Print

2020 წ. საარჩევნო პროგრამა

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]

სახელით“ მომავალი გუნდის

საარჩევნო პროგრამა

 

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“

[იოანე 15,22]

წინათქმა

ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდება, ჩვენივე საქმიანობის მთავარ ორიენტირს წარმოადგენს.

„ზვიადის გზა...“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალია, რომლის მთავარი სამოქმედო მიზანია:

 

1. ღმერთის ნებითა და მხარდაჭერით, ქვეყნის საერო საქმიანობის, საუკუნეების მანძილზე გამოკვეთილ ღვთაებრივ ფასეულობებზე დამყარებული პრინციპებით წარმართვა.

 

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალი-სწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემუშავებულია ისეთი მექანიზმი, რომელიც:

- ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას; და

- მეორეს მხრივ ყველა პირობას შექმნის, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობები, მათი მრევლის ქვეყნის მოსახლეობაში წრმომადგენლობითი წილიდან გამომდინარე, გახდნენ საერო ცხოვრების აქტიური მონაწილენი.

ყოველივე ამისათვის, დეტალურად გვაქვს დამუშავებული საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა მთელი პაკეტი, მათ შორის ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამომკვეთი - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის უნიკალური მოდელი.

 

2. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

ვადასტურებთ რა, რომ - „სიმართლე“, როგორც „დასაწყისი და დასასრული ყოველი არსისა“ [კონფუცი], ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრების ქვაკუთხედია,

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა“, მის მიერ მომზადებული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებით, შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს, ქვეყანაში სამართლებრივი სფეროს მოწესრიგებაში;

 

3. ღვთაებრივ სამართალზე ორიენტირებული, კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული - სულიერად და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა...

გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, „ზვიადის გზა“-ს მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამის მესამე პირობითი ჯგუფი მოიცავს, როგორც:

 

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, ასევე: ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონმდებ-ლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, რომელიც საშუალებას იძლევა: მაქსიმალურად გონივრულ ვადებში:

 

- აღვადგინოთ სიმართლე და კანონიერება;

- მოვახდინოთ 2004 - 2012 წ.წ. რეჟიმის შეფასება;

- გამოვაცხადოთ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი;

- მივიღოთ: ქართული მიწის დაცვის კანონი;

- ავამოქმედოთ: მოსწავლისა და მშობლის კანონი;

- შევცვალოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი;

- დავაფუძნოთ: მთაში განსახლების ფონდი;

- შევქმნათ: ეროვნული თანხმობის დარბაზი;

- დავხვეწოთ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული“ საკითხი;

- გადავჭრათ, ზოგადად - „საქართველოსა“ [ე.წ. „ჯორჯიასა“ და „გრუზიას“ ნაცვლად] და

ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების საკითხი“;

- მოვაწესრიგოთ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

და ა.შ.

 

ასევე:

- საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ორ კონკრეტულ წინადადებას

- შეიქმნას: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“ [რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი]; და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

 

ასევე:

საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ორ კონკრეტულ წინადადებას

 

- შეიქმნას: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“

[რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი];

და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი

[სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

 

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ - ჩვენ, თქვენგან საარჩევნო ხმას არ ვითხოვთ...

გახსოვდეთ, მოახლოებული მეორედ მოსვლის დრომდე, ანუ ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენი სურვილია თითოეულ თქვენთაგანს დავეხმაროთ საკუთარი სულის ხსნისათვის მართებული არჩევანის გაკეთებაში.

 

ამიტომ, გთხოვთ - შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი, და თუ გნებავთ წილი დაიდოთ ზემოთქმულის ასრულებაში მხარი დაუჭირეთ მას.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

- ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

 

მე-2 ნაწილი

 

დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა

სათავიდან უნდა დავიწყოთ

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე 8,11]

 

1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

 

დღეისათვის, 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენებთან მიმართებაში, არსებობს საქართველოს: დე-იურე და დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი სამი დადგენილება:

 

1. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭოს დადგენილება:

„1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

 

2. 2000 წლის 20 აპრილს, 1999 - 2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ”,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...“;

 

3. 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

- „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებ-რივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქარ-თველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საჭიროა - 1992 წ. 13 მარტის, 2000 წ. 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებულ სულისკვეთებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს

- საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც უნდა აღინიშნოს:

„ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას; და

ვეყრდნობით რა:

ერთის მხრივ - პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს; და

მეორეს მხრივ, ჯერ - 1999 - 2003 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ: 2000 წ. 20 აპრილს, ხოლო შემდგომად - 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ: 2005 წლის 11 მარტს - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამია-ნობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.”.

