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა დონით მწვავდება, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს მოზარდის მიერ გარდატეხის ასაკის გავლის პროცესში. 

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნე-ბის მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილის მყოლ დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

 

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე

საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხისათვის

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

ამიტომ მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი, გამოვდივართ წინადადებით, ახალი სტრუქტურული ერთეულის - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურ დარეგულირებასა და კოორდინაციაში  კომისიის მიერ შესატანი სავარაუდო წვლილიდან გამომდინარე, საჭიროა რომ:

- კომისია შედგებოდეს საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმო-მადგენლისაგან;

- მას ხელმძღვანელობდეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ხოლო

- თანამდებობრივად მეორე პირი [კომისიის მდივანი] წარმოადგენდეს იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებას (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა. 

დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოღვაწე წევრებისაგან შემდგარი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაძლებელია ახორციელებდეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნო.

ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო დაფინანსების შესაძლებლობის შემთხვევაში, კომისიის - საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კომისიის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

 

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„კავკასია - მშვიდობის სახლი“

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“.

როგორც მოგეხსენებათ, კავკასიის რეგიონად მოაზრებულ ტერიტორიაზე დღეისათვის ხუთი სახელმწიფოა განთავსებული - აზერბაიჯანი (86, 6 ათ. კმ2.), თურქეთი (სულ 780,6 ათ. კმ2), რუსეთის ფედერაცია (254,3 ათ. კმ2, სულ 17 075 400 კმ2²-ს.), საქართველო (69,7 ათ. კმ2) და სომხეთი (29,8 ათ. კმ2). 

რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0 კმ2), სტავროპოლის მხარე (66,5 კმ2), რესპუბლიკები - ადიღე (7,6 კმ2), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1 კმ2), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5 კმ2), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0 კმ2), ინგუშეთი (4,6 კკმ2), ჩეჩნეთი (15,9 კმ2), დაღესტანი (50,3 კმ2)

კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბი-ნადრო რაიონია. იგი არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი - ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერ-თობა, გავრცელდა ქრისტიანობა.

კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყვე-ლაზე მრავალეროვნული ტერიტორიაა - „კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ: იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალთაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის ქართ-ველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნურ ენათა ჯგუფები...

კავკასიაში მცსოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან: რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები...

ალთაური ოჯახის თურქული ჯგუფის ენებზე ლაპა-რაკობენ აზერბაიჯანელები, ერთმანეთთან ახლო მონათესავე ყარაჩაელები და ბალყარები, ყულმუხები, ნოღაელები, თათრები, კავკასიის თურქმენები...

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები...

კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართ-ველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყაბარ-დოელები; მონოფიზიტები - სომხები; დანარჩევი ხალხის დიდი ნაწილი მუსლიმანია. მათ შორის ლეკების მცირე ნაწილი - შიიტები; სხვები, და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) - სუნიტები; ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებენ იუდაიზმს...“ (ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ, 302-303).

კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხეთში ეძებდნენ ოქროს საწმისს.

სავაჭრო-საქარავნო გზების გადამკვეთი კავკასიის რეგიონი, ისტორიის მანძილზე, არაერთხელ გამხდარა ურთიერთდაპირის-პირების ეპიცენტრი. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღო-ლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე.

რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარ-სეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახ-ლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყ-ნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები.

ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალი ოლქი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მიზეზთა გამო დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; დღემდე ჩაკეტილია თურქეთისა და სომხეთის საზღვარი; გამწვავებული ურთიერთობაა რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის...

