Print

მიხეილ(გელა) სალუაშვილი - ლასკარის თავმჯდომარე - ავტობიოგრაფია


gela

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარე,

ტექნიკური დოქტორი, პროფესორი,




ავტობიოგრაფია

 

მე

 

მიხეილ (გელა) სალუაშვილი


 

დავიბადე ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს;

 

- სხვადასხვა წლებში დავამთავრე:

ქ. თბილისის მე-7 საშუალო სკოლა [1975 წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო  ფაკულტეტი,     სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“ [1980 წ.];

ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა [გერმანული] [1980 წ.] და  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის [ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, სპეციალობა - „ხელოვნებათმცოდნე“] [1989 წ.] ორწლიანი კურსები;

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა [1986 წ.].

 

- 1987 წ. 11 დეკემბერს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „ახალი ტიპის გასაშლელი თაღოვანი გადახურვის დამუშავება“, და 1988 წლის 11 მაისს მომენიჭა: „ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის“ სამეცნიერო ხარისხი.

 

  - 1992 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მომენიჭა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტის სამეცნიერო წოდება.

 

- სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი:

სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979-1980 წ.წ.];

სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];

საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980-1982 წ.წ.]; 

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად; სამეცნიერო თემებში: მეცნიერ-მუშაკიდან - წამყვან მეცნიერ-მუშაკად [1983-1989 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 -1991 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის  № 21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];

 

 - 1984 წელს გავხდი „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წევრი.

 

- ჩემი გამოგონებათა მაკეტებით მონაწილეობას ვიღებდი:

ბულგარეთში გამართულ: „მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა მიღწევების“ გამოფენაზე: „ბულგარეთი -85“ [1985 წ.], აგრეთვე

მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე [1987 წ.];

 

 - დღეის მდგომარეობით ვარ: 

87 - მონოგრაფიის {მათ შორის: 1 - ტექნიკური (რუს.), 23 - პოლიტიკური, 9 - იურიდიული, 44 - თეოლოგიური, 10 - ისტორიული]

59 სამეცნიერო ნაშრომისა [მათ შორის: 1 – „ლექსიკონ-ცნობარი", 18 სასწავლო სახელმძღვანელოს, 14 გამოგონების] და 

2000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;

 

- 1993 წ. 26 მაისს გამოქვეყნდა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარედგინა ჩემს მიერ შედგენილი „საქართველოს კონსტიტუციის“ პროექტი. ვარ კონსტიტუციის თემატიკისადმი მიძღვნილი 9 იურიდიული კრებულის ავტორი;

 

 - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩავები 1988 წლიდან, ვიყავი:

 „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.],

„საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989-1990 წ.წ.] და

„საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ [1990-1992 წ.წ.] წევრი;

 

- 1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ ვიქენი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; საკრებულოს პირველსავე სხდომაზე ამირჩიეს - საკრებულოს მდივნად (თავმჯდომარედ), თბილისის საკრებულოს წევრად;

 

- 1992 წლის იანვარში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ პოლიტიკური ორგანიზაცია: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“; ვმონაწილეობდით საქართველოს პარლამენტის 1992 და 1995 წლების არჩევნებში;

 

- ჩემს მიერ დაფუძნებული იქნა:

შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.];

შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.]; 

შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.]; 

 

- 1996 წლის 9 აპრილიდან  დავიწყეთ გაზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზეთ ზვიადის გზა-ს გამოცემა;

 

- 1996 წლის 15 დეკემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, დავაარსე: საქართველოს სულიერი  მისიის  შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“. დაარსების დღიდან ვარ „ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის“ თავმჯდომარე;

 

- 1997 წლის 4 იანვარს გამოვიდა გზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი;

 

- 2003 წლიდან ვარ „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი;


- 2003-2004 წ.წ. ვიყავი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (თავმჯდომარის) მრჩეველი;


- 2013 წ. 27 სექტემბერს გავხდი „ფაზისის საერო აკადემიის“ აკადემიკოსი;

- 2014 წ. 30 მაისს გამართულ ფაზისის საერო აკადემიის სხდომაზე, აკადემიის ხელმძღვანელობისა და წევრების უპრინციპო, და ზნეობასთან შეუთავსებელი საქციელის გამოვლენის გამო, პროტესტის ნიშნად, უარი განვაცხადე აკადემიის ნამდვილ წევრობაზე და დავტოვე მათი რიგები.


- 2013 წელს ვიყავი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი;


- 2014 წელს ვიყავი ქ. თბილისის მერობის კანდიდატი;

 

- 1992 წლიდან 2011 წლის 23 დეკემბრამდე ვიყავი: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე;

 

- 2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ჩვენი მოთხოვნა კავშირის სახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ დღიდან ვარ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე.

 

- მყავს ორი ვაჟი: 

საბა სალუაშვილი [დაბ. 23.05.1990 წ.] - ისტორიის დოქტორი; 

ზაალ სალუაშვილი [დაბ. 23.05.1992 წ,] - არქიტექტურის მაგისტრი; სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი;

შვილიშვილი: ეკატერინე საბას ასული სალუაშვილი [დაბ. 05. 09. 2014 წ.].