 

უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის მიერ გადადგმული, მონანიების ტოლფასი ასეთი ნაბიჯი, ღმერთის ნებით, თავის მხრივ საფუძვლად და-ედება ქართული სახელმწიფოს ნორმალურ სამართლებრივ განვითარებას.

 

 

მე-3 ნაწილი

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადებასთან დაკავშირებით

 

წინათქმა

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდ-ინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

 

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

 

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორი-ული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

 

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრა-ტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ 1918 წ. დამოუკიდებლობის აქტში „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918 წ. 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ კი, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თი-თოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

 

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

 

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

 

დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება - მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არა-წევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამ-ხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

 

 

მე-4 ნაწილი

2004 – 2012 წ.წ. მოქმედი რეჟიმის შეფასება

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 2004-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, - მ. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძარაობა“, - სჩადიოდა.

 

 

ალბათ ორიგინალურნი არ ვიქნებით, მათი საქმიანობის ზოგად შეფასებაში - ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ხსენებული გუნდის პოლიტიკური ელიტა სჩადიოდა.

ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონკრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდეც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარ-ტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ ყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანე-ლობის ხსენებული ჯგუფის საქმიანობაზე.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ს/გ „ზვიადის გზით“ მომავალ გუნდს მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან ერთს - დადგენილების, ხოლო მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს შემდეგი სახის დადგენილება:

- „საქართველოში 2004 – 2012 წ.წ. მომქმედი რეჟიმის საქმიანობის შესახებ“:

ვითვალისწინებთ რა, რომ მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ, ქვეყნის ცხრაწლიანი მართველობის დროს, ჩადენილმა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

2004 - 2012 წ. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.“.

 

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 2004 – 2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

 

აქვე წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ, დღეისათვის მომქმედ საქართველოს კანონში - „თავისუფლების ქარტია“-ში შესატან ზოგიერთი ცვლილების ფორმულირებას:

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან: 2004-2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა“;

იქვე, მითითებულია, რომ - „არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადა, კერძოდ:

ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირი, რომელსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“

 

 

მე-5 ნაწილი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ

 

 

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმეტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში ჩავარდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

აქვე გვინდა, ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული ერთი შეგონება გავიხსენოთ - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები, რომლის განხილვასაც, მიზეზთა გამო, ამჟამად არ შევუდგებით; თუმცა ერთსაც გავიხსენებთ - „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი“ [ლევ. 25,8].

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს!.. ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

 

დიახ, ღმერთმა ჩვენი მშობლიური მიწა ჩვენდა სამკვიდრებლად დაადგინა, და თანაც ამ წუთისოფლის „მდგმურები და ხიზნები“, როგორც ვნახეთ, გაგვაფრთხილა - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწაო“.

შესაბამისად, მაცხოვრის კვართის დავანებისა და - ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის ერთადერთი მესაკუთრე მხოლოდ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს; ხოლო ამ ქვეყანის თითოეული მკვიდრთაგანი, ღვთისაგან ბოძებული მიწის მხოლოდ - დროებით მოსარგებლე, ანუ მეიჯარენი შეიძლება ვიყოთ.

ამასთანავე, როგორც ვნახეთ, ბიბლიაში მიწაზე მეიჯარეობის საწყის მაქსიმალურ ვადად - 49 წელია გამოკვეთილი; მეიჯარისა თუ მისი მემკვიდრისათვის იჯარის, ამავე ვადებში, შემდგომი გაგრძელების უფლებით.

ჩვენი წინამდებარე საკანონმდებლო რეგულაცია, საკუთრების სწორედ ამ ორ პრინციპზეა დაფუძნებული:

- საქართველოს სახელმწიფო, ღმერთისგან ჩვენთვის ბოძებული მიწის მუდმივი მფლობელია; ხოლო

- ქართული სახელმწიფოს თითოეული მკვიდრთაგანი ქართული მიწის დროებითი მფლობელი, ანუ მეიჯარეა.

 

 

მე-6 ნაწილი

საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“

 

მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ანექსიის შემდგომი დროის მანძილზე, მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის განხორციე-ლებას, უმძიმესი დემოგრაფიული ფონის შექმნა მოჰყვა.