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

ამჟამად წარმოგიდგენთ, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდის მიერ დეტალურად დამუშავებულ - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს [„კავმშვისა“] დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტის ზოგად მონახაზს:

 

„ჩვენ, კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი ვესწრაფვით რა მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, წინამ-დებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები ვაცხადებთ:

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე და 54-ე მუხლების სულისკვეთებას, ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშ-როების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმ-წიფოებად;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სახელმ-წიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო უზრუნველვყოფთ, პრინციპების მიღებით და მეთოდების დაწესებით, რომ - შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართ-ლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანას-წორუფლებიანობის რწმენას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებული საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, („კავმშვისა“)-ს დამფუძნებელი დოკუმენტი, შესდგება შემდეგი 10 თავისაგან:

1. ზოგადი დებულება [5 მუხლი]; 2. „კავმშვისა“-ს წევრები [4 მუხლი]; 3. „კავმშვისა“-ს ორგანოები [1 მუხლი]; 4. სათათბირო [12 მუხლი]; 5. დარბაზის სამდივნო [12 მუხლი]; 6. დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა [5 მუხლი]; 7. ეკონომიკური და სოციალური საბჭო [9 მუხლი];  8. იურიდიული საბჭო [8 მუხლი]; 9. შესწორებანი [2 მუხლი]; 10. „კავმშვისა“-ს სიმბოლიკა, ადგილმდებარეობა, ლიკვიდაციის წესი [3 მუხლი].

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“

[საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი]

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფ-ლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი], რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო, ახალი ფორმით გამწვავდა ურთიერთობა - აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის; საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი. 

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ:

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და

მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუ-ხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან და-კავშირებით.

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებული: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტის ზოგად მონახაზს:

 

„ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის რესპუბლიკა:

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით;

ვაღიარებთ რა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; და

ვესწრაფვით რა ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას,

წინამდებარე ხელშეკრუ-ლების დადებით ვაცხადებთ: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში,  ქ. ქუთაისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები, თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობის საშუალებით, რომლებმაც თავი მოვიყარეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში და წარვადგინეთ შესაბამისი რწმუნებულებანი, შევთანხმდით რა - მივიღოთ ეს დამფუძნებელი დოკუმენტი [წესდება], და შევქმნათ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი,

ვადასტურებთ, რომ: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სულისკვეთებას, ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტი-კური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, იქმნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი არ ერევა იმ საქმეში, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემავალი რომელიმე სახელმწიფოს შინაგანი კომპეტენციაა;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითო-ეული წევრი სახელმწიფო მოქმედებს მათი ქვეყნის სახელისუფლო ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით, რო-გორც ერთიანი სუვერენული ერთეული;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხებ-ში თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვი-ბრძოლებთ მხოლოდ სამართ-ლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა 1907 წლის ჰააგის კონვენციას „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“;

ვითვალისწინებთ რა 1969 წ. ვენის კონვენციას „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“;

ვეყრდნობით რა გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე 33-ე მუხლში გადმოცემულ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების უმთავრეს პრინციპს, რომ საფრთხეს არ უნდა შეექმნას „საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და სამართლიანობას“; და

ვითვალისწინებთ რა 21-ე საუკუნეში არსებულ მულტიპოლარულ სისტემაზე დაფუძნებულ ძალთა წონასწორობის საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ -

1. მსოფლიო თუ რეგიონალური ჰეგემონიის თავიდან აცილება;

2. გაეროს წესდებით დეკ-ლარირებული საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტებისა და, საკუთრივ, სისტემის შენარჩუნება;

3. საერთაშორისო სისტემაში, საყოველთაო თუ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა;

4. ომის შეკავებით მშვიდობის განმტკიცება და გახანგრძლივება,

ვაცხადებთ, რომ:

როგორც - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის, ასევე ცალ-ცალკე თითო-ეული მისი წევრი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული საქმიანობა დაემყარება  - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე შემდეგ პრინციპებს:

1. ომის პერიოდში:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და სხვა);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს);

- არ შეუწყოს ხელი, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმი-რების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას

2. მშვიდობიან პერიოდში:

ა) არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ დათმობს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) არ დააწესებს პროტექტორატს უცხო სახელმ-წიფოს მიმართ, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.

შესაბამისად, ვეყრდნობით რა გაეროს წესდების 54-ე მუხლს, რომლის ძალითაც - „უშიშროების საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდო-ბისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

გამოვდივართ წინადადებით, რომ - გაეროს წესდების 23 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელ-მწიფო - ჩინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებუ-ლი სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებუ-ლი - კვალიფიციური მიუ-ერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.