ერთის მხრივ: 1918 – 1921 წ.წ.,

და

მეორეს მხრივ: 1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდდა:

 

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკური გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედრითი წილი;

- დანაშაულებრივი საბანკო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა იპოთეკით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეთა მრავალათასიანი ჯგუფი;

- მიზეზთა გამო მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუს-რულდათ, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგი-ონების დაცარიელებისათვის;

და ა.შ.

 

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, შემოთავაზებული კანონპროექტის - „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონ-დი“-ს შექმნის თაობაზე“ პრაქტიკული რეალიზება. რომელიც, უნდა დაემყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

 

- სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობა-მოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას;

და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტი-ციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა...] ჩამოყალიბებას.

 

მთლიანობაში, ს/გ „ზვიადის გზა”-ს სახელით შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებას ასეთი სახე აქვს:

„თავი 1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული მოვლენების შედეგად, საქართველოს ნორმალური სახელმ-წიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდებით გამოწვეული მთიანი რეგიონების უმძიმესი ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შეიქმნას - „განსახლების ფონდი“.

 

თავი 2. „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის განმსაზღვრელი დებულების შემუშავების მიზნით - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითა და:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების;

აგრეთვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით, შეიქმნას: „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკით-ხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

 

ა. სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი და-სახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში განთავსებულ დაცლილ თუ ნახევრად დაცლილ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხს;

 

ბ. „განსახლების ფონდის“ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ადგილის ხსენებული კატეგორიის ოჯახებისათვის საკუთარ მფლობელობაში გადაცემის საკითხს, პირველი ერთი წლის მანძილზე მასში მუდმივად ცხოვრების შემდეგ და ხუთი წლის მანძილზე გაყიდვის უფლების გარეშე;

 

გ. საქართველოს მთიან რეგიონებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ამ რეგიონებში განსახლებული საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული ნაწილისათვის - საგადასახადო შეღავათების, დემოგრაფიული დახმარების დაწესებისა და კომუნალური გადასახადების სრული სუბსიდირების შემოღების საკითხებს;

 

4. „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს ეფექტური საქმიანობისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს.

 

თავი 3. „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება, კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირის ვადაში, დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

 

თავი 4. კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში, შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პრობლემათა დარეგულირების - „განსახლების ფონდი“-ს საქმიანობის შესახებ“, წარდგენილი იქნეს საპარლამენტო განხილვისათვის.

 

მე-7 ნაწილი

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების არსი

 

მსოფლიო ხალხთა ისტორიიდან არაერთი მაგალითია ცნობილი იმისა, თუ ქვეყნის ძირითად მაცხოვრებელთა მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივი ფასეულობების საწინააღმდეგოდ მომქმედი ხელისუფალი, როგორ ტრაგიკულად ამთავრებს თავის საქმიანობას.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ადეკვატურად რეაგირებდეს საქართველოს მოქალა-ქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით.

არადა, დღეს მომქმედი კანონის პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, თავისი არსით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესო-ბისათვის მისაღებ ზნეობრივ ფასეულობებთან.

არსებული ჩანაწერის მიზანია - ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღნიშნული კანონის ნორმის დამკვიდრებით, მიაღწიონ ტრადიციული და არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მიმდევართა უფლებების გათანაბრებას.

ამ უკანასკნელთ, ხშირად „სექსუალურ უმცირესობებადაც“ მოიხსენიებენ [რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან].

მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნებისმიერ ფორმას - ერთ-ერთ უპირველეს ცოდვათა რიგს მიაკუთვნებს, მთელი არსით ეწინააღმდეგება ამ ცოდვის პროპაგანდის ყოველგვარ გამოვლენას.

საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ანუ ცოდვის მატარებელ პირთა ჯგუფს, აძლევს რა - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის“ უფლებას, საკანონმდებლო დონეზე, ხელს უწყობს [და ახალისებს], რათა არაჯანსაღი ზნეობის მატარებელმა პირებმა, მოახდინონ თავად ამ ცოდვის პროპაგანდა.

კანონში არსებული ჩანაწერი, ახალისებს ე.წ. ფსევდო-ლიბერალურ ფასეულობებზე ორიენტირებულ პირთა მცდელობას - არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციათა შორის გამოყონ ზოგიერთი მათთაგანი, და ტრადიციულ ორიენტაციის მიმდევრებთან მათი გათანაბრების მიზნით, მიაღწიონ, მათთვის საყოველთაოდ აღიარებული ისეთი ადამიანური უფლებების მიღებას, როგორიცაა - სხვადასხვა თავშეყრის, მიტინგებისა და მსვლელობების ჩატარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ხსენებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეუზღუდავად გამოყენების საბაბით, მოითხოვონ თავისი ამორალური ზნეობრივი ფასეულობების ღიად გამოყენების უფლება. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ - „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უია-რაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“ [მუხლი 21,1].

მაშასადამე, ხსენებული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ ცოდვაში ჩავრდნილთა ე.წ. „გუნდის“ მხრიდან ამ უფლების გამოყენებით თავისი ცოდვების ფართოდ რეკლამირების [მსვლელობებზე, მიტინგებზე...] უფლების მოპოვებაა;

ზემოთქმული კი, ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, რომლის თანახმადაც - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“.

ე.წ. სექსუალური უმცირესობის ამორალური ზნეობრივი ფასეულობები ლახავს საქართველოს მაცხოვრებელთა ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური ღირებულებების მქონე უმრავლესობის პატივსა და ღირსებას;

 

„საქართველოს კონსტიტუცია“-ში ვკითხულობთ:

„1. საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“.

ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საქართველოს მოქალაქეთა უფლებებით თანაბრად სარგებლობის უფლების მინიჭება და მათ მიერ ამ უფლებათა გამოყენების საბაბით ამორალური ზნეობრივი კატეგორიების სხვადასხვა თავყრილობათა ფორმით [მიტინგები, დემონსტრაციები და სხვა] ღიად გამოხატვით დაირღვევა - კონსტი-ტუციით გარანტირებული ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს უმრავლესობის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ცხოვრების წესი;

 

„საქართველოს კონსტი-ტუციის მიხედვით:

„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს...“, ანუ ხსენებული უფლებით მოსარგებლემ, თავისი არ უნდა შელახოს სხვათა უფლებები.

 

ფსევდო-ლიბერალური პოზიციების მატარებელი, ხსენებული კანონის განსახილ-ველი ჩანაწერის საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან დაპირისპირების მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ.

სახეზე გვაქვს უმცირესობის ასეთი ჯგუფის მხრიდან, უმრავლესობის შეხედულებათა იგნორირების ფონზე განხორციელებული ძალადობა - ნებისმიერ ფასად მიაღწიონ ცოდვის ლეგალიზებას. ეს უკანასკნელი კი აშკარად ლახავს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ფუნდამენტურ უფლებებს;

საქართველოს კანონის - „დისკრიმინაციის ყველა ფორ-მის აღმოფხვრის შესახებ“ მე-5 მუხლში: „ამ კანონის დებულებათა არასწორად გამოყენების აკრძალვა“, ვკითხულობთ:

- „2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას“.

კანონმდებლის მიერ გაკეთებული ხსენებული ჩანაწერი, ცდილობს როგორმე შეარბილოს ის მოსალოდნელი წინააღმდეგობა, რაც ამ კანონის მიღებას ახლავს თან.

 

ამავე კანონის პირველ მუხლში დაფიქსირებული ხსენებულ - „სექსუალური ორიენტაცია“-ზე მიმანიშნებელი ჩანაწერი, რომელიც სხვათა უფლებებთან გათანაბრების მიზანს ამოფარებით, ცოდვის ლეგალიზაციის მცდელობაა, დიახაც ეწინააღმდეგება იქვე მოცემული მე-5 მუხლში დეკლარირებულს.

ბიბლიაზე დაფუძნებული, ქრისტიანული სამყაროს კა-ნონმდებლობის განმსაზღვრე-ლი - „დიდი სჯულის კანონი“, მკვეთრად ემიჯნება გაუკუღმართებული ქმედების ნებისმიერ გამოვლენას. მოდით ვნახოთ, რას გვამცნობთ ღმერთის ნების ამსახველი ბიბლია:

„არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“ [ლევ. 18,22]

„ნუთუ არ იცით, რომ უსა-მართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ [1 კორ. 6,9-10];

„რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრის-ტესა და ღვთის სასუფეველში“ [ეფეს. 5.5].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი მუხლიდან ჩანაწერის - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ ამოღებას.

 

 

მე-8 ნაწილი

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

შესაბამისად:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანუ-ლი კანონით დარეგისტრირებული ყველა პარტია ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლ-ტიკური გაერთიანების მიზანია - არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ ინიციატივით რათა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნას: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამ-შრომლობის საკითხთა კომიტეტი: „ეროვნული თანხ-მობის დარბაზი“.

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს, შე-მადგენლობაში თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური გაერთიანებების თითო წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თა-ნხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] იქნება ის ადგილი, სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი.

 

ყოველივე ზემოთქმულის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შევიდეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“.

 

მე-9 ნაწილი

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და

მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით

 

1991 წ. დეკემბერსა და 1992 წ. იანვარში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, თავისი გაგრძელება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰპოვა.

1992 წ. 2 იანვარს შექმნილი კრიმინალური „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე - 1992 წ. 10 მარტს შექმნილი „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვე-მდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი აფხაზეთში მიმდინარე კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე:

1993 წ. 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წ. 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წ. 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხა-ზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის;

აგრეთვე

1992 – 2008 წ.წ. მომქმედი და-ნაშაულებრივი რეჟიმის გაუთვლელ და ავანტურისტულ ქმედებათა გვირგვინად იქცა, რუსეთი ფედერაციის იმპერიული ცნობიერების მატარებელი ხელისუფალის მიერ წინასწარდაგებულ მახეში გახვევის გამო, 2008 წ. აგვისტოში დაწყებული „რუსეთ - საქართველოს ომი“, და მისი სავალალო შედეგი, რუსეთის მიერ - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის გაჩენა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 წ. 29 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შემდგომად ფორმირებულ სახელისუფლო სტრუქტურათა ერთობლივი მოქ-მედების შეწყვეტისა [1992 წ. 3 აპრილი], - ერთის მხრივ, და

მეორეს მხრივ 1993 წ. სექტემბერსა და 2008 წ. აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ქ. თბილისში მომქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მიზეზთა გამო, სათანადოდ ვერ პასუხობს დღევანდელობით გამოწვეულ მოთხოვნებს.

წინამდებარე საკანონმდებლო რეგულაციის მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შექმნას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური მოდელი.

ამ მიზნით შემოთავაზებულია შეიქმნას სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული - „...უმაღლესი საბჭო, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო, შედგება

საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატებისაგან და

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის იმ წევრებისაგან, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის ავტონო-მიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეროვნების დიდი ნაწილის ინტერესებს და რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის, 1995 წლის 14 ივნისის, 1996 წლის 17 აპრილისა და 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილებებით“

[„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 1,2].

 

ს/გ „ზვიადის გზა“-ზე მავალი გუნდის მიერ შემოთავაზებულია შეიქმნას ახალი კანონი - „აფხაზეთიდან დევნილი მო-სახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“.

რომლის მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შექმნას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური მოდელი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“.

იქვე წარმოდგენილია კანონის ამოქმედებისათვის გადასადგმელი ყველა საჭირო მექანიზმი. მათ შორისაა, ახალი სახელისუფლო რგოლის ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტი.

აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ, ხსენებულ კანონში ასახული მექანიზმის მიხედვით, სამუშაო რეგლამენტის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შეჩერებულად გამოცხადდეს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია [1978 წლის რედაქცია];

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

გ) ამ დროისათვის არსებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ უფლებამოსილება.

 

 

საქართველოს გაბრწყინებისა და საკუთარი სულის გადარჩებაზე მაფიქრალო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქენო!

ზემოთ წარმოდგენილი საკითხების გარდა, ს/გ „ზვიადის გზა“-ს გუნდის მიერ გამოკვეთილი და საკანონმდებლო დონეზე დამუშავებულია, ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი პრობლემატური თემატიკა.

ჩვენი ინიციატივები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

 

მე-10 ნაწილი

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია

„კავკასია - მშვიდობის სახლი“

 

ს/გ „ზვიადის გზას” სახელით“ მომავალი გუნდი, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა კავკასიის რეგიონად მოაზრებულ ტერიტორიაზე არსებული ხუთი სახელმწიფოს [აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი ბაზაზე შეიქმნას - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“.

კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბინადრო რაიონია. იგი არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი - ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობა, გავრცელდა ქრისტიანობა.

კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყვე-ლაზე მრავალეროვნული ტერიტორიაა - „კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ: იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალთაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნურ ენათა ჯგუფები...

კავკასიაში მცსოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან: რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები...

ალთაური ოჯახის თურქული ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანელები, ერთმანეთთან ახლო მონათესავე ყარაჩაელები და ბალყარები, ყულმუხები, ნოღაელები, თათრები, კავკასიის თურქმენები...

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები...

კავკასიის მორწმუნე მოსახლობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყაბარდოელები; მონოფიზიტები - სომხები; დანარჩევი ხალხის დიდი ნაწილი მუსლიმანია. მათ შორის ლეკების მცირე ნაწილი - შიიტები; სხვები, და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) - სუნიტები; ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებენ იუდაიზმს...“ (ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ, 302-303).

რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუ-კუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია, როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს დამფუძნე-ბელი დოკუმენტის პროექტის ზოგადი მონახაზი ასეთია:

 

„ჩვენ, კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი ვესწრაფვით რა მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები ვაცხადებთ:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე და 54-ე მუხლების სულის-კვეთებას, ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვუზრუნველვყოფთ, პრინციპების მიღებით და მეთოდების დაწესებით, რომ - შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავ-კასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

 

 

 

მე-11 ნაწილი

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი: „სამუბ“-ი

 

ს/გ „ზვიადის გზას“ სახელით მომავალი გუნდის მომდევნო ინიციატივა გულისხმობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი], რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება განმტკიცების საქმეში.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ: ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და, მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან და-კავშირებით.

ს/გ „ზვიადის გზა“-ს სახელით მომავალი გუნდი წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებული: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტის ზოგად მონახაზს:

„ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწი-ფოები - საქართველო, აზერ-ბაიჯანის რესპუბლიკა, მო-ლდოვის რესპუბლიკა, უკ-რაინა და ბელარუსის რეს-პუბლიკა:

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით; ვაღიარებთ რა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; და ვესწრაფვით რა ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის ჩამოყალიბებას

[შტაბ-ბინა საქართველო, ქ. ქუთაისი].

აღნიშნულიდან გამომდინარე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები, თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობის საშუალებით, რომლებმაც თავი მოვიყარეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში და წარვადგინეთ შესაბამისი რწმუნებულებანი, შევთანხმდით მივიღოთ ეს დამფუძნებელი დოკუმენტი [წესდება], და შევქმნათ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი,

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „სამუბ“-ი, იქმნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

„სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად; „სამუბ“-ი არ ერევა იმ საქმეში, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემავალი რომელიმე სახელმწიფოს შინაგანი კომპეტენციაა;

„სამუბ“-ის თითო-ეული წევრი სახელმწიფო მოქმედებს მათი ქვეყნის სახე-ლისუფლო ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით, როგორც ერთიანი სუვერენული ერთეული;

 

„სამუბ“-ი, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

„სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

„სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორ-უფლებიანობის რწმენას;

„სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით. ზემოთქმულიდან გამომდინარე:

 

ვეყრდნობით რა გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე 33-ე მუხლში გადმოცემულ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვა-რების უმთავრეს პრინციპს, რომ საფრთხეს არ უნდა შეექმნას „საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და სამართლიანობას“; და

 

ვითვალისწინებთ რა 21-ე საუკუნეში არსებულ მულტიპოლარულ სისტემაზე დაფუძნებულ ძალთა წონასწო-რობის საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ -

1. მსოფლიო თუ რეგიონალური ჰეგემონიის თავიდან აცილება;

2. გაეროს წესდებით დეკლარირებული საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტებისა და, საკუთრივ, სისტემის შენარჩუნება;

3. საერთაშორისო სისტემაში, საყოველთაო თუ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა;

4. ომის შეკავებით მშვიდობის განმტკიცება და გახანგრძლივება, ვაცხადებთ, რომ:

 

როგორც „სამუბ“-ის, ასევე ცალ-ცალკე თითოეული მისი წევრი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული საქმიანობა დაემყარება - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე შემდეგ პრინციპებს:

1. ომის პერიოდში:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და სხვა);

- არ გაუწიოს დისკრიმი-ნაცია რომელიმე მხარეს სამ-ხედრო დანიშნულების იარაღი-სა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს);

- არ შეუწყოს ხელი, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას

 

2. მშვიდობიან პერიოდში:

ა) არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ დათმობს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) არ დააწესებს პროტექტორატს უცხო სახელმწიფოს მიმართ, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.

 

შესაბამისად, ვეყრდნობით რა გაეროს წესდების 54-ე მუხლს, რომლის ძალითაც - „უშიშროების საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

გამოვდივართ წინადადებით, რომ - გაეროს წესდების 23 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო - ჩინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, „სამუბ“-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული - კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.